24 აპრილი 2024,   07:19
ვრცლად
გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები მიიღო

გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები მიიღო. სხდომათა დარბაზში კენჭისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა, თუმცა კანონპროექტი პირველი მოსმენით მაინც ჩავარდა.

„კვოტირებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ჩვენს პარტიაშიც არის. ეს არის საკმაოდ მტკივნეული საკითხით, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოში მოკლევადიან პერსპექტივაში შედეგის მისაღწევად წარმომადგენლობით ორგანოში ქალების რაოდენობის გაზრდის სხვა გზა არ რჩება,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები