20 აპრილი 2024,   11:42
ვრცლად
ავღანეთში სტადიონის შესასვლელთან დანაღმული მანქანა აფეთქდა - გარდაიცვალა 14 ადამიანი

მორიგ ტერაქტს ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა. ტერორისტების სამიზნე ამჯერად მშვიდობიანი მოსახლეობა გახდა, რომელიც ჰელმანდის პროვინციაში, სტადიონზე სპორტულ მატჩზე დასასწრებად შეიკრიბა. სტადიონის შესასვლელთან დანაღმული მანქანა აფეთქდა, რის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

ის დანაღმული მანქანით სტადიონის ტერიტორიაზე შესვლას გეგმავდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახურმა შესამოწმებლად გააჩერა, მან ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები