19 აპრილი 2024,   06:12
ვრცლად
"მოქმედი პროავტორიტარული კონსტიტუცია ჩავანაცვლეთ დემოკრატიული კონსტიტუციით" - ირაკლი კობახიძე

„საქართველოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ მიიღო საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ევროპულ ტრადიციებზე დაფუძნებული ძირითადი კანონი,“- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

საკანონმდებლო ორგანომ კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილებებს და ის 115 ხმით დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, 2024 წლიდან აღარ იარსებებს ბლოკების სისტემა და ბარიერი კვლავ 5 პროცენტით განისაზღვრება.

ასევე, ერთჯერადად, 2020 წლისთვის პოლიტიკურ ძალებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ბლოკები შექმნან და ბარიერი 5-დან 3 პროცენტამდე დაიწევს.

 „ამ რეფორმით ჩვენ მოქმედი პროავტორიტარული კონსტიტუცია ჩავანაცვლეთ დემოკრატიული კონსტიტუციით, რომელიც როგორც ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს და აუმჯობესებს ქვეყნის კონსტიტუციურ სისტემას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები