RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.ge/ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს http://rustavi2.ge/ka/news/142224

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებული, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე ვადიმ სოკოლოვის სახელით შევიდა, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.

უცნობია დაკავებულის ზუსტი ვინაობა - ამის შესახებ "The Guardian-ი" წერს. გამოცემის ცნობით, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა და მას კონტაქტი ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან ჰქონდა. ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიის დედაქალაქში 23 აგვისტოს მოკლეს.

]]>
18-09-2019 13:44 +0400
ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ ბათუმში 4 პირი დააკავა http://rustavi2.ge/ka/news/142175

ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ ბათუმში 4 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მუშაობის პერიოდში, ძალადობის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამო თანხა გამოსძალეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს". დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

]]>
17-09-2019 15:33 +0400
ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტი - დაკავებულია ერთი პირი http://rustavi2.ge/ka/news/142151

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი კახეთის რეგიონში დააკავეს.

ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ - ერთი კომპანიის სახელით დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად,  თითქოსდა, ერთ - ერთ კომპანიაზე  განხორციელდა 54 000 ლარის ღირებულების ღვინის მიწოდება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.

]]>
17-09-2019 10:26 +0400
“ზუმერის“ მაღაზია გაქურდეს - წაღებულია ტექნიკის ნაწილი http://rustavi2.ge/ka/news/142148

თბილისში “ზუმერის“ მაღაზია დილის საათებში გაქურდეს. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით უცნობია ზუსტი ინფორმაცია ზარალის შესახებ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პეკინის 14 ნომერში მდებარე "ზუმერის“ მაღაზია გაქურდეს, მსგავსი შემთხვევა ერთი წლის წინაც დაფიქსირდა.

წინასწარი ინფორმაციით, დამნაშავეები სავარაუდოდ  არასრულწლოვნები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. 

“კურიერის“ გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და დამტებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

]]>
17-09-2019 10:07 +0400
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს http://rustavi2.ge/ka/news/142091

შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა მარტის თვიდან კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობისთვის ძებნილი ა.ხ. ბათუმში დააკავეს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2015-2016 წლებში 10-მდე პირის ნდობის მოპოვების შემდეგ სხვადასხვა ბანკებში ანგარიშები გაახსნევინა და ინტერნეტბანკის გააქტიურების შემდეგ მათ საბანკო მონაცემები გამოართვა. დაკავებულმა ა.ხ.-მ თაღლითურად აიღო ონლაინ სესხები და დიდი ოდენობის ფულად თანხას დაეუფლა, ჯამში - 56 345 ლარის ოდენობით. დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 1986 წელს დაბადებული ა.ხ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

]]>
15-09-2019 12:09 +0400
ალექსანდრე სამადაშვილის მკვლელობაში ბრალდებლი დაკავებლია http://rustavi2.ge/ka/news/142084

აშშ-ში ქართველი მეცნიერის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავებულია. 42 წლის ალექსანდრე სამადაშვილი  აშშ-ს ქალაქ მენიაპოლისის ცენტრში ნაცემი, უგონო მდგომარეობაში 28 ივლისს იპოვეს. მედიკოსებბმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიყენებული ტრამვების გამო მედტრონიკსის მკვლევარი 23 აგვისტოს გარდაიცვალა. ამის შესახებ, ინფორმაცია საჯარო მხოლოდ ახლა გახდა . სამართალდამცავებმა მასზე თავდასხმაში 28 წლის პირი დააკავა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.  ალექსანდრე სამადაშვილმა, ადმინისტრირების მაგისტრის წოდება მინისოტის შტატის უნივერსიტეტში მიიღო. მან  ალგორითმი შეიმუშავა, რომელიც  რითმის დარეგულირების კვლევებს ეხება და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს ეხმარება. ალექსანდრე სამადაშვილმა მეტრონიკში 15 წელი იმუშავა.

 

]]>
15-09-2019 02:10 +0400
საგამოძიებო მოქმედებები ბაგებში http://rustavi2.ge/ka/news/142083

უკვე რამდენიმე საათია ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში კრიმუნალური პოლიცია და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. 

"კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცავები საცხოვრებელ ბინაში მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლ იარაღს ეძებენ. 

ფაქტის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს. 

 

]]>
15-09-2019 01:19 +0400
ექსკურსიისას დაღუპული სოფო ნიკოლეიშვილის საფლავი გაქურდეს http://rustavi2.ge/ka/news/142080

ექსკურსიისას დაღუპული 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის საფლავი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაცია გარდაცვლილი გოგონას დედამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ირკვევა, რომ სოფო ნიკოლეიშვილის საფლავიდან წაღებულია წიგნები, სანთლები და სხვადასხვა ნივთი.

16 წლის გოგონა ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიის დროს დაიღუპა. ის მდინარეში შევიდა და დინებამ წაიღო. მისი ცხედარი მაშველებმა რამდენიმე დღეში იპოვეს. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.

]]>
14-09-2019 20:05 +0400
ცრუ შეტყობინება შსს-ში - მოპარული მანქანა, გადამალული აღმოჩნდა http://rustavi2.ge/ka/news/142066

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  ინფორმაცია მოპარული მანქანის შესახებ არ დადასტურდა. უწყებაში 12 სექტემბერს შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან Mitsubishi Pajero-ს ფირმის ავტომობილი მოიპარეს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა ფ.ს-მ სადაზღვევო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგო მიღების მიზნით, საკუთარი ავტომობილი მეგობრის ავტოაფარეხში გადამალა. ინფორმაციას ადასტურებს ფ.ს-ს მეგობარი და ავტოფარეხის მფლობელი ა.ა-ც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილის ქურდობაზე გაკეთებული შეტყობინების შემდეგ  საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ საქართველოს საზღვარი მალევე დატოვა.

]]>
14-09-2019 15:06 +0400
ლაფანყურში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა http://rustavi2.ge/ka/news/142051

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ექიმის თქმით, 32 წლის კაცი კომატოზურ მდგომრეობაში იმყოფებოდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

შეგახსენებთ, გვიან ღამით სოფელ ლაფანყურში, ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ხეს შეეჯახა და ამობრუნდა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გადმოყვანილია ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ერთი სამწუხაროდ, შემოყვანისთანავე გარდაიცვალა, მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მეორე პაციენტი სტაციონარში რჩება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ, მდგომარეობა სტაბილურია."- ამბობს ექიმი. 

]]>
14-09-2019 11:01 +0400
ავარია ლაფანყურში - დაშავებულია ორი ადამიანი http://rustavi2.ge/ka/news/142047

თელავის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს ორი ადამიანი დაშავდა.

ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელიც, სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. შედეგად დაშავდა მძღოლი და მანქანაში მჯდომი ერთი მგზავრი.

ორივე დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

]]>
14-09-2019 10:07 +0400
უბედური შემთხვევა სოფელ შუა ხორგში - მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა და დაიღუპა http://rustavi2.ge/ka/news/142045

უბედური შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგში - მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა და დაიღუპა. არსებული ცნობით მამაკაცმა ხელის ტრაქტორი ქვიშით დატვირთა, რის შედეგადაც ის გადაბრუნდა და ქვეშ მოიყოლა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

]]>
13-09-2019 19:31 +0400
42 წლის ქართველს ვენეციის პოლიცია 14 ბინის გაქურდვაში ადანაშაულებს http://rustavi2.ge/ka/news/142020

42 წლის ქართველს ვენეციის პოლიცია 14 ბინის გაქურდვაში ადანაშაულებს და ვიდეოს ავრცელებს. ვენეციის Ca’ Rossa-ს ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილების გამომძიებლების ცნობით, მათ კობა კ.-ს მიერ 14 ბინის გაქურდვის უტყუარი მტკიცებულებები აქვთ. მათი აზრით, კობა კ.-ს 100-მდე ბინა აქვს გაქურდული.

გამომძიებლების თქმით, ყველა ქურდობა იანვარ-აგვისტოს პერიოდში მოხდა, თუმცა განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა წლის პირველ თვეებში დაფიქსირდა.

42 წლის ქართველი ისე ტოვებდა ბინას, რომ ხშირად ბინის მეპატრონეები გაქურდვის შესახებაც ვერ იგებდნენ, ბინაში შეღწევა კი არც ერთხელ არ მომხდარა ძალის გამოყენებით.

კობა კ.-ს იდენტიფიცირება სადარბაზოებსა და ზოგიერთ ბინაში დაყენებული ვიდეო სათვალთვალო კამერებით მოხდა. გამომძიებლები ამბობენ, რომ მის მიერ 14 ბინის გაქურდვა ეჭვს არ იწვევს, ხოლო დანარჩენ, იმავე უბნებში მომხდარ ხელწერით ზედმიწევნით მსგავს გაქურდვებზე მტკიცებულებების მოძიების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

კობა კ.-ს ბინებიდან რამდენიმე ათეული ათასი ევრო, ძვირფასეულობა, ბინიდან გატანილი საკრედიტო ბარათებიდან მოხსნილი თანხა აქვს მოპარული. ძვირფასეულობის დიდი ნაწილი მას გაყიდული აქვს.

საცხოვრებელი ბინიდან, სადაც ის თავის მეგობარ ქართველ ქალთან ერთად ცხოვრობდა, 1500 ევროს ღირებულების ოქროულობის მცირე ნაწილია  ამოღებული.

]]>
13-09-2019 13:47 +0400
რუსთაველზე 21 წლის მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს http://rustavi2.ge/ka/news/142013

რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 21 წლის ახალგაზრდას მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 19 წლის პირი დააკავეს, ამოღებულია დანაშაულის იარაღიც.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

]]>
13-09-2019 12:41 +0400
დმანისში ცეცხლსასროლი იარაღით 65 წლის მამაკაცი მოკლეს http://rustavi2.ge/ka/news/142012

მკვლელობა დმანისში - მოკლულია 65 წლამდე მამაკაცი. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცველებს ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

]]>
13-09-2019 12:22 +0400
ჟურნალისტზე განხორციელებული მუქარა ჯერ კიდევ გამოუძიებელია http://rustavi2.ge/ka/news/141970

გაზეთ,"გურიის მოამბის" რედაქტორის, თეო იოსელიანის მისამართით განხორციელებული მუქარის ფაქტზე ამ დრომდე გამოძიება მიმდინარეობს. ჟურნალისტი გამოძიების შედეგებით უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ ხერხდება მუქარის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგაც კი მუქარის სავარაუდო ავტორის დაკავება.
 
გაზეთ "გურიის მოამბის" რესაქტორმა მუქარის შემცველი შეტყობინება facebook-ის ყალბი ანგარიშიდან მიიღო. შეტყობინების ავტორი ჟურნალისტს მის შვილებზე ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება და წერს: "მალე მოესწრები შენი შვილების სიკვდილს, მალე დაგიხოცავ." თეო იოსელიანი ფიქრობს, რომ მუქარა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება, რადგან "გურიის მოამბე" ცნობილია, როგორც კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია."
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

]]>
11-09-2019 17:49 +0400
114 გრამი ჰეროინი - დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე http://rustavi2.ge/ka/news/141916

სამართალდამცველებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ორ შეკვრად დაფასოებული 114 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

]]>
20-08-2019 14:20 +0400
საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევა - ორ პირს ბრალი წარედგინა http://rustavi2.ge/ka/news/141898

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტებზე ორ პირს ბრალი წარუდგინა. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებებით, საბაჟო - გამშვები პუნქტი  „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე  შემოიტანეს დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 37 000 ლარს აღემატებოდა.

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 წლამდე ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. 

]]>
20-08-2019 11:28 +0400
საცხობი, სილამაზის სალონი, მაღაზია - სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა ერთ ღამეში რამდენიმე ობიექტი გაქურდეს http://rustavi2.ge/ka/news/141773

თბილისში, ტაშკენტის 10 ნომერში, ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს. დანაშაული სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს. წაღებული ნივთების ღირებულება, დაახლოებით 1000 ლარია.

"რაც შეძლეს წაიღეს, არის დაფიქსირებული ვიდეოკამერები გვიყენია, ძალიან მშვიდად, 3-4 წუთის განმავლობაში, რაც შეძლეს, ყველაფერი წაიღეს. რასაც ვერ მოერივნენ ძირს დაყარეს და ტროტუარზე და სადარბაზოებში ვპოულობთ ნივთებს. ტანსაცმელი, სუნამოები, სათვალეები, თანხა არ ვიცით რამდენი იყო,"-აცხადებს მაღაზიის მეპატრონე, ნინო ჩარკვიანი.

მისივე თქმით, ანალოგიური შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა. დამნაშავეები იმდენად მომზადებულები იყვნენ, რომ დაცვის სამსახურმა მათ ვერ მოუსწრო.

როგორც ნინო ჩარკვიანი აცხადებს, მის მაღაზიასთან ერთად გაქურდულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხობი და სილამაზის სალონი.

როგორც შსს-ში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით აღიძრა. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

]]>
18-08-2019 11:10 +0400
სისხლიანი დაპირისპირება კარდენახში - 48 წლის ყოფილი პოლიციელი, ცივი იარაღით დაჭრეს http://rustavi2.ge/ka/news/141771

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ქუჩური გარჩევა სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა - თანასოფლელმა ცივი იარაღით 48 წლის ყოფილი პოლიციელი, ვალერი კვაცაშვილი დაჭრა.

დაშავებულს ჭრილობები მხარისა და ზურგის არეში აქვს მიყენებული. მას დახმარება გურჯაანის საავადმყოფოში გაუწიეს და უკვე სახლშია გაწერილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ინცინდენტი სოფლის ცენტრში მოხდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა, კვაცაშვილს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც უკვე დანით გაუსწორდა.

მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს დაზარალებული მხარე. შსს-ს ინფორმაციით, საქმე სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით აღიძრა. ინციდენტის მონაწილე ახალგაზრდა დაკავებული არ არის.

]]>
18-08-2019 10:10 +0400
ქრთამი უნებართვო მშენებლობის მფარველობისთვის - დაკავებულია თერჯოლის მერიის თანამშრომელი  http://rustavi2.ge/ka/news/141729

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულს უნებართვო მშენებლობებისთვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევის და რეაგირების განუხორციელებლობის სანაცვლოდ ქრთამის სახით შესთავაზეს და მოგვიანებით გადასცეს 1000 ლარი.

მერიის თანამშრომლის გარდა, ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია ორი მოქალაქე. 

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

]]>
17-08-2019 10:48 +0400
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი http://rustavi2.ge/ka/news/141727

სამართალდამცველებმა ბათუმში,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება "ბუპრენორფინის" შემცველი 25 აბი და რამდენიმე ნატეხი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

]]>
17-08-2019 10:15 +0400
ყაჩაღური თავდასხმა საქართველოს ბანკის ფილიალზე-პოლიციამ ერთი პირი დააკავა http://rustavi2.ge/ka/news/141592

პოლიციამ თბილისში „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა.
დაკავებულია 1 პირი.

გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული 8 აგვისტოს, თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხა, იარაღის მუქარით გაიტაცა ფული და მიიმალა. სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან რამდენიმე თბილისში დააკავეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

]]>
15-08-2019 11:50 +0400
ზუგდიდში, დედამთილის გაქურდისთვის რძალს სამწლიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს http://rustavi2.ge/ka/news/141581

ქურდობა ზუგდიდში - დედამთილისთვის ფულის მოპარვის გამო დაკავებულ რძალს 3-წლიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. საქმეზე სასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. რძალმა დედამთილს 7000 ლარამდე თანხა მოჰპარა. ქურდობის დროს სახლში სამი წევრი იმყოფებოდა. რძალმა ოჯახის კუთვნილი ავტომანქანის გატაცებაც სცადა, რის შემდეგაც დედამთილმა დახმარებისთვის მეზობლებს და პოლიციას მიმართა. რძალი მომხდარიდან 3 საათში დააკავეს.

ამოღებული თანხა დაზარალებულს სრულად დაუბრუნდა.

]]>
15-08-2019 10:15 +0400
ფალსიფიცირებული "პერსილი" და "არიელი"-კუსტარულად მოწყობილ საამქროში იაფფასიან ფხვნილებს ბრენდირებული სამარკო ნიშნით აფასოებდნენ http://rustavi2.ge/ka/news/141578

სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი და მისი თანამშრომელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბათუმში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, ახორციელებდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების დაფასოებას და მის რეალიზაციას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების - „პერსილისა“ და „არიელის“ სამარკო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით. სასჯელი 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

]]>
15-08-2019 09:59 +0400
დაპირისპირება ბოლნისში - ადგილობრივები მღვდელს შინაური პირუტყვის დაჭრაში ადანაშაულებენ http://rustavi2.ge/ka/news/141492

დაპირისპირება სოფლის მოსახლეობასა და ადგილობრივ სასულიერო პირს შორის შესაძლოა, სასამართლოში გაგრძელდეს. ბოლნისის რაიონის სოფელ ფოლადაურის მცხოვრებლები, მღვდელს შინაური პირუტყვის დაჭრაში ადანაშაულებენ.

ადგილობრივები ყვებიან, რომ 6 გასროლას, რის გამოც 6 ძროხა დაიჭრა, წინ უძღოდა დაპირისპირება სასულიერო პირთან, რომელიც სოფლის მოსახლეობას ტყეში საქონლის გაშვების უფლებას არ აძლევდა.

დაზარალებულები ამტკიცებენ, რომ მათი საქონელი, სწორედ მამა მიქაელმა დაჭრა, რომელიც ამ ინციდენტის შემდეგ, სოფელში აღარ უნახავთ.

ხალხი ფოლადაურში ყვება, რომ 7 აგვისტოს, ძროხების დაჭრას წინ უძღოდა მამა მიქალის დაპირისპირება ადგილობრივებთან. კონფლიქტი მწვავე იყო თუმცა ვითარების განმუხტვაში პოლიცია არ ჩაერთო.

მომხდარიდან 6 დღის შემდეგ უცნობია, დაიკითხა თუ არა სასულიერო პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე კი საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველების წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

 

ავტორი: ჯეიჰუნ ნარზალოვი

]]>
14-08-2019 21:58 +0400
სასტიკი მკვლელობა ყანდაურაში - 85 წლის ომარ გამყრელიძისა და ომარ გამყრელიძე უმცროსის საქმეები გაერთიანდა http://rustavi2.ge/ka/news/141537

85 წლის ომარ გამყრელიძისა და ომარ გამყრელიძე უმცროსის საქმეები გაერთიანდა - ამის შესახებ, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ხოლო ომარ გამყრელიძე- უმცროსს, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა- შენახვას ედავებიან.

ომარ გამყრელიძის ბრალის დადგენილებაში წერია, რომ გამყრელიძის შვილს, ნოდარ გამყრელიძეს, გამოძიებით დაუდგენელი მოტივით, კონფლიქტი ჰქონდა თავის დედასთან, ელიზა გამყრელიძესთან, რის გამოც, შურისძიების მოტივით, გადაწყვიტა მისი განზრახ მკვლელობა. ომარ გამყრელიძემ, ელიზა გამყრელიძის განზრახ მკვლელობაში დახმარების მიზნით, ნოდარ გამყრელიძეს გადასცა "GECO mod.23" მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ომარ გამყრელიძე თავის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

ამავე დადგენილების მიხედვით იკვეთება, რომ ომარ გამყრელიძეს, გამოძიება, მხოლოდ ერთი ადამიანის მკვლელობაში დახმარებას ედავება.

ერთი ადამიანის მკვლელობას ედავებიან ნოდარ გამყრელიძესაც. ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიება ჩიხში შევიდა და 4 ადამიანის მკვლელის ვინაობა გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია.

ომარ გამყრელიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ უდანაშაულოა და მკვლელობაში დახმარება არავისთვის გაუწევია.

შეგახსენებთ, მკვლელობა ყანდაურაში 2 მაისს მოხდა. მოკლეს ოთხი და დაჭრეს ერთი, რომელიც საავადმყოფოში, თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, გარდაიცვალა. სასამართლო პროცესი ხვალ, გაერთიანებული სახით 13: 00საათზე თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

]]>
14-08-2019 16:20 +0400
სასტიკი მვკლელობა ყანდაურაში - ომარ გამყრელიძეს შესაძლოა ბრალი კიდევ უფრო შეუმსუბუქდეს http://rustavi2.ge/ka/news/141494

მკვლელობა ყანდაურაში - 85 წლის ომარ გამყრელიძეს, რომელსაც პროკურატურა 5 ადამიანის მკვლელობაში დახმარებას ედავებოდა, შესაძლოა ბრალი კიდევ უფრო შეუმსუბუქდეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გამყრელიძეს არა 5, არამედ 1 ადამიანის მკვლელობაში დახმარებას ედავებიან. რაც შეეხება დანარჩენ 4  მოკლულს, ჯერჯერობით მათ შესახებ საქმის მასალებში არანაირი ინფორმაცია არ დევს.

საქმეში ასევე წერია, რომ სისხლიანი ტრაგედიის მიზეზი, ომარ გამყრელიძის შვილის, ნოდარ გამყრელიძის დედასთან ანგარიშსწორება გახდა. ომარ გამყრელიძის ადვოკატი, გილერი ენდელაძე ამტკიცებს, რომ საქმეში არც ომარ გამყრელიძის და არც მისი ვაჟის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

„ბრალდების აზრით, ნოდარ გამყრელიძე დაეხმარა ომარ გამყრელიძე საკუთარი დედის მკვლელობაში, თუმცა მოტივი დაუდგენელია, ვინაიდან არანაირი მტკიცებულება არც ნოდარ გამყრელიძის, არც ომარ გამყრელიძის წინააღმდეგ არ არსებობს. არსებობს ტყვია, რომელიც ამოღებულია გარდაცვლილი ელიზა გამყრელიძის თავის ქალიდან და ექსპერტიზის დასკვნა არსებობს ამასთან დაკავშირებით, რომელიც გვეუბნება, რომ ვერ მოხდება იდენტიფიკაცია თუ რომელი იარაღიდან მოხდა ამ ტყვიის გასროლა. დანარჩენი 4 ადამიანის მკვლელობაზე ჯერჯერობით ბრალდებული არ ჰყავთ,“- განაცხადა ომარ გამყრელიძის ადვოკატმა.

თავდაპირველად ომარ გამყრელიძეს გამოძიება 5 ადამიანის მკვლელობას ედავებოდა, თუმცა „კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ, ბრალი გადაკვალიფიცირდა და  მას მკვლელობის ნაცვლად, ბრალი მკვლელობაში დახმარებისთვის დაედო.

საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში დღეს დაიწყება.

]]>
14-08-2019 08:52 +0400
ძაღლების ჩხუბის გამო დაწყებული დავა, სისხლიანი გარჩევით დასრულდა - 17 წლის მოზარდს მეზობელმა თავში ესროლა http://rustavi2.ge/ka/news/141490

ძაღლების ჩხუბის გამო დაწყებული დავა მეზობლებს შორის სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 17 წლის ერეკლე ჩეკურიშვილს მეზობელმა 37 წლის მამაკაცმა თავში ესროლა.

ინციდენტი ძაღლების ჩხუბს მოყვა. ჩეკურიშვილი ლონდონის ბაღში საკუთარ ძაღლს ასეირნებდა, როდესაც მეზობლის ძაღლი მივარდა და ცხოველს კბენა დაუწყო, ბიჭმა ძაღლი რომ ვერ მოიშორა წიხლი ჩაარტყა, სწორედ ეს დაინახა პატრონმა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ჩხუბის დასრულების შემდეგ ჩეკურიშვილი ლონდონის ბაღში დაკარგული ჯვარის და ჯაჭვის მოსაძებნად მიბრუნდა, სახლში მომავალს კი ავტომანქანით ის პიროვნება დაეწია, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა. ერთი ტყვია ერეკლე ჩეკურიშვილის ძმას მოხვდა, მეორე კი თავის არეში თავად 17 წლის მოზარდს. დაზარალებული ახლა კომატოზურ მდგომარეობაშია. მოზარდი მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.

დანაშაულში ეჭვმიტანილი მამაკაცი უკვე დაკავებულია.

სისხლიანი დაპირისპირება 4 დღის წინ მოხდა. დაზარალებულის ოჯახის ინფორმაციით 37 წლის მამაკაცი ერთხელ განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე ნასამართლევია, ის პირობითი მსჯავრით ამნისტიის დროს გაათავისუფლეს. ახლა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

  

]]>
13-08-2019 21:56 +0400
ყალბი დღგ ნავთობპროდუქტების განბაჟებისთვის - დაკავებულია 38 პირი  http://rustavi2.ge/ka/news/141474

ბოლო 3 თვის განმავლობაში 9 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაიწყო დევნა 53 პირის მიმართ, მათგან 38 პატიმრობაშია. მიზეზი კი ყალბი დღგებია, რომელსაც იმპორტირებული საქონლის ძირითადად კი ნავთობპროდუქტების განბაჟებისთვის იყენებდნენ. ფინანსურ პოლიციაში გამართული ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ქვეყანას 100 მლნ ლარამდე ზარალი აარიდეს.

"ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში, 9 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ასეულობით საგამოძიებო მოქმედების, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვით, ამოღებით, ჩხრეკით, ფარული საგამოძიებო მოქმედებით და სხვა ღონისძიებების შედეგად, მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 53 პირის მიმართ, მათ შორის დღეის მდგომარეობით პატიმრობაში იმყოფება 38 პირი. პასუხისგებაში მიცემულ პირთა უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია, ხოლო ნაწილი - კომპანიების ფაქტობრივი მმართველი.

გამოძიებით დადგენილია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებისა და არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებს საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში,  რეგისტრირებული ჰქონდათ კომპანიები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურებს. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, გამოყენებული აქტივის ოდენობა ათეულობით მილიონი ლარია,"-განაცხადეს უწყებაში. 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3, 210-ე მუხლის მე-2, 218-ე მუხლის მე-2 და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

]]>
13-08-2019 16:10 +0400
თითქმის ერთი წელი TBC ბანკზე განხორციელებული კიბერთავადასხმიდან - საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია http://rustavi2.ge/ka/news/141467

TBC ბანკზე განხორციელებული კიბერთავდასხმა ამ დრომდე გამოუძიებელია. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებისთვის დანაშაულის გახსნა უფრო მარტივი უნდა ყოფილიყო, რადგან მაშინ, ბანკის შესაბამისმა სამსახურმა პოლიციას გადასცა ის მისამართიც, საიდანაც ჰაკერები ცდილობდნენ მისი სერვერების გატეხვას და კლიენტების პერსონალური მონაცემების მოპარვას. თუმცა თითქმის ერთი წლის თავზე ამ ძიებას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ პოლიციისთვის მაშინ ცნობილი იყო, რომ შეტევა რუსთაველის 12-დან წარმოებდა, სადაც თვეების განმავლობაში ფუნქციონირებდა სახელისუფლებო ინტერნეტ ტროლების ფაბრიკა. ფაქტზე საჯარო განცხადება მამუკა ხაზარაძემ კი პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და არაერთი სამხილის მიუხედავად, იმ გამოძიებას დღემდე არ გამოუვლენია დამნაშავე პირები.  

]]>
13-08-2019 15:23 +0400
შსს-ს თანამშრომლები ტვ პირველში - გამომძიებლებმა არხის სერვერი წაიღეს http://rustavi2.ge/ka/news/141462

ტვ "პირველში" გამომძიებლებმა მუშაობა დაასრულეს. შსს-ს კიბერდანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომლები შენობაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 224 -ე და 286-ე მუხლებით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფას გულისხმობს.

"კურიერის" ინფორმაციით, გამოძიებას იგივე ადამიანები ატარებენ, ვინც ერთი წლის წინ "თიბისი" ბანკზე კიბერშეტევის საქმე ჩაიბარა, თუმცა ვერაფერი გამოიძია. იმის მიუხედავად რომ მაშინ იცოდნენ მისამართი - რუსთაველის 12, საიდანაც ბანკზე, კიბერშეტევა მოხდა.

ტვ პირველის IT სამსახურში ამბობენ, რომ გამომძიებლებმა ტვ პირველის სერვერი წაიღეს.

„სავარაუდო არის რომ კრიპტოვირუსი არის გავრცელებული იმ სერვერზე საიდანაც ხდებოდა ამ ფაილებს გაზიარება, სამონტაჟო ფაილების გაზიარება. საიდაც იღებდა სთრინინგისთვის სერვერი ინფორმაციას. დაკრიპტულია ეს ფაილები აბსოლუტურად ყველა და შესაბამისად შეუძლებელია ლაივ რეჟიმში მაუწყებლობა ტელევიზიის. სერვერი წაღებულია . შსს-ს საგამოძიებო სამსახური იმყოფებოდა. მიმდინარეობს მუშაობა. ან აღდგენითი სამუშაოები ან მინიმუმ დადგენა იმის რით იყო ეს ყველაფერი გამოწვეული. კრიპტოვირუსების უმეტესობას აქვს ხელწერა სადაც ფიქსირდება ელექტრონული ფოსტა, შეიძლება ეს იყოს ეკრანზე, დესკტოპზე სქრინი და კონკრეტული მესიჯები. სხვა კრიპტოვირუსებისგან განსხვავებით შეიძლება სირთულე იყოს რომ დეკრიპტორები არ არსებობდეს და ამის სანაცვლოდ მოითხოვებოდეს, რომ ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ანაზღაურება იმ ბოროტმოქმედების მხრიდან, მითითება იყოს რომ კომუნიკაცია მოხდეს მათთან,“-განაცხადა ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტმა გიორგი გვასალიამ.

უკვე ათი საათია „ტვ პირველი“ ავარიულ რეჟიმში მუშაობს. დამოუკიდებელ ტელევიზიას დაკარგული აქვს წვდომა, მთავარ სერვერზე, ვიდეო არქივზე და ყველა იმ ვიდეომასალაზე რომელსაც არხი უკვე ხუთი წელია აგროვებს. კიბერთავდასხმის შემდეგ ტვ პირველმა ისევ ვერ შეძლო საინფორმაციო გამოშვების ეთერში გაშვება. მაუწყებლობა მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა. 

]]>
13-08-2019 15:11 +0400
"ბოლო მოვლენების კონტექსტში კარგად ჩაჯდა ის რაც ხდება" - კიბერთავდასხმის შემდეგ ტვ "პირველი" მხოლოდ live რეჟიმში მუშაობას ახერხებს http://rustavi2.ge/ka/news/141461

უკვე ათი საათია „ტვ პირველი“ ავარიულ რეჟიმში მუშაობს. დამოუკიდებელ ტელევიზიას დაკარგული აქვს წვდომა, მთავარ სერვერზე, ვიდეო არქივზე და ყველა იმ ვიდეომასალაზე რომელსაც არხი უკვე ხუთი წელია აგროვებს. კიბერთავდასხმის შემდეგ ტვ პირველმა ისევ ვერ შეძლო საინფორმაციო გამოშვების ეთერში გაშვება. მაუწყებლობა მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა. ვის ინტერესებში შედიოდა არხზე კიბერთავდასხმა, ტელეწამყვანი დიანა ტრაპაიძე წინასწარი პროგნოზებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ის რაც ახლა ხდება ბოლო მოვლენებს საეჭვოდ ემთხვევა. ამ ეტაპზე არხი მხოლოდ ლაივ რეჟიმში მაუწყებლობას ახერხებს. 

„ფაქტობრივად ვიდეო არქივი განადგურებულია, სერვერი, ანუ ტექნიკური ბაზა რომლითაც შეიძლება მასალის მიწოდება მაყურებლისთვის ესეც არის შეტევის ქვეშ დავირუსებული და შეუძლებელია მისი გამოყენება. ფაქტობრივად ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ლაივ რეჟიმში მაუწყებლობა. ახალი ამბები ვერ გავა ეთერში ამიტომ მე შევეცდები მხოლოდ ერთი კამერის და რამდენიმე ჩართვის აპარატის საშუალებით პირდაპირ ეთერში რაც ხდება დრეს, რაც მოხდება ის გადავცეთ მაყურებელს. ვერანაირი მასალა, ვიდეო რომელიც დამუშავებას საეთეროდ და მომზადებას საჭიროებს ეს შეუძლებელია ფაქტობრივად ამ დრომდე და ჩვენ ვცდილობთ ალტერნატიული რესურსები მოვძებნოთ.

ბოლო მოვლენების კონტექსტში კარგად ჩაჯდა ის, რაც ხდება მაგრამ მაინც დაველოდები საბოლოოდ რა გამოიკვეთება. თუმცა პირველადად რაც ვიცით, ეს არის იმ ტიპის კიბერშეტევა, კრიპტოვირუსი, რომელმაც მთლიანად მწყობრიდან გამოიყვანა სერვერი და გაანადგურა მასზე არსებული ყველა მასალა. მგონი საერთოდ ქუდის გარეშე გავალ ეთერში იმიტომ, რომ ესეც კი არ არის შენახული ჩვენს ტექნიკურ ბაზაში,“-განაცხადა დიანა ტრაპაიძემ.

ცოტა ხნის წინ ტვ "პირველში" შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლები მივიდნენ, "კურიერის" ინფორმაციით, გამოძიებას იგივე ადამიანები ატარებენ, ვინც ერთი წლის წინ თიბისი ბანკზე კიბერშეტევის საქმე ჩაიბარა, თუმცა ვერაფერი გამოიძია, იმის მიუხედავად რომ მაშინ იცოდნენ მისამართი - რუსთაველის 12, საიდანაც ბანკზე, კიბერშეტევა მოხდა. 

]]>
13-08-2019 15:04 +0400
ბახმაროში კინოთეატრი „ბახმარო“ დაარბიეს http://rustavi2.ge/ka/news/141457

ბახმაროში კინოთეატრი „ბახმარო“ დაარბიეს. 2012 წელს, წინა ხელისუფლების მიერ გახსნილი კინოთეატრი მთლიანად განადგურებულია. შენობის კედლები და ჭერი ჩამონგრეულია, ჩამსხვრეულია მინები და მაყურებლებისთვის განკუთვნილი სკამები.

Image may contain: plant and indoorოპოზიცია მომხდარში ადგილობრივ ხელისუფლებას და ეკონომიკის სამინისტროს ადანაშაულებს. მათი განმარტებით, 2012 წელს შენობა-ნაგებობები უწყებამ სპეციალურად დაიკეტა და განადგურებისთვის გაიმეტა.

„კურორტი ბახმარო არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ანადგურებს „ქართული ოცნება“, აჩანაგებს ყველაფერს, რაც უკავშირდება წინა ხელისუფლებას, რაც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ , რაც უკავშირდება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს და ამის ნათელი მაგალითი არის კინოთეატრი, რომელიც ჩემს ზურგს უკან არის, რომელიც გაანადგურეს პრაქტიკულად Image may contain: indoorუპატრონობით და რამდენიმე დღის უკან ის ააოხრეს და უნდათ ეს ყველაფერი გადააბრალონ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იყო „ოცნების“ უნიათობა და მავნებლობა ჩაფარცხონ,“- განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, თანამშრომლებმა ნივთის დაზიანების, ან განადგურების ფაქტზე 6 არასრულწლოვანი ამხილეს.

]]>
13-08-2019 14:12 +0400
დაჭრა ჩიქობავას ქუჩაზე - ძაღლების ჩხუბის გამო 17 წლის ახალგაზრდას თავში ესროლეს http://rustavi2.ge/ka/news/141456

ძაღლების ჩხუბის გამო ცეცხლსასროლი იარაღით თავში დაჭრილი 17 წლის ახალგაზრდის მდგომაროება კვლავაც უმძიმესია.

შემთხვევა 4 დღის წინ, ჩიქობავას ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მისმა ძაღლმა სხვა ძაღლს უკბინა. ამ ყველაფერს კი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც 37 წლის მამაკაცმა 17 წლის ახალგაზრდას თავის არეში იარაღიდან ესროლა.

სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია და მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

]]>
13-08-2019 14:01 +0400
ზუგდიდში რძალმა დედამთილს 7 ათასი ლარი მოჰპარა - 26 წლის ქალი დაკავებულია http://rustavi2.ge/ka/news/141442

ქურდობა ზუგდიდში - რძალმა დედამთილს 7 ათასი ლარი მოჰპარა. 26 წლის ქალი დედამთილის საჩივრის საფუძველზე დააკავეს. 

სამართალდამცავების მიერ ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ თითის ანაბეჭდები, რომელიც დედამთილის საფულეზე იყო, რძალს ეკუთვნოდა. ასევე, პოლიციის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად დაკარგული თანხა ამოიღეს. 26 წლის ქალმა ბრალი აღიარა. ის ამ დროისათვის ზუგდიდი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ბრალდებულის სასამართლოს პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

]]>
13-08-2019 11:55 +0400
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა - დაკავებულია 12 პირი  http://rustavi2.ge/ka/news/141437

დიდი ოდენობით აქციზური საქონლის შესაბამისი მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით სამართალდამცველებმა 12 პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სულ ათი მსგავსი ფაქტი გამოავლინა. სამართალდამცველების ინფორმაციით, 22 ათასზე მეტი უაქციზო სიგარეტის კოლოფი, რომლის საერთო ღირებულებაც 82 ათასი ლარია, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიდან არის ამოღებული.

დანაშაული 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

]]>
13-08-2019 11:32 +0400
ესპანეთში 30 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს http://rustavi2.ge/ka/news/141382

ესპანეთში ჩხუბის დროს ქართველი მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ბარსელონას პროვინციაში შემავალ ქალაქ სან ადრიან დელ ბესოსში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კონფლიქტი ოთხ მეზობელს შორის დაიწყო, რა დროსაც 30 წლის ქართველი ახალგაზრდა მძიმედ დაჭრეს. ის, ორ სხვა დაშავებულთან ერთად, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. 

]]>
12-08-2019 15:59 +0400
საბანკო ანგარიშებიდან მოულოდნელად გამქრალი თანხა - ჰაკერებმა არაერთი მომხმარებელი გაძარცვეს http://rustavi2.ge/ka/news/141198

საბანკო ანგარიშებიდან მოულოდნელად გამქრალი თანხა და ჰაკერების მიერ გაძარცული მომხმარებლები - გახშირებული კიბერშეტევების გამო ქართული ბანკების კლიენტების ანგარიშებიდან ფული სულ უფრო ხშირად ქრება. თაღლითების ჯგუფები საბანკო ბარათებზე წვდომას სხვადასხვა მეთოდით ახერხებს და იპარავს თანხას, რომელსაც მოქალაქეები ხშირად წლობით აგროვებდნენ.

ერთ-ერთ მოქალაქე, სოსო სეფაშვილი ამბობს, რომ ეძინა, როდესაც საკუთარი ანგარიშიდან მნიშვნელოვანი თანხა დაკარგა. ძიება საქმეზე თვეებია, მიმდინარეობს, თუმცა არც დამნაშავის ვინაობა დადგენილა და ვერც საკუთარი ფული დაიბრუნა.

თაღლითობის მსხვერპლი ხდება ყველა, იმის მიუხედავად, საბანკო ანგარიშზე ფული ცოტა ჰქონდა თუ ბევრი. დაზარალებულებმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით თავად მიმართეს პოლიციას, საჩივარი დაწერეს ბანკებშიც, თუმცა ფული არავინ დაუბრუნა.

კიბერდანაშაული მხოლოდ საქართველოში არ ხდება, თუმცა ბანკების ასოციაციაში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყანა ჰაკერების განსაკუთრებული სამიზნე გახდა, ხშირ შემთხვევაში თავდასხმა უცხო ქვეყნებიდან ხდება.

რამდენი ბანკის რამდენი კლიენტი დაზარალდა, არ ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა ადასტურებენ, რომ ყველა საქმე გახსნილი არ აქვთ. უწყებაში განმარტავენ, რომ ასეთი დანაშაული გასახსნელად რთულია.

იმისთვის, რომ ჰაკერებს მაქსიმალურად გაურთულდეთ საკუთარი კიბერდანაშაულებრივი ქმედებები, საფინანსო ორგანიზაციები შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვენ. ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს ახალ გამოწვევასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმები.

]]>
11-08-2019 21:33 +0400
პოლიციამ მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო - დაკავებულია ერთ პირი  http://rustavi2.ge/ka/news/141300

სამართალდამცველებმა მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული, 60 გრამამდე „ჰეროინი“ ამოიღეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

]]>
11-08-2019 10:33 +0400
120 აბი „სუბუტექსი" - ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში ერთი პირი დააკავეს http://rustavi2.ge/ka/news/141223

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 120 აბი ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს,

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

]]>
10-08-2019 13:47 +0400
ყალბი დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს http://rustavi2.ge/ka/news/141205

ყალბი დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე აჭარის რეგიონში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაამზადა და 150 აშშ დოლარად გაასაღა ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია ავტომანქანის მართვის ორი ცალი ყალბი მოწმობა და მის დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა.

დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

]]>
10-08-2019 10:43 +0400
ოჯახში ძალადობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს http://rustavi2.ge/ka/news/141202

სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. უწყების ცნობით, პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 5 აბი.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

]]>
10-08-2019 10:12 +0400
თანხის გამოძალვა ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით - სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების 4 წევრი დააკავეს http://rustavi2.ge/ka/news/141132

თანხის გამოძალვის ფაქტი - სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების 4 წევრი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით  ერთ-ერთ მოქალაქისგან ტოტალიზატორში მოგებული თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. დამნაშავეები მსხვერპლისგან მოგებული თანხის მესამედის, 10 ათასი დოლარის მათთვის გადაცემას მოითხოვდნენ.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

]]>
09-08-2019 13:20 +0400
ყაჩაღური თავდასხმა საქართველოს ბანკზე - სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ  http://rustavi2.ge/ka/news/141115

ამ დრომდე უცნობია იმ პირის ვინაობა, ვინც ჩიტაიას ქუჩაზე საქართველოს ბანკი დააყაჩაღეს. შემთხვევიდან დაახლოებით 17 საათი გავიდა, თუმცა სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

შეირაღებული პირი საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში გუშინ შეიჭრა და იარაღის მუქარით ფულის წაღება სცადა.


]]>
09-08-2019 09:45 +0400
თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე „საქართველოს ბანკი" დააყაჩაღეს  http://rustavi2.ge/ka/news/141084

ყაჩაღობა თბილისში - თავს, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკს“ დაესხნენ.  მომხდარს ადასტურებენ საქართველოს ბანკში.

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელიც ბანკში დასაყაჩაღებლად შევიდა ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. ყაჩაღობა დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა, რა დროსაც ბანკში თანამშრომლებთან ერთად მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ. შეიარაღებული მამაკაცი სწორედ ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაინახა და განგაში ატეხა.

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელიც ბანკში მარტო შეიჭრა ადგილიდან მიიმალა, მას სავარაუდოდ, ბანკიდან თანხა წაღებული აქვს.

ახლოს მდებარე სავაჭრო ობიექტების თანამშრომლების თქმით, ადგილზე ორი გასროლის ხმაც გაიგეს. სავარაუდოდ, პოლიციელებმა დევნის ოპერაციისას გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელეს. 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა კი მუშაობა დაასრულეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყებაში არ ადასტურებენ, დაკავებული არის თუ არა სავარაუდო დამნაშავე. 

]]>
08-08-2019 17:36 +0400
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა - ომარ გამყრელიძის საქმის არსებითი განხილვა 15 აგვისტოს ჩაინიშნა http://rustavi2.ge/ka/news/141003

სოფელ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილიშვილის საქმის არსებითი განხილვა 15 აგვისტოს ჩაინიშნა. თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე მხარეების მიერ დაყენებული შუამდგომლობები განიხილეს.

დაცვის მხარემ გამოკითხვის რამდენიმე ოქმის სადავოდ ცნობა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის გაუქმება მოითხოვა. გილერი ენდელაძემ მტკიცებულებების არარსებობის მიზეზით, გამყრელიძის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტის შუამდგომლობაც დააყენა.

სახელმწიფო ბრალდებამ კი დაცვის მხარის მიერ დაყენებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა და გამყრელიძის საქმის შეწყვეტის მოთხოვნას არ დაეთანხმა. მოსამართლე თამარ კაპანაძე ბრალდებას პირველ ნაწილში არ დაეთანხმა, თუმცა, სისხლის სამართლებრივი შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა დაცვის მხარის არასრული პოზიციის მიზეზით, არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ომარ გამყრელიძე უმცროსი ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილიშვილია. ის მკვლელობიდან ორ დღეში საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. 

]]>
07-08-2019 20:06 +0400
კომპანია "ნილში", რომლის არაფორმალურ მფლობელს ყური მოაჭამეს, ამბობენ, რომ ხელისუფლებამ გააკოტრა http://rustavi2.ge/ka/news/140919

კომპანია "ნილმა", რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თბილისის საბავშვო ბაღებს საკვებით უზრუნველყოფდა, მუშაობა შეწყვიტა. გაკოტრებული კომპანიის თანამშრომლები უკვე ერთი თვეა, სამსახურში აღარ დადიან. "ნილს" რამდენიმე მილიონიანი ვალი დაუგროვდა.

კომპანიის დირექტორს, კახა გიორგაძეს ტელეფონი გამორთული აქვს. მისი ოჯახი წევრები კი ამბობენ, რომ ბიზნესი ხელისუფლებამ გაუკოტრა და რამდნიმე მილიონი ვალიც ამის გამო დაედოთ.

კომპანია "ნილის" არაფორმალური მფლობელი ბიზნესმენი ირაკლი გიორგობიანი იგივე "გლობუსაა". სწორედ "ნილის" დავალიანებების გამო მოაჭამეს მას ყური სისხლიანი კრიმინალური გარჩევის დროს. ამ საქმეზე ბრალდებული გიორგი ნინოშვილი კომპანია ”გიგანის” არაფორმალური მფლობელია, წილები კი ნინოშვილის ბიძაშვილზე, თეონა ნინოშვილზეა გაფორმებული. კომპანია "გიგანი" "ნილს" საკვები პროდუქტებით ამარაგებდა, თუმცა ბოლოს "ნილმა" ფული ვეღარ გადაიხადა და დაპირისპირება სისხლიანი გარჩევით დასრულდა.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კომპანია "ნილს" თბილისის მერი, კახა კალაძე აიძულებდა, საბავშვო ბაღების კვება მინიმალური დაფინანსებით უზრუნველეყო, 2018 წლის ბოლოს "ნილს" უკვე ფინანსური პრობლემები ჰქონდა და აღარ აპირებდა, ბაღების საკვებით მომარაგებას.

კომპანია "ნილმა" გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მაინც მიიღო და თბილისის მერიას შესთავაზა, რომ ერთ ბავშვს 3 ლარად და 24 თეთრად გამოკვებავდა. თანხა იმდენად მინიმალური იყო, რომ ამ ფულით "ნილმა" ვერ შეძლო ბაღებში საკვები პროდუქტების შეტანა და ზარალზე მუშაობდა. ბაზრიდან "ნილის" გასვლის შემდეგ ხელისუფლებამ ბავშვების კვება "აგროჰაბს" გადააბარა, რომელსაც ბევრად მეტს, 4 ლარს და 27 თეთრს უხდის.

"აგროჰაბს" საკვებ პროდუქტებს იგივე კომპანია "გიგანი" აწვდის, რომელიც მანამდე "ნილის" მიმწოდებელი იყო. და რომლის დავალიანებების გამოც, ირაკლი გიორგობიანს ყური მოაჭამეს. თბილისის მერს ამ თემზე საუბარი არ სურს.

]]>
06-08-2019 21:39 +0400
ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობა - სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა http://rustavi2.ge/ka/news/140899

ყანდაურაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით თელავის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე დაცვის მხარის შუამდგომლობები საქმის შეწყვეტასა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ბათილად ცნობას ეხებოდა. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

თუმცა, ზვიად შარაძემ ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. სახელმწიფო ბრალდების მხარემ კი დაცვის მხარის შუამდგომლობა არაკანონიერად მიიჩნია და დეტალების განხილვა არსებითი განხილვის დროს მოითხოვა. საქმის არსებითი განხილვა 14 აგვისტოს ჩანიშნა.

მკვლელობა 3 მაისს, სოფელ ყანდაურაში მოხდა. 85 წლის ომარ გამყრელიძეს შვილის, რძლისა და ორი ნათესავის მკვლელობასა და ავადმყოფი მეუღლის დაჭრას ედავებოდნენ. მოგვიანებით კი ამავე საქმეზე მას ბრალი მკვლელობაში დახმარებისთვის წარედგინა.

]]>
06-08-2019 17:11 +0400
პოლიციის მაღალჩინოსნის ოჯახი კრიმინალების სამიზნე გახდა - ვაჟა სირაძის სიმამრის სახლი გაქურდეს  http://rustavi2.ge/ka/news/140860

საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნის ოჯახი კრიმინალების სამიზნე გახდა. საქართველოს პატრულის უფროსის მოადგილის ვაჟა სირაძის სიმამრთან სახლში კრიმინალები შევიდნენ და წაიღეს ყველაფერი, რაც ინახებოდა.

ვაჟა სირაძის სიმამრი ლევან ქავთარაძე, ხობის საკრებულოს წევრია ის ქურდობის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ სახლიდან წაღებულია ნაღდი ფული და ძვირფასი ნივთები, სამართალდამცველებს ამ დრომდე საპატრულო პოლიციის უფროსის ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებულები არ დაუკავებიათ.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ.

"ვიღაც შემოვიდა სახლში, ალბათ სავარაუდოდ ღამის 3-4 საათისთვის, ყველას გვეძინა. სახლის პირველ სართულზე ასე ვთქვათ შემოიარა. რაც ზედაპირულად ნახა ის წაიღო. მცირედი თანხა და ერთი სამაჯური ვერცხლის. ხმაურმა გამაღვიძა. პოლიცია იყო მოსული. ჩანთა ეგდო იატაკზე. დედაჩემის დანაზოგი, ჰქონდა თავის ჩანთაში და ეს ჩანთა ეგდო იატაკზე, ამით მიხვდა,“-აცხადებს ქავთარაძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხობში კრიმინალური ვითარება გაუარესდა. მათი თქმით, საარჩევნოდ წახალისებული კრიმინალები არიან ხობში. 

„თბილისის პოლიციის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის სიმამრი, ყოფილი უმრავლესობის ლიდერი, რაიონში ცნობილი ექიმი თუ არ არის დაცული, მაშინ ჩვენ როგორ ვიქნებით დაცული,"-ამბობენ ადგილობრივები.

]]>
06-08-2019 11:58 +0400
მემინგენის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს  http://rustavi2.ge/ka/news/140857

ქართველი პატიმარი, რომელიც მემინგენის ციხიდან გაიქცა, სამართალდამცველებმა ბავარიაში დააკავეს. ბავარიის პოლიციაში ამბობენ, რომ ქართველი რომელიც თავდაპირველად თურქ პატიმართან ერთად გაიქცა, მარტო მგზავრობისას დააკავეს. მეორე პატიმარს კი ჯერ კიდევ ეძებენ.

მემინგენის ციხიდან პატიმრები ეზოში სეირნობისთვის გამოყოფილ დროს გაიქცნენ და ახლოს მდებარე რკინიგზის ხაზის საშუალებით მიიმალნენ. ქართველი პატიმარი ბინის ქურდობის მუხლით იყო ბრალდებული და წინასაგამოძიებო პატიმრობაში იმყოფებოდა.

]]>
06-08-2019 11:02 +0400
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი - სამართალდამცავებმა 7 პირი დააკავეს http://rustavi2.ge/ka/news/140853

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი - სამართალდამცავებმა შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, მიწის ნაკვეთების მიღება - ჩაბარების ყალბი აქტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს და თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. აღნიშნული მიწის ნაკვეთების ღირებულება 164 000 ლარს აღემატება.

დანაშაული 6 დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

]]>
06-08-2019 10:20 +0400
"გიორგი ნინოშვილმა მომაჭამა ყური" - "კურიერმა" ბიზნესმენ "გლობუსას" ჩვენება მოიპოვა http://rustavi2.ge/ka/news/140837

სასტიკი ანგარიშსწორება ბიზნესმენის წინააღმდეგ - „კურიერმა" მოიპოვა ბიზნესმენ ირაკლი  გიორგობიანის ჩვენება, სადაც ის დეტალურად აღწერს იმ დღეს, როდესაც ზაჰესის ხიდთან მას ყოფილი ბიზნესპარტნიორი თავს დაესხა და ყური მოაჭამა. ჩვენებაში ის ასახელებს ადამიანს, რომელიც თავს დაესხა და 90-იანი წლების წესებით გაუსწორდა - ის კასპელი ბიზნესმენი, გიორგი ნინოშვილია.

ჩვენებაში გიორგობიანი, იგივე "გლობუსა" წერს, რომ თავდასხმა ფულის გამო მოხდა და კრიმინალური გარჩევა თბილისის საბავშვო ბაღების კვების კომპანია „ნილის“ 2 მილიონიან ვალს უკავშირდება.

„საღამოს 19 ვიმყოფებოდი თბილისი-ავჭალის გასასვლელ ხიდთან, სადაც შევხვდი ჩემს მეგობარს, სანდრო ყულოშვილს, მე და სანდრო ვსაუბრობდით პირად საქმეზე, რა დროსაც, მოულოდნელად ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა გამომიხსნა მის მხარეს ავტომობილის წინა მარცხენა კარი და ისე, რომ არაფერი უთქვამს, დამიწყო მუშტების დარტყმა თავის მიმართულებით. რაზეც განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამავდროულად, წამიერად დავკარგე კიდეც გონება. მე თავი მქონდა დახრილი ქვემოთ, რა დროსაც, მოულოდნელად ვიგრძენი ძლიერი ტკივილი მარცხენა ყურის მიდამოში. მაშინვე წამოვწიე თავი, ვიგრძენი სისხლი მომდიოდა მარცხენა ყურიდან. ასევე შევნიშნე, სახე გასისხლიანებული ჰქონდა გიორგი ნინოშვილს“.

„მას შემდეგ, რაც გიორგი ნინოშვილმა მომაჭამა მარცხენა ყური, იგი კვლავაც იწევდა ჩემი მიმართულებით, აგრძელებდა მუშტების დარტყმას, თუმცა შევძელი, დავძარი ავტომობილი და დავტოვე იქაურობა,“ - წერია გიორგობიანის ჩვენებაში.

ზაჰესის ხიდთან კრიმინალური თავდასხმის შემდეგ ირაკლი გიორგობიანმა ყური დაკარგა. ძლიერი სისხლდენის გამო, კლინიკაში საკუთრი მანქანით წავიდა. სამედიცინო დახმარება გიორგობიანს „ლანცეტში“ აღმოუჩინეს.

კომპანია „ნილი“ თბილისის საბავშვო ბაღებს საკვებით უზრუნველყოფდა, თუმცა იმის გამო, რომ მერიამ თითო ბავშვის კვებაზე მინიმალურ დაფინანსებას გამოყოფდა, კომპანია ასეთი დაბალი ფასით პროდუქციის ყიდვას ვერ ახერხებდა და გაკოტრების ზღვარზე მივიდა.  ბავშვებისთვის წარმოებული საკვების ფულს მოვალე კომპანიები მისგან ითხოვდნენ.

ჩვენებიდან დგინდება, რომ გიორგობიანს ჩასაფრება მოუწყეს და სისხლიანი გარჩევაც წინასწარ დაგეგმილი იყო. 

გიორგი ნინოშვილი დუმილის უფლება იყენებს და სისხლიანი გარჩევის დეტალებზე არ საუბრობს. მისი ადვოკატი ადასტურებს, რომ გიორგობიანთან ბიზნესმენს ფულის გამო დავა ჰქონდა.

კლინიკა „ლანცეტიდან“ ირაკლი გიორგობიანი უკვე გაწერეს, თუმცა ის კამერების წინ არ ჩნდება.

 

]]>
05-08-2019 21:14 +0400
ბიზნესმენ „გლობუსას“ ყური მოაჭრეს - „კურიერმა“ ფოტო მოიპოვა http://rustavi2.ge/ka/news/140811

სკანდალური საქმის ხმაურიანი გაგრძელება - ჩვენებით ირკვევა, რომ ბიზნესმენ ირაკლი გიორგობიანს, იგივე „გლობუსას“ ყური კომპანია „ნილის“ ვალების გამო მოაჭრეს. „კურიერმა“ მოიპოვა დაზარალებული ბიზნესმენის ფოტო, სადაც ჩანს, რომ კრიმინალური წესებით გარჩევის დროს ბიზნესმენმა ყურის ნახევარი დაკარგა.

დოკუმენტებით კი, რომელიც „კურიერს ხელში ჩაუვარდა“, დასტურდება, რომ ამ გარჩევის მიზეზი კომპანია „ნილის“ ვალები იყო. საქმე მილიონებს ეხება. „ნილი“ ის კომპანიაა, რომელიც საბავშვო ბაღებს საკვებით უზრუნველყოფდა, თუმცა, ეტაპობრივად, ვალდებულებები ვეღარ შეასრულა.

თბილისის მერიის მიერ გამოყოფილი მიზერული თანხის გამო, კომპანიამ ბავშვების საკვებით უზრუნველყოფა ვეღარ შეძლო, რის გამოც ბიზნესი, პრაქტიკულად, გაკოტრდა.

„კურიერში“ 9 საათზე ნახეთ სკანდალური საქმის ყველა დეტალი.

]]>
05-08-2019 18:01 +0400
გერმანიის ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა - ბავარიის რეგიონში ფართომასშტაბიანი სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს  http://rustavi2.ge/ka/news/140787

ფართომასშტაბიანი სამძებრო ოპერაცია გერმანიის ბავარიის რეგიონში. სამართალდამცველები მემინგენის ციხიდან გაქცეულ ქართველ პატიმარს ეძებენ.

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 37 წლის ვაჟა ბურჯანაძე 36 წლის თურქ პატიმართან ერთად გაიქცა. გერმანული მედიის ცნობით, მსჯავრდებულებმა ციხის ეზოში სეირნობის დროს ღობეზე გადაძრომა მოახერხეს და რკინიგზის სადგურის მიმართულებით ფეხით მიიმალნენ. ბოლოს გაქცეული პატიმრები მემინგენის ერთ-ერთ ქუჩაზე შენიშნეს. სამძებრო ოპერაციაში ავიაციაცაა ჩართული.

პოლიციის ცნობით, თურქ პატიმარს მარცხენა მკლავზე ჭრილობა აქვს. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ეჭვმიტანილების დანახვის შემთხვევაში მათ არ მიუახლოვდნენ და დაუყოვნებლივ პოლიციას დაუკავშირდნენ. გაქცეული პატიმრები ქურდობა-ყაჩაღობის ბრალდებით იყვნენ დაკავებული.

]]>
05-08-2019 14:32 +0400
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს http://rustavi2.ge/ka/news/140771

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ არაბი ეროვნების მამაკაცებთან კონფლიქტი უძღოდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 118 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

როგორც შს სამინისტროში "რუსთავი2"-ს განუცხადეს, პოლიციამ დაადგინა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, ის გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

]]>
05-08-2019 10:33 +0400
კრიმინალის ზრდა - ოზურგეთში ბოლო პერიოდის განმავლობაში საქონლის ქურდობამ მასიური ხასიათი მიიღო http://rustavi2.ge/ka/news/140755

ოზურგეთში ბოლო პერიოდის განმავლობაში საქონლის ქურდობამ მასიური ხასიათი მიიღო.
დაბა ნასაკირალში უკვე თითქმის ყოველი მეორე ოჯახი დაზარალებულია.

მოსახლეობამ დახმარებისათვის ოზურგეთის პოლიციას მიმართა, თუმცა მათი თქმით, სამართალდამცველებმა დაზარალებულებს მწყემსების აყვანა ან ქურდების თავად დაკავება და პოლიციაში მიყვანა შესთავაზეს.

ადგილობრივები თავს დაუცველად გრძნობენ. ადგილობრივი ხელისუფლება და სამართალდამცველები განმარტებების გაკეთებას თავს არიდებენ.



]]>
05-08-2019 09:05 +0400
5 გაქურდული ავტომობილი ერთ ღამეში - მარნეულში მოქალაქეებს ავტომობილები გატეხილი დახვდათ  http://rustavi2.ge/ka/news/140741

ქურდობის რამდენიმე შემთხვევა მარნეულში - შემთხვევა ერთ-ერთ უბანში მოხდა. კორპუსის მცხოვრებლებს დილით საკუთარი ავტომობილები გაქურდული დახვდათ.

ადგილობრივების ცნობით, ხუთამდე ავტომობილიდან წაღებულია მაგნიტოფონები და პირადი ნივთები. მათი თქმით, რაიონში ძარცვის შემთხვევები გახშირებულია.

მომხდარზე სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებია. გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. 

]]>
04-08-2019 18:23 +0400
დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-გადაზიდვა - დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე  http://rustavi2.ge/ka/news/140725

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ის რუსთავში, გადამოწმების მიზნით იმ დროს შეაჩერეს, როდესაც იგი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

მამაკაცმა ავტომანქანა მიატოვა და გაქცევა სცადა. პოლიციამ დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები. 

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

]]>
04-08-2019 12:17 +0400
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია ორი პირი http://rustavi2.ge/ka/news/140693

სამართალდამცველებმა თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტი აღკვეთეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისანში დაკავებულია ორი პირია, მათ შორის ერთი წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირია. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ბრალდებულები მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს თბილისში, ოცხელების ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გაქურდვის მიზნით შედიოდნენ, თუმცა განზრახვა ვერ განახორციელეს, რადგან სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია კარის გასაღები ხელსაწყოები - ე.წ. "ატმიჩკები".

პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო, სავარაუდოდ, ნაქურდალი ძვირფასი სამკაულები, დიდი ოდენობით თანხა და კარის საკეტების გასაღები კუსტარული ხელსაწყოები," - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში. 

]]>
03-08-2019 15:15 +0400
უკრაინაში 119 არალეგალი დააკავეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან http://rustavi2.ge/ka/news/140689

უკრაინაში სამართალდამცველებმა არალეგალი მიგრანტები დააკავეს, რომლებიც ადგილობრივ ბაზრობა „ტროეშინაში“ მუშაობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, 119 არალეგალი მიგრანტია დაკავებული, მათ შორის არიან, საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები.

დაკავებულებიდან 50 ადამიანს სამშობლოში იძულებით დააბრუნებენ, 36-ს შეუმცირეს უკრაინაში ყოფნის ვადა, 10 ადამიანი კი უცხოელებისთვის განკუთვნილ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

]]>
03-08-2019 13:22 +0400
მკვლელობა ვარკეთილში - სიტყვიერი დაპირისპირება მეზობლებს შორის სისხლიანი გარჩევით დასრულდა http://rustavi2.ge/ka/news/140674

მკვლელობა ვარკეთილში - სიტყვიერი დაპირისპირება მეზობლებს შორის სისხლიანი გარჩევით დასრულდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებულმა მეზობელს სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

„მიზეზი ჩხუბი, შეკამათება გახდა. ვინც დაიღუპა, იმან დედა შეაგინა და ეტყობა ამან გულში ჩაიდო. ბევრი ჭრილობა ჰქონდა, ზურგში, გულ-მკერდის არეში,“ - განუცხადეს „კურიერს“ ადგილობრივებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის იარაღი-დანა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

]]>
03-08-2019 10:57 +0400
ბათუმში ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს - შსს http://rustavi2.ge/ka/news/140670

სამართალდამცველებმა ბათუმში ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძალოვანი უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. შსს-ის ცნობით, პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული 10 აბი ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გარდა ამისა, ო.ფ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 22 აბი „მდმა“ და გამომშრალი მარიხუანა, ხ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას კი - ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს.

]]>
03-08-2019 10:21 +0400
ბიზნესმენს ყური მოაჭრეს - შსს-მ თავდასხმის ფაქტი დაადასტურა http://rustavi2.ge/ka/news/140668

შინაგან საქმეთა სამინსიტრო ადასტურებს, რომ 30 ივლისს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილეს თავს დაესხნენ და სხეულზე დაზიანება მიაყენეს, გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმა ფინანსური უთანხმოების გამო მოხდა, რის შემდეგაც გიორგი ნინოშვილი თანმხლებ პირთან - სანდრო ყულაშვილთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ დორისთვის ნინოშვილი დაკავებულია.

"კურიერის“ ინფორმაციით, ირაკლი გიორგობიანი, იგივე „გლობუსა“ გაიტაცეს და კრიმინალური გარჩევის დროს ყური მოაჭრეს. ის ახლა სახლში მკურნალობს.

სისხლიანი დაპირისპირება ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანია „ნილს“ უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი არაფორმალური მფლობელი იყო გიორგობიანი.

მას შემდეგ რაც ბიზნესმენმა შეიტყო, რომ ნილის თანამშრომელი ფარულ გარიგებაში იყო კონკურენტ კომპანიასთან, გარჩევების სერია დაიწყო.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოს ენმ-სწევრმა. ლევან ხაბეიშვილი მომხდარში კახა კალაძის ინტერესებს ხედავს. მისი თქმით, კალაძემ ბავშვების კვებაშიც კი შეიტანა მაფიოზურ-ქურდული გარჩევები.

კახა კალაძემ ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

"ხაბეიშვილი არის ჯამბაზი. არ არის საინტერესო ხაბეიშვილს ვუპასუხო,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

]]>
03-08-2019 09:58 +0400
გაგებაში არ ვარ - კალაძე ამტკიცებს, რომ ყურის მოჭრით დასჯილი "გლობუსას" შესახებ არაფერი იცის http://rustavi2.ge/ka/news/140664

„გაგებაში არ ვარ საერთოდ“ - ასეთია კახა კალაძის პასუხი კომპანია "ნილის" გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელიც საბავშვო ბაღებს საკვებით ამარაგებდა. ცნობილი გახდა, რომ  მისი არაფორმალური მფლობელი ირაკლი გიორგობიანი იგივე "გლობუსა" გაიტაცეს და ყური მოაჭრეს.

კრიმინალური გარჩევა ირაკლი გიორგობიანის ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება. არსებული ინფორმაცით, გიორგობიანმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მისი კომპანიის თანამშრომელი ფარულ გარიგებაში იყო კონკურენტ ფირმასთან, რასაც საქმის გარჩევა მოჰყვა. დაპირისპირება კი სისხლიანი გარჩევით დასრულდა და "გლობუსას" ყური მოაჭრეს.

კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის ეს ინფორმაცია უცნობია.

„წარმოდგენა არ მაქვს, თუ არის რაიმე კანონდარღვევები მის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გამოიძიონ, დააკავონ დამნაშავეები და პასუხი მოთხოვონ,“ -განაცხადა კახა კალაძემ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოს ენმ-ს წევრმა. ლევან ხაბეიშვილი მომხდარში კახა კალაძის ინტერესებს ხედავს. მისი თქმით, კალაძემ ბავშვების კვებაშიც კი შეიტანა მაფიოზურ-ქურდული გარჩევები.

კახა კალაძემ ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

"ხაბეიშვილი არის ჯამბაზი. არ არის საინტერესო ხაბეიშვილს ვუპასუხო,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

]]>
02-08-2019 21:45 +0400
სასტიკად დასჯილი ბიზნესმენი - "ნილის" არაფორმალურ მფლობელს, "გლობუსას" ყური მოაჭრეს http://rustavi2.ge/ka/news/140658

საქმის განგსტერული გარჩევა და ბიზნესმენი, რომელიც სასტიკად დასაჯეს - სანდო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ ირაკლი გიორგობიანი იგივე "გლობუსა" გაიტაცეს. წყაროს ცნობით, კრიმინალური გარჩევის დროს უკვე ბრალდებულმა გიორგი ნინოშვილმა ზაჰესის ხიდთან მას ყური მოაჭრა.

კრიმინალური გარჩევა ირაკლი გიორგობიანის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება. ის კომპანია "ნილის" ერთ-ერთი არაფორმალური მფლობელი იყო. კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის საბავშვო ბაღებს საკვებით უზრუნველყოფდა. არსებული ინფორმაცით, გიორგობიანმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მისი კომპანიის თანამშრომელი ფარულ გარიგებაში იყო კონკურენტ ფირმასთან, რასაც საქმის გარჩევა მოყვა. დაპირისპირება კი სისხლიანი გარჩევით დასრულდა და "გლობუსას" ყური მოაჭრეს.

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაცით, კრიმინალური გარჩევა და გატაცებები სახელმწიფო შესყიდვებს უკავშირდება და ბიზნესმენსაც ყური ბიუჯეტის ფულისთვის ომის გამო მოაჭრეს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ბიზნესმენებს ქვეყანაში უკვე განგსტერული მეთოდებით ებრძვიან.

ბიზნესმენის არაკანონიერი გზით დასჯის შესახებ ინფორმაცია ძალოვანმა უწყებამ "კურიერის" დაინტერესების შემდეგ გაავრცელა.

  

]]>
02-08-2019 21:43 +0400
თავდასხმა ერაყის მოქალაქეზე - სამტრედიაში, სასულიერო პირთან ერთად, რამდენიმე ადამიანმა მამაკაცი სცემა  http://rustavi2.ge/ka/news/140583

ფიზიკური და სიტყვიერი ანგარიშსწორება ერაყის მოქალაქეზე. სამტრედიაში, სასულიერო პირთან ერთად, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, სხვადასხვა ტიპის დაზიანებები მიაყენეს. დაზარალებულის ქართველი მეუღლე აცხადებს, რომ მათთვის უცნობი პირები, საკმაოდ აგრესიულნი იყვნენ, თუმცა მიუხედავად ხალხმრავლობის, მათ არავინ დახმარებია.

დაზარალებულებმა თავად მიმართეს პოლიციას. თუმცა მათი თქმით, პოლიციას დამნაშავეები არც დაუკითხავს. გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

"მე და ჩემი მეუღლე მოვდიოდით ქუჩაში. როდესაც გზა გადავკვეთეთ გამოიარა დიდი სისწრაფით მოძრავმა მანქანამ , რომელმაც ძალიან ახლოს ჩაგვიარა. ჩვენი მხრიდან არანაირი შეურაცხყოფა არ ყოფილა. ამის მიუხედავად მანქანა გაჩერდა და ერთ-ერთი გადმოსული ჩემს მეუღლეს ეჩხუბა , მეორემ კი ჩემი ცემა დაიწყო. შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა მღვდელი, რომელმაც გამაკავა და დანარჩენ ორ მამაკაცს მისცა საშუალება ფიზიკურად გამსწორებოდენ,"-განაცხადა დაზარალებულმა, ბარაქათ ჯასიმ მოჰამედმა

]]>
02-08-2019 09:23 +0400
პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი „მეტადონის" გასაღება - დაკავებულია 50 წლის მამაკაცი  http://rustavi2.ge/ka/news/140497

ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, დუშეთში 50 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მისი პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ ნარკოტიკულ საშუალება „მეტადონს“ სისტემატურად ასაღებდა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მისგან რამდენჯერმე შეისყიდეს ნარკოტიკული საშუალება და ყველაფერი ფარულად ჩაიწერეს.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ბრალდებულის მიერ გასაღებული ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს.

]]>
01-08-2019 11:03 +0400
ყალბი ფულის გასაღება - სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქე დააკავეს http://rustavi2.ge/ka/news/140495

ყალბი ფულის გასაღების ფაქტი - სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქე დააკავეს. 
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა თურქეთიდან შემოიტანა და შიდა ქართლის რეგიონში გაასაღა 6 ცალი ყალბი 500-ს ევროიანი კუპიურა.

დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

]]>
01-08-2019 10:57 +0400
"შენობაში ნაღმია და 48 საათში აფეთქდება" - რუსულენოვანი შეტყობინებები თბილისსა და ბათუმში ერთდროულად მიიღეს http://rustavi2.ge/ka/news/140478

თბილისსა და ბათუმში დღეს ბომბებს ეძებდნენ. თბილისში ზოდელავას ჰემატოლოგიური ცენტრსა და ბათუმში, რუსთაველის უნივერსიტეტში რუსულენოვანი შეტყობინებები ერთდროულად ელექტრონული ფოსტით გაიგზავნა. ორივე წერილში ეწერა, რომ შენობა დანაღმულია და 48 საათში აფეთქდებოდა. ორივე ადგილზე განგაში გამოცხადდა და საქმეში გამნაღმველებმა ჩაერთნენ. ახლა კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადგენს, საიდან ვინ და როდის გამოგზავნა რუსულენოვანი წერილები, რომ ბათუმის უნივერსიტეტი და გულის კლინიკა ჰელსიკორი დანაღმული იყო.

საბოლოოდ ზოდელავას ჰემატოლოგიური ცენტრში განგაში ცრუ აღმოჩნდა.

„სახანძრო მანქანა იყო მოსული, შევეკითხეთ რა ხდება და გვითხრეს რომ მეცხრე სართულზე შემოვიდა ინფორმაცია რომ იქ ბომბია და სასურველია, რომ შენობები დატოვოთ. ჩვენ დავიბენით ძალიან ვინაიდან უამრავი პაციენტი გვყავს და ტრანსპორტაბელური პაციენტები არ გვყავს. რაღაც პერიოდის მერე მოვიდა პოლიცია და გაარკვიეს რომ ეს იყო ცრუ განგაში“-განაცხადა ზოდელავას ჰემატოლოგიური ცენტრის ექიმმა ია მალაშხიამ.

დაუყოვნებლივი ევაკუაცია გამოცხადდა ბათუმის უნივერსიტეტშიც. გზავნილი სადაც ეწერა რომ 48 საათში შენობა აფეთქდებოდა. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ სამართალდამცავებს უკვე მიაწოდეს ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის იმ ელექტრონული ფოსტის მისამართიც, საიდანაც შეტყობინება იქნა გაგზავნილი.

„ყველა თანამშრომელი უნივერსიტეტის იმყოფებოდა უნივერსიტეტში. შემოვიდა უნივერსიტეტის ოფიციალურ ფოსტაზე ინფორმაცია , რომ უნივერსიტეტში 48 საათის განმავლობაში მოხდებოდა აფეთქება. ევაკუირებულია მთლიანად ყველა. არც ერთი თანამშრომელი არ არის შიგნით. ჩვენ შესაბამის სამსახურებს მყისიერად მივაწოდეთ ინფორმაცია,“-განაცხადეს ბათუმის უნივერსიტეტში. 

]]>
31-07-2019 21:11 +0400
ევაკუაცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - შენობაში ნაღმს ეძებენ http://rustavi2.ge/ka/news/140469

ევაკუაცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ადმინისტრაციას ელექტრონული ფოსტით აცნობეს, რომ შენობაში ნაღმია და 48 საათში ამოქმედდება.

უნივერსიტეტში უკვე მუშაობენ გამნაღმველები. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გააგზავნა მეილი. უნივერსიტეტის რექტორი ვარაუდობს, ეს ცრუ შეტყობინებაა.  

უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში ამბობს, რომ წერილი რუსულ ენაზე იყო დაწერილი. წერილის შესახებ უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ წერილის საგამოძიებო სამსახურებს აცნობა. 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსგავსი სახის შეტყობინება უნივერსიტეტში 2 წლის წინაც შევიდა. მაშინ პოლიციამ დაადგინა, რომ ცრუ განგაში იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული აქტის მუქარას გულისხმობს.

]]>
31-07-2019 18:54 +0400
თბილისის აეროპორტში მგზავრს ხელბარგში 20 კგ. მარიხუანა აღმოუჩინეს http://rustavi2.ge/ka/news/140453

თბილისის აეროპორტში მგზავრს ხელბარგში 20 კგ. მარიხუანა აღმოუჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 20 კილოგრამი მარიხუანა სამხრეთ აფრიკიდან მომავალი მგზავრის ხელბარგში აღმოაჩინეს.

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ,,მარიხუანა“ უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

როგორც საბაჟოს უფროსი აცხადებს, მსგავსი შემთხვევა საკმაოდ იშვიათია. 20 კგ. მარიხუანა, რომელიც სამხრეთ აფრიკის მოქალაქეს ბარგში ჰქონდა მოთავსებული, საგანგებოდ შეფუთული.

სამხრეთ აფრიკის მოქალაქე იმყოფებოდა რეისზე იოჰანესბურგი-დუბაი-თბილისი და ის სწორედ თბილისის აეროპორტში დააკავეს.

დაკავებული გადაყვანილია შესაბამის დაწესებულებაში და მას ქართული კანონმდებლობით გაასამართლებენ.

გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს.

 

]]>
31-07-2019 16:04 +0400
ტურისტების დაჭრის ფაქტი ბათუმში - დაპირისპირება გოგონას გამო დაიწყო http://rustavi2.ge/ka/news/140442

ბათუმში შელაპარაკების დროს დაჭრილი აზრებაიჯანის მოქალაქეები რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ერთ-ერთ მათგანს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. სამი ტურისტი ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრეს. მათ ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული. თვითმხილველები აცხადებენ, რომ შელაპარაკება გოგონას გამო დაიწყო, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

„შელაპარაკება იყო. მგონი გოგოს მიაყენეს შეურაცხყოფა და მერე მოხდა ჩხუბი. როგორც ვიცი, ბოქსის აპარატს დაარტყა ხელი აზერბაიჯანის მოქალაქემ და ფული ჩააგდო ქართველმა გოგონამ. ანუ ქართველმა გოგონამ ჩააგდო ფული, რომ უნდა დაერტყა და დაარტყა აზერბაიჯანის მოქალაქემ და ამას მოჰყვა ჩხუბი,“ - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა. უწყების ცნობით, ის 2001 წელს დაბადებული არასრულწლოვანია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

]]>
31-07-2019 15:09 +0400
დაჭრა ბათუმში - შსს-ის ცნობით, დანაშაულში მონაწილე პირი არასრულწლოვანია http://rustavi2.ge/ka/news/140425

დაჭრა ბათუმში - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა. უწყების ცნობით, ის 2001 წელს დაბადებული არასრულწლოვანია.

ბათუმში, სანაპიროზე 3 ტურისტი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. აზერბაიჯანის 3 მოქალაქე, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდას ფეხისა და ხელის, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილებში ჭრილობები აღენიშნებათ.

შემთხვევა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

]]>
31-07-2019 12:30 +0400
ბათუმში, სანაპიროზე 3 ტურისტი დაჭრეს http://rustavi2.ge/ka/news/140416

ბათუმში, სანაპიროზე 3 ახალგაზრდა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, სამივე დაჭრილი აზერბაიჯანელი ტურისტია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდები სასწრაფო-სამედიცინო დამხარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.  

პირველადი ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდას ფეხის, ხელის, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილში ჭრილობები აღენიშნებათ.

შემთხვევა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

]]>
31-07-2019 11:46 +0400
დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღება - დაკავებულია 6 პირი, აქედან 4 მსხვილი ნარკორეალიზატორია - შსს http://rustavi2.ge/ka/news/140412

დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღება - დაკავებულია 6 პირი, აქედან 4 მსხვილი ნარკორეალიზატორია - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, სპეცოპერაციისას ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები.

"პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოფელ ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში კომპლექსურად ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ასაღებდნენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა. ასევე, მათი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს," - აცხადებენ შს სამინისტროში.

]]>
31-07-2019 11:14 +0400
ქრთამის მიცემის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს http://rustavi2.ge/ka/news/140402

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს.  

გამოძიების ინფომრაციით, დაკავებულმა საცხოვრებელი ბინიდან მობინადრეთა გამოსახლების პროცესის დაჩქარების სანაცვლოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის ოფიცერს ქრთამის სახით 500 დოლარი შესთავაზა, საიდანაც 300 წინასწარ გადასცა.

დაკავებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

]]>
31-07-2019 10:34 +0400
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღება - დაკავებულია ერთი პირი  http://rustavi2.ge/ka/news/140316

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღება - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა დამატებითი ღირებულების გადასახადის ყალბი ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, თითქოს ერთ-ერთი კომპანიის სახელით განახორციელა 96 000 ლარის ღირებულების ინერტული მასალის მიწოდება.

დანაშაული 2-დან 4-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

]]>
30-07-2019 10:10 +0400
ყაჩაღობა თბილისში - 20 წლის ახალგაზრდამ ერთ დღეს ორი მაღაზია დააყაჩაღა http://rustavi2.ge/ka/news/140315

ყაჩაღობა თბილისში - საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 1 პირი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდამ ერთსა და იმავე დღეს ორი მაღაზია დააყაჩაღა - ერთი დიდუბეში, ერთი კი წერეთლის გამზირზე, სადაც სავარაუდო დამნაშავე მოლარეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შემდეგ კი აიძულა სალარო გაეხსნა და მისთვის ფული და სიგარეტი მიეცა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, სიგარეტები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

]]>
30-07-2019 09:54 +0400
საბერძნეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე მოკლეს - რუსმა პატიმარმა დანაშაული აღიარა  http://rustavi2.ge/ka/news/140227

საბერძნეთში რუსმა პატიმარმა საქართველოს მოქალაქის მკვლელობა აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ორივე პატიმარი სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა.

დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევა შაბათს ნიგრიტას ციხეში მოხდა, დაშავებული ქართველი პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

]]>
29-07-2019 08:57 +0400
აღშფოთებული მოქალაქეების სისხლის სამართლებრივი დევნა არის შერჩევითი სამართალი - შოთა დიღმელაშვილი http://rustavi2.ge/ka/news/140122

37-ე დღე რუსთაველის გამზირზე - პროტესტი პარლამენტის წინ არ წყდება. გახარიას გადადგომის მოთხოვნით თვეზე მეტია, ახალგაზრდები ქუჩაში დგანან.

აქციის ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი 20-21 ივნისის საქმეზე მომიტინგეების დაკავებებს ეხმაურება. დიღმელაშვილის განცხადებით, მათი დაკავება ხელისუფლების მხრიდან შურისძიების ტოლფასია.

დიღმელაშვილი ამბობს, რომ აქციის მონაწილეების სისხლის სამართლებრივი დევნა შერჩევითი სამართლის მაჩვენებელია.

„გავრილოვის ჩამოსვლით გაღიზიანებული და აღშფოთებული მოქალაქეების სისხლისსამართლებრივი დევნა, ლამის, განზრახ მკვლელობის ტოლფასი უმძიმესი მუხლებით არის შერჩევითი სამართალი.

„დაკავებულთა რიგებში არიან ადამიანები, რომელთაც წარსულში არანაირი ძალადობრივი ქმედება არ განუხორციელებიათ. ეს ადამიანები მუშაობდნენ ქვეყნისთვის, იხდიდნენ გადასახადებს.

„ამ პირთა პატიმრობა შურისძიებას ჰგავს, შურისძიებას იმისთვის, რომ ხელისუფლებას გავრილოვის ფიანდაზით მასპინძლობა ამ ადამიანებმა ასევე, ვერ აპატიეს.

„ასევე, უცვლელი რჩება ჩვენი მთავარი მოთხოვნა და მოვითხოვთ, რომ გავრილოვის ღამის მთავარი დამნაშავე და შემოქმედი შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც ისევ ჩვენი გადასახადებიდან იღებს ხელფასს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან,“ - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

]]>
26-07-2019 21:43 +0400
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებები გრძელდება http://rustavi2.ge/ka/news/140105

20-21 ივნისის მოვლენებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში კიდევ 2 პირია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობას, პოლიციელებზე თავდასხმასა და ორგანიზებულად, შტურმით პარლამენტის შენობაში შეჭრას ედავება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

კერძოდ, დადგინდა, რომ 1993 წელს დაბადებული მ.მ., ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში. 1976 წელს დაბადებული გ.ქ. კი სამართალდამცველებს ურტყამდა რეზინის ღვედს და მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში.

აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია ჯამში 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

]]>
26-07-2019 19:04 +0400
"თიბისი ბანკის" საქმე - ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურა, სავარაუდოდ, მილიონ-მილიონ ლარს მოითხოვს http://rustavi2.ge/ka/news/140062

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე საქალაქო სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურა, სავარაუდოდ, მილიონ-მილიონ ლარს მოითხოვს. 

შეგახსენებთ, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით აქვს წარდგენილი.

 

 

]]>
26-07-2019 14:01 +0400
163 ცალი მობილური ტელეფონი და ათას 900 კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ნაწარმი - სუს-მა ორი პირი დააკავა http://rustavi2.ge/ka/news/140041

განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი - სამართალდამცავებმა ორი პირი პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიების შედეგად 163 ცალი მობილური ტელეფონი და ათას 900 კგ-ზე მეტი  არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმია ამორებული. საერთო ჯამში სამართალდამცავებმა 161 000 ლარის ღირებულების საქონელი ამოიღეს.

დანაშაული 5-დან 7-მდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

]]>
26-07-2019 10:29 +0400
გურამიშვილის გამზირზე ჩაცხრილული 20 და 21 წლის ახალგაზრდები - საქმეს დართული აქვს პირადი მიმოწერა http://rustavi2.ge/ka/news/139994

სისიკვდილო ჭრილობები თავში და მკვლელობის იარაღი შემთხვევის ადგილზე - 21 წლის შალვა ტყემალაძის მამას სახლში შემზარავი სურათი დახვდა. სწორედ მან იპოვა მოკლული შვილი მეგობართან ერთად.

მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე 24 საათია, მიმდინარეობს. ბინაში, სადაც 2 ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გუშინ ღამით ნახეს, დასრულებული საგამოძიებო მოქმედებები დღეს დილით ისევ განახლდა. სრულად დაასურათეს სადარბაზო და ეზო. პოლიცია ამ დრომდე კითხავს კორპუსში მცხოვრებლებს, თუმცა გასროლის ხმა არავის გაუგია, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ ბინაში მაყუჩიანი იარაღით ისროლეს.

სადარბაზო და ლიფტი სისხლისგან დღის მეორე ნახევარში გაწმინდეს. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, სისხლის კვალი მეექვსე სართულზე ცხედრების გადასვენებისას დარჩა.

მკვლელობის ბოლო ვერსიის მიხედვით, გუგა კოღუამ შალვა ტყემალაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და შეხვედრა სთხოვა. გამოძიების მასალებს თან დართული აქვს ეს შეტყობინებები. 

ბინაში ცხედრებთან ერთად ნახეს მკვლელობის იარაღიც, რის შემდეგაც გაჩნდა ვერსია, რომ გუგა კოღუას იარაღი გაუვარდა და მეგობრის მკვლელობის შემდეგ კი თავი მოიკლა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე საქმეში მესამე პირის კვალი არ ფიგურირებს, თუმცა პოლიცია სწავლობს ყველა შესაძლო ვერსიას, მათ შორის დანიშნულია ათამდე ექსპერტიზა, რითიც გავრცელებული ვერსია უნდა გამყარდეს ან გამოირიცხოს. 

]]>
25-07-2019 21:28 +0400
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა http://rustavi2.ge/ka/news/140004

20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა. 

საგამოძიებო უწყების მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ დღეს ყოფილი თავდაცვის მინისტრის გარდა ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც შსს-ს მტკიცებით, ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

„ასევე, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

კერძოდ დაკავებულები არიან:

1996 წელს დაბადებული გ. ჯ., რომელმაც სამართალდამცველებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყამდა მათ პოლიციელისთვის წართმეულ ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

1990 წელს დაბადებული თ. დ., რომელიც ფიზიკურად უპირისპირდებოდა და თავს ესხმოდა სამართალდამცველებს. მან ძალის გამოყენებით ერთ-ერთი სამართალდამცველი გაათრია ხალხის მასაში.

1972 წელს დაბადებული ი. მ. რომელიც ინტენსიურად ძალადობდა სამართალდამცველებზე და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

და 1975 წელს დაბადებული ბ. ლ. რომელიც ასევე, გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას,“ - განაცხადეს შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ოქრუაშვილი რამდენიმე საათის წინ დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.

]]>
25-07-2019 20:42 +0400
ბიუჯეტის ფულის არაეფექტიანი ხარჯვა, თაღლითობა - აუდიტის დასკვნა კალათბურთის ფედერაციის საქმიანობაზე http://rustavi2.ge/ka/news/140003

ბიუჯეტის ფულის არაეფექტიანი ხარჯვა, თაღლითობა, გაუმჭვირვალე პროცესები და კონტროლის მექანიზმების არარსებობა - ასეთი რისკები დაინახა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კალათბურთის ფედერაციის საქმიანობაში. საქმე ეხება ფედერაციის მიერ ესპანურ კლუბ „ბასკონიასთან"" გაფორმებულ ხელშეკრულებებს.

2.5 მილიონი ევრო ესპანურ კლუბ „ბასკონიაში“ კალათბურთელების გადამზადებას მოხმარდა, რამაც აუდიტორებს კითხვის ნიშნები გაუჩინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მაკონტროლებელ ორგანოს ერთ-ერთი კალათბურთელის ლუკა ბულაშვილის მამამ მიმართა. ბულაშვილი უკვე წლებია ამტკიცებს, რომ მილიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც ესპანურ კლუბში კალათბურთელთა გადამზადებას უნდა მოხმარებოდა, არამიზნობრივად დაიხარჯა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშზე სატელევიზიო კომენტარი ფედერაციაში აღარ გააკეთეს. ფედერაციის პრეზიდენტი „კურიერთან „სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს, რომ დასკვნას იცნობს, თუმცა არ ეთანხმება.

მილიონობით ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც კალათბურთელ ლუკა ბულაშვილის მამამ აღმოაჩინა, რომ მისი შვილი, ლუკა ბულაშვილი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სპორტსმენთა სიაში ეწერა, მაშინ, როდესაც კალათბურთელის „ბასკონიაში“ ვარჯიში ოჯახმა დააფინანსა.

30 ათასი ევრო, ეს არის თანხა, რომელიც არა სახელმწიფომ არამედ ბულაშვილებმა თვითონ გადაიხადეს, რის გამოც დაფინანსებული კალათბურთელების სიაში მოხვედრას ოჯახი მთლიანად ფინანსური მაქინაციის ნაწილად მიიჩნევს.

აუდიტის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, პროექტის დეტალები, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე გამოიყო, ფედერაციის მართვის ორგანოს არც კი განუხილავს. შესაბამისად, ისიც ბუნდოვანი დარჩა, რა პრინციპით განისაზღვრა რამდენიმე მილიონით ხარჯი, რომელიც ბიუჯეტიდან ანაზღაურდა.

„ბასკონიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების და დახარჯული მილიონების შესახებ წლებია ინფორმირებულია სპორტის კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი. მისთვის ასევე ცნობილია, რომ ბასკონიაში გადასამზადებლად 9 უცხოელი კალათბურთელიც დაფინანსდა, რატომ დაიხარჯა მილიონები უცხო ქვეყნის სპორტსმენებზე და იღებს თუ არა შედეგს ამით ქართული კალათბურთი, ამ კითხვაზე ყაველაშვილი ამბობდა, რომ შედეგი წლების შემდეგ დაიდებოდა.

გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ წლების წინ საქმეზე დაწყებული ძიება ისევ გრძელდება და არ დასრულებულა. პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამომძიებლებმა კალათბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები გამოიკითხეს. ფედერაციიდან ამოღებულია ფინანსური დოკუმენტაციაც.

]]>
25-07-2019 20:36 +0400
ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას ცდილობდა - შსს http://rustavi2.ge/ka/news/139998

ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. მას გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილოებას ედავება.

აღნიშნული განცხადება შსს-ში გააკეთეს.

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში,“ - აცხადებენ შსს-ში.

ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში დაკავებულია კიდევ 4 პირი. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას," - აცხადებენ შსს-ში.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 17 პირი, მათ შორის, ნიკა მელია.

ირაკლი ოქრუაშვილი, დაახლოებით, ერთი საათის "რუსთავი 2"-ის შენობიდან გასვლის შემდეგ დააკავეს. 

]]>
25-07-2019 20:22 +0400
მკვლელობა ყანდაურაში - 85 წლის მოხუცის შვილიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა http://rustavi2.ge/ka/news/139982

საქმე, რომელიც შინაგან საქმეთა სამისტრომ იმავე დღეს გახსნილად გამოაცხადა, ჩამოიშალა.  ყანდაურაში 3 მაისს მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ამ დრომდე მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არ ჰყავს.

85 წლის მამაკაცს კი, რომელსაც თავდაპირველი ვერსიით, ცოლის, შვილის, რძლის და კიდევ ორი ნათესავის მკვლელობა ბრალდებოდა, უმძიმესი ბრალდება მოუხსნეს.

შს სამინისტრომ აღიარა და დაადასტურა, რომ მკვლელობა დაკავებულის შვილმა ნოდარ გამყრელიძემ ჩაიდინა, რომელსაც პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

ნოდარ გამყრელიძე ის სპეცრაზმელია, რომელთან დაკავშირებით „რუსთავი 2-მა“ რეპორტაჟი მომხდარიდან რადმენმე დღეში მოამზადა, თუმცა მაშინ ინფორმაციას შსს კატეგორიულად უარყოფდა.

დღეს კი ომარ გამყრელიძეს გამოძიება უკვე მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავის დახმარებას ედავება.

პატიმრობაში რჩება ასევე მკვლელობიდან რამდენიმე დღეში დაკავებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი. მას გამოძიება საბრძოლო მასალის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.  

]]>
25-07-2019 19:50 +0400
მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს http://rustavi2.ge/ka/news/139988

მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თიკა ჯამბურია თბილისში, პუშკინის სკვერთან დააკავეს. 

 მომღერალი სახლთან დააკავეს, სადაც დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, მას სამართალდამცველებთან შელაპარაკება მოუვიდა.

შინაგან საქმეთა ინფორმაციით, თიკა ჯამბურია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 

 

]]>
25-07-2019 18:34 +0400
მკვლელობა გურამიშვილის გამზირზე - საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა http://rustavi2.ge/ka/news/139983

გურამიშვილის 78 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები განახლდა. კორპუსი ისევ ყვითელი ლენტებითაა შემოვლებული. დღეს დილით ექსპერტ-კრიმინალისტებს საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული ჰქონდათ, თუმცა როგორც ჩანს, გამოძიების ფარგლებში ახალი გარემოებები გამოიკვეთა.

ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, როგორც პირველ სართულზე, ასევე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ლიფტსა და მეექვსე სართულზე, იმ ბინაში, სადაც ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლული იპოვეს.

რა გახდა ორი ახალგაზრდის მკვლელობის მოტივი, უცნობია. სამართალდამცველები მკვლელობის გარდა, კიდევ ერთ ვერსიას განიხილავენ, რომლის მიხედვითაც, სახლში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს იარაღი გაუვარდა, რასაც მისი მეგობრის სიცოცხლე შეეწირა, ამის შემდეგ კი მან თავი მოიკლა.

20 და 21 წლის მეგობრებს ცეცხლნასროლი იარაღიდან ჭრილობები თავის არეში აქვთ მიყენებული.  

]]>
25-07-2019 18:04 +0400
პოლიციამ ძაღლივით გამათრია, ციხეში მიმიყვანა - ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პატიმრობაში რჩება http://rustavi2.ge/ka/news/139970

ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის მამაკაცი ისევ პატიმრობაში რჩება. ომარ გამყრელიძეს გამოძიება ამჯერად მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავის დახმარებას ედავება. გამოძიების თავდაპირველი ვერსიით კი, სწორედ ომარ გამყრელიძეს ბრალდებოდა ცოლის, შვილის, რძლის და ორი ნათესავი მოკვლა, თუმცა 85 წლის კაცს მკვლელობის ბრალდება რამდენიმე დღის წინ მოუხსნეს.

თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს საქმის განხილვა დაიწყო. ომარ გამყრელიძემ სასამართლო პროცესზე სიტყვა წარმოთქვა. მისი თქმით, ის უდანაშაულოა, თუმცა სამართალდამცველებმა მაინც დააკავეს და მათ „საქმე შეკერეს“. სამართალდამცველები საგარეჯოს პოლიციაში სასტიკად გაუსწორდნენ.

მისი თქმით, პოლიციელები ფიზიკური ძალადობის სანაცვლოდ მისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას ცდილობდნენ. ამ განცხადების შემდეგ პროკურორმა თქვა, რომ საქმეზე დაწყებულია გამოძიება. თუმცა სამი თის განმავლობაში საგამოძიებო პროცესები ისე მიმდინარეობს, რომ მოხუცს არ მიეცა შესაძლებლობა, რომ ის სამართალდამცველები ამოეცნო, რომლებსაც ის ძალადობაში ადანაშაულებს.

„მე რაში მდებთ ბრალს? პროკურორი იყო იქ, როცა ეგ საქმე მოხდა? მკვლელობები რომ იყო, იყო იქ? რომ არ იყო, მე ვიყავი იქ, რატომ არ მიჯერებთ? მე ტყუილს ხომ არ ვიტყვი იმიტომ, რომ ფაქტიურად ვლაპარაკობ, რომ ერთ ხელზე ხუთი თითი მაბია, ეს ზეპირად ვიცი, ერთი ყურიდან მესმის, ისიც „ბუნტად“, დავყრუვდი, რა არის სამაგისო, ჩემ ხელში მე როგორ მოვკლავ დედაკაცს, ჩემი მეუღლე, როგორ მოვკლა ჩემი შვილი, როგორ, თუ გიჟი ვარ, შემამოწმონ, მოვიდა უცებ მილიცია, „ნარუშნიკები“ შემიკრა, ძაღლივით გამათრია, ჩამაგდო, ციხეში მიმიყვანეს, მოდი, მკვლელი ხარო, რა იცოდნენ, რომ მე მკვლელი ვიყავი თუ ვინ ვიყავი, როგორც უნდოდათ, ისე შეკერეს საქმე,“ - განაცხადა ომარ გამყრელიძემ.

პროკურორი ამბობს, რომ არსებობს საფრთხე, რომ 85 წლის მამაკაცმა, რომელიც ძლივს გადაადგილდება, ახალი დანაშაული ჩაიდინოს და მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს. სწორედ ამ საფუძვლით, ომარ გამყრელიძე ისევ პატიმრობაში დატოვეს.

პროკურორი ირწმუნება, რომ 85 წლის მოხუცის წინააღმდეგ მათ აქვთ ბევრი მტკიცებულება, მათ შორის არის საბრძოლო მასალა, რამდენიმე იარაღი, ყუმბარა, ნიღაბი. რაც შეეხება ომარ გამყრელიძეს, ნოდარ გამყრელიძის შვილს, სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. მას 20 ივლისს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა. ნოდარ გამყრელიძე ის სპეცრაზმელია, რომელთან დაკავშირებით „რუსთავი 2-მა“ რეპორტაჟი  ჯერ კიდევ ორი თვის წინ მოამზადა, თუმცა მაშინ ინფორმაციას შსს კატეგორიულად უარყოფდა.

]]>
25-07-2019 15:25 +0400
გურამიშვილის გამზირზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიასაც განიხილავენ http://rustavi2.ge/ka/news/139953

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცავები მკვლელობის გარდა, კიდევ ერთ ვერისას განიხილავენ, რომლის მიხედვითაც სახლში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს იარაღი გაუვარდა, რასაც მისი მეგობრის სიცოცხლე შეეწირა. ამის შემდეგ კი მან თავი მოიკლა.

„ერთს გაუვარდაო და მეორემ თავი მოიკლაო. მე რომ ჩამოვედი საღამოს ლიფტში იყო სისხლი,“-აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცველებს მკვლელობის იარაღი დახვდათ. ცნობილი ხდება, რომ სავარაუდოდ, მაშინ, როდესაც მკვლელობა მოხდა, კორპუსის მცხოვრებლების უმეტესობა ეზოში იყო. კორპუსი ახლადაშენებულია და შესახლება ბოლომდე დასრულებული არ არის.

მეზობლებმა დეტალების შესახებ არაფერი იციან. მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელს მაყუჩიანი იარაღი ჰქონდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსპერტიზა ტყვიის ტრაექტორიის დასადგენად. შეგახსენებთ, რომ ახალაშენებულ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში ორი ახალგაზრდა გუშინ გარდაცვლილი ნახეს, ორივეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. 

]]>
25-07-2019 12:25 +0400
სამართალდამცავებმა იარაღი იპოვეს - გურამიშვილზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები http://rustavi2.ge/ka/news/139940

ახალი დეტალები გურამიშვილის გამზირზე მომხარ სასტიკ მკვლელობაზე - "კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცველებს მკვლელობის იარაღი დახვდათ. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ სავარაუდოდ, მაშინ, როდესაც მკვლელობა მხოდა, კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა ეზოში იყო. ისინი პარკირებასთან დაკავშირებულ შეკრებას ესწრებოდნენ. კორპუსი ახალაშენებულია და შესახლება ბოლომდე დასრულებული არ არის.

მეზობლებმა დეტალების შესახებ არაფერი იციან. მათი თქმით, მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც ადგილზე პოლიცია მივიდა.  რა გახდა 2 ახალგაზრდას სასტიკი მკვლელობის მიზეზი, ჯერ ისევ დაუდგენელია.

"ნახევარი საათის მოსული ვიყავი. პოლიციაც მოვიდა, მაგრამ არაფერი გაგვიგია, სროლის ხმა საერთოდ. არაფერი გვითხრეს, სროლის ხმა ხომ არ გაგიგიათო, და არ გაგვიგია. ტყმელაძე რომ არის ვიცი, აქ ცხოვრობდნენ,“-ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი. 

ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახი ამავე საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობს. 20 და 21 წლის ბიჭებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდათ მიყენებული. ერთ-ერთ მათგანს ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი. მეზობლები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელს მაყუჩიანი იარაღი ჰქონდა. მათი თქმით, ცხედრები საცხოვრებელ სახლში მამამ იპოვა.

მკვლელობა გურამიშვილის გამზირზე გუშინ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

]]>
25-07-2019 10:06 +0400
"შუბლი აქვს გახვრეტილი," - გურამიშვილის გამზირზე მომხდარ მკვლელობაზე, ადგილობრივები საუბრობენ http://rustavi2.ge/ka/news/139924

ამ დრომდე უცნობია გურამიშვილის გამზირის 78 ნომერში მომხდარი მკვლელობის დეტალები. საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა. მოკლულია 2 ახალგაზრდა, 20 და 21 წლის ბიჭები. მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდათ მიყენებული. ერთ-ერთ მათგანს კი შუბლში აქვს ტყვია ნასროლი. მეზობლები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელს მაყუჩიანი იარაღი ჰქონდა. მათი თქმით, ცხედრები საცხოვრებელ სახლში მამამ იპოვა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

"შუბლი აქვს გახვრეტილი, შაკო ტყემალაძეა ერთ-ერთი," - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე. 

]]>
25-07-2019 08:00 +0400
"რუსთავი 2-ის" საქმე - ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ჩვენების არშეცვლის გამო კალაძის დავალებით ცეცხლი გაუხსნეს http://rustavi2.ge/ka/news/139916

ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მას ცეცხლი კახა კალაძის დავალებით გაუხსნეს. შურისძიების მთავარი მიზეზი "რუსთავი 2-ის" საქმე და ოქრუაშვილის მიერ სასურველი ჩვენების მიცემაზე უარი იყო. ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალურ განცხადებებს კახა კალაძე ირონიით პასუხობს. 

ოქრუაშვილი კი პირდაპირ ამბობს, რომ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მასზე თავდასხმა გორში კახა კალაძემ დაგეგმა და განახორციელა. ოქრუაშვილის ჰყვება, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "რუსთავი2-ის" საქმეზე ჩვენების შეცვლა მოსთხოვეს და ხელისუფლებამ ამაზე უარი მიიღო.

ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, კახა კალაძის ამ საქმეში პირდაპირი კავშირი ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც დაუდასტურა. "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი მის არგუმენტებს იმითაც ამყარებს, რომ კახა კალაძის ცოლისძმა გიორგი არეშიძე 2016 წლის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას გორში, კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად აკონტროლებდა.

ბრალდებებზე დღეს კახა კალაძეს არ უსაუბრია. თბილისის მერმა ოქრუაშვილს თურქეთიდან უპასუხა. კალაძემ ტრადიცია არ დაარღვია და წინა ხელისუფლება გააკრიტიკა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები კი ამტკიცებენ, რომ "რუსთავი 2-ის" საქმის გამო ოპონენტის ჩამოშორება და ამის გამო თავდასხმის დაგეგმვა, მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური სპეკულაციებია. ოქრუაშვილი რომ ივანიშვილისთვის "რუსთავი2-ის" საქმეზე ერთ-ერთი მთავარი საფრთხე იყო და არის, ამაზე დღეს საპარლამენტო ოპოზიცია არგუმენტებით საუბრობდა. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ ოქრუაშვილის გასანეიტრალებლად "ოცნება" ყველაფერზე წასულიყო.

ირაკლი ოქრუაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა 2016 წელს გორში მოხდა, მაშინ როდესაც ოქრუაშვილი გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო და ერთ-ერთ საარჩევნო შეხვედრას მართავდა. თავდასხმის დროს მისი ორი თანმხლები პირი დაიჭრა. ირაკლი ოქრუაშვილი დღეს ითხოვს, რომ გამოძიება ამ ფაქტზე ხელახლა დაიწყონ.

]]>
24-07-2019 21:58 +0400
გურამიშვილის გამზირზე ორი მამაკაცი მოკლეს http://rustavi2.ge/ka/news/139918

მკვლელობა გურამიშვილის გამზირზე - მოკლულია ორი მამაკაცი. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია. სავარაუდოდ, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. 

"კურიერის" ინფორმაციით, პირმა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ტერიტორია უკანა გასასვლელიდან დატოვა. სავარაუდოდ, ის ერთ-ერთი კომერციული ობიექტის კამერამ დააფიქსირა, თუმცა შს სამინისტროში ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ.

როგორც შს სამინისტროში "კურიერს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს 2 ან მეტი პირის მიმართ. როგორც ცნობილია, მიმდინარეობს სავარაუდო დამნაშვის იდენტიფიცირება.

ცხედრები პროზექტურაში ამ დრომდე არ გადაუსვენებიათ. 

]]>
24-07-2019 21:06 +0400
TBC ბანკის საქმე - პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა http://rustavi2.ge/ka/news/139851

TBC-ის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. საგამოძიებო უწყებამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა. ორივე მათგანი პროკურატურაში დაიბარეს. საგამოძიებო უწყების მათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება. საგანგებო ბრიფინგი პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. 

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ,  რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია  შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი  არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების  წარდგენის  მიზნით.

საქართველოს გენერალური პროკურატურა მ.ხაზარაძისა და ბ.ჯაფარიძისთვის ბრალის  წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

აღკვეთის ღონისძიების სახის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით დამატებით," - განაცხადეს პროკურატურაში.  

]]>
24-07-2019 12:01 +0400
დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობის საქმე - ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა http://rustavi2.ge/ka/news/139774

დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ყუფარაძეს სასამართლომ უვადო პატირობა შეუფარდა. გამოძიების თანახმად, გურამ კვეზერელი ვასილ გოშაძემ და გიორგი ყუფარაძემ მოკლეს, წელიწადნახევრის შემდეგ კი გარდაცვლილის ცხედარს სამართალდამცველებმა კოჯორში, ყუფარაძის კუთვნილი სახლის ეზოში მიაკვლიეს.

მკვლელობის შემდეგ დამნაშავეებმა კვეზერელების საცხოვრებელი სახლიდან 12 000 დოლარი, ცეცხლსასროლი იარღი და ძვირფასი ნივთები წაიღეს. არსებული ინფორმაციით, გიორგი ყუფარაძე და გიორგი გოშაძე წარსულში არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდნენ.

]]>
23-07-2019 19:00 +0400
ყანდაურაში 87 წლის მოხუცს ოჯახის წევრებისა და მეზობლების მკვლელობის ბრალდება მოეხსნა http://rustavi2.ge/ka/news/139802

სასტიკი მკვლელობა ყანდაურაში - ოჯახის წევრების და მეზობლების მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მოხუცს ბრალი გადაუკვალიფიცირეს. ომარ გამყრელიძეს ბრალდება არა განზრახ მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავება.

2 თვის წინ გამყრელიძეების ოჯახის ორი წევრი და ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. „კურიერი“  საქმეში არსებულ შეუსაბამობებზე მაშინვე მიუთითებდა და ვარაუდობდა, რომ დანაშაულში სხვა პირი ფიგურირებდა.

მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც დაკავებულის შვილია, ამ დრომდე იძებნება.

]]>
23-07-2019 18:37 +0400