25 აპრილი 2024,   02:46
ვრცლად
"წმ. თამარ მეფის შეურაცხყოფას ქართველი ერი არავის აპატიებს," - აქციის მონაწილეები პრეზერვატივის შეფუთვას აპროტესტებენ

"წმინდა თამარ მეფის შეურაცხყოფას ქართველი ერი არავის აპატიებს", "კმარა მართლმადიდებლობის დისკრიმინაცია", "არა ქართველი ხალხის ეროვნულ და რელიგიურ დისკრიმინაციას," - ამ ლოზუნგებით ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია "აიისას" მიერ გამოშვებულ პროდუქციას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ შეფუთვაზე თამარ მეფის სურათი დახატვა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა.

შეკრებილები მოითხოვენ, განადგურდეს წარმოებული პროდუქცია, დაისაჯონ კომპანიის წარმომადგენლები და მიმართავენ საკანონმდებლო ორგანოს, შეიმუშაონ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი იქნება. აქციაზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან. 

დღის ამბები