საფრანგეთში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.
დღეს დილით საავადმყოფოში სამართალდამცველი გარდაიცვალა, რომელმაც თავდამსხმელს მძევალში საკუთარი თავი გაუცვალა.
არნო ბელტრამი სუპერმარკეტის შესასვლელში დაიჭრა, თუმცა, ჩართული ტელეფონის საშუალებით პოლიციას საშუალება ჰქონდა, მოესმინა, თუ რას ელაპარაკებოდა ის ტერორისტს.
საფრანგეთის სამხრეთში მომხდარ თავდასხმების სერიაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.
თავად ტერორისტი, 25 წლის წარმოშობით მაროკოელი რედუან ლაკდიმი, სამართალდამცველებმა სუპერმარკეტის შტურმის დროს მოკლეს.
ის კარკასონში ცხოვრობდა, თავს დაესხა ერთ-ერთი ავტომობილის მფლობელს, დაჭრა ის და მოკლა მისი თანამგზავრი, წაართვა ავტომობილი და უიარაღო სპეზრაზმელების ჯგუფს გაუხსნა ცეცხლი. ამის შემდეგ ის ქალაქ ტრებში მდებარე სუპერმარკეტ Super U-ში შევიდა და მძევლები აიყვანა.
ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუხელ ეიფელის კოშკიც ჩააბნელეს.