25 აპრილი 2024,   15:07
ვრცლად
რიკოთზე ტრაილერს ცეცხლი წაეკიდა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

რიკოთზე ტრაილერს ცეცხლი წაეკიდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი. როგორც „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.

შსს-ს ინფორმაციით, ტრაილერი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, რის შემდეგადაც მას ცეცხლი წაეკიდა.

ამ დროისთვის რიკოთზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

დღის ამბები