29 მარტი 2024,   09:30
ვრცლად
"ენმ"-მ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერობის კანდიდატად ზალიკო უდუმაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად - ნიკა მელია დაასახელა. ფოტოების ავტორი: ნიკოლოზ ურუშაძე.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერობის კანდიდატად ზალიკო უდუმაშვილი წარადგინა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი "ენმ"-ის სახელით კენჭს ნიკა მელია იყრის
პოლიტიკოსის რანგში საზოგადოებას ზალიკო უდუმაშვილმა ოფიციალურად პირველად მიმართა
ზალიკო უდუმაშვილი პარტიის წევრი არ არის, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებზე "ენმ"-ს სახელით გავა
ზალიკო უდუმაშვილი საზოგადოებას თბილისში არსებული პრობლემების გამოსწორებას დაჰპირდა
ოფიციალური წარდგენა მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართა
წარდგენას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და პარტიის მხარდამჭერები ესწრებოდნენ
ნიკა მელია დეპუტატის მანდატის დატოვებას გეგმავს
მხარდამჭერების განცხადებით, ზალიკო უდუმაშვილი ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომელიც თბილისის მერს უნდა ჰქონდეს
უდუმაშვილი თბილისის მერობის კანდიდატის რანგში საზოგადოებას დაჰპირდა, რომ შეჩერებულ პროექტებს განაახლებს
მერიის შიგნით კი ნეპოტიზმსა და კორუფციას აღმოფხვრის
ზალიკო უდუმაშვილის თქმით, ის არის „გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი"
ის აცხადებს, რომ ოლიგარქიულ მმართველობას დაამარცხებს
   სხვა ფოტორეპორტაჟები
< სხვა ფოტორეპორტაჟები