24 აპრილი 2024,   10:25
ვრცლად
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ტრამპს რუსი დიპლომატების გაძევების რეკომენდაციას აძლევს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო დონალდ ტრამპს რუსი დიპლომატების გაძევების რეკომენდაციას აძლევს.

ასეთი ზომას ტრამპის ადმინისტრაციაში სოლსბერიში ქიმიური თავადასხმის საპასუხოდ განიხილავენ.

CNN-ის ინფორმაციით, რეკომენდაცია უსაფრთოების საბჭომ ხანგძრძლივი განხილვების შემდეგ მიიღო, რომელშიც თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტიც იყო ჩართული.

რამდენი დიპლომატის გაძევებაზეა საუბარი, სარეკომენდაციო წერილში მითითებული არ არის.

სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის გამო, 23 რუს დიპლომატს ქვეყანა უკვე დაატოვებინა ოფიციალურმა ლონდონმა. ანალოგიურ ზომას ევროპის 20 ქვეყნაც მიმართავს.

გამოცემა თაიმსის ინფრომაციით, კოორდინირებული საპასუხო ზომების შესახებ გადაწყვეტილება ლიდერებმა ევროკავშირის სამიტზე მიიღეს. პირველ ნაბიჯს კი ევროკავშირი ორშაბათს გადადგამს. ბრიუსელი მოსკოვიდან ელჩს ოფიციალურად გაიწვევს.

დღის ამბები