20 აპრილი 2024,   06:39
ვრცლად
საფრანგეთში ტერაქტის დროს დაღუპულებს გლოვობენ

საფრანგეთში ტერაქტის დროს დაღუპულებს გლოვობენ. ქალაქ ტრებეს ტაძარში თავდასხმების დროს მოკლული 4 ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად მესა ჩატარდა. უახლოეს დღეებში მემორიალური ღონისძიება გაიმართება პარიზშიც, რომელიც გმირულად დაღუპული პოლიციელის ხსოვნას მიეძღვნება. სამართალდამცველებმა სუპერმარკეტში შეჭრილ ტერორისტს საკუთარი თავი მძევალში გაუცვალეს. თავდასხმის შემდეგ გამომძიებლებმა შენობაში სამი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ეს პრეზიდენტ მაკრონის მმართველობის პერიოდში "ისლამური სახელმწიფოს" მიერ მოწყობილი პირველი მასშტაბური თავდასხმაა საფრანგეთში. 

დღის ამბები