20 აპრილი 2024,   14:38
ვრცლად
ტერაქტების სერია საფრანგეთში - დააკავეს კიდევ ერთი ეჭვმიტანილი

საფრანგეთში მომხდარ ტერაქტების სერიასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს. პროკურატურა სულ ორ ადამიანს კითხავს.

გავრცელებული ცნობით, ერთი თავდამსხმელის პარტნიორი, მეორე კი მისი არასრულწლოვანი მეგობარია.

25 წლის წარმოშობით მაროკოელმა პირმა საფრანგეთის სამხრეთში სამი თავდასხმა გუშინ მოაწყო. რედუან ლაკდიმმა ჯერ ავტომობილი გაიტაცა და ერთი მგზავრი მოკლა, შემდეგ ცეცხლი სამართალდამცველებს გაუხსნა, საბოლოოდ კი ქალაქ ტრებეს სუპერმარკეტში შეიჭრა.

სროლას იქ ორი ადამიანი ემსხვერპლა, მძიმედ დაჭრილი პოლიციელი კი, რომელმაც თავდამსხმელს საკუთარი თავი მძევალში გაუცვალა, საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა. შტურმის დროს თავად ტერორისტიც მოკლეს.

დღის ამბები