20 აპრილი 2024,   18:45
ვრცლად
"და ჩვენ ვიცეკვეთ" - ფილმის პრემიერა და სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზება კინოთეატრებთან  
დღეს ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში, სამართალდამცველების მობილიზების ფონზე გაიმართება.
თბილისში არსებულ ხუთივე კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალებია მობილიზებული.
ფილმის პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.
ფილმის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, მისი ჩაშლის მუქარის განცხადებები ისმოდა.
კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელების სრული მობილიზებაა.
კინოთეატრში სადაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვებთ" ჩვენება უნდა გაიმართოს, 8 ავტობუსით მიიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ტერიტორიაზე იკრიბებიან აქციის მონაწილეებიც, რომლებიც ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ.
შესაძლო ძალადობის ფაქტს, სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორი გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს დროული რეაგირებისაკენ მოუწოდა.
პოლიციას კინოთეატრთან გადაკეტილი აქვს შესასვლელი კარი და სპეციალური კორდონია მომზადებული.
სამართალდამცველები არიან მობილიზებული ბათუმის კინოთეატრთანაც.
სამართალდამცველები ბათუმის კინოთეატრთან.
   სხვა ფოტორეპორტაჟები
< სხვა ფოტორეპორტაჟები