25 აპრილი 2024,   09:05
ვრცლად
კარლეს პუჩდემონი გერმანიაში დააკავეს

კარლეს პუჩდემონი ამ დრომდე გერმანიის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში რჩება. სამართალდამცველებმა კატალონიის ყოფილი ლიდერი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ქვეყნის საზღვარი დანიიდან ავტომობილით გადაკვეთა.

გავრცელებული ცნობით, პუჩდემონი ჰამბურგში მიემგზავრებოდა, საიდანაც ის ბელგიაში დაბრუნებას გეგმავდა.

კარლეს პუჩდემონის დაკავების საფუძველი ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული ევროპული ორდერი გახდა.

ფინეთის პროკურატურამ კარლეს პუჩდემონის დაკავების შესახებ მოთხოვნა მოსამართლის მიერ ორდერის გაცემიდან მეორე დღესვე მიიღო, თუმცა სეპარატისტების ლიდერმა ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მის აღსრულებამდე მოასწრო.

ფინეთის ხელისუფლების განმარტებით, პუჩდემონის ზუსტი ადგილსამყოფელი მათთვის უცნობი იყო.

ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამბოხის ორგანიზებისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით სულ კატალონიის 25 ყოფილი მაღალჩინოსანი უნდა გასამართლდეს.

დამოუკიდებლობის შესახებ უკანონო რეფერენდუმის ჩატარებისთვის კარლეს პუჩდემონსა და კატალონიის სხვა დაკავებულ ლიდერებს 30 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები