20 აპრილი 2024,   08:23
ვრცლად
არასამთავრობოების ინიციატივა პარლამენტმა ჩააგდო - გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს

პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. არასამთავრობო სექტორის ინიციატივას, რომ საარჩევნო სიებში დეპუტატობის ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის ყოფილიყო, მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტს მხარი მმართველი გუნდის წევრებმაც არ დაუჭირეს.

ოპოზიციის პოზიცია კი ამ თემაზე გაიყო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, „ევროპული საქართველოსთვის“ კი გენდერული კვოტირების ხელოვნურად დაწესება მიუღებელია.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა 37 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერით წარადგინეს.

პარლამენტი მომავალ კვირას გენდერული კვოტირების საკითხზე ისევ იმსჯელებს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს საკუთარ ვერსიას მმართველი გუნდი წარუდგენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები