19 აპრილი 2024,   05:37
ვრცლად
დღეს ვნახეთ ოკუპანტის ნამდვილი სახე და ის არის ადამიანის გამტაცებელი და წამებით მომკვლელი - პრეზიდენტი

„დღეს ვნახეთ ოკუპანტის ნამდვილი სახე და ის არის ადამიანის გამტაცებელი და წამებით მომკვლელი,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე გააკეთა, სადაც არჩილ ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს.

გიორგი მარგველაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველ ჯარისკაცი ღირსებით ორდენით დააჯილდოვა.

„დღეს ვნახეთ, რომ ამ მკვლელობის შემდეგ კიდევ უფრო დიდი მუხანათობა დაიგეგმა, რომ კიდევ უფრო მეტი შეურაცხყოფა მოეყენებინათ ჩვენთვის არჩილის გვამის არგადმოცემით. დღეს ჩვენ აქ ვნახეთ საქართველო, რომელმაც ღირსეული პასუხი გასცა ამ ყველაფერს - ჩვენ ვნახეთ ტრაგედიით არა გახლეჩილი, არამედ გაერთიანებული საზოგადოება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები