RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.ge/ მოქალაქეებისთვის სესხების აღება მაისიდან გართულდება http://rustavi2.ge/ka/news/102500

მოქალაქეებისთვის სესხების აღება მაისიდან გართულდება. ეროვნული ბანკის ახალი წესებით ზოგიერთი მოქალაქე სამომხმარებლო სესხს საერთოდ ვეღარ აიღებს. კომერციულ ბანკებს კლიენტის გადახდისუნარიანობის, მისი შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზის გარეშე სესხის გაცემა აეკრძალებათ.

დღეს გაირკვა, რომ ეროვნულ ბანკს თამაშის ახალი წესები კომერციულ სექტორთან არ შეუთანხმებია. კომერციული ბანკების ნაწილი არ მალავს, რომ ახალი წესები ზედმეტად მკაცრია. „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი პროგნოზირებს, რომ სესხების მოცულობას შემცირდება.

ახალი წესები ყველაზე მეტად თვითდასაქმებულ მოქალაქეებს დაარტყამს, მაგალითად, ბაზრის მოვაჭრეს, ტაქსის მძღოლს ან აბიტურიენტების რეპეტიტორს, რომლებსაც რეგისტრირებული შემოსავალი არ აქვთ და სესხის აღებაც გაუჭირდებათ.

ექსპერტები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ სესხის აღების მსურველს ბანკი უარს ეტყვის, ის ფულის მისაღებად სხვა, უფრო სარისკო გზას აირჩევს.

გამკაცრებული რეგულაციები პირველ ეტაპზე საბანკო სექტორს შეეხება, თუმცა სამომავლოდ იგივე ვალდებულებები დაეკისრება მიკრო საფინანსო ორგანიზაციებსაც.  

ეკონომისტები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრის სხვა გზა უნდა ეძებოს.

მკაცრდება არა მხოლოდ სესხის აღების, არამედ სასურველი ნივთი განვადებით შეძენის პროცედურაც. ამიტომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტექნიკისა და სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტებს გაყიდვები შეუმცირდებათ. 

]]>
26-04-2018 21:33 +0400
სესხის გაცემის წესის გამკაცრება - რეგულაციებს კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ემხაურებიან http://rustavi2.ge/ka/news/102496

ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებისთვის ახალ რეგულაციების დაწესებას ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმაურებიან. „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელის შეფასებით, სესხის გაცემის წესის გამკაცრება ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. 

რეგულაციების მიხედვით, ბანკები სრულფასოვანი ანალიზის გარეშე, მოქალაქეებზე სესხებს აღარ გასცემენ. ბანკებს მოუწევთ შემოსავლების და ხარჯების დათვლა, რამაც შესაძლოა, პრობლემები თვითდასაქმებული ადამინებისთვის შექმნას.

„ბოლო რეგულაცია საკმაოდ მკაცრია და ასეთი ფორმით მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ბაზარზე. ამიტომ, ჩვენ დღეს უკვე გვაქვს კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან. რეგულაციები ეხება სამომხმარებლო სესხების მოცულობას და ზრდის ტემპებს და ასეთი ფორმით მნიშვნელოვანი გავლენა ექნება სესხების მოცულობასა და ზრდაზე,“- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

რეგულაციები პირველ ეტაპზე ბანკებს შეეხებათ, თუმცა მიმდინარეობს მუშობა, რომ ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც გავრცელდეს. ორგანიზაციების წარმომადგენლები წესების გამკაცრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

„მოთხოვნა რომ არ იყოს, არც იარსებებდა მიკროსაფინანსოები, არც ბანკებს ექნებოდათ შესაბამისი პროდუქტები. პირიქით, მოთხოვნა არის, მიწოდება რომ გაქრება, პრობლემა გაჩნდება. ჩნდება ჩრდილოვანი ეკონომიკა, ანუ მევახშეებს რომ ეძახიან,“- განაცხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ოქეის" წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ფერიაშვილმა.

]]>
26-04-2018 18:31 +0400
ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ბანკებს - ექსპერტები საბანკო სექტორის განვითარების შეფერხებაზე საუბრობენ http://rustavi2.ge/ka/news/102438

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს რეგულაციებს უწესებს. რთულდება სესხის გაცემის პროცედურა. რეგულაციის მიხედვით, ბანკი სესხს მხოლოდ მას შემდეგ გასცემს, არც მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვან ანალიზს ჩაატარებენ.

მაგალითად, თუ მოქალაქეს ბინის შეძენა სურს, ბანკი მას თანხის 50%-ზე მეტს ვეღარ მისცემს, იქამდე ვიდრე არ დაადგენს, რამდენად აქვს შესაძლებლობა დაინტერესებულ პირს ყოველთვიურად თანხის გადახდის.

როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის ეს რეგულაცია პირველ ეტაპზე შეეხება კომერციულ ბანკებს, ხოლო სამომავლოდ არ არის გამორიცხული რომ ამ კატეგორიაში მოექცნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც.

ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ამ რეგულაციების საჭიროება ქვეყანაში არსებული ჭარბვალიანობის გამო დადგა.

ეკონომისტები კი ფიქრობენ, რომ ახალი რეგულაციების შემოღებას ბანკებს კონკურენტუნარიანობას დააკარგვინებს და სექტორის განვითარების საშუალებას გააქრობს.

„შედეგად რას მივიღებთ? - რომ საბოლოო ჯამში ბანკები ერთმანეთს დაემსგავსებიან, გასცემენ ერთნაირ პროდუქტებს და საბოლოო ჯამში ყველა კონკურენტული სტრატეგია თუ ბაზრის წილის დაპყრობის სტრატეგია, რაც შეიძლება ჰქონდეთ, რეალურად შეუზღუდავს რაღაც სტრატეგიების გამოყენებას. რაც გრძელვადიან პერიოდში ამ სექტორის განვითარებისთვის  არ იქნება კარგი“ - აცხადებს ეკონომისტი გიორგი პაპავა.

სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ რეგულაციები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მომზადდა, რადგან ბანკები ისედაც ამოწმებენ კლიენტის ფინანსურ მდგომარეობას. მათი თქმით, რეგულაციები პრობლემებს იმ მოქალაქეებს შეუქმნის, რომლებსაც შემოსავალი აქვთ, თუმცა მის ოფიციალურ დადასტურებას ვერ ახერხებენ. 

„ამ ცვლილებებით უფრო გართულდება თვითდასაქმებული ადამიანებისთვის სესხის მიცემა, როგორებიც არიან ძიძები, ტაქსის მძღოლები, რეპეტიტორები ან პროფილაქტიკის ხელოსნები, რომლებსაც აქვთ რეალური შემოსავალი, თუმცა ამის დადასტურება ხშირად უჭირთ. აქამდე ბანკი რა თქმა უნდა სწავლობდა ამ ადამიანების ფინანსურ შემოსავლებს და საკრედიტო ისტორიებს, მაგრამ როგორც წესი უფრო მარტივად უმტკიცებდა განვადების ტიპის სესხებს,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ.

როგორც ცნობილია, ახალი რეგულაციები 2018 წლის მაისიდან ამოქმედდება.

]]>
26-04-2018 10:20 +0400
ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს რეგულაციებს უწესებს http://rustavi2.ge/ka/news/102423

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს რეგულაციებს უწესებს. იზღუდება სესხის გაცემა და ეს მას შემდეგ მოხდება, როცა ბანკები გადამხდელუნარიანობის სრულფასოვან ანალიზს ჩაატარებენ.

მაგალითად თუ მოქალაქეს ბინის შეძენა სურს, ბანკი მას თანხის 50%-ზე მეტს ვეღარ მისცემს, იქამდე ვიდრე არ დაადგენს, რამდენად აქვს შესაძლებლობა დაინტერესებულ პირს ყოველთვიური თანხის გადახდის.

სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ რეგულაციები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მომზადდა, რადგან ბანკები ისედაც ამოწმებენ კლიენტის ფინანსურ მდგომარეობას.

მათი თქმით, რეგულაციები პრობლემებს იმ მოქალაქეებს შეუქმნის, რომლებსაც შემოსავალი აქვთ, თუმცა მის ოფიციალურ დადასტურებას ვერ ახერხებენ. 

„ამ ცვლილებებით უფრო გართულდება თვითდასაქმებული ადამიანებისთვის სესხის მიცემა, როგორებიც არიან ძიძები, ტაქსის მძღოლები, რეპეტიტორები ან პროფილაქტიკის ხელოსნები, რომლებსაც აქვთ რეალური შემოსავალი, თუმცა ამის დადასტურება ხშირად უჭირთ. აქამდე ბანკი რა თქმა უნდა სწავლობდა ამ ადამიანების ფინანსურ შემოსავლებს და საკრედიტო ისტორიებს, მაგრამ როგორც წესი უფრო მარტივად უმტკიცებდა განვადების ტიპის სესხებს,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ.

ექსპერტთა ნაწილი ბანკებს შორის კონკურენციის დაკარგვის საფრთხეზეც საუბრობს. 

]]>
26-04-2018 08:14 +0400
ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აშშ-ში მსოფლიო ბანკის სისტემაში დასაქმებულ თანამემამულეებს შეხვდნენ http://rustavi2.ge/ka/news/102167

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მსოფლიო ბანკის სისტემაში დასაქმებულ თანამემამულეებს შეხვდნენ.

ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ და კობა გვენეტაძემ შეკრებილებს ქვეყანაში უკვე განხორციელებული და 2018 წელს დაგეგმილი რეფორმები გააცნეს.

ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ფინანსთა მინისტრი მორიგი შეხვედრას უკვე ნიუ-იორკში გამართავს.

]]>
23-04-2018 11:43 +0400
ამ სფეროში უნდა დავამყაროთ მკაცრი წესრიგი - მიხეილ სააკაშვილი საბანკო სექტორს აკრიტიკებს http://rustavi2.ge/ka/news/102093

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილი საბანკო სექტორს აკრიტიკებს და მოითხოვს, რომ ბანკებს არაპროფილურ ბიზნესში მონაწილება აეკრძალოთ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ითხოვს, დაწესდეს ზედა ზღვარი საპროცენტო განაკვეთებზე.

მაისიდან ნაციონალური მოძრაობა ვალების აღრიცხვას დაიწყებს და ხელისუფლებაში ენმ-ის მოსვლის შემთხვევაში, ვალების დაფარვაზე 2-წლიანი მორატორიუმი გამოცხადდება.

„ახლა მე ვნახე ციფრები და საქართველოს ბანკის დირექტორს, გილაურს და თიბისი ბანკის დირექტორს, ბუცხრიკიძეს, ერთად აქვთ აღებული შარშან 9 მილიონ დოლარზე მეტი ხელფასი. ჩვენ ყველას გვაქვს მიღებული რაღაც განათლება, თქვენს უმეტესობას ბევრად მეტი დამსახურებაა აქვს საქართველოს წინაშე, ვიდრე ამ ორ სუბიექტს. ვის ხარჯზე გამოიწერეს ამხელა მოგება, ეს არის დიდი უსამართლობა. ამიტომ ჩვენ ამ სფეროში უნდა დავამყაროთ მკაცრი წესრიგი.

"პირველ რიგში, უნდა აიკრძალოს არაპროფილურ ბიზნესებში ბანკების შესვლა. ახლა სადმე რაღაც მოგება რომ გაფაჩუნდება, თვითონ აქვთ მთელი ინფორმაცია კლიენტებზე, შედიან ამ კლიენტებთან, ახრჩობენ მათ, ხურავენ მათ წარმოებას, უსპობენ პერსპექტივას, რათა თავისთვის მიიღონ ზემოგება და კიდევ უფრო მეტი ფული ჩაიდონ ამ მევახშეებმა ჯიბეში.

"გადავადებულ სესხებზე პროცენტები მკვეთრად უნდა შეიზღუდოს, უნდა დავაწესოთ ზედა ზღვარები საბანკო განაკვეთებზე და მაისის დასაწყისიდან ნაციონალური მოძრაობა დაიწყებს აღრიცხვას უსამართლო ვალების და ხელისუფლების შეცვლისთანავე, ჩვენ შევქმნით საკრიზისო ფონდს, რომელიც ორწლიანი მორატორიუმის პოლიტიკას გაატარებს ამ უსამართლო ვალების მიმართ.

"საქართველოში უნდა მოხდეს საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ ხელისუფლების შეცვლა. საქართველოს, ქართველ ოჯახებს არ რჩება დრო, ქვეყანა ზარალდება, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ თითოეულ ქართველს, მინიმუმ, 400 ლარი პენსია ჰქონდეს, თითოეულ მასწავლებელს, მინიმუმ, 1000 ლარი ხელფასი ჰქონდეს, თითოეულ პოლიციელს და სხვა ოფიცერს, მინიმუმ - 2000 ლარი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

]]>
21-04-2018 18:35 +0400
კვირის ბოლოს ლარი მცირედით გაუფასურდა http://rustavi2.ge/ka/news/102054

კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გამართული გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4402 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4351 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0051 ლარი შეადგინა.

1 ევრო კი 3.0017 ლარი ღირს მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0125 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0108 ლარი შეადგინა.

]]>
21-04-2018 10:26 +0400
საქართველოს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის სესიაში მონაწილეობს http://rustavi2.ge/ka/news/101970

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო სესიას ესწრება.

მამუკა ბახტაძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში. საუბრის თემა ჩინეთთან დაკავშირებული პროექტის სახელწოდებით „სარტყელი და გზის“ დეტალების განხილვა იყო.

დაგეგმილია მამუკა ბახტაძის შეხვედრა მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მაღალი რანგის, ასევე სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან.

]]>
20-04-2018 09:19 +0400
საქართველო-ბრაზილიის 25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის ფარგლებში თბილისში ბიზნესფორუმი მიმდინარეობს http://rustavi2.ge/ka/news/101906

საქართველო-ბრაზილიის 25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის ფარგლებში თბილისში ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.

ქართულმა მხარემ ფორუმის მონაწილეებს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

გაიმართა ანაკლიის პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პრეზენტაციაც.

]]>
19-04-2018 12:30 +0400
პრემიერის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა დადებითად შეაფასა http://rustavi2.ge/ka/news/101900

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის აზრით, ფონდმა პოზიტიური შეფასება მისცა ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას.

პრემიერმა რიგი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზეც ისაუბრა და კონკრეტული ციფრებიც დაასახელა, მათ შორის თუ რამდენი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა ქვეყანაში. თუმცა მოგვიანებით მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ციფრებში გარკვეული უზუსტობები იყო და რომ შესწორებულ პარამეტრებს ჩვენ უახლოეს მომავალში მიიღებს.

„თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მთლიანად ეფუძნება მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან პროგრამას და ფონდის მიერ ძალიან დადებითად იქნა შეფასებული პროგრამის მიმდინარეობა. დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2017 წელს გვქონდა, 2018 წლის დასაწყისი ასევე არის ძალიან კარგი. მოგეხსენებათ, რომ 2017 წელი ჩვენ დავხურეთ 5%-იანი ზრდით. ყოველივე ეს მტკიცე საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი და ის კურსი, რომელიც არის აღებული ხელისუფლების მიერ, არის სწორი და განსაზღვრულია იმისათვის, რომ თითოეულ ოჯახზე აისახოს ეს კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა მთავრობის ახალი საპარლამენტო მდივნის ვინაობაც. ამ პოსტზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მიქელაძე დაინიშნა. გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში დაგეგმილი ნატოს დღეების შესახებაც.

]]>
19-04-2018 12:00 +0400
პრემიერ-მინისტრი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა http://rustavi2.ge/ka/news/101870

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ახალი გენერალური დირექტორს, ვერნერ ლიპახის შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის პოლიტიკის შედეგად მიღებული ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა, რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში მიღწეული წარმატებები და საქართველოსადმი აზიის განვითარების ბანკის მტკიცე მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. 

მთავრობის მეთაურმა ADB-ის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, ასევე - საპენსიო და კაპიტალის ბაზრისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის რეფორმების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვერნერ ლიპახს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თავის მხრივ, ვერნერ ლიპახმა ხაზი გაუსვა ADB-ის მტკიცე და მზარდ პარტნიორობას საქართველოსთან და დაადასტურა ADB-ის მისწრაფება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მომავალშიც.

მისივე თქმით, საქართველო წარმოადგენს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს დერეფანს და აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყანაში განსაკუთრებული წარმატებით ხორციელდება.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ყურადღება გამახვილდა ქვეშეთი - კობის პროექტის მნიშვნელობაზე, რომელიც აგრეთვე ADB-ის მხარდაჭერით განხორციელდება.

]]>
18-04-2018 20:23 +0400
„ვითიბი“ ბანკი 12 ათასამდე პრობლემურ მსესხებელს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების საშუალებას აძლევს  http://rustavi2.ge/ka/news/101865

„ვითიბი“  ბანკი 12 ათასამდე პრობლემურ მსესხებელს, საშუალებას აძლევს ბანკის მიმართ ვალდებულებების სრულად ანულირება, დისკონტის მეშვეობით მოახდინონ და გაიუმჯობესონ მიმდინარე საკრედიტო ისტორია.

აქციის პერიოდში სესხზე ვადაგადაცილების ჯარიმა და საურავების მოთხოვნაც გაუქმდება.

პროექტი ორი თვე, 16 აპრილიდან 15 ივნისამდე გაგრძელდება, ის ერთჯერადი იქნება და აღარ განმეორდება.   

]]>
18-04-2018 19:52 +0400
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა http://rustavi2.ge/ka/news/101759

ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.

საქართველოს  ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გამართული  დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ  2.4292 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.012 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0049 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9886 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0163 ლარი შეადგინა.


]]>
17-04-2018 17:09 +0400
ქვეყნის შიდა ვალი 9 მილიარდიდან 17 მილიარდ 900 ათასამდე გაიზარდა http://rustavi2.ge/ka/news/101700

ფინანსთა მინისტრმა ოპოზიციის ბრალდებას შიდა ვალის ზრდასთან დაკავშირებით პასუხი არ გასცა. თუ 2012 წელს სახელმწიფო ვალი 9 მილიარდი იყო, წელს 17 მილიარდ 900 ათასამდე გაიზარდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოსახლეობისა და ქვეყნისთვის ეს მძიმე ტვირთია, თანხა კი სწორი პოლიტიკის შემთხვევაში უნდა მცირდებოდეს. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ თანხას მთავრობა არამიზნობრივად ხარჯავს, რის გამოც ამ ვალის გადახდა მძიმე სოციალურ პირობებში ისევ მოსახლეობის ჯიბიდან მოხდება.

ოპოზიციას ეთანხმებიან ექსპერტებიც.  საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა სადაც ბიუროკრატიული ხარჯები მაღალია, ექსპერტების აზრით ეს ზრდის რისკს რომ მთავრობის მიერ სესხად აღებული თანხები არაეფექტურად იხარჯება.

უმრავლესობაში კი ოპოზიციას ახსენებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ვალთან ერთად იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტიც. ქართულ ოცნებაში იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელზეც თანხა იხარჯება.


ოფიციალური მონაცემებით დღეისათვის საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 14 მილიარდი ლარია, საშინაო კი თითქმის ოთხი. პოლიტიკოსების გათვლებით საპროცენტო განაკვეთი რომლის გადახდაც ქვეყანას მოუწევს, ამ თანხის დაახლოებით 10 პროცენტია
 

]]>
16-04-2018 20:47 +0400
ფინანსთა მინისტრის მწვავე კრიტიკა და ბანკების წარმომადგენლების შერბილებული ტონი-შეხვედრა სამინისტროში http://rustavi2.ge/ka/news/101699

ფინანსთა მინისტრი ბანკირებს შეხვდა. ეს იყო პირველი შეხვედრა მამუკა ბახტაძის იმ ხმაურიანი განცხადების შემდეგ, როდესაც მან თქვა, რომ ბანკები საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას ამუხრუჭებენ.

გასულ კვირას ბანკების ხელმძღვანელების შეფასებები ბევრად უფრო მწვავე იყო. დღეს ფინანსთა მინისტრის მძიმე ბრალდებების მიუხედავად მათ მამუკა ბახტაძისთვის კამერების წინ პასუხის გაცემა აღარ ისურვეს.

მას შემდეგ რაც ფინანსთა მინისტრმა ბანკები მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო გააკრიტიკა, საფინანსო სექტორი და მამუკა ბახტაძე შეთანხმდნენ, რომ ბანკები მეწარმეებს მცირე და საშუალო ბიზნესის დასაწყებად სესხებს მისცემენ. ბიზნესის დასაწყებად საწყის კაპიტალს სახელმწიფო გამოყოფს , დანარჩენ თანხას თუ მეწარმე ბანკისგან მიიღებს. ვის როდის და რა პირობებით შეეძლებათ სესხების აღება, ეს დეტალები ჯერ უცნობია.

ბანკების წარმომადგენლებს დღეს მთავრობის კრიტიკისგან თავის დაცვა არ უცდიათ, თუმცა ფინანსთა მინისტრს მკაცრ ტონს ექსპერტები უწუნებენ. საბანკო სექტორის სპეციალისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მსგავსი თემები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენოს.

]]>
16-04-2018 20:45 +0400
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას მხარს უჭერს - ქუმსიშვილი http://rustavi2.ge/ka/news/101655

საქართველოს მთავრობამ სავალუტო ფონდის მისიასთან ერთად ახალი გაფართოებული დაფინანსების პროგრამის ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა.

მთავრობის წარმომადგენლები პოზიტიურად აფასებენ ფონდთან თანამშრომლობას და აცხადებენ რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. მთავრობის წევრები იმედოვნებენ, რომ ამ პროგრამის დასასრულს ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება გაცილებით უკეთესი იქნება.

„მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას.

მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა მიმართულია ადამიანური რესურსების მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენებაზე, კერძო სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი მხარდაჭერაზე, ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასა და მოსახლეობისთვის ეფექტიანი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფაზე“-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი 2017 წლისთვის გაწერილი გეგმის შესრულებაზე საუბრობს. მერსედეს ვერა მარტინის თქმით, საქართველოსთვის გაფართოებული დაფინანსების გამოყოფა მოხდება. 

„შევთანხმდით გაფართოებული დაფინანსების პროგრამაზე. აღმასრულებელი ორგანო ივნისში განიხილავს ანგარიშს და ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი თანხების გამოყოფა. პროგრამის განხორციელების პროცესი დამაკმაყოფილებელია, ყველა კრიტერიუმი შესრულდა, წინ მიდის რეფორმების პროგრამაც, 2017 წლისთვის დაგეგმილი ყველა დავალება შესრულებულია“- საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი მერსედეს ვერა მარტინი.  

]]>
16-04-2018 12:55 +0400
ანტისაბანკო განწყობები პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია - გიორგი ქადაგიძე ფინანსთა მინისტრს აკრიტიკებს  http://rustavi2.ge/ka/news/101653

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ფინანსთა მინისტრის ინიციატივას აკრიტიკებს, რომელიც თავის მხრივ ბანკების წინააღმდეგ გამოდის და საფინანსო სფეროსთვის დამატებით რეგულაციებს ითხოვს.

გიორგი ქადაგიძე არ ეთანხმება მამუკა ბახტაძის რიტორიკას და აცხადებს, რომ ბანკები ღარიბ ქვეყნებში როგორც წესი არავის უყვარს.

„ის, რომ ღარიბ ქვეყანაში ბანკები არ უყვართ, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. საქართველოზე გაცილებით უფრო განვითარებულ ქვეყნებში ანტისაბანკო განწყობები არის პოლიტიკური დღის წესრიგის  მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.  მთავარი კითხვები რომელიც უნდა დაისვას არის, რატომ ვერ ხერხდება ეკონომიკური ზრდის ქართული ოჯახების ჯიბეებზე ასახვა. რატომ ვერ ხერხდება, რომ საშუალო ფენა ძალიან მცირე ტემპით იზრდება. და რატომ ვერ ხერხდება,რომ  ჩვენ ვერა და ვერ დავძლიეთ სიღარიბე,“-განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი ფინანსების და საბანკო საქმის მიმართულებით გიორგი ქადაგიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების წარმომადგენელი გიორგი კეპულაძე ლი პოლიტიკოსებს მოუწოდებს განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკის საკმაოდ ძლიერ სექტორს.

„რომლისთვისაც პრობლემების შემქნა შეიძლება გადაიზარდოს ეკონომიკისთვის პრობლემებში,“-განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ფინანსთა მინისტრი კი კვლავაც აცხადებს, რომ ბანკები ეკონომიკისთვის ერთგვარ მუხრუჭად გადაიქცნენ.

]]>
16-04-2018 12:38 +0400
ფინანსთა მინისტრი ბანკების წინააღმდეგ - საპარლამენტო უმრავლესობა კომერციული ბანკებისთვის ახალ რეგულაციებს განიხილავს http://rustavi2.ge/ka/news/101510

ფინანსთა მინისტრი ბანკების წინააღმდეგ - მამუკა ბახტაძემ დღეს აღარ დააკონკრეტა, რატომ მიიჩნევს, რომ საბანკო სისტემა ეკონომიკის მუხრუჭია.  გუშინდელ პრეზენტაციაზე ბახტაძე ამბობდა, ბიზნესის დასაწყებად მეწარმეებს ბანკები არც შანსს და არც სესხს აძლევენ, რაც ქვეყნაში პრობლემად იქცა.

მამუკა ხაზარაძე მამუკა ბახტაძეს არ ეთანხმება და ფინანსთა მინისტრს ახსენებს, რა როლი აქვთ ქართულ ბანკებს ქართული ბიზნესის განვითარებაში.

პოლიტიკური პარტიების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ახლა იმას იწუნებს, რასაც ხელი თავად შეუწყო. გამოსავალი კი ეკონომიკის ზრდაშია, რომელიც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

ფინანსთა მინისტრი დღეს არ ყოფილა ერთადერთი, ვინც საბანკო სექტორი გააკრიტიკა. პარლამენტის წევრებმა დღეს ბანკები მევახშეებს შეადარეს და ამ საფინანსო ინსტიტუტებისთვის ახალი რეგულაციების დაწესება მოითხოვეს.

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთების შემცირება არა ხელოვნური ჩარევით არამედ მზარდი ეკონომიკით უნდა მოხდეს.

ფინანსთა მინისტრმა ბანკები იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი დამწყებ ბინზესმენებს კრედიტებს არ აძლევენ. მთავრობა ამბობს, რომ ამ გამოსავალი უკვე მოძებნა. ის საერთაშორისო დონორებიდან ფულს მოიზიდავს, დანარჩენს ბიუჯეტიდან გამოყოფს და მეწარმეებს ბიზნესის დასაწყებად მისცეს.

სტარტაპების პროგრამას საქართველოს მთავრობა ბანკების გარეშე ვერ განხორციელდება, ამიტომ ფინანსთა მინისტრი საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრას მომავალ კვირას გეგმავს.

]]>
13-04-2018 21:35 +0400
ოპოზიცია ხელისუფლებას სახელმწიფო ვალის ზრდის გამო აკრიტიკებს, ფინანსთა მინისტრი კი ბრალდებებს არ პასუხობს http://rustavi2.ge/ka/news/101515

ოპოზიცია ხელისუფლებას სახელმწიფო ვალის მნიშვნელოვანი ზრდის გამო აკრიტიკებს. თუ 2012 წელს სახელმწიფო ვალი 9 მილიარდი იყო, წელს 17 მილიარდ 900 ათასამდე გაიზარდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოსახლეობისა და ქვეყნისთვის ეს მძიმე ტვირთია,.

ოპოზიციის წევრების თქმით, თანხას მთავრობა არამიზნობრივად ხარჯავს, რის გამოც ამ ვალის გადახდა მძიმე სოციალურ პირობებში ისევ მოსახლეობის ჯიბიდან მოხდება.

ექსპერტების აზრით, მაღალი ბიუროკრატიული ხარჯები ზრდის რისკს, რომ მთავრობის მიერ სესხად აღებული თანხები არაეფექტურად იხარჯება.

რატომ იზრდება საგარეო და საშინაო ვალი - ამ შეკითხვას ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თავი აარიდა.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ოპოზიციას ახსენებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ვალთან ერთად მთლიანი შიდა პროდუქტიც იზრდება.

ოფიციალური მონაცემებით, დღეისათვის საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 14 მილიარდი ლარია, საშინაო კი, - თითქმის, ოთხი.

 

]]>
13-04-2018 20:40 +0400
კომერციული ბანკები ფინანსთა მინისტრს პასუხობენ და მის განცხადებას არ ეთანხმებიან http://rustavi2.ge/ka/news/101502

კომერციული ბანკები ფინანსთა მინისტრს პასუხობენ. განცხადება, რომლითაც მამუკა ბახტაძემ მეწარმეობის და ბიზნესის შეფერხების მიზეზად მაღალპროცენტიანი სესხები დაასახელა, ბანკები არ ეთანხმებიან.

ბანკების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქართულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთი რეგიონში ყველაზე დაბალია. მათი თქმით, ეკონომიკის, დაახლოებით, 60%-ს ბანკები აფინანსებენ.

„ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე ქართულ საბანკო სისტემაზე გადადის. მე დაგისახელეთ ციფრი, მარტო „თიბისი ბანკის“ მონაცემებით სამ მილიარდ ნახევარი გვაქვს ჩვენ ინვესტირებული მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებში ქართულ კომპანიებში. ამას ვაგრძელებთ. მე ვერ გეტყვით, რატომ ვიღებთ ასეთ განცხადებას. მე ერთი რამ ვიცი, რომ საბანკო სისტემა არის სენსიტიური თემა. თუ ჩვენ ვართ საბაზრო ეკონომიკაში, საბაზრო ეკონომიკა ნიშნავს თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოს. ქვეყანაში უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი, ქვეყანაში უნდა განვითარდეს ის ადგილები, სადაც ალტერნატიული დაფინანსებები შეიქმნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი. საბანკო სისტემა არის საკრედიტო ინსტიტუტი და ნუ მოვთხოვთ, მას ყველაფრის დაფინანსებას,“- განაცხადა "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, კახა კიკნაველიძე ამბობს, რომ სტარტაპების დაფინანსება პრობლემურია ბანკებისთვის. მისივე თქმით, ამის მიუხედავად, საქართველოს ბანკი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მათ შორიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში.

მამუკა ბახტაძემ ეკონომიკის განვითარების ინიციატივა დღეს ჟურნალისტებს გააცნო, თუმცა გუშინდელი განცხადების დეტალების დაკონკრეტება დღეს აღარ ისურვა. 

 

]]>
13-04-2018 18:20 +0400
სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას ოპოზიცია აკრიტიკებს, რისკებზე მმართველი გუნდიც საუბრობს http://rustavi2.ge/ka/news/101501

სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის ფინანსთა მინისტრის მიერ დაანონსებას, პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებები მოჰყვა. ოპოზიცია ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებს და არ გამორიცხავს, რომ რეფორმა მარცხისთვის იყოს განწირული, ამის მაგალითად პარტიებს ე.წ. იაფი ფულისა და აგოსესხების პროექტები მოჰყავთ.

„ფინანსთა მინისტრის ბოლო განცხადებები არის უპასუხისმგებლო და პოპულისტური. ის, რომ ხალხის ფულით ჩინოვნიკი წყვეტს, ვის მისცეს რა რაოდენობის თანხა და რატომ. ასეთი პროგრამები იყო ყოველთვის, ე.წ. იაფი ფული ფულის პროგრამა, მათ შორის, ამ ხელისუფლების დროს, აგროსესხები, რომლის პროგრამაც ჩავარდა,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

„ახალ პოლიტიკურ ცენტრ - გირჩში“ ამბობენ, რომ სტარტაპის პროექტები ყოველთვის მაღალი რისკის შემცველია და თანხები იფლანგება.

„რაღაცა ტიპის პროექტები, რომელსაც ეძახიან სტარტაპებს, რომელიც თითქოს, კარგად ჟღერს და, თითქოს, რაღაც სასწაულს მოახდენს ქვეყანაში, დააფინანსებენ ჩვენი ქვეყნის გაჭირვებული მოსახლეობისთვის გადასახადის სახით წართმეული ფულით,“- განაცხადა „გირჩის“ თავმჯდომარემ, ზურა ჯაფარიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის დაანონსებული რეფორმა ერთ-ერთი გამოსავალია, თუმცა მას ახლავს რისკები. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, რისკების დასაძლევად მას გამჭვირვალე მმართველობა სჭირდება.

]]>
13-04-2018 18:14 +0400
ფინანასთა მინისტრი მაღალპროცენტიან სესხებზე გაკეთებული განცხადების დეტალებს არ აკონკრეტებს და ახალ რეფორმას აანონსებს http://rustavi2.ge/ka/news/101500

ფინანსთა მინისტრმა ეკონომიკის განვითარების ინიციატივა ჟურნალისტებს გააცნო, თუმცა მამუკა ბახტაძემ გუშინდელი განცხადების დეტალების დაკონკრეტება აღარ ისურვა, როდესაც მან აღნიშნა, რომ მეწარმეობის და ბიზნესის შეფერხების მიზეზად მაღალპროცენტიანი სესხები დაასახელა.

ფინანსთა მინისტრმა სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა დაანონსა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის იგეგმება ახალი პროექტების შეთავაზება.

ბახტაძის განცხადებით, რეფორმის მთავარი მიზანია სიღარიბის დაძლევა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობდეს არცერთი კონკურენტუნარიანი პროექტი არ განხორციელდება იმიტომ, რომ ბანკებისგან შესაბამისი ფინანსური მექანიზმი არ არსებობს.

„დღეს ჩვენ გვაქვს ის მოცემულობა, რომ პროექტები, იდეები ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება იმ მიზეზის გამო, რომ წვდომა სასტარტო კაპიტალზე არის გართულებული, აქედან გამომდინარე, ჩვენი სასტარტო კაპიტალის რეფორმის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობდეს არანაირი წინაღობა იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი პროექტები და იდეები განხორციელდეს ჩვენს ეკონომიკაში,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

]]>
13-04-2018 18:09 +0400
პროდუქტები გაძვირდა - სიის სათავეში ხილი და ბოსტნეულია http://rustavi2.ge/ka/news/100725

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადასტურებს, რომ ცხოვრება გაძვირებულია. სიის სათავეში ხილი და ბოსტნეულია. ოფიციალური მონაცემებით, გასული წელთან შედარებით, ხილის ფასი ქართულ ბაზარზე 25%-ით გაიზარდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბოსტნეულის ფასმა 7%-ით მოიმატა. ფასის მატებას ადასტურებენ ბაზრებშიც, სადაც ამბობენ, რომ ზოგიერთი დასახელების პროდუქტზე ფასების არა 25%-ით, არამედ 50%-ით გაზარდეს.

მყიდველები კი აცხადებენ, რომ რომ სიძვირის გამო, სახლში ყოველდღიურად სულ უფრო ნაკლები პროდუქტით ბრუნდებიან.

ოფიციალური მონაცემებით, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს, ბოლო წლის განმავლობაში, ხორცპროდუქტები 4-ნახევარი, თევზეული კი 3%-ით გაძვირდა. გასულ წელთან შედარებით, 5%-ით არის მომატებული რძის პროდუქტების ღირებულებაც.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში კიდევ 11%-ით გაიზარდა თამბაქოს ფასი, 1%-ით კი ალკოჰოლური სასმელების, გაიაფებულია შაქარი და ტკბილეული.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალი მონაცემებით, მოიმატა კომუნალურმა გადასახადებმა, წყლის ფასი - 8%-ით გაძირდა, დენისა და ბუნებრივი აირის ღირებულებამ კი - 5-ნახევარ პროცენტამდე მოიმატა.

ეკონომისტები განმარტავენ, რომ ფასების ზრდა არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და ეროვნული ვალუტის კურსის ხშირ ცვლილებას უკავშირდება.

 

]]>
10-04-2018 21:58 +0400
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში იმყოფება http://rustavi2.ge/ka/news/101234

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი არაბთა გაერთიანებული საემიროებში იმყოფება. დიმიტრი ქუმსიშვილი არაბ კოლეგას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ვაჭრობის მოცულობისა და საინვესტიციო პროექტების გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები.

8 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც საინვესტიციო პროექტების გაზრდას გულისხმობს.

„მოხიბლული ვარ და ვაფასებ იმ ცვლილებებს, რაც თქვენს ქვეყანაში ხორციელდება, თუ როგორი გახსნილია თქვენი ქვეყანა ინვესტიციების მოზიდვის მხრივ. ამ ყველაფრის ფონზე შექმნილი სურათი ძალიან პოზიტიურია და ოპტიმისტურად ვართ განწყობილები მომავალი თანამშრომლობის მიმართ,“ - აღნიშნა არაბთა გაერთიანებული საემიროების ეკონომიკის მინისტრმა, სულტან ბინ საეედ ალ მანსურმა.

განცხადება გააკეთა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ ვაჭრობის მოცულობის გაზრდაზე, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებობს და ასევე ინვესტიციების მოცულობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაერთიანებულ არაბთა საემიროებიდან არის შემოსული,“ - განაცხადა დიმიტრო ქუმსიშვილმა.

]]>
10-04-2018 19:24 +0400
ეროვნულ ბანკში საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის გამკაცრებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე იმსჯელეს http://rustavi2.ge/ka/news/100907

ეროვნული ბანკის საკასო ოფისში, მარეგულირებელსა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მთავარი საკითხი პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები იყო, რომელიც საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

საუბარი შეეხო მიმდინარე ეკონომიკურ საკითხებსაც.

]]>
05-04-2018 19:12 +0400
საგადასახადო ინიციატივები - ფინანსთა მინისტრი ბიზნესმენებს შეხვდა http://rustavi2.ge/ka/news/100896

საგადასახადო კუთხით დაგეგმილი ცვლილებები ფინანსთა მინისტრმა ბიზნესმენებს გააცნო.

მამუკა ბახტაძის თქმით, შემცირდება ბიუროკრატიის დონე. პარალელურად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები კონკრეტული შეღავათებითაც ისარგებლებენ.

„ეს შეეხება ყველა საგადასახადო დოკუმენტის გაუქმებას რაც კი დღეს არსებობს საგადასახდო ორგანოებსა და მეწარმეებს შორის ამის სანაცვლოდ შემოღებული იქნება ერთი საბუთი. არარეზიდენტი კომპანიები და ინვესტორები შეძლებენ კომპანიების გახსნასა და მართავს ონლაინ რეჟიმში“- აცხადებს ბახტაძე.

]]>
05-04-2018 16:38 +0400
ფინანსთა სამინისტროს სამი ახალი ინიციატივა - ბახტაძე მეწარმეების წახალისებაზე საუბრობს  http://rustavi2.ge/ka/news/100813

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ახალ საგადასახადო ინიციატივებთან დაკავშირებით ბრიფინგზე ისაუბრა.

ფინანსთა მინისტრის შეფასებით, სამინისტროს სამი ახალი ინიციატივა, ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას და მცირე მეწარმეებს წაახალისებს.

მეწარმე ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისგან თავისუფლდება და 5 დოკუმენტის ნაცვლად ერთი გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტით იმოქმედებს.

"ჩვენ მიერ მომზადებული ინიციატივების შედეგად, კიდევ უფრო წავახალისებთ საქართველოში მეწარმეობას, შევქმნით დამატებით სამუშაო ადგილებს, გავამარტივებთ საგადასახადო ადმინისტრირებას და ამავე დროს ჩავუყრით ძალიან მნიშვნელოვან საფუძველს, რომ კიდევ უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში“, - განაცხადა ბახტაძემ.

]]>
04-04-2018 19:03 +0400
მთავრობა ახალი საგადასახადო ინიციატივების განხორციელებას აპირებს http://rustavi2.ge/ka/news/100772

მთავრობა ახალი საგადასახადო ინიციატივების განხორციელებას აპირებს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ინიციატივა სამი რეფორმისგან შედგება. პრემიერის განცხადებით, ცვლილებებით მეწარმე ზედმეტი პროცედურებისგან გათავისუფლდება.

„მეწარმე თავისუფლდება ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისგან და ნაცვლად ხუთი საგადასახადო დოკუმენტისა, რომელიც დღეს დგება მეწარმის მიერ, ერთი გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი იქნება. მაქსიმალურად ვამარტივებთ პროდუქციის შესყიდვას ადგილობრივი მეწარმეებისგან, სოფელში მცხოვრები ადამიანებისგან და მცირე ფერმებისგან. ასევე ფინანსთა მინისტრის ინიციატივა საშუალებას მისცემს უცხოელ ინვესტორებს, ონლაინ რეჟიმში დაარეგისტრირონ კომპანიები ჩვენს ქვეყანაში, გახსნან ანგარიშები ჩვენს საბანკო სისტემაში, ასევე, ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ კომპანიის მართვა ფიზიკურად მათი აქ ყოფნის გარეშე,"-განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

]]>
04-04-2018 12:28 +0400
მარტში ტურისტების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა http://rustavi2.ge/ka/news/100710

2018 წლის მარტში საქართველოში ტურისტების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 33%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 13,2%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელდა, ასევე გაზრდილია ევროკაშირის ქვეყნების მიმართულებიდან ჩამოსვლების რაოდენობაც.

„მნიშვნელოვანია, რომ ტურისტები, რომლებიც 24 საათით და მეტით ჩერდებიან საქართველოში, რომლებიც ქმნიან დამატებით სამუშაო ადგილებს და არის სავალუტო შემოსავლების წყარო, თუ იანვარში მათი რაოდენობა 23%-ით იზრდებოდა, თებერვალში - 27%-ით, უკვე მარტში 33%-იანი მატება გვაქვს,“ - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

 

 

 

 

]]>
03-04-2018 18:55 +0400
ლარის აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარება გრძელდება http://rustavi2.ge/ka/news/100697

ლარის აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარება გრძელდება. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გამართული დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.3929 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4052 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0123 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9418 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9649 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0231 ლარი შეადგინა.

]]>
03-04-2018 17:13 +0400
"სკოუპმა" "ქართული ლუდის კომპანიას", ბიზნესრისკის მიხედვით, BB რეიტინგი მიანიჭა http://rustavi2.ge/ka/news/100694

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია "სკოუპმა" "ქართული ლუდის კომპანიას" ბიზნესრისკის მიხედვით BB - მინუს ფინანსური რისკის მიხედვით BB რეიტინგი მიანიჭა.

საკრედიტო რეიტინგი კომპანიას ეკონომიკურად სტაბილური და მზარდი წარმოების, დადებითი საკრედიტო ისტორიისა და კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხის გამო მიენიჭა.

"ქართული ლუდის კომპანიის" წარმომადგენლები საქართველოს ბაზარზე ლარის ობლიგაციებსაც გამოუშვებენ.

]]>
03-04-2018 16:36 +0400
"2 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შემოვიდა ტურიზმის გზით საქართველოში" - პრემიერი http://rustavi2.ge/ka/news/100281

2017 წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 7 მილიონ 554 936 ვიზიტორი შეადგინა. ვიზიტორების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 18.8%-ითაა გაზრდილი. საზოგადოებას ტურიზმის სფეროს სტატისტიკა დღეს ქვეყნის პრემიერმა და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა წარუდგინეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ 2018 წელი  დასრულდება რიცხვით, რომელიც 8 მილიონს გადააჭარბებს. რაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ტენდენციაა და ასევე კარგია ის, რომ  2 მილიარდ 700 მილიონი  დოლარი შემოვიდა ტურიზმის გზით საქართველოში,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

]]>
29-03-2018 15:50 +0400
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა http://rustavi2.ge/ka/news/100105

ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გამართული დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4266 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4298 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0114 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0130 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.


]]>
27-03-2018 17:21 +0400
ოპოზიციაში კომპანია RMG-ის მიერ ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალზე საუბრობენ http://rustavi2.ge/ka/news/99949

კომპანია RMG ეკოლოგიის, ადგილობრივების ჯანმრთელობისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გარდა, ბიუჯეტსაც აზარალებს - ოპოზიციაში ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალზე საუბრობენ.

2015 წლისთვის კომპანიას 16 მლნ. ლარი უნდა გადაეხადა. თუმცა, მთავრობას კიდევ ერთხელ სთხოვა, 2021 წლამდე გადაეწია ანგარიშის წარმოდგენის ვადაც და შესაბამისად, ამ 16 მლნ-ის გადახდაც.

უკვე 2017 წლის ოქტომბრისთვის სამართლებრივი აქტის ფორმულირება შეიცვალა და სიტყვა ერთჯერადი იქიდან საერთოდ გაქრა. საყდრისის კომიტეტში ფიქრობენ, რომ ეს არ იყო შემთხვევითი და არც ის სჯერათ, რომ კომპანიას არ ჰქონდა შესაბამისი ფინანსები.

გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას წიაღისეულის სააგენტოს უფროსმა ხელი 14 მარტს მოაწერა. 20 მარტს გამართულ აუქციონზე კი სამთო ჯგუფთან დაკავშირებული RMG მზად იყო 16 ჰექტარი ტყის იჯარაში 10 წლის განმავლობაში 50 მლნ. ლარამდე გადაეხადა.

ეკონომიკის სამინისტროდან მიღებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ კავკასიის სამთო ჯგუფთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებით არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობა. ასევე, წერია, რომ "ჯორჯიან მაინინგთან" დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.

"ჯორჯიან მაინინგ კორპორეიშენმა" 15 მარტს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა საჯარო განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მიაღწია შეთანხმებას პარტნიორებთან და რომ ის იწყებს საქართველოში, 87 ათას ჰექტარზე აქტიურ სამუშაოებს. თუმცა, ბიუჯეტში შესატან 43 მლნ. ლარზე კომპანიაც და სახელმწიფოც, ჯერჯერობით დუმს.

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი, ნინო ბურჭულაძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ დღევანდელი მდგომარეობით, 60 მლნ ლარი იზარალა.

ოპოზიციაში ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალის დასტურად 20 მარტს გამართული აუქციონის შედეგები მოჰყავთ, საიდანაც გაირკვა რომ მიწაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ 15 000 ლარად შეაფასა, RMG მზად იყო მილონები გადაეხადა.

ყველა ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ჩვენ RMG-სგანაც შევეცადეთ, საიდანაც განგვიმარტეს, რომ მზად არიან ყველა თემაზე საჯაროდ სასაუბროდ, გარდა ამ კონკრეტული საკითხისა.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

]]>
25-03-2018 22:17 +0400
საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი - დღეს ოცდაათამდე მემორანდუმი გაფორმდება http://rustavi2.ge/ka/news/99671

თბილისში საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობს. დღეს ორ ქვეყანას შორის 30-მდე მემორანდუმს მოეწერება ხელი.

მათ შორის კვების, კვების მრეწველობის, მანქანა დანადგარების წარმოებისა, მშენებლობის, ლოჯისტიკისა და ტურისტული მიმართულებებით.

საქართველო-ბელარუსის ბიზნეს ფორმუში 120-მდე ბელარუსული კომპანია იღებს მონაწილეობას. მემორანდუმები და ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 9 მლნ. დოლარამდეა. ბიზნეს ფორუმი ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.

]]>
22-03-2018 12:44 +0400
15 000-დან 656 ათასამდე - საყდრისში 16 ჰა მიწის ფასი აუქციონის ვადის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიზარდა http://rustavi2.ge/ka/news/99498

საყდრისში 16 ჰექტარი მიწის ფასი აუქციონის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე რეკორდული სისწრაფით გაიზარდა. საწყისმა ფასმა 15 ათასი ლარიდან ცოტა ხანში, თითქმის, 656 ათასს მიაღწია.

ოპოზიცია და საყდრისის კომიტეტი RMG GOLD-ის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. შესაბამისად, RMG GOLD აუქციონზე ექსკლუზიური უფლებით ვეღარ სარგებლობს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი აუქციონს ბოლომდე მიჰყვებიან.  

„ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ის პირდაპირი მკვლელობა, რომელსაც აკეთებს ახლა RMG GOLD მოქალაქეების წინააღმდეგ თავისი დაბინძურებით, ეს გაჩერდეს და რაც მთავარია, ივანიშვილსაც ჰქონდეს  გზავნილი, რომ ისე არ არის ყველაფერი, როგორც მას ჰგონია და შეგვიძლია, ჩვენ კონკრეტული მექანიზმებით შევაჩეროთ მისი უკანონო ქმედებები ამ ქვეყანაში. მივყვებით ბოლომდე ამ პროცესს და დღეიდან პირობებს ვაყენებთ ჩვენ,“ -განაცხადა პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება თანხას, პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაიხსნება სპეციალური ანგარიში, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ თანხის ჩარიცხვა.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიცია გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ 16 ჰა მიწის ფართობის მითვისება ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლოს.

ბოლნისელებისა და დმანისელების პრობლემა არ იყოს მხოლოდ მათი პრობლემა და მოხდეს მათ გარშემო გაერთიანება. ეს არის ის გამოწვევა, რის გარშემოც უნდა გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური პარტია და ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია. ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე კი არა, კატასტროფა ტრიალებს უკვე და ნებისმიერ ბოლნისელს თუ ვკითხავთ, ბოლნისში ცხოვრება  უკვე არის აუტანელი და ვისაც აქვს შესაძლებლობა, გადადის. ამიტომ  ყველგან შევუქმნით დისკომფორტს ივანიშვილს და ასობით მილიონი დამატებითი დოლარისა და ევროს მოპოვების ოქროს სახით და სახლში წაღების საშუალებას აღარ მივცემთ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

 

]]>
20-03-2018 18:34 +0400
ყაზტრანსგაზ-თბილისის წილი იყიდება http://rustavi2.ge/ka/news/99478

ყაზტრანსგაზ-თბილისის წილი იყიდება . საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და "ყაზმუნაიგაზს" შორის ყასტრანგაზ-თბილისში“ წილის გასხვისების შესახებ პრინციპული თანხმობა მიღწეულია - ამის შესახებ განცხადებას, "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ავრცელებს". 

"გარიგების მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელია, საბოლოო იურიდიული დეტალების დაზუსტება, რაც გარიგების გასაფორმებლად გარკვეულ დამატებით დროს მოითხოვს. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ითვალისწინებს რა ამ საკითხის გარშემო არსებულ ფართო საჯარო ინტერესს, გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნული საბოლოო სამართლებრივი პროცესის დასრულების შემდეგ გაავრცელოს ოფიციალური ინფორმაცია გარიგების შესახებ", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.  

შეგახსენებთ, ყაზახური Forbes-ის ცნობით, გარიგების ღირებულება 40 მლნ დოლარია.

]]>
20-03-2018 15:30 +0400
"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს 16 ჰექტარი 15 000 ლარად არ წაიღოს ივანიშვილმა"- ოპოზიცია აუქციონის დასრულებას ელოდება  http://rustavi2.ge/ka/news/99476

ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე დაახლოებით 3 საათი რჩება, რის შემდეგაც გაირკვევა, ვინ გახდება საყდრისში 16 ჰექტარი მიწის მფლობელი.

ოპოზიცია და საყდრისის კომიტეტი RMG GOLD-ის წინააღმდეგ ერთიანდება, შესაბამისად RMG GOLD აუქციონზე ექსკლუზიური უფლებით ვეღარ ისარგებლებს. ოპოზიციის წევრები დილიდან ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებიან და აუქციონის შედეგს ელოდებიან.

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე მოუწოდებს ხელისუფლებას ტექნოლოგიურ მანიპულაციებს თავი დაანებონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია მოითხოვს IT აუდიტს.

„ვაჭრობას მივყვებით ბოლომდე. ფონდი დავაფუძნეთ იმისათვის, რომ რა თანხაც იქნება საჭირო შესაგროვებლად  შემდეგ უკვე ვისაც სურვილი ექნება შეუძლია ფინანსური მონაწილეობა მიიღოს ამ ყველაფერში,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ადგილზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელიაც. მისი თქმით ოპოზიცია გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ 16 ჰექტარი მიწის ფართობი 15 000  ლარად არ გადაეცეს RMG GOLD-ს, რომლის უკან ივანიშვილი დგას.

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს 16 ჰექტარი  15 000 ლარად სახლში არ წაიღოს ივანიშვილმა. რომ დამატებით ასობით მილიონი დოლარი, ევრო თუ ლარი კიდევ არ იშოვოს ხალხის ჯანმრთელობის ხალხზე დმანისსა და ბოლნისში,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

]]>
20-03-2018 15:25 +0400
ფინანსთა მინისტრმა თელავში ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო http://rustavi2.ge/ka/news/99382

ქალაქ თელავში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო. ახალი საგადასახადო ინიციატივა დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს, რომელიც 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება.

ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ხოლო მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით.

ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭვირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში.

პრეზენტაციაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საგადასახადო კოდექსში მომზადებულ რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას. საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში.

]]>
19-03-2018 15:17 +0400
ლარი კვირის ბოლოს მცირედით გაუფასურდა http://rustavi2.ge/ka/news/99240

ლარი კვირის ბოლოს მცირედით გაუფასურდა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინ ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4457 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4438 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0158 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0213 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0055 ლარი შეადგინა.


]]>
17-03-2018 10:03 +0400
„საქართველოს კაპიტალი” საქართველოში 500 მილონი დოლარის ინვესტიციებს განახორციელებს http://rustavi2.ge/ka/news/99047

საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი” მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოში 500 მილონი აშშ დოლარის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

საინვესტიციო თანხებს შორის არის 300 მლნ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები, რომელიც „საქართველოს კაპიტალმა“ წარმატებით განათავსა. ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც არასაფინანსო და არასახელმწიფო, ქართულმა კომპანიამ ევროობლიგაციები გამოუშვა.

„საქართველოს კაპიტალი“ მოზიდული თანხების ინვესტირებას, სწორედ ქართულ კომპანიებში განახორციელებს. მიზანი კი ქართული კომპანიების და იმ სექტორების განვითარებაა, სადაც კონკრეტული კომპანიები ოპერირებენ

„საქართველოს კაპიტალის” სამომავლო გეგმების პრეზენტაციას დღეს პრემიერი დაესწრო.

„ეს წარმატება საქართველოს კაპიტალისა ადასტურებს, რომ  აბსოლუტურად სწორი გეზია აღებული ჩვენი ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

]]>
14-03-2018 18:41 +0400
საყდრისის საბადოს შუაგულში, 16 ჰექტარ ტყის მასივზე აუქციონი გამოცხადდა-სპეციალისტები RMG-ის და სახელმწიფოს შორის კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ http://rustavi2.ge/ka/news/98777

სახელმწიფომ აუქციონზე 16 ჰექტარი არა სასოფლო სამეურნეო მიწა გამოიტანა. ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომელიც საყდრისის საბადოს შუაგულში მდებარეობს და რომელსაც უშუალოდ ემიჯნება ე.წ. სამტრვევი და ციანიდის მოედანი, სადაც მადნის დამუშავება ხდება. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტერიტორიის ნაწილი კომპანიას უკვე მითვისებული აქვს და ახალი აუქციონი ქონების მართვის სააგენტოსა და RMG-ის ერთობლივი ფიქციაა. მიწის იჯარის საწყისი ფასი 15 000 ლარია რაც ეჭვს გარიგების შესახებ უფრო აღრმავებს.

ოპოზიციის განმარტებით სახეზეა პოლიტიკური კორუფციის კლასიკური შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს მხარდაჭერით და მხოლოდ მიზერული ხარჯებით, კონკრეტული კომპანია მილიონების შოვნას აპირებს.

საყდრისის დაცვის კომიტეტში ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში ქონების მართვის სააგენტო მსგავსი სქემით RMG-თვის გადასაცემად კიდევ ერთი მიწის ნაკვეთის ამზადებს, ამჯერად 17 ჰექტარის ოდენობით.

ავტორი: მიშა სესიაშვილი.

]]>
11-03-2018 21:43 +0400
რა გამოწვევებს აწყდება ბიზნესი სასამართლოში - კონფერენციაზე ბიზნეს სექტორისა და სასამართლოს წარმომადგენლები მსჯელობენ http://rustavi2.ge/ka/news/98391

რა გამოწვევებს აწყდება ბიზნესი სასამართლოში - ამ საკითხზე ბიზნეს სექტორისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები კონფერენციაზე საუბრობენ.

შეხვედრა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ინიციატივით მიმდინარეობს. მთავარი გამოწვევები, რაზეც ბიზნესმენები ამახვილებენ ყურადღებას, გაჭიანურებული ბიზნესდავები და არაკვალიფიციური მოსამართლეები არიან.

„უნდა ვისაუბრო მოსამართლეთა არაკომპეტენტურობაზე, ეს სამწუხარო რეალობაა, ამას ვერავის დავაბრალებთ. უფრო მეტი უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, რომ მეტი პრაქტიკა ჰქონდეთ მოსამართლეებს,“- განაცხადა კომპანია ”გრანდის” დამფუძნებელი, დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ივა ჭყონიამ.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე კი ამბობს, რომ იმის მტკიცება, რომ თუ რომელიმე მხარის მიმართ არ იქნა მისთვის სასურველი განაჩენი გამოტანილი, ეს ბიზნესზე ზეწოლაა, არის სპეკულაცია. მისი შეფასებით, სასამართლო დამოუკიდებელია.

]]>
06-03-2018 12:49 +0400
ბათუმში ფინანსთა მინისტრმა მცირე მეწარმეებს ახალი საგადასახადო ინიციატივა გააცნო http://rustavi2.ge/ka/news/98325

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ბათუმში მცირე მეწარმეებს ახალი საგადასახადო ინიციატივა გააცნო. ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი 120 000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. 

ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე, ნაცვლად დღემდე არსებული 100 000 ლარისა.

მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 1 %-იანი განაკვეთით, ნაცვლად 5 %-ისა.

]]>
05-03-2018 15:32 +0400
"საქართველოს ეკონომიკა საგარეო შოკიდან გამოსვლას განაგრძობს“- კობა გვენეტაძე http://rustavi2.ge/ka/news/98041

ეროვნულ ბანკში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. კომიტეტის მთავარი მიზანი ქვეყანაში ფასების სტაბილურობის მიღწევა და ეკონომიკური აქტივობის წახალისებაა.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ქვეყანაში გაცემული სესხების ოდენობა კრიტიკულ ზღვარს არ აღემატება და შესაბმისად დღეს კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონტრ-ციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე დარჩეს.

,,კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება კონტრ-ციკლური ბუფერის უცვლელად, 0%-ზე დატოვების შესახებ. კომიტეტის შეფასებით, მიმდინარე პერიოდში საერთო დაკრედიტების ზრდა შესაბამისობაშია ნომინალური, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან და კურსის ეფექტის გამორიცხვით სესხების წლიური ზრდა 16%-ის ფარგლებშია.
გლობალურად და რეგიონში ვითარების გაუმჯობესების ფონზე საქართველოს ეკონომიკა საგარეო შოკიდან გამოსვლას განაგრძობს“- განაცხადა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

]]>
01-03-2018 15:45 +0400
საქართველო მსოფლიოს მასშტაბით იმ 10 ქვეყანას შორის არის, სადაც ბიზნესის კეთება გამარტივებულია http://rustavi2.ge/ka/news/97446

საქართველო მსოფლიოს მასშტაბით იმ 10  ქვეყანას შორის არის, სადაც ბიზნესის კეთება ყველაზე გამარტივებულია. ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს მეცხრე ადგილი უკავია.

2018 წლის კვლევის შესახებ მონაცემების განხილვა ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთშორისო კვლევით ცენტრში გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს გამოცდილებაზე სასაუბროდ მიწვეული იყო  ამერიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.

გიორგი ციკოლიამ  ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რამაც საბოლოო ჯამში ამ კუთხით საქართველოს წარმატებას ხელი შეუწყო.

,,ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა წინ მიდის რეიტინგების თვალსაზრისით და

საერთო მონაცემი რომ ავიღოთ , საქართველო არის ლიდერი რაც შეეხება დუინგ ინდექსის ბიზნესს. 47 რეფორმა აქვს საქართველოს ჩატარებული და ყველა ადამიანი ვინც დღეს ესწრებოდა ღონისძიებას აღიარებდა თუ რამდენად წინ წაიწია საქართველომ ამ ინდექსში.“-განაცხადა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ამერიკის შეერთებულ შტატებში გიორგი ციკოლიამ.

]]>
23-02-2018 09:43 +0400
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივა მომზადდა http://rustavi2.ge/ka/news/97389

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივა მომზადდა. მცირე მეწარმეები დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით ისარგებლებენ.

„მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა არის აუცილებელი წინაპირობაა, რომლის მიზანი იქნას მიღწეული. აღნიშნული რეფორმა არის ძალიან მასშტაბური. ის ეხება ჩვენს 120 ათას მეწარმეს და მათ უკან მდგომ ადამიანებს,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

]]>
22-02-2018 15:49 +0400
დაგროვებითი პენსია - „ევროპული საქართველო“ ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს http://rustavi2.ge/ka/news/97387

დაგროვებითი პენსიის თემაზე სასაუბროდ „ევროპული საქართველო“ პარლამენტში დიალოგისათვის ფინანსთა მინისტრს, მამუკა ბახტაძეს იბარებს. უმცირესობის წამომადგენლები არ ემხრობიან საპენსიო რეფორმას და მიიჩნევენ, რომ ის მოსახლეობისთვის რისკების შემცველია.

„ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ძალიან დიდ საფრთხეს, რისკს და ზიანს ვხედავთ დაგროვებითი პენსიის რეფორმაში, იმიტომ, რომ ის არაფერს აძლევს დღეს მოქმედ პენსიონერებს და მათთვის სატყუარაა, მეორე მხრივ, ახალგაზრდებში უმუშევრობას გაზრდის,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრები საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძესაც მიმართავენ და საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე მისვლას სთავაზობენ.

გიორგი კანდელაკის თქმით, მიხეილ ჯანელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მზად არის, საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე მივიდეს და კითხვებზე პასუხი გასცეს, ამიტომ „ევროპული საქართველო“ უახლოესი სამი კვირის განმავლობაში მინისტრისთვის სასურველ დროს მისვლას სთავაზობს. 

]]>
22-02-2018 15:44 +0400
2017 წელს საქართველოს პოზიცია კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით გაუარესებულია - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" http://rustavi2.ge/ka/news/97348

2017 წელს საქართველოს პოზიცია კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით გაუარესებულია-ავტორიტეტული ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. "კორუფციის აღქმის ინდექსის" 2017 წლის კვლევაში საქართველოს 56 ქულა აქვს და 46-ე ადგილზეა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 1 ქულით ნაკლებია.

]]>
22-02-2018 09:01 +0400
ფინანსთა მინისტრმა 6 ახალი ინიციატივა წარადგინა http://rustavi2.ge/ka/news/97293

ფინანსთა მინისტრმა დღეს 6 ახალი ინიციატივა წარადგინა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ცვლილებები 120 ათას მეწარმეს შეეხება. ცვლილებების მიხედვით იცვლება დაბეგვრის სისტემა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის, ასევე იგეგმება ადმინისტრირების და მანქანების ექსპორტიორებისთვის არსებული რეგულაციების გამარტივება.

„ერთ-ერთ მასშტაბურ რეფორმას ვიწყებთ და ძალიან კარგი ინიციატივაა ფინანსთა მინისტრის. 120 ათასზე მეტ მეწარმეს შეეხება ეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. მეწარმე აქ ფიზიკური პირები იგულისხმება და საუბარია 5-ჯერ განაკვეთის შემცირებაზე, 5%-ნდა 1%-მდე და მოიცავს იმ კომპანიებს, რომლებიც თუ ადრე იყო 100 ათას ლარამდე ბრუნვა, 500 ათას ბრუნვის მქონე კომპანიებს მოიცავს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

განცხადება ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

„დღეს არსებული რეჟიმი ითვალისწინებს 5%-იან გადასახადს ბრუნვიდან და ეს ნიშნული ჩამოგვყავს 1%-მდე. ამასთან ერთად, ვზრდით ჩვენ იმ თანხის მოცულობას 100 ათასიდან 500 ათას ლარამდე და შესაბამისად, ყველა ინდივიდუალური მეწარმე, რომლის შემოსავალიც არ იქნება სრულად 500 ათასი ლარზე, შეძლებს რომ ისარგებლოს აღნიშნული შეღავათიანი რეჟიმით,“ - აცხადებს მამუკა ბახტაძე.

 

 

]]>
21-02-2018 15:33 +0400
ტელეკომპანია "იბერიას" შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას http://rustavi2.ge/ka/news/97227

ტელეკომპანია იბერიას შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას.

ამის შესახებ ომეგა ჯგუფ თამბაქოს გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა, განაცხადა.

საუბარია ბოლო პერიოდში ომეგა ჯგუფისთვის მიყენებულ 100 მილიონიან ზარალზე, რომელმაც შესაძლოა, მაუწყებლობაში პრობლემა ტელეკომპანია იბერიასაც შეუქმნას.

ცოტა ხნის წინ იბერიას ეთერშიც გაკეთდა განცხადება, რომ მათ აქვთ ვარაუდი, რომ ტელეკომპანიას ფინანსურ პრობლემებს ხელისუფლება უქმნის. 

ლევან აღდგომელაშვილის თქმით, ომეგა ჯგუფს მრავალმილიონიანი დოლარის ღირებულების ზიანი მიადგა British American Tobacco-ს მიერ კონკურენციის კანონებისა და თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის შედეგად.

„ჩვენს კომპანიას მიადგა 100 მილიონი დოლარის ღირებულების ოდენობის ზიანი, მულტინაციონალური კომპანია British American Tobacco-ს მიერ კონკურენციის კანონებისა და თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის შედეგად. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ჩვენი სარჩელი მთლიანად დააკმაყოფილა, მეორე ინსტანციამ ზარალი სცნო, მაგრამ უარყო კავშირი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციასა და ჩვენს ზიანს შორის.

"ტელეკომპანია იბერიის ძირითადი დამფინანსებელი არის ომეგა ჯგუფი და შესაბამისად, ის 100 მილიონი ზიანი, რომელსაც გიღიარებენ, მაგრამ არ გეუბნებიან, რომ ანაზღაურებას ვინმესგან ექვემდებარება, ეს ზიანს აყენებს ფინანსურად არა მარტო ომეგა ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიებს, არამედ მასში შემავალ ტელეკომპანია იბერიასაც,“ - განაცხადა ომეგა ჯგუფის თამბაქოს გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა.

ომეგა ჯგუფის შიგნით არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია აქვს ბიზნესომბუდსმენს.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, მისთვის ცნობილია იმ სასამართლო დავის შესახებ, რომელიც ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიების მხრიდან მიმდინარეობს, თუმცა, ამბობს, რომ არა აქვს ინფორმაცია, რამდენად შეიძლება, დააზარალოს ამ პრობლემებმა ტელეკომპანია იბერია

„მე ვიცნობ ომეგა ჯგუფის საქმეს კონკრეტულ ბიზნესკომპანიებთან მიმართებაში, თუმცა, სხვა საკითხები, რაც შეიძლება, უკავშირდებოდეს, თუნდაც, ტელეკომპანია იბერიაზე ან ომეგა ჯგუფზე ზეწოლას, ასეთი ტიპის საკითხებზე ჩვენ კონსულტაცია არ გვქონია. მათი მხრიდან ამ მიმართულებით საკითხი არ დამდგარა, ამიტომ ასეთი მოქმედებების შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ გვაინტერესებს ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება, შეეხებოდეს სახელმწიფო სტრუქტურების და კერძო ბიზნესის ურთიერთიბას თუ არსებობს არგუმენტები და ფაქტები, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ამაზე გარკვეული მოქმედებები გვექნება,“ - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ. 

]]>
20-02-2018 18:04 +0400
პრეზიდენტი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს http://rustavi2.ge/ka/news/97222

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს.

გიორგი მარგველაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემები თელავში მცირე, საშუალო ბიზნესის და პროფესიული განათლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოისმინა.

პრეზიდენტმა შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მცირე და საშუალო ბიზნესის როლზე და ამ როლის განხორციელებაში პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი განცხადებით, პროფესიული განათლების ხარისხი პირდაპირაა დაკავშირებული მცირე და საშუალო ბიზნესის სამომავლო განვითარებაზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის, განცხადებით, აღნიშნული სფეროს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ყველა იმ პრობლემის გაანალიზება, რომელიც ბიზნესმენების წინაშე დგას.

]]>
20-02-2018 17:08 +0400
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი2019 წელს საქართველოსთვის 25 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს http://rustavi2.ge/ka/news/97025

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს საქართველოსთვის 25 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ საუბარია 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში. ამერიკის საგარეო უწყება კონგრესს შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების, ღირებულებების, დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების უზრუნველსაყოფად  ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ ჩასატარებელი სამუშაოებისთვის 2019 წელს 37 მილიარდ 800 მილიონი დოლარის გამოყოფას სთხოვს. აქედან 25 მილიონი სწორედ საქართველოს ფინანსურ დახმარებაზეა გათვალისწინებული. ბიუჯეტის კანონპროექტში წერია, რომ ფინანსური დახმარება მხარს დაუჭერს საქართველოს მდგრადობას რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ხელს შეუწყობს პროგრესს, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი და ერთიანი ქვეყნის განვითარებაზე, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე. ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპასთან დაახლოებას და წაახალისებს ძლიერ დიპლომატიურ და ეკონომიკურ პარტნიორობას.

]]>
18-02-2018 12:02 +0400
კვირის ბოლოს ლარი მცირედით გაუფასურდა http://rustavi2.ge/ka/news/96954

კვირის  ბოლოს ლარი მცირედით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გამართული გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4641 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4592 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა.

1 ევრო 3.0782 ლარი ღირს მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0691 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0091 ლარი შეადგინა.


]]>
17-02-2018 10:07 +0400
მცირე მეწარმედ ჩაითვლება პირი, რომელსაც შემოსავალი 500,000 ლარი ექნება-ბახტაძე http://rustavi2.ge/ka/news/96940

მცირე და საშუალო ბიზნესზე საგადასახადო შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

საკანონდებლო ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმედ ჩაითვლება პირი, რომელსაც შემოსავალი 500,000 ლარი ექნება. მეწარმეებისთვის მცირდება ბრუნვის გადასახადი და ის 1%-ი იქნება. ახალი საგადასახადო რეჟიმი 120 ათასამდე მეწარმეს შეეხება და 1-ლი ივლისიდან შევა ძალაში.

"მცირე მეწარმის სტატუსს მიიღებს ყველა ადამიანი, რომლის შემოსავალი არ აღემატება ნახევარ მილიონ ლარს. დღეს ეს ზღვარი არის 100 ათასი ლარი და ჩვენ 5-ჯერ ვზრდით. ჩვენ ხუთჯერ ვამცირებთ გადასახადებს ჩვენი მეწარმეებისთვის“- განაცხადა ბახტაძე.

]]>
16-02-2018 19:03 +0400
მესამე სექტორი აუდიტის დასკვნის საფუძველზე პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს http://rustavi2.ge/ka/news/96924

„ეს არ არის, მხოლოდ და მხოლოდ, რიგითი დასკვნა. აქ სავარაუდო კორუფციაზეა საუბარი და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ ამ ფაქტით,“ - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სახელმწიფო აუდიტის დასკვნას.

დღეს გამოქვეყნებული აუდიტის დასკვნის მიხედვით, თბილისის მერიამ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიას განსაკუთრებული პირობები შეუქმნა, რითაც უკონკურენტო გარემოს გამო დედაქალაქის მთავრობამ ფინანსურად იზარალა.

ეკა გიგაური აუდიტის ყოფილი ხელმძღვანელზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობას იხსენებს, როდესაც ლაშა თორდია, სავარაუდოდ, სწორედ ამ კვლევის გამო სცემეს. ეკა გიგაურის თქმით, ამ ფაქტზე პარლამენტს რეაგირება არ მოუხდენია.

„მე არ მაქვს იმედი, რომ ამაზე გამოძიება ჩატარდება, რადგანაც აქ ფიგურირებენ ძალიან გავლენიანი პირები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობთ, უკვე დასამალი აღარაფერი აღარ არის. საზოგადოებამ იცის, რა ხდებოდა ამასთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურმა დასკვნა დადო და ხელიც მოაწერა ამ დასკვნას, შესაბამისად, ახლა ჯერი არის სახელმწიფოზე, რომ მათ გამოიძიონ და კონკრეტული პირები დასაჯონ,“ - განაცხადა გიგაურმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.

„ის გარემოება, რომ აქ როგორც ჩანს, საუბარი არ არის ამ შემოწმების პროცესში მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფაქტზე, არამედ რამდენიმე ფაქტი იყო ასეთი, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს შეიძლება იყოს მათ შორის, ორგანიზებულად, სპეციალურად შექმნილი სისტემა, რომლის შედეგადაც, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება ხდებოდა არა კანონმდებლობის მოთხოვნის საფუძველზე, არამედ ვიწრო ინტერესების გათვალისწინებით,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

]]>
16-02-2018 18:21 +0400
დაგროვებითი პენსიის პროექტი - უმრავლესობაში ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებენ http://rustavi2.ge/ka/news/96918

დაგროვებითი პენსიის პროექტი და განხილვების მეორე დღე პარლამეტში - ფინანსთა სამინისტროს ინიციატივაზე დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ. ოპოზიცია რეფორმას ანტიკონსტიტუციურს უწოდებს.

უმრავლესობაში ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებენ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა განმარტავს, რომ კანონმდებლობაში საბაზისო პენსია გაიზრდება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ აღნიშნული საპენსიო რეფორმა საქართველოს დემოგრაფიული და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმა სიღარიბის აღმოფხვრაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

პარლამენტში მიმდინარე დახურულ შეხვედრას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც კანონპროექტში ასევე, რისკებს ხედავენ.

]]>
16-02-2018 15:58 +0400
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესს ხელისუფლება ვერ უშველის http://rustavi2.ge/ka/news/96894

"ევროპული საქართველოს" მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტიდან მხოლოდ ერთი ინიციატივის არასრულფასოვნად განხორციელება - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მთავრობის ინიციატივას მცირე მეწარმეებთან დაკავშირებით.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, გაუარესებული ეკონომიკური გარემოთი დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესს ხელისუფლება ვერ უშველის.

„კითხვა არის ორი, როდესაც დასაბეგრი ზღვარი აიწია 100 ათასიდან 500 ათას ლარამდე მცირე ბიზნესისთვის, შეეხება თუ არა ეს იმ ძალიან მნიშვნელოვან გადასახადს, როგორიც არის დამატებითი ღირებულების გადასახადი. თუკი მთავრობა აღარ ელის მცირე ბიზნესისგან გადახდილი გადასახადებისგან რაიმე ფისკალურ ეფექტს ბიუჯეტში, რატომ არ განულდა საერთოდ ეს გადასახადი,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

]]>
16-02-2018 12:58 +0400
ოპოზიცია და მესამე სექტორი დაგროვებითი პენსიის რეფორმას ანტიკონსტიტუციურს უწოდებს http://rustavi2.ge/ka/news/96890

დაგროვებითი პენსიის პროექტი და განხილვების მეორე დღე პარლამეტში - ფინანსთა სამინისტროს ინიციატივაზე დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ.

ოპოზიცია რეფორმას ანტიკონსტიტუციურს უწოდებს.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე რამდენიმე პრობლემაზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, დაგროვებითი პენსიის პროექტის განხორცილებას შეაფერხებს.

„პირველი არის ის, რომ დაგროვებული თანხის შენარჩუნების არავითარი შანსი არ არსებობს ამ 20 თუ 40 წლის განმავლობაში, ვინაიდან არ არსებობს მისი ეფექტიანად განთავსების მექანიზმი დღევანდელ საქართველოში... ძალიან მარტივად, რომ ვთქვათ, შეგიძლიათ, რომ მაცივარში იყოს რაღაც ყინული და გარანტია უნდა მოგვცეთ, რომ 40 წლის განმავლობაში ან მატორი არ გადაიწვება ან ფრეონი არ აორთქლდება,“ - განაცხადა გოცირიძემ.  

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ დამსაქმებელს აღნიშნული პროექტი აიძულებს, რომ უარი თქვან 40 წლამდე ადამიანის დასაქმებაზე. ჭიაბერაშვილის თქმით, ამით უფრო მეტად გაიზრდება ახალგაზრდებში უმუშევრობის მაჩვენებელი.

პარლამენტში მიმდინარე დახურულ შეხვედრას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც კანონპროექტში ასევე, რისკებს ხედავენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი განმარტავს, რომ დაგროვებითი პენსიის პროექტით ახალი გადასახადის დაწესება ხდება.

„კონსტიტუციიდან რეფერენდუმზე გატანა არის აუცილებელი ახალი გადასახადის დაწესებისთვის, ამიტომ, ამ მხრივ, აუცილებლად პრობლემები იქნება,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.  

]]>
16-02-2018 12:42 +0400
დაგროვებითი პენსიის პროექტი - ოპოზიცია და არასამთავრობოები რეფორმას ანტიკონსტიტუციურს უწოდებენ  http://rustavi2.ge/ka/news/96853

პარლამენტში დაგროვებითი პენსიის პროექტის  განხილვა დაიწყო. ოპოზიციამ ფინანსთა სამინისტროს ამ ინიციატივას ახალი სავალდებულო გადასახადი უწოდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სავალდებულო საპენსიო გადასახადის დაწესებამდე ხელისუფლებამ აზრი მოსახლეობას უნდა ჰკითხოს.

„ევროპული საქართველოს“ წევრები კანონპროექტს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ, რადგან მათი განცხადებით, დაგროვებით საპენსიო რეფორმაში ჩართვა 40 წლამდე პირებისთვის სავალდებულო იქნება, ანუ მათ ხელფასი უკითხავად ჩამოეჭრებათ.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ოპოზიცია აქცენტს აკეთებს, ინფლაციაა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ არავინ იცის 30-40 წლის შემდეგ დღეს დაგროვებულ თანხას რა მსყიდველუნარიანობა ექნება.

კანონპროექტში რისკებს არასამთავრობო ორგანიზაციებიც ხედავენ. მათი თქმით, რეფორმა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

კრიტიკული კითხვების მიუხედავად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ რეფორმა წარმატებული იქნება.

მთავრობის მიერ წარდგენილ საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა.

დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით მოსახლეობას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

]]>
15-02-2018 21:20 +0400
თანამდებობრივი სარგო მუნიციპალიტეტებში - ოპოზიციის თქმით, შემდეგ არჩევნებამდე ჩინოვნიკების ხელფასი ბიუჯეტს 30 მილიონ ლარამდე დაუჯდება http://rustavi2.ge/ka/news/96491

გორის საკრებულოში მაღალი თანამდებობის პირებს ხელფასი გაეზარდათ. მომდევნო 4 წლის განმავლობაში გორის საკრებულოს თავმჯდომარის, მისი 2 მოადგილის, გორის მერისა და მერის სამი მოადგილის შენახვა გადასახადის გადამხდელებს, ჯამში, 107 000 ლარი დაუჯდებათ.  

ხელფასების მატებას მხარი არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა. მათი თქმით, ხელფასების ზრდა მძიმე სოციალურ ფონზე დაუშვებელია.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ სახელფასო ხარჯი არ გაიზრდება, უბრალოდ, ახალი კანონის თანახმად, ხელფასს ის დანამატი და პრემია დაუმატეს, რის აღებას წელს ისედაც გეგმავდნენ.

საქართველოში სულ 63 მუნიციპალიტეტია, ახალი წესის შესაბამისად ხელფასები დროულად განსაზღვრა მხოლოდ 13-მა საკრებულომ, 7-მა ვადების დარღვევით, ხოლო კიდევ 43-მა საკითხზე მუშაობას ახლაღა იწყებს, რასაც, მაგალითად, თელავის გამგებელი, მხოლოდ მცირე დარღვევად მიჩნევს.

ვადების დაგვიანებით, 31 იანვარს იმსჯელეს ხელფასების მატებაზე ზესტაფონშიც. ბათუმში, საკრებულოში უმრავლესობის შიგნით ჩამოყალიბებული ფრაქციებისა და მერის, მისი მოადგილეებისა და საკრებულოს თავმჯდომარის შენახვა ბიუჯეტს 2022 წლამდე 1 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება. ასევე, მილიონზე მეტი დაუჯდება ხალხს მერისა და „ქართული ოცნების“ შვილობილი ფრაქციების შენახვა რუსთავში.

ოპოზიციის გათვლებით, შემდეგ საარჩევნო ციკლამდე მხოლოდ მმართველი გუნდის შვილობილი ფრაქციების შენახვა და ჩინოვნიკების ხელფასზე ახალდამატებული თანხები ბიუჯეტს 30 მლნ ლარამდე დაუჯდება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს სასამართლოში დაამტკიცოს, რომ 130 შვილობილი ფრაქცია მმართველ გუნდს მუნიციპალურ საკრებულოებში კანონდარღვევით აქვს ჩამოყალიბებული, რადგან ისინი საკრებულოებში ერთიანი პარტიული სიით გავიდნენ და არა საარჩევნო ბლოკის სახით.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

]]>
11-02-2018 22:22 +0400
"ბადაგონში“ არ ჩატარებულა ჩხრეკა, ჩატარდა მხოლოდ საგამოძიებო მოქმედება - ფინანსთა სამინისტრო http://rustavi2.ge/ka/news/96424

"ბადაგონში არ ჩატარებულა ჩხრეკა, ჩატარდა მხოლოდ საგამოძიებო მოქმედება - ამოღება - ფინანსთა სამინისტრო  ყოველგვარი საპროცესო იძულების ღონისძიებების გამოყენების გარეშე," - ეს განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კომპანია ბადაგონის საქმესთან დაკავშირებით საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, თამარ გოდერძიშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა, შპს ბადაგონის წილის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით, კომპანია გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის წარმომადგენლმა საგამოძიებო სამსახურს მიმართა განცხადებით, რომლის შესწავლის შემდგომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე. 

”გამოძიების მიმდინარეობისას, საქართველოს პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა განჩინებები, საგამოძიებო მოქმედების - დოკუმენტების ამოღების და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. 

"მიუხედავად იმისა, რომ განჩინება ითვალისწინებდა შპს ბადაგონიდან 2013 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 თებერვლამდე პერიოდის სრული დოკუმენტაციის ამოღებას, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის საქმიანობა არ შეფერხებულიყო, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პროცესუალური ნორმების სრული დაცვით, ქალაქ თბილისში მდებარე შპს ბადაგონის სათაო ოფისიდან ამოღებულ იქნა მხოლოდ წილის გასხვისებასთან, ინვესტირებასთან, სესხის აღებასთან და აღებული სესხის მიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (სულ ერთი საქაღალდე). კომპანიის ოფისიდან ასევე გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია, რომელიც ამოღებულ დოკუმენტებთან ერთად, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების თანდასწრებით დაილუქა. 

"ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ შპს ბადაგონში არ ჩატარებულა ჩხრეკა, ჩატარდა მხოლოდ საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, ყოველგვარი საპროცესო იძულების ღონისძიებების გამოყენების გარეშე, რა დროსაც კომპანია ბადაგონის წარმომადგენლების მიერ ნებაყოფლობით იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია.

"ხსენებულ საგამოძიებო მოქმდებებს არ გამოუწვევია და ვერც გამოიწვევდა, შპს ბადაგონის საქმიანობის შეფერხებას ან შეჩერებას. ამასთან, გავრცელებული ინფორმაცია საწარმოდან კომპიუტერული ტექნიკის ამოღების, საქმიანობის შეფერხების და ყადაღის დადების შესახებ სიცრუეა. ამ ეტაპზე, ზემოაღნიშნულ საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ცრუ განცხადებები ხელს ვერ შეუშლის საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.  საგამოძიებო სამსახურის საქმინობა ორიენტირებულია სახელმწიფოს, მოქალაქისა და ბიზნესის ინტერესის დაცვაზე,” - აცხადებენ უწყებაში. 

]]>
10-02-2018 17:35 +0400
მარნეულში თბილისიდან ჩასულმა გოგონებმა კენკრის ბაღი გააშენეს http://rustavi2.ge/ka/news/96399

მარნეულში კენკრის ახალი ბაღი გაშენდა. ჟოლოს და მაყვლის ბაღი 7 ჰექტარზე თბილისიდან ჩასულმა გოგონებმა გააშენეს.
 
პროექტი „ქართული კენკრის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. ამხანაგობამ 53,305 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მეურნეობა 3 ქალის სტარტაპია, რომლებმაც გადაწყვიტეს, საქმიანობა სოფლის მეურნეობის მიმართულბით დაეწყოთ და კენკრის ბაღი გააშენეს. ამხანაგობა გეგმავს სამომავლოდ გაშენებულ ბაღის ტერიტორიაზე ბიომეურნეობის სტანდარტის აღებას.
 
„აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ისეთ პროექტებს აფინანსებს, რომელიც რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდასა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

]]>
10-02-2018 13:32 +0400
კვირის ბოლოს ლარი ისევ მცირედით გამყარდა http://rustavi2.ge/ka/news/96395

კვირის ბოლოს ლარი ისევ მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გამართული გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4501 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4621 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.012 ლარი შეადგინა.

1 ევროს ღირებულება კი  3.0031 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0131 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.01 ლარი შეადგინა.


]]>
10-02-2018 10:34 +0400
"ევროპული საქართველო" სახელმწიფო შესყიდვებში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე საუბრობს http://rustavi2.ge/ka/news/96331

ფრაქცია "ევროპული საქართველო" სახელმწიფო შესყიდვებში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე საუბრობს". პარტიის წევრების ინფორმაციით, თბილისის მერია და გამგეობები ტენდერების არასწორი გზით ჩატარებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონებს ფლანგავენ.

"ევროპული საქართველოს" ცნობით, მოლაპარაკებები თბილისის განვითარების ფონდმა იმ კომპანიებთან გააფორმა, რომლებიც „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან.

„სახელმწიფომ 100%-ად დასაზოგი თანხა, დაახლოებით, 20-30 მილიონის ოდენობის, ვერ დაზოგა. არ არსებობს შემთხვევა, როცა აუქციონით ატარებ ტენდერს და 5-15%-ით უფრო დაბალი ფასი არ ფიქსირდება, ვიდრე თავიდანვე გამოცხადებული. ამას ვუკავშირებ პირდაპირ იმას, როცა აღარ მიმდინარეობს ფასით კონკურენცია, ბევრად ადვილია წინასწარ განსაზღვრა გამარჯვებული კომპანიის,“- განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. 

]]>
09-02-2018 12:28 +0400
ქუმსიშვილი, ბეჟუაშვილი, დამენია - „ბადაგონის“ წილებისთვის დავა პოლიტიკურ ბრალდებებში გადაიზარდა http://rustavi2.ge/ka/news/96297

„ბადაგონის“ მფლობელმა ვიცე პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ღვინის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელმა განცხადება გაჩერებულ ქარხანაში მუშებთან ერთად გააკეთა და ასობით ადამიანის სამსახურის გარეშე დარჩენაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

გიორგი სალაყაია ამტკიცებს, რომ ხელისუფლების ხელშეწყობით მისთვის ბიზნესის წართმევას ცდილობენ. დიმიტრი ქუმსიშვილი ბრალდებებს არ პასუხობს. „ბადაგონის“ ხელმძღვანელს ბრალდებების კიდევ ერთი ადრესატის, დავით ბეჟუაშვილის ადვოკატმა უპასუხა.

ბეჟუაშვილი სალაყაიას ბრალდების უარყოფისთვის 4 დღეს აძლევს, ორშაბათს კი, მის წინააღდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართავს

„ბადაგონის“ მფლობელს სასამართლოში კახა დამენიაც უჩივლებს, რომელიც გიორგი სალაყაიამ მის წინააღმდეგ ბეჟუაშვილთან ერთად შეთანხმებულ მოქმედებაში დაადანაშაულა.

მიუხედავად იმისა, რომ "ბადაგონის" წილებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, პარალელურად, არც სამოქალაქო დავის დაწყებას გამორიცხავს ვლადიმერ ჯანჯღავას ინტერესების დამცველი. სწორედ ჯანჯღავას განცხადების საფუძველზე შევიდა ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური „ბადაგონში“.

კომპანიის ყოფილი მეწილე ხვალ ფინანსურ დოკუმენტაციას გაასაჯაროებს, რომლის მიხედვით, ის წლების განმავლობაში „ბადაგონში“ მილიონების ინვესტირებას ახდენდა.

 

ავტორი: ია გულიაშვილი.

 

]]>
08-02-2018 21:27 +0400
მილიონობით ლარის ზარალი ანაკლიასა და განმუხურში - სანაპირო ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად განადგურებულია http://rustavi2.ge/ka/news/96294

მილიონობით ლარის ზარალი ანაკლიასა და განმუხურში - ზღვამ თითქმის მთლიანად გაანადგურა სანაპირო ინფრასტრუქტურა, წაიღო ათობით პალმა და დაანგრია მიმდებარე ნაგებობები. წყალი უკვე ადგილობრივების საცხოვრებლებს ემუქრება. წყლის დონის აწევის ერთ-ერთ მიზეზად, ბიძინა ივანიშვილისთვის ხეების გადატანის სამუშაოები სახელდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სანაპირო ზოლის გამაგრებისათვის საჭირო მასალა ადგილზეა. მისი გამოყენებისთვის კი, მარტივი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია.

ანაკლიის სანაპირო ზოლის ნაწილი უკვე ზღვამ შთანთქა, ადგილობრივები ამის მიზეზად დამბის დემონტაჟს ასახელებენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხეების გადასატანად მოხსნეს. ჭაობში აშენებული ქალაქის განადგურებას აპროტესტებენ ანაკლიელები. ისინი ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ანაკლიასა და განმუხურში შექმნილი მდგომარეობის შესახებ იციან, ტენდერიც გამოცხადებული აქვთ და სამუშაოებს მალე დაიწყებენ.

ვიდრე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ტენდერის გამოცხადება მოიფიქრა, შემდეგ კი ამ ტენდერს დაასრულებს, სანაპირო ზოლი სულ უფრო მცირდება. ზღვამ უკვე წაიღო 30 მეტრზე მეტი ფართობი, სადაც პალმების ერთი ზოლი უკვე მოყვა, მეორე ზოლს ძირი აქვს გამოთხრილი და მალე წაიქცევა.

განადგურებულია ინფრასტრუქტურაც, რომელიც მილიონები დაჯდა და რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით, წყალმა წაიღო.

 

ავტორი: ემა გოგოხია.

]]>
08-02-2018 20:20 +0400
კომპანია „ბადაგონის“ მენეჯმენტი დაწყებულ გამოძიებას შეთქმულებად აფასებს http://rustavi2.ge/ka/news/96269

„ბადაგონის“ ღვინის ქარხანაში კომპანიის მენეჯმენტმა პრესკონფერენცია გამართა. კომპანიის მფლობელი კომპანიაში დაწყებულ გამოძიებას შეთქმულებად აფასებს.

ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ „ბადაგონის“ თანამშრომლები შემოსავლის გარეშე რჩებიან. ის ხელისუფლების წარმომადგენლებს კომპანიაში ფინანსური პოლიციის შეგზავნის გამო აკრიტიკებს.

„ეს შემოვარდნა იყო დავით ბეჟუაშვილის და დღევანდელი ეკონომიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის,  ქუმსიშვილის მხრიდან კარგად დაგეგმილი ძალიან ბიძური პროვოკაცია,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

„ბადაგონის“ მფლობელი, გიორგი სალაყაია აღნიშნავს, რომ სამუშაო პროცესი ამ ეტაპზე სრულად შეჩერებულია.

„პროცესი გაჩერებულია მთლიანად. ეს გააკეთა ფინანსური პოლიციის არა პატარა ჯგუფმა, რომელიც იქ შემოვარდა გუშინ და საოცრებები ჩაატარეს. ეს ნამდვილად დაგეგმილი იყო ძალიან ორგანიზებულად, რომ პირველ რიგში, მიეყენებინათ „ბადაგონის“ იმიჯზე ძალიან დიდი ზარალი,“ - განაცხადა სალაყაიამ. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ღვინის კომპანიაში გუშინ  შევიდნენ და ათასობით გვერდი ფინანსური დოკუმენტაცია და კომპიუტერში შენახული მასალები ამოიღეს.

ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბადაგონში“ გამომძიებლები ყოფილი მეწილის საჩივრის საფუძველზე შევიდნენ, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი კუთვნილი აქციები კომპანიის მოქმედმა მფლობელმა მიითვისა.

]]>
08-02-2018 15:23 +0400
ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობას განიხილავს-კვირიკაშვილი-მაალსტრომის შეხვედრის შედეგები http://rustavi2.ge/ka/news/96031

ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ცნობილი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროკავშირის სავაჭრო წარმომადგენლის, სესილია მაალსტრომს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ინიციატივის მიხედვით ის ქართული საწარმოები, რომლებსაც სურთ იყვნენ ქართულ ბაზარზე, შეძლებენ ინდივიდუალურად გაიარონ აკრედიტაცია, რის შემდეგაც შესაძლებლობა მიეცემათ ამ ბაზარზე ჰქონდეთ წვდომა.

„აქვე იყო მიღწეული შეთანხმება, რომ ევროკავშირი დაიწყებს უკვე ინდივიდუალურად განხილვას საწარმოებისა. მათთვის აკრედიტაციის მისაცემად რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ საწარმოებს, იმ შემთხვევაში თუ მათი სტანდარტები გაცილებით უფრო წინ არის წასული ვიდრე მთლიანად ქვეყნის სტანდარტი და ქვეყნის ასოცირება ექნებათ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ევროკავშირში და მიიღონ შესაძლებლობა შემდგომში შეიტანონ ევროკავშირში ის პროდუქცია, რომელსაც ისინი აწარმოებენ,“-განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გარდა ამისა საუბარი შეხვედრაზე შეეხო მართლმსაჯულების მესამე ტალღას. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე განმარტავს რომ ეს ეხებოდა კომერციული პალატების იდეას და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბებას.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღეს განიხილებოდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების ჰუმანიტარული პრობლემებია.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა და მის ფარგლებში მიმდინარე პირისპირ შეხვედრები დასრულებულია. საქართველოს დელეგაცია ბრიუსელს დღეს დატოვებს. 

]]>
05-02-2018 18:39 +0400
შეცდომა, რომლის გამოც ქვეყანამ მილიონობით ლარი იზარალა http://rustavi2.ge/ka/news/95966

შეცდომა, რომლის გამოც ქვეყანამ მილიონობით ლარი იზარალა - ესტონელ ინვესტორს რუსთავში ის მიწის ფართი მიჰყიდეს, რომელიც უკვე გასხვისებული იყო.

მიწა ესტონურმა კომპანიამ პორტ არტურ გრუპმა 2007 წელს რუსთავის მერიის აუქციონზე 4.5 მილიონ ლარად იყიდა. ინვესტორი რუსთავის გვერდით, ყოფილი ქიმ ბოჭკოს ტერიტორიაზე ინდუსტრიული პარკის მოწყობას, 30 მილიონ დოლარამდე ჩადებას და ესტონური ეკონომიკური სასწაულის გამეორებას გეგმავდა. საუბარია 58 ჰექტარ მიწის ფართობზე.

ინვესტორის გეგმები 2008 წლის ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა დროებით შეაჩერა. 2013 წელს კომპანიის წარმომადგენლებმა პროექტის დამუშავება ხელახლა დაიწყეს, თუმცა, აღმოაჩინეს, რომ აუქციონზე ნაყიდი მიწის ნაწილი, დაახლოებით, 20% სახელმწიფომ სხვა მესაკუთრეებზე გაასხვისა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მერიას მიწის გაცვლა, ან კომპენსაცია ან რაიმე სახის გამოსავლის პოვნა სთხოვეს, რათა 30 მილიონდოლარიანი პროექტი არ შეჩერებულიყო, თუმცა, ამაოდ. მერიაში ამბობენ, რომ კანონმდებლობა მეტის შესაძლებლობას არ იძლეოდა.

სადავო მიწის გვერდით სახელმწიფოს ბალანსზე კიდევ არაერთი ჰექტარი ირიცხება. მართალია, ამ შემთხვევაში მფლობელი არა მერია, არამედ ეკონომიკის სამინისტროა, მაგრამ კომპანიაში თვლიან, რომ კეთილი ნების შემთხვევაში, გამოსავლის მოძებნა მარტივად შეიძლებოდა.

დავა ოთხი წელი გაგრძელდა. საბოლოოდ რუსთავის მერიას შეცდომის გამოსასწორებლად 800 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი

]]>
04-02-2018 21:35 +0400
თბილისის მერია Facebook-ზე რეკლამირებისთვის 60 ათას დოლარს დახარჯავს http://rustavi2.ge/ka/news/95772

Facebook-ზე დედაქალაქის მერიის რეკლამა თბილისის ბიუჯეტს 60 ათასი ამერიკული დოლარი დაუჯდება. თანხა იმისთვის დაიხარჯება, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გამოქვეყნებული მასალები უფრო ხშირად ნახონ.

დასპონსორებული პოსტების მომსახურების ყიდვის ბრძანებას კახა კალაძემ ერთი კვირის წინ მოაწერა ხელი. დღევანდელი კურსით ეს თანხა 150 ათასი ლარია.

საკუთარი რეკლამირებისთვის ბიუჯეტიდან ამ თანხის გადახდას ოპოზიციაში გაუმართლებლად მიიჩნევენ. ოპოზიცია თბილისის მერს ახსენებს, რომ მერიის საქმიანობა და სიახლეები ისედაც სრულიად უფასოდ ტელევიზიითა და სხვა საშუალებებით ყოველდღიურად შუქდება.

კოლეგების კრიტიკა გაუგებარია საკრებულოს უმრავლესობისთვის.

თბილისის მერიასა და პირადად მერს სოციალურ ქსელში ისედაც ბევრი გამომწერი ჰყავს. კალაძის შემთხვევაში მათი რაოდენობა 304 ათასია, თბილისის მერიის ოფიციალური გვერდის შემთხვევაში კი - 124 000.  

]]>
01-02-2018 21:29 +0400
„გაზპრომს“ ქართული სასამართლო იბარებს - „ენმ“ დოკუმენტისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნას ითხოვს http://rustavi2.ge/ka/news/95778

„გაზპრომის“ წარმომადგენელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 მარტს არის დაბარებული. ოპოზიცია მთავრობას უკვე ერთი წელია სთხოვს, ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება გაასაჯაროოს.

საპარლამენტო კომისიის შექმნაზე უარის შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2017 წლის მარტში სასამართლოში სარჩელი შეიტანა და რუსულ ენერგოგიგანტთან გაფორმებული ხელშეკრულებისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნა ითხოვა.

პირველი სხდომა საქალაქო სასამართლოში გუშინ გაიმართა, რომელსაც რუსული მხარის გარდა, ყველა სხვა მოსარჩელე ესწრებოდა. სხდომაზე გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ „გაზპრომთან“ გაფორმებული სკანდალური ხელშეკრულების ტექსტი წარადგინა, თუმცა დოკუმენტის თითქმის, ყველა გვერდზე რამდენიმე აბზაცი დაბლარულია და შესაბამისად, კვლავ გაურკვეველია სომხეთისთვის გაზის ტრანსპორტირების სანაცვლოდ, რა ტარიფზე შეთანხმდნენ მოსკოვი და თბილისი.

სომხეთში გაზის ტრანსპორტირების სანაცვლოდ, ქვეყანა რუსეთისგან ბუნებრივ აირს იტოვებდა, 2017 წლის ხელშეკრულებით ქართული მხარე რუსეთის ფულად ანაზღაურებაზე დათანახმდა, რომლითაც გაცილებით ნაკლები ოდენობის ბუნებრივი აირის შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე ნატურით გადახდის შემთხვევაში.

„ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ ახალი შეთახმებით ქვეყანა საგრძნობლად ზარალდება, არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მოსკოვთან ფულად ანაზღაურებაზე გადასვლა ერთადერთ გამოსავალია.

 

 

]]>
01-02-2018 21:22 +0400
"იმისთვის, რომ გაზის საფასურის მეტი სარგებელი დავიტოვოთ, რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვა პოლიტიკურად არ გვიღირს" - ზაზა ხუციშვილი http://rustavi2.ge/ka/news/95764

ოპოზიციის მოთხოვნას, გასაჯაროვდეს „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების პირობები, საპარლამენტო უმრავლესობა პასუხობს. ზაზა ხუციშვილი ოპონენტების კრიტიკის იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც საუბარია იაფი გაზის შეძენაზე "გაზპრომისგან", რომელიც ოპოზიციის თქმით, არ განხორციელებულა. დეპუტატი ინტერესდება, რატომ უნდა მისცეს საქართველოს შეღავათიან ფასში გაზი რუსეთმა, როდესაც ის არ არის პარტნიორი ქვეყანა.  

„ის პირობები, რომლითაც ჩვენ აქამდე ვიყავით და გახსოვთ, რომ ყოველ წელს გრძელდებოდა ეს ხელშეკრულებები ხომ, რუსეთისთვის ეკონომიკურად იყო უფრო წამგებიანი და ჩვენთვის უფრო მომგებიანი. თუ ჩვენ ვნთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთი არანაირად არ არის ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა, რატომ მოგვცემს უფრო შეღავათით ეს შეკითხვა უნდა დავსვათ. 

„ალტერნატივა არსებობს, მოდით ახლა ნუ ჩავკეტავთ ისე, რომ ჩვენ ამ პერიოდში იმისთვის, რომ გაზის საფასურის მეტი სარგებელი დავიტოვოთ, ამ ურთიერთობების დაძაბვა პოლიტიკურად ახლა არანაირად არ გვიღირს,“ - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სარჩელი სასამართლოში „ნაციონლურმა მოძრაობამ“ შეიტანა და "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროება მოითხოვა. სასამართლომ პროცესი 20 მარტს ჩანიშნა.

]]>
01-02-2018 18:35 +0400
ოპოზიციის სარჩელის საფუძველზე ქართული სასამართლო "გაზპრომის" წარმომადგენლებს იბარებს http://rustavi2.ge/ka/news/95763

ქართული სასამართლო "გაზპრომის" წარმომადგენლებს იბარებს. რუსულ ენერგო გიგანტს საქართველოსთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას თხოვენ. სარჩელი სასამართლოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიტანა.  

დოკუმენტის ნაწილი, რომელიც კომპანია "გაზპრომმა" წარადგინა სასამართლოში, არის დაბლარული, ეს სწორედ ის ფურცლებია, სადაც არის მითითებული ტარიფი სომხეთში გაზის ტრანსპორტირების სანაცვლოდ. სწორედ ამ თანხის გასაჯაროებას ითხოვს ოპოზიცია. 

პროცესი 20 მარტს ჩაინიშნა.

„მთავრობის მიერ "გაზპრომთან" გაფორმებულმა კონტრაქტმა უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი მიაყენა ქვეყანას. აქ საუბარია ათეულობით მილიონობით ლარის დაკარგვაზე ყოველწლიურად და თანაც ჩვენ გვქონდა ეჭვი, რომ ეს კონტრაქტი იყო კორუფციული და მასში კერძო ინტერესები იყო ასახული. ამიტომ მოვითხოვეთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში და არა თუ კომისია არ შეიქმნა, ჯერ საკითხიც კი არ განხილულა აი ამ ნახევარი წლის განმავლობაში.

"პარალელურად, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და მივიღეთ ძალიან სასიამოვნო შედეგი და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი. შეიძლება გამარჯვებაც კი ვუწოდოთ საწყის ეტაპზე, რომ საქალაქო სასამართლომ დაიბარა "გაზპრომი", რათა მიიღოს ახსნა-განმარტება თუ რატომ, რა პირობებში მოხდა კონტრაქტის გასაიდუმლოება,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციური პარტია პასუხებს მთავრობისგანაც ითხოვს. „ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმება გაამართლა იმ მოტივით, რომ რუსეთისგან იაფი გაზი უნდა შეგვეძინა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ამასთან, პარტია მიესალმება იმას, რომ ხელშეკრულების პირობები იქნეს გასაჯაროებული.

„ჯერ ერთი ბერკეტი დავთმეთ. ეს ფაქტი არის, რომ ბერკეტი ტრანზიტის დათმობილი არის რუსეთთან და ამას მაშინ მთავრობა ამართლებდა იმით, რომ იაფი გაზი უნდა მიგვეღო რუსეთიდან. ეს იაფი გაზი წელს არ ვიყიდეთ საერთოდ. ანუ გამოვიდა, რომ არაფერი არ მიგვიღია სანაცვლოდ, დავკარგეთ ფული და დავკარგეთ პოლიტიკური ბერკეტი. ამიტომ, მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დგას ყველა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ახლა რაც შეეხება ხელშეკრულებას და მისი გასაჯაროების ფორმებს, როგორც არ უნდა მოხდეს, ეს იქნება კარგი. იქნება ეს სასამართლოს გზით თუ სხვა გზით,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.

შეთანხმება საქართველო-რუსეთს შორის 2016 წელს გაფორმდა. მას გრიფი საიდუმლო ადევს. 

]]>
01-02-2018 18:26 +0400
თბილისში კიდევ ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება http://rustavi2.ge/ka/news/95680

ერთ წელიწადში თბილისში კიდევ ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება. სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერმინისტრი დაესწრო. 

გიორგი კვირიკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ხელი მოაწერა მემორანდუმს და საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

”ჰილტონი” შეინარჩუნებს კულტურული ძეგლის სტატუსს და ფასადი არ შეიცვლება. ამ დროისთვის კი მშენებლობაზე 150 ადამიანია დასაქმებული და პროექტის განმავლობაში კიდევ 500 ადამიანი დასაქმდება.

„ეს იქნება ათასობით ტურისტი ჩამოსული ამ სასტუმროში. ეს იქნება მოთხოვნა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, შესაბამისად სოფელში დასაქმებული ადამიანები, ეს იქნება მოთხოვნა ტრანსპორტზე და ტრანსპორტის სფეროში დასაქმებული ახალი ადამიანები, ეს იქნება სავაჭრო სფეროში სამომხმარებლო საქონელზე მოთხოვნა და რა თქმა უნდა, ეს იქნება უამრავ მცირე მაღაზიასა თუ სავაჭრო მოლში გაყიდული ახალი პროდუქცია და ახალი შემოსულობა ქვეყანაში და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესება,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

]]>
31-01-2018 15:40 +0400
ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოს ხუთეულშია - კვლევის დეტალებზე "გამჭვირვალობამ" ისაუბრა http://rustavi2.ge/ka/news/95681

ბიუჯეტისა და გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოს ხუთეულშია - გლობალური კვლევის შედეგების დეტალები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" წარადგინა. საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველომ 100 ქულიდან 82 აიღო, რაც 2015 წელთან შედარებით 16 პუნქტიანი გაუმჯობესებაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აცხადებს, რომ ეს ინდექსი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ კვლევაში სამი ნაწილია და საქართველომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მეხუთე პოზიცია დაიკავა.

ანგარიშში, რომელიც 102 ქვეყანას მოიცავს საქართველოს, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და ნორვეგია უსწრებს. ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა.

]]>
31-01-2018 15:39 +0400
7.25% - ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი არ შეცვალა http://rustavi2.ge/ka/news/95675

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი არ შეცვალა და ის 7.25 პროცენტი დარჩა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დღეს რუსთავში გაიმართა, ამის შემდეგ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

კობა გვენეტაძემ ისაუბრა ინფლაციასთან დაკავშირებულ პროგნოზებზეც. მისი თქმით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წლის პირველ თვეებში უნდა შემცირდეს.

„აღნიშნული ერთჯერადი ფაქტორების ძირითადი ნაწილის განეიტრალების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ 2018 წლის დასაწყისიდან, ინფლაცია შემცირდება,“ - აღნიშნა გვენეტაძემ.

]]>
31-01-2018 15:24 +0400
„სილქნეტი“ 153 მილიონ დოლარად „ჯეოსელს“ ყიდულობს - კომპანიამ გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურა http://rustavi2.ge/ka/news/95462

„სილქნეტმა“ „ჯეოსელის“ ყიდვის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კომპანიების რაოდენობა მცირდება. გარიგების ღირებულება 153 მილიონი აშშ დოლარია. რისი დაფინანსებაც "თი ბი სი" ბანკის, რეგიონული ბანკების სესხებისა და "სილქნეტის" კაპიტალის გაერთიანებით მოხდება. გაერთიანების შედეგად „სილქნეტის“ ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული სატელეფონო კავშირს “ჯეოსელის” მობილურ სერვისები დაემატება.

ექსპერტები უკვე ღიად საუბრობენ საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა, ორი დიდი კომპანიის გაერთიანებას მოჰყვეს. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის შემცირებამ შესაძლოა მომხმარებლებისთვის ტარიფების ზრდა გამოიწვიოს. ბაზრის დაცვა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიას მოუწევს, იქამდე კი უწყება იმსჯელებს, მისცეს თუ არა თანხმობა კომპანიებს გაერთიანებისთვის. 

]]>
29-01-2018 18:46 +0400
„სილქნეტი“ „ჯეოსელს“ ყიდულობს - ექსპერტების ვარაუდით, კომპანიების გაერთიანებამ შესაძლოა, მომხმარებლის ინტერესებს საფრთხე შეუქმნას http://rustavi2.ge/ka/news/95303

„სილქნეტმა“ „ჯეოსელის“ ყიდვის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კომპანიების რაოდენობა მცირდება. გარიგების ღირებულება 153 მილიონი აშშ დოლარია.

გაერთიანების შედეგად „სილქნეტის“ ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული სატელეფონო კავშირს “ჯეოსელის” მობილურ სერვისები დაემატება.

ექსპერტები უკვე ღიად საუბრობენ საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა, ორი დიდი კომპანიის გაერთიანებას მოჰყვეს. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის შემცირებამ შესაძლოა მომხმარებლებისთვის ტარიფების ზრდა გამოიწვიოს. ბაზრის დაცვა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიას მოუწევს, იქამდე კი უწყება იმსჯელებს, მისცეს თუ არა თანხმობა კომპანიებს გაერთიანებისთვის.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია კომპანიების გაერთიანებაზე დათანხმდება.

ქვეყნიდან მსხვილი უცხოური ინვესტორის გასვლას ექსპერტები ნეგატიური მოვლენად მიიჩნევენ. 2016 წელს საქართველოს ბაზარი დატოვა ფრანგულმა „სოსიეტე ჟენერალმა.“ მაშინ „თი ბი სი ბანკმა“ „რესპუბლიკა“ 315 მილიონ ლარად შეიძინა.

საქართველოში 5 001 409 აბონენტია რეგისტრირებული. „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ შესყიდვის შემდეგ მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე „სილქნეტის“ აბონენტების წილი 35,3%-მდე გაიზრდება. 39,4%-ით პირველ ადგილზე ისევ „მაგთიკომი“ დარჩება. კომპანია „ბილაინის“ წილი კი 25,2%-ია.

]]>
26-01-2018 21:27 +0400
"რაც ნაკლები კონკურენციაა, მით უფრო ცუდია" - ექსპრტები "ჯეოსელის" გაყიდვას აფასებენ http://rustavi2.ge/ka/news/95291

„სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ შესყიდვას ექსპერტები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, ქვეყნიდან მსხვილი ინვესტორი, უცხოური კომპანიის გასვლა ცალსახად ნეგატიური მოვლენაა.

ექსპერტების აზრით, ნეგატიურია ისიც, რომ ისედაც დაბალი კონკურენციის პირობებში კონკურენცია კიდევ უფრო მცირდება და ოლიგოპოლიის საფრთხე იქმნება. ანალიტიკოსების თქმით, ამ შემთხვევაში მარეგულირებელმა კომისიამ მსხვილ კომპანიებს შორის გარიგებები არ დაუშვას.

„ორი გიგანტი გაგვიჩნდება, ერთი „ჯეოსელი“ და მეორე „მაგთიკომის“ შემთხვევაში. „ბილაინს“ ძალიან გაუჭირდება ამ ორ კომპანიასთან კონკურენციის გაწევა და ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული კომუნიკაციების კომისიაზე, იმიტომ, რომ მათ მოუწევთ აქტიური მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კომპანიები აუცილებლად გამოიყენებენ თავიანთ დომინანტურ მდგომარეობას ბოროტად. საუბარია ტარიფების გაზრდასა და არაადეკვატურად მაღალი ფასის გადახდაში, რასაც დღეს ჩვენ უკვე ინტერნეტში ვიხდით,“- განაცხადა ექსპერტმა, მერაბ ჯანიაშვილმა.

ექსპერტები შიშობენ, რომ ბაზარზე ორი დიდი კომპანიის - „მაგთისა“ და „სილქნეტისთვის“ კონკურენციის გაწევა „ბილაინს“ გაუჭირდება.

„ბილაინის“ ჩათვლით სამი კომპანია რჩება და ზოგადად, რაც ნაკლები კონკურენციაა, მით უფრო ცუდია, იმიტომ, რომ მათ მარტივად შეეძლებათ ფასის გაზრდა ისე, რომ ხარისხი არ გაიზარდოს. როგორც უკვე ვნახეთ, რომ „მაგთიმ“ დაანონსა, რომ მობილურის ინტერნეტზე ფასები გაიზრდება,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” მთავარმა ეკონომისტმა, ბესიკ ნამჩავაძემ.

ექსპერტ გიორგი პაპავას შეფასებით, ქვეყნისთვის კარგი არ არის, როცა უცხოელი ინვესტორები წყვეტენ, რომ ქვეყანა დატოვონ და აქ ბიზნესსაქმიანობა აღარ გააგრძელონ. 

]]>
26-01-2018 18:41 +0400
შენობა ეკონომიკის სამინისტროსთვის - უწყებას არამიზნობრივ ხარჯვაში ეკონომისტები და მესამე სექტორი ადანაშაულებს http://rustavi2.ge/ka/news/95211

ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობა ორთაჭალაში შესაძლოა, აღარ აშენდეს - ამის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა. სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ სამინიტრომ ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რითაც დაასაბუთებდა, რომ სამინისტროს ფუნქციონირებისთვის, მაინცდამაინც, ჭოველიძის ქუჩაზე შვიდსართულიანი შენობის დაქირავება იყო აუცილებელი.

ეკონომიკის სამინისტრო შენობის გარეშე 2015 წლის ივნისში დარჩა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის მინისტრობისას 9 მილიონ დოლარად გაიყიდა. ორი წელია, ბიუჯეტიდან შენობის ქირაობისთვის მილიონ 650 ათასი დოლარი დაიხარჯა.

აუდიტის დასკვნა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა და არ გამორიცხავენ, რომ საქმე არამიზნობრივ ხარჯვასთან აქვს სახელმწიფოს.

ეკონომისტები მთავრობას არათანმიმდევრულობაში ადანაშაულებენ. სპეციალისტების აზრით, შენობის პრივატიზაციამდე უნდა მომხდარიყო ალტერნატიული ფართის მოძიება.

აუდიტის სამსახურის ანგარიშით ირკვევა, რომ ეკონომიკის სამინისტრო უწყებების გაერთიანების შედეგად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში აპირებს გადასვლას და ეს 2018 წლის პირველ კვარტალშივე მოხდება.

]]>
25-01-2018 21:34 +0400
ეკონომიკის სამინისტრო ბუნებრივი რესურსების მიმართულებით რეფორმის განხორციელებას გეგმავს http://rustavi2.ge/ka/news/95184

ეკონომიკის სამინისტრო ბუნებრივი რესურსების მიმართულებით რეფორმის განხორციელებას გეგმავს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით შემუშავდება სისტემა, რომელიც ბუნებრივი რესურსების უფრო ეფექტური გამოყენების  საშუალებას შექმნის და ასევე მოხდება გარემოს დაცვა. რეფორმაზე ეკონომიკის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან ერთად იმუშავებს ევროპის განვითარებისა და  რეკონსტრუქციის ბანკი.

"ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი. დღეის მდგომარეობით ჩვენ საექსპორტო პოტენციალის და რეალური ექსპორტი სადღაც 30% -ზე მეტი მოდის სასაქონლო პროდუქტებზე და რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანა არის, რომ აღნიშნული პროდუქტების მიმართულებით მოხდეს მაქსიმალური დამატებითი ღირებულების შექმნა,“-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა

]]>
25-01-2018 15:42 +0400
საქართველოს პრემიერი დავოსის რიგით 48-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს http://rustavi2.ge/ka/news/94987

დავოსის რიგით 48-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გრძელდება. მასში საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც მონაწილებს. მთავრობის მეთაური დღეს მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების წარმომადგენლებს შეხვდება და მათ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს გააცნობს.

გიორგი კვირიკაშვილი დღესვე სიტყვით გამოვა სტრატეგიულ დისკუსიაზე, რომელიც ფორუმის ფარგლებში, ევროპისა და აზიის რეგიონთან დაკავშირებით გაიმართება.

ვიზიტისას დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან. საქართველოს დელეგაცია ფორუმში უკვე მესამედ მონაწილებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის წარმოდგენილი ამ ფორუმზე მაღალ დონეზე. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვესაუბროთ როგორც კომპანიებს, ასევე გავმართოთ პოლიტიკური შეხვედრები. მონაწილეობას მიიღებს პრემიერმინისტრი დისკუსიაში, რომელიც შეეხება ჩვენს რეგიონს, ჩვენი რეგიონის განვითარების პერსპექტივებს,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

]]>
23-01-2018 08:38 +0400
"ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 131 მილიონიანი გადაჭარბებით შესრულდა" - მამუკა ბახტაძე http://rustavi2.ge/ka/news/94773

ფინანსთა სამინისტრომ 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების დოკუმენტაცია პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2017 წლის ფისკალური წელი დადებითი დინამიკით დასრულდა და სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც ხარჯვითი, ასევე საშემოსავლო ნაწილი შესრულებულია.

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ წინა წელთან შედარებით ხაზინაში 12%-ით მეტი თანხა შევიდა. დაგეგმილი 3,5 % ნაცვლად, ბიუჯეტის დეფიციტმა 3% შეადგინა.

„ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 131 მილიონიანი გადაჭარბებით არის შესრულებული და ნომინალურ გამოსახულებაში 11 მილიარდ 618 მილიონ ლარს შეადგენს. ზრდა წინა წელთან შედარებით გვაქვს თითქმის 12 პროცენტით,“ - განაცხადა ბახტაძემ.

]]>
19-01-2018 15:49 +0400
EBRD-მა ნენსკრა ჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება კიდევ ერთხელ გადადო http://rustavi2.ge/ka/news/94729

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ნენსკრა ჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება კიდევ ერთხელ გადადო. მილიარდ 40 მილიონის ღირებულების ჰესი დაფინანსების 70 პროცენტს სწორედ საბანკო სესხებიდან ელის, აქედან 214 მილიონს კი, უშუალოდ EBRD-სგან.

გადაწყვეტილება სესხის თაობაზე ევროპის ბანკს ორი დღის წინ უნდა მიეღო, თუმცა ამჟამად არსებული ინფორმაციით, საბჭო საკითხის განსახილველად 31 იანვარს შეიკრიბება.

ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა გადაწყვეტილების მიღება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭომ გადადო - მიზეზი უცნობია.

პროექტის გადადებას მიესალმებიან ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.

„მისასალმებელია ეს გადადება და ძალიან კარგი იქნებოდა თუ ამ პროექტის განხორციელება და განხილვა საერთოდ შეწყდებოდა, ვინაიდან ის ზრდის საკმაოდ დიდ ფინანსურ რისკებს ქვეყნისთვის. მაგალითად, ამ პროექტის გამო ქვეყანას მოუწევს წელიწადში მინიმუმ 102 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა ელექტროენერგიაში, რომელიც შესაძლოა, საერთოდ არ სჭირდებოდეს და ეს უნდა გაგრძელდეს 36 წლის განმავლობაში. სრულიად გაუგებარია, რატომ არ განიხილება ისეთი ალტერნატივები, როგორიც არის ენერგოეფექტურობა, როგორიც არის სხვა გენერაციის ობიექტები,“ - განაცხადა ”მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელმა დავით ჭიპაშვილმა.

]]>
19-01-2018 08:38 +0400
საქართველოს ფინანსთა მინისტრი „Euro-money"-ის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობს http://rustavi2.ge/ka/news/94545

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება. მამუკა ბახტაძე „Euro-money"-ის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან და გააცნო საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები.

ფორუმის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე სპეციალური პრეზენტაციაც.

ფორუმს ასევე ესწრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

]]>
17-01-2018 09:21 +0400
სამშენებლო პროექტებს მონიტორინს 6 კომპანია 45 მილიონ ლარად გაუწევს http://rustavi2.ge/ka/news/94332

45 მლნ ლარი - ესაა თანხა, რომელსაც ადგილობრივი გამგეობები სამშენებლო პროექტების მონიტორინგზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში დახარჯავენ. ის, თუ რამდენად ხარისხიანად იგება გზა, ან საკმარისი იქნება თუ არა ხიდის სიგრძე ერთი ბოლოდან მეორეზე გადასასვლელად, დღეიდან სწორედ კერძო კომპანიებმა უნდა გააკონტროლონ.

ყველა შესყიდვა გამგეობებმა არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ერთი და იმავე დღეს - 2017 წლის 7 ივლისს და იდენტური პირობებით გამოაცხადეს. თითქმის ყველგან ტენდერი კონკურსის გარეშე ჩატარდა, რაც შესყიდვების მონიტორინგის ცენტრის დამფუძნებელს აფიქრებინებს, რომ 45 მილიონი ლარის ბედი დიდი ხნით ადრე იყო განსაზღვრული.

ხუთ ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო და გამარჯვებაც უკონკურენტო მონაწილეებს ფასდათმობის გარეშე დარჩათ. კიდევ 3 ტენდერში კი კომპანია ექსპერტ ჰაუსმა გაიმარჯვა. სამივე შემთხვევაში მან დიკსვალიფიკაცია მიიღო და საბოლოოდ კონტრაქტი ისევ იმ კომპანიებთან გაფორმდა, ვინც ყველაზე მეტ თანხას ითხოვდა.

8 მსხვილი ტენდერი და ჯამში 45 მილიონი ლარი სულ 6-მა კომპანიამ გადაინაწილა. ყველაზე მეტი კითხვა კი არასამთავრობო ორგანიზაციაში სწორედ ამ კომპანიებთან აქვთ. კომპანიებს შორის არიან ისეთებიც, ვისი დამფუძნებლებიც ქართულ ოცნების შემომწირველები არიან.

 

 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი

]]>
14-01-2018 21:43 +0400
გაძვირებული პროდუქტი და ინფლაციის საგანგაშო მაჩვენებელი - ბოლო 5 წელში ფასები 19%-ით არის გაზრდილი http://rustavi2.ge/ka/news/94334

ბოლო პერიოდში სხვადასხვა პროდუქტებსა და სერვისზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. ფასების ზრდა კი, სპეციალისტების შეფასებით, ინფლაციის მაჩვენებელმა გამოიწვია, რომელიც, გასულ წლებთან შედარებით, საგანგაშო მაჩვენებელზეა.

მაგალითისთვის, 2012 წელს ინფლაციის მაჩვენებელი მინუს 1% იყო. 2016 წელს 2%, 2017 წელს კი 7% -ს მიაღწია.

ბოლო ხუთ წელიწადში ფასების საერთო დონე 19%-ით არის გაზრდილი. პერსონალური ინფლაცია კი ამავე პერიოდში 63%-ია. ანუ, პირობითად, 2012 წელს 100 ლარად რისი შეძენაც იყო შესაძლებელი ახლა იგივე შენაძენზე 163 ლარია საჭირო.

ამ ფონზე არ არის გასაკვირი, რომ აბსოლუტურმა სიღარიბემ 7-წლიანი კლების შემდეგ 2016-ში ისევ ზრდა დაიწყო, 2017-ის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია საქსტატს, მაგრამ უნდა ველოდოთ, რომ კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან უკიდურეს ღარიბად მიიჩნევა ის, ვისაც დღეში 2 დოლარი ან ნაკლები სახარჯო ფული აქვს და დოლარის გაძვირება, ცხადია, ამ 2-დოლარიან ჯგუფს მნიშვნელოვნად გაზრდიდა.

გაძვირებული პროდუქტის პროცენტული მაჩვენებელი ასეთია: ბოსტნეული გაძვირდა 21%-ით; ხილი - 12.5%-ით; ხორცი 9%-ით; 21%-ით გაძვირდა პირადი ავტომობილის შენახვა; 8%-ით მოიმატა ჯანდაცვის ფასმაც.

 

]]>
14-01-2018 21:37 +0400
ბიტკოინები და დენის გაძვირება - ტარიფის ზრდის მიზეზი გაზრდილი მოხმარებაა http://rustavi2.ge/ka/news/94293

დენი გაძვირდა, ტარიფის ზრდის მიზეზი გაზრდილი მოხმარებაა. საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა კრიპტოვალუტის გამომუშავებით, ბიტკოინებს კი დენი სჭირდება.

თბილისში მდებარე დატა ცენტრი, დაახლოებით, იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც მთელი კახეთი. ენერგეტიკოსები და ტექნოლოგიის სპეციალისტების ადასტურებენ, რომ ასეთი სიმძლავრის საწარმოები ელექტროენერგიაზე მოთხოვნას ზრდის. 

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბიტკოინების საწარმოს უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესი დგას. არგუმენტად კი ის ფაქტი მოჰყავთ, რომ ბითფიურმა 2014 წელს 20-მილიონიანი დაფინანსება ყოფილი პრემიერმინისტრის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდისგან მიიღო.

კაიმანის კუნძულების ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის ტერიტორიისთვის თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსის მინიჭებაში რომან გოცირიძე ელიტარული კორუფციის ნიშნებს ხედავს.

იმის გამო, რომ ბითფიური თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს, კანონის მიხედვით, კონკრეტული შეღავათებით სარგებლობს, მათ შორის არ იხდის მოგებისა და იმპორტის გადასახადებს, გათავისუფლებულია დეღეგესგან.

ბითფიურში ადასტურებენ, რომ კანონის მიხედვით ბიუჯეტში გადასახადს, თითქმის, არ იხდიან. კომპანიის ხელმძღვანელობის მტკიცებით, ბითფიურთან ბიძინა ივანიშვილს კავშირი არა აქვს. 

]]>
13-01-2018 22:16 +0400
ბიზნესისთვის ზედმეტობით გადახდილი დღგ-ს დაბრუნების გამარტივებული სისტემა დაინერგება http://rustavi2.ge/ka/news/94209

ბიზნესისთვის ზედმეტობით გადახდილი დღგ-ს დაბრუნების გამარტივებული სისტემა დაინერგება. სიახლით სარგებლობა უკვე 15 იანვრიდან იქნება შესაძლებელი.

იმ კომპანიებს, რომლებსაც დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ, ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი 5 დღის ვადაში დაუბრუნდებათ, სხვებს კი, დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად ორ კვირიანი ვადა აქვთ.

„დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ, ბიზნესს დამატებით არ ექნება შეხება ბიუროკრატიასთან. სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა ავტომატურ რეჟიმში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას. უკვე მზადდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება,” - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

]]>
12-01-2018 12:48 +0400
”ევროპული საქართველო” კომპანია ”ბითფურს” კითხვებით მიმართავს http://rustavi2.ge/ka/news/94047

”ევროპული საქართველო” კომპანია ”ბითფურს” კითხვებით მიმართავს. მას შემდეგ, რაც ”ბითფურმა” ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ გამოაქვეყნებს ინფორმაციას კომპანიის მუშაობასთან დაკავშირებით, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარებაზე, აკაკი ბობოხიძე კომპანიისგან კონკრეტულ ინფორმაციას ითხოვს.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კომპანია ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და სასათბურე პირობებშია, ბიუჯეტში თანხას არ იხდის, ელექტროენერგიას კი შეღავათიან ფასად, ყველაზე დაბალი ტარიფით მოიხმარს.

”ევროპულ საქართველოში” ელქტროენერგიის გაძვირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ ამ ფაქტს ასახელებენ.

]]>
10-01-2018 12:56 +0400
დენსა და გაზზე გაზრდილი ტარიფის გამო შესაძლოა პური გაძვირდეს http://rustavi2.ge/ka/news/93997

ლექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფების მატება შესაძლოა მალე პურპროდუქტების ფასზეც აისახება. ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რამდენით მოიმატებს თუმცა ვარაუდობენ, რომ მოსახლეობას პურში 5-10 თეთრით მეტის გადახდა მოუწევს. მცირე საცხობებში ამბობენ, რომ დენსა და გაზზე ტარიფის გაზრდას თან დაერთო გაძვირებული ფქვილიც. ამიტომ პურზე ფასის მატება გარდაუვალია.

იმის შესახებ, რომ ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფები პურზე აუცილებლად აისახება ადასტურებს პურპროდუქტების ასოციაცია. გაერთიანების პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ან პური გაძვირდება ან მეწარმეები იძულებულები იქნებიან მისი წონა შეამცირონ.

ამ ინფორმაციას პურის მწარმოებელი დიდი კომპანიები არ ადასტურებენ. 

]]>
09-01-2018 21:27 +0400
BITFURY ჯგუფი "ევროპული საქართველოს" ბრალდებებს პასუხობს http://rustavi2.ge/ka/news/93968

BITFURY ჯგუფი ბრალდებებს პასუხობს. კომპანიაში ბოლო დროს პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

„კომპანია ბიტფიური ისლანდიის, ნორვეგიის და კანადის მსგავსად, ფლობს მაინინგის ცენტრებს, მაგრამ გორში მაინინგი დიდი ხანია აღარ ხდება. შესაბამისად, იქ ჭარბი ელექტროენერგიის საჭიროება არ არსებობს და მხოლოდ თბილისის დატა ცენტრში მიმდინარეობს მაინინგი. რაც შეეხება დენის საფასურს, მის გადახდებს, ტარიფებს და შესაძლოა პრივილეგიებს, რაზეც მთელი პასუხისგებლობით გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე, არცერთ ეტაპზე ”ბიტფიური ჯგუფს” არ უსარგებლია არანაირი პრივილეგიით ან შეღავათით. ამის დასტურად ჩვენი კომპანია მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოაქვეყნებს კომუნალური გადასახადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას,” - ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპული საქართველო“ დენის ტარიფის გაძვირებას გლდანში მოქმედ ბიტკოინების ქარხანას უკავშირებს. ოპოზიციის განმარტებით, სპეციალურად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის შეიქმნა თბილისის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, კომპანია არ იხდის ქონებისა და მოგების გადასახადებს და საწარმო ელექტროენერგიას სამომხმარებლოზე გაცილებით დაბალ ფასად ყიდულობს.

]]>
09-01-2018 15:19 +0400
მაგთიკომი მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე ტარიფს უსაფუძვლოდ აძვორებს - კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია http://rustavi2.ge/ka/news/93768

მაგთიკომის მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება - ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც კომისიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაავრცელა.  

„შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება. კომისია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული ქმედების წინაპირობა არ არსებობდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გათვალისწინებით, მათ შორის: 2018 წლიდან შპს „კავკასუს ონლაინმა“ შპს „მაგთიკომს“ საბითუმო ინტერნეტის მომსახურებაზე ტარიფი გაუნახევრა; საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე დაკისრებული აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო 2018 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიღებულ იქნა ისეთი გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც მობილურ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავდა აბონენტებისთვის ინტერნეტ მომსახურებაზე ხელსაყრელი პირობების შექმნას როგორც სატარიფო, ასევე ხელმისაწვდომობის კუთხით. 

"კომისიის ვარაუდით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შპს „მაგთიკომის“ მხრიდან სუბსიდირების განზრახულობას. კერძოდ, აღნიშნულ მომსახურებაზე ტარიფების გაძვირებით, შესაძლოა შპს „მაგთიკომმა“ დააფინანსოს (ან უკვე აფინანსებდეს) მის მიერ თვითღირებულებაზე უფრო დაბალი ფასით მომხმარებლებისთვის შეთავაზებული სხვადასხვა მომსახურებები. აღნიშნულ საკითხში სრულყოფილად გარკვევის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილური ოპერატორის მიერ ტარიფების გაძვირების მიზეზებს შეისწავლის და, საჭიროების შემთხვევაში, „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

]]>
06-01-2018 10:52 +0400
ლარის გაუფასურება გრძელდება http://rustavi2.ge/ka/news/93767

ლარის აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურება გრძელდება.   

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5967 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5851 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0116 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1285 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.1153 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0132 ლარი შეადგინა.

]]>
06-01-2018 10:45 +0400
კომპანიებზე მორგებული ტენდერები და გაფლანგული მილიონები - შსს-ში საფინანსო დარღვევების შესახებ აუდიტმა მწვავე დასკვნა გამოაქვეყნა http://rustavi2.ge/ka/news/93746

ერთ კომპანიაზე მორგებული პირობებით და ამის გამო საბიუჯეტო თანხების არაეფექტური ხარჯვით შინაგან საქმეთა სამინისტრო რეკორდსმენია. სახელწიფო აუდიტის სამსახურმა გიორგი მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში ამ უწყების მიერ ჩატარებული ტენდერები შეისწავლა და მწვავე დაასკვნა დადო.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შესასყიდი პროდუქციის პარამეტრების ისეთ დეტალიზაციას ახდენდა, რომ ასეთი პროდუქტი მხოლოდ კონკრეტულ კომპანიებს ჰქონდა, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ სამინისტრომ წინასწარ იცოდა ამ მანიპულაციების საშუალებით ვის უნდა მოეგო ტენდერი.

ტენდერების ასეთი პრაქტიკით ჩატარების გამო გიორგი მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში სახელმწიფომ მილიონობით ლარი იზარალა.

ბოლო პერიოდში უკონკურენტო და გამარტივებული შესყიდვების რიცხვი 37%-ით გაიზარდა, ანუ წლიდან წლამდე ხალხი უფრო მეტს იხდის პროდუქციაში, რომელიც შეიძლება სახელმწიფოს უფრო იაფად ეყიდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ ამბობენ, რომ სახელმწიფო შესყიდვების ეს პრაქტიკა კორუციის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

სტუდია „მონიტორის“ გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის აზრით, მორგებული სახელმწიფო შესყიდვებით მხოლოდ კონკრეტული მაღალჩინოსნების და მათთან დაკავშირებული პირების ინტერესი კმაყოფილდება.

 

]]>
05-01-2018 21:25 +0400
შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება - კომუნიკაციების კომისია http://rustavi2.ge/ka/news/93726

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაგთიკომის“ მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომისიის შეფასებით, შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება. კომისიის აზრით, ამ ეტაპზე აღნიშნული ქმედების წინაპირობა არ არსებობდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გათვალისწინებით,

"2018 წლიდან შპს „კავკასუს ონლაინმა“ შპს „მაგთიკომს“ საბითუმო ინტერნეტის მომსახურებაზე ტარიფი გაუნახევრა; საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე დაკისრებული აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო 2018 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიღებულ იქნა ისეთი გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც, მობილურ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავდა აბონენტებისთვის ინტერნეტ მომსახურებაზე ხელსაყრელი პირობების შექმნას როგორც სატარიფო, ასევე ხელმისაწვდომობის კუთხით.

"კომისიის ვარაუდით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შპს „მაგთიკომის“ მხრიდან სუბსიდირების განზრახულობას. კერძოდ, აღნიშნულ მომსახურებაზე ტარიფების გაძვირებით, შესაძლოა შპს „მაგთიკომმა“ დააფინანსოს (ან უკვე აფინანსებდეს) მის მიერ თვითღირებულებაზე უფრო დაბალი ფასით მომხმარებლებისთვის შეთავაზებული სხვადასხვა მომსახურება. აღნიშნულ საკითხში  სრულყოფილად გარკვევის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილური ოპერატორის მიერ ტარიფების გაძვირების მიზეზებს შეისწავლის და, საჭიროების შემთხვევაში, „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი  სპეციფიკური ვალდებულებების  გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

]]>
05-01-2018 16:03 +0400
წყლის და დენის ტარიფების მატება - "სემეკში" ყოფილი ენერგო ომბუდსმენის ბრალდებას არაკომპეტენტურს უწოდებენ http://rustavi2.ge/ka/news/93663

ყოფილი ენერგო ომბუდსმენის ბრალდებას, რომელიც "სემეკს" წყლის და დენის ტარიფთან დაკავშირებით უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე პასუხობს.

გოჩა შონია ამბობს, რომ დავით ებრალიძის მხრიდან ეს განცხადება არის არაკომპეტენტური. მისი განცხადებით, ტარიფი განისაზღვრა ინოვაციური მეთოდოლოგიით, რომელსაც „წამახალისებელი სატარიფო რეგულირება“ ჰქვია.

„არის გარკვეული კომპონენტები სატარიფო ტარიფში, რომელიც გარკვეული პროგნოზით პროგნოზირდება. ვთქვათ, სახელფასო ნაწილი. იმიტომ, რომ ხელფასის ნაწილიც პროგნოზირებადია. შესაბამისად, კომისიას არანაირი საკანონმდებლო პრობლემა ამ თვალსაზრისით არ გააჩნია. მეტსაც გეტყვით, ჩვენ კანონში გვაქვს ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ინოვაციური მეთოდოლოგიების შემუშავებას, იმავე კანონში, იმავე მუხლში წერია. ჩვენ სწორედ ამ მუხლის საფუძველზე შევიმუშავეთ სწორედ ეს ინოვაციური მეთოდოლოგია, რომელსაც ჰქვია წამახალისებელი სატარიფო რეგულირება და სწორედ ამ მეთოდოლოგიამ დაადგინა ეს ძირითადი პრინციპები,“ - განაცხადა გოჩა შონიამ.

დავით ებრალიძის მტკიცებით კი, "სემეკმა" კანონი დაარღვია, როდესაც დენსა და წყალზე ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება, კომპანიების მიერ დაგეგმილი სამომავლო ინვესტიციების ხარჯების გათვალისწინებით მიიღო.

ებრალიძე ამბობს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს უკვე გაწეული ხარჯები და არა სამომავლო დანახარჯი. 

]]>
04-01-2018 17:32 +0400
ყოფილი ენერგო ომბუდსმენის ინფორმაციით, "სემეკმა" დენის და წყლის ტარიფები კანონდარღვევით გაზარდა http://rustavi2.ge/ka/news/93662

ყოფილი ენერგო ომბუდსმენი "სემეკს" კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. დავით ებრალიძე აცხადებს, რომ დენსა და წყალზე ტარიფები "სემეკმა" უსამართლოდ და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გაზარდა, რადგან ტარიფის დადგენისას მარეგულირებელ კომისიას უნდა დაეთვალა, არა სამომავლო ინვესტიციების თანხა, არამედ უკვე განხორციელებული ინვესტიციების ხარჯები.

„ტარიფში შეიძლება მხოლოდ ხარჯების ასახვა და არა მომავალში გასაწევი თანხების ასახვა. შესაბამისად, იქ პირდაპირ წერია, რომ გაწეული ინვესტიციების ასახვა. მომავალში გასაწევი ხარჯების ასახვის შესაძლებლობას კანონი არ იძლევა. შესაბამისად, პირდაპირ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ თუ მართლა ახლა აისახა ისეთი თანხები, რომელიც მომავალშია გასაწევი, ეს იქნება უკანონო, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. არის დიდი რისკი ასევე, რომ ეს ხარჯები ტარიფში იყოს ორჯერ ასახული,“ - განაცხადა დავით ებრალიძემ.  

]]>
04-01-2018 17:23 +0400
გაძვირებული ცხოვრება და ინფლაცია - საქსტატმა 2017 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა http://rustavi2.ge/ka/news/93619

საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელმა მოიმატა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ინფლაციის მაჩვენებელი 6,7 პროცენტია. ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასული წელი კი ფასების მატების კუთხით, გამორჩეული იყო. ყველაზე მეტად 8,1 პროცენტით გაზრდილია ფასები ჯანდაცვის სფეროში, რომელიც მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების გაძვირებას გულისხმობს. მნიშვნელოვნად გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები. მათგან მხოლოდ ბოსტნეული 21 პროცენტით არის გაძვირებული.

გაძვირებულ ცხოვრებას ეკონომისტები მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხსნიან.

სტატისტიკის ოფიციალურ მონაცემებში ჯერ-ჯერობით არ მოხვდა წყალსა და დენზე გაზრდილი გადასახადები, რომელიც მოქალაქეებისთვის დამატებითი ხარჯია. 

]]>
03-01-2018 21:40 +0400