19 აპრილი 2024,   22:09
ვრცლად
ტატუნაშვილი, ანწუხელიძის მსგავსად, არის მებრძოლი საქართველოს სიმბოლო - მიხეილ სააკაშვილი

"არჩილ ტატუნაშვილი, ანწუხელიძის მსგავსად, არის მებრძოლი საქართველოს სიმბოლო, ნაწამების, ნაიარევის, მაგრამ მაინც გაუტეხელის,“ -  ასე გამოეხმაურა Facebook-ის გვერდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი ცხინვალის ციხეში ქართველი ჯარისკაცის მკვლელობას.

მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ არჩილ ტატუნაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს.

“არჩილ ტატუნაშვილმა გაიმეორა გიორგი ანწუხელიძის გმირობა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ 21-ე საუკუნეშიც სამშობლო, მისთვის ბრძოლა და თავდადება ისეთივე აქტუალურია, როგორც ყველა წინა ეპოქაში და გმირები, მარტო წიგნებში არ არსებობენ. გამოვდივარ ინიციატივით, მიენიჭოს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება და სხვა ღონისძიებები ჩავატაროთ მისი სახელის უკვდავსაყოფად და ქართველების ახალი თაობების მის მაგალითზე აღსაზრდელად,“ - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები