25 აპრილი 2024,   03:52
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად თამარ ონიანი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად თამარ ონიანი აირჩიეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა ერთ ვაკანტურ ადგილზე 2 კანდიდატურა დაასახელეს - თამარ ონიანი და შალვა კაკაურიძე. კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობა - 253 ხმა, თამარ ონიანმა მიიღო.

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრად ახალი პირის დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მოქმედი წევრი - ლევან თევზაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავჯდომარედ აირჩიეს.

თამარ ონიანმა კენჭისყრის დაწყებამდე იმედს გამოთქვამდა, რომ საბჭოს წევრად აირჩევდნენ. მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრად არჩევის შემთხვევაში, მოსამართლეების საქმიანობას ხელს შეუწყობს.

დღის ამბები