19 აპრილი 2024,   18:59
ვრცლად
ჟან პოლ გოწიემ ახალი კოლექცია არგენტინაში წარადგინა

ჟან პოლ გოწიემ ახალი კოლექცია არგენტინაში წარადგინა. ფრანგმა დიზაინერმა დეფილე ბუენოს აირესის კულტურის ცენტრში გამართა.

გოწიემ მოდის მოყვარულებს ტრადიციული ელეგანტური სამოსი და ავანგარდული სტილის კოსტიუმები შესთავაზა.

დიზაინერმა საკუთარ სტილს ამჯერადაც არ უღალატა. მის კოლექციაში ტყავი, აბრეშუმის ქსოვილი, ფოჩები და გამჭვირვალე ქსოვილის დეტალები ჭარბობს.

გოწიეს ახალმა ნამუშევრებმა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. დეფილეს დასრულების შემდეგ სცენაზე გამოსულ დიზაინერს მაყურებელი ფეხზე ადგომით შეეგება.

დღის ამბები