RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.ge/ თორნიკე შენგელიამ ორმაგი დუბლი შეასრულა http://rustavi2.ge/ka/news/88383

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ევროლიგაზე მორიგი მატჩი ჩაატარა და კვლავ დამარცხდა. ბასკონიას მეტოქე ვალანსია იყო. მატჩი სტუმრების სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი გამარჯვებით 80-63 დასრულდა.

ბასკური გუნდის ქართველმა კაპიტანმა მოედანზე 31:48 წუთი გაატარა და სარგებლიანობის კოეფიციენტის (26) მიხედვით, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. თორნიკემ 22 ქულა 11 მოხსნა (4 შეტევაში), 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.თანაგუნდელებისგან განსხვავებით შენგელია  შესანიშნავ ფორმაშია. იგი ესპანეთის ჩემპიონატის გასული ტურის საუკეთესო კალათბურთელადაც დაასახელეს.

ბასკონიას კი ევროლიგაზე ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია და 3 ტურის შემდეგ ცხრილის ბოლო, მე-16 ადგილზე იმყოფება. ევროტურნირზე შემდეგ მატჩს შენგელიას გუნდი 27 ოქტომბერს გერმანული ბამბერგის წინააღმდეგ გამართავს.

 

]]>
26-10-2017 10:39 +0400
საქართველოს სურვილი - 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძლობა http://rustavi2.ge/ka/news/87766

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის ქვეჯგუფის მასპინძლობის სურვილი ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობასთან დააფიქსირა. ამის შესახებ ფედერაციის პრეზიდენეტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ განაცხადა.

"ფიბა-ს ხელმძღვანელებთან უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი ფედერაციის სურვილი, ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფს. მომავალ გაზაფხულს ფიბა-ს აღმასრულებელი ორგანო, ე.წ.  ბორდი შეიკრიბება და საბოლოოდ გადაწყდება მომავალი ევრობასკეტის ჩატარების ფორმატი. ბოლო ორმა ჩემპიონატმა აჩვენა, რომ ტურნირის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარება საკმაოდ მისაღებია," - აღნიშნა მიხეილ გაბრიჩიძემ.

2021 წლის ევროპის ჩემიონატის სრულად მასპინძლობის სურვილი ესპანეთმა უკვე ოფიციალურად გამოთქვა, თუმცა ქვეჯგუფების 4 სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწიებამ გაბრიჩიძის აზრით გაამართლა და ფიბა სავარაუდოდ ამ ფორმატს არ შეცვლის. ქართულმა მხარემ მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული პირობები უნდა დააკმაყოფილოს.

შეგახსენებთ, რომ ფიბაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად  ყოველწლიური ფორმატის ნაცვლად 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება.

]]>
19-10-2017 12:56 +0400
ზაზა ფაჩულიას ბეჭედი - დატანილი სიმბოლოების განმარტება http://rustavi2.ge/ka/news/87754

ზაზა ფაჩულიას NBA-ის საჩემპიონი ბეჭედი გადასცეს. როგორც წესი გამარჯვებული გუნდის მთამაშეების დაჯილდოების ცერემონიალი ახალ სეზონში პირველ მატჩამდე ტარდება. ფაჩულიამ თანაგუნდელებთან ერთად 11-კარატიანი ბრილიანტის თვლებით გაფორმებული ბეჭედი მიიღო.

NBA-ს ჩემპიონი გუნდის კალათბურთელებისთვის ბეჭდების გადაცემის ტრადიცია სათავეს 1947 წლიდან იღებს. საჩემპიონო ბეჭედის მორთულობაში იმაზე მეტი ძვირფასი ქვაა გამოყენებული, ვიდრე ამერიკის ნებისმიერი სპორტის სახეობის გამარჯვებულები იღებენ. ყველა ქვას, რომლითაც საჩემპიონო ბეჭედია მორთული თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. განვიხილოთ კონკრეტულად ზაზა ფაჩულიას კუთვნილი ნივთი...

* 36 პატარა საფირონი, რომელიც რეგულარულ ჩემპიონატში სახლში მოგებულ თამაშებს აღნიშნავს.

* ბრილიანტებს შორის დატანილი 31 თეთრი ხაზი კი სტუმრად მოგებულ მატჩებს.
* 83 მოკირწყლული ქვა 2016-2017 წლების სეზონში გოლდენ სტეიტის მიერ მოგებული მატჩების რაოდენობას აღნიშნავს. იგულისხმება რეგულალური და ფლეი-ოფის სტადია.
* NBA-ს ფინალურ ეტაპზე გოლდენ სტეიტის მიერ ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული სერიები დატანილია ბეჭდის კუთხეში. (4:0 და 4:1)
* კალათბურთელთა ის ნომრები, რომელიც საჩამპიონო სეზონში თამაშობდნენ, დატანილია კუთხეებში.
* 5 მოპოვებული თასი კალათბურთელების გვარებთან და ნომრებთან ერთად ბეჭდის ბოლო ნაწილში ნაჩვენებია.
* ბეჭედში გამოყენებული საერთო მასალების ღირებულება 7 000 დოლარს აღემატება.

]]>
19-10-2017 11:25 +0400
ზაზა ფაჩულიას 18 წუთი და 10 ქულა http://rustavi2.ge/ka/news/86785

ჩინეთში სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპს NBA-ს სხვა წარმომადგენლებთან ერთად გოლდენ სტეიტიც გადის. პირველ შეხვედრაში კალიფორნიელები მინესოტას დაუპირისპირდნენ და მეტოქესთან 111:94 დაამარცხდნენ.

ზაზა ფაჩულია ძირითად ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ბლოკი მიითვალა. ფაჩულიამ 8 შესაძლებლობიდან 5 ორქულიანი სროლა კალათში ზუსტად მოათავსა. გოლდენს სტეიტის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კევინ დურანტი გახდა, რომელმაც 20 ქულა მოაგროვა. სტეფ კარის ანგარიშზე კი 14 ქულა იყო. ფაჩულიას მსგავსად თავის გუნდს 10 ქულა შესძინა კლეი ტომპსონმაც.

გოლდენ სტეიტი გასულ კვირას თავის პირველ ამხანაგურ მატჩში საკუთარ პარკეტზე დენვერის წინააღმდეგაც 102:108 დამარცხდა. ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს კვლავ მინესოტას წინააღმდეგ 8 ოქტომბერს გაართავს. NBA-ს 2017-2018 წლების სეზონი კი 18 ოქტომბერს დაიწყება და მოქმედი ჩემპიონების პირველი მეტოქე ჰიუსტონი იქნება.

]]>
06-10-2017 17:02 +0400
თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო http://rustavi2.ge/ka/news/85748

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, თორნიკე შენგელია, ტრავმირებულია. შენგელიამ ტრავმა ბასკონიასა და ისრაელის ჰაპოელის შეხვედრაში მიიღო.

ქართველ კალათბურთელს მარცხენა ფეხზე ტერფის დაზიანება აღენიშნება. ამ დროისთვის უცნობია ტრავმის სიმძიმე. რამდენი ხანი ვერ შეძლებს შენგელია თავისი გუნდის დახმარებას უახლოესს მომავალში გახდება ცნობილი.

ბასკონია შემდეგი შეხვედრა ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში 29 სექტემბერს, სტუმრად ბარსელონასთან აქვს და სავარაუდოდ  გუნდის კაპიტნის გარეშე იასპარეზებს.

]]>
25-09-2017 10:42 +0400
სლოვენიის საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონია http://rustavi2.ge/ka/news/85184

სლოვენიის საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონია. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალში სერბეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 93:85 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიგო კონტინენტის პირველობა.

ფინალურ მატჩში საუკეთესო სლოვენიის ნაკრების კაპიტანი გორან დრაგიჩი იყო, რომელმაც 35 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 7 მოხსნა მიითვალა. 22 ქულითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამორჩეული იყო სერბეთის ნაკრების ლიდერი, ბოგდან ბოგდანოვიჩი.

შეხვედრა ძირითადად სლოვენიის უპირატესობით მიმდინარეობდა და სხვაობა 12 ქულასაც კი აღწევდა, თუმცა სერბებმა შეძლეს სხვაობის შემცირება და მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

]]>
18-09-2017 08:30 +0400
ვიქტორ სანიკიძეც წავიდა - კალათბურთელმა გულშემატკივრებს ემოციურად მიმართა http://rustavi2.ge/ka/news/84912

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, ვიქტორ სანიკიძემ, სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. სანიკიძემ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა და გულშემატკივრებს მიმართა.

"ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი, რაც მე მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე. ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, ჩემს ძმებს, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია. მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში.
კალათბური იყო, არის და იქნება ჩემი ნაწილი. მინდა პირობა მოგცეთ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკვარი.  დღეიდან მეც თქენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს, როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის.
მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას.
დიდი მადლობა ყველას ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს!,"- განაცხადა სანიკიძემ.

ვიქტორ სანიკიძემ ევრობასკეტი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა ისრაელში ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა. ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე - საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი გამოკვეთილი ლიდერი დააკლდება.

 

 

]]>
14-09-2017 08:24 +0400
ზაზა ფაჩულიას შემდეგ შესაძლოა ნაკრები გიორგი ცინცაძემაც დატოვოს http://rustavi2.ge/ka/news/84650

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ განაცხადა, რომ ისიც ფიქრობს სანაკრებო კარიერის დასრულებაზე.

"ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან რთულია, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა - შესაძლოა, მეც დავასრულო სანაკრებო კარიერა. უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი და ვფიქრობ, სჯობს ახალგაზრდებს დავუთმო ჩემი ადგილი, ჩემი სათამაშო დრო. შესაძლოა, ამ ეტაპზე ზედმეტად ახალგაზრდები იყვნენ და ფიზიკურად არ აღმოჩნდნენ მზად ამ დონეზე სათამაშოდ, მაგრამ დიდი პოტენციალი ჩანს. თაობათა ცვლაც გარდაუვალია. სჯობს ყველაფერი ადრევე დავიწყოთ, რადგან, 20-21 წლის ასაკში უკვე კარგად იყვნენ მომზადებულები საქართველოს ნაკრებისთვის," - განაცხადა გიორგი ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება ევრობასკეტის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ მიიღო და გუნდს შეიძლება მეორე ლიდერიც დააკლდეს.

 

წყარო: Sportall

]]>
11-09-2017 12:35 +0400
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა http://rustavi2.ge/ka/news/84411

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ სპორტსმენებს ოჯახის წევრები და გულშემატკივარები დახვდნენ.

ილიას ზუროსის გუნდმა ევროპის ჩემპიონატი ნაადრევად დაასრულა. ნაკრები ორი მოგებითა და სამი მარცხით ჯგუფში მეხუთე ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართველი კალათბურთელები უკვე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის დაიწყებენ მზადებას.

]]>
08-09-2017 09:30 +0400
ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება - ზაზა ფაჩულიამ გულშემატკივრებს მიმართა http://rustavi2.ge/ka/news/84326

ზაზა ფაჩულიამ სოციალური ქსელის საშუალებით გულშემატკივრებს მიმართა. ფაჩულიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ძალიან რთულია დატოვო ის, რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა, დამეთახმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გამოგვივიდა და დანარჩენს დიდი იმედი მაქვს მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია. ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე, ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით. ახლა კი მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება.

მადლობა," - წერს ფაჩულია.

ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერის დასრულება ევრობასკეტის შემდეგ მიიღო. 33 წლის კალათბურთელი 17 წლის განმავლობაში იცავდა ნაკრების რირსებას.

]]>
07-09-2017 09:38 +0400
ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა http://rustavi2.ge/ka/news/84321

საკართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

"როგორ ჩანს, ეს დასასრულია. შესანიშნავი წლები გავატარე საქართველოს ნაკრებში და ჩემი ქვეყანა წარმოვაჩინე. ძალიან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს და გვქონდა დიდებული გამარჯვებებიც. რა თქმა უნდა, იყო დამარცხებებიც, მაგრამ ყველაფერი გახლდათ პოზიტიური. ვწუხვარ, რომ ტრავმის გამო ჩემი ქვეყნის ნაკრებს ისე ვერ დავეხმარე, როგორც საჭირო იყო. ჩვენ დავიწყეთ B დივიზიონიდან და ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე – ეს არის სრული სიგიჟე.

ჩვენ გავიზარდეთ ინდივიდუალურად და ასევე, როგორც გუნდი. მოხარული ვარ, რომ შევადგენდი ამ გუნდის ნაწილს. ვფიქრობ, შემიძლია წავიდე, რადგან ახალგაზრდა თაობას დავუთმო გზა. საქართველოს ნაკრებმა კი უნდა იბრძოლოს, უკეთეს შედეგებს რომ მიაღწიოს.

კარგი ზაფხული იყო, თუმცა არ დასრულდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის ჩემპიონატის ორგანიზატორებს და მასპინძელ ისრაელს. აქ საოცარი ამტოსფერო გახლდათ," - განაცხადა ფაჩულიამ 

33 წლის კალათბურთელის კაპიტნობით საქართველოს ნაკრებმა 4 ევრობასკეტზე იასპარეზა. 

 

წყარო : მსოფლიო სპორტი

]]>
07-09-2017 09:19 +0400
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე გამოსვლა დაასრულა http://rustavi2.ge/ka/news/84324

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპასკეტზე გამოსვლა დაასრულა. ეროვნულმა გუნდმა მერვედფინალის საგზური ვერ მოიპოვა. იტალიასთან ამრცხის შემდეგ საქართველოს მომდევნო ეტაპზე თამაში ისრაელის ნაკრებზე იყო დამოკიდებული, რომელსაც უკრაინა უნდა დაემარცხებინა, თუმცა სოლიდური სხვაობით - 88:64 დამარცხდა.

ისრაელში გამართულ ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ ლიტვის და ისრაელის ნაკრებების დამარცხება მოახერხა. გერმანიასთან, უკრაინასთან და იტალისთან კი დამარცხდა. სწორედ უკრაინასთან წაგება გახდა ჯგუფში ჩარჩენის გადამწყვეტი ფაქტორი.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ევრობასკეტი 2021 წელს გაიმართება. აქამდე ევროპის პირველობა ყოველ მეორე წელს იმართებოდა, თუმცა ეს წესი შეიცვალა.

]]>
07-09-2017 08:29 +0400
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები იტალისთან დამარცხდა და ისრაელზეა დამოკიდებული http://rustavi2.ge/ka/news/84305

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა იტალიის წინააღმდეგ ჩაატარა და 71:69 დამარცხდა. საქართველოს 19 ქულის სხვაობითაც აგებდა, თუმცა გუნდმა ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა და მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე 1 ქულითაც კი იგებდა.

მერვედფინალში გასასვლელად ახლა ეროვნული გუნდი ისრაელის ნაკრების შედეგზეა დამოკიდებული, რომელმაც უკრაინა უნდა დაამარცხოს. ისრაელი ჯგუფში ოფიციალურად გუშინ ჩარჩა, უკრაინა კი მოგების შემთხვევაში შემდეგი ეტაპის საგზურს მოიპოვებს. ისრაელი-უკრაინის მატჩი 21:45 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე ჩატარებული 5 შეხვედრიდან ორის მოგება შეძლო. ქართველმა კალათბურთელებმა ლიტვის და ისრაელის დაამარცხება შეძლეს.

]]>
06-09-2017 20:22 +0400
საქართველო VS იტალია - მერვედფინალის საგზურისთვის http://rustavi2.ge/ka/news/84241

დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ნაკრების მეტოქე იტალია იქნება, რომელსაც უკვე განაღდებული აქვს შემდეგ ეტაპზე თამაში.

საქართველოს მერვედფინალში გასასვლელად იტალიის დამარცხება სჭირდება და სხვა გუნდის შედეგზე აღარ იქნება დამოკიდებული. დამარცხების შემთხვევაში კი ისრაელის ნაკრებმა უკრაინას უნდა მოუგოს და მხოლოდ ამ პირობით იასპარეზებს საქართველო ფლეიოფში.

საქართველო-იტალიის საკალათბურთო დაპირისპირება თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.

]]>
06-09-2017 10:09 +0400
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ისრაელი ოვერტაიმში დაამარცხა http://rustavi2.ge/ka/news/84230

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მე-4 მატჩი ჩაატარა და ტურნირის მასპინძელი ისრაელი დამატებულ წუთებზე 104:91 დაამარცხა.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებულ 5 წუთში კი საქართველომ 13 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

კალათბურთელთა ნაკრები შემდეგ მატჩს ხვალ, იტალიის წინააღმდეგ გამართავს.

]]>
06-09-2017 00:36 +0400
საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა http://rustavi2.ge/ka/news/84041

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტზე მესამე მატჩი ჩაატარა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში დამარცხდა. საქართველოს მეტოქე უკრაინა იყო, სადაც უდავო ფავორიტებად ითვლებოდა, თუმცა 81:88 დამარცხდა. ჯგუფური ეტაპის დასაძლევად საქართველოს ნაკრებს დარჩენილი 2 მატჩის მოგება სჭირდება.

5 სექტემბერს ეროვნული გუნდის მეტოქე მასპინძელი ისრაელი იქნება, 6 სექტემბერს კი იტალია.

]]>
03-09-2017 18:36 +0400
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე გერმანიასთან დამარცხდა http://rustavi2.ge/ka/news/83980

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა ჩაატარა და გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ 10 ქულის სხვაობით 67:57 დამარცხდა.

B ჯგუფში საქართველოს 1 გამარჯვება აქვს, რომელიც ნაკრებმა ლიტვის წინააღმდეგ მოიპოვა. ეროვნული გუნდი შემდეგ მატჩს 3 სექტემბერს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

 

]]>
02-09-2017 18:30 +0400
რა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლიტვის დამარცხების შემდეგ http://rustavi2.ge/ka/news/83863

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. ეროვნულმა გუნდმა ჯგუფის ფავორიტი ლიტვა დაძაბულ ბრძოლაში 79:77 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კალათბურთელები გასახდელში შეიკრიბნენ, სადაც განსაკუთრებული ატმოსფერო იყო.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ქართველ კალათბურთელებს დასვენება და მომავალი თამაშისთვის კონცენტრაცია ურჩია. ბერძენი მწვრთნელის თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, რადგანაც მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგეს.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას, 2 სექტემბერს გერმანიის წინააღმდეგ გამართავს.

]]>
01-09-2017 12:40 +0400
ისტორიული გამარჯვება - საქართველომ ევრობასკეტზე ლიტვის ნაკრები დაამარცხა http://rustavi2.ge/ka/news/83839

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველი შეხვედრა ჩაატარა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

საქართველომ დაძაბულ შეხვედრაში ლიტვის ნაკრები 79:77 დაამარცხა.

ეროვნული გუნდის შემდეგი მეტოქე გერმანია იქნება. მატჩი 2 სექტემბერს გაიმართება. 

]]>
31-08-2017 23:37 +0400
დღეიდან კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება http://rustavi2.ge/ka/news/83810

დღეიდან თელ-ავივში კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში პირველ შეხვედრას 19:30-ზე ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის, ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ნაკრების ბოლო თამაშებიდან გამომდინარე სპეციალისტებს და გულშემატკივარს დადებითი პროგნოზი აქვთ.

B ჯგუფში საქართველოსა და ლიტვის გარდა, მასპინზელი ისრაელის, გერმანიის, უკრაინისა და იტალიის ნაკრებები ასპარეზობენ, ფინალური ეტაპისა და სტამბოლის საგზურს ჯგუფის 4 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. 

საქართველოსთვის ეს მეოთხე ევრობასკეტია.

]]>
31-08-2017 16:07 +0400
"ნუ მესაუბრები რუსულად" - ზაზა ფაჩულიას პასუხი რუსულად მიმართვაზე http://rustavi2.ge/ka/news/83685

ისრაელში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ვარჯიშის დასრულების შემდეგ ზაზა ფაჩულია ჟურნალისტებს დაგეგმილზე მეტხანს ესაუბრებოდა.  იტალიის ნაკრების მწვრთნელმა კი ფაჩულიას რუსულად მიმართა - "დააჩქარე, დააჩქარე", რადგანაც იტალიის ვარჯიში უნდა დაწყებულიყო.

ფაჩულიამ კი მწვრთნელს ინგლისურად უპასუხა - "ნუ მესაუბრები რუსულად".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტზე პირველ შეხვედრას ხვალ, 31 აგვისტოს ლიტვის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 19:30 საათზე დაიწყება.

ვიდეო: პირველი არხი

]]>
30-08-2017 09:37 +0400
ოფიციალურად - საქართველოს ნაკრები აკროპოლისის თასის გამარჯვებულია http://rustavi2.ge/ka/news/83428

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები აკროპოლისის თასის გამარჯვებულია. საბერძნეთში მიმდინარე ტურნირის ბოლო შეხვედრაში საქართველო იტალიის ნაკრებთან 73:65 დამარცხდა, თუმცა გათამაშების საუკეთესო გუნდის წოდება მაინც მოიპოვა.

საქართველომ აკროპოლისის თასზე 2 მატჩის მოგება მოახერხა. ქართველმა კალათბურთელებმა ჯერ მასპინძელი საბერძნეთი დაამარცხეს, შემდეგ კი სერბეთი.

აკროპოლისის თასის შემდეგ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე იასპარეზებს. 31 აგვისტოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ლიტვა იქნება.

 

ფოტო: europebet

]]>
25-08-2017 21:29 +0400
საბერძნეთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სერბეთიც დაამარცხა http://rustavi2.ge/ka/news/83352

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთში მიმდინარე აკროპოლისის თასის გათამაშებაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა კალათბურთელებმა საბერძნეთის დამარცხების შემდეგ სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მეტოქეს 68:66 მოუგეს.

ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია 21 ქულით, 13 მოხსნითა და 3 პასითიყო. გიორგი ცინცაძემ 9 ქულა, 1 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი კი გიორგი შერმადინმა.

აკროპოლისის თასზე საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას ხვალ იტალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

]]>
24-08-2017 21:45 +0400
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა http://rustavi2.ge/ka/news/83305

ისტორიული გამარჯვება, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ”აკროპოლისის თასზე” საბერძნეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 72-71 დაამარცხა.

შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ილიას ზუროსის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა გადამწყვეტ მეოთხე მეოთხედში თამაშის ხარისხი გამოასწორა და სასურველ შედეგს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა საბრძნეთი, გუნდის კაპიტნის ზაზა ფაჩულიას გარეშე დაამარცხა.

]]>
24-08-2017 13:13 +0400
ზაზა ფაჩულია ტრავმირებულია http://rustavi2.ge/ka/news/83063

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია ტრავმირებულია. ფაჩულიამ ტრავმა ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო.

ექიმების თქმით, კაპიტანს კოჭის ტრავმა აქვს, თუმცა რამდენად სერიოზული იქნება დაზიანება  უახლოეს მომავალში  გახდება ცნობილი.

გამორიცხული არაა ფაჩულია გუნდს დღეს საბერძნეთშიც არ გაყვეს, სადაც ნაკრები აკროპოლის თასის გათამაშებაში ჩაერთვება. არსებული ინფორმაციით, ყველაფერი კეთდება, რათა ფაჩულია გუნდს უკვე ისრაელში, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე შეუერთდეს.

]]>
21-08-2017 18:48 +0400
ჩემპიონი ფაჩულია - სპორტის სასახლეში საჩემპიონო თასის წარდგენის ცერემონია გაიმართა http://rustavi2.ge/ka/news/82115

თბილისის სპორტის სასახლეში, გულშემატკივრებისთვის NBA-ს საჩემპიონო თასის წარდგენის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი დაესწრნენ.

სპორტის სასახლეში საკალათბურთო ილეთებით გაფორმებული შოუ გაიმართა. გულშემატკივრებს ფაჩულიამ მიმართა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების დაწყებამდე კი ზაზა ფაჩულია საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტთან ერთად NBA-ს 2016-17 წლების სეზონის ჩემპიონი გახდა.

]]>
08-08-2017 10:45 +0400
ღირსების ორდენი ზაზა ფაჩულიას http://rustavi2.ge/ka/news/82030

ღირსების ორდენი ზაზა ფაჩულიას - ყველაზე წარმატებულ სპორტმსენს ჯილდოს დღეს საქართველოს პრეზინდეტი გადასცემს. მოგვიანებით, საღამოს 8 საათიდან კი, NBA-ის ჩემპიონი უკვე გულშემატკივარს სპორტის სასახლეში შეხვდება, სადაც მიმართვა ამერიკული ანალოგით, შოუს ელემენტებით გაიმართება.

კვირის ბოლოდან ზაზა ფაჩულია საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტისთვის მზადებას დაიწყებს.

]]>
07-08-2017 09:55 +0400
ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტში კიდევ ერთი სეზონი ითამაშებს http://rustavi2.ge/ka/news/79875

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია მომავალ სეზონს კვლავ გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში გაატარებს. ამის შესახებ ინფორმაცია ფაჩულიამ სოციალურ ქსელში დაადასტურა.

გასულ სეზონში 33 წლის ქართველი კალათბურთელის საშუალო მაჩვენებელი ასეთი იყო - 18,1 წუთი: 6,1 ქულა, 5,9 მოხსნა და 1,9 პასი. 

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტში 2016 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და პირველივე სეზონში გუნდთან ერთად NBA-ს ჩემპიონი გახდა.

]]>
08-07-2017 13:25 +0400
სად გააგრძელებს კარიერას ზაზა ფაჩულია - ამერიკული მედია ქართველის მომავალს განიხილავს http://rustavi2.ge/ka/news/79007

ზაზა ფაჩულია თავისუფალი აგენტია. ქართველს გოლდენ სტეიტთან კონტაქტი ამოეწურა და ამ ეტაპზე უცნობია სად გააგრძელებს ფაჩულია კარიერას. შესაძლოა ის კვლავ გოლდენ სტეიტში დარჩეს, თუმცა ამერიკული მედია რეალურად ატლანტა ჰოუკსში დაბრუნებას განიხილავს.

Atlanta Journal Constitution-მა ფაჩულიაზე სტატია გამოაქვეყნა და მისი გუნდში დაბრუნება სავსებით რეალურად მიიჩნია. ზაზა ატლანტას ღირსებას  2005-13 წლებში იცავდა და გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეც იყო. ჰოუკსს მომავალ სეზონში აუცილებლად დასჭირდება გამოცდილი ცენტრი და ფაჩულია სწორედ რომ შესაფერისი კანდიდატია. ამასთანავე გამოცემას არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ ფაჩულია კვლავ ფლობს საცხოვრებელ სახლს ატლანტაში.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულიამ გასული სეზონი გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში გაატარა და ჩემპიონობაც მოიპოვა. ზაზა მეომრების რიგებში საშუალოდ 18 წუთში 6,1 ქულასა და 5,9 მოხსნას აგროვებდა.  

]]>
27-06-2017 17:29 +0400
NBA-ს დაჯილდოვება - ასოციაციამ წლის საუკეთესო მოთამაშეები და მწვრთნელი დაასახელა http://rustavi2.ge/ka/news/79006

ამერიკის ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ წლის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა. NBA-ის საუკეთესო მოთამაშედ რასელ ვესტბრუკი დასახელდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი ვერც ფინალში გავიდა ასოციაციამ კალათბურთელის გამორჩეული შედეგიანი სეზონი დააფასა. ნიუ-იორკში მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელებისათვის წითელი ხალიჩაც გაიშალა.

ჰიუსტონ როკეტსის მთავარი მწვრთნელი მაიკ დიანტონი კი წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, მან კალათბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობ გრეგ პოპოვიჩსაც აჯობა.  წლის გამთამაშებლის სტატუსი აიზია ტომას გადაეცა, ხოლო NBA-ის პლეი-ოფის საუკეთესო მომენტად კევინ დურანტის სამქულიანი ტყორცნა დასახელდა, რომელმაც გოლდენ სტეიტს გამარჯვება მოუტანა.

]]>
27-06-2017 16:01 +0400
ზაზა ფაჩულიას გზა NBA-ს ჩემპიონობამდე http://rustavi2.ge/ka/news/78103

ზაზა ფაჩულია 1984 წლის 10 თებერვალს ქალაქ თბილისში დაიბადა.  ზაზას დედა, მარინე კოდუა პროფესიონალი კალათბურთელი იყო. ფაჩულიამ კალათბურთის თამაში 9 წლის ასაკში მართვეში დაიწყო. 14 წლის ზაზა დედასთან ერთად თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სტამბულის პროფესიონალ გუნდ იულქერსფორის შემადგენლობაში ჩაირიცხა, რომლის ღირსებასაც 2003 წლამდე იცავდა.

2003 წელს ფაჩულია NBA-ში გადავიდა, მისი პირველი კლუბი ორლანდო მეჯიკი იყო, სადაც 1 სეზონი გაატარა. შემდეგ იყო მილოუკი, სადაც ქართველმა ასევე ერთი სეზონი გაატარა, თუმცა ფაჩულია მილოუკ ბაქსს 2013 წელსაც დაუბრუნდა და გუნდის შემადგენლობაში 2 სეზონი ჩაატარა. ფაჩულიამ კარიერის დიდი ნაწილი ატლანტა ჰოუქსში გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი 2005-2013 წლების სეზონში ასპარეზობდა, თუმცა 2011 წელს ფაჩულია რამდენიმე თვე თურქული გალათასარაის შემადგენლობაშიც ირჯებოდა.

2015-16 წლებში ფაჩულიას კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონი ქართველმა დალას მავერიკსში გაატარა. ზაზამ დალასური კლუბის შემადგენლობაში 23 ორმაგი დუბლი შეასრულა. სწორედ დალასის შამადგენლობაში ასპარეზობის დროს ფაჩულიამ ყველა ვარსკვლავის გამოკითხვაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ქართველი გულშემატკივრების აქტიური მხარდაჭერის შედეგად კაპიტანმა მთელი აშშ აალაპარაკა.

2016 წლის დასრულებული სეზონის შემდეგ ფაჩულიას კარიერაში გადამწყვეტი ეტაპი დადგა. ზაზას ფინანსურად ძალიან სარფიანი შემოთავაზებები ჰქონდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, დალასი ფაჩულიასთან მოლაპარაკებებს ცდილობდა და გუნდში დარჩენის შემთხვევაში ქართველი 10 მილიონ დოლარს მიიღებდა. თუმცა ზაზამ გოლდენ სტეიტის შემოთავაზება მიიღო, სადაც მისი ანაზღაურება 2.9 მილიონი დოლარია. ფაჩულია მიზანმიმართულად წავიდა ოკლანდურ გუნდში, სადაც სასტარტო შემადგენლობის ცენტრი იყო და სეზონის ბოლოს NBA-ს ჩემპიონობა და ბეჭედი მოიპოვა.

ჩემპიონობის შემდეგ ზაზამ განაცხადა;

"სიტყვები არ მყოფნის. ეს არის დაუვიწყარი დღე ჩემს ცხოვრებაში. მადლობელი ვარ, რომ მომეცა იმის საშუალება, რომ ჩემი ქვეყანა წარმომედგინა. გილოცავთ ყველას და ყველას დიდი მადლობა. ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. საქართველოში ჩამოვა თასი და საქართველოში ჩამოვა ბეჭედი. საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის! ეს იქნება მოტივაცია ახალგაზრდებისთვის. ეს დასაწყისია და კიდევ ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება კალათბურთში და არამხოლოდ კალათბურთში," - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ. 

 

]]>
15-06-2017 11:29 +0400
ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია http://rustavi2.ge/ka/news/77896

გოლდენ სტეიტი და ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონები არიან. ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრაში მეომრებმა კლივლენდ კავალიერსი 129:120 დაამარცხეს და შარშანდელი მარცხისთვის რევანში აიღეს. ფინალური სერიის ანგარიში 4:1 გოლდენ სტეიტის სასარგებლოდ.

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 9 წუთი გაატარა. გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი კერივინ დურანტს ჰქონდა, რომელმაც 39 ქულა მოაგროვა.

გოლდენ სტეიტმა ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა.

]]>
13-06-2017 07:47 +0400
ბრძოლა ბურთისთვის და ზაზა ფაჩულიას უხეში თამაში http://rustavi2.ge/ka/news/77700

NBA-ს ფინალური სერიის მეოთხე მატჩშში გოლდენ სტეიტი სტუმრად კავალიერსთან 137::116 დამარცხდა. შეხვედრაში მრავლად იყო უხეში ეპიზოდები, გამორჩეული კი ზაზა ფაჩულიას მომენტი გახდა.

ბრძოლა ბურთისთვის ქართველის უხეში თამაში. ზოგადად შეხვედრა ძალიან უხეში გამოვიდა, ზაზა ფაჩულიამ ტექნიკური ჯარიმა მიიღო. ზაზას გარდა ტექნიკური ჯარიმით კიდევ 6 კალათბურთელი დაისაჯა.

სერიას გოლდენ სტეიტი 3:1 ლიდერობს. მომდევნო მატჩი 13 ივნისს ოკლენდში გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში გოლდენ სტეიტი ჩემპიონი გახდება. 

]]>
10-06-2017 12:50 +0400
ზაზა ფაჩულიას ჩემპიონობა მინიმუმ 1 შეხვედრით გადაიდო http://rustavi2.ge/ka/news/77686

ზაზა ფაჩულიას NBA-ს ჩემპიონობა გადაიდო. ფინალური სერიის მე-4 მატჩში „ლივლენდ კავალერსმა 137:116 დაამარცხა გოლდენ სტეიტ უორიორსი და ჩამორჩენა 1:3 შეამცირა. ოკლენდელებს, რომლებმაც სერიის საწყისი 3 მატჩი მოიგეს, ჩემპიონობამდე 1 მოგება აკლდათ, თუმცა ლებრონ ჯეიმსმა, კაირი ირვინმა, კევინ ლავმა შეუდარებლად ითამაშეს და გოლდენ სტეიტს თავიანთ ქალაქში საჩემპიონო ზეიმის საშუალება არ მისცეს..

მიუხედავად იმისა, რომ კლივლენდი თავიდანვე დიდი სხვაობით იგებდა და საბოლოოდაც დამაჯერებლად იმარჯვა, მატჩი ძალიან დაძაბული, ემოციებით სავსე გამოდგა. შვიდმა მოთამაშემ, მათ შორის, ზაზა ფაჩულიამ ტექნიკური ჯარიმები დაიმსახურეს. იყო უხეში მომენტები, ბრძოლა და ლამაზი მომენტებიც. კლივლენდელებმა პირველ პერიოდში 49 ქულა ჩააგდეს და ნბა-ს ფინალების ყველა დროის რეკორდი გააუმჯობესეს.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 16 წუთი გაატარა. ქართელმა ცენტრმა 2-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე საბოლოოდ 6 ქულა და 3 მოხსნა დაგროვდა. მატჩის ყველაზე შედეგიანო მოთამაშე კაირი ირვინი გახდა, რომელმაც 40 ქულა მიითვალა, ლებრონ ჯეიმსმა კი ფინალურ სერიაში მე-9 სამმაგი დუბლი მიითვალა და მეჯიქ ჯონსონის რეკორდი გააუმჯობესა. ლებრონის ანგარიშზე 31 ულა, 10 მოხსნა და 11 პასი დაგროვდა. გოლდენსტეიტელებს კევინ დიურანტმა ულიდერა, რომელმაც 35 ქულა მოაგროვა.

ფინალური სერია ოკლენდში გადაინაცვლებს, სადაც მორიგი მატჩი 13 ივნის გაიმართება. 

]]>
10-06-2017 11:51 +0400
1 გამარჯვება და ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონი გახდება http://rustavi2.ge/ka/news/77574

გოლდენ სტეიტ უორიორსმა NBA-სს ფინალური სერიის მესამე, გასვლითი მატჩიც მოუგო ლებრონ ჯეიმსის კლივლენდს და სერიაში 3:0 დაწინაურდა. შედეგად, ზაზა ფაჩულია 1 ნაბიჯით მიუახლოვდა ჩემპიონობას.

ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 13 წუთში 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მეომრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი კევინ დიურანტი იყო, რომელმაც 31 ქულა მოაგროვა. ერთით ნაკლები - 30 ქულით დაასრულა შეხვედრა კლეი ტომპსონმა, რომელმაც 6 სამქულიანი ჩააგდო, სტეფ კარიმ კი 26 ქულა, 13 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მორიგი ფინალური მატჩი, რომლის მოგების შემთხვევაშიც „გოლდენ სტეიტი“ ჩემპიონი გახდება, 10 ივნისს, კლივლენდში გაიმართება. 

 

]]>
08-06-2017 14:39 +0400
ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონობას უახლოვდება - გოლდენ სტეიტი ფინალურ სერიას ლიდერობს http://rustavi2.ge/ka/news/77312

გოლდენ სტეიტ უორიორსმა მეორე საშინაო მატჩშში 113:132 მოუგო კლივლენდ კავალერსს და NBA-ს ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. ოკლენდელებმა თავისი საქმე გააკეთეს და სერიის საწყისი 2 საშინაო მატჩი მოიგეს, რითაც საჩემპიონო შანსები გაიმყრეს. კალიფორნიული კლუბის ძირითადი ცენტრი, ზაზა ფაჩულია კი უახლოვდება საჩემპიონო ტიტულს.

ფაჩულია გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 13 წუთი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 2 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი კევინ დურანტს და სტეფ კარის ჰქონდათ. კარიმ სამმაგი დუბლი შეასრულა - 32 ქულა, 11 პასი, 10 მოხსნა. დურანტმა კი 33 ქულა, 13 მოხნა, 6 პასი და 5 დაფარება მიითვალა.

სერიის მომდევნო 2 შეხვედრა კლივლენდში 8 და 10 ივნისს გაიმართება. 

]]>
05-06-2017 10:16 +0400
NBA-ს ფინალი - ფაჩულიას შედეგიანი თამაში და გოლდენ სტეიტის დამაჯერებელი გამარჯვება http://rustavi2.ge/ka/news/77129

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2017 წლის ფინალური სერია ისტორიულია საქართველოსთვის. სწორედ ამ წელს პირველად, ისტორიაში, პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ფინალში ქართველმა კალათბურთელმა იასპარეზა. ზაზა ფაჩულიამ დღეს NBA-ს ფინალური სერიის პირველი მატჩი ჩაატარა და გოლდენ სტეიტის გამარჯვებაში დაეხმარა.

გოლდენ სტეიტ უორიორსმაფინალური სერია 23-ქულიანი გამარჯვებით გახსნა. კევინ დიურანტის, სტეფ კარის და დრეიმონდ გრინის უბადლო თამაშს ზაზა ფაჩულიას რიგიანი გარჯაც დაერთო და ოკლენდელებმა ისე სძლიეს ლებრონ ჯეიმსის, კაირი ირვინისა და კევინ ლავის კლივლენდს, რომ კითხვის ნიშნები არ დაუტოვებიათ - 113:90.

მატჩის ბედი, ფაქტობრივად, მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელშიც ქართველმა ცენტრმა 8 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. გოლდენ სტეიტმა კი პერიოდი 33:20 მოიგო და დიდი შესვენებისთვის დაფიქსირებული 8-ქულიანი უპირატესობა 21-ამდე გაზარდა. ბოლო პერიოდი ფორმალობად იქცა: მაპინძლები იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე და ფინალურ სერიაში მათ მხარეს მყოფი მოედნის უპირატესობა შეინარჩუნეს.

გოლდენ სტეიტის ლიდერებმა - კევინ დიურანტმა და სტეფ კარიმ ისე ითამაშეს, როგორც შეეფერებოდათ. დიურანტმა პირველ ტაიმში 23 ქულა ჩააგდო, შეხვედრა კი 38 ქულით, 8 მოხსნით და 8 პასით დაასრულა. სტეფ კარიმ ორმაგი დუბლი შეასრულა - 28 ქულა, 10 პასი, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა. დრეიმონდ გრინს ორმაგამდე მცირედი დააკლდა - 9 ქულა, 11 მოხსნა. სწორედ ამ მოთამაშეების შემდეგ პროდუქტულობით ზაზა ფაჩულია მოდის, რომელმაც შეხვედრა „გოლდენ სტეიტის“ სნაიპერზე - კლეი ტომპსონზე (6 ქულა, 4 პასი) შედეგიანად დაასრულა. ზაზამ მოედანზე გატარებულ 14 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. ფაჩულიამ 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო

გოლდენ სტეიტი სერიაში1:0 დაწინაურდა, ფინალური სერია კი 4 გამარჯვებამდე გრძელდება. მორიგი მატჩი კვლავ ოკლენდში - თბილისის დროით 5 ივნისს, დილის 04:00 საათზე დაიწყება.

 

წყარო: GBF

]]>
02-06-2017 12:06 +0400
ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონია http://rustavi2.ge/ka/news/76285

გოლდენ სტეიტმა სან ანტონიო სერიაში მშრალი ანგარიშით 4:0 დაამარცხა და დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულია. გოლდენ სტეიტი NBA-ს ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე კლივლენდ კავალიერსი- ბოსტონ სელტიკის წყვილს შორის გამარჯვებული იქნება.

რამდენიმე წუთის წინ დასრულებული შეხვედრა მეომრებმა 115:129 მოიგეს. სტეფ კარიმ ყველაზე მეტი 36 ქულა დააგროვა, ხოლო კევინ დურანტმა 29 ქულა, 12 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ზაზა ფაჩულიას, თუმცა ქართველი ფინალისთვის მზად იქნება.

 

]]>
23-05-2017 08:23 +0400
USA TODAY- ზაზა ფაჩულიას ოჯახს ემუქრებიან http://rustavi2.ge/ka/news/76231

საქართველოს კალათბუთელთა ნაკრების კაპიტანმა და გოლდენ სტეიტის ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ და მისმა ოჯახმა სოციალურ ქსელში მუქარის წერილები მიიღო. საქმე ეხება სან-ანტონიოს ლიდერთან კავაი ლეონარდთან შეჯახებას, რის შემდეგაც ლეონარდმა ტრავმა მიიღო - ამ ფაქტმა კი სპურსის გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია.

კავაი ლეონარდის ტრავმამ სან ანტონიოს მთავარი მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის აღშფოთებაც გამოიწვია, რომელმაც ფაჩულიას თამაში მკვლელობასაც კი შეადარა.

"ვის ანაღვლებს, ჰქონდა თუ არა მას განზრახვა. მკვლელობა, იცით, რა არის? შეიძლება საჭესთან იჯდე, ტელეფონზე მესიჯს აგზავნიდე და ვინმე გაიტანო. ამ დროს შენ ადამიანის მოკვლის განზრახვა სულაც არ გქონია, მაგრამ მაინც ციხეში მიდიხარ. მე მხოლოდ ის მანაღვლებს, რაც საკუთარი თვალით დავინახე და რაც სინამდვილეში მოხდა", - განაცხადა პოპოვიჩმა.

68 წლის მწვრთნელის განცხადება გაღიზიანებული გულშემატკივრებისთვის ერთგვარი წახალისებაც კი აღმოჩნდა და თავის დაზღვევის მიზნით, სკოლაში სადაც ფაჩულიას შვილები სწავლობენ დაცვა გაძლიერდა.

დღეს USA Today-სთან საუბარში ამ ფაქტს ქართველი კალათბურთელიც გამოეხმაურა.

"პოპოვიჩის სიტყვებმა დიდი გავლენა იქონია ბევრ ადამიანზე. ეს მესიჯი იყო გულშემატკივრებისთვის. ეს არ არის სწორი. სანამ რამეს იტყვი, უნდა დაფიქრდე. დამემუქრონ მე, მაგრამ ჩემს ოჯახს თავი დაანებონ. . ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილებს ამასთან საერთო არაფერი აქვთ და მათ არაფერი დაუშავებიათ. ვერ ვიტან, რომ ჩემი ოჯახი ამის გამო ნერვიულობს. ისინი ამას არ იმსახურებენ,“ -განაცხადა ფაჩულიამ.

დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში გოლდენ სტეიტმა სან ანტონიო დამაჯერებლად 4:0 დაამარცხა და კონფერენციის გამარჯვებულიც გახდა.

]]>
22-05-2017 15:15 +0400
სან ანტონიოს გულშემატკივარმა ზაზა ფაჩულიას სასამართლოში უჩივლა http://rustavi2.ge/ka/news/75998

სან ანტონიო სპურსის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ზაზა ფაჩულიას ტეხასის შტატის სასამართლოში კავაი ლეონარდისთვის ტრავმის მიყენებისთვის უჩივლა.

ხუან ვასკესი ფაჩულიასგან კომპენსაციის სახით 73 ათასი დოლარს ითხოვს და ამასთანავე მისი მისი მთავარი მოთხოვნაა, რომ პარკეტზე ფაჩულიამ უხეში თამაში შეწყვიტოს.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ერთმანეთს კავაი ლეონარდი და ქართველი კალათბურთელი შეეჯახნენ, რის შემდეგაც ლეონარდმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. აღნიშნული ეპიზოდი NBA-მ გამოიკვლია, თუმცა ფაჩულიას მხრიდან განზრახ უხეში თამაში არ დაადასტურა. 

 

წყარო: San Antonio Express-News

]]>
19-05-2017 12:49 +0400
მეომრების ურთულესი "ქამბექი" და ფაჩულიას ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი http://rustavi2.ge/ka/news/75620

ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველ მატჩში, ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. გოლდენ სტეიტ უორიორსმა კი სან-ანტონიოს 25-ქულიანი ჩამორჩენა ამოუქაჩა და 113:111 დაამარცხა.

ქართველი ლეგიონერი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. გოლდენ სტეიტის სამწვრთნელო შტაბმა ფაჩულია მოედანზე 25 წუთი დატოვა და მან ამ დროში 11 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ერთიც დაფარება მოაგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის თანაგუნდელებიდან ყველაზე შედეგიანები იყვნენ 40 ქულით სტეფ კარი და 34 ქულით კევინ დურანტი. მეტოქეთაგან კი 28 ქულით ლამარკუს ოლდრიჯი და 26 ქულით კევი ლეონარდსი.

გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციის ფინალში 1:0 დაწინაურდა. მომდევნო მატჩს კი 17 მაისს, ისევ საკუთარ პარკეტზე ჩაატარებს.

]]>
15-05-2017 10:09 +0400
ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციის ფინალში იასპარეზებს http://rustavi2.ge/ka/news/75105

გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციის ფინალში იასპარეზებს. მეომრებმა ფლეი-ოფში იუტა ჯაზს სერიაში მშრალი ანგარიშით 4:0 მოუგო და ფინალში იასპარეზებს, სადაც მათი მეტოქე სან ანტონიო სპურსი და ჰიუსტონ როკეტსის (სერიაში 2:2) წყვილს შორის გამარჯვებული იქნება.

იუტასთან სერიის მეოთხე შეხვედრაში ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 19 წუთი გაატარა. ზაზამ შეხვედრა 2 ქულით, 8 მოხსნით და 2 ჩაჭრით დაასრულა. ოქროს შტატელების შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი სტეფ კარის ჰქონდა, რომელმაც 30 ქულა მიითვალა. 18 ქულა დააგროვა კევინ დიურანტმა, ხოლო დრეიმონდ გრინის ანგარიშზე სამმაგი დუბლი - 17 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა დაგროვდა.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს ჩემპიონობისთვის ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდებიან.

 

]]>
09-05-2017 10:55 +0400
საქართველოს ნაკრები მეტოქეები 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია http://rustavi2.ge/ka/news/75017

ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრების მეტოქეები J ჯგუფში სერბეთი, გერმანია და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრები იქნება.

შესარჩევი ეტაპის მატჩები 2017 წლის 20 ნოემბრიდან დაიწყება და 2019 წლის 26 თებერვალს დასრულდება. შეხვედრები შინ და სტუმრად პრინციპით გაიმართება. შესარჩევ ეტაპზე ევროპიდან სულ 32 ნაკრები ითამაშებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

]]>
08-05-2017 09:49 +0400
ქუთაისის საკალათბურთო კლუბი საქართველოს თასის მფლობელია http://rustavi2.ge/ka/news/74383

ქუთაისის საკალათბურთო კლუბი საქართველოს თასის მფლობელია. ტურნირის გადამწყვეტი, ფინალური შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.

ქუთაისი თბილისის დინამოს დაუპირისპირდა, ფინალური შეხვედრა კოტე ტუღუშის გუნდის სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ ქუთაისმა მეტოქე ანგარიშით 86:77 დაამარცხა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო დინამოს კალათბურთელი ლონდარიძე იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 25 ქულა შესძინა. ფინალის დასრულებისთანავე დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

]]>
29-04-2017 18:38 +0400
შერმადინი, შენგელია და ბურჯანაძე ესპანური ლიგის MVP-ის ტიტულისთვის იბრძვიან http://rustavi2.ge/ka/news/74361

საქართელოს ეროვნული ნაკრების წევრები ესპანეთის უმაღლესი ლიგის საუკეთესო კალათურთელის წოდებისთვის იბრძვიან. თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე და გიორგი შერმადინი ესპანეთის MVP-ის ტიტულისთვის მებრძოლ კანდიდატთ სიაში დაასახელეს.


გულშემატკივრებს ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ Facebook-ზე, Twitter-სა და Instagram-ზე ჰეშთეგით #MVPMovistar და ოფიციალურ ვბეგვერდზე სასურველი კალათბურთელის სახელი და გვარით შეუძლიათ.

ქართველი კალათბურთელების მხარდასაჭერად ყოველდღიურად სამ სოციალურ ქსელში #MVPMovistar Giorgi Shermadini, #MVPMovistar Beka Burjanadze, #MVPMovistar Tornike Shengelia დაწერაა საჭირო.

ხმის მიცემა გუშინ დაიწყო და 13 მაისს, ღამის 2 საათზე. სოციალური ქსელი იქნება ერთ-ერთი სეგმენტი. საუკეთესოს გულშემატკივართან ერთად მოთამაშეები, მწვრთნელები და ჟურნალისტები გამოავლენენ.

 

]]>
29-04-2017 14:30 +0400
1000-ზე მეტი ბავშვი და 30-ზე მეტი საკალათბურთო სკოლა - ქართველი ბავშვების გზა NBA-სკენ http://rustavi2.ge/ka/news/74335

საქართველოში ჯუნიურ NBA-ს მეორე გათამაშება ჩატარდება, რომელშიც 30-ზე მეტი საკალათბურთო სკოლის 1000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება.

ქართველმა ბავშვები NBA-ს ცნობილი კლუბების მაისურებს მოირგებენ და მსოფლიო მასშტაბის ტურნირში იასპარეზებენ.

2017 წელს ჯუნიორ NBA-ში საქართველოს გარდა კიდევ 34 ქვეყანა ჩაერთვება, მონაწილეთა რაოდენობაც რეკორდულია - 7 მილიონი მოზარდი. 

]]>
28-04-2017 21:55 +0400
ფაჩულიას 11 ქულა და 7 მოხსნა - გოლდენ სტეიტი მეოთხედფინალშია http://rustavi2.ge/ka/news/73984

ზაზა ფაჩულიას გუნდმა, გოლდენ სტეიტმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. მეომრებმა სტუმრად პლეი ოფის სერიის მეოთხე შეხვედრაში პორტლენდი 128:103 დაამარცხეს და სერიაში 4:0 დაწინაურდნენ.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და  მოედანზე 18 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 11 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საუკეთესო შედეგი სტეფ კარის ჰქონდა, რომელმაც 37 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ტრავმის შემდეგ გოლდენ სტეიტს კევინ დურანტი დაუბრუნდა.

გოლდენ სტეიტის შემდეგი მეტოქე იუტასა და კლიპერს შორის გამარჯვებული იქნება.

]]>
25-04-2017 11:03 +0400
ფაჩულიას 10 ქულა და გოლდენ სტეიტის უპირატესობა პლეი ოფში http://rustavi2.ge/ka/news/73702

ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტმა კევინ დიურანტის გარეშეც იოლად დაამარცხა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი და დასავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. მეომრებმა მეტოქე 110:81 გაანადგურეს.

ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 17 წუთი გაატარა და  10 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა და 6-6 მოხსნა-პასი მოაგროვა. კლეი ტომპსონის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.

სერიის მომდევნი მატჩი პორტლენდში 23 აპრილს გაიმართება.

 

]]>
21-04-2017 10:27 +0400
ზაზა ფაჩულიას 8 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი http://rustavi2.ge/ka/news/72941

გოლდენ სტეიტ ვორიორსმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფის დაწყებამდე ბოლოსწინა ტურში საკუთარ მოედანზე იუტა ჯაზს უმასპინძლა და მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 99:105 დამარცხდა.

ტრადიციულად ვორიორსის სასტარტო ხუთეულში იყო ზაზა ფაჩულია. ქართველმა ცენტრმა 25 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 ზუსტი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. „გოლდენ სტეიტში“ 28 ქულით საუკეთესო იყო სტეფ კარი.

სატურნირო ცხრილში 66 მოგებითა და 15 მარცხით გოლდენ სტეიტი პირველ ადგილზე იმყოფება.

]]>
11-04-2017 12:40 +0400
ზაზა ფაჩულია NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულია http://rustavi2.ge/ka/news/72521

ზაზა ფაჩულიას გუნდი გოლდენ სტეიტი NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულია. ოქროს შტატელებმა სტუმრად ფინიქსი 120:111 დაამარცხეს და რეგულარული სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გაინაღდეს პირველობა.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 18:02 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 4 ქულა, 2 პასი და 3 მოხსნა მოაგროვა. საუკეთესო შედეგი კი სტეფ კარიმ აჩვენა, რომელმაც 42 ქულა მიითვალა.

გოლდენ სტეიტს 65 გამარჯვება და 14 მარცხი აქვს, რაც ლიგაში საუკეთესო შედეგია, მეორე ადგილზე მყოფსან-ანტონიოს კი 60 გამარჯვება და 18 მარცხი აქვს. შეგახსენებთ, რომ რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ პლეი-ოფის ეტაპი დაიწყება, სადაც ფაჩულის გუნდს ყველა მეტოქესთან მოედნის უპირატესობა ექნება.

]]>
06-04-2017 13:40 +0400
სტეფ კარი შოუს წამყვანს ზაზა ფაჩულიას გვარის სწორად წარმოთქმას ასწავლის http://rustavi2.ge/ka/news/72474

გოლდენ სტეიტის ლიდერი, სტეფ კარი ჯეიმს კორდენის ცნობილი შოუს სტუმარი იყო. ამერიკელი კალათბურთელი ცდილობდა CBS-ის წამყვანისთვის საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას გვარის სწორად წარმოთქმა ესწავლებინა.

სახალისო ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და ქართველ გულშემატკივრებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

]]>
05-04-2017 18:56 +0400
გოლდენ სტეიტის მორიგი გამარჯვება http://rustavi2.ge/ka/news/72108

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა გოლდენ სტეიტმა.

ვორიორსმა ამჯერად საკუთარ მოედანზე ჰიუსტონი ანგარიშით 107:98 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 11 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 2 ქულა, 1 მოხსნა მოაგროვა.

62 მოგებითა და 14 მარცხით გოლდენ სტეიტი NBA-ს ლიდერია. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 3 აპრილს, საკუთარ მოედანზე ვაშინგტონის წინააღმდეგ ჩაატარებს.

]]>
01-04-2017 14:28 +0400
თორნიკე შენგელიას წარმატებული შეხვედრა - ქართველმა 21 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა http://rustavi2.ge/ka/news/71660

ესპანური ბასკონიის ქართველმა კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ მორიგი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა. ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში ესტუდიანტესის წინააღმდეგ შენგელიამ 21 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თამაში კი ბასკონიის გამარჯვებით  76:70 დასრულდა.

შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 25 შეადგინა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ჩემპიონატში ბასკონიამ 17 მოგება, 7 მარცხი მოაგროვა, შედეგად ქართველის გუნდი რეალთან და ბარსელონასთან ერთად, მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს.  

]]>
27-03-2017 13:05 +0400
სტეპ კარი რასელ ვესტრბრუკს ფიზიკურად დაუპირისპირდა http://rustavi2.ge/ka/news/71238

გოლდეს სტეიტმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ოკლაჰომას წინააღმდეგ მოიპოვა. ოქროს შტატელებმა მეტოქე 111:95 დაამარცხეს. მატჩის მეორე პერიოდის მიწურულს სტეფ კარის და რასელ ვესტრბრუკს შორის ინციდენტი მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ზაზა ფაჩულია კი სტეფ კარის დამშვიდებას ცდილობდა და სიტუაციის განმუხტვაში მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება შეხვედრას - ფაჩულიამ მოედანზე 14 წუთი გაატარა და 2 ქულა, 2 მოხსნა,1 პასი მიითვალა.

დასავლეთ კონფერენციას გოლდენ სტეიტი 56 გამარჯვებით ლიდერობს. ოკლანდელები მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას ყოფილი გუნდის, დალას მავერიკსის წინააღმდეგ 22 მარტს გამართავენ.

 

]]>
21-03-2017 18:00 +0400
ფაჩულიას ორმაგი დუბლი და გოლდენ სტეიტის მორიგი მარცხი http://rustavi2.ge/ka/news/70503

12 მარტს, NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში სან ანტონიომ გოლდენ სტეიტს უმასპინძლა და მეტოქე 107:85 დაამარცხა. მარცხის მიუხედავად, ზაზა ფაჩულიამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ორმაგი დუბლი მიითვალა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 11 ქულა,12 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ოქროს შტატელები ლიდერების გარეშე თამაშობდნენ - გუნდს ტრავმის გამო კევინ დურანტი აკლდა, სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი და ანდრე იგუდალა კი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ისვენებდნენ.

გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციაში პირველობას ინარჩუნებს, შემდეგ შეხვედრას ფაჩულიას გუნდი 15 მარტს, სტუმრად ფილადელფიასთან ჩაატარებს.

]]>
13-03-2017 10:35 +0400
გოლდენ სტეიტის გულშემატკივარმა 3-ქულიანების სროლაში ზაზა ფაჩულიას აჯობა და მანქანა მოიგო http://rustavi2.ge/ka/news/70169

გოლდენ სტეიტის გულშემატკივარმა ევან ოლმაითმა, ბოსტონ სელტიკსთან შეხვედრის შესვენების დროს 3-ქულიანების სროლაში ზაზა ფაჩულიას აჯობა და ახალი ავტომობილი KIA მოიგო.

ბოსტონთან ტაიმ აუტში შემთხვევით შერჩეულ გულშემატკივარს შესთავაზეს 30 წამში ზაზა ფაჩულიაზე მეტი სამქულიანი ჩაეგდო და გამარჯვების შემთხვევაში ავტომანქანის მფლობელი გახდებოდა. ფაჩულიამ30 წამში სამი სამქულიანი ჩააგდო. ევანს 20 წამიც ეყო იმისთვის, რომ ქართველ კალათბურთელზე მეტი სამქულიანი ჩაეგდო და დაწესებული პრიზის მფლობელიც გახდა.

რაც შეეხება შეხვედრას, გოლდენ სტეიტი 86:99 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18:32 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 2 ქულა, 3 პასი და 6 მოხსნა მოაგროვა.

]]>
09-03-2017 17:15 +0400
სტეფ კარიმ ზაზა ფაჩულიას პაროდია გააკეთა http://rustavi2.ge/ka/news/70064

გოლდენ სტეიტის ლიდერმა სტეფ კარიმ ზაზა ფაჩულიას პაროდია გააკეთა. მატჩის შემდეგ ქართველი კალათბურთელის ინტერვიუს დროს სტეფ კარიმ ფაჩულიას ცნობილი ფრაზა წარმოთქვა.

Nothing easy -  თქვა კარიმ და ამ ფაქტმა თანაგუნდელების გამხიარულება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულიამ ამ ფრაზით ატლანტაში პლეი ოფში თამაშის დროს გულშემატკივრებს მიმართა. 

]]>
08-03-2017 16:08 +0400
ზაზა ფაჩულიას 6 ქულა და 5 მოხსნა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ http://rustavi2.ge/ka/news/69965

ზაზა ფაჩულიას გუნდი გოლდენ სტეიტი ატლანტას ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 119:111 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა  ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე საერთო ჯამში 14:51 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 6 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ოქროს შტატელების მხრიდან საუკეთესო შედეგი სტეფ კარის და ანდრე იგუდალას ჰქონდათ, რომლებმაც თანაბარი 24-24 ქულა მიითვალეს.

გოლდენ სტეიტს 52 მოგება და 11 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციას დამაჯერებლად ლიდერობს.

*ზაზა ფაჩულია "ატლანტაში" 2005-13 წლებში თამაშობდა.

]]>
07-03-2017 16:35 +0400
კალათბურთელი მეტოქეს ფეხებს შორის გაუძვრა http://rustavi2.ge/ka/news/69371

დელავერ ეითი სევენერსის კალათბურთელი ნეიტ რობინსონი რეპტორს 905-ის ცენტრს, ედი ტავარესს საკმაოდ ორიგინალურად და კურიოზულად გასცდა. აღნიშნული ეპიზოდი ამერიკის D ლიგის გათამაშების ფარგლებში მოხდა.

რობინსონი სიმაღლეში 175 სანტიმეტრია, ხოლო მისი მეტოქე - 218 სანტიმეტრი. ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში რობინსონს ბევრი არ უფიქრია და მეტოქეს ფეხებს შორის გაუძვრა.

აღსანიშნავია, რომ 32 წლის რობინსონი ადრე ნიუ იორკ ნიქსში, ბოსტონ სელტიქსსა და გოლდენ სტეიტში თამაშობდა.

 

წყარო: sportall

]]>
01-03-2017 13:55 +0400
ზაზა ფაჩულიამ შემთხვევით თანაგუნდელ კევინ დურატს ტრავმა მიაყენა http://rustavi2.ge/ka/news/69366

NBA-ში  ვაშინგტონვიზარდი-გოლდედენ სტეიტის შეხვედრის დროს ვაშინგტონელთაპოლონელმა ცენტრმა, მარცინ გორტატმა ზაზა ფაჩულიას უხეშად ჰკრა ხელი, შედეგად ქართველმა კალათბურთელმა წონასწორობა დაკარგა და დურანტის მარცხენა მუხლს დაეჯახა.

ამ დროს მატჩის საწყისი წუთები მიმდინარეობდა და დურანტმა თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. წინასწარი მონაცემებით ამერიკელ კალათბურთელს მუხლის მყესები დაეჭიმა და ტრავმის სიმძიმე დეტალური გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება შეხვედრას, გოლდენ სტეიტი 108:112 დამარცხდა. ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 18 წუთი გაატარა და 12 ქულა, 8 მოხსნა მიითვალა.

]]>
01-03-2017 13:00 +0400
ჯეიმს ჰარდენი http://rustavi2.ge/ka/news/69178

]]>
28-02-2017 11:23 +0400
ნიკა საბანაძე http://rustavi2.ge/ka/news/69176

]]>
28-02-2017 11:22 +0400
ნიკოლოზ ცქიტიშვილი http://rustavi2.ge/ka/news/69177

]]>
28-02-2017 11:22 +0400
მანუჩარ მარკოიშვილი http://rustavi2.ge/ka/news/69174

]]>
28-02-2017 11:21 +0400
ვიქტორ სანიკიძე http://rustavi2.ge/ka/news/69175

]]>
28-02-2017 11:21 +0400
ბექა ბურჯანაძე http://rustavi2.ge/ka/news/69171

]]>
28-02-2017 11:20 +0400
თორნიკე შენგელია http://rustavi2.ge/ka/news/69172

]]>
28-02-2017 11:20 +0400
ანატოლი ბოისა http://rustavi2.ge/ka/news/69173

]]>
28-02-2017 11:20 +0400
გიორგი შერმადინი http://rustavi2.ge/ka/news/69170

]]>
28-02-2017 11:19 +0400
მანუ ჯინობილი http://rustavi2.ge/ka/news/69166

]]>
28-02-2017 11:18 +0400
ტონი პარკერი http://rustavi2.ge/ka/news/69167

]]>
28-02-2017 11:18 +0400
ტიმ დანკანი http://rustavi2.ge/ka/news/69168

]]>
28-02-2017 11:18 +0400
გრეგ პოპოვიჩი http://rustavi2.ge/ka/news/69169

]]>
28-02-2017 11:18 +0400
ლეანდრე ჯორდანი http://rustavi2.ge/ka/news/69164

]]>
28-02-2017 11:17 +0400
კავაი ლეონარდდი http://rustavi2.ge/ka/news/69165

]]>
28-02-2017 11:17 +0400
ფაჩულია http://rustavi2.ge/ka/news/69159

]]>
28-02-2017 11:16 +0400
სტეფ კერი http://rustavi2.ge/ka/news/69160

]]>
28-02-2017 11:16 +0400
დრაიმონდ გრინი http://rustavi2.ge/ka/news/69161

]]>
28-02-2017 11:16 +0400
პო გასოლი http://rustavi2.ge/ka/news/69162

]]>
28-02-2017 11:16 +0400
კევინ დურანტი http://rustavi2.ge/ka/news/69163

]]>
28-02-2017 11:16 +0400
ზაზა ფაჩულიამ გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში სარეკორდო მატჩი ჩაატარა http://rustavi2.ge/ka/news/69158

ზაზა ფაჩულიამ გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში პირადი რეკორდი დაამყარა მატჩი. ქართველმა კალათბურთელმა ფილადელფიასთან სტუმრად 119:108 მოგებულ შეხვედრაში 16 ქულა მიითვალა, რაც "მეომრებში" მისი საუკეთესო შედეგია.

ფაჩულიამ პარკეტზე 14 წუთი და 30 წამი გაატარა, რა დროშიც მან 16 ქულასთან ერთად  5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შეხვედრაში ყველაზე მეტი 27 ქულა კევინ დურანტის ანგარიშზეა, დრეიმონ გრინმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 14 ქულა, 11 პასი.

გოლდენ სტეიტი 50 გამარჯვებით და 9 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მომდევნო შეხვედრაში ოქროს შტატელები ვაშინგტონ ვიზარდის წინააღმდეგ 1 მარტს გამართავენ.

 

]]>
28-02-2017 11:10 +0400
ზაზა ფაჩულია პარკეტს 6 ქულით და 4 მოხსნით დაუბრუნდა http://rustavi2.ge/ka/news/68869

გოლდენ სტეიტის ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ მხრის ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა და კლიპერსის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში 6 ქულა, 4 მოხსნა, 4 ბლოკ-შოტი, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მატჩი გოლდენ სტეიტმა 123:113 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, პარკეტზე 18 წუთი გაატარა. ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კი სტეფ კარი იყო, რომელმაც 35 ქულა მოაგროვა.

გოლდენ სტეიტი 48 მოგებით და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

]]>
24-02-2017 11:30 +0400
ინციდენტი რუსთავში - საკალათბურთო მატჩის დროს ერთმანეთს მსაჯი და გულშემატკივარი დაუპირისპირდნენ http://rustavi2.ge/ka/news/68635

20 თებერვალს ქალაქ რუსთავში, რუსთავი და ბათუმის შორის საკალათბურთო სუპერლიგის მე-4 ტურის მატჩში ინციდენტი მოხდა.

inforustavi.ge-ს ცნობით, გულშემატკივარმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მსაჯს, მაკა კუპატაძეს მას შემდეგ მიაყენა, რაც მისი გადაწყვეტილება არ მოეწონა. პასუხმაც არ დააყოვნა და არბიტრმა მაყურებელს პლასტმასის მანიშნებელი ესროლა. ინციდენტის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, თუმცა მწვრთნელებისა და კალათბურთელების ჩარევის შემდეგ ვითარება რამდენიმე წუთში განიმუხტა.


]]>
21-02-2017 19:25 +0400
ნიუ-ორლეანში NBA-ს ყველა ვარსკვლავის შეხვედრა გაიმართა http://rustavi2.ge/ka/news/68528

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, ტრადიციული ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართა. დასავლეთისა და აღმოსავლეთის კონფერენციების დაპირისპირება დასავლეთის გამარჯვებით 192: 182 დასრულდა.

შეხვედრას ნიუ-ორლეანის სმუტი კინგ-ცენტრის დარბაზმა უმასპინძლა და ის NBA-ს ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე შედეგიანი, საერთო ჯამში, გუნდებმა 374 ქულის ჩაგდება მოახერხეს. ძველი რეკორდი, 369 ქულა იყო.

დასავლეთ კონფერენციის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ნიუ-ორლეანის კალათბურთელი ენტონი დევისი გახდა, მის ანგარისზე 52 ქულა და 10 მოხსნაა. დევისმა ყველა ვარსკვლავის რეკორდიც მოხსნა, რომელიც უილტ ჩემბერლენს ეკუთვნოდა  - 42 ქულა. აღმოსავლეთის გუნდში 30 ქულა, მილოუკის კალათბურთელის იანის ადეტოკუნბოს ანგარიშზეა.

]]>
20-02-2017 16:59 +0400
ABC-მ ოლ სტარის ხმების სწორად დათვლაში ეჭვი შეიტანა - გამოცემა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს http://rustavi2.ge/ka/news/68389

გამოცემა ABC-მ NBA-ს ყველ ვარსკვლავის გამოკითხვის შედეგებს სტატია მიუძღვნა და სხვადასხვა ფაქტებზე დაყრდნობით მასში ეჭვი შეიტანა. ABC ეთანხმება საერთო აზრს, რომ პირველ რიგში, ზაზა ფაჩულიას შედეგი ხვდება თვალს, რადგან მას არასოდეს ჰქონია სეზონი, რომელშიც საშუალოდ 12 ქულაზე მეტს აკეთებდა და მისი თამაში შორს არის სანახაობრივისგან.

გამოცემამ მოიძია უფრო დეტალური შედეგები, როგორც ფაჩულიაზე, ისე NBA-ს სხვა ვარსკვლავებზე, მათ შორის, "ოლ სტარზე" მოხვედრილ კალათბურთელებზე. ამისთვის გამოცემა დაუკავშირდა სოციალურ მედიაზე ორიენტირებულ კომპანია Graphika-ს, რომლის გენერალური მენეჯერი ჯონ კელი ამტკიცებს, რომ ფაჩულიას შემთხვევაში ყველაფერი სუფთაა, მაშინ, როცა ზოგიერთ ვარსკვლავზე ამას ვერ ვიტყვით. 

განსაკუთრებით ეს "სან ანტონიოს" ვარსკვლავ კავაი ლეონარდს ეხება, რომელიც მოხვდა კიდეც "ოლ სტარში". კელის კომპანიამ აღმოაჩინა, რომ ათზე მეტი ბოტი დღეში ათასჯერ მაინც აძლევდა ხმას ლეონარდს. "ტვიტერზე" ლეონარდის მხარდაჭერის არანორმალური აქტივობა ფიქსირდება - ლიგაში ყველაზე მაღალი. საოცარია, მაგრამ ფაქტია - ლეონარდის ხმების 39% იმათზე მოდის, რომელთაც თავიანთი ექაუნთები 1 დეკემბრის შემდეგ დაარეგისტრირეს. მაგალითად, 21 წლის მაკედონიელმა პროგრამისტმა ალექსანდერ საკლევმა სპეციალური პროგრამა შექმნა, რომლის წყალობითაც თავის საყვარელ კალათბურთელს, კავაი ლეონარდს 200 ათასამდე ხმა მოუტანა.

 შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიამ All Star-ის გამოკითხვაში 1 528 941 ხმა მიირო, თუმცა ეს შედეგი მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი. 

 

წყარო: Sportall

]]>
17-02-2017 17:28 +0400
არსად მივდივარ, ივნისის მერეც გოლდენ სტეიტში ვრჩები -ზაზა ფაჩულია http://rustavi2.ge/ka/news/67530

გოლდენ სტეიტის ქართველმა ცენტრმა და საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნანმა ზაზა ფაჩულიამSan Francisco Chronicle-ს მცირე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ მომავალ სეზონშიც "უორიორსის" რიგებში სურს თამაში.

"არ მსურს, რომ სეზონი მალე დასრულდეს. როდესაც ხალხი მეკითხება, რას ვაპირებ ზაფხულში, როცა თავისუფალი აგენტი გავხდები, ვეუბნები, რომ არსად მივდივარ და აქ ვრჩები. ივნისის შემდეგაც აქ ვრჩები.

გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა ირგვლივ საოცარი მოთამაშეები არიან, როცა დიდებული სამწვრთნელო შტაბი და ფანებია, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მე უდიდეს გამოცდილებას ვიღებ," - განაცხადა ფაჩულიამ.

შეგახსენებთ, რომ ქართველ კალათბურთელს ტრავმის გამო 3 შეხვედრის გამოტოვება მოუწია და სავარაუდოდ არც 9 თებერვალს, ჩიკაგოს წინააღმდეგ არ ითამაშებს.

 

წყარო: sportall.ge

]]>
07-02-2017 16:50 +0400
ზაზა ფაჩულიამ ტრავმა მიიღო http://rustavi2.ge/ka/news/67035

პორტლენდის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ მარჯვენა მხარი დაიზიანა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი ფაჩულიას დაბრუნების ზუსტი თარიღი, თუმცა გადაწყვეტილია, რომ ქართველი კალათბურთელი შარლოტთან გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ფაჩულიამ ტრავმა მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო. ზაზამ ბურთი ჩაჭრა და პარკეტზე დაეცა, ზემოდან კი ბურთისთვის მებრძოლი მეტოქე გუნდის კალათბურთელი დააწვა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას - ზაზა მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა. მოედანზე გატარებულ 24 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა. 

  

]]>
01-02-2017 16:40 +0400
ფაჩულიას 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და გოლდენ სტეიტის გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში http://rustavi2.ge/ka/news/66723

ზაზა ფაჩულიას გუნდმა, გოლდენ სტეიტმა სტუმრად პორტლენდი დაძაბულ ბრძოლაში 113:11 დაამარცხა და ლიგაში ლიდერობა გაიმყარა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 24 წუთი გაატარა და 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულა ფაჩულიასთვის სეზონის რიგით მეორე შედეგია (საუკეთესო 15-ია), ხოლო 4 ჩაჭრა სეზონის საუკეთესო შედეგის გამეორებაა.

მატჩი გაციების გამო გამოტოვა სტეფ კარიმ, გუნდში ფაჩულიაზე მეტი ქულა კევინ დიურანტმა (33) და კლეი ტომპსონმა (27) მოაგროვეს.

41 მოგებითა და 7 მარცხით გოლდენ სტეიტი ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს. ოქროს შტატელები მომდევლო შეხვედრას 2 თებერვალს საკუთარ მოედანზე, შარლოტ ჰორნეთსის წინააღმდეგ გამართავს.

]]>
30-01-2017 09:23 +0400
NBA-მ ზაზა ფაჩულია არასპორტული საქციელის გამო დააჯარიმა http://rustavi2.ge/ka/news/66439

NBA-მ გოლდენ სტეიტის ქართველი ცენტრი, ზაზა ფაჩულია არასპორტული საქციელის გამო 15 000 ამერიკული დოლარით დააჯარიმა. ფაჩულიას მხოლოდ ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს და მას დისკვალიფიკაცია არ ემუქრება.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მაიამის კალათბურთელს, ლუკ ბებიტს სახეში ხელი გაარტყა. ეს ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც ბებიტმა ფაჩულიას განზრახ მხარი გაჰკრა და ქართველის რეაქციაც ასეთი იყო.

]]>
26-01-2017 13:40 +0400
კალათბურთელები, რომლებმაც გამოკითხვაში ზაზა ფაჩულიას დაუჭირეს მხარი http://rustavi2.ge/ka/news/66380

NBA-ს ყველა ვარსკვლავის გამოკითხვაში გულშემატკივრებთან ერთად კალათბურთელები და მედიის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას. გულშემატკივართა გამოკითხვაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ 1 528 941 ხმით მეორე ადგილი დაიკავა. მედიის წარმომადგენლებმა ფაჩულიას მე-10 პოზიცია მიანიჭეს, ხოლო კალათბურთელთა შორის ჩატარებულ ხმის მიცემის პროცედურაში ქართველი მე-12 ადგილზე გავიდა.

NBA-მ გამოაქვეყნა კალათბურთელთა ხმის მიცემის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ზაზამ 324 გამოკითხული კალათბურთელიდან 19 ხმა მიიღო, საშუალოდ 6.5 ქულა. ცნობილი კალათბურთელებიდან ფაჩულიას მხარი რუდი გობერმა, დირკ ნოვიცკიმ, ბლეიკ გრიფინმა და პაუ გასოლმა დაუჭირეს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია კვლავ ინარჩუნებს პრესტიჟულ შეხვედრაში მონაწილეობის შანსს. ამისთვის დასავლეთ კონფერენციის გუნდის მწვრთნელმა, სტივ კერიმ, რომელიც ამავდროულად ფაჩულიას მწვრთნელია გოლდენ სტეტის შემადგენლობაში, კიდევ 7 მონაწილე კალათბურთელი უნდა დაასახელოს და სწორედ მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ითამაშებს თუ არა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ყველა ვარსკვლავის მატჩში.  

]]>
25-01-2017 19:26 +0400
თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო და 4 კვირა ვერ ითამაშებს http://rustavi2.ge/ka/news/66362

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია დაშავებულია და მოედანზე გასვლას დაახლოებით 4 კვირა ვერ შეძლებს. ამ ინფორმაციას ესპანური ბასკონიას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ქართველმა ფორვარდმა მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო ევროლიგის და ესპანეთის ჩემპიონატის მატჩები უკვე გამოტოვა, თუმცა, გამოსაჯანმრთელებლად გარკვეული დრო კიდევ სჭირდება.

შენგელია თავის კლუბს მნიშვნელოვან შეხვედრებში ვერ დაეხმარება. ქართველი კალათბურთელი მონაწილეობას ვერ მიიღებს ესპანეთის სამეფო თასის მატჩებში, რომელსაც 16-19 თებერვალს სწორედ ბასკონიას საკუტარ მოედანზე ჩაატარებს.

 

წყარო; GBF

]]>
25-01-2017 16:57 +0400
ფაჩულიას შედეგიანი მატჩი - ქართველმა 14 ქულა მიითვალა http://rustavi2.ge/ka/news/66142

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ზაზა ფაჩულიამ - გოლდენ სტეიტმა სტუმრად ორლანდო მეჯიქს 118:98 მოუგო.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო. 20 წუთში ფაჩულიამ 14 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გამარჯვებულთა შორის ყველაზე შედეგიანი 27 ქულით სტეფენ კარი იყო. 

44 მატჩიდან 38 მოგებით გოლდენ სტეიტს ლიგაში საუკეთესო შედეგი აქვს. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 24 იანვარს, სტუმრად მაიამი ჰითთან გამართავს.

]]>
23-01-2017 13:27 +0400
"ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით," - ზაზა ფაჩულია http://rustavi2.ge/ka/news/66030

All Star-ის გამოკითხვის შედეგებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი და გოლდენ სტეიტის კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე თითოეული თქვენგანისგან, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და გამოვხატო ჩემი პატივისცემა. ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა წარმომედგინა ჩემი ქვეყანა All Star-ზე, მაგრამ ამით არაფერი არ მთავრდება, წინ ძალიან დიდი მიზნებია. ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით," - წერს ფაჩულია.

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში ქართველმა კალათბურთელმა 1 528 941 ხმა მიიღო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანაგუნდელ კევინ დურანტს ჩამორჩა. ქართველს ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობის შანსი მაინც აქვს - ამისთვის დასავლეთ კონფერენციის გუნდის მწვრთნელმა, სტივ კერიმ, რომელიც ამავდროულად ფაჩულიას მწვრთნელია გოლდენ სტეტის შემადგენლობაში, კიდევ 7 მონაწილე კალათბურთელი უნდა დაასახელოს და სწორედ მასზეა დამოკიდებული ითამაშებს თუ არა ზაზა ფაჩულია პრესტიჟულ შეხვედრაში.

]]>
21-01-2017 13:35 +0400
1 528 941 ხმა, რომელიც All Star-ში მონაწილეობის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა http://rustavi2.ge/ka/news/65947

ზაზა ფაჩულია NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა, არადა
ფაჩულიამ 1 528 941 ხმა (!) მიიღო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანაგუნდელ კევინ დურანტს ჩამორჩა.

ქართველს თამაშში მონაწილეობის შანსი მაინც აქვს. ამისთვის დასავლეთ კონფერენციის გუნდის მწვრთნელმა, სტივ კერიმ, რომელიც ამავდროულად ფაჩულიას მწვრთნელია გოლდენ სტეტის შემადგენლობაში, კიდევ 7 მონაწილე კალათბურთელი უნდა დაასახელოს და სწორედ მასზეა დამოკიდებული ითამაშებს თუ არა ზაზა ფაჩულია პრესტიჟულ მატჩში.

გთავაზობთ, გუნდების სასტარტო ხუთეულებს, რომელიც გულშემატკივრების, კალათბურთელების და მედიის წარმომადგენლების მიერ არის შედგენილი;

აღმოსავლეთ კონფერენცია
კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ანდეტოკუნმპო, ჯიმი ბატლერი.

დასავლეთ კონფერენცია
ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი.

]]>
20-01-2017 12:05 +0400
მუქარა ზაზა ფაჩულიას და ქართველის პასუხი http://rustavi2.ge/ka/news/65904

გოლდენ სტეიტი და ოკლაჰომა სიტის შეხვედრის პირველ ტაიმში ზაზა ფაჩულიამ და რასელ ვესტბრუკის წიინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რის შემდეგაც ოკლაჰომელთა ლიდერი პარკეტზე დაეცა. მსაჯებმა ფაჩულიას ტექნიკური შენიშვნა მისცეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნულ ფაქტს ვესტბრუკი გამოეხმაურა, რომელიც ფაჩულიას დაემუქრა.

"ფაჩულიას პასუხს აუცილებლად გავცემ. როდის მოხდება ეს ჯერჯერობით არ ვიცი, თუმცა მე მის მსგავსად ბინძურ თამაშს არ ვთამაშობ," - განაცხადა ვესტბრუკმა,

ფაჩულიას თქმით, მას განზრახ უხეშად არ უთამაშია და ის ადვილად დასაჩაგრი ნამდვილად არ არის.

"სცადოს, სამაგიეროს გადახდა. NBA–ში უკვე14 სეზონია გამოვდივარ და ადვილი დასაჩაგრი არ ვარ. ყველამ იცის, რომ პარკეტზე ჩემი ამოცანა მკაცრი, მჭიდრო და არა ბინძური და უხეში თამაშია. რაც შეეხება ეპიზოდს, უხეშობა აზრადაც არ მომსვლია, ამიტომაც მომხდარს არ განვიცდი," - განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.

შეხვედრა გოლდენ სტეიტის დამაჯერებელი გამარჯვებით 121:100 დასრულდა. ფაჩულიამ მოედანზე 18:56 წუთი გაატარა და 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

]]>
19-01-2017 16:30 +0400
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს http://rustavi2.ge/ka/news/65712

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და კლუბ ანდორას წევრი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ანდორა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბეტისს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 95:69 დაამარცხა. შერმადინმა მოედანზე 26 წუთი გაატარა და  საკუთარ გუნდს 22 ქულა, 11 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ბეტისის დამარცხებით ანდორამ ჩემპიონატის პირველი წრე მერვე ადგილზე დაასრულა და სამეფო თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.

]]>
17-01-2017 12:34 +0400
ფაჩულიას 13 მოხსნა და გოლდენ სტეიტის დამაჯერებელი გამარჯვება კლივლენდთან http://rustavi2.ge/ka/news/65697

გოლდენ სტეიტმა საკუთარ მოედანზე კლივლენდ კავალიერსს უმასპინძლა და მეტოქე 126:91 დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 20 წუთი გაატარა და 4 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვ. ფაჩულიას თანაგუნდელებიდან კი საუკეთესო შედეგი კევინ დურანტმა 21 ქულა, სტეფ კარიმ 20 და კლეი ტომპსონმა 19 ქულა აჩვენეს. კლივლენდის შემადგენლობაში კი 20 ქულით ლებრონ ჯეიმსი იყო საუკეთესო.

გოლდენ სტეიტი შემდეგ მატჩს 19 იანვარს ოკლაჰომას წინააღმდეგ ჩაატარებს.

]]>
17-01-2017 08:59 +0400
All Star-ის გამოკითხვა რამდენიმე საათში დასრულდება http://rustavi2.ge/ka/news/65628

17 იანვარს თბილისის დროით დილის 08:00 საათზე All Star-ის გამოკითხვა დასრულდება. მეორე შუალედური შედეგების თანახმად, ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციის წინახაზელთა შორის 823 ათას 376 ხმით მეორე ადგილზე იმყოფებოდა.

დასავლეთ კონფერენციას ფაჩულიას თანაგუნდელი კევინ დიურანტი ლიდერობს. წელს All Star-ზე კალათბურთელთა არჩევის ახალი წესი ამოქმედდა, 50 %-ს გულშემატკივრები ირჩევენ, 25-25 პროცენტს კი ჟურნალისტები და თავად მოთამაშეები.

ყველა ვარსკვლავის მატჩს 17-19 თებერვალს ნიუ ორლეანი უმასპინძლებს.

]]>
16-01-2017 12:43 +0400
All Star-ის გამოკითხვა - ზაზა ფაჩულია კვლავ მეორე ადგილზეა http://rustavi2.ge/ka/news/65436

NBA- მ ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოკითხვის მეორე შუალედური შედეგები გამოაქვეყნა.

ზაზა ფაჩულია 823 376 ხმით დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მეორე ადგილზე იმყოფება. ქართველ კალათბურთელს მხოლოდ მისი თანაგუნდელი კევინ დურანტი უსწრებს, რომელსაც 987 479 ხმა აქვს. მე-3 ადგილზე კავაი ლეონარდია (სან ანტონიო) - 630 766 ხმა.


შეგახსენებთ, რომ ხმი"სუპერ გუნდის" სახალისო ანიმაციას მიცემა 16 იანვრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

]]>
13-01-2017 00:52 +0400
კრიტიკოსების პასუხად - ზაზა ფაჩულიას ნამდვილად შეუძლია სანახაობრივი თამაში http://rustavi2.ge/ka/news/65184

ზაზა ფაჩულიამ გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ქართველი კალათბურთელი საკრამენტოსთან 117:106 მოგებული მატჩის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და  მოედანზე 22:07 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ზაზამ 10 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3 ჩაჭრით მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, მოხსნების მხრივ კი ფაჩულიამ 5 მოხსნა მეტოქის ფართან მიითვალა, სადაც მას კონკურენციას დემარკუს კაზინსს უწევდა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიას NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობის მისაღებად გულშემატკივრების დახმარება სჭირდება. 24 საათში ერთხელ თქვენ შეგიძლიათ საქართველოს ნაკრების კაპიტანს მხარდაჭერა გამოუცხადოთ. ხმის მისაცემად მიყევით ინსტრუქციას.

 

ვიდეო: Youtube

]]>
09-01-2017 15:57 +0400