24 აპრილი 2024,   08:47
ვრცლად
შსს-მ ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ გამოძიება ადევნების ბრალდებით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, უწყება დაინტერესდა ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციებით, სადაც კონკრეტული პირები მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. 

გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ადევნების ფაქტზე სსსკ-ის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ სიდას ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ზვიად დევდარიანს, სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები