რა დავა ჰქონდათ მოკლულ ბიზნესმენ ნუგზარ კახიძეს და ოთარ პირველს - მომხდარზე განმარტებას ვარკეთილის ბაზრობის კიდევ ერთი მეწილე გურამ ქაცანაშვილი აკეთებს. ის ბიზნესპარტნიორებს შორის დავასა და მკვლელობას შორის კავშირს გამორიცხავს.
„რა შუაშია მკვლელობასთან სასამართლო. სასამართლო სულ სხვა რაღაცაზე, ეჭვი ეპარებოდათ, ვიღაც-ვიღაცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ფული აკლდებოდა. სასამართლოში რომ წავიდნენ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ ვიღაც უნდა მოკლას. არანაირი ფული, სიმდიდრე არ ღირს ადამიანის სიცოცხლის ფასად, ძალიან ცუდი ამბავია“,- განაცხადა შპს ”ვარკეთილი 96-ის“ მეწილემ, გურამ ქაცანაშვილმა.
ნუგზარ კახიძე თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, საკუთარ სახლში 21 მარტს მოკლეს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.