RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.ge/ უცნაურია, რომ ახალი ეკონომიკის მინისტრის დანიშვნიდან სამიოდე დღის თავზე, დაიწყო დაჩქარებული წესით სამუშაოებს განახლების მცდელობა - სალაძე  http://rustavi2.ge/ka/news/131442

პანკისის ხეობაში იმყოფება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე. სალაძე ხეობაში განვითარებულ პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ ეს არის შედეგი იმისა, რომ ხელისუფლებას ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგი არ აქვს. სალაძის თქმით, ხელისუფლება უმეტეს შემთხვევაში, ძალის დემონსტრირებით ცდილობს საკუთარი სურვილების ასრულებას.

სალაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ პირველ რიგში, ხეობიდან სპეცდანიშნულების რაზმი უნდა გაიყვანოს და დაუწყოს მოსახლეობასთან რეალური დიალოგი.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროტესტი, რასაც დღეს ჰქონდა ადგილი,  ეს არ არის ერთადერთო ხეობა საქართველოში. ადამიანები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მაჭახლის ხეობაში, სვანეთში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით და ხელისუფლებამ ამ პროცესებს უნდა უყურებდეს რეალური მიზეზების გათვალისწინებით და არა ძალის დემონსტრირებით, რაც ჩვენ აქ ვნახეთ. ძალიან უცნაურია და შემაშფოთებელია, რომ ახალი ეკონომიკის მინისტრის დანიშვნიდან სამიოდე დღის თავზე, ეს პროცესი დაიწყო, დაჩქარებული წესით სამუშაოებს განახლების მცდელობა“ - აცხადებს სალაძე. 

]]>
21-04-2019 17:09 +0400
"გაიღიმეთ" უტიფრად რომ გვეუბნება მინისტრი, როდესაც კვამლშია გახვეული პანკისის ხეობა, ეს არის უტიფრობის ზეიმი" - გიგი უგულავა http://rustavi2.ge/ka/news/131439

„მთავარი პრობლემა პანკისის ხეობაში არის უპატრონობა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, ჰესი არის აისბერგის წევრი,“ - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა პანკისში განვითარებულ მოვლენებს.

გიგი უგულავამ პანკისელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. სიმშვიდე არის მათი თავდაცვის და სიმართლის დამტკიცების ყველაზე კარგი საშუალება.

მან ხელისუფლების მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე ისაუბრა.

„მიუღებელი საყურებელია, როდესაც ვხედავთ პოლიციელების მიმართ ნასროლ ქვებს, ჯოხებს, უნდა გვესმოდეს რტომ მივიდეს ულამაზესი და მნიშვნელოვანი რაიონი ამ ვითარებამდე. ბოლო 7 წელია ივანიშვილი და მისი მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში დგამს იმ უგუნურ ნაბიჯებს, რამაც საბოლოო ჯამში აქამდე მიგვიყვანა. აქ იგულისხმება ის, რომ სახელმწიფოდა ცენტრალური მთავრობა, არცერთი შტო აღარ წარმოადგენს იქ ფაქტორს. ვაკვირდებით კადიროვის ხალხის და ISIS-ის რეკრუტირების ძალიან სახიფათო, მავნებლურ სახელმწიფოსთვის კამპანიას, რასაც ჩვენი ხელისუფლება არაფერს და ვერაფერს უპირისპირებს... "გაიღიმეთ" უტიფრად რომ გვეუბნება მინისტრი, როდესაც კვამლშია გახვეული პანკისის ხეობა, ეს არის უტიფრობის ზეიმი გახარიას და მთვრობის მხრიდან,“- აღნიშნა უგულავამ.

]]>
21-04-2019 16:52 +0400
„აქ არის მთლიანობაში, უპასუხისმგებლო, უგუნური ხელისუფლების ქმედება მოსახლეობის წინააღმდეგ" - ელენე ხოშტარია http://rustavi2.ge/ka/news/131437

"არ იციან, როგორ იურთიერთონ, როგორ იმუშაონ ჩვენს პანკისელ მოსახლეობასთან" - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ გააკეთა. 

ხოშტარია ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა პანკისელებს ჰესის მშენებლობის შესახებ სწორი არგუმენტაცია უნდა მიაწოდონ. 

„აქ არის მთლიანობაში, უპასუხისმგებლო, უგუნური ხელისუფლების ქმედება მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც პანკისში ამ ჰესით არ დამთავრებულა და აბსოლუტურად სცდება ამ კონკრეტული ჰესის საკითხს. წლების განმავლობაში, მათ უბრალოდ არ იციან, როგორ იურთიერთონ, როგორ იმუშაონ ჩვენს პანკისელ მოსახლეობასთან. ეს არის ძალიან სენსიტიური რეგიონი. ჯერ მაჩალიკაშვილის საქმე, რომელსაც ამდენი ხანი ოჯახი ელოდება და პასუხი არ არის არაფერზე. ახლა კუნთებს, რომ იქნევენ ერთი პატარა ციცქნა ჰესი ვერ აუშენებიათ ისე, რომ სპეცრაზმს არ ამოეფარონ ეს მინისტრები თურნავა იქნება თუ გახარია თუ ვინც გინდათ... სადამდე მიჰყავთ სახელმწიფო, რომ ვერ აგვარებენ ელემენტარულ საკითხს“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

„ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ პასუხისმგებელი განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლებაა. 

„აუცილებლად, ეს ვითარება ახლა უნდა განიმუხტოს და პასუხი უნდა მოეთხოვოს ამ უგუნურ ხელისუფლებას, რომელიც პრობლემას პრობლემაზე ახვავებს ამ ქვეყანაში და გვაყურებინებს ჩვენ პანკისელ მოქალაქეებთან ესეთ დაპირისპირებას,“ - აცხადებს ხოშტარია.

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ხელისუფლება პანკისის ხეობაში „უგუნურ“ პოლიტიკას ახორციელებს.

„პირადად ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი მთელი თავისი ამ გუნდით იმაზე, თუ რა კადრებსაც ჩვენ დღეს ვუყურებდით პანკისში და ზოგადად, რა პოლიტიკაც აქვთ იქ,“ - აცხადებს ხოშტარია.

]]>
21-04-2019 16:44 +0400
"პანკისის ხეობა არის ძალიან პატარა და ნებისმიერი მოცულობის ჰესი, შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი"-ნინო ჩხობაძე http://rustavi2.ge/ka/news/131435

„მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. იმ საფრთხეებს, რაზეც პანკისის მოსახლეობა საუბრობს, ნინო ჩხობაძეც იზიარებს. იგი აცხადებს, რომ პროცედურები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო მშენებლობის დაწყებამდე, არ განხორციელდა, ამიტომ მოსახლეობის შიში გამართლებულია. მისივე თქმით, მოლაპარაკებები მოსახლეობასთან უნდა ეწარმოებინა ინვესტორს და არა პოლიციას.

„თვითონ პანკისის ხეობა არის ძალიან მცირე და პატარა და არ აქვს მნიშვნელობა მოცულობას ჰესის, იქნება დიდი, თუ პატარა, ის შეიძლება იყოს საფრთხის მომცველი ნებისმიერ სიტუაციაში. თუ სწორად არ არის გაკეთებული შესწავლა, არ არის შეფასებული, არ არის ნამუშევარი ექსპერტებთან, არ არის გაკეთებული ის საკომპესაციო ნაწილი, რასაც ჰქვია ბუნებასთან  კომპესაცია და ზიანის მიყენების შემთხვევაში, როგორ იქნება შემცირებული ზიანი. ამ ყველაფრის ნაკლებობა აშკარად არის და კიდევ მთავარი, არ არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი აზრი. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ნებისმიერი მშენებლობის დროს, პირველ რიგში საზოგადოებას აქვს უპირატესობა. აუცილებელია, რომ მასთან ილაპარაკოს ინვესტორმა და არა პოლიციის ძალით,“-განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ ინსტიტუციონალურად ცალკე არსებული გარემოს დაცვის სამინისტრო აღარ არსებობს და სწორედ ამ გაუმართლებელი შედეგის ბრალია ის, რომ გარემოსთან მიმართებაში ქვეყანამ მიიღო უფრო მძიმე სიტუაცია.

მისივე თქმით, პირველ რიგში ჰესის მშენებლობას შესაძლოა მოჰყვეს ხეობაში სასმელი წყლის არარსებობა. ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ ხეობა შესაძლოა დაიცალოს. 

]]>
21-04-2019 16:40 +0400
დაემორჩილონ მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით - შსს პანკისის ხეობის მცხოვრებლებს მიმართავს  http://rustavi2.ge/ka/news/131434

პანკისში არსებულ ვითარებას შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან. განცხადება საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გააკეთა. მამუკა ჭელიძემ არსებული ვითარება შეაფასა და სპეცრაზმის მიერ რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას, აუცილებელი უწოდა.

მან მიმართა პანკისის ხეობის მოსახლეობას და მოუწოდა დაემორჩილონ სამართალდამცველთა მოთხოვნებს.

მისივე განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით და კვლავ გამოიყენებს სპეციალურ საშუალებებს.  

„გარკვეულმა ჯგუფმა პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ დაუშინეს ჯოხების და ქვები. დაზიანებულია პოლიციის ტექნიკა. ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა და პროტესტის მონაწილეებმა. მოლაპარაკებების პარალელურად, პოლიციის ძალების გადაადგილებისას ხელკეტებით და ხელჯოხებით შეიარაღებულმა ადამიანებმა  პოლიცაის  გაუწიეს კვლავ წინააღმდეგობა.

პოლიცია იძულებული გახდა სიტუაციას თავიდან აცილების მიზნით  გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები.

შს სამინისტრო მოუწოდებს ყველას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, რომელიც მოქმედებს კანონის ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებები,“- განაცხადა ჭელიძემ.

]]>
21-04-2019 16:31 +0400
ეს არის მრავალწლიანი, გაუაზრებელი უმოქმედო პოლიტიკის შედეგი - გოგუაძე პანკისში არსებულ ვითარებაზე  http://rustavi2.ge/ka/news/131433

პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, მრავალწლიან, გაუაზრებელ პოლიტიკის შედეგს უწოდებს. ნინო გოგუაძე ადგილობრივებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, პანკისელებს არ აქვთ იმის განცდა, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. მისივე თქმით, მათ აქვთ დიდი უსამართლობის გრძნობა, რაც ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია. 

ნინო გოგუაძე გამოსავალს მოლაპარაკებებში ხედავს და იმედოვნებს, რომ ხელისუფლება ვითარების განმუხტვას შეძლებს. 

„ეს ვითარება არ ეხება მარტო ჰესების პრობლემას, ეს არის მრავალწლიანი, გაუაზრებელი უმოქმედო პოლიტიკის შედეგი რაც ხდება დღეს პანკისის ხეობაში. მე ძალიან კარგად მესმის, რომ პანკისელებს არ აქვთ აღქმა იმის, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. მათ ძალიან ბევრი და დიდი უსამართლობის გრძნობა აქვთ, ძალიან ბევრი პრობლემაა, მათ შორის მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზეც არანაირ პასუხი სახელმწიფოსგან არ არის. ეს ყველაფერი ერთობლიობაში გვაძლევს იმ ძალიან რთულ ვითარებას, რომელიც დღეს ვითარდება პანკისის ხეობაში“ - აცხადებს გოგუაძე.

]]>
21-04-2019 16:29 +0400
დღეს რასაც ვხედავათ ეს დაუშვებელია... ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს - მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისის მოვლენებს აფასებს http://rustavi2.ge/ka/news/131432

პანკისის ხეობაში, შეტაკებების ადგილზე მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა. სპეცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ადასტურებს, რომ ის გზაზე სამართალდამცავებმა შეაფერხეს. გამოიკითხეს თუ რა მიზნით მიდიოდა ის პანკისში და რა დამოკიდებულება ჰქონდა ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„აინტერესებდათ რა პოზიცია მქონდა ამ ვითარებასთან დაკავშირებით, რას გამოიწვევდა ჩემი აქ ამოსვლა. რა მიზანი მქონდა. პოზიცია ჩემი არის, რომ ხეობაში იყოს სტაბილურობა. ხეობაში იყოს სიმშვიდე. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ისე მტკივა, როგორც დანარჩენს ხალხს და ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო რომ ამან არ გამოიწვიოს არეულობა. დღეს რასაც ვხედავთ, ეს დაუშვებელია, ეს არის ხელისუფლების უმოქმედობის ბრალი. ამან მიგვიყვანა აქამდე. ხელისუფლებას ერთი ყოველთვის ხეობაში რაც აინტერესებს, პანკისის მოსახლეობის ქისტები იყვნენ უშიშროების სამსახურების ზემოქმედების ქვეშ,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით დღევანდელი დაპირისპირების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

„ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ამდენი სპეცრაზმის შემოყვანა გამოიწვევს ხალხის გაღიზიანებას. დიდი შეცდომა იყო ჩემი გაჩერებაც. ესეც ასე ვთქვათ რომ დავეკავებინე ესეც გამოიწვევდა გამოუსწორებელ შეცდომას,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

]]>
21-04-2019 16:27 +0400
„ეს არის ძალიან მძიმე და სახიფათო ვითარება ჩვენი ქვეყნისთვის" - გიგა ბოკერია პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს  http://rustavi2.ge/ka/news/131430

„ეს არის ძალიან მძიმე და სახიფათო ვითარება ჩვენი ქვეყნისთვის" - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგა ბოკერია, პანკსის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს.

ბოკერია აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში განვითრებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ეკისრება. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებას, ხელისუფლების გაუაზრებელ პოლიტიკას უკავშირებს.  

"პირველ რიგში მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს პანკისის ხეობაში სიმშვიდისკენ და რა თქმა უნდა, დაუშვებელია ნებისმიერი სახით ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობა ამ რთულ ვითარებაზე და იმაზე, რომ აქამდე მივიდა საქმე, ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას, მისი არათანმიმდევრული და გაუაზრებელი პოლიტიკის გამო... კერძოდ, პანკისის რეგიონთან დაკავშირებით, ჩვენ წლებია საჯაროდ და არასაჯაროდ ვაფრთხილებდით მათ იმ სახიფათო ვითარების შესახებ, რომელიც იყო ამ რეგიონში. ხელისუფლების მიმართ ნდობის თვალსაზრისით,  კანონის უზენაესობის თვალსაზრისით და ეს არის ამ ყველაფრის შედეგი, რომ ზოგადი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ და მისი პოლიტიკის მიმართ არ იწვევს ჩვენი მოქალაქეების ნდობას და მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია. ეს დიდი ხიფათის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია პანკისის ხეობაში, შს მინისტრის, გიორგი გახარიას ჩასვლასაც  გამოეხმაურა.

„ამ რთულ და მძიმე ვითარებაში ის დამოკიდებულება, რომელიც ახლა ჩვენ ვიხილეთ, რომ გაიღიმეთ - მოუწოდებს ცინიკურად ჟურნალისტებს, ადასტურებს იმას, რომ ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ასეთ რთულ ვითარებაში და ზოგადად არის მზად, ქვეყნისთვის საჭირო, გააზრებული ნაბიჯების გადასადგმელად, ესეც დიაგნოზია ბატონი გახარიასი და მთლიანად, ივანიშვილის გუნდის,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

 

 

 

]]>
21-04-2019 16:17 +0400
"ჩვენ ვთავაზობთ შუამავლობას ე.წ. ხელისუფლებას, ჩვენ რომ დავსხდებით მოქალაქეებთან გამოსავალს მოვნახავთ" - გრიგოლ ვაშაძე http://rustavi2.ge/ka/news/131429

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას პანკისის მოსახლეობასთან შუამავლობას სთავაზობს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ამ შემთხვევაში მოხერხდება ის, რომ სიტუაცია განიმუხტოს.

„დამიჯერეთ შეიძლებოდა პანკისში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან წყნარად დალაპარაკება. რა თქმა უნდა ამას ე.წ. ხელისუფლება არ დათანხმდება, იმიტომ რომ თბილისურად, რომ ვთქვათ ძველბიჭობენ. მოსწონთ ეს სპეცრაზმის შეყვანა და დარბევა მოქალაქეების. გაერთიანებული ოპოზიცია შუამავლობას სთავაზობს ე.წ. ხელისუფლებას. აი დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ რომ დავსხდებით მოქალაქეებთან ჩვენ გამოსავალს და კომპრომისს მოვნახავთ,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოახდინა მოსახლეობის პროვოცირება.

„რა საჭირო იყო ამ ხალხის პროვოცირება იმითი რომ დაიწყეთ მუშაობა, შემდეგ დაუშინეთ რეზინის ტყვიები და გაუშვით ცრელმსადენი გაზი. ყველამ უნდა გაითავისოს ეს მარტივი გაკვეთილი, რომ  ხელისუფლების დაპირისპირება რიგით მოქალაქესთან მთავრდება ხელისუფლების დამარცხდებით. დასხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან. ნუ შევქმნით კრიზისის კერას იქ, სადაც ეს საჭირო არ არის და რასაც ესე ელოდება ჩვენი სამშობლოს მტერი,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

გრიგოლ ვაშაძე მოუწოდებს როგორც მოსახლეობას, ასევე სამართალდამცავებს შეინარჩუნონ სიმშვიდე.  

]]>
21-04-2019 16:15 +0400
პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები მართულია - კახეთის გუბერნატორი http://rustavi2.ge/ka/news/131428

პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები მართულია - ამის შესახებ განცხადება, კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა. ქადაგიშვილი პანკისის ხეობაში არსებულ დაძაბულ ვითარებას და სპეცრაზმსა და ადგილობრივ მოსახლოებას შორის მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომელიც ჰესის მშენებლობის პროცესის დაწყებას მოჰყვა. 

ქადაგიშვილი ამბობს, რომ არ არსებობს დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ ჰესის მშენებლობამ შესაძლოა ხეობას ზიანი მოუტანოს. 

გუბერნატორი საუბრობს ჯგუფზე, რომელიც მისი განცხადებით, დილიდან ესხმის თავს პოლიციას და მათთან კონფლიქტში შედის.

ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ჰესის მშენებლობა არის მნიშვნელოვანი და თუ ვინმე პროცესებს ხელოვნურად დაძაბავს, მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც.

„ვერც ერთი დასაბუთებული, კომპეტენტური, წინააღმდეგობრივი აზრი, მტკიცებულება, რომ ეს ჰესი დააზიანებს იქ ბუნებას ისე ან გარემოს, რომ ამას ექნება რაიმე დამღუპველი ზემოქმედება ან მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი, ბუნებაში არ არსებობს, იმიტომ, რომ მას ასეთი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია,“-აცხადებს კახეთის გუბერნატორი.

]]>
21-04-2019 16:10 +0400
„დაუყოვნებლივ გაიყვანეთ სპეცდანიშნულების რაზმები ხეობიდან" - გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს http://rustavi2.ge/ka/news/131427

„საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ კიდევ ერთი კრიზისის მოწყობა მოახერხა,“ - პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გაერთიანებულ ოპოზიციაში საგანგებო განცხადება გაკეთდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.   

„სრულიად გაუგებარია, დილიდან ყველა ვადევნებთ თვალ-ყურს ამ განვითარებულ მოვლენებს. სრულად გაუგებარია, რა საჭირო იყო თელავში მოლაპარაკების წარმოება ან ვითომ მოლაპარაკებების წარმოება და პარალელურად, მუშაობის დაწყება ხეობაში, თუ რაღაც ჰქონდათ სათქმელი, რომელიც შეეხება ენერგეტიკას, სამართლებრივ საკითხებს, წყნარად დაგემთავრებინათ ეს მოლაპარაკებები, შემდეგ განგეახლებინათ ეს მუშაობა. კიდევ უფრო აღშფოთებას იწვევს ის, რომ ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილი დააპატიმრეს და გადაყვანილია სადღაც. რამდენადაც  ვიცი, გურჯაანშია გადაყვანილი, რაც კიდევ ერთი შემთხვევაა იმის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, შინაგან საქმეთა მინისტრო თავის სურვილისამებრ უზღუდავს გადაადგილების და აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას სპეცდანიშნულების რაზმის წევრების ტერიტორიიდან გაყვანისკენ მოუწოდებს.

„დაუყოვნებლივ გაიყვანეთ სპეცდანიშნულების რაზმები ხეობიდან. არაფერს ეს სპეცდანიშნულების რაზმები იქ არ აკეთებენ, გარდა იმისა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები გააღიზიანოს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.  

  

]]>
21-04-2019 16:03 +0400
"გაიღიმეთ... უნდა დამკითხოთ? ნახვამდის" - გიორგი გახარია პანკისში "კურიერის" შეკითხვებს პასუხობს http://rustavi2.ge/ka/news/131426

"გაიღიმეთ..." - ასე უპასუხა პანკისში ჩასულმა შს მინისტრმა "კურიერის" ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა ხეობაში დამატებითი ძალების შეყვანა აუცილებელი. მინისტრის განცხადებით ხეობაში დილას მხოლოდ 35 სამართალდამცველი იყო.

"სამშენებლო კომპანის როდესაც აქ მუშაობა განაახლა შემოჰყვა 35 პოლიციელი. რა გინდათ თქვენთან დისკუსიაში შევდე? უნდა დამკითხოთ? ნახვამდის" - განაცხადა გახარიამ.

მან ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო პანკისელები გააკრიტიკა.

„პოლიციას  ქვები რომ დაუშინეთ რა უნდა გვითხრათ?“- განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრის განცხადებით, დაცული უნდა იყოს ყველა ადამიანის უფლება და მათ შორის ეს ეხება არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ პოლიციელებსაც და მუშებსაც, რომლებიც ჰესის მშენებლობაზე არიან დასაქმებული. კითხვაზე, რატომ გახდა ადგილზე საჭირო დამატებითი ძალების მობილიზება, შს მინისტრი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც სიტუაცია დაიძაბა.

„ახლა უნდა დავჯდეთ თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ და სასაუბრო გვაქვს აგერა ვართ და რამდენიც სალაპარაკოა იდენი ვილაპარაკოთ. არავინ არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს არც ერთი საქართველოს მოქალაქის უფლებების დარღვევას. არც თქვენი, არც ფორმიანების და არც მშენებლების მაგრამ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და მასკები უნდა მოვიხსნათ. ასე არ შეიძლება. დამატებითი ძალების შემოსვლა მოხდა მაშინ როდესაც კონფლიქტი მწვავე ფაზაში იყო შესული,“-განაცადა გიორგი გახარიამ. 

]]>
21-04-2019 15:59 +0400
აქ ვარ და რამდენიც სალაპარაკოა იმდენი ვილაპარაკოთ - პანკისში, შეტაკებების ადგილზე გიორგი გახარია მივიდა http://rustavi2.ge/ka/news/131424

პანკისში შეტაკების ადგილზე გიორგი გახარია მივიდა. ის ადგილობრივებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. 

"აქ ვარ და რამდენიც სალაპარაკოა იმდენი ვილაპარაკოთ. არავინ არ დაუშვებს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევას,"-განაცხადა გიორგი გახარიამ. 

შს მინისტრი აცხადებს, რომ  დილით ადგილზე მხოლოდ 35 პოლიციელი იყო, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილზე დილიდან მაშინ, როდესაც ჰესის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო, სპეცრაზმი იყო მობილიზებული. 

ამ წუთებში პანკისის ხეობაში ვითარებით შედარებით მშვიდია. თუმცა ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები და ასევე სპეცრაზმი. ცოტა ხნის წინ თემის უხუცესმა მიმართა მოსახლეობას და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა. 

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი არ დაუშვებენ ჰესის მშენებლობას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კონფლიქტის პ პროვოცირება თავად სამართალდამცავებმა მოახდინეს.

„იდგნენ ბიჭები, ვიღაცამ რაღაც გააკეთა. ვინც წყნარად იდგა იმათ სცემეს და მერე დაიწყო ეს შეტაკება. მაგათ გაუშვეს ტყვიები და გაზი. და მერე ხალხი აღელდა და ქვები ისროლეს,“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებას საკუთარი ინტერესები აქვთ თუმცა ისინი მზად არიან იბრძოლონ.

„ნახავენ რასაც მოიგებენ. თავის ჯიბისთვის და ციხე-სიმაგრეებისთვის არიან მოსულები. დავიხოცებით მაგრამ არ ეღირსებიან ჰესს,  სანამ ერთი ქისტი იქნება,“-აცხადებენ ადგილობრივები. 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

]]>
21-04-2019 15:47 +0400
"სამინისტროს პოზიცია არის ის, რომ ჰესები რომლებიც უნდა აშენდეს, უნდა აშენდეს" - ენერგეტიკული ფონდის განვითარების დირექტორი http://rustavi2.ge/ka/news/131423

პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებსა და ჰესების მშენებლობაზე განმარტება გაკეთდა ეკონომიკის სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ მიუხედავად წინააღმდეგობისა, პანკისის ხეობაში ჰესი მაინც აშენდება.

ენერგეტიკული ფონდის განვითარების დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ეს მცირე ზომის ჰესია, თუმცა მას დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.

„მისი ანალიზი მოხდა მრავალი სპეციალისტის მიერ, ამაში ჩართული იყო მოსახლეობა. ერთი წელი მიდის მოსახლეობასთან ახსნა-განმარტება, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ხადორის ჰესის მშენებლობამ და მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დადებითად არის განწყობილი ამ ჰესის მშენებლობაზე, თუმცა არიან კიდევ ადამიანები, ვისაც სჭირდება განმარტებები. სამინისტროს პოზიცია არის ის, რომ ჰესები რომლებიც უნდა აშენდეს, უნდა აშენდეს, მოსახლეობას რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ, ყველა მათ მოსაზრებას და ყველა მათ პოზიციას, რომ გათვალისწინებული იყო და იქნება, რა თქმა უნდა, მოსახლეობის პოზიცია. უკანონო ქმედებას ჩვენ არ დავუშვებთ და რაც კანონის ფარგლებშია, ჩვენ მას განვახორციელებთ“ - განაცხადა ენერგეტიკული ფონდის განვითარების დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა. 

 

]]>
21-04-2019 15:43 +0400
"ორჯერ დაფიქრდით სანამ მანდ ძალას გამოიყენებთ... ძალიან საშიშ ტერიტორიაზე შედიხართ" - მიხეილ სააკაშვილი პანკისის მოვლენებს ეხმაურება http://rustavi2.ge/ka/news/131422

პანკისში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს არ გამოიყენოს ხეობის მოსახლეობის მიმართ ძალა და დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. სააკაშვილი აცხადებს, რომ პანკისელების მოთხოვნას მხარს უჭერს და ხეობაში ჰესი არ უნდა აშენდეს. ის ასევე მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე.

„მათი მოთხოვნა, რომ ჰესი იქ სადაც შენდება არ აშენდეს, არის მთლიანად სამართლიანი, იმიტომ რომ ეს ჰესი უქმნის სასიკვდილო საფრთხეს მათ არსებულ საცხოვრებელ გარემოს, მათ ეკონომიკურ პერსპექტივებს და მე მინდა ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას, ორჯერ დაფიქრდით მანამ სანამ მანდ გამოიყენებდეთ ძალას, გააგზავნიდეთ სპეცრაზმს, რომელსაც მისცემთ  ინსტრუქციას, რომ გადაუარონ ადგილობრივ მაცხოვრებლებს. მე მესმის რატომ აშენებთ თქვენ ამ ჰესებს, იმიტომ, რომ ივანიშვილის პირადი ინტერესებია, კალაძის პირადი  ინტერესებია. მაგრამ ეს არ არის საქართველოს ინტერესი. ბევრ სხვა ადგილზე საქართველოში, ასევე ჰესის აშენება არ შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოს მთავარი შემოსავალი არის ტურიზმი და ამ ტურიზმით ირჩენს ხალხი თავს. ეს ტურიზმი შეიქმნა ბოლო წლებში და ახლა ამასაც ექმნება დიდი საფრთხე. მე მინდა ვუთხრა ჩემს პანკისელ დებს და ძმებს, გთხოვთ გამოიჩინოთ მაქსიმალური თავშეკავება როგორც ყოველთვის და ძალიან დიდი სიფრთხილე და წინდახედულობა. ახლა აუცილებელია დიალოგი. საქართველოს ხელისუფლებას ბოლოს და ბოლოს ახლა მაინც გამოიჩინეთ რაღაც საღი აზრი  და დასხედით დიალოგის მაგიდასთან საკუთარ მოსახლეობასთან და მათ ლიდერებთან. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მალხაზ მაჩალიკაშვილი იმიტომ, რომ ასეთი მეთოდებით თქვენ ხალხს ვერ გააჩერებთ. ეს არის ძალიან სათუთად მოსაპყრობი თემა და ძალიან საშიშ ტერიტორიაზე შედიხართ  იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ინტერესებია აქ გადაჯაჭვული და ეს პრობლემას უქმნის ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს. ამიტომ ახლა ალტერნატივა არ აქვს დიალოგს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

]]>
21-04-2019 15:36 +0400
„ის, რაც პანკისის ხეობაში ხდება, ამაზე მთლიანად არის პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება" - ზაალ უდუმაშვილი  http://rustavi2.ge/ka/news/131421

"ეს არის შედეგი უგუნური მმართველობის ბიძინა ივანიშვილის" - ასე აფასებს  ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაალ უდუმაშვილი, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს.

უდუმაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პანკისის ხეობის მცხოვრებლებთან საერთო ენის გამონახვა ვერ შესძლო და ჰესის მშენებლობის შესახებ მოსახლეობას სწორი არგუმენტაცია ვერ მიაწოდა.

„ის, რაც დღეს პანკისის ხეობაში ხდება, ამაზე მთლიანად არის პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. ეს ის ხელისუფლებაა,  რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ვერ შეძლო საერთო ენის გამონახვა პანკისის ხეობის მოსახლეობასთან. ამ ხალხთან სპეცნაზის ენით კი არ არის საჭირო საუბარი, არამედ საჭიროა ნორმალური დიალოგი. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ვერ მისცა სწორი გარანტიები და სწორი არგუმენტები ვერ დაუსახელა ადგილობრივ მოსახლეობას, თუ რატომ არის მიზანშეწონილი დღეს ხეობაში ჰესის აშენება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ დღეს ხეობაში. მერწმუნეთ, ძალიან მძიმე სანახავი იყო დაპირისპირების კადრები... ეს არის შედეგი უგუნური მმართველობის ბიძინა ივანიშვილის, როდესაც კონკრეტული ადამიანების ვიწრო ინტერესები ეწირება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს,“ - განაცხადა ზაალუდუმაშვილმა.

პანკისის ხეობის მცხოვრებლებს სოლიდარობას უცხადებს "ლეიბორისტული" პარტია. "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ტერიტორიიდან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.

„დღეს, ბიძინა ივანიშვილმა გაბედა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა სპეცრაზმი. შეუსია სპეცრაზმის პანკისის ხეობაში ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან საკუთარი კუთხის გადასარჩენად“ - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

 

 

 

 

 

]]>
21-04-2019 15:30 +0400
გიორგი გახარიასა და პანკისის ხეობის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა http://rustavi2.ge/ka/news/131420

შს მინისტრისა და პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრა კახეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში შედგა. შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ გიორგი გახარიამ უთხრა, რომ თუ კი შეტაკებების დროს, რომელიმე პოლიციელი დაშავდებოდა, დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებოდნენ.

შეხვედრა პანკისის მოსახლეობის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი ამბობდნენ, რომ შეხვედრაზე განხილვის თემა ჰესის მშენებლობა უნდა ყოფილიყო, თუმცა გიორგი გახარიასგან მათ მოისმინეს მხოლოდ ის, რომ აქციის მონაწილეები დაისჯებიან.

თავად შს მინისტრმა შენობა უკომენტაროდ დატოვა. 

მშენებლობას პანკისში კომპანია "ფერი" აწარმოებს. კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მას შეაგვიანდა შეხვედრაზე და თქვა, რომ შს მინისტრი გაიქცა და ვერ შეძლო მისთვის კითხვები დაესვა. კომპანიის დირექტორი იმასაც ამბობს, რომ თუ კი ხეობის რომელიმე წარმომადგენელი არგუმენტირებულ დასკვნას წარადგენს, რის გამოც ადგილზე ჰესის მშენებლობა არ შეიძლება, ის მზად არის უკან დაიხიოს.

პანკისის ხეობაში, მდ. ალაზანზე მესამე ჰესის „ხადორ სამის“ მშენებლობა დღეს დაიწყო. ჰესი სოფელ ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე მეტრში განთავსდება. ჰესისთვის წყლის მიწოდება მოხდება „ხადორი ორის“ გამყვანი არხიდან და მდინარის ალაზნის ნაწილი უნდა მოექცეს სპეციალურ მილებში. მოსახლეობა თვლის, რომ ეს ჰესი მათთვის საფრთხის შემცველია.

]]>
21-04-2019 15:18 +0400
მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი მისი შტაბის უფროსი, "ლადოს სკვერის" დასაცავად აქციებს იწყებენ  http://rustavi2.ge/ka/news/131410

მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან იოსელიანი და მისი შტაბის უფროსი, ალეკო ელისაშვილი, "ლადოს სკვერის" დასაცავად აქციებს იწყებენ.

მაჟორიტარ კანდიდატის თქმით, ეს არის ამაღლების ქუჩაზე ერთადერთი რეკრეაციული ზონა და მას შემდეგ, რაც ლადოს სკვერში მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენა მოხდა , ინვესტორმა ის გაასხვისა.

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ითხოვენ, სკვერი დაუბრუნდეს მუნიციპალიტეტს.

„გამოკრულ არის აბრა, რომ ეს ბაღი იყიდება და ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც ჩვენ აქ მოვაწყეთ დასუფთავების აქცია და მას შემდეგ, რაც ჩემი წარდგენა იყო ამ ბაღში. ხუთშაბათს, 25 აპრილს, 14:00 საათზე ვგეგმავთ დიდ აქციას და ყველას მოვუწოდებთ, მოვიდნენ და დავიცვათ ეს სკვერი“ - განაცხადა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან იოსელიანმა.

 სამოქალაქო მოძრაობის” თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თბილისის მერიამ ქალაქს "ლადოს სკვერი" უნდა დაუბრუნოს.

 

 

]]>
21-04-2019 13:10 +0400
შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან-"ერთად სახლის" მონაწილეებმა ოკუპაციაზე წერილი ევროპის ქვეყნებში მდებარე რუსეთის საელჩოებს გაუგზავნეს http://rustavi2.ge/ka/news/131402

გერმანიაში მცხოვრებ ქართველებისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეხვედრაზე მისულ ემიგრანტებს შორის იყვნენ წარმატებული ქართველები, რომლებიც წლებია ცხოვრობენ გერმანიაში, აქვთ საკუთარი ბიზნესი და სურთ ხელი შეუწყონ ქვეყნის განვითარებას. მიხეილ სააკაშვილს მიგრანტებმა რამდენიმე ინიციატივაც გააცნეს, თუმცა შეხვედრის მთავარი თემა უცხოეთში მყოფი ქართველების რთული მდგომარეობა იყო. ევროპის ქალაქებში მყოფ ქართველებს აინტერესებთ რატომ უშლით ხელისუფლება მათ სხვა ქვეყნებში ცხოვრებას. მიხეილ სააკაშვილმა მათ მიმართ დისკრიმინაციასა და ელექტრონული წესით არჩევნების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

ემიგრანტები წუხილს გამოთქვამენ, რომ ევროპაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აღარ აქტიურობენ საქართველოს ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით და ამ საკითხმა აქტუალობა დაკარგა. ამიტომ ორგანიზაციამ "ერთად სახლში" აქცია წამოიწყო. მათ დაწერეს წერილი რუსეთის ოკუპაციის შედეგებზე და სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში რუსეთის საელჩოებს გაუგზავნეს.

ამავე შეხვედრაზე ქართველმა ემიგრანტმა პირველად გაასაჯაროვა წერილი, რომელიც მას ლიეჟში მიხეილ სააკაშვილთან ემიგრანტების შეხვედრის წინ მისწერეს. ოთარ მოწონელიძემ ბერლინში შეხვედრაზე თქვა, რომ მას "ფეისბუქით" დაუკავშირდნენ და 150 ევროს სანაცვლოდ ლიეჟში ჩასვლას და მიხეილ სააკაშვილისთვის შეხვედრის ჩაშლას შესთავაზეს.

ემიგრანტებს ევროპულ ქალაქებში შეხვედრებს და აქციებს აგრძელებენ. მიხეილ სააკაშვილთან შემდეგი შეხვედრა მიუნხენში დაიგეგმა.

]]>
21-04-2019 12:37 +0400
ამ ქვეყანაში ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ესე ინტენსივობით იცვლება, ეს რაღაც უფრო სიმპტომატურ თემაზე მიანიშნებს - რომან კაკულია  http://rustavi2.ge/ka/news/131400

ამ ქვეყანაში ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ესე ინტენსივობით იცვლებიან, ეს რაღაც უფრო სიმპტომატურ თემაზე მიანიშნებს - ეს განცხადება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ქობულიას გადადგომის შესახებ საუბრისას გააკეთა.

რომან კაკულიას თქმით, პრემიერის გადაწყვეტილების მიზეზი გაუგებარია. კაკულია ამბობს, რომ კითხვებს იწვევს თავად გიორგი ქობულიას დუმილიც.

„საზოგადოებამ ალბათ უფრო მეტად და უფრო კონკრეტულად უნდა იცოდეს, რა არის მინისტრის გადადგომის მიზეზი, მით უმეტეს, ყველა მინისტრი მნიშვნელოვანია. მაგრამ ამ ქვეყანაში ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ესე ინტენსივობით იცვლებიან, ეს რაღაც უფრო სიმპტომატურ თემაზე მიანიშნებს. ჯობდა, რა თქმა უნდა, პარლამენტს არ გაეგო ტელევიზიით, თუნდაც ეს მოსაზრება და ერთმანეთში შეთანხმებული ვყოფილიყავით და შევთანხმდებოდით თუ ვერ შევთანხმდებოდით, ეს საუბარი წინასწარ უნდა შემდგარიყო. 8 თვის შემდეგ, მაშინ ნათია თურნავასთანაც მოუწევს ზუსტად ამ კრიტერიუმით მისი საქმიანობის გაზომვა, რომ თუ გიორგი ქობულიას შემთხვევაში ტემპი არ იყო საკმარისი, 8 თვის შემდეგ, მას მოსთხოვენ შეაფასოს, რამდენად არის რადიკალურად განსხვავებული ქალბატონი ნათიას მიერ, შემოთავაზებული ტემპი,“ –  განაცხადა რომან კაკულია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნათია თურნავას ისეთი პროტეჟეები ჰყავდა, როგორიც ვანო ჩხარტიშვილია.

„ეს საუბრები ჩემთანაც მოდის, რა თქმა უნდა. ვანო ჩხარტიშვილი არის მოცემულობა ამ ქვეყანაში, ის ბიზნესმენია. თუ მას ნათიასთან ურთიერთობები აკავშირებს, ესეც მოცემულობაა. ამ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ყველას ვიყოთ გაცილებით ფხიზლად, რომ ბატონი ვანოს ბიზნეს თანხვედრაში არ იქნას შემჩნეული ქალბატონი ნათია,“ - განაცხადა კაკულიამ.

განცხადება გიორგი ქობულიას მიერ თანამდებობის დატოვება ეხმაურება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე.

„მე შემიძლია გითხრათ იმ განცხადებების კონტექსტში, რაც გააკეთა კანცელარიის ხელმძღვანელმა და ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, რომ გათავისუფლება მოხდა ურთიერთკონსულტაციების საფუძველზე,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

 

]]>
21-04-2019 12:32 +0400
არჩევნების მეორე ტური უკრაინაში - მოსახლეობა არჩევანს მოქმედ ლიდერს პეტრო პოროშენკოსა და შოუმენ ვლადიმერ ზელენსკის შორის აკეთებს  http://rustavi2.ge/ka/news/131399

უკრაინა ახალ პრეზიდენტს ირჩევს. მოსახლეობამ მეორე ტურში არჩევანი ორ კანდიდატს შორის: ქვეყნის მოქმედ ლიდერს პეტრო პოროშენკოსა და შოუმენ ვლადიმერ ზელენკის შორის უნდა გააკეთოს. წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, გამარჯვების დიდი შანსი მსახიობს აქვს. ზელენსკისთვის ხმის მიცემას ამომრჩევლის 70 პროცენტი აპირებს, მის კონკურენტს კი მხოლოდ 25 პროცენტი ემხრობა.

ხმის მიცემის პროცესი უკრაინაში ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

გუშინ გვიან ღამემდე გაურკვეველი იყო მიიღებდა თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ვლადიმერ ზელენსკი. ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა სარჩელით მისი კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით, თუმცა ის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„საჭიროა არამხოლოდ გავრცელების ფაქტის, არამედ კონკრეტული კანდიდატისთვის ხმის მიცემის მოწოდების დამტკიცებაც. ვლადიმირ ზელენსკიმ მხოლოდ მოსახლეობის ინფორმირება მოახდინა. შესაბამისად არჩევნებზე ოფიციალური დამკვირვებლისა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აქციონერთა უკრაინული ასოციაციის" ხელმძღვანელის, ანდრეი ხილკოს სარჩელი ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის დადგენასთან და პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება,“-განაცხადა სასამართლოზე მოსამართლემ.

ორგანიზაციის იურისტი ამტკიცებდა რომ 18 აპრილს ვლადიმერ ზელენსიმ დაარღვია საარჩევნო კანონმდებლობა და მას ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა.

"თუკი ვერ შევძლებ იმის დამტკიცებას, რომ ადგილი ჰქონდა აგიტაციას, შემდგომ ინსტანციებში ბრძოლა აზრს კარგავს. მოსამართლის გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღები არ არის, თუმცა ვერაფერს შევცვლით. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამ ეტაპზე არჩევნების პროცესის მონიტორინგს გავაგრძელებ,“-განაცხადა მომჩივარმა ანდრეი ხილკომ.

ვლადიმერ ზელენსკის შტაბის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

"სარჩელი იყო ყოვლად დაუსაბუთებელი. სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება. ჩვენ მოვისმინეთ სამართლიანი განცხადება მოსამართლეების მხრიდან და ბუნებრივია გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ ვაპირებთ,“-განაცხადა ანდრეი ბოგდანიმ.

​ 

]]>
21-04-2019 12:30 +0400
რამდენს ვუხდით ჩინოვნიკებს - მაღალჩინოსნები ხელფასებს იზრდიან http://rustavi2.ge/ka/news/131392

მაღალჩინოსნები ხელფასებს იზრდიან - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა. თბილისის მერის პირველმა მოადგილემ ხელფასი 113%-ით, მეორე მოადგილემ კი - 119%-ით გაიზარდა.

რუსთავის მერმა ხელფასი 63%-ით, პირველმა მოადგილემ - 77%-ით, მეორე მოადგილემ კი - 70%-ით გაიზარდა. გარდაბანში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები პრემია-დანამატს წელიწადში 8-10-11 და 12-ჯერაც კი იწერდნენ. ამიტომ 2018 წელს ეს თანხა დაჯამდა და საბოლოოდ ანაზღაურება 70%-ით გაეზარდათ.

ბორჯომი ერთ-ერთია, სადაც ჩინოვნიკები ხელფასების მატებით, დანამატებითა და ფულადი ჯილდოებით ყველაზე მეტად არიან განებივრებულები. სახელმწიფო აუდიტორები წერენ, რომ წლების განმავლობაში მთავრობის ოფიციალურ ბრძანებებსაც კი არ ემორჩილებოდნენ და ქალაქის ხელმძღვანელები პრემიებს წელიწადში 5-ჯერ, 8-ჯერ, 9-ჯერ და 10-ჯერაც კი იწერდნენ.

2018 წელს მნიშვნელოვნად გაეზარდა შრომის ანაზღაურება ქუთაისის მერის მოადგილეს 76%-ით. მეორე მოადგილეს, 70 პროცენტით. ახალქალაქის მერის მოადგილეს 69%-ით, მეორე მოადგილეს კი 75-ით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, 2018 წელი ზოგიერთი ჩინოვნიკისთვის ხელფასების მომატების წელი იყო.

აუდიტორები პარლამენტს ურჩევენ, შეცვალოს კანონი და ბიუჯეტიდან თანხა ხელფასებზე სამართლიანად და ადეკვატურად განაწილდეს.

2018 წლიდან თანამდებობის პირთა ხელფასები, განახლებული კანონის გამო, გაიზარდა. ხელფასი და დანამატი, რომელსაც მაღალჩინოსნები მანამდე ყოველთვიურად ისედაც იღებდნენ, გაერთიანდა. თუმცა დანამატი არ გაუქმებულა და ახლა ზეგანაკვეთური შრომისთვის გაიცემა.

სახელმწიფო აუდიტორები ამბობენ, რომ 2018 წელს კანონის ცვლილებით განსაკუთრებით იმ მაღალჩინოსნებმა იხეირეს, რომლებიც მანამდე რეგულაციებს არ ემორჩილებოდნენ და ხელფასთან ერთად დიდი ოდენობით სახელფასო დანამატებს იღებდნენ.

]]>
20-04-2019 22:12 +0400
ამ ქალთან მუშაობა შეუძლებელია - რა უთხრა ლაშა ჟვანიამ პრეზიდენტზე ადმინისტრაციის თანამშრომლებს http://rustavi2.ge/ka/news/131387

"რას აკეთებთ?" - ასე მიმართა კურიერის ჟურნალისტს საქართველოს პრეზიდენტმა ლაშა ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

პრეზიდენტის გუნდში რყევებია. ადმინისტრაციის უფროსი პოსტიდან მიდის და აცხადებს, რომ საპატრიარქოში ბრუნდება.

კურიერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ლაშა ჟვანიას მიერ ნათქვამი უამბო.

მისი თქმით, ჟვანიამ მათ უთხრა, რომ ამ ქალთან, გულისხმობდა სალომე ზურაბიშვილს, მუშაობა შეუძლებელია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან არსებულ კონფლიქტზე დასმულ შეკითხვას სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა.

 

]]>
20-04-2019 21:22 +0400
მთავრობაში წმენდა დაიწყო - პარლამენტის კულუარებში „კურიერს“ გიორგი ქობულიას გადადგომის მიზეზები უამბეს http://rustavi2.ge/ka/news/131386

საქართველოს მთავრობაში წმენდა დაიწყო. ეკონომიკის მინისტრს თანამდებობის დატოვება აიძულეს. პრემიერის ბრძანება გამოქვეყნებამდე სამთავრობო ტელევიზიის ეთერში გაუშვეს.

პრემიერმა ეკონომიკის ყოფილი და მოქმედი მინისტრები მთავრობის ადმინისტრაციაში ერთმანეთს ჟურნალისტებისგან მალულად შეახვედრა. მინისტრებისთვის განკუთვნილ შესასვლელთან რუსთავი2-ის გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ გიორგი ქობულია სამთავრობო დაცვამ სათადარიგო გასასვლელით გაიყვანა.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მედიასთან აღარ გამოჩენილა და არ აუხსნია, რატომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან 9-თვიანი მუშაობის შემდეგ მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი მინისტრი.

ქობულიას გადაყენების მიზეზი კარგად იციან საპარლამენტო კულუარებში. კლანური დაპირისპირება ერთადერთი მიზეზია, რომლითაც მმართველი გუნდის ყოფილი წევრები გიორგი ქობულიას პოსტიდან გადაყენებას ხსნიან.

დავით ჭიჭინაძე დარწმუნებულია, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მმართველ გუნდში არსებულ კლანურ ინტერესებს შეეწირა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მისივე დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და ოლიგარქთან ყველაზე დაახლოებული ბიზნესმენი - ვანო ჩხარტიშვილი, განაგებენ.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ვანო ჩხარტიშვილს ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებაში ეკონომიკის ახალი მინისტრი, ნათია თურნავა, პრობლემებს არ შეუქმნის. მათი თქმით, თურნავა უწყებაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი კადრია. ის სამინისტროში ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მუშაობდა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მისი და ვანო ჩხარტიშვილის ურთიერთობა შევრდნაძის დროიდან იწყება. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ნათია თურნავამ მიაწოდა ინფორმაცია ვანო ჩხარტიშვილს გიორგი ქობულიას შესახებ, რომ ის უჩა მამაცაშვილის ერთ-ერთი დავალების შესრულებას აჭიანურებდა.

]]>
20-04-2019 21:19 +0400
მორიგი ბრალდება მურუსიძის მიმართ - ყაზბეგში მიწის წართმევის შემდეგ დვალიშვილების ოჯახი ამტკიცებს, რომ უსამართლობის მსხვერპლია http://rustavi2.ge/ka/news/131391

მორიგი ბრალდება მოსამართლე ლევან მურუსიძის მისამართით - ყაზბეგის ცენტრში 900 კვადრატული მიწის წართმევის შემდეგ დვალიშვილების ოჯახი ამტკიცებს, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძის უსამართლობის მსხვერპლია. ოჯახი უკვე 7 წელია, ცდილობს დაიბრუნოს ბაღი, სადაც კარტოფილი მოჰყავდა, თუმცა სამართალი ვერ იპოვა.

დვალიშვილები ამტკიცებენ, რომ ტურისტულად აქტიურ ზონაში, სადაც მიწის ფასი წლიდან წლამდე იზრდება, ხელისუფლების გავლენიანმა მაღალჩინოსნებმა წაართვეს.

ოფიციალურად დვალიშვილებს ოჯახს ყაზბეგის რაიონის მცხოვრები ნაზი ხუციშვილი ედავება, თუმცა დვალიშვილები დარწმუნებულები არიან, რომ ყაზბეგის ცენტრში, სადაც კვადრატული მეტრი მიწის ფასი 300 დოლარზე ავიდა, მათი ქონების დასაკუთრება ზაქარია ქუცნაშვილს უნდა.

ნაზიბროლა ხუციშვილი ამტკიცებდა, რომ ტერიტორია, რომელიც დვალიშვილებს ეკუთვნოდა, მისია. სასამართლომ მიწა დვალიშვილებს მიაკუთვნა. 2018 წელს კი ყაზბეგის მიწის საქმე ლევან მურუსიძემ განიხილა და დვალიშვილების მტკიცებით, ზაქარია ქუცნაშვილის მფარველობით, მომჩივანს მიაკუთვნა.

დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ადასტურებს, რომ ყაზბეგის ცენტრში სადაო მიწის შესახებ იცის, თუმცა ამ პროცესში მის მონაწილოებას კატეგორიულად გამორიცხავს.

ნაზი ხუციშვილი, რომელიც დვალიშვილების მტკიცებით, ზაქარია ქუცნაშვილის მფარველობით მათ მიწას ართმევს, ადასტურებს, რომ ქართული ოცნების დეპუტატს იცნობს, თუმცა რა კავშირი აქვს ქუცნაშვილთან და მურუსიძესთან ამ კითხვაზე არ პასუხობს.

ხუციშვილი ამბობს, რომ დვალიშვილების მიწის ნაკვეთი და მის მომიჯნავედ არსებული შენობა მან 1993 წელს აუქციონით შეიძინა და 900 კვადრატული მეტრი, რომელზეც დვალიშვილები აცხადებენ პრეტენზიას, მას კანონიერად ეკუთვნის და ამის დამადასტურებელი საბუთებიც გააჩნია.

სადავო მიწის ნაკვეთი ნაზი ხუციშვილის სასტუმროს გვერდით მდებარეობს. ვიდრე ბოლო ინსტანცია გადაწყვეტის ვის ეკუთვნის დვალიშვილების ბაღი, მოსამართლე ლევან მურუსიძის განჩინებით ხუციშვილს ადგილზე კაფის მშენებლობის უფლება მისცეს.

ბრძოლა მიწისთვის წლების წინ დვალიშვილების ბაბუამ დაიწყო, დაუსრულებელი სასამართლო დავების დროს ის გარდაიცვალა. ოჯახი ამტკიცებს, რომ ვერ გაუძლოს ზეწოლას, რომელიც ოჯახზე მიდის. დვალიშვილები ამბობენ, რომ ქონების დათმობას არ აპირებენ და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.

]]>
20-04-2019 21:05 +0400
"გერმანიაში სალომე ზურაბიშვილის ჩამოსვლის შემდეგ, უარი მომივიდა" - ბერლინში მცხოვრები ემიგრანტი http://rustavi2.ge/ka/news/131383

„როდესაც იყო ქალბატონი სალომე ჩამოსული გერმანიაში, მისი ჩამოსვლის შემდეგ მომივიდა უარი, რადგან მითხრეს, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა,“- ეს განცხადება კურიერთან ბერლინში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ გააკეთა.

ქართველი ემიგრანტების თქმით, გერმანიაში მათ აღარ იღებენ, ამის მიზეზად კი ისინი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს ასახელებენ.

„ამის შესახებ მომახსენა ჩემმა მეგობარმა, რომელიც საემიგრაციო სამსახურში მუშაობს, გერმანელმა. იუსტიციის სამინისტროდან ყოველ შეხვედრაზე ჩამოდიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, პირველი მოთხოვნა არის, რომ გამოუშვით უკან,“ - განაცხადა ოთარ მოწონელიძემ.

კიდევ ერთი ემიგრანტი, არტი წაქაძე, მიიჩნევს, რომ პრობლემების გადასაჭრელად გამოსავალს რევოლუციურ ცვლილებებში ხედავს.

„ჩვენ გვჭირდება ძირეული ნახტომები სახელმწიფოსი, სახალხო მმართველობის შემოღების და ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლის თვალსაზრისით,“- აღნიშნა რატი წაქაძემ.

ამ წუთებში ბერლინში მყოფ ემიგრანტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხვდება. მოძრაობის ერთად სახლშის წევრები გერმანიაში შეხვედრას მართავენ.

 

]]>
20-04-2019 18:35 +0400
"აღნიშული განცხადება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს“ - შსს "ფრესკოს" დამფუძნებლის მოთხოვნას პასუხობს http://rustavi2.ge/ka/news/131381

ფრესკოს დამფუძნებლის მოთხოვნას გახარიას უწყება წერილობით პასუხობს. მიმართვაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირებს დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებებზე.

„ჩვენი კომპეტენცია იმ ფაქტებზე რეაგირებაა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ითვლება დანაშაულად. აღნიშული განცხადება კი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს,“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ვასილ სოფრომაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, ღია წერილით მიმართა. სოფრომაძე ითხოვს, დროულად გამოიძიონ მის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანია სოციალურ ქსელებში.

ფრესკოს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი პოსტები არ წყდება მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკური მიმართვა გამოაქვეყნა. მისი თქმით, გამოძიება წინ არ მიდის და არც ცილისმწამებლური პოსტების რაოდენობა იკლებს.

ვასილ სოფრომაძე გიორგი გახარიას სთხოვს, პირადად ჩაერთოს გამოძიებაში და შედეგები საზოგადოებას მოახსენოს.

]]>
20-04-2019 18:28 +0400
"დავინახე სასოწარკვეთა" - მიხეილ სააკაშვილი ბერლინში ემიგრანტებს ხვდება http://rustavi2.ge/ka/news/131382

მოძრაობის ერთად სახლშის წევრები ბერლინში შეხვედრას მართავენ. ემიგრანტები საქართველოს მესამე პრეზიდენტს ხვდებიან.

მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს იმ ვითარების შესახებ უყვება, რაც მან საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ქართველებთან შეხვედრის დროს ნახა, სადაც საქართველოს მოქალაქეები კარვებში ცხოვრობენ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში მძიმე ვითარებაა შექმნილი და ამის გამო, მოქალაქეებს სამშობლოს დატოვება უწევთ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, მას შემდეგ რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველო მილიონამდე ადამიანმა დატოვა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, გადასადგმელი ნაბიჯები კი - ბევრი.

„ის, რაც მე ვნახე, ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ მდგომარეობაში ვნახავდი ქართველებს. რამდენიმე ათეული კარავია, ასეა მთელ საფრანგეთში, ბევრ ქალაქში. როგორც ჩანს, ეს გადაედება შვედეთს, შეიძლება გერმანიასაც, მაგრამ საფრანგეთში რამდენიმე ათეული კარავი, რაც ვნახე, ქართველები ცხოვრობენ სრულიად ანტისანიტარიულ პირობებში, ცივა ღამე. აქ არის ხალხი, ვინც გუშინ მუშაობდა ბაგა-ბაღის აღმზრდელად, ექთნად დიდ კლინიკაში, შეიარაღებული ძალების ოფიცერი იყო, ცოტა ხნის წინ პოლიციაში მუშაობდა, სკოლის მასწავლებელი, არის მამა, რომელიც ჩამოყვანილი ჰყავს სამი შვილი და კარავში არიან მამა და სამი მცირე წლოვანი ბავშვი, დედა დარჩა საქართველოში.

„რანაირად მოახერხა ივანიშვილმა, ქართველების გენეტიკური კოდის შეცვლა ასე, ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი რაღაც, რაც ხდება. კიდევ უფრო მაკვირვებს, რეაქცია რაც იყო სოციალურ ქსელებში. ყველა ერთად აკრიტიკებს ამ ხალხს, რომ რატომ ხართ კარვებში, რას გავხართო. მე ვერ შევატყე, რომ ის ხალხი იქ არის პოზისთვის. დავინახე სასოწარკვეთა. არის ქალბატონი, რომელსაც აქვს მეოთხე სტადიის კიბო და ცხოვრობს კარავში. ძალიან ცოტა დრო გვაქვს... 2012 წლის შემდეგ საქართველო მილიონმა ადამიანმა დატოვა. მათ შორის ბოლო 3 წელიწადში დატოვა 800 ათასმა ადამიანმა. გამოდინება, რომელიც ახლა ხდება საქართველოში ხალხის, არ ყოფილა არასდროს საქართველოს ისტორიაში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

]]>
20-04-2019 18:16 +0400
პუტინის თანამოაზრე ვლადიმერ ხიმერიკი გორში შეხვედრას მართავს - მას სტვენით დახვდნენ და პუტინის სურათები დაწვეს http://rustavi2.ge/ka/news/131378

პუტინის თანამოაზრე ვლადიმერ ხიმერიკი გორშია. ის არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობა და სამართლიანობის ორგანიზებულ შეხვედრას ესწრება.

ორგანიზაციის დამფუძნებელი, ზურაბ მეზვრიშვილი, აცხადებს, რომ შეხვედრის მიზანია, ხალხს რუსეთთან კეთილმეზობლობის შესახებ ესაუბრონ.

ხომერიკის გამოჩენას პროტესტი მოჰყვა. ნაცმოძრაობის წევრებმა და აქტივისტებმა ის სტვენით და შეძახილებით გაატარეს. მოგვიანებით კი კინო-თეატრ გამარჯვების წინ, სადაც შეხვედრა მიმდინარეობს, პუტინის სურათები დაწვეს.

შეხვედრის ორგანიზატორმა, ზურაბ მეზვრიშვილმა, კი ერთ-ერთ მოქალაქეს ფიზიკური  შეურაცხყოფა მიაყენა, მას თავში დახვეულ გაზეთს ურტყამდა.   

]]>
20-04-2019 17:39 +0400
"სწრაფად უნდა დაიწყოს დავით გარეჯის აღდგენა და ასევე სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს" - სალომე ზურაბიშვილი http://rustavi2.ge/ka/news/131375

საქართველოს პრეზიდენტმა, ევროპა ნოსტრას ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა. 

ამის შესახებ მან ვიდეომასალა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა, სადაც ის დავით გარეჯის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს და იმასაც აღნიშნავს, რომ ვერ ითმენს ვერც საზღვრის დადგენის საკითხი.

„აქ ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია, ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ ამას ემსახურება ევროპა ნოსტრას მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია, ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ და ასევე სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს, რომელიც ვეღარ ითმენს," - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 

 

]]>
20-04-2019 16:35 +0400
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა - ჩინეთის მთავრობა საქართველოს სპეცტექნიკას გადმოსცემს http://rustavi2.ge/ka/news/131372

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს სპეციალურ ტექნიკას გადმოსცემს, რომელიც ქვეყანას „აზიური ფაროსანას" წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.

აღჭურვილობის მისაღებად ოფიციალური დოკუმენტი თბილისში უკვე გაფორმდა.

სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ აღჭურვილობა ქვეყანას ფაროსანასთან ბრძოლაში დიდ დახმარებას გაუწევს და მოსახლეობას მავნებლისგან დაიცავს.

]]>
20-04-2019 15:35 +0400
ზუგდიდში ინტოქსიცირებული 10 ბავშვის თანმხლებ ქალთან დაკავშირებით შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით გამოძიება დაიწყო http://rustavi2.ge/ka/news/131371

ზუგდიდში ინტოქსიცირებული 10 ბავშვის თანმხლებ ქალთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე, რომელიც ზუგდიდში ერთ-ერთ ბინაში 10 ბავშვთან ერთად ცხოვრობდა, ამტკიცებს, რომ ისინი მისი შვილები არიან. თუმცა, გამოძიების თანახმად, გამოიკვეთა, რომ 10 ბავშვიდან ოთხი 2017 წელს არის დაბადებული. სწორედ ამის გამო დაიწყო შსს-მ უკრაინელი მოქალაქის მიმართ ტრეფიკინგის ბრალდებით გამოძიება.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირი ბავშვების ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანას გეგმავდა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. სამინისტროს ხელთარსებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

"10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. 

გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ზუგდიდში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონაა, ყველაზე უფროსი კი 11 წლის არის.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმის ინფორმაციით, არასრულწლოვნებს ღებინება და ზოგადი სისუსტე აღენიშნებათ. მისივე თქმით, ბავშვებს შორის 5-6-თვიანი ასაკობრივი სხვაობაა.

ადგილობრივების თქმით, ბავშვები მთელი დღის განმავლობაში ტიროდნენ, რის შემდეგაც მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

]]>
20-04-2019 15:19 +0400
მოძრაობის "ერთად სახლში" წევრები ბერლინში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ემზადებიან http://rustavi2.ge/ka/news/131370

მოძრაობის ერთად სახლში წევრები ბერლინში იკრიბებიან. მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გერმანიის და ევროპის სხვა ქალაქებში მცხოვრები ემიგრანტები შეიკრიბებიან.

შეხვედრა რამდენიმე საათში დაიწყება. ემიგრანტების თქმით, მათი ინიციატივით დგება დღევანდელი შეხვედრა და სურთ, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი გეგმები გააცნონ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი შეხვედრის დროს ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურა იქნება, რაც მათი მტკიცებით, ყველანაირი მაქინაციის საშუალებას გამორიცხავს.

„როდესაც ჩვენ ვიცით, რა პირობებში წარიმართა ბოლო პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნები, მით უმეტეს, ამ გადმოსახედიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ელექტრონული არჩევნების სისტემის დანერგვით ქართველ ემიგრანტებს საშუალება მიეცემათ, რომ ფაქტობრივად, სახლიდან გაუსვლელად ჩაებნენ სახელმწიფოს მართვაში,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

მოძრაობის ერთად სახლში ფარგლებში უკვე რამდენიმე შეხვედრა მოეწყო ქართველ ემიგრანტებს და საქართველოს მესამე პრეზიდენტს შორის, სადაც საუბარი საქართველოს მომავალს შეეხო.

სამომავლოდ, კიდევ ერთი დიდი შეხვედრა მაისში გერმანიის ქალაქ კიოლნში იგეგმება.

]]>
20-04-2019 15:15 +0400
რაც ზურაბიშვილი ჩამოვიდა, იმის შემდეგ შემოიღეს ეს კანონი - მონპელიეს მსგავსად დახმარებას ითხოვენ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში მყოფი ემიგრანტები http://rustavi2.ge/ka/news/131373

მონპელიეს მსგავსად დახმარებას ითხოვენ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში მყოფი საქართველოს მოქალაქეები. ემიგრანტები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ, საფრანგეთის მთავრობა თავშესაფრის მინიჭებაზე ქართველებს უარს ეუბნება და ქვეყნის დატოვების შესახებ შეტყობინებას სასამართლოს გარეშე უგზავნის.

საფრანგეთში მყოფი ქართველები, რომლებიც უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ევროპელი პარტნიორები შეცდომაში შეყავს, როცა ამბობენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და დასაქმების პრობლემა არ არის.

„სალომე ზურაბიშვილი დადის, თითქმის, ყოველ დღე საფრანგეთში, საფრანგეთის პრეზიდენტს ხვდება, დადის ზალკალიანი, მინისტრი და ეუბნება ყველას, რომ გამოუშვით ქართველები, ჩვენთან გამართული სისტემა არის ჯანდაცვისო, არანაირი პოლიტიკური ზეწოლა არ არისო, ეს ყველაფერი ამათი მოგონილიაო, ვითომ, კარგი ცხოვრება უნდათ, მუშაობა ეზარებათ საქართველოში და ამის გამო არიან წამოსულებიო. რაც ზურაბიშვილი ჩამოვიდა და ისაუბრა, იმის შემდეგ შემოიღეს ეს კანონი საფრანგეთში, თორემ ყველას აძლევდნენ იმის საშუალებას, რომ დაგესაბუთებინა და სასამართლოს განეხილა, გადაეწყვიტა და გამოეტანა განაჩენი. ახლა ესეც შეწყვიტეს, მხოლოდ ქართველებთან მიმართებით არის, დანარჩენი არცერთ ქვეყანასთან მიმართებით ასეთი რამ არ ხდება. ქუჩაში უნდა გავჩერდეთ იმიტომ, რომ ჩვენი საქართველოში დაბრუნება ყოვლად შეუძლებელია,“ - განაცხადა ემიგრანტმა მარიამ თავაქალიშვილმა.

]]>
20-04-2019 15:12 +0400
პარლამენტისგან მოვითხოვთ, შეწყდეს გვამებით ვაჭრობა - "ლეიბორისტული პარტიის" აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან http://rustavi2.ge/ka/news/131366

აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან - ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა პერფორმანსის ფონზე კანონპროექტი წარადგინა.

ინიციატივის თანახმადაც, პირველი სექტემბრის ნაცვლად, 15 მაისიდან უნდა ამოქმედდეს შრომითი ინსპექცია და კანონში სათანადო ცვლილებები შევიდეს.

ლაშა ჩხარტიშვილმა შრომითი პირობების დარღვევისას კომპანიებისთვის სანქციების გახუთმაგება მოითხოვა.

„საქართველოს პარლამენტისგან მოვითხოვთ, შეწყდეს გვამებით ვაჭრობა. სხვა არაფერი შეიძლება, დაერქვას იმას, რომ შრომის ინსპექციის რეალური ამოქმედება უნდა პირველი სექტემბრიდან. ჩემს მიერ მომზადებული იქნა კანონპროექტი, რომელიც წარვადგინეთ პარლამენტში და რომლის თანახმად, პირველი სექტემბრის ნაცვლად, 15 მაისიდან უნდა იქნას ამოქმედებული შრომის ინსპექცია და სათანადო ცვლილებები შევიდეს კანონმდებლობაში ამ კანონპროექტის თანხმად. ამის გარდა, უნდა გახუთმაგდეს სანქციები იმის სანაცვლოდ, თუ იქნება დარღვეული შრომის პირობები,“ - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელი აქცია ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი აქტივობა იყო. ლეიბორისტული პარტიის წევრების ინფორმაციით, თუ ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, მასშტაბური აქციები გაიმართება.

]]>
20-04-2019 14:51 +0400
უკრაინაში სიჩუმის დღეა - არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე ქვეყანაში ყოველგვარი აგიტაცია იკრძალება http://rustavi2.ge/ka/news/131355

უკრაინაში სიჩუმის დღეა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე ქვეყანაში ყოველგვარი აგიტაცია იკრძალება.

კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული დებატების შემდეგ, საკუთარ ამომრჩეველს პეტრო პოროშენკომ ტელეეთერიდანაც მიმართა.

მისი ოპონენტი ვლადიმერ ზელენსკი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში დაგეგმილ დებატებზე არ გამოჩენილა.

ტელევიზიაში ტერაქტის საფრთხის შესახებ სატელეფონო ზარიც შევიდა, თუმცა, უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს შენობა არ დაუტოვებია.

„გვაცნობეს, რომ დარბაზში იმყოფება ადამიანი, რომელმაც შესაძლოა, ტერაქტი მოაწყოს. მთხოვეს, ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში მეთქვა, რომ მათ, ვისაც ეშინია, დარბაზი დატოვოს,“ - განაცხადა წამყვანმა.

ამ განცხადების საპასუხოდ კი პოროშენკომ განაცხადა, რომ „მე აქ ვრჩები და ვაგრძელებ“.

კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული დებატების შემდეგ უკრაინელი ამომრჩეველი, ვისაც არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, თუ ვის აძლევდა ხმას, კვლავ გაურკვევლობაშია.

პოროშენკოს მხარდამჭერები კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიმართ ერთგული რჩება.

„მინდა, ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო ჩვენი პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც ქვეყანა ევროპულ გზაზე დააყენა. ამ დებატებმა ყველას დაანახა, რომ პრეზიდენტის ოპონენტსა და მის გუნდს აბსოლუტურად განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ. ამიტომ მე ისევ ვრჩები ჩვენი პრეზიდენტის გულშემატკივრად და მინდა, რომ მსოფლიომ დაინახოს, რომ უკრაინელები პრეზიდენტის მხარეს არიან,“ - ამბობს ერთ-ერთი ამომრჩეველი.

მოქმედი პრეზიდენტისგან განხსვავებით, ზელენსკის გულწრფელობაზე უსვამენ ხაზს მისი მხარდამჭერები. ისინი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ცვლილებას ითხოვენ.

„ზელენსკი აბსოლუტურად გულწრფელია და ვფიქრობ, ამას ყველა მიხვდება, ვინც დებატებს უსმინა. ფაქტია, რომ მას ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა სურს. გულწრფელად სურს, რომ ჩვენ ეს დანაშაულებრივი დაჯგუფება მოგვაშოროს და სისტემა დაანგრიოს,“ - ამბობს ერთ-ერთი ამომრჩეველი. 

]]>
20-04-2019 12:21 +0400
კარვების ქალაქი და უკიდურესად მძიმე ვითარებაში მყოფი ქართველები მონპელიეში მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა http://rustavi2.ge/ka/news/131352

კარვების ქალაქი და უკიდურესად მძიმე ვითარებაში მყოფი ქართველები მონპელიეში, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა, შველას ითხოვენ. საფრანგეთში მყოფ ემიგრანტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჩავიდა.

მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მათი უფლებების დაცვას კვალიფიციური იურისტების დახმარებით ჰპირდება.

უკვე სამი კვირაა, 50 ოჯახი, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ღამეს მონპელიეში, კარვების ქალაქში, ათენებს.

ენმ-ის ლიდერს ქვეყნის საჯარო უწყებებთან შეკრებილებმა მას საკუთარი პრობლემების შესახებ უამბეს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, აუცილებელია გაჭირვებული ემიგრანტებისთვის კვალიფიციური იურისტის დაქირავება, რომელიც ამ რთული საქმეების განხილვასა და ემიგრანტების უფლებების დაცვას შეძლებს.

აქციიდან მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. კარვების ქალაქში გადაინაცვლა, სადაც ქართველი ემიგრანტები უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ.

ემიგრანტებთან ერთად იყო ქართული ოცნების ყოფილი აქტივისტი, მელორ ვაჩნაძეც, რომელმაც საქართველოს რამდენიმე თვის წინ დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს.

კარვების ქალაქის მცხოვრებლებმა მიხეილ სააკაშვილს დახმარება სთხოვეს. ისინი ამბობენ, რომ საკუთარი უფლებების დაცვასა გააგრძელებენ და მონპელიეს ცენტრში აქციებს კვლავ გამართავენ.

]]>
20-04-2019 12:13 +0400
ეს არის კონფლიქტი, ვის კადრს დანიშნავდნენ - ოპოზიცია ლაშა ჟვანიას მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წასვლას აფასებს http://rustavi2.ge/ka/news/131356

პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 4 თვის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მიერ თანამდებობიდან წასვლის  შესახებ გადაწყვეტილებას ოპოზიცია ეხმაურება.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ლაშა ჟვანია სალომე ზურაბიშვილთან კონფლიქტის გამო ტოვებს თანამდებობას.

ოპოზიციის წევრების თქმით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ადმინისტრაციიდან ბევრი ადამიანი გაათავისუფლა, კადრების გადანაწილების გამო, ზურაბიშვილსა და ვანიას შორის დაპირისპირება მოხდა.

სერგო რატიანი-ის სურათის შედეგი„პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაუშვეს უამრავი ადამიანი და არაერთი ძალიან ძლიერი პროფესიონალი. ეს, როგორც წესი, არის წაშლა ინსტიტუციური მეხსიერების და ინსტიტუციების დანგრევის მცდელობა იმ მიზნით, რომ ფაქტობრივად, აქ მიდის ბრძოლა ადგილებისთვის, ნეპოტიზმია მთავარი მამოძრავებელი, როგორც ჟვანიასი, ისე, როგორც ჩანს, პრეზდენტის და მათ შორის, როგორც ჩანს, ამ ფონზე მოხდა კონფლიქტი. ეს არის კონფლიქტი, ვის კადრს დანიშნავდნენ ამა თუ იმ თანამდებობაზე იმ ფონზე, როცა უამრავი პროფესიონალი ადამიანი გაყარეს ბოლო თვეების განმავლობაში,“ - განაცხადა ევროპულ საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა.

ოპოზიციის წევრების თქმით, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ადრე წავა ქართული ოცნებიდან, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. მათი თქმით, მოსახლეობა საბოლოოდ მოქმედ ხელისუფლებას მალე დაემშვიდობება.

ზურაბ მელიქიშვილი-ის სურათის შედეგი„ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში, მათ ყველაზე კარგად იციან, რა მოუტანა მათმა მმართველობამ ამ შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას. გაზრდილი გაჭირვება, გაზრდილი კრიმინალი, დაცემული და დაშლილი ეკონომიკა, გაზრდილი უმუშევრობა, უფრო მეტი ადამიანი გაქცეული საქართველოდან ლუკმა-პურის საშოვნელად. მათ იციან, რომ ამას ქართველი ხალხი არ აპატიებს და განაჩენს მათ ძალიან მალე დაუყენებს. ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკური შემოდგომა, ამას ყველაზე კარგად გრძნობენ ის ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებას წარმოადგენენ. ვინ ადრე წავა, ვინ გვიან წავა, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ საქართველოს მოსახლეობა მათ ძალიან მალე დაემშვიდობება,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა.

პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 4 თვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს ადმინისტრაციის უფროსი ტოვებს. ლაშა ჟვანიამ ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირველი მაისიდან ადმინისტრაციიდან წავა და ისევ საპატრიარქოს ფონდში დაბრუნდება.

]]>
20-04-2019 12:12 +0400
ივანიშვილის გეგმების ლუსტრაცია და მზადება ახალი შტურმისთვის რუსთავი2-ის წინააღმდეგ http://rustavi2.ge/ka/news/131349

ბიძინა ივანიშვილის გეგმების ლუსტრაცია და მზადება ახალი შტურმისთვის რუსთავი2-ის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძის მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული განცახდება ოპოზიციისთვის იმის დასტურია, რომ არხის წინააღმდეგ ქართული ოცნება შეტევის ახალი რაუნდისთვის ემზადება.

გადაწყვეტილება, რომელიც უზენასი სასამართლოს 9 მოსამართლემ რუსთავი2-ის საქმეზე მიიღო, პარლამენტის თავმჯდომარისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობის საუკეთესო მაგალითია.

ირაკლი კობახიძე ღიად მოითხოვს არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და მის გადაცემას ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენისთვის, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე "არხის კანონიერ მფლობელს" უწოდებს.

ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლების შტურმი დამოუკიდებელი ტელეარხის წინააღმდეგ ბოლო წლების განმავლობაში არ შეწყვეტილა, ქართული ოცნება ამ დრომდე დუმილს მხოლოდ სტრასბურგის გადაწყვეტილების გამო ინარჩუნებდა, თუმცა, როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა და სახელისუფლებო მედიამ ახლა ბიძინა ივანიშვილისგან ახალი დავალება მიიღო. 

]]>
20-04-2019 11:23 +0400
“მთაწმინდელებში ცალსახად ერთი განწყობაა - ხელისუფლება უნდა შეიცვალოს" - შალვა შავგულიძე http://rustavi2.ge/ka/news/131348

“მთაწმინდელებში ცალსახად ერთი განწყობაა - ხელისუფლება უნდა შეიცვალოს" - ეს გაბცხადება ბლოკი ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარმა კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ, გააკეთა, რომელიც მთაწმინდის ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

ინფორმაციას ევროპული საქართველოს პრესსამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შავგულიძე ამჯერად პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

მთაწმინდელებსაც, თბილისის სხვა რაიონების მსგავსად, მძიმე სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ. ქალაქის ამ ისტორიულ ნაწილში პრობლემატურია ავარიული და ძეგლის სტატუსიანი ამორტიზებული შენობების საკითხი.

მაჟორიტარი კანდიდატის განცხადებით, "ხელისუფლებამ ვერც ერთ სფეროში ვერ შეასრულა დანაპირები და ცვლილებების დრო რეალურად მოვიდა".

“მთაწმინდელებში ცალსახად ერთი განწყობაა - ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ხელისუფლებამ არც ერთი დანაპირები არ შეასრულა არც ერთ სფეროში - არც სამართალთან დაკავშირებით, რომ სამართალს მოიტანდა ქვეყანაში, არც ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით და ა.შ. ეს ხელისუფლება რაც შეიძლება, სწრაფად უნდა შეიცვალოს," - განაცხადა შავგულიძემ. 

]]>
20-04-2019 11:17 +0400
ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს http://rustavi2.ge/ka/news/131343

ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს და პატრიარქის ფონდში სამუშაოდ ბრუნდება.

ამის შესახებ ლაჟა ჟვანია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“რთული პერიოდი გავიარე ქვეყნის მეთაურთან ერთად; ახალი კონსტიტუციით განსაზღვრული პრეზიდენტის უფლებამოსილებებისა და საქმიანობის კალაპოტში ჩასმა, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან და მთლიანად, საზოგადოებასთან ურთიერთობების საფუძველის მოწყობა. ყველაზე მტკივნეული ჩემთვის რეორგანიზაცია და კადრების შემცირება იყო. ახლაც ვფიქრობ ზოგიერთ ძვირფას მოხელეზე, რომლებიც ადმინისტრაციამ დაკარგა... პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტები და უმაღლესი დონის შეხვედრები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის რეალური დამცავი ფარია, ჩემთვის ჩვეული და სასიამოვნო გამოწვევა იყო. ყველა ვიზიტის დროს სახელმწიფო მეთაური აჟღერებდა იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტისთვის სისხლნარევი ცრემლით ლოცულობს ჩვენი ქვეყნის მუხლჩაუხრელი სულიერი მამა,” - წერს ჟვანია და აღნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა საიდან ემსახურება ქვეყანას, "მაგრამ სჯობს იქედან, სადაც საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს".
 
ის წერს, რომ მის "რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს" მარტში მიმართა, რათა 
"მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს" გაეთავისუფლებინა და ეს დრო, როგორც ჟვანია აღნიშნავს, 1 მაისია. 
 
ლაშა ჟვანია წერს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშვნისას პატრიარქმა ის, მისი თხოვნის მიუხედავად, ფონდიდან არ გაათავისუფლა და ახლა ამ ფონდში თავის პოსტზე დაბრუნდება.   

"პირველი მაისიდან მე ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვაგრძელებ მუშაობას ჩემს ტკბილ და ბრძენ პატრიარქთან. ახალი დავალებაც გვაქვს - ფონდი ორიენტირებული იქნება რეგიონებში, საპატრიარქოს მონასტრებთან მეწარმეობის განვითარებაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე, სწავლებაზე, მომზადებასა და ხელშეწყობაზე. კონკრეტულ პროგრამას წარვუდგენთ ფონდის მმართველ საბჭოს," - წერს ლაშა ჟვანია. 

ის მადლობას უხდის პრეზიდენტს და ჰპირდება, რომ "როგორც ადრე, არც მომავალში, ჩემი ეკლესიის ტკბილ მეთაურთან მუშაობის დროს, დავიშურებ ჩემს სიყვარულით სავსე, მართალ სიტყვას და თავდადებას ჩემი სახელმწიფოს მეთაურის მიმართ".

"დიდი სოლომონ ბრძენის, ღვთისგან თავმდაბლად თხოვნის შედეგად მიღებულ გონიერ გულს გისურვებთ ყოველ გადაწყვეტილებასა და ქმედებაში მრავალგზის ცილწამებულო, მაგრამ ქვეყნისთვის ყველა დაბრკოლებაზე მაღლა მდგომო პრეზიდენტო, რათა გაარჩიოთ კეთილი და ბოროტი, მართალი და ტყუილი და თქვენი სახელმწიფოს მეთაურობით, ოთხი დღის უიმედოდ დატირებული ლაზარესავით აღდგეს საქართველოს დიდება და ჩვენი საზოგადოების თითოულმა წევრმა იგრძნოს სიკეთე პირველი ქალი პრეზიდენტის მეთაურობის, რათა ისრაელის კიდევ ერთი წმიდა დიდი მეფე დავითის დარად ერთსულვნად, თქვენი თაოსნობით გვეთქვას - "უფალი მეფობს!” - წერს ჟვანია.

 

]]>
20-04-2019 10:05 +0400
ლეგალიზებული კორუფციული გარიგება - საკრებულოს უმრავლესობამ „ოცნების“ პარტიულ ბიზნესმენს მრავალმილიონიანი საჩუქარი გაუკეთა http://rustavi2.ge/ka/news/131341

ლეგალიზებული კორუფციული გარიგება - თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ პარტიულ ბიზნესმენს მრავალმილიონიანი საჩუქარი გაუკეთა. ბექა ოდიშარიას დღეს თაბორის მთაზე მდებარე ნაკვეთი მუხიანში მდებარე ათჯერ დიდ ფართობში უსასყიდლოდ გაუცვალეს.

ხმაური საკრებულოს სხდომაზე ბექა ოდიშარიასთვის სახელწიფოს მხრიდან მიწის გაცვლის განხილვას მოყვა. თაბორის მთაზე 3500 კვადრატი მიწის ნაცვლად დეპუტატმა მუხიანში 3 ჰექტარი მიიღო.

ოპოზიციამ წარმოადგინა დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ თაბორის ნაკვეთში „ოცნების“ დეპუტატმა სულ 212 ათასი ლარი გადაიხადა, ახალი ნაკვეთის ღირებულება კი 6 მილიონამდეა.

დღეს ბექა ოდიშარიასთვის მიწის გადაცემას მხარი „ოცნების“ დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ და „ოცნებიდან“ ცოტა ხნის წინ წასულმა, ჯაბა ჯიშკარიანმა და ვატო შაქარიშვილმა არ დაუჭირეს.

მმართველი გუნდისთვის პრეტენზიები გაუგებარი აღმოჩნდა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოდიშარიას ქონება 5 ნახევარ მილიონ ლარად სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეაფასა და შესაბამისია მიწის მონაცვლეობის შესახებ გადაწყვეტილებაც.

ოპოზიცის თქმით, მერიას ნებართვა, რომ არ გაეცა, ბექა ოდიშარიას მიწის ნაკვეთი ნაკლები თანხით შეფასდებოდა და დედაქალაქის ბიუჯეტის ნაკლებად იზარალებდა.

დეპუტატი ბექა ოდიშარია, რომელმაც თაბორის მთაზე მშენებლობაზე უარი მერთან მოლაპარაკების შემდეგ რამდენიმე კვიროს წინ თქვა, ამბობს, რომ მას მხოლოდ მიწა არ დაუთმია. პროექტი, რომელიც წლებია შეიქმნა, მისი თქმით, საკმაოდ ძვირი დაჯდა და ადგილზე სხვადასხვა სამუშაოებიც გაწიეს.

მიწისმონაცვლეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. თაბორის მთაზე მშენებლობა აღარ იქნება. ბექა ოდიშარია კუთვნილ ტერიტორიას უახლოეს პერიოდში მიიღებს.

]]>
19-04-2019 22:08 +0400
2014 წელს მე ხმა პეტრო პოროშენკოს მივეცი და ძალიან ვნანობ - ვლადიმირ ზელენსკი http://rustavi2.ge/ka/news/131338

„2014 წელს მე ხმა პეტრო პოროშენკოს მივეცი და ძალიან ვნანობ,“ -ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა ვლადიმირ ზელენსკიმ, რომელსაც ამომრჩევლის უდიდესი მხარდაჭერა აქვს.

ოლიმპიურ სტადიონზე გამართული პირველი და ბოლო დებატები უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ცოტა ხნის წინ დასრულდა.

19 აპრილი ბოლო დღეა, როდესაც კანდიდატებს წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარების უფლება აქვთ. დებატები ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა.

„ჩვენ ვხედავთ ორ პოროშენკოს. პირველი, მიხაილოვის მოედანზე ყვირის - პუტინო მე შენ გიჩვენებ. მეორე, მედვეჩუკს მოსკოვში მოკითხვებს აბარებს. პირველი, ამბობს, რომ სკოლას გახსნის, მეორე, როშენის კამფეტების მაღაზიას. პირველი ამბობს, რომ დოლარის კურსი 10 იქნება, მეორე - 30-ს ხდის. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე უბრალო ადამიანი ვარ, რომელიც მოვიდა, რომ ეს სისტემა დაანგრიოს. მე, ბატონო პეტრო, თქვენი შეცდომების შედეგი ვარ, მითხარით, 5 წელი გავიდა, რატომ არ ვიცით მაიდნის მკვლელების სახელები, ღამით როგორ გძინავთ?“ - განაცხადა ზელენსკიმ.

დღევანდელ დებატებში პოროშენკომ კორექტივები შეიტანა. წინასწარ მოწყობილი ორი სცენის ნაცვლად ის ზელენკისთვის განკუთვნილ სცენაზე ავიდა და იქიდან მიმართა მხარდამჭერებს.

„ჩვენ ტოტალური არაკომპეტენტურობის მოწმეები ვართ, ყველა კითხვაზე პასუხი ცნობილია. ფრონტის ხაზზე, რომ ყოფილიყავით, რა ხდებოდა დებელცევოში, მებრძოლებს რომ შეხვედროდით, გეცოდინებოდათ, რამდენი სისხლი გაწირა უკრაინამ და კითხვას სხვანაირად დასვამდით, მაგრამ თქვენ გულს სტკენდით უკრაინას თქვენი ხუმრობებით, ცდილობდით რუსული ბიუჯეტიდან ფული მიგეღოთ, რომ ფილმები გადაგეღოთ,“ - განაცხადა პოროშენკომ.

]]>
19-04-2019 21:48 +0400
მზად ვარ დავიჩოქო ყველა დედის წინაშე, რომელსაც ფრონტიდან შვილი სახლში არ დაუბრუნდა - უკრაინაში პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა სცენაზე დაიჩოქა http://rustavi2.ge/ka/news/131340

ურთიერთბრალდებები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის - უკრაინაში გამართული დებატები ცოტა ხნის წინ დასრულდა.

19 აპრილი ბოლო დღეა, როდესაც კანდიდატებს წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარების უფლება აქვთ. დებატები ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა.

პრეზიდენტობის კანდიდატი, ვლადიმირ ზელენსკი კითხვებს, რომელიც პეტრო პოროშენკოსთვის უნდა დაესვა ინტერნეტით იღებდნენ. ზელენსკიმ 15 კითხვა დაუსვა პეტრო პოროშენკოს საზოგადოების სახელით.

ომთან დაკავშირებული კითხვის დროს კი პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა დაიჩოქა.

„მე კადიროვს არასდროს შევხვედრივარ, წერტილი, მაგრამ ახლავე მზად ვარ დავიჩოქო ყველა დედის წინაშე, რომელსაც ფრონტიდან შვილი სახლში არ დაუბრუნდა, ნებისმიერი ბავშვის წინაშე დავიჩოქებ, რომელსაც სახლში მამა არ დაუბრუნდა, ყველა ქალის წინაშე დავიჩოქებ, რომელმაც ქმარი დაკარგა. ახლავე დავიჩოქებ და თქვენც მოგიწოდებთ,“ - მიმართა ზელენსკიმ პოროშენკოს.

პეტრო პოროშენკოც შეეცადა, რომ სათავისოდ გამოეყენებინა საკუთარი დებატები და ზელენსკის კონტრარგუმენტებით მიმართა.

„მჯერა, რომ ბატონ ვლადიმირს არ სურს, რომ უკრაინა რუსეთს ჩააბაროს. ისიც მჯერა, რომ არ ოცნებობს, ჩვენი ქვეყანა უკან დაიწიოს და რუსეთის იმპერიას დაუბრუნოს, მაგრამ პუტინს აქვს ამის ოცნება. ვლადიმირი ვერ შეძლებს ამ ყველაფრისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ის ყველაფერი, რასაც ვლადიმირი ამბობს ტყუილია და სიმართლეს არ შეესაბამება. არცერთი ჩემი მეგობარი არ არის კორუფციასთან კავშირში, მცირე ეჭვიც რომ გაჩნდეს, მათ ციხეში ჩასვამენ. ვლადიმირის გუნდი მეხუთე კოლონიაა, მასთან ერთად ხელისუფლებაში მოვლენ აზაროვის, იანუკოვიჩის მხარდამჭერები რუსები. თქვენ ამბობთ, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ჯალათი, უნდა ჩასვას ადამიანები ციხეში, მაგრამ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ. 5 წლის შემდეგ სად იქნება უკრაინა, ამისთვის რას გააკეთებთ? კადიროვს ბოდიში მოუხადეთ, უკრაინელებს მოუხადეთ ბოდიში იმისთვის, რომ მეძავი უწოდეთ?“ - განაცხადა პოროშენკომ.

]]>
19-04-2019 21:45 +0400
ამ ხალხს სურს, სასამართლოს გაჩერება ქვეყანაში - ანრი ოხანაშვილი ოპონენტებს აკრიტიკებს http://rustavi2.ge/ka/news/131332

„ამ ხალხს სურს, სასამართლოს გაჩერება ქვეყანაში,“ - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას.

დეპუტატის შეფასებით, პარლამენტის წევრები, ვინც მხარს არ უჭერენ ირაკლი კობახიძის და მისი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, მათ საზოგადოების ბედი არ ადარდებთ.

„ამ ხალხს სურს, სასამართლოს გაჩერება ქვეყანაში, ამ ხალხს არ აინტერესებს ჩვენი საზოგადოების ბედი, მათ არ აინტერესებთ ჩვენი საზოგადოების უფლებები და ეს არის მათი ამოცანა, რომ სასამართლო გაჩერდეს საქართველოში. ეს ვერ მოხდება, ეს არ მოხდება, ჩვენ ვართ პასუხისგებლიანი მმართველი გუნდი, რომელიც ვეყრდნობით და ვეკიდებით ყველა იმ აუცილებელ კრიტერიუმს, რომელიც უკავშირდება სასამართლოს დამოუკიდებლობას,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვას ორი სასესიო დღე დაეთმო.

 

]]>
19-04-2019 21:41 +0400
ხელისუფლება მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის - ოპოზიცია მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონის მიღებას აკრიტიკებს http://rustavi2.ge/ka/news/131330

მძიმე დებატების დღე პარლამენტში - „ქართულმა ოცნებამ“ მწვავე კრიტიკის და რეკომენდაციების მიუხედავად, მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონი მისთვის სასურველი სახით მიიღო.

სავარაუდოდ, პარტიული დისციპლინის ხარჯზე უმრავლესობამ სრული შემადგენლობით 87 31-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა კანონს, რომელშიც არცერთი რეკომენდაცია არ მოხვდა. მათ შორის, ოპოზიციისთვის ყველაზე აქტუალური - მოსამართლეთა ნაწილის დანიშნვის უფლების მომავალი პარლამენტისთვის გადაცემა და კენჭისყრის საჯაროობა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების გამო მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღევანდელი სესიიდან ცხადი გახდა, თუ რისთვის ცდილობს ივანიშვილი უზენაეს სასამართლოში გავლენების მოპოვებას. ბოკუჩავას თქმით, „ოცნების“ ლიდერის მიზანს „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდება წარმოადგენს.

Related image„ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ ხელში ჩაიგდო სასამართლო ხელისუფლება მომავალი ათწლეულების მანძილზე და კობახიძემ ყველაზე ღიად თქვა, რისთვის სჭირდება ივანიშვილს სასამართლო ხელისუფლების მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე დამოკიდებულებით ხელში ჩაგდება იმისთვის, მათ შორის, უპირველესად, რომ ხელში ჩაიგდოს "რუსთავი 2." ირაკლი კობახიძე, რომელიც გვეუბნება, რომ ივანიშვილს სჭირდება "რუსთავი 2"-ის სასამართლოს მეშვეობით ხელში ჩაგდება, ეს პარლამენტი აირჩევს 28-დან 20 მოსამართლეს,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ სასამართლოში არსებული ჯგუფი უკვე ივანიშვილის კლანად უნდა მოიხსენიოს საზოგადოებამ.

Image result for ოთარ კახიძე„ქართული ოცნება" პოლიტიკურად საბოლოოდ გაკოტრდა. ივანიშვილის კლანს უნდა ვეძახდეთ აწი ჩვენ იმ ჯგუფს, რომელიც სასამართლოს გააკონტროლებს. ეს არ არის მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი, ეს არის ივანიშვილის კლანი, რომელიც თავის თავში მოიაზრებს მორჩილ უმრავლესობას, თავის თავში მოიაზრებს მორჩილ სასამართლოს და მარიონეტულ მთავრობას. ეს ხელისუფლება ივანიშვილის მეთაურობით მზად არის საზოგადოების აზრის სრული იგნორირებისთვის, ამიტომ, ჩვენთვის მთავარი ახლა არის, რომ მოვბილიზდეთ მაქსიმალურად და ივანიშვილს ჩამოვართვათ ქვეყნის მართვის სადავეები,“ - განაცხადა კახიძემ.

„ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი ეკა ბესელია კიდევ ერთხელ აკრიტიკებს ყოფილ თანაგუნდელებს და ამბობს, რომ დღეს პარლამენტში ლობისტების გავლენით სასამართლოს კლანმა გაიმარჯვა.

Image result for ეკა ბესელია„ამ უმრავლესობაზე გაიმარჯვა დღეს იუსტიციის საბჭოს იმ წევრებმა და სასამართლოს ჯგუფის იმ წევრებმა, ვინც იყო იმ 10-კაციანი სიის ავტორები. გაიმარჯვა კიდევ ერთხელ იუსტიციის საბჭოს და სასამართლო ჯგუფის იმ წარმომადგენლებმა, ვისაც ჰყავს „ქართულ ოცნებაში“ ლობისტები, დაწყებული თავიდან დამთავრებული ამ პარლამენტამდე და ამას სახელი ეს ჰქვია და ამას თავისი შედეგები მოჰყვება, რასაკვირველია, მძიმე, საკმაოდ დიდი პოლიტიკური ფასია ეს ყველაფერი,“ - განაცხადა ბესელიამ.

„საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვას ორი სასესიო დღე დაეთმო.

პარლამენტში მოხსენებით გამოვიდა ასევე სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. ომბუდსმენმა საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, რომ კანონპროექტი დაჩქარებულ რეჟიმში არ განეხილათ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად გაეთვალისწინებინათ.

]]>
19-04-2019 21:38 +0400
ცვლილებები რაც იყო შეტანილი, არ მივიჩნიე საკმარისად იმისთვის, რომ მწვანე ღილაკს დამეჭირა ხელი - კობერიძე გუნდის წინააღმდეგ წასვლის მიზეზს განმარტვს http://rustavi2.ge/ka/news/131331

„საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა თუმცა, „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა აღნიშნულ ინიციატივას ხმა არ მისცა.

მმართველი გუნდის საერთო პოზიციას გაემიჯნენ ლევან კობერიძე, ალექსანდრე ერქვანია და ბიძინა გეგიძე.

ლევან კობერიძე მის გადაწყვეტილებას განმარტავს და ამბობს, რომ არის პრინციპული საკითხები კანონპროექტთან დაკავშირებით, რასაც მხარს არ უჭერს. დეპუტატის თქმით, ერთ-ერთ ასეთ საკითხს ფარული კენჭისყრის დატოვება წარმოადგენს.

საქმე ეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომელიც შეეხებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრის გაუქმებას, ამის გათვალისწინებაზე კი "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა.

„იმ განხილვებიდან გამომდინარე, ცვლილებები რაც იყო შეტანილი, მე არ მივიჩნიე საკმარისად იმისთვის, რომ ჩამეთვალა, რომ ის ცვლილებები საკმარისია იმისთვის, რომ მე მწვანე ღილაკს დამეჭირა ხელი. ჩემთვის ერ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იყო ფარულობის თემა ანუ კენჭისყრის თემა და კიდევ იყო რამდენიმე საკითხი. მე ჩემი განცხადება მანამდეც გავაკეთე გუნდის შიგნით და არ მქონია არავისგან დაფარული, თუ რა შემთხვევაში დავუჭერდი მხარს და რა შემთხვევაში არ დავუჭერდი მხარს კანონს. პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იქ იყო, როდესაც მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, რომ წინააღმდეგ ვაძლევდი ასეთი სახით ამ კანონპროექტს ხმას,“ - განაცხადა კობერიძემ.

„საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვას ორი სასესიო დღე დაეთმო.

პარლამენტში მოხსენებით გამოვიდა ასევე სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. ომბუდსმენმა საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, რომ კანონპროექტი დაჩქარებულ რეჟიმში არ განეხილათ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად გაეთვალისწინებინათ.

]]>
19-04-2019 21:35 +0400
მიხეილ სააკაშვილი მონპელიეში ჩავიდა და საქართველოს მოქალაქეების პრობლემების შესახებ მოისმინა http://rustavi2.ge/ka/news/131342

მიხეილ სააკაშვილი მონპელიეში ჩავიდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საფრანგეთის ქალაქში იმ საპროტესტო აქციაზე მივიდა, რომელიც თავშესაფრის მომლოდინე ქართველებმა გამართეს.

კარვების ქალაქის მობინადრეებმა, რომლებიც მონპელიეს ცენტრში საფრანგეთის საჯარო უწყებებთან შეიკრიბნენ და მათი უფლებების დაცვა მოითხოვეს, საკუთარი პრობლემების შესახებ სააკაშვილს უამბეს და დახმარების თხოვნით მიმართეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ამ მოქალაქეების დახმარება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ ემიგრანტებისთვის კვალიფიციური იურისტი აიყვანონ, რომელიც მათი საქმეების განხილვას შეძლებს. მიხეილ სააკაშვილი მათ იურისტის აყვანას დაჰპირდა. 

„ესპანეთში დაიჭირეს ქურდები, ქურდებს ფული ჰქონდათ, რომ ადვოკატები აეყვანათ, ჩვეულებრივ ხალხს დამცველი არავინ ჰყავს, ჩვეულებრივ ხალხს საქართველოში ძალით დეპორტით უშვებენ, გერმანიაში იღებენ კანონს დაჩქარებული დეპორტის. რეალობა არის ისეთი, რომ ეს ხალხი ელემენტარულად დაუცველია. დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდიოდა, რომ ჩვენ ვაკეთებთ პრევენციას, რომ ამ ხალხს არ ჰქონდეს თავშესაფარი. საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ აქ დადის და დაჩალიჩობს, რომ ამ ხალხმა არ მიიღოს სტატუსი,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქალაქ მონპელიეს პრეფექტურის შენობიდან სააკაშვილი კარვების ქალაქში გადაინაცვლებს და ნახავს, თუ რა პირობებში ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები. 

ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ სტატუსის მინიჭება და პროცედურები მას შემდეგ გართულდა, რაც საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა და საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად დაასახელა.

"სალომემ დატოვოს საქართველო საერთოდ,“ - აცხადებენ საქართველოს მოქალაქეები.

 

]]>
19-04-2019 21:33 +0400
გიორგი ქობულიას სავარძელი ყოფილი მინისტრის სკანდალურ განცხადებებს შეეწირა http://rustavi2.ge/ka/news/131323

გიორგი ქობულიას სავარძელი ყოფილი მინისტრის სკანდალურ განცხადებებს შეეწირა - ასე შეაფასა მთავარობის მეთაურმა, მამუკა ბახტაძემ თითქმის ერთდღიანი დუმილის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრის გათავისუფლება. ამ განცხადებით, პრემიერმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ მინიტრთა კაბინეტში განხორციელებული საკადრო ცვლილების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

8 თვის წინ მოსკოვიდან ჩამოყვანილი ეკონომიკის მინისტრის მთავარი პრობლემა, არა კომპეტენცია, გამოცდილება და განათლება, არამედ ის გახდა, რომ ქვეყნაში არსებული მძიმე სოციალური ფონი ვერ შეაფასა და საზოგადოებას თავი სკანდალური განცხადებებით დაამახსოვრა.

პრემიერ-მინისტრმა დღეს ფაქტობრივად დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქობულიას წასვლა ბიძინა ივანიშვილის 9 აპრილის ანონსის შემდეგ უკვე გადაწყვეტილი იყო, თუმცა მინისტრის გათავისუფლებას 10 დღე დასჭირდა.

როგორც გაირკვა, დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ყოფილ კოლეგებს გიორგი ქობულია მთავრობის ადმინისტრაციის მე-12 სართულზე გამოემშვიდობა, თუმცა გადაყენებული მინისტრი ისე შემოიყვანეს და გაიყვანეს შენობიდან, რომ ჟურნალისტებს არ დაენახათ.

გიორგი ქობულიას გადაყენებას დიდი ხანია აანონსებს ოპოზიცია, თუმცა სრული მოულოდნელობა იყო „ქართული ოცნების“ წევრებისთვის.

ეკონომიკის მინისტრის პორტფელი გიორგი ქობულიასგან მისმა მოადგილემ ნათია თურნავამ დაიკავა. სავარაუდოდ, მის დანიშვნას ამ თანამდებობაზე მმართველი გუნდის შიგნით დიდი დისკუსია უძღვოდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნათია თურნავას ისეთი პროტეჟეები ჰყავდა, როგორებიც ვანო ჩხარტიშვილი და უჩა მამაცაშვილი არიან.

გიორგი ქობულიას წასვლის შემდეგ მინიტრთა კაბინეტში ცვლილებები გაგრძელდება. სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილს კითხვები ლევან იზორიას და ლევან დავითაშვილის მიმართ აქვს. დასრულდება თუ არა ეს პროცესი თავდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების გადაწყვეტილებით, სულ მალე გახდება ცნობილი.

]]>
19-04-2019 21:30 +0400
გავლენისთვის ბრძოლა „ოცნების“ შტაბში და დაჭრილი აქტივისტი - გარჩევა, სავარაუდოდ, დაფინანსების გადანაწილებას უკავშირდება http://rustavi2.ge/ka/news/131322

სროლა „ქართული ოცნების“ შტაბში და დაჭრილი აქტივისტი - „კურიერის“ ინფორმაციით, სოფელ გრიგოლიში მომხდარი სისხლიანი გარჩევა პარტიული ფინანსების გადანაწილებას უკავშირდება.

შიდა პარტიული დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. თვითმხილველების თქმით, 28 წლის ალიკ ლაგვილავას მათივე თანასოფლელმა, მმართველი გუნდის აქტივისტმა ბეჟან გვაზავამ ესროლა.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის ჩხუბი გავლენებისთვის ბრძოლას მოჰყვა. ისინი იხსენებენ, როგორ ემუქრებოდნენ გასროლამდე ერთმანეთს "ქართული ოცნების“ აქტივისტები.

ალიკ ლაგვილავას მმართველი პარტიის აქტივისტმა ჯერ შენობაში ესროლა. ამის შემდეგ ახალგაზრდებმა კამათი გარეთ განაგრძეს და საბოლოოდ ინციდენტი 28 წლის ახალგაზრდის დაჭრით დასრულდა.

ალიკ ლაგვილავას ორი ტყვია გულისა და მუცლის არეში მოხვდა. მას სასწრაფო ოპერაცია ზუგდიდის საავადმყოფოში გაუკეთეს, მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ პაციენტს თირკმლის ამოღება დასჭირდა. დაზიანებული ჰქონდა კუჭი და ფილტვიც. „ქართული ოცნების“ აქტივისტი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია.

დაჭრილის მეზობლების თქმით, გვაზავა ხშირად გადაადგილდებოდა იარაღით, მათ შორის შტაბშიც და ამის შესახებ ყველამ იცოდა.

„ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ, რომ გვაზავა მათი შტაბის წევრია, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერი იყოს.

ავტორი: ემა გოგოხია.

]]>
19-04-2019 21:24 +0400
შეიარაღებული თავდასხმა "ლიბერთი ბანკზე" - „კურიერმა“ ყაჩაღობის ამსახველი კადრები მოიპოვა http://rustavi2.ge/ka/news/131324

ვარკეთილში მდებარე „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლები და კლიენტები შეიარაღებული თავდამსხმელების ტყვეობაში აღმოჩდნენ. კადრებში, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა, ჩანს რამდენად კარგად იყვნენ მომზადებული ყაჩაღები.

სამი შეირაღებული თავდამსხმელი „ლიბერთი ბანკში“ 11:03 წუთზე შეიჭრა. დამნაშავეების დაჯგუფებას ნიღბები და სპეცტანსაცმელი ეცვათ. მათ შენობაში შესვლისთანავე ცრემლსადენი კვამლი გაუშვეს, რამაც ხილვადობა გაართულა. ამის შემდეგ კი პენსიის ასაღებად მისულ მოქალაქეების ნაწილს ცეცხლსასროლი იარაღი დაადეს  და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„კურიერის“ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ შეირაღებული თავდამსხმელები ბანკის თანამშრომლებს და ოპერატორებს თანხას იარაღის მუქარით სძალავდნენ. პარალელურად კი, დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა, სავარაუდოდ, ბანკის სალაროში შესვლა და თანხის გატანა მოასწრო.

შეირაღებული დაჯგუფების წევრებმა „ლიბერთი ბანკის“ შენობიდან თანხის გატანა 1 წუთსა და 7 წამში მოახერხეს. სროლისა და შეირაღებული თავდასხმის თვითმხილველები სუხიშვილის ქუჩის მოსახელობაც გახდა.

შეირაღებული დაჯგუფების წევრები, ადგილობრივების ვერსიით, სავარაუდოდ, წინასწარ იყვნენ მომზადებულები, ჰქონდათ ნიღბები და დიდი ზომის ჩანთები. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეები ბანკში ფილიალის გაღებიდან რამდენმე წუთში შევიდნენ.

შეირაღებულ დაჯგუფების წევრებს ბანკში წინააღმდეგობა თანამშრომლებმა გაუწიეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. თავდამსხმელებმა იარაღის კონდახით დაზიანება თავის არეში ორ ქალს მიაყენეს. ბანკის თანამშრომლები შემთხვევის ადგილიდან „ამტელ ჰოსპიტალში“ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.

ადგილზე სამართალდამცველების მისვლამდე შეირაღებული დაჯგუფების წევრებმა ტერიტორიის დატოვება შეძლეს. დაჯგუფების კვალზე სამართალდამცველები სავარაუდოდ ვერ გავიდნენ.

თავდამსხმელებმა ბანკიდან 3 ათასი ლარის წაღება მოახერხეს. „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ბანკზე განხორციელებული შეირაღებულ თავდასხმის საქმეს შინაგან საქმეთა სამინიტრო ყაჩაღობის მუხლით იძიებს. უცნობია, მოახდინა თუ არა საგამოძიებო უწყებამ დამნაშავეების იდენტიფიცირება.

]]>
19-04-2019 21:23 +0400
აჭარის ტელევიზიის დირექტორი მრჩეველთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით გადააყენა - მის შემცვლელად აჭარის საარჩევნო კომისიის წევრი მოიაზრება http://rustavi2.ge/ka/news/131319

აჭარის ტელევიზიის დირექტორი მრჩეველთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით გადააყენა. ნათია კაპანაძემ მრჩეველთა საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება ტელევიზიის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას დაუკავშირა.

კაპანაძე უკვე პირდაპირ ამბობს, რომ თანამდებობიდან იმ ადამიანების მოთხოვნით გადააყენეს, ვისთვისაც ტელევიზიის ეთერში ხელისუფლება კრიტიკა მიუღებელია. ნათია კაპანაძე დავას უკვე სასამართლოს გზით გააგრძელებს. მის ინტერესებს საია დაიცავს.

ნათია კაპანაძის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა წამოიწყო. გიგა ჩხარტიშვილმა, რომელიც საბჭოში ”ქართული ოცნების” კვოტით დაინიშნა და ”ნაციონალური მოძრაობის” კვოტით დანიშნულმა ირაკლი დარცმელიძემ, რომელსაც ოპოზიციური პარტია გაემიჯნა.

მათ საბჭოს კიდევ ორი წევრის დარწმუნება შეძლეს იმაში, რომ მაუწყებლის დირექტორი ცუდი მენეჯერია. კაპანაძის იმპიჩმენტს საბჭოს მხოლოდ ერთი წევრი შეეწინააღმდეგა.

სამოქალაქო სექტორი ფიქრობს, რომ დირექტორის იმპიჩმენტი პოლიტიკურად მართული პროცესი იყო და ერთი მედია საშუალების პრობლემას ცდება. არასამთავრობოებმა ღიად თქვეს, რომ ნათია კაპანაძე, როგორც დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის დამცველი, მაუწყებელს განგებ ჩამოაშორეს.

ხმაურიანი სხდომის პარალელურად, აჭარის ტელევიზიაში ოპერატორები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას მოითხოვენ, პრეტენზიების მთავარი ადრესატი კი ნათია კაპანაძე იყო.

პოლიტიკური ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ აჭარის მაუწყებელში განვითარებული პროცესები მართულია. თუმცა მმართველი პარტია ირწმუნება, რომ დამოუკიდებელი მედია მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი დირექტორის შესარჩევი კონკურსი 10 დღეში გამოცხადდება. მედიაში უკვე ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ამ პოსტისთვის თორნიკე მჟავანაძე ემზადება, რომელიც აჭარის საარჩევნო კომისიის წევრია.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

]]>
19-04-2019 21:21 +0400
ხელისუფლება იმიტომ უჭერს მხარს ქიბარ ხალვაშს, რომ პოლიტიკურად აწყობს „რუსთავი 2-ის“ ხელში ჩაგდება - ნინო დანელია http://rustavi2.ge/ka/news/131339

ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ ყოფილ მესაკუთრეებს უნდა დაუბრუნდეს, მედიაექსპერტები ეხმაურებიან. მათი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ დამოუკიდებელი მედია ხელში ჩაიგდოს. 

მედიამკვლევარების შეფასებით, თუ მმართველი გუნდი სტრასბურგის სასამართლოს გვერდის ავლით, შეეცდება ნაბიჯების გადადგმას, ეს იქნება სერიოზული დარტყმა დემოკრატიაზე. 

ნინო დანელია მიიჩნევს, რომ ქიბარ ხალვაში იყო მხარე, რომელმაც ტელევიზია მის კანონიერ მფლობელებს წაართვა. 

„თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ გვერდი აუარონ სტრასბურგის გადაწყვეტილებას და აქ დაიწყონ დამოუკიდებელი პროცესები, არ დაელოდონ ამ გადაწყვეტილებას და დაიწყონ აღსრულება, ეს იქნება პირველი ნიშანი იმისა, რომ ისინი ღიად იწყებენ პროცეს „რუსთავი 2-ის“ ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით... სწორედ ის არის პრობლემური ამბავი, რომ ხელისუფლება იმიტომ უჭერს მხარს ქიბარ ხალვაშს, რომ პოლიტიკურად აწყობს „რუსთავი 2-ის“ ხელში ჩაგდება,“- განაცხადა მასკომუნიკაციის დოქტორმა, ნინო დანელიამ.

მედიის წარმომადგენლების აზრით, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის არსებობა ქვეყანაში აუცილებელია. 

„ეს არის საკმაოდ რისკის შემცველი, თუ ამას მოჰყვება ნაბიჯები იმ მიმართულებით, რომ ჩვენი სასამართლოს მიხედვით ვიმოქმედებთ „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით. თუ ასე წავა საქმე, ეს იქნება სერიოზული დარტყმა, მძიმე შედეგებით, მძიმე სურათი გვექნება,“ - განაცხადა „საქართველოს პრესის ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა.

 

 

 

]]>
19-04-2019 21:19 +0400
"ახლა ივანიშვილს დარჩა ერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე, ისევ და ისევ „რუსთავი 2“ - ლიკა ბასილაია-შავგულიძე http://rustavi2.ge/ka/news/131328

"ახლა მას დარჩა ერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე, ისევ და ისევ „რუსთავი 2“, რომელიც არ ასვენებს და რომლის თაობაზე ტომეულები იქმნება მის პიარსამსახურში, როგორც მან თვითონ ბრძანა,“- ასე გამოეხმაურა ლიკა ბასილაია-შავგულიძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ „რუსთავი 2“ ძველ მფლობელებს უნდა დაუბრუნდეს.

საინფორმაციო პორტალის ”Europe for Georgia ევროპა საქართველოსთვის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი ოცნებაა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება. ლიკა ბასილაია-შავგულიძის თქმით, საზოგადოება „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით ახალი ომისთვის უნდა მოემზადოს.

„როგორც ჩვენ, მთელი საზოგადოება უნდა ვემზადოთ დიდი ომისთვის, კვლავ „რუსთავი 2-სთვის“, რადგან, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ახალი შტურმი აქვს დაწყებული თავისუფლების კუნძულების წინაააღმდეგ საქართველოში. წინასაარჩევნოდ სჭირდება მას სჭირდება მაქსიმალური კონსოლიდირება ძალაუფლების, მედიაკუნძულები, რომელიც არ კონტროლდება ბიძინა ივანიშვილის მიერ, მისთვის არის სახიფათო. მისი მთავარი ბრძოლა და ოცნება, რომელიც მან ვერა და ვერ განახორციელა ამ წლების განმავლობაში, არის „რუსთავი 2-ის“ ხელში ჩაგდება. კობახიძის ენით ივანიშვილი ლაპარაკობს,“ - განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.

]]>
19-04-2019 21:18 +0400
"ჯობია, რომ ცოტა ხანი დაისვენოს" - ჯაბა ჯიშკარიანის რჩევა ირაკლი კობახიძეს http://rustavi2.ge/ka/news/131337

"ჯობია, რომ ცოტა ხანი დაისვენოს,“- ეს რჩევა „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, ჯაბა ჯიშკარიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიცა.

თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ ყოფილ მესაკუთრეებს უნდა დაუბრუნდეს.

„ბატონ კობახიძეს მე ვუპასუხებდი იმას, რომ ჯობია, რომ ცოტა ხანი დაისვენოს და ამ პროცესებს ჩამოშორდეს. ეს ადამიანი გადაიწვა, რაღაცებს ვერ უძლებს, ცოტა ხანი თუ განისვენებს, უკაცრავად, დაისვენებს, ძალიან კარგი იქნება ეს,“- განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

 

 

]]>
19-04-2019 21:15 +0400
"რუსთავი 2"-ის საქმე და ირაკლი კობახიძის განცხადება - სახალხო დამცველი განცხადებას აკეთებს http://rustavi2.ge/ka/news/131321

„ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებს ყოველთვის ჰქონდათ თავიანთი პოზიცია, მათ შორის მანამ, სანამ დავა დაიწყებოდა „რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებით,“ - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ „რუსთავი 2“ ძველ მფლობელებს უნდა დაუბრუნდეს.

ნინო ლომჯარიას თქმით, საქმის სტრასბურგის სასამართლოსთვის გადაცემამდე, სამაუწყებლო კომპანიის მიმართ ხელისუფლების პოზიცია ნათელი იყო.

ომბუდსმენი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ საქმეს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო განიხილავს, რადგან მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს სრული ნდობა აქვს.   

„ძალიან კარგია, რომ საკითხი გადასაწყვეტად არის გადაცემული სტრასბურგის სასამართლოს. ამ სასამართლოს მიმართ ნამდვილად არ გაჩნდება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ არ გაჩნდება კითხვები და სრული ნდობა აქვს სასამართლოს. ამ ყველაზე კითხვაზე სტრასბურგი გასცემს პასუხს, რამდენად სამართლიანი იყო მართლმსაჯულება საქართველოში და როგორ შეაფასებს ის განვითარებულ მოვლენებს,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

]]>
19-04-2019 21:13 +0400
„კობახიძეს დასჭირდა ვიღაცაზე აგრესიის გადატანა, „რუსთავი 2“ ერთ-ერთი საყვარელი ობიექტია" - გედევან ფოფხაძე http://rustavi2.ge/ka/news/131336

„კობახიძეს დასჭირდა ვიღაცაზე აგრესიის გადატანა, „რუსთავი 2“ ერთ-ერთი საყვარელი ობიექტია მაგ თვალსაზრისით, ვის მიმართაც გადადის ეს აგრესია,“- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნებიდან“ წასული გედევან ფოფხაძე ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ ყოფილ მესაკუთრეებს უნდა დაუბრუნდეს.

ფოფხაძის თქმით, ირაკლი კობახიძეს აგრესიის გადატანა დასჭირდა და ის ამ შემთხვევაში „რუსთავი 2-ზე“ გადაიტანა.

„ხომ ასეთი არგუმენტი არსებობს, რომ თურმე ჩვენ რეალურად ცუდად კი არ ვცხოვრობთ, ამას „რუსთავი 2“ აშუქებს და ხალხი შეცდომაში შეიყვანა იმ რეალური პრობლემების გამო, რაც ქვეყანაში ხდება. ყველაზე სწორი მისი მხრიდან იქნება, რომ რეალობა დაინახოს. ესენი ხომ თავს იტყუებენ, რომ ყველაფერი კარგადაა ქვეყანაში,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

]]>
19-04-2019 21:13 +0400
„ასეთი გაბრაზებული ნუ მიყურებთ, მეშინია" - გია ვოლსკი "კურიერის" ჟურნალისტს მიმართავს http://rustavi2.ge/ka/news/131335

„ასეთი გაბრაზებული ნუ მიყურებთ, მეშინია," - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „კურიერის“ ჟურნალისტს. ის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ ყოფილ მესაკუთრეებს უნდა დაუბრუნდეს.

ვოლსკიც მიიჩნევს, რომ სამაუწყებლო კომპანია ძველ მფლობელებს წაართვეს.

„მე ვფიქრობ, რომ ტელევიზია ნამდვილად წართმეულია. ჩემი ფიქრი არაფერს ნიშნავს. სასამართლოს გადაწყვეტილება არის მთავარი, მათ შორის საერთაშორისო დონეზე... აბა რას ნიშნავს „რუსთავი 2-ის“ კორესპონდენტების და ხელმძღვანელების უშვერი დედის გინება ეთერიდან, თვენი არა, მაგრამ რეალიზაციას უკეთებთ იმ გინებას, რასაც თქვენი უფროსი უშვებს,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

]]>
19-04-2019 21:12 +0400
„დღეს მმართველ პარტიას არეული აქვს მთავარი ვექტორები, მას აერია კომპასი" - ეკა ბესელია http://rustavi2.ge/ka/news/131334

„დღეს მმართველ პარტიას არეული აქვს მთავარი ვექტორები, მას აერია კომპასი და ყველაფერი აღრეულია. მე დღეს, რასაც ვუსმენდი, გამიჩნდა განცდა, რომ დაკარგულია დროსა და სივრცეში,“ - ეს განცხადება „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულმა ეკა ბესელიამ „კურიერთან“ საუბრისას გააკეთა.

ის პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძე ამბობს, რომ „რუსთავი 2“ ყოფილ მესაკუთრეებს უნდა დაუბრუნდეს. ბესელიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ ვექტორები არეული აქვს.

„ჩემი დამოკიდებულება როგორიც არ უნდა იყოს იმ მედიასაშულების თუ იმ ადამიანების მიმართ, ვინც იქნება ამ ძალადობის და თავდასხმის ობიექტი, ნებისმიერ შემთხვევაში ვიდგები უკანონობის და ძალადობის წინააღმდეგ და არასოდეს არ გავამართლებ ამ ძალადობას. არ მაქვს არანაირი ყოყმანი,"- აღნიშნა ბესელიამ. 

]]>
19-04-2019 21:10 +0400
ივანიშვილს აღიზიანებს განსხვავებული აზრი, "რუსთავი 2-ზე" შტურმი არ შეწყვეტილა არასოდეს - ოპოზიცია http://rustavi2.ge/ka/news/131333

"ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი მთავარ საფრთხედ აღიქვამენ „რუსთავი 2-ს“ - ასე ეხმაურება საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას, სადაც კობახიძე აღნიშნავს, რომ „რუსთავი 2“ ყოფილ მესაკუთრეებს უნდა დაუბრუნდეს. 

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მმართველი გუნდის სურვილია, რომ დამოუკიდებელი მედია გააჩუმოს, რათა ქვეყანაში განსხვავებული აზრი არ ისმოდეს. 

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი„საქართველოს პარლამენტში ყოველ დღე თავს ესხმიან „რუსთავი 2-ს“ როგორც ტელევიზიას, მის ხელმძღვანელობას. დღეს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთრ გამოსვლებში ძალიან ბევრი დრო დაუთმო „რუსთავი 2-ს“ და „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელს, მთავარ საფრთხედ აღიქვამენ „რუსთავი 2-ს“ იმიტომ, რომ ეს არის ხალხის ტელევიზია და ენდობა ხალხი,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის წევრების თქმით, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია გაახმოვანა. მათი განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს განსხვავებული აზრი აღიზიანებს. 

ოთარ კახიძე-ის სურათის შედეგი„მათი განზრახვა, რომ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაა, ეს პირდაპირი ტექსტით გვითხრა პარლამენტის თავმჯდომარემ. ის ახმოვანებს ივანიშვილის მითითებას, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კლანზე, ეს კლანი არ არის მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის კლანი, რომელიც თავის თავში აერთიანებს მორჩილ უმრავლესობას, სრულიად კონტროლირებად მარიონეტების მთავრობას და მორჩილ სასამართლო ხელისუფლებას. ივანიშვილია ჩვენი პრობლემა, მას აღიზიანებს და მისთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი, ვიანიდან ის თვლის, რომ საზოგადოების აღქმა აცდენილია რეალობას,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

ხელისულების ოპონენტების შეფასებით, "რუსთავი 2-ზე" შტურმის მიტანა ხელისუფლებას არასოდეს შეუჩერებია. 

გიგა ბოკერია-ის სურათის შედეგი„მგონია, რომ ეს შტურმი არც შეწყვეტილა არასოდეს და სტრასბურგის სასამართლომ გადაარჩინა სიტყვის თავისუფლებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი დასაყრდენი, „რუსთავი 2“, საზოაგდოების აქტიურობამაც. ახლა არის მოლოდინი, რომ შემდეგი მომენტისთვის ემზადებიან, როცა თუ ექნებათ შანსი, ამ „პრობლემის“ გადაწყვეტის,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ.

 

 

]]>
19-04-2019 21:08 +0400
გულწრფელი აღმოჩნდით, „რუსთავი 2“ უნდა დაუბრუნდეს თავის მფლობელს და ამისთვის გვჭირდება ამ კანონის მიღებაო - ბოკუჩავა კობახიძეს მიმართავს http://rustavi2.ge/ka/news/131329

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ „რუსთავი 2“ ყოფილ მესაკუთრეებს უნდა დაუბრუნდეს, დეპუტატები გამოეხმაურნენ. ირაკლი კობახიძის კომენტარს ოპოზიციის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მმართველი გუნდი თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიაზე შეტევას ცდილობს, რადგან ხელისუფლებას განსხვავებული აზრის ჩახშობა უნდა.

თინათინ ბოკუჩავა-ის სურათის შედეგი„ბატონო ირაკლი, მადლობა მინდა მოგახსენოთ, იმიტომ, რომ ყველაზე გულწრფელი ამ ორი დღის მანძილზე ბრძანდებოდით თქვენ, როდესაც ტრიბუნიდან გვითხარით, რომ „რუსთავი 2“ უნდა დაუბრუნდეს თავის მფლობელს და ამისთვის გვჭირდება ამ კანონის მიღებაო. ანუ როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაზე გულწრფელად თქვა, რომ დალაგებული გვაქვს სასამართლოში სიტუაციაო, ამ შემთხვევაში, პარლამენტში ყველაზე გულწრფელი თქვენ აღმოჩნდით,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პარლამენტის თავჯდომარემ უპასუხა. ირაკლი კობახიძემ ყოფილი ხელისუფლება მედიის მიტაცებაში დაადანაშაულა.

დაკავშირებული სურათი„ქალბატონო თინა, ნუ ახდენთ ჩემი სიტყვების დამახინჯებას. დაულაგებელმა უზენაესმა სასამართლომ 9-ვე მოსამართლის შემადგენლობით თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს უკანონოდ მიტაცებული "რუსთავი 2," დაულაგებელმა უზენაესმა სასამართლომ, 9 მოსამართლის შემადგენლობით თქვა, რომ სააკაშვილს აქვს უკანონოდ მიტაცებული "რუსთავი 2," რაც იცის სრულიად საქართველომ და არა მარტო საქართველომ.  "მედი," "რუსთავი 2," "პირველი არხი," ყველაფერი მიიტაცეთ ყაჩაღური ფორმით,“ - განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციის წევრების აზრით, პირადად ბიძინა ივანიშვილის სურვილია „რუსთავი 2-ზე“ იერიშის მიტანა. თინათინ ბოკუჩავამ მედიაში ბილწი სიტყვების აკრძალვასთან დაკავშირებით დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაკეთებული განცხადებაც გაიხსენა.

„რუსთავი 2-ზე“ როცა საუბრობთ, პირველ რიგში, იცით რა უნდა გექნათ, უნდა დაგეგმოთ ბატონი დიმიტრი ხუნდაძის განცხადება, რომელიც გააკეთა რამდენიმე დღის წინ, როდესაც პირდაპირ ძალადობრივი მოწოდება იყო „რუსთავი 2-ის“, მისი დირექტორის და მისი ჟურნალისტების წინააღმდეგ. თქვენ, რომ იაზრებდეთ იმ პასუხისმგებლობას, რაც თქვენ გაკისრიათ ბატონო ირაკლი, "რუსთავი 2"-ის ხსენებისას მხოლოდ ამაზე უნდა საუბრობდეთ და არ ადასტურებდეთ კიდევ ერთხელ იმ ბინძურ ზრახვებს, რაც გააჩნია ბატონ ივანიშვილს,“ - მიმართა ბოკუჩავამ ირაკლი კობახიძეს.

ამ გამოსვლის შემდეგ კი ირაკლი კობახიძემ ხელი კვალავ ყოფილი ხელისუფლებისკენ გაიშვირა.

„რაც შეება ბატონ დიტოს, მე გავეცანი მის განცხადებას და მსგავსი არაფერი იქ არ ყოფილა. რაც შეეხება ძალადობას, ეს არის, რა თქმა უნდა, თქვენი ხელწერა, მათ შორის, თქვენი პარტიული ტელევიზიის გენდირექტორის ხელწერა, ეს ყველაფერი რას მიანიშნებს, რომ ციხეში რაც ხდებოდა, ეს არ იყო შემთხვევითი. რასაც ვეღარ აკეთებენ თქვენი პარტიული ლიდერები, ამას გამოხატავენ ახლა ვერბალურად. ვეღარ ძალადობენ, აღარ აქვთ ამის რესურსი, იმიტომ, რომ აღარ არიან ძალაუფლებაში, გადავიდნენ ვერბალურ ძალადობაზე, ეს არის განწირული, რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს, ყველამ ერთად ყაჩაღურად მიითვისეთ და ბუნებრივია, ცუდად გახსენდებათ, კიდევ ერთი შეცდომა, რომელიც დაუშვით 9 წლის განმავლობაში,“ - განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციის თქმით, მმართველ გუნდს ეჩქარება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტის მიღება, რათა თუნდაც „რუსთავი 2"-ან დაკავშირებით უკანონო გადაწყვეტილებები მიიღონ.

დაკავშირებული სურათი„თქვენთვის დღეს უფრო პრიორიტეტულია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოთ კანონპროექტი, რომელიც წაკითხულიც არ აქვთ უმრავლესობიდან 5 პროცენტს. იმიტომ, რომ სასწრაფოდ უნდა დააკანონოთ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მართული უზენაესი სასამართლო, რომელიც უახლოეს მომავალში მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, "რუსთავი 2"-თან დაკავშრებით, რომელიც სურს ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ, რომ ბოლომდე ვერ მიიყვანა ეს საქმე,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

]]>
19-04-2019 21:05 +0400
ჯარისკაცები, თითქმის, ერთი წელი პირსახოცების გარეშე იყვნენ - ინდმეწარმემ პროდუქცია დაგვიანებით მიიტანა http://rustavi2.ge/ka/news/131325

ჯარისკაცები პირსახოცების გარეშე, თითქმის, ერთი წლის განმავლობაში იყვნენ - სამხედო მოსამსახურეებისთვის პირსახოცების შესაძენად თავდაცვის სამინისტრომ ნახევარ მილიონ ლარიანი ტენდერი 2018 წელს გამოაცხადა და გამარჯვებულთან ხელშეკრულება გასული წლის 8 მაისს გააფორმა. მიუხედავად ამისა, ჯარისკაცებამდე პირსახოცები ერთი წლის დაგვიანებით მიიტანეს.

 ტენდერში სტანგერ ხომასურიძემ გაიმარჯვა, თუმცა საჩხერელმა ბიზნესმენმა ჯარის პირსახოცებით მომარაგება დროულად ვერ შეძლო. თავდაცვის სამინისტრომ კონტრაქტის შეწყვეტის ნაცვლად, ხომასურიძეს ხელშეკრულება 3-ჯერ გაუგრძელა.

ტენდერში სულ 8 კომპანია მონაწილეობდა. ინდმეწარმე სტანგერ ხომასურიძეზე დაბალ ფასს სამინისტროს მხოლოდ ერთი კომპანია შპს ”ელ+” სთავაზობდა, თუმცა ამ კომპანიას სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მხოლოდ იმიტომ მიანიჭა, რომ შეთავაზებული ფერი მახასიათებლებს არ ემთხვეოდა.

კრიტერიუმების მიხედვით, სტანგერ ხომასურიძეს 400 გრამიანი ხაკისფერი, მუქი მწვანე, ყავისფერი ან მუქი ლურჯი თურქული წარმოების პირსახოცი უნდა შეეძინა, თუმცა, ხომასურიძის მიერ სამინისტროში წარდგენილ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში წერია, რომ პირსახოცები ჩალისფერი იყო.

”კურიერმა” პროდუქციის წონაც გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ თითოეული პირსახოცი 314 გრამს იწონის, ანუ მოთხოვნილზე უფრო თხელი. დარღვევების მიუხედავად, თავდაცვამ პროდუქცია მაინც ჩაიბარა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ხომასურიძემ პირსახოცები თბილისში სატენდერო ღირებულებაზე 4-ჯერ იაფად შეიძინა.

შეესაბამება თუ არა სტანდარტებს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩაბარებული პირსახოცები - ამ კითხვით ლევან ხაბეიშვილმა უწყების ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსს მიმართა. ამირან მეთოფიშვილი ამბობს, რომ სამინისტრო კონტრაქტორის მიერ წარდგენილ დასკვნებს დაეყრდნო და პროდუქცია დამატებით არ შეუმოწმებიათ. შესაბამისად, არ იცის პირსახოცი თურქული წარმოებისაა, თუ თბილისში შეკერეს.

საქართველოს შეარაღებულ ძალებში სულ 37 ათასი ჯარისკაცი მსახურობს, ნახევარ მილიონ ლარად ნაყიდი 60 ათასი პირსახოცის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ ერთი თვის წინ 40 ათასი პირსახოცის შეძენა კიდევ გადაწყვიტა და ამისთვის დამატებით 250 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პასუხით, მიმწოდებელმა პროდუქციის ჩაბარების ვადები დარღვევია და ამის გამო პირგასამტეხლოც დაეკისრა. უწყებაში განმარტავენ, რომ სამხედროებს პირსახოცების დეფიციტი არ შექმნიათ.

]]>
19-04-2019 20:46 +0400
87 მომხრე 31 წინააღმდეგი - სასამართლოების შესახებ კანონი მეორე მოსმენით დამტკიცებულია http://rustavi2.ge/ka/news/131320

87 მომხრე 31 წინააღმდეგი - „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა ხმა არ მისცა. მმართველი გუნდის საერთო პოზიციას გაემიჯნენ ლევან კობერიძე, ალექსანდრე ერქვანია და ბიძინა გეგიძე.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვას ორი სასესიო დღე დაეთმო.

პარლამენტში მოხსენებით გამოვიდა ასევე სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

]]>
19-04-2019 20:20 +0400
კობახიძის მუქარა - "რუსთავი 2" უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს http://rustavi2.ge/ka/news/131317

"რუსთავი 2" უკანონოდ წართვეს მესაკუთრეს და ის უნდა დაუბრუნდეს მის მფლობელებს - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ორგანოში, სხდომაზე გააკეთა. მან გიგა ბოკერიას მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოში არის სამართლიანი სასამართლო, რადგან სწორედ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ "რუსთავი 2" უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფობელს.   

"რუსთავი 2 " არის შესანიშნავი საქმე, ყველამ იცის რა მოხდა "რუსთავი 2"-ში, როგორ წაართვით ბატონო გიგა კანონიერ მესაკუთრეს "რუსთავი 2" და მართალია ნაწილობრივ არის თქვენი ოპონენტი "ნაციონალური მოძრაობა," თუმცა მაინც ხართ ერთად. დღემდე "რუსთავი 2" არის მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში, იყო კანონიერი მფლობელის საკუთრებაში დღეს "რუსთავი 2" არის "ნაციონალური მოძრაობის" და მიხიეილ სააკაშვილის საკუთრებაში და ერთადერთი, რაც თქვა სასამართლომ, 9 მოსამართლემ სხვათაშორის, რომელიც დღეს წარმოდგენილია უზენაეს სასამართლოში, ცხრავე მოსამართლემ ერთხმად თქვა, რომ სააკაშვილმა უკანონოდ დაიპატრონა "რუსთავი 2." ეს არის ის ჭეშმარიტება, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და ეს იცის ქართველმა ხალხმა. რაც შეეხება სტრასბურგი თუ გაინტერესებთ, სტრასბურგს არსად არ უთქვამს რომ გადაწყვეტილება იყო უკანონო. 

"რუსთავი 2" არის ზუსტად საუკეთესო ლუსტრაცია იმისა, რომ სასამართლო საქართველოში არის სამართლიანი და ის უბრუნებს კანონიერ მესაკუთრეებს მათ შორის, წართმეულ ქონებებს, თუმცა ამ საკითხს რაც შეეხება, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თქვენს მიერ წართმეული კიდევ ბევრი ქონება უნდა დაუბრუნდეს ადამიანებს, ადამინების უფლებები უნდა იყოს დაცული, ნაცმოძრაობა თავისი რევანშისტული მიდგომებით, უნდა ჩაბარდეს წარსულს.    

]]>
19-04-2019 19:34 +0400
ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ კიდევ ერთხელ სამუშაო ფორმატში შეკრებილიყავით დეპუტატები - ნინო ლომჯარია მოსამართლეების კანონზე საუბრობს http://rustavi2.ge/ka/news/131316

სახალხო დამცველი საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით წარდგა. მან მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ეუთო-სა და ოდირის დასკვნაზე ისაუბრა. ნინო ლომჯარიას თქმით, საერთაშორისო ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხზე კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

ომბუდსმენის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანდიდატების მიმართ ფარული კენჭისყრის პროცესი გაუუქმდეს და ღია კენჭისყრა გაიმართოს.

ნინო ლომჯარია დეპუტატებს ურჩევს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ იმსჯელონ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

„ფარული კენჭისყრების გზით, მოსამართლეთა ნომინირება ძირს უთხრის იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ ნომინირება უნდა მოხდეს არა უბრალოდ უმრავლესობის მხარდაჭერით, არამედ იმ კანდიდატების, ვინც აჩვენებს საუკეთესო შედეგს, ვინც იქნება ყველაზე კვალიფიციური, ვინც იქნება ყველაზე კომპეტენტური, ხოლო ფარული კენჭისყრა ამ პრინციპს, რაც საყოველთაოდ აღიარებულია, უთხრის ძირს. ჩემი მთავარი მესიჯია, რომ განიხილოთ აღნიშნული საკითხი. აქ დაისვა შეკითხვა, რას გირჩევთ მე, ვიცი, რომ გარკვეული ფორმალური გარანტიები არსებობს, რომ შესაძლოა, მესამე მოსმენიდან დაბრუნდეს მეორე მოსმენაზე. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ კიდევ ერთხელ სამუშაო ფორმატში შეკრებილიყავით დეპუტატები და კიდევ ერთხელ განგეხილათ, არის თუ არა სრულ შესაბამისობაში, იქნება თუ არა თქვენ მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი იმ სტანდარტებთან და რეკომენდაციებთან, რაც ჩვენმა მეგობარმა ორგანიზაციებმა გასცეს და შესაძლებელია, ამ პროცესის მეორე მოსმენაზე დაბრუნებაზე გეფიქრათ,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.  

]]>
19-04-2019 19:07 +0400
„მინდა, ეს ემოცია თქვენგან დავინახო, რის გამო მობრძანდით პარლამენტში" - გოგიჩაიშვილი ლომჯარიას მიმართავს http://rustavi2.ge/ka/news/131314

„მინდა, ეს ემოცია თქვენგან დავინახო, რის გამო მობრძანდით საქართველოს პარლამენტში,“- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ომბუდსმენს.

სახალხო დამცველი საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგა. დეპუტატებმა ნინო ლომჯარიას შეკითხვები დაუსვეს.  

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, თუ რისი თქმა უნდოდა ომბუდსმენს, რა საფრთხეებს ხედავს ის პროცესთან დაკაშირებით.

„თქვენ აქ მობრძანებული ხართ და განიცდით სხვა საკითხს, სასამართლოს საკითხს. გინდათ განსაკუთრებით ესაუბროთ უმრავლესობას. რას ეუბნებით, რისი თქმა გინდათ? რისკენ მოუწოდებთ, რა საფრთხე დაინახეთ, სად ვართ? რა მოცემულობაში ვართ იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება თქვენ თვითონაც იცით, რომ თქვენც შეგეხებათ, თქვენს ოჯახსაც შეეხებათ, რაღაც რომ მოხდეს, თქვენი შვილი რომ გაიზრდება, ჩვენი შვილები რომ გაიზრდებიან, იმიტომ, რომ ერთი მეოთხედი საუკუნე უნდა განვსაზღვროთ ქართული მართლმსაჯულების.

]]>
19-04-2019 18:51 +0400
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზესტაფონში მერობის და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა http://rustavi2.ge/ka/news/131311

გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ზესტაფონის მერობისთვის ბაქარი ხიჯაკაძე, ხოლო საკრებულოს მაჟორიტარობისთვის გაგა ლაბაძე იბრძოლებენ.

აღნიშნული კანდიდატები  დღეს ადგილობრივებს  გაერთიანების ლიდერებმა წარუდგინეს და აღნიშნეს, რომ გამარჯვება ზესტაფონში, ისევე როგორც მთელს საქრთველოში, გარდაუვალია.

„ვინ იქნება ზესტაფონის მერი? ადამიანი ვინც კვლავ მოიპარავს ფულს, არაფერს არ გააკეთებს და მხოლოდ საკუთარი ოჯახის და საძმაკაცოს და სამეგობროს კეთილდღეობაზე იფიქრებს, თუ ადამიანი ვინც იზრუნებს ზესტაფონისა და  ზესტაფონში მაცხოვრებელი ხალხის საკეთილდღეოდ?  ჩვენ გვყავს ადამიანი კანდიდატად, რომელიც იზრუნებს ზესტაფონის საკეთილდღეოდ,“- განაცხადა ენმ-ს საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

]]>
19-04-2019 18:49 +0400
"აფხაზთა კრების" წარმომადგენლები "ევროპული საქართველოს" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს მხარდაჭრას უცხადებენ http://rustavi2.ge/ka/news/131313

"აფხაზთა კრება" "ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს მხარდაჭერას უცხადებს.

შალვა შავგულიძე აფხაზთა კრების წევრებს დღეს შეხვდა. მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა და აფხაზთა კრების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ქვეყნის შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაზე, წინასაარჩევნო გარემოზე, დევნილთა პრობლემების და დეოკუპაციის საკითხების მოგვარებაზე ისაუბრეს.

 

]]>
19-04-2019 18:49 +0400
30 დეპუტატი 6-ის წინააღმდეგ - საკრებულომ ბექა ოდიშარიას 3 ათას კვ. მეტრი მიწა 30 ათას კვ. მეტრ ფართში გაუცვალა http://rustavi2.ge/ka/news/131312

30 დეპუტატი 6-ის წინააღმდეგ - თბილისის საკრებულომ ბექა ოდიშარიას 3 ათას კვადრატული მეტრი მიწა 30 ათას კვადრატულ მეტრ ფართში გაუცვალა.

დღევანდელი სხდომა საკრებულოს სხდომათა დარბაზში ტრადიციულად ხმაურიანი და დაძაბული გამოდგა.

6 დეპუტატს შორის იყვნენ ენმ-ს და "ევროპული საქართველოს" სამი წევრი, "ოცნებიდან" წასული ორი დეპუტატი, ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი და ერთი მმართველი გუნდის მოქმედი დეპუტატი, ლევან ჯაფარიძე.

მიწის გაცვლას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, სადაც ამბობენ, რომ არ შეიძლება 6 მილიონი ლარის ქონების გადაცემა 200 ათას ლარად შეფასებული მიწის სანაცვლოდ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ბექა ოდიშარიას პრივილეგიები კალაძესთან მეგობრობის გამო აქვს.

„დედაქალაქის მერია 212 ათასი ლარის ქონებაში აძლევს 5 მილიონ 600 ათასი ლარის ქონებას ანუ 26-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე თავის დროზე გადაიხადა. ახლა თქვენ გეღიმებათ, მაგრამ არ მგონია საზოგადოებას გაეღიმოს, როცა გაიგებს, რომ მაგალითად, კვ. მეტრი აქვს 20 ლარად ნაყიდი ბატონ ოდიშარიას. არის აქტები, მაგალითად, 1600 კვადრატული როცა იყიდა, 35 ლარი გადაიხადა კვადრატში. დღეს დედაქალაქის მერია, მისი ძმაკაცი კალაძე, რომელიც არ უარყოფს, რომ მეგობარია, აძლევს კვადრატულში 1700 ლარს. მეგობრებო, 20 ლარსა და 1700 ლარს შორის სხვაობა არის 86-ჯერ უფრო მეტი... არ არსებობს ქალაქში მიწის ნაკვეთი, რომელზეც შეიძლება 86-ჯერ გაიზარდოს ფასი,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ოცნების" დეპუტატი, ლევან ჯაფარიძე, რომელმაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა, ამბობს, რომ 2008 წელს ოდიშარიას ეს ტერიტორია ნაწილობრივ უკანონოდ, შესაბამისად, საკმაოდ დიდი თანხის გადახდა უწევს ქალაქის მთავრობას დეპუტატისთვის.  

„დღეს ზუსტად ის საბუთები და პაკეტი რომ ამოვიღოთ და მე როგორც დღეს, თვითნებურად მიტაცებული მიწების კომისიის წევრი, დღეს რომ განვიხილოთ ის საბუთები, მე დარწმუნებული ვარ, როგორც მე, ისე ჩვენი კომისიის წევრები, დღეს უარს ეტყოდა ბექა ოდიშარიას. შესაბამისად, მე 2008 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ ვაყენებ და ამიტომ ვფიქრობ, რომ მორალურადაც უხერხულია უბრალოდ, ერთი ხელისუფლების დროს ნაჩუქარ მიწას, დღეს, რომ ყიდულობს თუ ყიდის ამ ფასად,“ - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, ლევან ჟორჟოლიანი ამბობს, რომ თბილისის მთავრობა სამართლებრივი გზების გამოყენებით მოქმედებს.

„როდესაც ქალაქი რაღაც საკითხს მიზანშეუწონლად თვლის და კანონიერ მესაკუთრეს, ეს იქნება პარლამენტის წევრი, ჩვეულებრივი მოქალაქე, მეცნიერ-მუშაკი თუ არ აქვს მნიშვნელობა, უზღუდავს, ამ დროს არის 3 ვარიანტი საერთოდ. ერთი არის, რომ მოანაცვლო იმას, რასაც ვაკეთებთ. მეორე, მიხვიდე და იჩუქო და მესამე არის რომ პროკურატურაში დაიბარო ან ფინანსური პოლიცია შეუვარდეს და წაართვა. ამ სამ გზას იცნობს, რეალურად, პრაქტიკა. ჩვენ ვირჩევთ იმ გზას, რომელიც არის სამართლებრივი,“ - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

]]>
19-04-2019 18:47 +0400
დღის ბოლომდე განსაზღვრული გაქვთ ამოცანა, რომ მიაჭიროთ დავალებულ მწვანე ღილაკს - ოპოზიცია მმართველ გუნდს მიმართავს http://rustavi2.ge/ka/news/131308

დღის ბოლომდე განსაზღვრული გაქვთ ამოცანა, რომ მიაჭიროთ დავალებულ მწვანე ღილაკს - ასე მიმართა ოპოზიციამ პარლამენტის სხდომაზე მმართველ გუნდს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, "ქართულ ოცნებას" აქვს დავალება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტი მიიღონ.

საკანონმდებლო ორგანოში კი ამ წუთებში სახალხო დამცველს უსმენენენ. ნინო ლომჯარიამ უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მოხსენების შემდეგ ომბუდსმენს დეპუტატებმა შეკითხვებით მიმართეს.

დაკავშირებული სურათი„მართლა რომ გაინტერესებდეთ, მართლა მეორე მოსმენით უნდა გვემსჯელა ომბუდსმენთან ერთად, არასამთვრობოებთან ერთად, გაგვეანალიზებინა, რას გვეუბნებიან ეუთოში, ვენეციის კომისია, არასამთავრობოები. ვაქციეთ ეს, რად? კიდევ მადლობა არ მოითხოვოს ვინმემ იმისთვის, რომ ახლა აქ ომბუდსმენი დგას. სალაპარაკო რომ გახდა, რომ აქ ომბუდსმენი დგას. ომბუდსმენი აქ დგას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გამოიჩინა ინიციატივა, რომ ომბუდსმენი პროცესის მონაწილე არ არის. თქვენ დღეს გაქვთ დღის ბოლომდე განსაზღვრული ამოცანა, რომ მიაჭიროთ დავალებულ მწვანე ღილაკს. ამიტომ თავი არავინ მოიტყუოს. რაც შეეხება შეკითხვას, თქვენ ნაწილობრივ თქვით, მაგრამ თუ შეიძლება დააზუსტოთ, არის თუ არა თქვენი რეკომენდაცია, რომ ეს პროცესი, რა  გზითაც მიდის, უკან დაბრუნდეს,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ნინო ლომჯარიასგან მისი რეკომენდაციების დაზუსტება მოითხოვეს. ხელისუფლების ოპონენტები სასამართლო სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

დაკავშირებული სურათი„ჩვენს ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური რეალობები, რომლის ჭრილში უნდა განიხილოთ ეს რეკომენდაციები. პირდაპირ რომ გითხრათ, ჩემი მოსაზრება, მე ეს რეკომენდაციებიც არ მეჩვენება საკმარისი. მაინტერესებს თქვენი შეხედულებები, არა თქვენი ინტერპრეტაცია საერთაშორისო ექსპერტების, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ ამ მწვავე გამოწვევას, რომ უზენაესი სასამართლო არის ფაქტობრივად, სრული შემადგელობით დასაკომპლექტებელი, რა სხვა გამოსავალი არსებობს პოლიტიკური კონსესუსის შესაქმნელად ამ თემაზე,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

 

]]>
19-04-2019 18:26 +0400
"საქმეზე ილაპარაკე შე ნაგავო"... "გაატ...კა" - ზაზა პაპუაშვილი გიგა ბოკერიას მიმართავს http://rustavi2.ge/ka/news/131305

პარლამენტარები სახალხო დამცველს დღეს ხმაურისა და უცენზურო გამონათქვამების ფონზე უსმენდნენ. შელაპარაკება კი მმართველ გუნდისა და ოპოზიციის წევრებს შორის პლენარულ სესიაზე მოხდა.

„ოცნების“ დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას, რომელიც სახალხო დამცველს შეკითხვით მიმართავდა, ადგილიდან უცენზურო რეპლიკებით მიმართა. ზაზა პაპუაშვილს არ მოეწონა ბოკერიას გამოსვლა და მას "მასხარა" უწოდა.

"საქმეზე ილაპარაკე შე ნაგავო... გაატ...კა," - განაცხადა პაპუაშვილმა ბოკერიასთან კამათისას. ამ განცხადებების საპასუხოდ გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ დეპუტატები დაემშვიდებინა.

„რატომ აღელდით, რომელიმე ჯგუფი გაკლიათ? დამგმობი ჯგუფი გაკლიათ თუ შემქები? ორივე ხართ? აქამდე სულ ჩუმად იყავით და ახლა აღელდით ძალიან. ეს რობოტი ვინ იყო, რომელი ხარ აბა დაიყვირე? რას მიზამ? აბა გაიმეორე ერთი. ეს ვინ არის, ახლოს ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან არის ძალიან უზრდელი და რა ვუწოდო ამ კაცს, არ ვიცი. ძალიან აღელდა ეს ხალხი, მთელი დღე ეძინათ და ახლა აღელდა. დაამშვიდეთ ეს ხალხი ან მოდით და ახლოს დამელაპარაკეთ ხოლმე შესვენების დროს, თუ რამე პრეტენზია გაქვთ და ასე გიდუღთ სისხლი. ახლა, რომ მორჩება და გელოდებით ყველას, ვინც უკნიდან ყვირით ხოლმე. თუ გაჩუმდებით, დავსვამ კითხვას, მოისვენეთ რა,“ - მიმართა ბოკერიამ „ოცნების“ დეპუტატებს.

]]>
19-04-2019 18:16 +0400
აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობას სავარაუდოდ "ოცნების" წარმომადგენელი თორნიკე მჟავანაძე დაიკავებს http://rustavi2.ge/ka/news/131304

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე ნათია კაპანაძეს სავარაუდოდ თორნიკე მჟავანაძე ჩაანაცვლებს. ის აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. გავრცელებული ინფორმაციით სწორედ თორნიკე მჟავანაძე დაიკავებს აჭარის ტელევიზიის გენერალური დირექტორის ვაკანტურ პოსტს.

რაც შეეხება ნათია კაპანაძეს, ის დღევანდელ ბორდის სხდომაზე 4 ხმით ერთის წინააღმდეგ გადააყენეს. ცნობილია, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის უკვე ყოფილი დირექტორი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და სასამართლოში მის ინტერესებს საია დაიცავს.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროცესი ისედაც ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და კაპანაძის ნაცვლად აღნიშნულ თანამდებობაზე, რომელიმე პარტიასთან დაკავშირებული პირის დანიშვნა, ტელეკომპანიის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას საფრთხის ქვეშ დააყენებს.

Image result for სულხან სალაძე„თუ კი ახალი დირექტორის შერჩევა მოხდება ისე, რომ ეს ადამიანი დაკავშირებული იქნება რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან ან მისი საქმიანობა ახლო წარსულში თუ ამ დროინდელი იქნება პოლიტიკური საქმიანობასთან კავშირში ეს კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის. ასეთი გადაწყვეტილებები და ასეთი პირების მოსვლა, ახლა არ ვლაპარაკობ ბატონ მჟავანაძეზე კონკრეტულად, ზოგადად ვლაპარაკობ შეფასების ნაწილში, ეს ყოველთვის აზიანებს მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით არსებულ გარემოს,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

ნათია კაპანაძის თორნიკე მჟავანაძით შესაძლო ჩანაცვლებას მოსალოდნელ არჩევნებს უკავშირებს საქართველოს პრესის ასოციაციის დირექტორი. ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ მმართველ ძალას ამ შემთხვევაში არ აწყობდა დამოუკიდებელი ხელმძღვანელი.

Image result for ლაშა ტუღუში

„საბჭომ თქვა, რომ პოლიტიკური პროცესია რაც არის და აქედან გამომდინარე რისკები, მომავალი არჩევნების თვალსაზრისით თუ შევაფასებთ იზრდება მედიისთვის. იმიტომ, რომ ამ არსებულ  პოლიტიკურ ძალებს, პირველ რიგში მმართველ ძალას არ აწყობს დამოუკიდებელი, დაბალანსებული ხელმძღვანელები,“-განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

აჭარის სამეურვეო საბჭოს წევრების გადაწყვეტილებას ეხმაურება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორიც. ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ დღევანდელ სხდომაზე მან ვერ მოისმინა ვერც ერთი არგუმენტი, რომლის გამოც ნათია კაპანაძეს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.

Image result for ნატა ძველიშვილი„ჩამოთვლილ პრეტენზიებში რაც ჰქონდათ საბჭოს წევრებს, მე ვერ ვნახე ვერც ერთი რომელიც შიდა სამუშაო პროცესში არ შეიძლება გადაწყვეტილიყო. რაც შეეხება  ფინანსურ საკითხებს, არსებობს აუდიტის დასკვნები , რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით რომ ეს გადაწყვეტილება, დირექტორის იმპიჩმენტი არ არის რიგითი გადაწყვეტილება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება თავისი არსით,“- განაცხადა ნატა ძველიშვილმა.  

 

]]>
19-04-2019 18:13 +0400
კარვების ქალაქი მონპელიეში - დავით ზალკალიანი ქართველ ემიგრანტებს მოუწოდებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხს გაუფრთხილდნენ http://rustavi2.ge/ka/news/131303

მონპელიეში შეკრებილი საქართველოს მოქალაქეების პრეტენზიებს საქართველოს მთავრობა პასუხობს. საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებლებს მოუწოდებს, საკითხს გაგებით მოეკიდონ.

ზალკალიანის თქმით, დევნილის სტატუსის მიღების მსურველები საკუთარი ქმედებით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხს საფრთხის ქვეშ აყენებენ.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე, რომ ახალი ინიციატივები იყოს გაჟღერებული იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია თავშესაფრის ზრდასთან დაკავშირებით. შესაბამისი კანონმდებლობა იყო მიღებული პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარლამენტარები ამაზე ისაუბრებენ. ანუ კრიმინალიზაცია ხდება იმ ადამიანების, ვინც ორგანიზებას უწევენ, ასე ვთქვათ, არამართლზომიერად ამ ადამიანების გაყვანას თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნის კუთხით.

"ყველას მოვუწოდებ, რომ გაგებით მოვეკიდოთ, გავუფრთხილდეთ ამ ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრეს მონაპოვარს. აქ მოგებული და წაგებული არ იქნება. აქ ქვეყანა დამარცხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა,“- განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე სამი თვეა ქალაქ მონპელიეს ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს კარვები აქვთ გაშლილი.  ქართველი ემიგრანტები,  რომლებიც სამშობლოდან უკიდურეს გაჭირვებას გაექცნენ, დევნილის სტატუსს ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა არ არის. აქციის მონაწილეების  თქმით,  მათთვის ცხოვრება საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა.

]]>
19-04-2019 18:10 +0400
ეს არ არის რეკომენდაციის გაზიარება, ეს არის ფერუმარილის გაკეთება - ბესელია "ოცნებას" აკრიტიკებს და ომბუდსმენს მიმართავს http://rustavi2.ge/ka/news/131298

სახალხო დამცველს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ დეპუტატი, ეკა ბესელია მოუწოდებს.

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი იზიარებს ნინო ლომჯარიას პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, კობახიძის და მისი გუნდის მიერ წარდგენილი კანონპროექტი არცერთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას არ მოსწონს.

ბესელიამ მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის 10 რეკომენდაციიდან მხოლოდ ერთის გათვალისწინება ხდება რეალურად, რაც მისთვის მიუღებელია.

ეკა ბესელიამ ნინო ლომჯარიას რეკომენდაციების მკაფიო ფორმულირებისკენ მოუწოდა. 

„თქვენ ამბობთ, რომ პროცესი არის დაჩქარებული, დაჩქარებულია ისევე, როგორც დაჩქარებული იყო იმ სიის შემოგდება პარლამენტში დეკემბრის ბოლოს და მცდელობა, რომ ჩქარა, სწრაფად, ერთი ხელის მოსმით, ახალი წლის დადგომამდე მოესწროთ ამ სიის გატანა. იგივე ხელწერაა, რასაც ახლა ვხედავთ. იმ ვითარებაში, როდესაც არავის ეს პროექტი არ მოსწონს და როდესაც 10 ძალიან მკაფიო, მკაცრი რეკომენდაციიდან არის მხოლოდ ერთი რეკომენდაცია გაზიარებული გამოცდასთან დაკავშირებით და ნუ მოვიტყუებთ თავს, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით, ეს არ არის რეკომენდაციის გაზიარება, ეს არის ფერუმარილის გაკეთება იმ ფორმულირებისთვის იმიტომ, რომ იმის ჩაწერა, რომ სხვას არ დაუსვამს კითხვებს კანდიდატი, ეს არ არის ინტერესთა კონფლიქტის ის სტანდარტი, რასაც ეუთო/ოდირის დასკვნაში წერია. რა არის თქვენი რეკომენდაცია პარლამენტისთვის კენჭისყრის წინ? მე მინდა თქვენ ეს ფორმულირება მკაფიოდ თქვათ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

]]>
19-04-2019 17:27 +0400
ნინო გვენეტაძე აღნიშნავდა, რომ იუსტიციის საბჭოს მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო - ომბუდსმენი http://rustavi2.ge/ka/news/131297

ნინო ლომჯარიამ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი რეკომენდაციებზე ისაუბრა. სახალხო დამცველი დეპუტატების შესახებ მოხსენებით წარდგა. 

ომბუდსმენმა სიტყვით გამოსვლა სასამართლო სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრით დაიწყო.  ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა ზეწოლის ფაქტებს და გაიხსენა უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან მოულოდნელი გადადგომა.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება ეჭვებს აჩენდა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ნინო გვენეტაძე იუსტიციის საბჭოს მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ ის ძალადობის მსხვერპლია.

„ალბათ, ყველას გვახსოვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე, ის სრულიად მოულოდნელად გასული წლის აგვისტოში გადადგა და მან  მანამდე არაერთგზის გააკეთა განცხადება და აღნიშნავდა, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან. ეს არის მისი სიტყვებია. ჩვენ არ მოგვისმენია დამაჯერებელი განცხადებები მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გადადგომასთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვას აჩენს,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მან ასევე გაიხსენა კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ყოფილი მოსამართლის მიმართ ზეწოლის შემთხვევას შეეხებოდა. ომბუდსმენის თქმით, მან პირადად მოისმინა იმ პრობლემების შესახებ, რომელსაც სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეს უქმნიდა.

„მე პირადად შევხვედრილვარ ყოფილ მოსამართლეს, შევხვდი შარშან, რომელიც ამბობდა, რომ მასზე ზეწოლა ხდებოდა სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, რომელსაც, თავის მხრივ, ზურგს უმაგრებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს მოსამართლე საუბრობდა უამრავ პრობლემაზე, რომელსაც მას უქმნიდნენ და რაც აფერხებდა მის მოსამართლის მოვალეობის შესრულებას," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ

]]>
19-04-2019 17:00 +0400
პროცესის დაჩქარება არ იქნება სწორი - ნინო ლომჯარია მოსამართლეების არჩევაზე http://rustavi2.ge/ka/news/131296

„ვფიქრობ, რომ დაჩქარება პროცესი არ იქნება სწორი,“ - ამ რეკომენდაციით დაასრულა სიტყვით გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

საკანონმდელო ორგანოში, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობენ, ნინო ლომჯარიას მოხსენება მოისმინეს.

ომბუდსმენის თქმით, უზენაესი სასამართლოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ დროულად შეირჩნენ მოსამართლეები. თუმცა, ნინო ლომჯარიას განცხადებით, კანონში ცვლილებების შეტანამდე პარლამენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ვენეციის კომისიის ფუნდამენტური რეკომენდაციები სრულად იქნება ასახული.

„მე ძალიან კარგად მესმის თუ როგორ გვეჩქარება ჩვენ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცი, თუ რა მდგომარეობაა იქ, თუმცა, ვფიქრობ, რომ დაჩქარება პროცესის არ იქნება სწორი ამ შემთხვევაში და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, კარგად ავწონ-დავწონოთ, რამდენად შესაბამისობაში მოდის ის კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ რეკომენდაციასთან, ყველა იმ ფუნდამენტურ რეკომენდაციასთან, რასაც ჩვენი უცხოელი კოლეგები და პარტნიორები გვთავაზობენ,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

]]>
19-04-2019 16:58 +0400
2000-ზე მეტი ხელმოწერა ლელა გულედანის მხარდასაჭერად - დევნილთა საინიციატივო ჯგუფი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიმართავს http://rustavi2.ge/ka/news/131284

აფხაზეთიდან დევნილთა საინიციატივო ჯგუფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მიმართავს. ისინი აფხაზეთის  მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დევნილთა ასოციაცია „მშვიდობისთვის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლელა გულედანის კანდიდატურის განხილვას ითხოვენ.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ლელა გულედანის მხარდამჭერების 2000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს. 

ლელა გულედანის განცხადებით, აღნიშნული თანამდებობის დაკავების შემდეგ მას დევნილების დასახმარებლად მეტი ბერკეტი ექნება, ხოლო პრიორიტეტი აფხაზებთან შერიგების პოლიტიკა იქნება.

„ვიმედოვნებთ, რომ ხალხის ნება და დევნილი საზოგადოების ნება, რომ ამ პოზიციაზე მოვიდე მე, იქნება მოსმენილი უმაღლესი საბჭოს მიერ. ყველას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მე კვირას მექნება შეხვედრა მოსახლეობასთან და დავაანონსებ და ასე ვთქვათ, ვისაუბრებ ჩემს პროგრამაზე, თუ რას ვაპირებ, როდესაც მოვალ ამ პოზიციაზე. ვფიქრობთ, მე მექნება უფრო მეტი ბერკეტი, რომ დევნილ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი დახმარება გავუწიო და რაც მთავარია, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მივმართო შერიგების პოლიტისკენ,“- განაცხადა გულედანმა.

]]>
19-04-2019 16:39 +0400
გამომძიებლებმა ისწავლეს, როგორ უნდა მოახდინონ მოტივის იდენტიფიცირება - ნათია მეზვრიშვილი http://rustavi2.ge/ka/news/131293

დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების შესახებ მონაცემთა შეგროვების მექანიზმებზე სასტუმრო „რედისონში“ იმსჯელეს.

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, რეკომენდაციები წარადგინა მონაცემთა შეგროვების მექანიზმის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

„საქართველოსთან ერთად ვახორციელებთ პროექტს, რომელიც სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთან, სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება. ამ პროექტის ფარგლებში განვიხილავთ მონაცემთა შეგროვების მექანიზმის საკითხს. ამიტომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულები არიან სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლები. ამ მექანიზმის ჩამოყალიბება და მონაცემების შეგროვება დაგვეხმარება, უკეთ დავინახოთ, სად იჩენს თავს პრობლემები და როგორ უნდა ჩაერთოს მათ მოგვარებაში სამუშაო ჯგუფის მონაწილე მხარეები,“ - განაცხადა კრისტიან ურსემ.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შსს-ის მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულთან დაკავშირებით გამომძიებლებმა ისწავლეს, როგორ უნდა მოახდინონ მოტივის იდენტიფიცირება. 

„სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს რაც შეეხება, საკმაოდ გააქტიურებულები ვართ ბოლო წლების განმავლობაში, 2010-2018 წელს ვგულისხმობ. 150-ზე მეტი პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც, ფაქტობრივად, სამჯერ აღემატება 2017 წლის მონაცემებს ანუ გამომძიებლებმა ისწავლეს უკვე, როგორ უნდა მოახდინონ მოტივის იდენტიფიცირება. კოორდინირებულად ვმუშაობთ პოლიციასთან და დღევანდელი ღონისძიების მიზანი იყო, სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება, იმიტომ, რომ სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე განსხვავებული აქვთ პროკურატურას, შსს-ს, სასამართლოს. ევროსაბჭო გვეხმარება იმაში, რომ სტატისტიკის ერთიანი მოდული შევიმუშაოთ,“ - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

]]>
19-04-2019 16:30 +0400
„პრინციპულ საკითხად რჩება ფარული კენჭისყრის გაუქმება" - ლომჯარია მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტზე http://rustavi2.ge/ka/news/131294

სახალხო დამცველი საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით დეპუტატებს საკუთარ მოსაზრებას წარუდგენს.

მისი თქმით, რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია აქვს, მათ შორის ერთ-ერთია, რომ იუსტიციის საბჭომ კანდიდატები არა ფარული, არამედ ღია კენჭისყრით უნდა აირჩიოს.

„პრინციპულ საკითხად რჩება კანდიდატთა ნომინირების დასაბუთება და ფარული კენჭისყრის გაუქმება. ასევე, კანდიდატებისთვის უფლებამოსილების მინიჭება, რომ გაასაჩივრონ პროცედურა, თუ ჩათვლიან, რომ დარღვეულია პროცედურა. ასევე, დაურეგულირებელი რჩება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნომინირების საკითხი, რომელიც ასევე წინ გველოდება. საბჭოს ყველა საერთაშორისო სტანდარტით ევალება, რომ დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლეების ნომინირებასთან დაკავშირებით. ეს არის ის სტანდარტი, რასაც ამბობს ყველა დასკვნა და ყველა საერთაშორისო დოკუმენტი, ამიტომ პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ უზრუნველყოფს იმას, რომ არ იქნება თვითნებობა,“- განაცხადა ლომჯარიამ.

]]>
19-04-2019 16:21 +0400
"დევნილების პრობლემა დამძიმდა" - სანდრა რულოვსმა სოფელ კახათში დევნილთა დასახლება მოინახულა http://rustavi2.ge/ka/news/131276

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი სოფელ კახათში დევნილთა დასახლებას ეწვია. ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში დევნილები სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში იმყოფებიან, არ აქვთ წყალი და ბუნებრივი აირი, სახურავიდან კი წვიმა ჩამოსდით.

აქ მცხოვრებ დევნილებს ხელისუფლება საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას ჯერ კიდევ სამი წლის წინ შეჰპირდა, თუმცა დაპირება დღემდე არ შესრულებულა.

„მე აქ ვიყავი სამი წლის წინ. მაშინ თოლორაია დაჰპირდა ამ ხალხს, ექვს ოჯახზეა ლაპარაკი სულ, დახმარებას, აქედან გაყვანას . დღესაც აქ არიან. წყალი არ აქვთ, გაზი არ აქვთ და სანიტარული პირობები. აი, მაგალითად, კომბინატის დასახლებაში, ზუგდიდში მდგომარეობა არის უმძიმესი. არის სოციალური დახმარება, არის ასევე დევნილების დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ  ერთი თვის წინ, ახალი კანონი შემოვიდა, რომ ან ის უნდა იყოს, ან ის... ანუ დევნილების პრობლემა დამძიმდა,“- განაცხადა რულოვსმა.

]]>
19-04-2019 16:20 +0400
"მარტო ხართ, არავინ თქვენ მხარეს აღარ არის" - გოგიჩაიშვილი მმართველ გუნდს მიმართავს http://rustavi2.ge/ka/news/131292

"ჩავარდნილია ეს პროცესი, მარტო ხართ, არავინ თქვენ მხარეს აღარ არის," - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას, მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა. 

მან საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ამ პროცესში მარტოა და მათ მხარეს არავინაა. 

საკონსტიტუციოს დროს ვიყავით მარტო, სხვადასხვა კანონის დროს ვიყავით მარტო. ამ კანონპროექტის მიღების დროს ხართ მარტო. საკუთარი დაძახებული ვენეციის კომისია ჩამოიყვანეთ, არავინ გეხვეწებოდათ, ჩამოიყვანეთო. იფიქრეთ, რომ რაღაც გამოვიდოდა, დაგიწერეს რეკომენდაცია, რომელიც არის ყველაფერზე პასუხი. არის პასუხი იმისა, რომ არათუ არ იცის, ვინც გეგმავს, საერთოდ პოლიტიკის აზრზე არ არის. ორი წელია, ადამიანი ვერ გაიზარდა იმ სკამზე, სადაც გამოცდილი პოლიტიკოსები უნდა ისხდნენ. ჩავარდნილია ეს პროცესი, მარტო ხართ, არავინ თქვენ მხარეს აღარ არის,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

]]>
19-04-2019 16:14 +0400
ყველაფერი იზომება ნაბიჯებით და არა სიტყვებით - ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს მიმართავს http://rustavi2.ge/ka/news/131291

"ყველაფერი იზომება ნაბიჯებით და არა სიტყვებით, შედეგით და არა იმით, ვინ რას იბრალებს და რას ლაპარაკობს,“ - ასე მიმართა „ქართული ოცნებიდან“ წასულმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილს.

მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა. ეკა ბესელიას თქმით, არ დაუშვებს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანმა გაიმარჯვოს.

„მინდა, მივმართო უმრავლესობის წევრებს და უმრავლესობის წევრთაგან იმ წევრებს, რომლებიც შინაგანად წუხან ამ კანონის გამო. არ მივმართავ იმ რამდენიმე ადამიანს, ვინც ვიცი წინასწარვე არ არის წინააღმდეგობის გამწევი ამ პროექტის გამო. ასეთ გვარებს, ვინც ასეთ მნიშვნელოვან კანონპროექტებს ხმას აძლევს, ინახავს ისტორია. ამას სათითაოდ გადაამოწმებს თქვენი შვილების თაობა, თქვენი შემდეგი თაობა, რაც გინდათ ის დაიბრალეთ. მე არ მაინტერესებს, ვინ რას იბრალებს, მე მაინტერესებს შედეგი. თუ რამის გამბედაობა გაქვთ, განსაკუთრებით ისინი, ვინც იბრალებთ, რომ იმ 10 კაციანი სიის შეჩერების პროცესში რაიმე წვლილი შეიტანეთ, აქ გამოჩნდება თქვენი პოზიცია. ყველაფერი იზომება ნაბიჯებით და არა სიტყვებით, შედეგით და არა იმით, ვინ რას იბრალებს და რას ლაპარაკობს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

]]>
19-04-2019 16:08 +0400
უჩვეულო და არაორდინალური რეკომენდაციაა ისეთი ინსტიტუტისთვის, როგორიც ვენეციის კომისიაა - ადა მარშანია http://rustavi2.ge/ka/news/131289

უვადო მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები - საკანონმდებლო ორგანოში მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონპროექტის განხილვა, მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატებმა კანონს დღეს კენჭი, მეორე მოსმენით უნდა უყარონს

„პატრიოტთა ალიანსის“ წვერმა, ადა მარშანიამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ისაუბრა. მან საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან რეკომენდაციას ორიგინალური და უჩვეულო უწოდა.

მისი შეფასებით, არაორდინალურია ის რეკომენდაცია, სადაც კომისია პარლამენტს მოუწოდებს, რომ ამ მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ მხოლოდ 9 კანდიდატი შეარჩიოს.

"მინდა, გესაუბროთ იმ მეტად ორიგინალურ, უჩვეულო რეკომენდაციაზე, რომელიც ვენეციის კომისიამ მოგვცა ჩვენ. თქვენ რომელსაც პოლიტიკურს ეძახით. ვამბობ, რომ უჩვეულო და არაორდინალურია ასეთი ინსტიტუტისთვის, როგორიც ვენეციის კომისიაა, სადაც ის პარლამენტს სთხოვს, რომ ეგება და 9 წევრი აირჩიოთ ამ მოწვევამ და დანარჩენი სხვა მოწვევამ აირჩიოსო. ეს იცით, რა რეკომენდაციაა, ჩემი კვალიფიკაციით? ეს არის სამარცხვინო რეკომენდაცია ქვეყნისთვის, პარლამენტისთვის. ეს არის სირცხვილი ჩვენთვის, რომ საცოდავმა ვენეციის კომისიამ ჩვენთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით ცხადია უმრავლესობასთან ურთიერთობაში, ეს რა დასკვნამდე მივიდა, ეს რა პოლიტიკოსები იხილა თავისთან სასაუბროდ მისული, რომ ასეთ უჩვეულო და არააკადემიური რეკომენდაცია მოგვცა ჩვენ,“- განაცხადა ადა მარშანიამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დაინტერესდა, ორი დღის განმავლობაში ვის გამო ასწორებდნენ კანონპროექტს.

„ვისთვის ვაკეთებდით ამას და ვისთვის გამოიდეთ თავი ორი დღეა? ქალბატონო თინა, ლამის ყოველ წუთს იმეორებდით ოდიოზური მოსამართლეების, ჩინჩალაძეო, გვრიტიშვილიო, რა ცინიკურ Facebook პოსტებს დებს ეს მეთოფიშვილი თუ გვრიტიშვილი, უკვე ლამის ნათესავები გაგვიხდნენ, იმდენჯერ ვახსენებთ მათ გვარებს. ამ ადამიანებისთვის ასწორებდით და ხვეწდით ამ კანონპროექტს ორი დღე? თქვენ თუ დააკვირდით, მონაწილეობაც არ მიგვიღია ამ კანონზე მუშაობისას,“- განაცხადა მარშანიამ.

]]>
19-04-2019 15:58 +0400
"ბნელ მხარეზე ხართ ამ პროცესში თუ ნათელ მხარეზე?" - გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს  http://rustavi2.ge/ka/news/131288

„ბნელ მხარეზე ხართ ამ პროცესში თუ ნათელ მხარეზე, ე.ი. კლანის მხარეზე ხართ თუ ხალხის მხარეზე?“ - ამ კითხვით პარლამენტის წევრმა, გედევან ფოფხაძემ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა.

გედევან ფოფხაძემ „ქართულ ოცნებას“ მოსთხოვა, დაეკონკრეტებინა რა პოზიცია აქვთ ვენეციის კომისიის დასკვნის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის გაკრიტიკებული. ფოფხაძის თქმით, ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კლანი საბჭოს მეშვეობით ცდილობს უზენაეს სასამართლოში გავლენების ხელში ჩაგდებას.

„არის პოლიტიკური მოცემულობა, რომელზეც საუბრობს თვითონ ვენეციის კომისიაც, რომელიც საერთოდ ამაზე არ ლაპარაკობს და ეს პოლიტიკური მოტივაცია და მდგომარეობა გამოიხატება იმაში, რომ გვაქვს ძალიან ცუდი იუსტიციის საბჭო, რომელსაც უნდა კლანის დონეზე ჩაიგდოს უზენაესი სასამართლო ხელში. თქვენ ამ პროცესის მდგომარეობაში რომელ მხარეს ხართ - კეთილის თუ ბოროტის მხარეს? ეს მინდა გავარკვიო. მარტივად მითხარით რა, ბნელ მხარეზე ხართ ამ პროცესში თუ ნათელ მხარეზე, ე.ი. კლანის მხარეზე ხართ თუ ხალხის მხარეზე?“ - მიმართა გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

ყოფილ თანაგუნდელს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია „ნათელ მხარეს“ არის.

"„ქართული ოცნება არის ხალხის მხარეს, აკეთებს კეთილ საქმეებს, გააგრძელებს მომავალშიც საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას და გატარებას და ჩვენ ვართ ნათელ მხარეს, „ქართული ოცნება“ ვართ ნათელ მხარეს,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის განცხადება კი მწვავედ გააკრიტიკა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ. მისი შეფასებით, მმართველი გუნდი ნათელს „წარსულის ძალადობრივი რეჟიმის წარმომადგენლებთან“ ხედავს.

„ეს სინათლე რომ წარსულის ძალადობრივი რეჟიმის წარმომადგენლებთან დაინახეთ, ამას ჩვენ ვხედავთ და 2020 წელს გამოჩნდება ამ სინათლის დამნახავი ქართველი ხალხი რას იზამს, მაგრამ კონკრეტული კითხვა, ის, ვინც ამ სინათლისკენ არ ვიყურებით და უფრო ნამდვილი სინათლე, რომ გვგონია, რომ არის ამ ქვეყანაში ის, რაც არის სამართლიანობის რეალური იდეა და არა ის, რაც თავდაღმა დააყენეთ ახლა. ვენეციის კომისიამ გითხრათ ასეთი რამ, რომ როდესაც დეკლარაციას წარმოადგენს პირი საკუთარ თავთან დაკავშირებით, უმჯობესია, რომ ჩაწეროთ მისი შვილის და მეუღლის ქონებრივი დეკლარაციაც წარმოადგინოს. აპირებთ თუ არა, ამ რეკომენდაციის გაზიარებას იქამდე, ვიდრე ნამდვილი სინათლე სად არის ის გაგირკვევიათ და სად უნდა იდგეთ, ამ კითხვაზე მინდა კონკრეტული პასუხი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

]]>
19-04-2019 15:52 +0400
მოსამართლეთა შერჩევის წესი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები - ბოკერია მმართველი გუნდისგან არგუმენტირებულ პასუხებს ითხოვს  http://rustavi2.ge/ka/news/131286

პარლამენტში მწვავე დებატები გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

ოპოზიცია დოკუმენტს კვლავ სასამართლო ხელისუფლების უზურპაციად აფასებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და კლანის ინტერესებს ემსახურება და არა ქვეყანას.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია დაინტერესდა რატომ არ ითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

„რატომ ხართ წინააღმდეგი კენჭისყრის გახსნილობის, იმიტომ კი არა რომ ესე ჯობია, არგუმენტი, მეორე -  რატომ ხართ წინააღმდეგი, რომ დასაბუთება ახლდეს თან და დაიწყოთ ისევ დემაგოგია, რომ გასაჩივრება არ უნდა შეიძლებოდეს. მესამე - რატომ ხართ წინააღმდეგი ინტერესთა კონფლიქტის მკაფიო გამიჯვნის. რატომ არ შეიძლება თქვენი აზრით, რომ ის ვისაც უნდა უზენაესი სასამართლოს წევრობა, არ იყოს წევრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი და პირიქით. რატომ არ გინდათ, რომ მსაჯები და მოსამართლეები ერთმანეთისგან გამიჯნოთ? რატომ? არგუმენტი გვითხარით. ხართ წინააღმდეგი იმ ვარიანტის, რაც „ევროპულმა საქართველომ" შემოგთავაზათ, რომ თითო სხდომაზე სამი კანდიდატი იქნას არჩეული, რომ თქვენ სერიოზული განხილვის დრო გქონდეთ,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღეს დეპუტატები უკვე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს იმ სადავო კანონპროექტს, რომელმაც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა უნდა დაადგინოს.

]]>
19-04-2019 15:40 +0400
იფიქრეთ ქვეყანაზე, დღეს როდესაც მწვანე ვაშლს მიიღებთ ჯგუფურ ჩატში, ცოტა უფრო მაღლა დადექით - ბოკუჩავა საპარლამენტო უმრავლესობას  http://rustavi2.ge/ka/news/131283

ლევან მურუსიძე შეისისხლხორცა ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ, რომ ის სჭირდება ყველაზე ბინძური საქმეებისთვის - ასე მიმართა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ „ქართულ ოცნებას“.

ოპოზიციის წევრის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები საერთო ჩათში მიიღებენ მწვანე ვაშლს, რაც გულისხმობს, რომ მოსამართლეების დანიშვნის შესახებ სადავო კანონპროქტს მმართველმა გუნდმა მხარი უნდა დაუჭიროს.

ოპოზიციონერ დეპუტატს მწვავე გამოსვლა ჰქონდა. მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ სადავო კანონპროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება სასამართლოში არსებული კლანის გაძლიერებას ცდილობს.

ბოკუჩავას თქმით, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ლევან მურუსიძე ბინძური საქმეებისთვის სჭირდება.

„ქართულმა ოცნებამ“ მორალი საერთოდ ამოატრიალა. საუბარია ხოლმე წინა ხელისუფლების შეცდომებზე. თუ ვინმე იყო, რომელიც იყო განსხეულება წინა ხელისუფლების შეცდომის, ეს იყო ლევან მურუსიძე. დიახ, ეს ადამიანი იყო ყველაზე მანკიერი განსხეულება და თქვენ შეისისხლხორცეთ ბოლომდე ლევან მურუსიძე და ლევან მურუსიძის დასაცავად მოაწყვეთ მათ შორის ეს ორდღიანი ფარსი, რომელსაც თავადაც კი არ ესწრებოდით და ბატონი ანრი შეატოვეთ მარტო ოპოზიციის და დამოუკიდებელი დეპუტატების წინაშე იმისთვის, რომ ეს ფარსი გამოეტანა ამ ორდღიანი დებატის განმავლობაში.

„დიახ, ლევან მურუსიძე შეისისხლხორცეთ, უფრო სწორედ თქვენ კი არა, ლევან მურუსიძე შეისისხლხორცა ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ, რომ ის სჭირდება ყველაზე ბინძური საქმეებისთვის. სჭირდება მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი და ამ კლანის მორჩილებაში მყოფი სასამართლო, მათ შორის იმისთვის, მაგალითად, რომ „გაუპრავოს“ მოპარული არჩევნები, როგორც ეს წინა საპრეზიდენტო არჩვენების დროს მოხდა. მათ შორის იმისთვის, რომ თავს დაესხას დამოუკიდებელ ტელევიზიას და ხელში ჩაიგდოს ის, რომ არა სტრასბურგის სასამართლო. თქვენა რ გაახსენდებით ბიძინა ივანიშვილს, დამიჯერეთ, როდესაც გადამწყვეტი მომენტი მოვა. ამიტომ იფიქრეთ ქვეყანაზე, თქვენი შვილების მომავალზე. დღეს, როდესაც მწვანე ვაშლს მიიღებთ ჯგუფურ ჩატში, ცოტა უფრო მაღლა დადექით,“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

]]>
19-04-2019 15:27 +0400
იმის მაგივრად, რომ შს მინისტრი ებრძოდეს კრიმინალს, ის დაკავებულია ზუგდიდში პოლიტიკური ოპონენტების დევნით - უდუმაშვილი http://rustavi2.ge/ka/news/131282

„იმის მაგივრად, რომ შს მინისტრი ებრძოდეს კრიმინალს და იცავდეს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებას, ის ზუგდიდში დაკავებული არის პოლიტიკური ოპონენტების დევნით და არჩევნების გაყალბების მცდელობით,“ - ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

უდუმაშვილი "ოცნების" წარმომადგენლებს და სამართალდამცავებს გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის და მისი საარჩევნო შტაბის წევრების დევნაში ადანაშაულებს.

„ბოლო კვირების განმავლობაში "ოცნების" შტაბის უფროსები და მათი აქტივისტები, მათ შორის, კრიმინალური წარსულის მქონე პირებიც, აქტიურად ცდილობენ ხელი შეუშალონ სანდრა რულოვსის კარდაკარ შეხვედრებს. ამის მაგალითები ჩვენ ვნახეთ კომბინატის დასახლებაში, სოფლებში - ურთაში, ნარაზენში, ჭითაწყარში. უფრო მეტიც, პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც უშუალოდ ხელმძღვანელობს ზუგდიდის პოლიციის უფროსი, ირაკლი ფაცაცია, ახორციელებენ სანდრა რულოვსის და გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრების მიმართ უკანონო თვალთვალს,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.

ოპოზიციური პარტიის წევრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დევნის ამსახველი ფაქტების შესახებ სამართალდამცავი უწყებები საქმის კურსში ჩააყენეს, მათ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს წაუყენეს ბრალი და დააჯარიმეს.  

ზაალ უდუმაშვილი ოპონენტების დევნაში შს მინისტრს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გიორგი გახარიას დავალებებს ზუგდიდში მისი მოადგილე, ლევან კაკავა ასრულებს.

„სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ ფაქტზე არათუ გამოძიება არ დაიწყეს, არამედ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოიწყეს დევნა და მურუსიძის მიერ მართულმა სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოიტანა და პირიქით, ჩვენი, გაერთიანებული ოპოზიციის, წარმომადგენლები დააჯარიმა. ეს მოსამართლეები გახლავთ ირაკლი აბშილავა და მანუჩარ ჩაჩუა. საერთოდ, რაზე ვსაუბრობთ, როდესაც გუშინ სოფელ გრიგოლიშში, "ოცნების" შტაბის უფროსმა მძიმე დაჭრა ასევე "ოცნების" აქტივისტი. ამ უკანონობას პირადად ხელმძღვანელობს შს მინისტრი გიორგი გახარია, რომლის უშუალო მითითებებსაც ადგილზე ასრულებს მისი მოადგილე ლევან კაკავა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდის უდიდეს ნაწილს ატარებს სწორედ ზუგდიდში. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში კრიმინალი დაახლოებით, 60 პროცენტით არის გაზრდილი,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე გაერთიანებულ ოპოზიციას და "ქართულ ოცნებას" შორის არსებულ მთავარ განსხვავებებზეც ისაუბრა.

Related image

„19 მაისს ზუგდიდი გააკეთებს ზუგდიდისთვის და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესს არჩევანს, ზუგდიდისა და საქართველოს მომავლის არჩევანს. ჩვენთვის ზუგდიდის მომავალი არის ქალაქის და სოფლების განვითარება, მოქალაქეებზე ზრუნვა, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები, წესრიგის აღდგენა, კრიმინალთან ბრძოლა, პროექტების და პორტების მშენებლობა, მშვიდობა და ინვესტიციები.

მათი ზუგდიდი არის გაბატონებული კრიმინალი, კორუფცია, ძალადობა, ზუგდიდელების დაუსჯელი ძარცვა და ყაჩაღობა, სიღატაკე და უპერსპექტივობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი კამპანიაა ზუგდიდელებთან უშუალო შეხვედრები, მათთან საუბარი, მათი პრობლემების მოსმენა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე ფიქრი. "ოცნების" კამპანია არის ხელის შეშლა, პროვოკაციების ორგანიზება, ძალადობა და მოსყიდვა,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

]]>
19-04-2019 15:23 +0400
რატომ გინდათ, ამხელა პასუხისმგებლობა აიღოთ, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს ჩაუგდოთ უზენაესი სასამართლო - ბოკუჩავა მმართველ გუნდს http://rustavi2.ge/ka/news/131279

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტში ხმაურიანი განხილვა და დებატები გრძელდება. ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ კანონპროექტს კვლავაც სასამართლო ხელისუფლების უზურპაციად აფასებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და კლანის ინტერესებს ემსახურება და არა ქვეყანას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ მმართველ გუნდს მიმართა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს უზენაესი სასამართლო ხელში ჩაუგდოს. ბოკუჩავამ ამერიკის შეერთებული შტატებიც მაგალითიც მოიყვანა. მისი თქმით, ჯორჯ ვაშინგტონი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც 11 მოსამართლე დანიშნა ამერიკის უზენაესი სასამართლოში.

თინათინ ბოკუჩავა-ის სურათის შედეგი„თეორიულად წარმოიდგინეთ ისიც, რომ ამ მოწვევის „ქართული ოცნების“ უმრავლესობის საუკეთესო და მომავალი პარლამენტისთვის საუკეთესო ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. წარმოუდგინეთ და დაუშვით თეორიულად, ამაზეა საუბარი. ასევე მინდა, გაგახსენოთ, გასაგებია, რომ ამერიკაში უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების განსხვავებული წესია, მაგრამ ჯორჯ ვაშინგტონი იყო ერთადერთი, რომელმაც 11 მოსამართლე დანიშნა ამერიკის უზენაეს სასამართლოში. მას შემდეგ არც ერთ პრეზიდენტს არ აუღია იმხელა უფლებამოსილება, რასაც დღეს იღებს თქვენი ხელმძღვანელობით საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი. გესმით ეს საერთოდ რა პასუხისმგებლობაა? რატომ გინდათ, ამხელა პასუხისმგებლობა თქვენს თავზე აიღოთ, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს ჩაუგდოთ უზენაესი სასამართლო მომავალი 30 წლის მანძილზე სრული შემადგენლობით,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ოპოზიციის წევრის თქმით, მმართველი გუნდს არ აინტერესებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და შენიშვნები.

„ვენეციის კომისია იმაზე კი არ ფიქრობს, ვინ არის ხელისუფლებაში, ანრი ოხანაშვილი წარმოადგენს კანონს, ირაკლი კობახიძე ზის თავმჯდომარის სკამში თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, იმიტომ, რომ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე ფიქრობს, ბატონი ანრი,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ოპოზიციის წევრს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ის ყოველთვის იმ გუნდის ღირებულებების ერთგული იქნება, რომელსაც წარმოადგენს.

ანრი ოხანაშვილი-ის სურათის შედეგი

„არათუ არ განსხვავდება, ფუნდამენტურად ერთმანეთთან შედარებითიც არ არის. არასოდეს არ ვიქნები, არც ვყოფილვარ და არც ვაპირებ, რომ ოდესმე ვიყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. თქვენ ხართ დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. რომელ გუნდსაც წარმოვადგენ და რომელი გუნდის ღირებულებებსაც წარმოვადგენ, ვიქნები ყოველთვის ამ გუნდის ღირებულებების ერთგული,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

]]>
19-04-2019 15:09 +0400
რუსეთის ჩარევა აშშ-ის არჩევნებში - სპეციალური პროკურორი რობერტ მალერი კონგრესში გამოიძახეს http://rustavi2.ge/ka/news/131275

სპეციალური პროკურორი რობერტ მალერი, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებდა, კონგრესშია გამოძახებული.

მალერი კანონმდებლებს უნდა ესაუბროს მისი დასკვნის შესახებ და ასევე განმარტოს, ჰქონდა თუ არა ადგილი გამოძიებისთვის ხელის შეშლას პრეზიდენტის მხრიდან. საფუძველი კი, ანგარიშის ის ნაწილი გახდა, რომელშიც სპეცპროკურორი ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რომ გამოძიებისთვის ხელის შეშლა არ ყოფილა.

მალერის ანგარიშში, 158-ე გვერდზე ისიც არის აღნიშნული, რომ პრეზიდენტის ძალისხმევა, მოეხდინა გავლენა გამოძიებაზე, მეტწილად წარუმატებელი იყო, რადგან პრეზიდენტის გარემოცვამ მისი ბრძანებები და მოთხოვნები არ შეასრულა. მალერის გამოძიების რედაქტირებული ვარიანტი კონგრესს შუადღემდე მიაწოდეს. დილით კი კონგრესმენთა წინააღმდეგობის მიუხედავად, პრესკონფერენცია მოიწვია გენერალურმა პროკურორმა ბარმა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთთან გარიგებას ადგილი არ ჰქონია. უილიამ ბარმა ბრიფინგზე დაადასტურა, რომ პრეზიდენტის პირად იურისტს საშუალება ჰქონდა მალერის რედაქტირებული დასკვნას გაცნობოდა.

ბარის პრესკონფერენციას მალევე მოჰყვა პრეზიდენტის განცხადება. დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეთქმულებას ადგილი არ ჰქონია.

ანგარიშის არარედაქტირებულ ვარიანტს კონგრესის რამდენიმე წევრს გააცნობენ. სპეცპროკურორი მალერი კანონმდებლებთან სასაუბროდ კონგრესში 23 მაისამდე უნდა მივიდეს.

]]>
19-04-2019 14:55 +0400
"აწმყო შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავლისა" - პრემიერი საგალობლების სწავლების მიზეზებზე  http://rustavi2.ge/ka/news/131274

„სწორი და გამართლებული ნაბიჯი სახელწიფო ინტერესებიდან გამომდინარე,“ - ასე ხსნის პრემიერი მამუკა ბახტაძე ინციატივას, რომელიც ქართული ფოლკლორის და საგალობლების სწავლას გულისხმობს.  

პრემიერი ამბობს, რომ მისი ინიციატივის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. მისი თქმით, საგალობლების და ფოლკლორის სასწავლებლად გაიხსნება სპეციალური ცენტრები. ბახტაძე ამბობს, რომ ინიციატივა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა. 

„საქართველოში ყველგან ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსენით ქართული ფოლკლორისა და კულტურის ცენტრებს, იმიტომ, რომ ეს არის ქართული სახელმწიფოს ინტერესში და ეს არის ქართველი ერის და ხალხის ინტერესებში. რაც შეეხება ბიუჯეტს, ემ გითხარით, ჩვენ ეტაპობრივად გავზრდით ბიუჯეტს განათლების სექტორში, რომლის მიხედვითაც ის გაუტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, ბიუჯეტის მეოთხედს,“ - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის განმარტებით, ის ამ საკითხს სახელმწიფოებრივად უდგება. გარდა ამისა პრემიერისთვის ინიციატივას ემოციური დატვირთვაც აქვს. მისი თქმით, ის ხელმძღვანელობს პრინციპით - "აწმყო შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავლისა". 

„მე ამ საკითხს ვუდგები სახელმწიფოებრივად და, რა თქმა უნდა, ამავე დროს ემოციური დატვირთვითაც იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, ეს არის სწორი და გამართლებული ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. მე გავიზარდე ტრადიციულ ქართულ ქრისტიანულ ოჯახში და მე მაქვს ჩემი ფასეულობები და ფასეულობათა სისტემა და მე ყოველთვის ვხელმძღვანელობდი მთავარი პრინციპით, ეს პრინციპი თქვა ყველაზე დიდმა ქართველმა ილია ჭავჭავაძემ - აწმყო შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავლისაო. ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ერი, რომელიც დაივიწყებს თავის ტრადიციებს, თავის ღირებულებებს, ეროვნულ საგანძურს, იმას ვერ იქნება მომავალი. ისევე როგორც მომავალი ვერ ექნება ერს, რომელიც არ იქნება ფოკუსირებული განვითარებაზე,“ - ამბობს პრემიერი.

მამუკა ბახტაძის თქმით, ამ ეტაპზე 20 სკოლაში ისწავლება ქართული პოლიფონია და კიდევ იგეგმება 6 ცენტრის გახსნა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ფოლკლორის განვითარებაზე პოპულარიზაციაზე და პოლიფონია და საგალობლები, ბუნებრივია, ამის ნაწილია. რა თქმა უნდა, აქ ჩემი აზრით, შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი - ეს არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესში. მინდა გითხრათ, რომ უკვე 20 სკოლაა გახსნილი, სადაც 800-მდე ბავშვი ეუფლება ქართულ პოლიფონიას და საგალობლებს და კიდევ 6-ის გახსნას ვაპირებთ. დიახ, ეს იყო ჩვენი ეკლესიის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ,“ - განაცხადა ბახტაძემ.

]]>
19-04-2019 14:50 +0400
პრეზიდენტის ორი სასახლე - პრემიერი სახელმწიფო ბიუჯეტის ორმაგ ხარჯზე განმარტებებს აკეთებს http://rustavi2.ge/ka/news/131273

პრეზიდენტის ორი სასახლე - პრემიერ-მინისტრი ორმაგ ხარჯთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციას აქტიურად იყენებს, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ეს შენობა არ არის საპრეზიდენტო სასახლე და შესაბამისად კითხვა - რატომ აქვს ქვეყანას ორმაგი ხარჯი არასწორია.

პრემიერის თქმით, ავლაბრის რეზიდენციას რამდენიმე ფუნქცია აქვს, მათ შორის არის ოფიციალური სტუმრების მიღება, თუმცა მას აქვს სამუზეუმო და საზოგადოებრივი დატვირთვა.

„ეს პრეზიდენტის სასახლე არ არის. ამ შენობას ექნება რამდენიმე ფუნქცია. მათშორის არის რა თქმა უნდა არის ფუნქცია მაღალი რანგის სტუმრების მიღების მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამავე დროს ამ შენობას ექნება ფუნქცია საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცისა. სადაც მისვლა შეეძლება საქარველოს ყველა მოქალაქეს და ტურისტს, რომელიც საქართველოში ჩამოვა. თქვენ კითხვას ვსვამთ, რომ ორმაგი ხარჯი რატომ გვექნება და ამ ორ შენობას სხვადასხვა ფუნქციები აქვს. ეს არ არის საპრეზიდენტო სასახლე. ეს შენობა აშენდა ქართველი მოქალაქეების ფულით და მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ავლაბრის რეზიდენცია "ქართულმა ოცნებამ" იმ მიზეზით დაიწუნა, რომ ის ძალიან დიდი იყო და მისი შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს ძვირი უჯდებოდა. შესაბამისად, პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მდებარე, შედარებით მცირე ფართის საპრეზიდენტო სასახლეში უნდა შესულიყო. ავლაბრის რეზიდენციაში შესვლის წინააღმდეგი იყო თავად სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ამბობდა, რომ ეს მისთვის პრინციპის საკითხი იყო. საბოლოო ჯამში კი პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაშიც შევიდა და ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო სახლსაც იყენებს. ორივე სასახლის შენახვის ხარჯებს კი სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს. 

]]>
19-04-2019 14:38 +0400
რა გახდა ქობულიას გადაყენების მიზეზი - პრემიერი მიზეზს არ ასახელებს  http://rustavi2.ge/ka/news/131271

პრემიერ-მინისტრმა გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ პირველი განცხადება გააკეთა. მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მან გადაწყვეტილება თავად ქობულიასთან კონსულტაციის შედეგად მიიღო. ის არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას მასსა და ქობულიას შორის არსებული დაპირისპირების შესახებ.

რამდენიმე კვირის განმავლობაში კი თავად ქობულია უარყოფდა ინფორმაციას, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი განიხილებოდა. გუშინ დილით კი იგივე თემაზე მან ჟურნალისტები პრემიერთან გადაამისამართა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას იღებს ბახტაძე და თავად ის მინისტრის პოსტიდან წასვლას არ აპირებს. 

„მე გოგასთან გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც მთავრობის მერე კიდევ ერთი შეხვედრა მექნება. ასე რომ გარწმუნებთ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის. გოგა ქობულიამ გითხრათ ის რაც უნდა ეთქვა. გადაწყვეტილება უნდა მივიღო მე და მე ეს გადაწყვეტილება მივიღე მასთან საუბრის შედეგად. აქ არაფერი გასაკვირი არ არის. თვითონ გოგა ქობულიას განვლილი კარიერული გზა არის ნათელი პასუხი იმაზე თუ რა კომპეტენციის მატარებელია ეს ადამიანი. მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა გამოიყენა,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

კითხვაზე, როგორ მოხდა რომ ბრძანება ქობულიას გადაყენების შესახებ იმაზე ადრე მოხვდა ერთ-ერთ არხზე ვიდრე ის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდებოდა, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ეს ტექნიკური ხასიათის საკითხია, რაზეც განმარტებებს ადმინისტრაცია მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

"შეიძლება რაღაც ტექნიკური საკითხი იყო და ამაზე ადმინისტრაცია გააკეთებს კომენტარს მთავრობის დასრულებისთანავე. რა თქმა უნდა ინფორმაცია, გადის თუ შემოდის  რა თქმა უნდა, უნდა ვუზრუნველყოთ ჩვენ ის რომ როდესაც არის მაღალი ინტერესი საჯარო პოლიტიკის მიმართ ეს მთავრობამ დროულად უნდა დააკმაყოფილოს, რასაც ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

]]>
19-04-2019 14:24 +0400
თუ რომელიმე მინისტრი ტემპს ჩამორჩება, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს - პრემიერი სამთავრობო ცვლილებებზე http://rustavi2.ge/ka/news/131272

„ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვლილება არ განიხილება,“ - ეს განცხადება, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ეკონომიკის მინისტრის შეცვლის გარდა, მთავრობის შემადგენლობაში ცვლილება არ არის დაგეგმილი.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს, პრემიერის მრჩეველი, ზურაბ აბაშიძე შეცვლის, საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე, პრემიერი არ ადასტურებს. 

„ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვლილება არ განიხილება, მაგრამ მომავალში ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ციფრებით და კონკრეტული შედეგებით,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი სამთავრობო გუნდში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ რომელიმე მინისტრი გუნდის ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, ის მას გაათავისუფლებს. ბახტაძის თქმით, სამინისტროების ხელმძღვანელებმა უნდა შეძლონ სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილების მიღება.

„თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას ვაჩვენოთ ის შედეგი, რაც ჩვენ მათ შევპირდით, ბუნებრივია, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს,“ - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა დატოვა, მისი ადგილი კი ნათია თურნავამ დაიკავა.

]]>
19-04-2019 14:24 +0400
"ბნელ ოთახში იყო დაწერილი" - კობახიძის პასუხი კითხვაზე, რატომ არ განიხილეს მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოსამართლეების სია  http://rustavi2.ge/ka/news/131270

„ბნელ ოთახში იყო დაწერილი და ერთ დღეში წარმოადგინა და ალბათ, ეს იყო მიზეზი, ხუმრობით, რა თქმა უნდა,“ - ეს განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ „ევროპული საქართველოს წევრის“, ოთარ კახიძის კითხვაზე პასუხად გააკეთა.

ოთარ კახიძე პლენარულ სხდომაზე, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ, დაინტერესდა რატომ არ განიხილა პარლამენტმა 2016 წელს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოსამართლეობის სამი კანდიდატი.

„თუ საქართველოს პრეზიდენტს ამ მოწვევის პარლამენტში ჰქონდა წარდგენილი სამი კანდიდატურა, რატომ არ განიხილეთ. ამით მე იმის დემონსტრირება მინდა, რომ თქვენთვის რეალურად ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ უზენაეს სასამართლოში სწრაფად გამწესდნენ მოსამართლეები და იქ საქმეებზე გადატვირთულობა მოიხსნას, არამედ ჩვეულებრივად, პოლიტიკური მიზანშეწონილობის და დავალების მიხედვით მოქმედებთ. მესმის, რომ პირდაპირ ამას არ მიპასუხებთ, მაგრამ მიზეზი შეგიძლიათ მითხრათ. თქვენი მოწვევის პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატურა - ბოძაშვილი, ლალიაშვილი, თოდუა, რატომ არ განიხილა, იქნებ კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კვალიფიციური მოსამართლეები იქნებიან,“ - მიმართა კახიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.

]]>
19-04-2019 14:09 +0400
პრემიერმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა წარადგინა http://rustavi2.ge/ka/news/131268

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა წარადგინა. თურნავამ, რომელიც მინისტრის მოადგილე იყო, გიორგი ქობულია ჩაანაცვლა. 

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ნათია თურნავა ზუსტად აღიქვამს იმ გამოწვევებს რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. 

„ნათია არის ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალი. ძალიან სერიოზული გამოცდილებით, ჩვენ ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები. ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათიას თავის გუნდთან ერთად, არის ამბიციური და აქედან გამომდინარე ძალიან მკაცრი. ნათიას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერაც და მე დარწმუნებული ვარ ის წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის ახლად დანიშნულ მინისტრს სამინისტროში დაგეგმილ ცვლილებებზე არ უსაუბრია. 

]]>
19-04-2019 14:06 +0400
სისხლიანი გარჩევა "ქართული ოცნების" შტაბში - შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია  http://rustavi2.ge/ka/news/131267

სისხლიანი გარჩევა "ქართული ოცნების" შტაბში - სოფელ გრიგოლიშში 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტს, შს მინისტრის მოადგილე ეხმაურება.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

Related image„ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. უკვე დადგენილი გვყავს პირი, რომელმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს საათებში და უახლოეს დღეებში მოხდება ამ პირის დაკავება და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, მე არ ვიცი ამ ადამიანის პოლიტიკური შეხედულებები. ბუნებრივია, როდესაც გამოცხადდება ან დავაკავებთ მოხდება შესაბამისი კითხვების დასმა და გავერკვევით მერე სიტუაციაში დეტალურად. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა არც მის პოლიტიკურ კუთვნილებას და არც მის შეხედულებებს, ეს იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერი თუ სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი, პასუხისმგებლობის საკითხი  დადგება ყველა იმ პირის ვინც დანაშაულს ჩაიდენს,“-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სისხლიანი გარჩევა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის სოფელ გრიგოლიშში, მმართველი პარტიის შტაბში, გვიან ღამით მოხდა.

„ქართული ოცნების“ წევრებს შორის, ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, მოგვიანებით კი დაპირისპირებას გასროლა მოყვა. ადგილობრივი მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ალიკა ლაგვილავას თანასოფლელმა, ბეჟან გვაზავამ ესროლა. კონფლიქტს წინ შელაპარაკება უძღოდა, რაც სავარაუდოდ არჩევნებს უკავშირდება.

შემთხვევის თვითმხილველი ამბობს, რომ შტაბიდან გასვლის შემდეგ სროლა გარეთ გაგრძელდა, პირველი გასროლა კი შტაბში მოხდა. 

]]>
19-04-2019 13:42 +0400
3000 კვმ-ს ნაცვლად ათჯერ მეტი ფართი ბექა ოდიშარიასთვის - მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის პრეტენზიები გაუგებარია http://rustavi2.ge/ka/news/131263

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების ბრალდებებს მმართველი პარტია ეხმაურება. საუბარია შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც ბექა ოდიშარია სახელმწიფოს საკუთრებაში თაბორის მთაზე მდებარე 3 ათასი კვადრატული მიწის სანაცვლოდ, მუხიანში ათჯერ მეტ ფართობს მიიღებს.

საკრებულოს ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ კორუფციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ოცნების“ დეპუტატს გაცილებით დიდი თანხის ღირებულების ნაკვეთს აძლევენ. 

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე კი თვლის, რომ ოპოზიციის პრეტენზიები უსაფუძვლოა.  რევაზ სოხაძის განცხადებით, ბექა ოდიშარიას მუხიანში, თაბორის მთაზე მდებარე მიწის ნაკვეთის ღირებულების შესაბამისი ფართი გადაეცემა.

„ამ მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში იყო აზრი, რომ არ უნდა აშენებულიყო. შესაბამისად, ჩემი კოლეგები მერიაში მათშორის ფიქრობენ რომ აქ მსგავსი შენობების განთავსება არ არის მიზანშეწონილი. მათ შორის ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებიც ამას ითხოვდნენ და მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განხორციელდეს მონაცვლეობა. სხვა მექანიზმი მშენებლობის არ განხორციელების არ არსებობს. ამიტომ დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ  მესაკუთრის ნების გათვალისწინებითაც ანუ ისიც დათანხმდა მონაცვლეობას, რომ ჩვენ აღნიშნული ტერიტორია ჩავუნაცვლოთ მას სხვა ტერიტორიაში,“-განაცხადა რევაზ სოხაძემ.

გადაწყვეტილებას საკრებულომ კენჭი დღეს უნდა იყაროს. ოპოზიცია ხმაურიან სხდომას აანონსებს. 

]]>
19-04-2019 12:53 +0400
35 000 კვმ მიწა 3000-ის ნაცვლად - ენმ დეპუტატ ოდიშარიასა და თბილისის მერიას შორის დადებული გარიგების შესწავლას ითხოვს  http://rustavi2.ge/ka/news/131261

ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე 3000 კვმ მიწის სანაცვლოდ, მუხიანში 35 ათას კვმ მიწას მისცემენ - "ოცნების" დეპუტატსა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლის შესახებ გადაწყვეტილებას თბილისის საკრებულოში კენჭს, დღეს უყრიან. ოპოზიცია ხმაურიან სხდომას აანონსებს. სხდომა 16:00 საათზე დაიწყება.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და ამბობს, რომ თბილისის ბიუჯეტს მიწის ნაკვეთში რეალურ ფასთან შედარებით 26-ჯერ მეტი თანხის გადახდა უწევს.

„212 ათასი ლარის ქონებაში აძლევს 5 მილიონ 600 ათასი ლარის ქონებას, ანუ 26-ჯერ მეტს ვიდრე ღირდა. ჩემო კოლეგებო, დღეს თქვენ გაქვთ შანსი და შესაძლებლობა ამ კორუფციულ გარიგებას არ დაუჭიროთ მხარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მონაწილე იქნებით კალაძე-ოდიშარიას კორუფციული გარიგების. მივმართავ საგამოძიებო უწყებებს, რომ დაიწყონ თვალთმაქცური გარიგებისთვის გამოძიება, იმიტომ, რომ კონკრეტული დოკუმენტაციები, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნები, მიწის შეფასება გვეუბნება შემდეგს, რომ პარლამენტის დეპუტატმა „ქართული ოცნების“, რომელმაც 212 ათასი ლარი გადაიხადა ქონებაში, დედაქალაქის ბიუჯეტს ახლა უჯდება 5 მილიონ 600 ათასი ლარი,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

]]>
19-04-2019 12:43 +0400
"მთავრობა ადგას სხვა პოლიტიკას... ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებაში ალბათ მონაწილეობდა" - ჟორჟოლიანი ქობულიას გადაყენების მიზეზზე საუბრობს http://rustavi2.ge/ka/news/131260

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი გია ჟორჟოლიანი გიორგი ქობულიას თანამდებობიდან მოხსნას ეხმაურება. ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” წევრი აცხადებს, რომ გიორგი ქობულიას და მოქმედი ხელისუფლების ხედვა ქვეყნის განვითარებაზე ერთმანეთისგან რადიკალურად გასხვავებული იყო.

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილებაში ბიძინა ივანიშვილი ჩაერია, თუმცა გია ჟორჟოლიანი ამაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს.

"მთავრობა მთლიანად ადგას სხვა პოლიტიკას. გიორგი ქობულიას ხედვა იყო სხვა. ჩემი აზრით მისი ხედვები აბსოლუტურად ისეთია რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული ხედვები. სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა ასეთი არ არის. ამიტომ ქობულიას ამ მთავრობაში ყოფნა შეუსაბამობაში იყო იმ პოლიტიკასთან. მთავრობა ერთიანად იღებს გადაწყვეტილებებს და ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის ხელმძღვანელი. ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებაში ალბათ მონაწილეობდა,“-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

]]>
19-04-2019 12:41 +0400
როგორც ჩანს ქობულიამ არ გაითვალისწინა მასზე გავლენიანი ადამიანების ინტერესი და შეეწირა ამ პროცესს - ოპოზიცია სამთავრობო ცვლილებებზე  http://rustavi2.ge/ka/news/131258

საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გიორგი ქობულიას მოხსნა, არა მის მიერ ცუდად შესრულებულ სამუშაოს, არამედ ბიძინა ივანიშვილთან მის პირად უთანხმოებას უკავშირდება. 

ენმ-ს წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ეკონომიკის უკვე ყოფილმა მინისტრმა არ გაითვალისწინა მასზე გავლენიანი ადამიანების ინტერესები, რასაც მისი თანამდებობაც შეეწირა.

„დღევანდელ ხელისუფლებაში  თანამდებობის პირების, ქობულია იქნება თუ სხვა დანიშვნა ან გადაყენება თანამდებობიდან იმის მიხედვით კი არ ხდება რეალურად მათ რა დამსახურება აქვთ ან ვერ გააკეთეს საქმის თვალსაზრისით, არამედ ეს არის მუდმივად კულუარული, ასე ვთქვათ ბიძინა ივანიშვილის კლანის და დაჯგუფების შიდა ინტერესების გადაჯგუფება, იქ გაჩენილი კონფლიქტები და ა.შ. ამიტომ ქობულიას წასვლაც თანამდებობიდან უკავშირდება შიდა დაპირისპირებას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში, გავლენისთვის ბრძოლაში. როგორც ჩანს ქობულიამ არ გაითვალისწინა მასზე გავლენიანი ადამიანების ინტერესი და შეეწირა ამ პროცესს,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ქობულიას გადაყენებას შიდა დაპირისპირებას უკავშირებს „ევროპული საქართველოც". ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი უჩა მამაცაშვილის კლანს დაუპირისპირდა.

„კარგად გამოჩნდა რომ ეკონომიკის მინისტრი გადააყენეს და მას ჰქონდა დაპირისპირება პრემიერ-მინისტრთან. ეს შეუძლებელია უკავშირდებოდეს მის ცუდ მუშაობას იმიტომ, რომ ასეთია მთელი მინისტრთა კაბინეტი ქართული ოცნების. შესაბამისად ეს შეიძლება უკავშირდებოდეს სახელმწიფო სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესს, რომლის ხელში ჩაგდებას შესაძლოა ცდილობდეს უჩა მამაცაშვილი თუ ივანიშვილის გარემოცვის და ოჯახის წევრები სხვადასხვა ხერხებით,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

გიორგი ქობულიას მოხსნის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი დღის ბოლოს მოაწერა. ამას წინ უძღოდა ქობულიასთან რამდენიმე კვირიანიმოლაპარაკება.

"კურიერის" ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრს აიძულებდნენ თანამდებობიდან გადამდგარიყო და გადაწყვეტილების უკან პირადად ბიძინა ივანიშვილი იდგა.

ეკონომიკის ახალი მინისტრი უკვე დანიშნულია. გიორგი ქობულია მისმა მოადგილემ, ნათია თურნავამ ჩაანაცვლა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

]]>
19-04-2019 12:35 +0400