25 აპრილი 2024,   14:14
ვრცლად
ბრიტანელმა სამართალდამცველები ლონდონში კემბრიჯანალიტიკას შტაბბინა გაჩხრიკეს

ბრიტანელმა სამართალდამცველები ლონდონში კომპანია კემბრიჯანალიტიკას შტაბბინა გაჩხრიკეს. საგამოძიებო მოქმედებები ოფისებში 7 საათს გაგრძელდა.

ჩხრეკის ორდერი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ მას შემდეგ გასცა, რაც გაირკვა, რომ ფირმამ უკანონოდ გამოიყენა Facebook-ის 50 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ელექტორატზე გავლენის მოსახდენად.

გასულ კვირას აგორებული სკანდალის შემდეგ მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა Facebook. მარკ ცუკერბერგის მიერ დაარსებული კომპანიის აქციების ფასი 7 პროცენტით დაეცა.

დღის ამბები