18 აპრილი 2024,   07:18
ვრცლად
ოპოზიცია აშშ-ის ბიუჯეტიდან საქართველოს დასახმარებლად 105 მილიონ დოლარზე მეტი გამოიყოფას მიესალმება

აშშ-ის ბიუჯეტიდან საქართველოს დასახმარებლად მომდევნო 9 თვის განმავლობაში 105 მილიონ დოლარზე მეტი გამოიყოფა. საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აშშ-ის კონგრესისი და ადმინისტრაციის ერთობლივ გადაწყვეტილებას მიესალმებიან.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა, აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოსთვის განსაზღვრული თანხის ზრდას მიესალმება.

„ძალიან მისასალმებელია ის, რომ ჩვენი რესურსები თავდაცვის გაიზარდა ამ მიმართულებით. რამდენადაც ვიცი, ამ თანხის ნაწილი უნდა მოხმარდეს პროპაგანდასთან ბრძოლას,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ევროპული საქართველოს  წევრი, გიგა ბოკერია, აღნიშნავს, რომ მსოფლიოში რუსეთის საწინააღმდეგოდ ვითარება შეიცვალა.

„ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიმოქმედოთ ამ დროს და ჩვენი საკითხები კიდევ უფრო წამოვწიოთ წინ. ამ თვალსაზრისით სამწუხაროა, რომ გვყავს მთავრობა, რომელსაც ამ მიმართულებით ეფექტური მუშაობა ან არ შეუძლია ან ფუნდამენტურად არასწორი ხედვა აქვს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2018 წლის ბიუჯეტს, რომელშიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ 250 მილიონ დოლარია გამოყოფილი. დოკუმენტში, რუსეთის აგრესიის ქვეთავში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიები ჩაიწერა.

კანონის მიხედვით, გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები