19 აპრილი 2024,   17:49
ვრცლად
კატალონიის პარლამენტმა კენჭისყრა გადადო, რომელზეც ავტონომიის ახალი პრეზიდენტი უნდა აერჩიათ

კატალონიის პარლამენტმა კენჭისყრა გადადო, რომელზეც ავტონომიის ახალი პრეზიდენტი უნდა აერჩიათ. პლენარულ სესიას პრეზიდენტობის კანდიდატი ჟორდი ტურული ვერ დაესწრო. ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ მას გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ამბოხის, ქონების მითვისებისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით სულ სასამართლოს წინაშე 25 სეპარატისტი პოლიტიკოსი უნდა წარდგეს, მათ შორის კატალონიის ყოფილი ლიდერი, კარლეს პუჩდემონიც.

პუჩდემონი ამ დროისთვის ფინეთში იმყოფება. ქვეყნის ხელისუფლება მისი დაკავების შესახებ ოფიციალური მადრიდის მოთხოვნას უკვე განიხილავს.

დღის ამბები