20 აპრილი 2024,   09:28
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილისთვის ევკალიპტის ხის გადატანის გამო 14 სოფელს დენი შეუწყდა

ბიძინა ივანიშვილის ევკალიპტის ხე ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ-აბასთუმნის ცენტრალურ გზაზე გადაიტანეს. ამის გამო 14 სოფელს დენი შეუწყდა. ხე ამ წუთას კახათის ცენტრშია გაჩერებული, მისი გადაადგილება 3 დღეში განახლდება და მოსახლეობა საპროტესტო აქციას აანონსებს.

ევკალიპტის ხე ანაკლიაში უნდა წაიღონ და შემდეგ ზღვით შეკვეთილში გადაიტანენ. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა დღეს „კურიერთან“ საუბარი არ ისურვა.

დღის ამბები