ყოფილი ლეიბორისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანობა და დემოკრატიის პრონციპების ხელმძღვანელი, ჯელალ ქიქავა, პარლამენტის წევრს, მოჭიდავე მუხრან ვახტანგაძეს თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
ჯელალ ქიქავას განცხადებით, მას თავს გვიან ღამით რამდენიმე სპორტსმენი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მისი თქმით, ისინი სწორედ მუხრან ვახტანგაძისაგან იყვენენ გამოგზავნილები და ეს ანგაიშსწორება ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ, როდესაც ერთერთ სატელევიზიო ეთერში ჯელალ ქიქავამ დეპუტატს "ზონდერი" უწოდა.
ჯელალ ქიქავა მიმართავს ხელისუფლებას, დროულად მოახდინონ რეაგირება და დაისაჯოს დამნაშავე.