25 აპრილი 2024,   11:14
ვრცლად
პანკისში მესამე ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს

პანკისში მესამე ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების ერთი ნაწილი სოფელ ბირკიანში შეიკრიბა და გარემოზე ზიანის მიყენების შესახებ მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს საკუთარი არგუმენტები წარუდგინა.

პანკისის მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ ხეობა ისედაც მცირემიწიანია და ის საძოვრების გარეშე დარჩება.

ადგილობრივები განმარტავენ, რომ მდინარე ალაზანში წყლის მილებში მოქცევა სასმელი წყლის შეწყვეტას გამოიწვევს.

მოსახლეობა ვარაუდობს, რომ მთლიანად განადგურდება ფლორა და ფაუნა.

ადგილობრივების მოსაზრებებს არ იზიარებენ კომპანიის წარმომადგენლები. ისინი ხეობის მოსახლეობას საქმეში შესაბამისი სპეციალისტების ჩართვას ურჩევენ.

5-მეგავატიანი „ხადორ ჰესის“ მშენებლობის დაწყება სოფელ ბირკიანში უახლოეს მომავალში იგეგმება.

პროექტის მიხედვით ჰესი 2019 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

დღის ამბები