25 აპრილი 2024,   09:37
ვრცლად
იალბუზიდან ერთდროულად 12 ზვავი ჩამოწვა

იალბუზიდან ზვავის ჩამოწოლა თვითმხილველებმა ვიდეოზე აღბეჭდეს. ყაბარდო-ბალყარეთის ერთ-ერთ კურორტთან ერთდროულად 12 ზვავი ჩამოწვა.

თოვლის საფარმა ქვეშ მოიყოლა ავტოსადგომზე გაჩერებული 15 მანქანა. ტერიტორიის გაწმენდას რამდენიმე საათი დასჭირდა.შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ყაბარდო-ბალყარეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური მოსახლეობას ურჩევს, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და მთებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. 

დღის ამბები