19 აპრილი 2024,   20:14
ვრცლად
სექს მუშაკები, რომლებსაც დაშინებით, შანტაჟით და მაკომპრომეტირებელი ვიდეომასალების გამოქვეყნების მუქარით აიძულებენ მუშაობას

"პოსტსკრიპტუმს" ის სექს მუშაკები დაუკავშირდნენ, რომლებსაც დაშინებით, შანტაჟით და მაკომპრომეტირებელი ვიდეომასალების გამოქვეყნების მუქარით აიძულებენ მუშაობას. 

პროსტიტუციის კარგად ორგანიზებული ქსელში, რომელშიც, დაახლოებით, 40 სექსმუშაკი იყო გაერთიანებული, ნინი და მარია ორი თვის წინ ჩაებნენ.

გოგონები ყვებიან, რომ პირველი კვირის განმავლობაში ახალ წევრებს, განსაკუთრებულად კარგად ექცეოდნენ, პირობებიც მისაღები იყო.

სექს მუშაკის განცხადებით, ანასტასია ოსიაშვილი არამხოლოდ ექსპლუატაციას უწევს მის ქსელში გაბმულ გოგონებს, არამედ საკუთარი ნების წინააღმდეგ, მათ კლიენტებთან ურთიერთობასაც აიძულებს.  

სექს მუშაკი ყვება, რომ ე.წ. „მამაშას“ მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არაფერი არ გაუკეთებია. ერთადერთი რეაქცია, რაც მან გაუპატიურებული გოგონას მიმართ გამოავლინა, კვლავ მუქარა იყო.

იმისათვის, რომ ამ საიტის პირველ გვერდზე მათი ფოტოები მოხვედრილიყო ნინის და მარის არაერთი ლარი აქვთ გადახდილი. ანასტასია ოსიაშვილის ქსელიდან თავის დაღწევის შემდეგ საიტიდან მათი ფოტოები გაქრა, თუმცა, უცვლელი დარჩა მუქარა.

პერმანენტული შანტაჟისა და მუქარის გამო, ნინისა და მარიას საჩივრის შეტანა პოლიციაშიც სურდათ, მაგრამ თავი ერთი მიზეზის გამო შეიკავეს. სექს მუშაკებს ეჭვი აქვთ, რომ ანასტასიას სუს-ში მფარველობდნენ.

ნინი და მარია ფიქრობენ, რომ მათი ისტორიის გასაჯაროების შემდეგ, სამართალდამცავი უწყება პროსტიტუციის ორგანიზებული ქსელის საქმიანობით დაინტერესდება და ის ადამიანები, რომლებიც ძალადობით, შანტაჟითა და მუქარით მათ ხარჯზე მდიდრდებიან საბრალდებო სკამზე აღმოჩნდებიან.

დღის ამბები