19 აპრილი 2024,   01:39
ვრცლად
"რონდელის ფონდმა" დუისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ შეხვედრა გამართა

დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ლექცია ჩაუტარდათ.

უფროსკლასელებთან შეხვედრა რონდელის ფონდის პროექტის ფარგლებში ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორმა გამართა.

კახა გოგოლაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკურ უმცირესობას მიეწოდოს სწორი ინფორმაცია ქვეყნის პრორიტეტებისა და მისი განვითარების შესახებ, როგორც საშინაო, ასევე საგარეო კუთხით.

დღის ბოლოს მოსწავლეებს თანამედროვე ტენდენციების შესახებ სპეციალური ჟურნალი გადაეცათ.

 

დღის ამბები