RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.ge/ საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია http://rustavi2.ge/ka/news/90413

პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი პირველობა არავის დაუთმეს.

მსოფლიოს ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები გელა ბოლქვაძემ (75 კგ), ლაშა გობაძემ (80 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) მოიპოვეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში კი ჩვენმა ნაკრებმა ყველას აჯობა და 51 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე რუსეთი გავიდა 50 ქულით, მესამეზე თურქეთი 42.

]]>
23-11-2017 11:33 +0400
საქართველოს რაგბის კავშირის წერილი BBC-ის - გთხოვთ, ეს არასოდეს გამოიყენოთ http://rustavi2.ge/ka/news/89880

BBC-ის საქართველოს რაგბის კავშირს სიუჟეტი მიუძღვნა.  16-წუთიან ვიდეორგოლში ვეტერანი მორაგბეები, დევიდ ფლატი და ტომ შენკლინი საქართველოში ჩამოვიდნენ, რომ უფრო მეტი გაეგოთ ქვეყანაზე, რომლის ეროვნული ნაკრები 18 ნოემბერს კარდიფში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება. სიუჟეტის ნაწილი კი რუსული ფოლკლორული მუსიკით იყო გაფორმებული.

ამ ფაქტმა საქართველოს რაგბის კავშირის უკმაყოფილება გამოიწვია და მათმა წარმომადგენელმა BBC-ის რედაქციას ოფიციალური წერილი მისწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"მადლობა, რომ მთლიანი გადაცემა მიუძღვენით საქართველოს. ჩვენ ვაფასებთ ამ შესაძლებლობას, ვინაიდან მსოფლიომ ბევრი არ იცის საქართველოზე, მის კულტურაზე და ტრადიციებზე. მის რაგბიზე, რომლით ჩვენ ასე მიამიტურად ამაყნი ვართ. მესმის, რომ ფორმატი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ბევრი რამე გვეჩვენებინა, მაგრამ ის პატარა ნაჭრები, რომლებიც შეარჩიეთ, არაფერს წარმოადგენენ. არც კულტურას, არც ტრადიციებს, არც სპორტსა და არც პოლიტიკას, არც ჩვენ სახალისო მომენტებს. "მადლობა" უნდა გადაგიხადოთ, ვინაიდან ეს ხუმრობა იყო. მაგრამ გთხოვთ, არასოდეს გამოიყენოთ რუსული ფოლკლორული მუსიკალური თანმხლები (განსაკუთრებით გასაბჭოებული) საქართველოს შესახებ სიუჟეტებში. შეიძლება მახვილი ბრიტანული იუმორი არ გვესმის, მაგრამ მტკივნეულია, როდესაც ჩვენი ქვეყნის შუაგულს, თავისუფლების მოედანს, ვუყურებთ და გვესმის მუსიკა, რომელსაც რუსულ სამხედრო ბაზებზე უკრავენ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზეა განთავსებული, თბილისიდან 40 კილომეტრში," - ნათქვამია რაგბის კავშირის წერილში.

წერილის შემდეგ BBC-იმ ამ ფაქტზე უკვე მოახდინა რეაგირება და სიუჟეტიდან მუსიკა ამოიღო. 

 

წყარო: sportall

]]>
19-11-2017 12:59 +0400
რაგბი - საქართველომ კანადის ნაკრები შედეგიან შეხვედრაში დაამარცხა http://rustavi2.ge/ka/news/89510

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტმატჩების სერია გამარჯვებით დაიწყო. ბორჯღალოსნებმა "დინამო არენაზე" კანადა ანგარიშით 54:22 დაამარცხეს. მატჩის გამორჩეული მოთამაშე სოსო მათიაშვილი გახდა, რომელმაც გუნდს 34 ქულა შესძინა.

საქართველოს ნაკრები ხვალ ბრიტანეთისკენ გაემგზავრება, უელსში მათი მეტოქე უელსის ძლიერი ნაკრები იქნება.

25 ნოემბერს კი თბილისში ნოემბრის ტესტების ბოლო შეხვედრას აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ

]]>
11-11-2017 19:48 +0400
ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა http://rustavi2.ge/ka/news/89103

ლაშა ტალახაძის ახალი მსოფლიო რეკორდი. ოლიმპიურმა ჩემპიონმა რეკორდი დუშეთის კულტურის სახლში დაამყარა, სადაც ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 220 კილოგრამის აწევა შეძლო. ტალახაძემ თავისივე მსოფლიო რეკორდი - 217 კილოგრამი გააუმჯობესა, რითაც ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. თუმცა ეს შედეგი ოფიციალურად არ იქნება აღიარებული ვინაიდან შეჯიბრება საქართველოს ჩემპიონატის სტატუს ატარებს, თუმცა უკვე ცნობილია ტალახაძის შესაძლებლობა მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე და ის ამ რეკორდს იქ შეუტევს.

ლაშა ტალახაძეს გამარჯვება პირადად მიულოცა საქართველოს პრეზინდეტმა. გიორგი მარგველაშვილმა ჩემპიონს ჯილდო გადასცა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.

]]>
05-11-2017 15:12 +0400
ჯაბა პაპინაშვილი მსოფლიო ჩემპიონია http://rustavi2.ge/ka/news/87761

ჯაბა პაპინაშვილი ზაგრებში მიმდინარე ძიუდოისტთა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. 55 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანელ ნატიგ გურბანლის ორი ვაზარით აჯობა.

ფინალამდე პაპინაშვილმა ფრანგი, ბრაზილიელი, მონღოლი და ყაზახი სპორტსმენები დაამარცხა.

]]>
19-10-2017 12:36 +0400
9-წლიანი პაუზის შემდეგ სარბიელი ბრუნდება http://rustavi2.ge/ka/news/86784

9-წლიანი პაუზის შემდეგ ყველაზე პოპულარული ქართული სპორტული გამოცემა სარბიელი, რომლის პირველი ვერსიაც 1990 წლის 28 დეკემბერს გამოვიდა მკითხველს უბრუნდება.

სარბიელი ამჯერად ონლაინ სივრცეში იარსებებს, თუმცა უცვლელი დარჩა მისი შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც უახლოეს მომავალში საგაზეთო ვერსიის გამოშვებასაც გეგმავს.

]]>
06-10-2017 16:57 +0400
6 მედალი - ქართველი მოჭიდავეების შედეგი http://rustavi2.ge/ka/news/86376

ყაზახეთის ქალაქ ალმათში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომალული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებული 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან არაბული გახდა, ამავე წონაში მეორე ადგილი ზვიად პატარიძემ დაიკავა. 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალოსანი მინდია წულუკიძე გახდა, მესამე ადგილზე კი შმაგი ბოლქვაძე გავიდა. 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილმა მეორე, ხოლო ლაშა გობაძემ მესამე ადგილები დაიკავეს.

ტურნირში 16 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა.

]]>
02-10-2017 12:31 +0400
ლამბორგინის სუპერტროფი - არტლაინ ჯორჯია იმოლას შემაჯამებელ რბოლაში იასპარეზებს http://rustavi2.ge/ka/news/85277

16-17 ნოემბერს იტალიაში, იმოლას ავტოდრომზე წლის შემაჯამებელი რბოლა გაიმართება. იმოლას ტრასაზე საუკეთესოებს შორის ქართული გუნდი, არტლაინ ჯორჯიაც იქნება, რომელმაც ნიურბერგრინგზე საერთო ჩათვლაში ქულათა საკმარისი მარაგი დააგროვა.

აზიის, აფრიკის, ამერიკისა და ევროპული სერიების საუკეთესოები იმოლაზე გაარკვევენ მსოფლიო სერიის გამარჯვებულის ვინაობას. 2019 წელს კი ლამბორგინის 55 წელი უსრულდება და კომპანიაც ამ თარიღის აღსანისნავად საგანგებოდ ემზადება.

 

]]>
19-09-2017 08:32 +0400
ახალგაზრდულმა ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა http://rustavi2.ge/ka/news/85194

საქართველოს ახალგაზრდულმა ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველი ძიუდოისტების მეტოქე აზერბაიჯანის ნაკრები იყო, რომელთანაც 2:3 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და შვეიცარიის ნაკრებს დამაჯერებლად მოუგო, 1/4-ფინალში კი მონტენეგროს სძლია. ქართველებმა ნახევარფინალში რუსეთი დაამარცხეს.

ინდივიდუალურ პირველობაში საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

]]>
18-09-2017 09:50 +0400
ლეო მესის კიდევ ერთი ნიჭი - ფეხბურთელმა ფორტეპიანოზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი შეასრულა http://rustavi2.ge/ka/news/85041

ბარსელონას არგენტინელმა ფეხბურთელმა ფორტეპიანოზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი შეასრულა. ვიდეო Adidasfootball-მა კამპანიის #HeretoCreate ფარგლებში გამოაქვეყნა.

"მესის კიდევ ერთი ნიჭის დემონსტრირება," - ასე აფასებენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს მომხმარებლები.

შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე სამსაბათს შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მან იუვენტუსის წინაღმდეგ დუბლი გაიფორმა. მატჩი ბარსელონამ 3:0 მოიგო.

 

]]>
15-09-2017 16:22 +0400
გურამ თუშიშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა http://rustavi2.ge/ka/news/83986

ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მონღოლ ნაიდან ტუვშინბაიერთან დამარცხდა, რომელსაც მანამდე ადამ ოქროაშვილისთვის ჰქონდა მოგებული.

თუშიშვილმა ტურნირი შესანიშნავად ჩაატარა, თუმცა არ გაუმართლა. 22 წლის სპორტსმენი ნახევარფინალში ლეგენდარულ ფრანგთან, ტედი რინერთან დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ კი რინერის აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

დღეს ვერცხლის მედლის მფლობელი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა. ქართული დელეგაციის ანგარიშზე 2 ბრინჯაოს და 1 ვერცხლის მედალია. ხვალ გუნდური პირველობა დაიწყება.

]]>
02-09-2017 19:27 +0400
ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა http://rustavi2.ge/ka/news/83983

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, ვარლამ ლიპარტელიანმა -100 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

ლიპარტელიანი ფინალურ შეხვედრაში აპონელი აარონ ვოლფთან დამარცხდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიპარტელიანი უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს 2 გაფრთხილებაც მიაღებინა, თუმცა დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.

დღეს საქართველოს კიდევ ერთი მედლის მოპოვების შანსი აქვს. მძიმე წონაში გურამ თუშიშვილი ნახევარფინალში ტედი რინერთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს. მისი მეტოქე მონღოლი ნაიდან ტუვშინბაიერთანი იქნება.

]]>
02-09-2017 19:25 +0400
ტედი რინერის აპლოდისმენტები გურამ თუშიშვილს http://rustavi2.ge/ka/news/83984

ლეგენდარულმა ფრანგმა ძიუდოისტმა, ტედი რინერმა გურამ თუშიშვილის მიმართ პატივისცემა გამოავლინა. რინერმა მაყურებელს თუშიშვილისკენ მიუთითა და ტაში დაუკრა.

თუშიშვილი რინერთან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში დამატებით დროში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს. 22 წლის ქართველს, რომელიც წონის მომავალ ლიდერადაც მოიაზრებენ, დამატებით დროში მოგების შანსი ჰქონდა. მან რინერს ილეთიც კი გაუკეთა, მაგრამ მსაჯებმა ქულით არ შეაფასეს. თუშიშვილმა ეს ეპიზოდი გააპროტესტა, მაგრამ უშედეგოდ. 

ტედი რინერი - 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, 7 მსოფლიო და 5 ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული.

დღესვე ვარლამ ლიპარტელიანმა ვერხლის მედალი მოიპოვა. ლიპარტელიანი ფინალურ შეხვედრაში იაპონელ აარონ ვოლფთან დამატებით დროში დამარცხდა. ხვალ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

]]>
02-09-2017 18:58 +0400
უშანგი მარგიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა http://rustavi2.ge/ka/news/83919

ქართველი ძიუდოისტმა, უშანგი მარგიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მარგიანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სერბი ალექსანდრ კუკოლჯი 2 ვაზარის უპირატესობით დაამარცხა.

 

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 2 ბრინჯაოს მედალია. ტურნირის მეორე დღეს მესამე ადგილი ვაჟა მარგველაშვილმა დაიკავა. ხვალ საქართველოს ღირსებას ვარლამ ლიპარტელიანი დაიცავს.

]]>
01-09-2017 20:36 +0400
ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიოს ჩემპიონატიდან სამკაულის ტარების გამო მოხსნეს http://rustavi2.ge/ka/news/83871

უნგრეთში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტი, ნინო ოძელაშვილი შეხვედრის მიმდინარეობის დროს სამკაულის ტარების გამო შეჯიბრიდან მოხსნეს.

შეხვედრის მსაჯმა ოძელაშვილის ჯვარი შეამჩნია, ჯერ ჩამოხსნა, შემდეგ კი ქართველი ტურნირიდან მოხსნეს.

მატჩის კომენტატორების განცხადებით, მსგავსი ფაქტი პირველად დაფიქსირდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ძიუდოში შეხვედრის დროს ყველანაირი აქსესუარის ტარება აკრძალულია, რაც ქართველმა არ გაითვალისწინა.

 

ვიდეო: სილკ უნივერსალი

 

]]>
01-09-2017 13:42 +0400
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა http://rustavi2.ge/ka/news/83557

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ სპორტსმენებს გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. 26 აგვისტოს, ჩემპიონატის ბოლო დღეს, ოქრო ზურაბ იაკობიშვილმა მოიპოვა. წინა დღეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მძიმეწონოსანი მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი გახდა, ბრინჯაოს პრიზიორი კი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატიდან გუნდი ორი ოქროს მედლით პირველად დაბრუნდა.

]]>
28-08-2017 10:40 +0400
გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია http://rustavi2.ge/ka/news/83433

ქართველმა მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. პეტრიაშვილმა ფინალში თურქი ტაჰა აკგული დაძაბულ ბრძოლაში 10:8 დაამარცხა.

ფინალამდე პეტრიაშვილმა  სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძეს დიდი უპირატესობით მოუგო, მანამდე კი კანადელი კორეი ჯარვისი და რუსი ანზორ ხიზრიევი დაამარცხა.

61 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა.

]]>
25-08-2017 23:17 +0400
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა http://rustavi2.ge/ka/news/83431

ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჭიდაობის მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ხინჩეგაშვილი 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ 1/4-ფინალში რუს გაჯიმურად რაშიდოვთან დამარცხდა და რეპეშაჟის ეტაპზე გადაერთო. ქართველმა მოჭიდავემ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თურქი ჩინგისხან ერდოღანი

რამდენიმე წუთში მსოფლიო ჩემპიონობისთვის გენო პეტრიაშვილი იბრძოლებს. მძიმე წონაში პეტრიაშვილის მეტოქე თურქი ტახა აკგული იქნება.

]]>
25-08-2017 21:44 +0400
ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი 2 ბრინჯაოს მედლით დაიწყეს http://rustavi2.ge/ka/news/83125

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატი ორი ბრინჯაოს მედლით დაიწყეს. მესამე ადგილის მფლობელები რობერტ კობლიაშვილი და რევაზ ნადარეიშვილი გახდნენ.

დღეს მსოფლიო ცემპიონატზე მედლები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა დარჩენილ 4 წონაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი ხალიჩაზე ლაშა მარიამიძე, გოგა გოგიბერაშვილი, ზურაბ დათუნაშვილი და ლევან არაბული გავლენ.

]]>
22-08-2017 12:57 +0400
ქართველი მოჭიდავეები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ http://rustavi2.ge/ka/news/82890

21-26 აგვისტოს პარიზი მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ტრადიციულად იასპარეზებენ საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები.

მსოფლიო ჩემპიონატზე თავდაპირველად კლასიკური სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან, შესაბამისად ისინი პარიზში 19 აგვისტოს გაემგზავრებიან. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კი საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას 25 აგვისტოდან დაიწყებენ.

ეროვნული გუნდი მსოფლიო პირველობაზე უძლიერესი შემადგენლობით გამოვა. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს ევროპის სამგზის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი გენო პეტრიაშვილი შეეცდება წარმატების მოპოვებას.

]]>
18-08-2017 15:55 +0400
უსეინ ბოლტის ბოლო გარბენი და კარიერაში პირველი დამარცხება http://rustavi2.ge/ka/news/82048

8 გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უსეინ ბოლტმა ლონდონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 100 მეტრიან გარბენში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბოლტი კარიერის განმავლობაში პირველად დამარცხდა 100 მეტრ დისტანციაზე.

ლეგენდარული იამაიკელი სპორტსმენისთვის ეს კარიერის ბოლო ტურნირი იქნება. ბოლტი პროფესიონალური სპორტიდან მიდის.

მსოფლიოს ჩემპიონი კი ჯასტინ გეტლინი გახდა, რომელმაც შეჯიბრის შემდეგ ბოლტის წინაშე დაიჩოქა, ლეგენდა კი მას გადაეხვია.  

]]>
07-08-2017 13:51 +0400
ზვიად პატარიძე მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონია http://rustavi2.ge/ka/news/82027

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ზვიად პატარიძე მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონია.

120  კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა მორიგ წარმატებას ფინეთის ქალაქ ტამპერეში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიაღწია. პატარიძემ მან გადამწყვეტ ბრძოლაში ყირგიზ მოჭიდავეს სძლია. მანამდე კი მარტივად დაამარცხა რუსი, ირანელი, იაპონელი და რუმინელი სპორტსმენები.

დაჯილდოვების ცერემონიალი ხარვეზებით წარიმართა - ორგანიზატორებმა შეცდომით ჯერ საქართველოს ძველი ჰიმნი დაუკრეს, მოგვიანებით შეცვალეს, თუმცა შეცდომის გამოსწორების შემდეგაც დარბაზში ჰიმნი ტექნიკური ხარვეზებით ისმოდა.

პატარიძე ნაკრების ერთადერთი წევრია, რომელმაც წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის მოპოვება მოახერხა.

]]>
07-08-2017 09:44 +0400
ვინ არის მსოფლიოს ფიზიკურად ყველაზე ძლიერი მორაგბე? - გამოკითხვაში მამუკა გორგოძე ლიდერობს http://rustavi2.ge/ka/news/81939

ახალ ზელანდიურ ვებგვერდ Ruck.co.uk-ზე მიმდინარეობს გამოკითხვა მსოფლიოს ფიზიკურად ყველაზე ძლიერი 15 მორაგბის გამოსავლენად.

ამ დროისთვის გულშემატკივრის აზრით, უძლიერესი მამუკა გორგოძეა, რომელიც გამოკითხვაში ლიდერობს.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი რიჩი მაკქოუს, ჯერი კოლინსს, ბაკის ბოთას, სებასტიან შაბალის და სხვა ლეგენდარულ მოთამაშეებს უსწრებს.

ხმის მისაცემად გადადით ბმულზე. 

]]>
05-08-2017 13:00 +0400
ლამბორგინის სუპერ ტროფი ბელგიაში და ქართული გუნდის წარმატება http://rustavi2.ge/ka/news/81626

ბელგიაში, კერძოდ სპას ავტოდრომზე ლამბორგინის ევროპული ეტაპის დასკვნითი მეექვსე ტური გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოს ღირსებას გუნდ "არტლაინის" სახელით შოთა აფხაზავა იცავდა, რომელიც ტურნირის ორივე დღეს პოდიუმზე იდგა.

შეჯიბრების ორი დღე და ორი პოდიუმი - პირველი და მესამე ადგილი და საერთო გუნდურ ჩათვლაში საკმაოდ მაღალი შედეგები. ქართული გუნდის "არტლაინის" ასეთ წარმატებულ გამოსვლას "ლამბორგინი სუპერ ტროფის" ორგანიზატორებიც არ ელოდნენ. "არტლაინის" გუნდი პროფესიონალთა და ნახევარპროფესიონალთა შეჯიბრში ასპარეზობს და მან სპეციალისტთა ყურადღება პროფესიონალიზმითა და მაღალი დონის გუნდურობით დაიმსახურა.

"არტლაინის" და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტს უფრო შორსიმავალი გეგმებიც აქვს. შოთა აფხაზავა ამბობს, რომ მან უკვე დაიწყო "ლამბორგინი სუპერ ტროფის ორგანიზატორებტან" მოლაპარაკებები ერთ-ერთი ეტაპის რუსთავის ავტოდრომზე გამართვის შესახებ.

ლამბორგინის ევროპის ტურის დასრულებამდე ნიუმბერგრინგისა და იმოლას ავტოდრომის რბოლა დარჩა, რასაც უკვე მსოფლიო შემაჯამებელი რბოლა, ისევ იმოლას ლეგენდარულ ტრასაზე დაასრულებს და მასში აზიის, ამერიკისა და ევროპის რბოლების საუკეთესო ქულის მქონე გუნდები იასპარეზებენ. "არტლაინ ჯორჯიას" მთავარი მიზანიც იმოლას და ლამბორგინის მსოფლიო თასზე ასპარეზობაა.

 

]]>
01-08-2017 09:40 +0400
საქართველოს ჭაბუკთა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია http://rustavi2.ge/ka/news/81582

სარაევოში დასრულებულ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 6 მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ნაკრებმა საერთო ჩათვლაში 69 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ რუსეთს 9 ქულით აჯობა. ევროპის ჩემპიონები ბექა გურული და გიორგი შოთაძე გახდნენ. ვერხლის მედალი გიორგი ცოფურაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს კი აკაკი ოსიაშვილმა, დავით სოლოღაშვილმა და ოთარ აბულაძემ აიღეს.

ჭაბუკთა ნაკრები სამშობლოში დღეს, 16:25 საათზე, სტამბულის რეისით დაბრუნდება.

]]>
31-07-2017 12:40 +0400
ავთანდილ ხურციძე აშშ-ს ციხედან წერილს ავრცელებს http://rustavi2.ge/ka/news/79843

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს. მისი მიმართვა facebook-ზე სპორტსმენის მეგობარმა გამოაქვეყნა.

”მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს, თურქეთში მყოფ გულშემატკივრებს, უკრაინაში, ამერიკაში. ბედნიერი ვარ, ამხელა სიყვარულს და ძალას რომ გამოხატავთ ჩემს მიმართ. არასდროს ვუსურვებდი არავის აქ ჩაჯდომას და არც საკუთარ თავს, მაგრამ მგონი ღირდა იმის ფასად, რომ გამეგო ამხელა სიყვარული და სითბო. ალბათ, აქ ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ. ქუთაისი - ჩემი გული და სული თქვენ გეკუთვნით. 100 პატიმარი ვარჯიშობს ჩემი შემყურე უკვე ბოქსზე. ძალიან ბედნიერი ვარ აქ, ამდენ მკვლელებში და ნარკომანებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ. კი გამოვეცხადე ანჩისხატივით. აბა, მშვიდობით”, - ნათქვამია ავთანდილ ხურციძის მიმართვაში.

ნიუ იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს.

]]>
07-07-2017 19:22 +0400
საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია http://rustavi2.ge/ka/news/79454

საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრები ლიტვაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა უნგრელი თანატოლები 4:1 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც საბერძნეთის გუნდს დაუპირისპირდა და 5:0 დაამარცხა. მომდევნო მეტოქეს - იტალიას 4:1 მოუგო და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

]]>
03-07-2017 08:37 +0400
ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს http://rustavi2.ge/ka/news/79452

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა. სოსო ჯაბიძის ხელმძღვანელობით, ქართველმა ფალავნებმა 8 წონით კატეგორიაში შეძლეს მედლის მოპოვება და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

წინა დღის მსგავსად, ქართველმა ფალავნებმა კვირასაც 4 მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა მძიმეწონოსანი "ახალგაზრდა ლომად" წოდებული ზვიად პატარიძე. ვერცხლს გიორგი კურტანიძე დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი ნუგზარ წურწუმიამ და თემურ ჭკუასელიძემ მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ შაბათს ევროპის ჩემპიონები რამაზ სილაგავა და ლერი აბულაძე გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ბექა მამუკაშვილმა და გიორგი ბარბაქაძემ აიღეს.

]]>
03-07-2017 08:27 +0400
კონორ მაკგრეგორის ვარჯიში კრივის წესებით http://rustavi2.ge/ka/news/79360

ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის კრივის უნარების გამომუშავებას ცდილობს. "თქვენ არასოდეს გინახავთ ასეთი მოძრაობები," - დაწერა მებრძოლმა Instagram-ზე.

შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს კონორ მაკგრეგორი და ფლოიდ მეივეზერი ერთმანეთს კრივის წესებით დაუპირისპირდებია. ფლოიდი ვეტერანი მოკრივეა, კონორი კი UFC-ის მებრძოლი. 

]]>
01-07-2017 13:15 +0400
გიგა ჭიკაძე - პირველი ქართველი, რომელიც Madison Square Garden-ის დარბაზში იბრძოლებს http://rustavi2.ge/ka/news/79224

გიგა ჭიკაძე პირველი ქართველი იქნება, რომელიც Madison Square Garden-ის დარბაზში იბრძოლებს. გლორის ქამრის მოსაპოვებლად ნახევარფინალურ შეხვედრაში ჭიკაძის მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი ალექსეი ულიანოვი იქნება. 

გამარჯვების შემთხვევაში ქართველი სპორტსმენი ფინალში იასპარეზებს და UFC-ის სერიის ეგიდით ჩასატარებელი ორთაბრძოლისთვის სარეიტინგო ქულების მოგროვებას შეძლებს.

ჭიკაძე-ულიანოვის ნახევარფინალური შეხვედრა 14 ივლისს ნიუ-იორკში გაიმართება, პარალელურად ჩატარდება მეორე ნახევარფინალური ბრძოლაც და ფინალიც იმავე დღეს გაიმართება.  

 

]]>
30-06-2017 10:36 +0400
გივი მაჭარაშვილის ოქროს მედალი და ორგანიზატორების შეცდომა http://rustavi2.ge/ka/news/79093

გივი მაჭარაშვილი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონია. სპორტსმენმა ტიტული 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ცემპიონატზე მოიპოვა.

მაჭარაშვილმა ფინალში იტალიელ სიმონე იანატონი 44 წამში 10:0 დაამარცხა.

დაჯილდოების ცერემონიაზე კი მცირე ინცდინეტიც მოხდა - ტურნირის ორგანიზატორებმა ქართველი ჩემპიონის საპატივცემულოდ საქართველოს ძველი ჰიმნი "დიდება" გააჟღერეს, რაც სპორტსმენმა და დარბაზში მყოფმა ქართველებმა გააპროტესტეს.

]]>
28-06-2017 16:06 +0400
არგენტინა VS საქართველო - ვიბრძოლეთ, მაგრამ დავმარცხდით http://rustavi2.ge/ka/news/78921

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამერიკული ტურნე სტუმრად არგენტინის ნაკრებთან მარცხით დაასრულა. ქალაქ ჰუჰუიში გამართულ მატჩში ბორჯღალოსნები მასპინძლებთან ანგარიშით 45:29 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრაში 4 ლელო დადო, რაც პირველი ეშალონის ნაკრების წინააღმდეგ ისტორიაში პირველად დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ივნისის სამი ტესტ-მატჩიდან ორი მოიგო და ერთი დათმო. შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" მანამდე კანადისა (13:0) და აშშ-ის (21:17) ნაკრებები დაამარცხეს.

 

]]>
25-06-2017 01:27 +0400
"რუსთავი 2" მედია ჯომარდის გამარჯვებულია http://rustavi2.ge/ka/news/78820

რუსთავი 2-ის გუნდი მედია ჯომარდის გამარჯვებულია. ტურნირი საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.  

ტრადიციული შეჯიბრება ბორჯომში სოფელ ჩითახევში გაიმართა და მასში მონაწილეობა მედია საშუალებების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა 20 გუნდმა მიიღო.

რუსთავი 2-ის გუნდს სამახსოვრო თასი და მედლები გადაეცა. ტურნირის საუკეთესო ჯომარდელად რუსთავი 2-ის ოპერატორი გიორგი კვიწინაძე დასახელდა.

]]>
24-06-2017 19:50 +0400
არგენტინა VS საქართველო - ქართველი მორაგბეების გამოცდა http://rustavi2.ge/ka/news/78807

დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სტუმრად არგენტინას დაუპირისპირდება. შეხვედრა ქალაქ ჰუჰუიში თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება.

ქართველი მორაგბეები ივნისის ბოლო ტესტ-მატჩს ჩაატარებენ. წინა 2 შეხვედრა ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა - კანადისთან 13:0 და აშშ-ს ნაკრებთან 21:17.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს არგენტინის წინააღმდეგ აქამდე 4 შეხვედრა ჩაუტარებია და ყველა შემთხვევაში გამარჯვება სამხრეთ ამერიკელებს დარჩათ.

 

ფოტო: Georgian rugby

]]>
24-06-2017 15:44 +0400
„ვითომ ღვიძლში მოგხვდა და ვერ ახერხებ გაგრძელებას“ - როგორ გავყიდოთ ორთაბრძოლა http://rustavi2.ge/ka/news/78647

„ვითომ ღვიძლში მოგხვდა და ვერ ახერხებ გაგრძელებას“ - ტრავმის გათამაშებას მწვრთნელი, მოკრივე გიორგი აბრამიშვილს სთავაზობს და რამდენიმე წამში მოკრივე ამ გეგმას ზედმიწევნით ასრულებს. პრესტიჟული ორთაბრძოლა გერმანიაში, დორტმუნდში ტარდებოდა. გიორგი აბრამიშვილი საქართველოს სახელით თურქ სპორტსმენთან ჩხუბობდა. ბრძოლაც მისი გამარჯვებით დასრულდა.

რატომ მოიტყუა ქართველმა მოკრივემ, პროფესიული კრივის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი "კურიერის" კითხვებს არ პასუხობს. კრივის ფედერაციაში კი აცხადებენ, რომ მსგავს შემთხვევებს მკაცრად აკონტროლებენ, თუმცა პროფესიულ კრივს განსხვავებული წესები და კანონები აქვს.

შეუძლია თუ არა ქვეყანას მსგავსი შემთხვევები შეაჩეროს და აღნიშნული საქციელი საქართველოს სახელით არ ხდებოდეს, სპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ ამის ბერკეტი არ არსებობს.

გარიგებული ორთაბრძოლების მხრივ ბრიტანელი ჟურნალისტების კვლევაში პირველი ადგილი საქართველოს უჭირავს, თუმცა ამ მხრივ ლიტვა, ბოსნიაჰერცოგოვინა და ბულგარეთიც გამოირჩევა.

]]>
22-06-2017 13:06 +0400
მაკგრეგორი-მეივეზერის შეხვედრის ბილეთები 2-დან 93 ათას დოლარამდე მერყეობს http://rustavi2.ge/ka/news/78461

მაკგრეგორი-მეივეზერის შეხვედრის ბილეთები 2-დან 93 ათას დოლარამდე მერყეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ირლანდიული გამოცემა ავრცელებს.

ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული შეხვედრა 26 აგვისტოს ლას ვეგასში T-Mobile Arena-ზე გაიმართება, რომელიც 20.000 გულშემატკივარს იტევს.

შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორი UFC (შერეული ორთაბრძოლების) მებრძოლია, მეივეზერი კი ვეტერანი მოკრივე, რომელმაც კარიერა 2015 წელს დაასრულა. დაპირისპირება კრივის წესებით გაიმართება. 

]]>
20-06-2017 10:55 +0400
ავთანდილ ხურციძეს მსოფლიო ჩემპიონის ქამარი ჩამოართვეს http://rustavi2.ge/ka/news/78353

აშშ-ი დაკავებული სპორტსმენი, ავთანდილ ხურციძე კრივში დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ქამარს უნდა დაემშვიდობოს. მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ გადაწყვეტილება სპეციალური რეზოლუციით დაადასტურა.

დოკუმენტი ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. მასში არაფერია ნათქვამი იმ მძიმე ბრალდებებზე, რის საფუძველზეც ხურციძე ნიუ-იორკში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
მიზეზად კი ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე 10 დღის წინ ნიუ იორკში დააკავეს. მას ბრალად ე.წ. შულაიას კრიმინალური სინდიკატის წევრობა ედება და გამოძიების მტკიცებით არაერთ მძიმე დანაშაულშია მხილებული. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

]]>
19-06-2017 08:21 +0400
სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა http://rustavi2.ge/ka/news/78198

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა მეორე მედალი მოიპოვა. სანდრო ბაზაძემ ნაკრებს ბრინჯაოს მედალი შესძინა.

ნაკრების ლიდერი ხმლით ფარიკაობაში ნახევარფინალში, მომავალ ჩემპიონთან, გერმანელ მაქს ჰარტუნგთან 11:15 დამარცხდა და იტალიელ ლუკა კურატოლისთან ერთად მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შეჯიბრების პირველ დღეს ოქროს მედალი თეოდორა კახიანმა მოუტანა.

]]>
16-06-2017 12:34 +0400
ყველაზე ხმაურიანი ბრძოლა - მეივეზერიVSმაკგრეგორი ახლა უკვე ოფიციალურად http://rustavi2.ge/ka/news/78100

ფლოიდ მეივეზერი-კონორ მაკრეგორის ბრძოლა ოფიციალურად დადასტურდა და ის 26 აგვისტოს, ლას ვეგასში გაიმართება. შეხვედრის საპრიზო ფონდი რეკორდული თანხა 535 მილიონი ევრო იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, კონორი 90 მილიონს მიიღებს, მეივეზერი კი გაცილებით მეტს.

დაპირისპირება კრივის წესებით ჩატარდება, რაც უპირატესობას ვეტერან მეივეზერს ანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ ფლოიდ მეივეზერი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოკრივეა. მას კარიერაში ჩატარებული 49 შეხვედრიდან ყველა მოგებული აქვს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფლოიდი რინგზე ბოლოს 2015 წლის სექტემბერში გავიდა და მას შემდეგ კარიერა დაასრულა.

კონორ მაკგრეგორი კი UFC-ის (შერეული ორთაბრძოლები) მებრძოლია. 2016 წელს ირლანდიელმა ედი ალვარესი დაამარცხა და ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა 2 წონაში - მსუბუქ და ნახევრადმსუბუქ კატეგორიაში მოიპოვა. მაკრეგორს კარიერის განმავლობაში 24 შეხვედრა აქვს ჩატარებული,  21 კი მისი გამარჯვებით დასრულდა.

]]>
15-06-2017 10:46 +0400
U20 - საქართველოს ნაკრებმა არგენტინა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა http://rustavi2.ge/ka/news/77959

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა არგენტინა დაძაბულ ბრძოლაში  26:25 დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისთვის მატჩს ჩაატარებს, სადაც ეროვნული გუნდის მეტოქე ირლანდია იქნება. შეხვედრა 18 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ არგენტინის დამარცხების შემდეგ საქართველომ ელიტაში ადგილი შეინარჩუნა მომდევნო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

]]>
13-06-2017 17:47 +0400
გივი მარგველაშვილი - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ტიტულის კიდევ ერთხელ დაცვას შეეცდება http://rustavi2.ge/ka/news/77882

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში, გივი მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.

ჩემპიონატი 17-25 ივლისს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართება. მარგველაშვილი მომავალ ტურნირზე მეოთხე მსოფლიო რეკორდის დამყარებას გეგმავს.

]]>
12-06-2017 18:35 +0400
ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა http://rustavi2.ge/ka/news/77688

ნიუ-იორკის სასამართლომ დაკავებულ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ეს ინფორმაცია დაკავებულის Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელდა.

ავთანდილ ხურციძის ოჯახის წევრები მთავრობას დახმარებას სთხოვენ.

ამერიკელმა სამართალდამცველებმა, საერთო ჯამში, 15-მდე ქართველს ბრალი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობის, ნარკოდანაშაულის, რეკეტიორობის, კორუფციის, თაღლითობის, კონტრაბანდისა და არალეგალური თამაშებისთვის წაუყენეს. თითოეულს რამდენიმე მძიმე ბრალი აქვს, რომელთაგან ზოგი 20, 40 წლიან ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

]]>
10-06-2017 12:04 +0400
დავით ზირაქაშვილი საფრანგეთის ჩემპიონია http://rustavi2.ge/ka/news/77323

კლერმონი საფრანგეთის მთავარი სარაგბო ტიტულის TOP 14-ის გამარჯვებულია. კლერმონმა, რომელის რიგებშიც საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით ზირაქაშვილი თამაშობს, გადამწყვეტ შეხვედრაში  ტულონი 22:16 დაამარცხა და მეორედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი.

ტულონის შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ორი მორაგბე მამუკა გორგოძის და ლევან ჩილაჩავა ასპარეზობს. ორივე მათგანი მეორე ტაიმში გამოჩნდნენ მოედანზე, ზირაქაშვილმა კი 78 წუთი ითამაშა და უდიდესი წვლილი შეიტანა კლერმონელთა გამარჯვებაში.

ჩემპიონები საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დააჯილდოვა

]]>
05-06-2017 12:30 +0400
10 წამში დამარცხებული აქამდე დაუმარცხებელი მეტოქე http://rustavi2.ge/ka/news/77313

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა რაფონ სტოტსი, რომელსაც აქამდე კარიერაში წაგება არ ჰქონდა, 10 წამში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

დვალიშვილმა Ring Of Cobat-ის მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა.

]]>
05-06-2017 10:29 +0400
ახალი ზელანდიის ჰაკა საქართველოში http://rustavi2.ge/ka/news/77063

საქართველოში 20-წლამდელთა შორის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარებს. ახალი ზელანდიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა თავისი შეხვედრა ქუთაისის სტადიონზე ჩაატარა და შოტლანდია 42:20 დაამარცხა.

თამაშის დაწყებამდე კი ზელანდიელებმა ტრადიციული რიტუალი ჰაკა შეასრულეს, რაც საქართველოში პირველად მოხდა. 

]]>
01-06-2017 13:05 +0400
ნამიბია http://rustavi2.ge/ka/news/77010

]]>
31-05-2017 21:44 +0400
შოტლანდია http://rustavi2.ge/ka/news/77007

]]>
31-05-2017 21:43 +0400
ირლანდია http://rustavi2.ge/ka/news/77008

]]>
31-05-2017 21:43 +0400
უელსი http://rustavi2.ge/ka/news/77009

]]>
31-05-2017 21:43 +0400
სამოა http://rustavi2.ge/ka/news/77003

]]>
31-05-2017 21:42 +0400
ფიჯი http://rustavi2.ge/ka/news/77004

]]>
31-05-2017 21:42 +0400
საქართველო http://rustavi2.ge/ka/news/77005

]]>
31-05-2017 21:42 +0400
ინგლისი http://rustavi2.ge/ka/news/77006

]]>
31-05-2017 21:42 +0400
არგენტინა http://rustavi2.ge/ka/news/77000

]]>
31-05-2017 21:41 +0400
ახალი ზელანდია http://rustavi2.ge/ka/news/77001

]]>
31-05-2017 21:41 +0400
სამხრეთ აფრიკა http://rustavi2.ge/ka/news/77002

]]>
31-05-2017 21:41 +0400
U20 – საქართველოს ნაკრები არგენტინასთან დამარცხდა http://rustavi2.ge/ka/news/76968

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდა და 26:37 დამარცხდა.

შეხვედრა ავჭალის მოედანზე ჩატარდა და არგენტინელების აშკარა უპირატესობით წარიმართა. ტურნირზე უმცროსი ბორჯღალოსნებიდან პირველი ლელო უჩა ჭეიშვილმა გაიტანა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მომდევნო მეტოქე  4 ივნისს სამხრეთ აფრიკა იქნება. შეხვედრა 18:00 საათზე გაიმართება.

]]>
31-05-2017 20:19 +0400
U20 - საქართველოში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება http://rustavi2.ge/ka/news/76870

31 მაისს საქართველოში 20 წლამდე მორაგბეებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. შეხვედრები თბილისში და ქუთაისში გაიმართება. მსოფლიო პირველობაზე 12 საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირის მონაწილე ნაკრებები სამ ჯგუფში არიან განაწილებული:

A ჯგუფი: ინგლისი, ავსტრალია, უელსი, სამოა.
B ჯგუფი: ირლანდია, ზელანდია, შოტლანდია, იტალია.
C ჯგუფი: არგენტინა, სამხრეთი აფრიკა, საფრანგეთი, საქართველო.

ხვალ მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისი-სამოას შეხვედრით გაიხსნება, რომელიც 13:00 საათზე ავჭალის სტადიონზე გაიმართება. ასევე, ავჭალის მოედანზე ჩაატარებს თავის შეხვედრას საქართველოს ნაკრები. უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე არგენტინა იქნება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

]]>
30-05-2017 18:44 +0400
20 წლამდე მორაგებთა მსოფლიო ჩემპიონატი - მონაწილე გუნდები საქართველოში იმყოფებიან http://rustavi2.ge/ka/news/76646

31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო 20 წლამდე მორაგებთა მსოფლიო თასს უმასპინძლებს. ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოს ათასზე მეტი ოფიციალური სტუმარი ეწვევა, მათ შორის მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი, ბილ ბომონთი.

პრესტიჟულ გათამაშებაში საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ფაქტობრივად ყველა წამყვანი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. მონაწილე გუნდები ეტაპობრივად ჩამოდიან ქვეყანაში. საქართველოშია მსოფლიო თასის 5-გზის გამარჯვებული ახალი ზელანდია და მოქმედი ჩემპიონი ინგლისის ნაკრები. გამთენიისას თბილისს ესტუმრა ტურნირის კიდევ ერთი ფავორიტი სამხრეთ აფრკის გუნდი.

მსოფლიო თასი სტარტს 31 მაისს დაიწყება. თამაშები თბილისში და ქუთაისში ჩატარდება.

]]>
27-05-2017 17:03 +0400
ქართველი მორაგბე 24 წლის ასაკში გარდაიცვალა http://rustavi2.ge/ka/news/76200

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციაალური Facebook-ის გვერდის ცნობით, 24 ასაკში მორაგბე გუჯა სურგულაძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

"სრულიად ქართული სარაგბო თემის სახელით სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ 21 მაისს 24 წლის ასაკში გარდაიცვალა "ლელო სარასენსის" და "მზარდი საქართველოს" მორაგბე, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, გუჯა სურგულაძე. საქართველოს რაგბის კავშირისა და სარაგბო ოჯახის სახელით თნავუგრძნობთ გუჯას ოჯახს და მეგობრებს," - წერია რაგბის კავშირის მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.

 

 

]]>
22-05-2017 09:20 +0400
ეკატერინბურგის გრან-სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედალი მოიპოვეს http://rustavi2.ge/ka/news/76192

ეკატერინბურგის გრან სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 4 მედალი მოიპოვეს.

81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ანალოგიური შედეგი აჩვენა ვარლამ ლიპარტელიანმაც, ხოლო ლევან მატიაშვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, რომელმაც ფინალში ბრაზილიელ დავიდ მოურასთან იჭიდავა და გაფრთხილებებით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ეკატერინბურგის გრან სლემის პირველ დღეს ვერცხლის მედალი ამირან პაპინაშვილმა აიღო. შედეგად, გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით მე-5 ადგილი დაიკავა.

]]>
22-05-2017 08:49 +0400
მაკგრეგორი VS მეივეზერი - მსოფლიო დიდი ბრძოლის მოლოდინში http://rustavi2.ge/ka/news/76013

ირლანდიელი UFC-ის მებრძოლი კონორ მაკგრეგორი თანახმაა ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლაზე. მაკრეგორმა კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა. ორგანიზატორები ახლა უკვე ვეტერანი მოკრივის თანხმობას ელიან.

ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ მაკრეგორი-მეივეზერის დაპირისპირება კრივის წესებით წარიმართება. კონტრაქტის დეტალები ამ დროისთვის არ გახმაურებულა, თუმცა უცხოური მედიის წარმომადგენლების ვარაუდით საქმე რეკორდულ თანხებს ეხება.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის მეივეზერმა აქტიური სპორტული კარიერა 2015 წელს დაასრულა, თუმცა წინასწარი მონაცემებით მზად არის მაკრეგორს დაუპირისპირდეს. 

]]>
19-05-2017 13:32 +0400
ზურაბ დათუნაშვილი სავადმყოფოდან გაწერეს http://rustavi2.ge/ka/news/75997

ევროპის ორგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ზურაბ დათუნაშვილი სავადმყოფოდან გაწერეს. სპორტსმენის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მუცლის არეში შემავალი ჭრილობისგან შინაგანი ორგანოები დაზიანებული არაა, მხოლოდ გარეგანი ხასიათის ჭრილობაა, თუმცა ჯერ ჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას, რომელიც აგვისტოში პარიზში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ დათუნაშვილი გასულ პარასკევ საღამოს თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი ჩხუბისას დანით დაჭრეს.

]]>
19-05-2017 10:57 +0400
დიდი ათიანის გამარჯვებული რაგბის კლუბი ჯიქი გახდა http://rustavi2.ge/ka/news/75616

დიდი ათიანის, ტოიოტას ფინალის გამარჯვებული რაგბის კლუბი ჯიქი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ბათუმს 28:22 მოუგო და საქართველოს ჩემპიონის ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვა.

ქვეყნის სარაგბო პირველობის გადამწყვეტ შეხვედრას თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა და დიდი ინტერესიც გამოიწვია. მატჩს გორელი და ბათუმელი ქომაგებიც მრავლად დაესწრნენ და ტრიბუნებზე შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს.

საქართველოს ჩემპიონმა ჯილდოდ 70 ათასი ლარი მიიღო, ფინალისტმა კი 30 ათასი.

]]>
15-05-2017 08:40 +0400
იჩქარე ავტოდრომზე - საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეული http://rustavi2.ge/ka/news/75237

8-დან 14 მაისამდე საქართველო აქტიურად მონაწილეობს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულში.

პროექტი, რომლითაც საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია წელს ამ მოძრაობაში ჩაერთო ორიგინალურ მიდგომას გულისხმობს და სიჩქარის მოყვარულებს საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად განსხვავებული სივრცე და შესაძლებლობა ეძლევათ.

]]>
11-05-2017 14:07 +0400
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების მეტოქეები ცნობილია http://rustavi2.ge/ka/news/75235

დღეს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა. საქართველოს მორაგებთა ეროვნული ნაკრები D ჯგუფში ითამაშებს.

ბორჯღალოსნების მეტოქეები ამერიკა 2 (ჯერ უცნობია), ოკეანეთი 1 (ჯერ უცნობია), უელსი და ავსტრალია იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასი იაპონიაში გაიმართება.

 

]]>
10-05-2017 12:37 +0400
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა http://rustavi2.ge/ka/news/74991

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი (80 კგ.) ევროპის ჩემპიონი გახდა.

დათუნაშვილმა ფინალში ბულგარელ რაძიკ კულიევი 4:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა მოჭიდავემ ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი.

]]>
07-05-2017 21:48 +0400
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია http://rustavi2.ge/ka/news/74806

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში მიმდინარე კონტინენტის პირველობის 61 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში ხინჩეგაშვილმა რუსი ახმეტ ჩაკაევი დაძაბულ ბრძოლაში  10:9 დაამარცხა.

ფინალამდე ხინჩეგაშვილმა უკრაინელი პეტრო ბილეიჩუკი (8-2), აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი (9-5) და მოლდაველი ანდრეი პერპელიტა (4-1) დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე უკვე არის, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონიც და თავის წონაში მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.

]]>
04-05-2017 22:20 +0400
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს http://rustavi2.ge/ka/news/74778

ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იასპარეზებს. ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონის მეტოქე გადამწყვეტ შეხვედრაში რუსი ახმეტ ჩაკაევი იქნება.
ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი პეტრო ბილეიჩუკი დაამარცხა (8-2), მანამდე კი აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი (9-5) და მოლდაველი ანდრეი პერპელიტა (4-1) ჩამოიშორა გზიდან.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

]]>
04-05-2017 16:11 +0400
ნაკრებს დავაკლდები, მაგრამ შეუცვლელი არავინაა - მამუკა გორგოძე http://rustavi2.ge/ka/news/74776

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მამუკა გორგოძემ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. გორგოძემ გულშემატკივრებს ემოციურად მიმართა.

"ნაკრებიდან წასვლას 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ვაპირებდი, თუმცა მთხოვეს და დავრჩი. მაგრამ მას შემდეგ სულ ამ საკითხზე ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე! არაერთხელ მითქვამს: მინდა, რომ გულშემატკივარს კარგად დავამახსოვრო თავი და ვგრძნობ, წასვლის დრო მოვიდა.

უკვე 33 წლის ვარ და 2019 წლის მსოფლიო თასის დროს 35-ს ვიქნები გადაცილებული. ვამჩნევ, რომ ასაკში ვარ და წლების მატებასთან ერთად დაღლილობა კი არ დაიკლებს, კიდევ უფრო მოიმატებს. 

მირჩევდნენ, რომ მხოლოდ მსოფლიო თასისთვის მოვმზადებულიყავი, მნიშვნელოვან თამაშებზე ჩამოვსულიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია! კაპიტანი სულ გუნდთან ერთად უნდა იყოს, მის პულსზე უნდა ედოს ხელი, სხვა შემთხვევაში კაპიტანი ვერ იქნები.

ჯანი, სურვილი და ჟინი არ მომკლებია, მაგრამ ასეთ დატვირთვებს ვეღარ ვუძლებ. რომ ყოფილიყო შესაძლებელი, არჩევანს ნაკრებზე შევაჩერებდი, მაგრამ უთამაშებელი ნაკრებს ვერაფერში გამოვადგები, მხოლოდ ნაკრებში ვერ ვითამაშებ.

ნაკრებს დავაკლდები, მაგრამ შეუცვლელი არავინაა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებს მესამე ხაზში მართლა ძალიან მაგარი ბიჭები ჰყავს და კარგი შევსება მოდის. გადავწყვიტე, წასვლის შესახებ მსოფლიო თასამდე 2 წლით ადრე გამეცხადებინა, რადგან გუნდი მზადებას იწყებს და მწვრთნელებს ხელი არ შეეშალოთ. ყველაზე მეტად მე მწყდება გული, თუმცა ჯობია დროულად წახვიდე და გულშემატკივარმაც კარგად გაგიხსენოს" - განაცხადა მამუკა გორგოძემ.

]]>
04-05-2017 15:48 +0400
საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მორაგბემ, მამუკა გორგოძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა http://rustavi2.ge/ka/news/74742

საქართველოს ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მორაგბემ მამუკა გორგოძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა. გორგოძეს ეროვნული გუნდში 69 ტესტ-მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 11 კაპიტნის რანგში. გორგოძე 6-ჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო მორაგბე. მან მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიო თასზე, 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.

2015 წლის მსოფლიო თასზე ის ბორჯღალოსნების კაპიტანი იყო სადაც საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური ნაადრევად მოიპოვა. 2014 წლიდან დღემდე მამუკა გორგოძე საფრანგეთის ტულონის ღირსებას იცავს.

]]>
04-05-2017 11:31 +0400
U20 - ბორჯღალოსნების მზადება მსოფლიო თასისთვის http://rustavi2.ge/ka/news/74846

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. 3 მაისს უმცროსმა ბორჯღალოსნებმა "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე თბილისში სტუმრად მყოფ ვესტერნ პროვინსის კოლეჯის გუნდთან მეორე საკონტროლო მატჩი გამართეს და 11:6 გაიმარჯვეს. 

პირველ შეხვედრაში აფრიკული გუნდი გაცილებით დიდი სხვაობით დაამარცხეს - 55:17. მეორე მატჩისთვის კი ბორჯღალოსნების მწვრთნელებმა შემადგენლობაში 11 ცვლილება განახორციელა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ვესტერნ პროვინსის კოლეჯის გუნდს კიდევ ერთხელ 6 მაისს დაუპირისპირდება. 

]]>
03-05-2017 14:11 +0400
გიგა ჭიკაძის კიდევ ერთი აღიარება - ქართველი სპორტსმენი BAD BOY-ს სახე გახდა http://rustavi2.ge/ka/news/74477

ქართველი კიკბოქსიორი გიგა ჭიკაძე ამერიკული ბრენდის BAD BOY-ს გუნდის წევრი გახდა. ეს ბრენდი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია საბრძოლო ხელოვნებათა სპორტის სამყაროში, უკვე წლებია საუკეტესოები სწორედ ამ გუნდის წევრები ხდებიან.

ჭიკაძე კი პირველი ქართველია რომელიც BAD BOY-ს სახე და გუნდის წვერი ხდება. ამერიკულმა ბრენდმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ჭიკაძის ბრენდირებული მაისური საქართველოს დროშით გამოუშვა.

ჭიკაძე შემოსული თანხის ნაწილს მის მიერ დაარსებულ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავს

]]>
01-05-2017 14:25 +0400
მორაგბე მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდა და შემდეგ მეტოქე გუნდის მოთამაშეებსაც დაუპირისპირდა http://rustavi2.ge/ka/news/74356

საფრანგეთის თასის ახალგაზრდულ გათამაშებაში მორაგბე მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდა და შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებსაც დაუპირისპირდა. ინციდენტი თასის ნახევარფინალურ მატჩში სენტ-ესტევი-ტულუზას შეხვედრის დროს მოხდა.

შეხვედრის 25-ე წუთზე მორაგბემ შეკრებილ გულშემატკივრებს გაურკვეველი ჟესტით მიმართა, რაც მსაჯს არ მოეწონა და სპორტსმენს მოედნის დატოვება მოსთხოვა. მორაგბემ გაღიზიანება ამ ფორმით გამოხატა.

ინციდენტის შემდეგ მსაჯი საავადმყოფოში გადაიყვანეს, შეხვედრა კი შეჩერდა. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, რეფერი სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა. მორაგბეს კი პროფესიონალურ დონეზე რაგბის თამაში სამუდამოდ აეკრძალა.

]]>
29-04-2017 13:35 +0400
პირველად ისტორიაში - საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია http://rustavi2.ge/ka/news/74026

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია ხმლით ფარიკაობაში. ფინალში საქართველოს ნაკრებმა იტალია 45:36 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენებმა ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების დამარცხება მოახერხეს.

ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში  ხმლით ფარიკაობაში აღნუშნული ტურნირი პირველად მოიგო.

 

წყარო; სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

]]>
25-04-2017 16:39 +0400
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა http://rustavi2.ge/ka/news/73970

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის გუნდური პირველობის გამარჯვებული დღეს გამთენიისას სამშობლოში დაბრუნდა. აეროპორტში ქართველ ძიუდოისტებს უამრავი გულშემატკივარი დახვდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონი მეცხრედ გახდა.  ვარშავაში გამართულ ტურნირზე ირაკლი ცირეკიძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა საწყის რაუნდებში იტალიას, სერბეთს და უკრაინას მოუგო. გადამწყვეტი შერკინება კი რუსების წინააღმდეგ ჩაატარა და 3:2 გაიმარჯვა. 

ინდივიდუალურ შეჯიბრში ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი გახდა, რომელმაც მძიმე წონის ფინალში ადამ ოქრუაშვილი დაამარცხა. ბრინჯაოს მედალი კი ბექა ღვიანიაშვილმა მოიპოვა.

]]>
25-04-2017 08:28 +0400
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია http://rustavi2.ge/ka/news/73862

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონია. კონტინენტის პირველობის ფინალში 2016 წლის მსგავსად ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

ფინალამდე საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალია, სერბეთი და უკრაინა იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ შეჯიბრში ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი გახდა, რომელმაც ფინალში თანამემამულე ადამ ოქრუაშვილი დაამარცხა. ბრინჯაოს მედალი კი საქართველოს დელეგაციას ბექა ღვინიაშვილმა მოუტანა.

]]>
23-04-2017 19:44 +0400
3 მედალი ევროპის ჩემპიონატზე http://rustavi2.ge/ka/news/73823

ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში - ქართველების წარმატებული გამოსვლა. ბექა ღვიანიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მძიმე წონაში კი ქართული ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ადამ ოქრუაშვილი და გურამ თუშიშვილი დაუპირისპირდნენ.

თუშიშვილმა თანამემამულეს სუფთად მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ევროპის ჩემპიონატის მესამე დღე ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედლით - ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მედლით დაასრულეს. 

ხვალ გუნდური პირველობა გაიმართება.

]]>
22-04-2017 20:25 +0400
ქართველი მორაგბეები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ http://rustavi2.ge/ka/news/73055

ქართველი მორაგბეები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ. 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ნახევარფინალში იაპონიას 42:17 მოუგო და ზედიზედ მესამედ იასპარეზებენ ფინალში, სადაც ტურნირის მასპინძელ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 6 ლელოს დადება მოახერხეს: 2 პირველ ტაიმში და 4 – მეორეში. შეგახსენებთ, რომნახევარფინალამდე 18 წლამდე მორაგბეებმა კანადა 43:3 დაამარცხეს.

ფინალური შეხვედრა შაბათს, 15 აპრილს გაიმართება.

]]>
12-04-2017 12:35 +0400
ჰიუსტონის მხარდამჭერთა გუნდის წევრ გოგონას მატჩის შესვენების დროს ხელი სთხოვეს http://rustavi2.ge/ka/news/72865

NBA-ში ჰიუსტონი-დეტროიტის შეხვედრის დროს უჩვეულო ფაქტი დაფიქსირდა. ჰიუსტონის მხარდამჭერი გუნდის წევრ გოგონას მატჩის შესვენების დროს ხელი სთხოვეს და მან თანხმობა განაცხადა.

ჰიუსტონი კი საკუთარ მოედანზე მოულოდნელად 109:114 დამარცხდა. 

]]>
10-04-2017 14:22 +0400
კონორ მაკგრეგორის 5 საუკეთესო ბრძოლა http://rustavi2.ge/ka/news/72855

კონორ მაკგრეგორი UFC-ის გამორჩეული მებრძოლია. 28 წლის ირლანდიელს ისტორიული მიღწევა აქვს - ის UFC-ის ჩემპიონია მსუბუქ და ნახევრად მსუბუქ წონაში, აქამდე არც ერთ მებრძოლს არ გაუერთიანებია ორი ტიტული შერეულ ორთაბრძოლებში. მაკგრეგორს ეკუთვნის ყველაზე სწრაფი გამარჯვება, მან ჟოზე ალდო მე-13 წამზე დაამარცხა. ვიდეორგოლში გთავაზობთ მაკგრეგორის გამორჩეულ ორთაბრძოლებს. ასევე, საინტერესო ისტორიას მაკგრეგორის ცხოვრებიდან, სადაც სპორტსმენი გულშემატკივრებს თავისი სიყვარულის შესახებ უყვება.

"8 წელია ერთად ვართ. ურთიერთობის დასაწყისში დუბლინიდან 30 კილომეტრში ვცხოვრობდით ნაქირავებ ბინაში და 188 ევროს ოდენობის სოციალური დახმარება ჩვენი ერთადერთი შემოსავალი იყო. სამსახური არ მქონდა, რადგან მთელ დროს სპორტდარბაზში ვატარებდი. მე მჯეროდა, რომ აუცილებლად გავხდებოდი ჩემპიონი და მასაც ყოველთვის სჯეროდა ამის. ფინანსების უკმარისობის მიუხედავად ცდილობდა ჩემი კვების რაციონი სწორად შეერჩია და რეჟიმის დაცვაში დამხმარებოდა. დამყვებოდა ვარჯიშზე და მამხნევებდა.

ის ყოველთვის მეუბნებოდა "კონორ, მე ვიცი, შენ ყველაფერს შეძლებ!"

ახლა მე მილიონებს გამოვიმუშავებ, თავს ყველანაირი ავტომობილისა და ტანსაცმლის ყიდვის უფლება შემიძლია მივცე და ვიცი, ის კიდევ უფრო მეტს იმსახურებს ჩემგან, რადგან დღემდე გვერდში მიდგას და ისევ მეუბნება, რომ მე ყველაფერს შევძლებ," - იხსენებს მაკგრეგორი.

 

წყარო: დრო მიდის, კადრები კი რჩება.

 

]]>
10-04-2017 13:04 +0400
ქართველი ძალოსნები სამშობლოში დაბრუნდნენ http://rustavi2.ge/ka/news/72835

დღეს გამთენიისას საქართველოს ძალოსანთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ხორვატიის ქალაქ სპლიტში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ლაშა ტალახაძემ ორჭიდში 467 კილოგრამი მოაგროვა და მეორედ მოიპოვა კონტინენტის ჩემპიონის ტიტული.

ტალახაძემ ატაცში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა 217 კილოგრამი დაძლია. აკვრაში  კი 238, 245 და 250 კილოგრამი დაიმორჩილა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ატაცში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მიიღო მეორე ქართველმა მძიმეწონოსანმა, რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა ირაკლი თურმანიძემ. მან 190, 197 და 201 კილოგრამი ასწია ატაცში, თუმცა შემდეგ ფეხის ტრავმა გაურთულდა და აკვრაში მონაწილეობა ვეღარ მიიღო.

]]>
10-04-2017 08:51 +0400
ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი მსოფლიო რეკორდის დამყარებით გახდა http://rustavi2.ge/ka/news/72777

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი მსოფლიო რეკორდის დამყარებით გახდა. ტალახაძემ ხორვატიაში გამართულ ტურნირზე ატაცში 217 კგ. დაძლია, რაც მსოფლიოს საუკეთესო შედეგია. ქართველმა ირანელი სპორტსმენის, ბეჰდად სალიმის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.

ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აკვრაში 250 კგ-ს აწევა მოახერხა, ორჭიდში 467 კგ (2017+250) აჩვენა და ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

აღსანიშნავია, ირაკლი თურმანიძის შედეგი, რომელმაც ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თურმანიძე ტრავმით ასპარეზობდა და  190, 197 და 201 კგ აწია და ნაჩვენები შედეგით მესამე ადგილზე გავიდა. 

 

 

]]>
09-04-2017 01:26 +0400
176 რუს სპორტსმენს დოპინგის გამოყენება დაუმტკიცდა http://rustavi2.ge/ka/news/72514

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ 2015 წელს წესების დარღვევის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც რუსეთს ლიდერის პოზიცია უკავია.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2015 წელს რუსეთს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს დოპინგის გამოყენების თვალსაზრისით. აკრძალული ნივთიერების კვალი 176 რუს სპორტსმენს აღმოაჩნდა.

]]>
06-04-2017 12:32 +0400
ჭიდაობის ფედერაცია შეცდომისთვის ბოდიშს იხდის http://rustavi2.ge/ka/news/72445

ჭიდაობის ფედერაცია პრეზიდენტის ინტერვიუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

გუშინ "რუსთავი 2-ის" ეთერში გასულ ინტერვიუში ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ დაუშვა შეცდობა და შეკრების ადგილად ადლერის ნაცვლად რუსეთის მიერ ოკუპირებული ალუშტის ოლქი დაასახელა, რასაც პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

შეცდომისთვის ჭიდაობის ფედერაცია ბოდიშს იხდის და განცხადებას თან ერთვის ფოტო, რომელიც ნაკრებს ადლერში შეკრებაზე აქვს გადაღებული.

]]>
05-04-2017 14:17 +0400
ქართველი მოჭიდავეების კიდევ ერთი წარმატება http://rustavi2.ge/ka/news/72343

წარმატებული გამოდგა უნგრეთის ქალაქ სომბათეიში დასრულებული 23 წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა კონტინენტის პირველობა 5 მედლით დაასრულეს.

ტურნირზე ვერცხლის მედლები რამაზ ზოიძემ და გელა ბოლქვაძემ მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი დავით ჩხარტიშვილი, ლაშა გობაძე და ზვიად პატარიძე გახდნენ. საერთო გუნდური ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 47 ქულით ყველას აჯობა, მეორეზე-მესამე ადგილები რუსეთისა და აზერბაიჯანის გუნდებმა გაინაწილეს.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დღეს გამთენიისას დაბრუნდა.

]]>
04-04-2017 15:03 +0400
3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო - ქართველი ძიუდოისტების შედეგი თბილისის გრანპრიზე http://rustavi2.ge/ka/news/72218

3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ასე დაასრულა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრი ოლიმპიურ სასახლეში.

ლუხუმ ჩხვიმიანისა და ლაშა გიუნაშვილის მიერ მოპოვებულ ოქროებსა და ამირან პაპინაშვილის ვერცხლს, გუშინ მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა კიდევ ერთი ოქრო მიამატა.

საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან-პრიზე გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა, რამდენიმე წონით კატეგორიაში გუნდის 1-2 ნომრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 20-23 აპრილს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩატარდება.

 

]]>
03-04-2017 12:32 +0400
თბილისის ძიუდოს გრანპრი - ქართველებმა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს http://rustavi2.ge/ka/news/72038

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის პირველი დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სპორტსმენებისთვის, რომლებმაც ჯამში 3 მედალი - 2 ოქრო და 1 ვერცხლი მოიპოვეს.

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩემპიონი ლაშა გიუნაშვილი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში მონღოლ ტუმურხულეგ დავაადორჯს მოუგო. 60 კგ. კატეგორიაში კი ქართული ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ლუხუმ ჩხვიმიანი და ამირან პაპინაშვილი დაუპირისპირდნენ, წყვილს შორის გამარჯვებული ჩხვიმიანი გახდა.

ხვალ თბილისის გრან პრიზე მედლები ვაჟთა შორის 73 და 81 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება, ხოლო ქალებში კი 63 და 70 კგ-ებში.

 

]]>
31-03-2017 19:06 +0400
რონალდინიომ მუსიკალური კარიერა დაიწყო და პირველი სიმღერაც ჩაწერა http://rustavi2.ge/ka/news/71916

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ მუსიკალური კარიერა დაიწყო და პირველი სიმღერაც ჩაწერა. "მარტოსული" - სწორედ ასე ჰქვია გაუჩოს პირველ სიმღერას.

აღსანიშნავია, რომ 37 წლის ფეხბურთელს საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა მისი ბოლო პროფესიონალური კლუბი ბრაზილუირი ფლუმინენსე იყო, რომელიც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონმა 2015 წელს დატოვა.

]]>
30-03-2017 17:15 +0400
ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და 6 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან http://rustavi2.ge/ka/news/71912

უნგრეთის ქალაქ სომბატჰეიში მიმდინარე 23-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 3 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონები ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლები შოთა ფარტენაძემ (61 კგ),  ივერიკო ჯულაყიძემ (65 კგ) და მირზა სხულუხიამ (70) დაისაკუთრეს. აღსანიშნავია, რომ გენო პეტრიაშვილმა შარშან მოპოვებული ტიტული დაიცვა და ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

შედეგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საერთო გუნდურ ჩათვლაში 60 ქულა დააგროვა, მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა რუსეთს და მეორე ადგილი დაიკავა. ოქროს მედლების რაოდენობით (3) საქართველოს ნაკრები საუკეთესოა. 

]]>
30-03-2017 16:14 +0400
ქართველი მოჭიდავეების წარმატება - 2 ოქრო და 1 ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე http://rustavi2.ge/ka/news/71818

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა უნგრეთში, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს წარმატებით იჭიდავა. ნაკრებმა 3 მედალი - 2 ოქრო და 1 ბრინჯაო მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონი 74 კგ. წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძე და 97 კგ-ში კი გივი მაჭარაშვილი გახდნენ. ბრინჯაოს მედალი ივერიკო ჯულაყიძე მოიპოვა.

პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ ევროპის 29 ნაკრებს შორის ქართველი ფალავნები 32 ქულით გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე არიან, მეორეზე 27 ქულით თურქეთი, ხოლო მესამეზე 26 ქულით რუსეთის ნაკრები იმყოფება. უნგრეთის ხალიჩაზე დღეს დარჩენილი ოთხი წონითი კატეგორიის ფალავნები გავლენ.

]]>
29-03-2017 13:37 +0400
ნინო ოძელაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი ცეკვით აღნიშნა http://rustavi2.ge/ka/news/71661

ქართველი სპორტსმენი ნინო ოძელაშვილი სამბოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ოძელაშვილმა გამარჯვება ცეკვით აღნიშნა და თან აკრობატული ილეთიც შეასრულა.

საქართველოს სამბოს ნაკრებმა მოსკოვში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. ქართველებმა 4 მედლი მოიპოვეს და ტურნირზე გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს. ოქროს მედლები ნინო ოძელაშვილმა და ელენე ქებაძე დაისაკუთრეს, 

]]>
27-03-2017 14:01 +0400
გიგა ჭიკაძემ მეტოქე 8 წამში დაამარცხა და UFC-ის კატეგორიამდე ერთი ბრძოლა აშორებს http://rustavi2.ge/ka/news/71649

გიგა ჭიკაძე UFC-ის სერიის ეგიდით ჩასატარებელი ორთაბრძოლისთვის სარეიტინგო ქულების მოგროვებას განაგრძობს.

ამჯერად ის პრესტიჟული საპრომოუტერო კომპანია გლადიატორ ჩელენჯის ორგანიზებით ჩატარებულ ორთაბრძოლაში ამერიკელ ენტონი როსს დაუპირისპირდა და მეტოქე 8 წამში ნოკაუტით დაამარცხა.

ქართველ სპორტსმენი ივნისში ნიუ-იორკში კიკბოქსინგის მთავარი ტიტულის გლორის ქამრის მოსაპოვებლად იბრძოლებს, რის შემდეგაც ის უკვე კიკბოქსინგიდან უფრო პრესტიჟულ UFC-ის ორთაბრძოლებში გადაინაცვლებს.

 

ფოტო: არქივი

]]>
27-03-2017 11:27 +0400
ქართველი სამბისტების წარმატება მსოფლიო თასზე http://rustavi2.ge/ka/news/71642

მოსკოვში დასრულებულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა წარმატებას მიაღწიეს. ქართველებმა 4 მედლი მოიპოვეს და ტურნირზე გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს.

ოქროს მედლები ნინო ოძელაშვილმა და ელენე ქებაძე მოიპოვეს, დავით ლორიაშვილმა ვერცხლი, ბექა ბერძენიშვილი კი ბრინჯაოს მედალი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოსა და ევროპის პირველობის ჩემპიონი ახალგაზრდა სამბისტებს შორის, ელენე ქებაძე პირველად გახდა მსოფლიოს თასის გათამაშების გამარჯვებული. ფინალურ შეხვედრაში 22 წლის სამბისტმა გამოცდილი და ტიტულოვანი რუსი ანა ბალაშოვა დაამარცხა.

]]>
27-03-2017 08:34 +0400
2017 წლის გამორჩეული სარაგბო კურიოზი ბორჯღალოსნების მონაწილეობით http://rustavi2.ge/ka/news/71164

2017 წლის ერთ-ერთი მთავარი სარაგბო კურიოზი ბუქარესტში დაფიქსირდა და სამწუხაროა, რომ ამ კურიოზის მონაწილე საქართველოს ნაკრები გახდა.

რაგბი ევროპას ძალიან დიდი შეცდომა მოუვიდა, დაგვიანებული იყო ის ბოდიშიც რომელიც ორგანიზაციამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრების მორაგბეებს კი შეცდომის შესახებ მატჩის შემდეგ გამართულ ბანკეტზე შეატყობინეს.

საქართველოში დაბრუნებულმა მორაგბებმა აეროპორტი პირველად დატოვეს კომენტარის გარეშე. რაგბის კავშირში კი განმარტავენ, რომ რაგბი ევროპამ საკუთარი წესდებით არ იხელმძღვანელა. ორგანიზაციის წესდებაში წერია, რომ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ურთიერთშეხვედრას ენიჭება.

რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს ბოდიშის წერილიც გამოქვეყნდა, სადაც ორგანიზატორები და ხელმძღვანელობა მომხდარის გამო საქართველოს და რუმინეთს ბოდიშს უხდის.

 

]]>
20-03-2017 22:00 +0400
რაგბი ევროპა გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის http://rustavi2.ge/ka/news/71110

რაგბი ევროპა ოფიციალურ ვებგვერდზე გუშინ მომხდარ უსიამოვნო ფაქტს გამოეხმაურა -რაგბი ევროპა ბოდიშს უხდის გულშემატკივრებს, მოთამაშეებსა და ქვეყნების რაგბის კავშირებს მომხდარი გაუგებრობის გამო.

"ჩვენი შეცდომა ქულების თანაბარმა რაოდენობამ გამოიწვია, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა,"-ნათქვამია განცხადებვაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარცხის მიუხედავად რაგბი ევროპის პრეზიდენტმა თასი საქართველოს ნაკრებს გადასცა, შეცდომა კი 1 საათის დაგვიანების შემდეგ გამოსწორდა.

]]>
20-03-2017 14:47 +0400
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის"გამარჯვებულია http://rustavi2.ge/ka/news/71069

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის"გამარჯვებულია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რუმინეთმა 8:7 დაამარცხა, ტურნირის გამარჯვებული მაინც საქართველო გახდა. 

რაგბი ევროპის წესებიდან გამომდინარე 8 ქულაზე ნაკლები მარცხის შემთხვევაში, დამარცხებულ გუნდს ნუგეშის 1 ქულა ენიჭება. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრაში დამატებით 1 ქულა მოიპოვა. შესაბამისად ორივე გუნდმა - საქართველომ და რუმინეთმა ტურნირი თანაბარი 19-19 ქულით დაასრულეს და  ბურთების უკეთესი თანაფარდობის გამო საქართველო 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ გახდა, ისტორიაში კი ტიტული მეათედ მოიპოვა.

P.S. საქართველოს რაგბის კავშირშიც ადასტურებენ, რომ რაგბი ევროპის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი მათვისაც აღმოჩნდა და ამ წუთებშიც მიდის კამათი თუ როგორ გამოცხადდეს საბოლოო გადაწყვეტილება. წესდების თანახმად, გამარჯვებული ურთიერთშეხვედრის მიხედვით უნდა გამოვლენილიყო, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებით გამოავლინეს.

]]>
19-03-2017 20:57 +0400
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად რუმინეთთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა http://rustavi2.ge/ka/news/71060

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სტუმრად რუმინეთთან დაძაბულ ბრძოლაში 8:7 დამარცხდა.

რუმინეთის ნაკებმა ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი მოიგო, რომელიც ტრადიციულად საქართველო-რუმინეთის შეხვედრის დროს თამაშდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები რუმინეთთან 2011 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა.

]]>
19-03-2017 19:00 +0400
ბორჯღალოსნები ბუქარესტში იმყოფებიან და ტიტულის მოსაპოვებლად ემზადებიან http://rustavi2.ge/ka/news/71005

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ბუქარესტში იმყოფება და რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ემზადება. ბორჯღალოსნებს შანსი აქვთ მეათედ მოიგონ რაგბი ევროპის ტურნირი - ამისთვის ეროვნული ნაკრები რუმინეთთან არ უნდა დამარცხდეს.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთს 9 შეხვედრა მოუგეს, 1 დამარცხდნენ, 1 მატჩი კი ფრედ დასრულდა. რაგბი ევროპის ტიტულთან ერთად წარმატების შემთხვევაში ბორჯღალოსნები ანთიმოზ ივერიელის თასსაც დაუფლებიან, რომელიც ტრადიციულად ამ გუნდების შეხვედრის დროს თამაშდება.

შეხვედრა 19 მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

 

 

]]>
18-03-2017 15:57 +0400
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შანსი - 2020 წლიდან თბილისში 6 ერის წარმომადგენლები ითამაშებენ http://rustavi2.ge/ka/news/70965

მსოფლიო რაგბი ოფიციალურ ვებგვერდზე 2020-2032 წლების სარაგბო კალენდარს აქვეყნებს, სადაც საქართველოს შანსი უჩნდება 6 ერისა და ე.წ. სანზაარის ლიგის მონაწილე ნაკრებებს თბილისში ეთამაშოს.

ახალ ზელანდიაში ამ დაპირისპირებაზე უკვე აქტიურად საუბრობენ, ზელანდიელები იმასაც ამბობენ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტიდან საქართველოში თამაში საუკეთესო იქნება.

ახალი კალენდრით საქართველო და რუმინეთი ივლისის ტესტებზე 6 ერის გუნდებს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს. ნოემბრის ტესტებზე კი უკვე 6 ერის ყველა ნაკრები საკუთარ მოედანზე წელიწადში მინიმუმ 6 თამაშს მეორე დონის გუნდების წინააღმდეგ გამართვას.

 

 

]]>
17-03-2017 20:25 +0400