19 აპრილი 2024,   13:26
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ფიქრია ჩიხრაძემ მიუსამძიმრა

სოფელ წილკანში, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედარია დასვენებული, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე იმყოფებოდა. მან ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრა. სოფელ წილკანში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ერთის მხრივ, ჩვენ პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელიც შეიწირა მახინჯმა საოკუპაციო რეჟიმმა და მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მთელმა ქართულმა საზოგადოებამ, ქართულმა სახელმწიფომ შექმნას ისეთი მექანიზმები, რომ დამნაშავეებმა აუცილებლად აგონ პასუხი,“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები