RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.ge/ ვეცდებით შევარბილოთ ამ კრიზისით გამოწვეული ნეგატიური შედეგი - ეკონომიკის მინისტრი რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვაზე  http://rustavi2.ge/ka/news/137141

20 ივნისის აქციის შედეგები და ტურისტულ სექტორში არსებული გამოწვევები - საკითხზე დღეს ეკონომიკის მინისტრი ბათუმში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებს. შეხვედრაზე ყურადღება პრობლემის გადაჭრის გზებზე გამახვილდება.

ტურ სააგენტოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ ჯავშნების 80 პროცენტი გაუქმდა. მათი თქმით, აღნიშნულ სფეროში რუსეთის ბაზრის არსებობა მნიშვნელოვანია.

„80 % ჯავშნების გაუქმდა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ალტერნატივას იპოვის ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ იმედი გვაქვს იმისიც, რომ რუსეთის ბაზარი გაიხსნება, რადგან  კიდევ ერთხელ ვამბობ, აუცილებელია რუსეთის ბაზარი იყოს,“- განაცხადა კომპანია “Travel B“- ს წარმომადგენელმა ალექსანდრე ხაჩატურიანმა.

აღნიშნულ საკითხზე ნათია თურნავამ ტურ ოპერატორებთან და სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელთან შეხვედრა თბილისშიც გამართა.

მინისტრის განმარტებით, რუსეთიდან მომავალი ტურისტები, საქართველოს ტურიზმის სექტორის 25  პროცენტს შეადგენენ. ნათია თურნავას თქმით, ხელისუფლება შეეცდება მაქსიმალურად შეამციროს კრიზისით გამოწვეული ნეგატიური შედეგი.

„ჩვენ მზად ვართ და ეს აღვუთქვით ბიზნესს, რომ გვერდში დავუდგეთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ამ კრიზისით გამოწვეული პოტენციური ნეგატიური შედეგი და ვიმუშაოთ მათთან ერთად სხვა და სხვა  გეგმაზე. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილი და უსაფრთხო ბაზარი ტურიზმისთვის. ეს შეეხება ნებისმიერი ქვეყნის ტურისტს, მათ შორის ტრადიციული ბაზრებიდან ჩამოსულ ტურისტს, მათ შორის, რუსს ტურისტსაც. ვაპირებ აჭარაში ჩავიდე დ ა იქ შევხვდე ტურისტულ ბიზნესს, შევხვდე მცირე სასტუმროებს, შევხვდე საოჯახო სასტუმროებს. აჭარა , ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ იქ ახლა სეზონი არის დაწყებული და რა თქმა უნდა, ეფექტი იქაც იქნება და გავლენა,“- განაცხადა თურნავამ.

]]>
25-06-2019 11:27 +0400
სახელმწიფოებრიობას აგრესორი ქვეყნის ჰიბრიდული ომისგან იცავენ - უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი თბილისში მიმდინარე აქციებზე  http://rustavi2.ge/ka/news/137139

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი მხარდაჭერას უცხადებს.

მინისტრის “ტვიტერის” ქსელში გამოქვეყნებული ტექსტი ქართულ ენაზე წერია. იულიანა სუპრუნის განცხადებით, საქართველოში ათობით ათასი მოქალაქე თავის სუვერენიტეტს, დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას აგრესორი ქვეყნის მხრიდან განხორციელებული ჰიბრიდული ომისგან იცავს.

]]>
25-06-2019 11:12 +0400
გუდაურში ფესტივალ “Mountain Set: Kazbegi”-ის ტერიტორია დაარბიეს http://rustavi2.ge/ka/news/137142

გუდაურში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფესტივალ “Mountain Set: Kazbegi”-ის ტერიტორია დაარბიეს. თავდამსხმელები ფესტივალის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ  და დაამტვრიეს ინფრასტრუქტურაც. ამის შესახებ ინფორმაცია და ფაქტის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ ათი დღეა უკვე ტერიტორიაზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. პარასკევს არის ფესტივალი. გუშინ სტეფანწმინდიდან მოხევეები და მთიულები ამოვიდნენ ტერიტორიაზე. მათი თქმით, ეს იყო მათი მამა-პაპის საძოვრები  დაიყო ეკლესიები და ხატებს შეურაცხყოფდა ეს მუსიკა. შესულები ვიყავით მერთან შეთანხმებაზე. სამი საათი ვისხედით, ვილაპარაკეთ, მაგრამ ვერ მივედით ვერანაირ გადაწყვეტილებამდე, ალტერნატივასაც ვერ გვთავაზობდნენ. ჩვენი თანამშრომელი ბიჭები იყვნენ ტერიტორიაზე და უცბად ვიღაცამ დაიყვირა „დავარბიოთო“ და ტერიტორიაზე ყველაფერი  დარბეულია. იყვნენ სამართალდამცავები, კრიმინალებიც იყვნენ გუშინ ამოსულები, ფოტოები გადავიღეთ. ზარალია 30 000 დან ზემოთ, იმიტომ, რომ ჩათვალეთ, რომ კოტეჯები, ბარები, აღარაფერი აღარ არის,“- განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა მარიამ შარაშიძემ.  

გამოძიება უკვე დაწყებულია ქურდობის და სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურების მუხლით. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხვები.

]]>
25-06-2019 10:33 +0400
რაც უფრო დიდხანს გაწელავს გახარია გადადგომას, მით უფრო მტკივნეული იქნება - სტუდენტები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ http://rustavi2.ge/ka/news/137137

გონს მოეგონ და სწრაფად მიიღონ ეს გადაწყვეტილება - პარლამენტის წინ მოშიმშილე სტუდენტები ხელისუფლებისგან, შს მინისტრის დროულად გადაყენებას ითხოვენ.

მათი თქმით, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ და უფრო მეტიც, მოშიმშილე სტუდენტები მათ რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

"არ ვაპირებთ შევწყვიტოთ შიმშილობა, ჩვენ გვიერთდებიან უკვე სხვადასხვა ქალაქებიდან. მე მოვუწოდებ შს მინისტრს, რაც უფრო მალე მიიღებს გადაწყვეტილებას და გადადგება, მით მარტივი იქნება ეს პროცესი, რაც უფრო გაწელავს -მით მტკივნეული. გონს მოეგონ და სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება ჩვენ არ გავჩერდებით,“-ამბობს გიგა ლემონჯავა.

ბათუმელი სტუდენტები შიმშილობას შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან იწყებენ. ისინი ივანიშვილის სახლის შესასვლელთან კარავს გაშლიან.

პარლამენტთან უკვე მეორე დღეა პროტესტს, უკიდურესი ფორმით აქციის 6 მონაწილე გამოხატავს. მოშიმშილეები არ აპირებენ შეწყვიტონ პროტესტის ეს ფორმა ვიდრე არ გადადგება შინაგან საქმეთა მინისტრი და არ გათავისუფლდება ყველა დაკავებული.

]]>
25-06-2019 10:06 +0400
20 ივნისს დაკავებულთა საქმე - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 41 ბრალდებული გათავისუფლდა  http://rustavi2.ge/ka/news/137134

20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე დაკავებულთა პროცესები სააპელაციო სასამართლოში 11 საათს გაგრძელდა და გვიან ღამით დასრულდა. სამმა მოსამართლემ სულ 41 პირის საქმე განიხილა.

ისინი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, რომლის მიხედვითაც დაკავებულებს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობისთვის 12-13 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

სააპელაციო სასამართლომ მათ პატიმრობა ოთხ დღემდე შეუმცირა და დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა 2 მათგანს ბრალი არ დაუმტკიცდა, დანარჩენები კი სამართალდამრღვევად მაინც ცნო.

ყველაზე გვიან დასრულდა პროცესი, ლევან მურუსიძის მოსამართლეობით. დღეს იგი ადვოკატ ბექა ბასილაიას საქმეზეც იმსჯელებს.

]]>
25-06-2019 09:47 +0400
"დაუსიგნალე გახარიას!" - აქცია-პერფორმანსი ქუთაისში  http://rustavi2.ge/ka/news/137130

"დაუსიგნალე გახარიას!" - ქუთაისის ქუჩებში აქცია-პერფორმანსი გაიმართა. ახალგაზრდებმა ავტომობილების საყვირებით ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ამ ფორმით შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას და 20 ივნისის აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, აქციები ქუთაისში მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. 

]]>
25-06-2019 08:58 +0400
თავისუფლება პოლიტპატიმრებს! გახარია წადი! - აქცია თელავში  http://rustavi2.ge/ka/news/137129

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, თელაველი ახალგაზრდებიც უერთდებიან. მათ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც პროტესტი უკვე თელავის თეატრთან გაგრძელდა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ აქციის დროს დაკავებულ ახალგაზრდებს და ხელისუფლებას მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. მათ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაც მოითხოვეს.


]]>
25-06-2019 08:56 +0400
გადადგეს გახარია! - ახალგაზრდები შიმშილობას დღეს შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან დაიწყებენ  http://rustavi2.ge/ka/news/137126

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომისა და აქციის დაკავებული მონაწილეების გათავისუფლების მოთხოვნით, პარლამენტთან, 6 მოქალაქე უკვე მეორე დღეა შიმშილობს. ისინი პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.

თბილისელ აქტივისტებს შიმშილობითვე უცხადებენ სოლიდარობას აჭარელი ახალგაზრდებიც.

დღეს 500-მდე აქტივისტი ბათუმიდან შეკვეთილში ჩავა. ისინი ბიძინა ივანიშვილის აგარაკის მიმდებარედ კარვებს გაშლიან და იქ გააგრძელებენ პროტესტს.

]]>
25-06-2019 08:37 +0400
მაქსიმალური ხმაურით შევაწუხებთ ხელისუფლებას - აქცია პარლამენტთან 19:00 საათზე განახლდება  http://rustavi2.ge/ka/news/137123

პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია, გუშინ ცოცხალი ჯაჭვით და საქართველოს ჰიმნით დაასრულდა. ხელჩაკიდებულებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს 20 ივნისის მოვლენები და ოკუპაცია. მათ პარლამენტი სიმბოლურ ალყაში მოაქციეს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მოთხოვნები უცვლელია - გათავისუფლდნენ აქციის ღამეს დაკავებულები, დაისაჯონ პოლიციელები, რომლებმაც ძალას გადაამეტეს და გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც აქციის მონაწილეთა თქმით, ათობით ადამიანის დაშავებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება. მათივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მიმართ წაყენებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები უფრო ფართომასშტაბიანი გახდება.

სამოქალაქო აქტივისტები დღეს 19:00 საათზე პარლამენტის წინ ისევ შეიკრიბებიან. 

„რეალურად აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების გეგმები არის უცვლელი. ჩვენ ყოველ დღე მოვდივართ აქ, სამსახურში 7 საათზე, პარლამენტის წინ. ახალგაზრდებს გვახასიათებს კრეატიული აზრები, ამიტომ შევეცდებით, რომ ხვალ, ზეგ, მაზეგ და თუ დაგვჭირდა ორი კვირის შემდეგ, მაქსიმალურად ბევრი კრეატივი დავდოთ, მაქსიმალურად ბევრი ხმაურით შევაწუხოთ ჩვენი ხელისუფლება,“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნოდარ რუხაძე.

]]>
25-06-2019 08:28 +0400
აქციის დასარბევად ჩამოყვანილი სპეცრაზმელები უკან დააბრუნეს - 100-მდე სამართალდამცველი სასტუმრო “კრუიზში“ იმყოფებოდა http://rustavi2.ge/ka/news/137121

ხელისუფლებამ თბილისში რეგიონებიდან, აქციის დასარბევად ჩამოყვანილი სპეცრაზმელები უკან დააბრუნა.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 100 თანამშრომელი, სასტუმრო “კრუიზში“ იმყოფებოდა.

„კურიერის” წყაროს ინფორმაციით, 100-მდე პოლიციელი სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოიყვანეს. მისივე ცნობით, სამართალდამცველებმა, მიკროავტობუსებით უკვე დატოვეს ტერიტორია, თუმცა უცნობია, სად წაიყვანეს ისინი.

შაბათი-კვირა და დღეს გაიყვანეს. როგორ მოდიან იცით? პერიოდულად. სავსე იყო, რა მანქანა გინდა რომ არ ყოფილიყო. ერთი ათი წუთია რაც გაიყვანეს. პიკაპებით იყვნენ, ჯიპებით, თავის ამბულატორიით,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

]]>
25-06-2019 08:22 +0400
"ერთი გადაბრუნებული სიტყვა აღარ უთხრათ მამაჩემს" - საპროტესტო აქციების მონაწილე ალექსი ჩიღვინაძე მუქარაზე საუბრობს  http://rustavi2.ge/ka/news/137120

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე, ალექსი ჩიღვინაძე, მუქარაზე საუბრობს. ჩიღვინაძე განცხადებას, სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, დაემუქრნენ მამამისს, რომელიც უკვე წლებია რკინიგზაში მუშაობს. ჩიღვინაძის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც შეიტყვეს, რომ მისი შვილი საპროტესტო აქციების მონაწილე იყო, დაიბარეს და უთხრეს, რომ ჯობდა აღარ წასულიყო აქციებზე.

"ვინ გგონივართ ან როგორ ბედავთ? ერთი გადაბრუნებული სიტყვა აღარ უთხრათ მამაჩემს, აღარაფერს ვამბობ მის სამუშაო ადგილზე. რაში ხარჯავთ და გვახარჯინებთ ამ ძვირფას წუთებს? სად არის თქვენი პრინციპები და ადამიანობა?" - წერს ალექსი ჩიღვინაძე.

]]>
25-06-2019 08:17 +0400
"რად გინდა, რისთვის აკეთებ ამ ყველაფერსო" - მამაკაცი, რომელსაც 20 ივნისის ღამეს პოლიციელმა დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა, მუქარაზე საუბრობს  http://rustavi2.ge/ka/news/137119

მამაკაცი, რომელიც 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქციაზე იმყოფებოდა ჰყვება, რომ თავად დაინახა, როგორ ესროლა მას პოლიციელმა დამიზნებით. გიორგი ფოფხაძეს 7 ტყვია აქვს მოხვედრილი. ფოფხაძე ჰყვება, რომ იგი გააფრთხილეს, არ იაქტიუროს და არ იაროს აქციაზე. კონკრეტულად ვისგან მოდის ეს მუქარა არ იცის. ამის მიუხედავად ამბობს, რომ არ აპირებს გაჩუმდეს და უარი თქვას აქციებში მონაწილეობაზე.

„ვაპროტესტებდი და ამ დროს ვხედავ პოლიციელს, რომელიც დამიზნებით მესროდა ტყვია. მომხვდა 7 ტყვია ჯამში. ზეწოლა პირდაპირი არ ყოფილა, ალბათ მეთოდია ეს, იყო შეფარულად - რა გინდა, რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს. შეფარული მესიჯებით და გზავნილებით. ჩემს თავთან, ჩემს ოჯახთან ვიქნები ძალიან ცუდი ადამიანი, რომ მე სახლში დავჯდე“-აცხადებს დაზარალებული გიორგი ფოფხაძე.

მან დახმარებისთვის უკვე მიმართა ცენტრ "ემპათიას". არასამთავრობო ორგანიზაცია არაადამიანური მოპყრობისთვის საჩივარს პროკურატურაში შეიტანს.  

]]>
25-06-2019 08:08 +0400
სტიქია დედაქალაქში - მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები  http://rustavi2.ge/ka/news/137118

სტიქია დედაქალაქში - ძლიერმა წვიმამ ისნის რაიონის მცხოვრებლები დააზარალა. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად მოგლეჯილია ხეები, დაზიანდა მანქანები და საცხოვრებელი სახლებიც.

დაზარალებულები უყურადღებობაზე საუბრობენ. რაიონის გამგეობაში კი ამბობენ, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დროებით ქირით გაყვანა შესთავაზეს, თუმცა მათმა უმეტესობამ შეთავაზებაზე უარი თქვა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით გუშინ 300-მდე შეტყობინება შევიდა.  შეტყობინებები ძირითადად ხის წაქცევასა და საცხოვრებელი სახლების სახურავების დაზიანებას ეხებოდა.

]]>
25-06-2019 07:59 +0400
უბედური შემთხვევა თბილისში - რიყეზე რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად, კორეის ორი მოქალაქე გარდაიცვალა  http://rustavi2.ge/ka/news/137117

თბილისში, რიყეზე მომხდარ უბედურ შემთხვევას, კორეის ორი მოქალაქე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, მისი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულიც კორეის მოქალაქეა. სამივე ერთი ოჯახი წევრი იყო.

არსებული ინფორმაციით, უცხოეთის მოქალაქეები, ძლიერი წვიმის დროს, რიყის პარკთან თავს რკინისკონსტრუქციას აფარებდნენ. მათ უამინდობის გამო ჩამოშლილი კონსტრუქცია დაეცათ. დაშავებულები ძიმე მდგომარეობაში ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

]]>
25-06-2019 07:55 +0400
უბედური შემთხვევა თბილისში - ისანში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან 1 წლის ბავშვი გადმოვარდა http://rustavi2.ge/ka/news/137116

უბედური შემთხვევა თბილისში - ისანში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან ერთ წლის ბავშვი გადმოვარდა. მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

]]>
25-06-2019 07:50 +0400
ცოცხალი ჯაჭვი პარლამენტის ირგვლივ - დღევანდელი აქცია ორგანიზატორებმა საქართველოს ჰიმნით დაასრულეს http://rustavi2.ge/ka/news/137114

დღევანდელი აქცია ორგანიზატორებმა პარლამენტის გარშემო ცოცხალი ჯაჭვით და საქართველოს ჰიმნით დაასრულეს. აქციის მონაწილეებს, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორებმა, მიშა მშვილდაძემ მოუწოდა, რომ პარლამენტის  შენობის ირგვლივ ხელჩაკიდებულები გაერთიანებულიყვნენ. ამით მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს 20 ივნისის მოვლენები და ოკუპაცია.

აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წრე შემოარტყეს და საქართველოს ჰიმნი იმღერეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტი სიმბოლურ ალყაში მოაქციეს.

„საქართველოს არასოდეს ეყოლება ხელისუფლება, რომელსაც არ ექნება ხალხის მხარდაჭერა. ჩვენი მთავრობა არის ხალხი და ჩვენი მტერი არის პუტინი, გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს,“ - განაცხადა მიშა მშვილდაძემ და საზოგადოებას ხვალ 19:00 საათზამდე დაემშვიდობა.

 

 

 

  

]]>
25-06-2019 00:04 +0400
მინდოდა რომ ერთ-ერთი ვყოფილიყავი, ოღონდ ნუ იქნებოდა ის გოგო, რომელმაც თვალი დაკარგა, ნუ იქნებოდნენ სხვები - მაკა ჩიჩუა http://rustavi2.ge/ka/news/137113

„ვერ დაგიცავით, ახალგაზრდები ვერ დავიცავი იმ სისხლიან ღამეს,“ - ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი გამოსვლა ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ პარლამენტის წინ. მან შეკრებილ ახალგაზრდებს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას გრძნობს იმაზე, რაც მოხდა.

„ვერ დაგიცავით, ახალგაზრდები ვერ დავიცავი იმ სისხლიან ღამეს. რასაც მე ტელევიზორში ვუყურებდი, მინდოდა რომ მე ერთ-ერთი ვყოფილიყავი, ოღონდ ნუ იქნებოდა ის გოგო, რომელმაც თვალი დაკარგა, ნუ იქნებოდნენ სხვები. მე გელაპარაკებით თქვენ, როგორც ერთ-ერთი მშობელი, როგორც იმ გოგოს დედა, რომელმაც თვალი დაკარგა. მე გელაპარაკებით თქვენ, როგორც თქვენი თანამოქალაქე. მე ვარ დამნაშავე, რომ დღეს ისევ მეორდება ასეთი საშინელებები და ასეთი სისხლიანი ღამეები, როგორც გვახსოვს. ეს იყო არა ერთხელ....  ძალიან მიყვარხართ, მეტირება და ძალიან ვდარდობ იმაზე, რომ იმ ღამეს თქვენ გვერდზე არ ვიყავი,“ - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

აქციაზე შეკრებილ მოქალაქეების სიტყვით მიმართა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ.

„ჩვენ ვიცით, ვინ არიან ჩვენი მეგობრები და ვიცით, ვინ არი ჩვენი მტერი. ეს არის მშვიდობიანი აქცია, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ მთელს მსოფლიოს ვანახებთ, რომ ჩვენ ვართ მშვიდობიანი ხალხი, ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარული ხალხი და მხოლოდ და მხოლოდ პუტინის რეჟიმი ყოველ დღე აცხადებს, რომ ეს არის რადიკალური დაჯგუფებები, რომლებსაც უნდათ არეულობა, დესტაბილიზაცია და იმიტომ აცხადებენ ამას, რომ ეს მათ უნდათ არეულობა, მათ უნდათ დესტაბილიზაცია და ეს აღარასდროს იქნება ამ ქვეყანაში“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ,

]]>
24-06-2019 23:46 +0400
აქციის მონაწილეები მსვლელობისთვის ემზადებიან-პარლამენტის შესასვლელებს პოლიცია იცავს http://rustavi2.ge/ka/news/137112

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობას მოაწყობენ და პარლამენტს წრეს დაარტყამენ. პარლამენტის უკანა და გვერდითა შესასვლელებთან  სამართალდამცვები არიან მობილიზებული. აღმართულია ასევე რკინის კონსტრუქციები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მსვლელობა იქნება მშვიდობიანი და ისინი მხოლოდ რამდენიმე წუთი გაჩერდებიან იმ კართან, სადაც ახლა პოლიციაა მობილიზებული. 

]]>
24-06-2019 23:44 +0400
„ქართული ოცნება“ როგორც მოვლენა არის დამთავრებული"-ელენე ხოშტარია http://rustavi2.ge/ka/news/137111

"ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე," - ეს განცხადება ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან გააკეთა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის თქმით, მოთხოვნები უცვლელია და გიორგი გახარია უნდა გადადგეს.

„ის, რომ აი ამ ახალგაზრდების პროტესტი გამოიღებს შედეგს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი ყველა მთავრობისთვის. „ქართული ოცნება“ როგორც მოვლენა არის დამთავრებული და ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ძალადობრივად მოეპყრობა თავის საზოგადოებას და შეურაცხყოფას მიაყენებს მიიღებს იგივე პასუხს. ახლა რაც შეეხება გახარიას, წარმოუდგენელია იმაზე ლაპარაკი, რომ დღეს ის რჩება შს მინისტრად. ეს არის ადამიანი რომელმაც შეისყიდა ნაკლებად მომაკვდინებელი ანუ მომაკვდინებელი ტყვიები და გასცა ბრძანება, რომ ისინი გამოეყენებინათ. ეს არის ადამიანი რომლის უწყების წარმომადგენლები დამიზნებით ადამიანებს ესროდნენ ტყვიებს და ზოგი მათგანი დღეს სიკვდილს ებრძვის. ეს არის ადამიანი, რომელმაც პატიმრობაში მყოფი ადამიანები, ანუ პოლიტპატიმრები სცემა. ვინ აგებს ამაზე პასუხს,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

]]>
24-06-2019 23:36 +0400
"მიბრძანდით ბატონო გიორგი, მაინც მოგიწევთ წასვლა,"-ლაშა ტუღუში გახარიას მიმართავს http://rustavi2.ge/ka/news/137109

გიორგი გახარიას გადადგომა-ეს არის ერთ-ერთი მთავრი მოთხოვნა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს აქვთ. ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ მათი ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულება, რომელიც არჩევნების პროპორციული სიაზე გადასვლას შეეხება, საკმარისი არ არის. აქციაზე იმყოფება ლაშა ტუღუშიც. მისი თქმით, ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო ივანიშვილმა, უკავშირდება საზოგადოების დიდ პროტესტს. მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსები და ოპოზიცია მას საარჩევნო სისტემის შეცვლისკენ მოუწოდებდნენ, ის არ წავიდა დათმობაზე მანამდე, სანამ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა.

„ხალხი თუ ბევრი მოვიდა მაშინ მიდის დათმობაზე. ამიტომ მე მგონია, რომ თუ გაგრძელდა აქციები გახარიასაც დათმობს.  ეგ არის უბედურება. წლები, რომ ეუბნები სწორს და არ აკეთებს, 4 დღეში როცა ყვირი ქუჩიდან მაშინ აკეთებს. აი ეს არის სახე სამწუხაროდ ჩვენი რეალობა, ჩვენი პოლიტიკური უმრავლესობა,“-განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიაზე ბევრი რამეა ჩამოკიდებული და ამიტომაც იკავებს თავს ივანიშვილის მისი გადაყენებისგან, თუმცა ლაშა ტუღუშის განცხადებით, მიუხედავად ივანიშვილის მცდელობისა შეინარჩუნოს შს მინისტრი, მოუწევს შეცვლა.

"მიბრძანდით ბატონო გიორგი, მაინც მოგიწევთ წასვლა,"-განაცხადა ლაშა ტუღუშმა. 

]]>
24-06-2019 23:24 +0400
გახარია უნდა გადადგეს... ის არის მთავრობის ხერხემალი, ის თუ დარჩა ადგილზე უარესი რეპრესიები გველოდება"-სანდრა რულოვსი http://rustavi2.ge/ka/news/137107

ხალხი არის გაუტეხელი, ხალხი გრძნობს თავის ძალას-ამის შესახებ განცხადება სანდრა რულოვსმა გააკეთა. ის ამ წუთებში აქციაზე იმყოფება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე აცხადებს, რომ პროპორციული სიით არჩევნების ჩატარება არის აქციის მონაწილეების მიღწევა, თუმცა აუცილებელია რომ სხვა მოთხოვნებიც შესრულდეს. მან ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად გახარიას გადაყენება დაასახელა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რეპრესიები გაგრძელდება.

„დღეს პროპორციული არჩევნები მივიღეთ, ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მაგრამ დარჩა ბევრი, ჩვენ გვინდა რომ პატიმრები იყვნენ გათავისუფლებულები, ვინც უკანონოდ არის დაკავებული. ჩვენ გვინდა, რომ გახარია გადადგეს. ეს არის მთავრობის ხერხემალი, მათ თუ შერჩებათ ძალოვანი სტრუქტურები ადგილზე უარესი რეპრესიები გველოდება და მეოთხე მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები, კიდევ 15 თვე მათ ხელში რომ ვიყოთ სამწუხაროდ ბევრი ადამიანი დატოვებს ქვეყანას, იქნება მეტი რეპრესია, მეტი უმუშევრობა, იქნება მეტი ობიექტი გადაცემული რუსეთისთვის,“-განაცხდაა სანდრა რულოვსმა.  

სანდრა რულოვსმა 20 ივნისის სისხლიანი ღამის სიმბოლოდ თვალზე ხელი აიფარა და ასე გააპროტესტა ახალგაზრდების დარბევა. 

]]>
24-06-2019 23:12 +0400
გეყოს კაცობა, რომ თქვა მივქარე და გადადექი... ამის ტრაკიც არ აქვს, კაცი არ არის-გოგი ხოშტარია გახარიას მიმართავს http://rustavi2.ge/ka/news/137106

სანამ ქართველებში არის საპროტესტო მუხტი, სანამ უსამართლობაზე ვრეაგირებთ, ერი ცოცხალია - ეს განცხადება ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა. ის ამბობს, რომ უერთდება ახალგაზრდების მოთხოვნებს და გახარია უნდა გადადგეს.

„ესეც არის ბოლშევიკური სიჯიუტე რა, მაინც ჩამოვაგდებთ. მაგრამ აუცილებლად ყურით უნდა ჩამოგათრიოთ? გეყოს კაცობა, რომ თქვა მივქარე და გადადექი რა. ამის ტრაკიც არ აქვს, კაცი არ არის. ადრე მეგონა კაცი, მაგრამ არ არის კაცი. მიუხედავად იმისა ბიძინა ეტყვის თუ არა, ჯერ კაცი უნდა იყო, მერე პოლიტიკოსი, მერე თანამდებობა. მიქარავ არა რაღაცას ... დავუშვათ სხვა გზა არ ჰქონდა, აი დავუშვათ საჭირო იყო, მაგრამ არ იყო საჭირო. ხომ სისხლი დაიღვარა, ბავშვები დააბრმავეს, როგორ უნდა იცხოვრო ამ ტვირთით. არ არის ეს კაცი,“-განაცხადა გოგი ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ის ამაყია იმით რომ მისი ოჯახის წევრები აქციის პირველ რიგებში დგანან. 

]]>
24-06-2019 22:59 +0400
ნახევარ სახეზე აფარებული ხელი - მუსიკოსები, სპორტსმენები და სხვა ხელოვანები, 20 ივნისის ღამეს აპროტესტებენ http://rustavi2.ge/ka/news/137104

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მყოფი ათასობით ადმიანის გარდა, რუსულ ოკუპაციასა და გავრილოვის ღამეს, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ ყველაგან, სადაც ხმა მიუწვდებათ. მუსიკოსები, ფოტოხელოვანები, მოცეკვავეები თუ სპორტსმენები - ყველა 20 ივნისის მოვლენებმა გააერთიანა.
სოფო ბათილაშვილი პირველ სოლო კონცერტზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ იმღერებს. ბექა გოჩიაშვილი კი 29 ივნისიდან ევროპაში ტურნეს იწყებს და აპირებს, რომ ყველას გააგებინოს რუსული ოკუპაციის და სისხლიანი სპეცოპერაციის შესახებ, თუმცა მანამდე გავრილოვის ღამეს დასახიჩრებულთა მიმართ სოლიდარობა ერთი უბრალო, თუმცა მრავლისმთქმელი ჟესტით გამოხატეს - ნახევარ სახეზე აფარებული ხელი და ფრაზა-"ნუ მაბრმავებ."

]]>
24-06-2019 22:56 +0400
გახარიას ბიუსტი პარლამენტის წინ - აქციის მონაწილეებმა გახარიას ბიუსტს, სისხლიანი ღამის სიმბოლოდ, ერთი თვალი აუხვიეს http://rustavi2.ge/ka/news/137102

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გიორგი გახარიას ბიუსტი მიიტანეს. აქციის მონაწილეებმა გახარიას ბიუსტს 20 ივნისის სისხლიანი ღამის სიმბოლოდ, ერთი თვალი აუხვიეს.

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები უჭირავთ, რომლითაც საკუთარ პროტესტს გამოხატავენ და ოკუპაციას აპროტესტებენ. ბანერების ნაწილი კი პირდად გიორგი გახარიასაც ეხება, ერთი ერთი ასეთ ბანერზე გაკეტებულია წარწერა: "გიორგი თვალთხარია."

]]>
24-06-2019 22:31 +0400
„მთავარი მოთხოვნები ჯერ არ შესრულებულა, გახარია აუცილებელად უნდა გადადგეს"-ნინო გოგუაძე http://rustavi2.ge/ka/news/137099

მთავარი მოთხოვნები უნდა შესრულდეს, გახარია უნდა გადადგეს-ეს განცხადება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მყოფმა ნინო გოგუაძემ გააკეთა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის განცხადებით, 20 ივნისის სისხლიან ღამეზე სწორედ შს მინისტრს ეკისრება პასუხისმგებლობა.

„მთავარი მოთხოვნები ჯერ არ შესრულებულა. გახარია აუცილებელად უნდა გადადგეს. ის ადამიანი, რომლეიც პირადად არის პასუხისმგებელი იმ ომზე რომელიც საკუთარ მოსახლეობას გაუმართა აქ რუსთაველის გამზირზე, თვალებდათხრილ ადამიანებზე, დაჭრილ ადამიანებზე ის ადამიანი უნდა წავიდეს და წერტილი, როგორც ამბობს თვითონ,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისი თქმით, დიდი მიღწევაა ის, რომ ახალგაზრდებმა აიძულეს ბიძინა ივანიშვილის დათმობაზე წასულიყო და მან უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პროპორციულ სიაზე დათანხმდა.

„მან ეს ნახა, რომ აუცილებელია დათმობებზე წასვლა. ბევრი ლაპარაკია ნულოვან ბარიერზე. რა საკვირველია იგი ცდილობს რომ რაღაც ხრიკებით ისევ მოახერხებს და შეინარჩუნებს უმრავლესობას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების სულისკვეთებას წინ ვერაფერი დაუდგება,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

]]>
24-06-2019 22:25 +0400
„მნიშვნელოვანია, რომ დავასრულოთ ეპოქა, როდესაც პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი არის ძალოვან უწყებებში" - გიორგი ქადაგიძე http://rustavi2.ge/ka/news/137098

პროპორციული არჩევნები დაასრულებს ერთპარტიულ მმართველობას - ეს განცხადება ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ პარლამენტის შენობის წინ გააკეთა. ქადაგიძე, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციას ესწრება, აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივა პირველი, წინგადადგმული ნაბიჯია.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილად გამარჯვება, არა მარტო იმ ადამიანების, ვინც აქ არის შეკრებილი და გამოხატავს პროტესტს, არამედ ეს არის მთლიანად ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, იმიტომ, რომ პროპორციული არჩევნები დაასრულებს ერთპარტიულ მმართველობას, პროპორციული არჩევნები ეს არის დასაწყისი პოლიტიკური სისტემის ცვლილების და ისეთი პოლიტიკური სისტემის მიღების, სადაც პოლიტიკური სიმძიმის ცენტრს ვიღებთ პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავასრულოთ ეპოქა, როდესაც პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი არის ძალოვან უწყებებში. ეს არის პოსტსაბჭოური და საბჭოური ტრადიცია, გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს პარლამენტში,“ - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ აქციებს ერთმანეთისგან განსხვავებული გემოვნების მოქალაქეები უერთდებიან, რომელთა მოთხოვნა, პირველ რიგში, შს მინისტრის გადადგომაა. 

„ეს არ არის ხელის გადაგრეხვა, ეს არ არის თამაში მოგება-წაგებაზე, ეს არის ხალხის მოთხოვნა. თქვენ ხედავთ, როგორი მუხტია, რამდენი ადამიანი უერთდება აქციებს, აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ადამიანები და საბოლოო ჯამში, ხელისუფლებას, როგორც საქართველოში, ისე ნებისმიერი ხელისუფლებას ყოველთვის მოუწევს გაითვალისწინოს ის აზრი, რაც არის ხალხის დაკვეთა და ეს აუცილებლად შესრულდება,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

გიორგი ქადაგიძის თქმით, ქართველმა მოსახლეობამ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით, მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველო თავისუფალი და თავმოყვარე ქვეყანაა. ქადაგიძის თქმით, ქვეყანა აუცილებლად ჩაეწერა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც რუსეთთან თავის დაღწევის შემდეგ, განვითარების გზას დაადგა.

„ჩვენ მთელ მსოფლიოს ვუთხარით, რომ ჩვენ ვართ თავმოყვარე, თავისუფლების მოყვარული ერი. ჩვენ შეიძლება გვატკინონ, შეიძლება დაგვაჩოქო, შეიძლება დროებით ტერიტორიები წაგვართვან, მაგრამ ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება და ეს ბრძოლა, არავითარ შემთხვევაში არ არის ძალადობრივი ბრძოლა,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

 

]]>
24-06-2019 22:15 +0400
"ვერც ერთ ხელისუფლებას, ვერც ერთმა ოპოზიციამ ვერ გამოგლიჯა სამართლიანი საარჩევნო სისტემა, ამ ახალგაზრდებმა კი შელძეს"-ბერძენიშვილი http://rustavi2.ge/ka/news/137097

ახალგაზრდების ისტორიული მიღწევა-ასე აფასებს დავით ბერძენიშვილი არჩევნების პროპორციულ სიაზე გადასვლასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება. მისი თქმით, ამ ახალგაზრდებმა შეძლეს ის, რაც 29 წელი ვერც ერთმა ოპოზიციამ და ვერც ერთმა თაობამ ვერ შეძლო.

„ეს არის ძალიან დიდი გარღვევა, ბუნებრივია გვაქვს სხვა მოთხოვნაც, ამიტომ ვამბობთ ბრძოლა ბოლომდე. არ შეიძლება ახლა გახარია მართავდეს ქვეყანას. თუ ის უნდათ, რომ მართლა მთელი წლის განმავლობაში  არჩევნებამდე გახარია მუდმივად იყოს თავდასხმის ობიექტი, კარგი იყოს, მაგრამ არ ვარგა. ვერც ერთ ხელისუფლებას, ვერც ერთმა ოპოზიციამ, ვერც ერთმა თაობამ 80-იანი წლებიდან მოყოლებული ვერ გამოვგლიჯეთ სრულიად სამართლიანი საარჩევნო სისტემა, ანუ პროპორციული საარჩევნო სისტემა. ეს საქართველოს დამოუკიდებლობიდან 29-ე წელს, შეძლო უპირველეს ყოვლისა აქ შეკრებილმა ხალხმა და მათმა გულშემატკივარმა,“-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ახალგაზრდების სწორი რეაქცია გამოიწვია ხელისუფლების უგუნურმა ქმედებამ, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატები დასვა. დავით ბერძენიშვილის განცხადებით ახალგაზრდებს აქვთ სწორი ორიენტირი. მათ არ უნდათ მოსკოვი და უნდათ ევროპა და ნატო.

„რაც უფრო თავისუფალი იქნება ქვეყანა, რაც უფრო მალე დაამთავრებს ხელისუფლება ენის მოჩლექით რუსეთთან ლაპარაკს, მით უფრო მალე შემოვა ამერიკა და მისი სამხედრო ბაზა და ნატო საქართველოში,“-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.   

მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლება საქართველოს ვერც ნატო-ში შეიყვანს და ვერც ევროკავშირში.

 

]]>
24-06-2019 22:14 +0400
„დავინახე როგორ ეყარა სისხლიანი ახალგაზრდები ძირს, რამ უნდა გაიძულოს, რომ შენ ახალგაზრდობას ასე გაუსწორდე"-მაკა ჩიჩუა http://rustavi2.ge/ka/news/137096

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მეუღლე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნებს უერთდება. მაკა ჩიჩუამ პარლამენტის წინ შეკრერბილებს მიმართა.  მისი თქმით მუხტი, რომელიც ახალგაზრდებში არის, არ ჩაცხრება.

„ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა ისევ და ისევ. მუხტი აქ იმდენად ძლიერი დღეს, უსამართლობას არ შეგუება ქართველი ხალხი. ეს მუხტი არ დავარდება იქამდე სანამ არ შეასრულებენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც ახალგაზრდებმა წამოაყენეს. მე ვუერთდები მათ,“-განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

მაკა ჩიჩუა აცხადებს, რომ ქვეყანა მოჯადოებულ წრეშია. მისთვის გაუგებარია როგორ გაიმეტა ხელისუფლებამ ახალგაზრდები ასეთი სისასტიკისთვის.

„მე დავინახე როგორ ეყარა სისხლიანი ახალგაზრდები ძირს. ზოგმა თვალი დაკარგა, რამ უნდა გაიძულოს, რომ შენ ახალგაზრდობას გაუსწორდე ასე სასტიკად. ვერ ვხვდები ადამიანები რომლებიც ამბობდნენ რომ ჩვენ უნდა დავამთავროთ რეჟიმი რომელიც სასტიკია. ისევ დავბრუნდით სისხლიან ღამემდე. რაც აქ გადაიტანეს იმ ადამიანებმა ეს უკვალოდ არ ჩაივლის,“-განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

მაკა ჩიჩუა მომხდარზე პასუხისმგებლობას შს მინისტრს აკისრებს.

„სახელმწიფო მაგას ნიშნავს, ჩვენ ვქირაობთ ადამიანებს, რომლებიც პასუხს აგებენ ჩვენს ჯანმრთელობაზე, განათლებაზე და ა.შ,“-განახადა მაკა ჩიჩუამ.

 

]]>
24-06-2019 22:00 +0400
სისხლიანი ღამე - "კურიერის" ინფორმაციით, 20 ივნისის ღამეს, იმაზე მეტი დაშავებული ჰყავს, ვიდრე გახარიას უწყება ასაჯაროებს  http://rustavi2.ge/ka/news/137095

ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სისხლიანი ღამის შემდეგ ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაშია 2 დაშავებული. კლინიკა დატოვა დღეს 18 წლის მაკო გომურმა, რომელიც რიგითმა მოქალაქეებმა 20 ივნისის სისხლიან ღამეს გაიცნეს.

მასთან მოქალაქეები საავადმყოფოში, მადლობის გადასახდელად მივიდნენ. ჰოსპიტალში შეკრებილებისთვის და კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის მთელი საქართველოდან მაკო ბოლო ხუთი დღეა, პრინციპებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. 18 წლის მაკო გომურმა სისხლიან ღამეს, რუსთაველის გამზირზე ცალი თვალი დაკარგა. 

მაკოსთან ერთად, "ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკაში "რუსთავი 2"-ის დაცვის თანამშრომელი ამ დრომდე, მკურნალობს. მისი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. 

"კურიერმა" გაარკვია კიდევ ერთი პაციენტის ვინაობა, რომელსაც თვალზე მძიმე დაზიანებები აქვს და მის შესახებ ამბავს, საქართველოს ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავდა. პაციენტ ლეთოდიანს 20 ივნისის ღამეს, დამიზნებით თვალში ესროლეს და ექიმები დღემდე იბრძვიან, რომ მინიმალური შანსი გამოიყენონ მხედველობის შესანარჩუნებლად. 

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციის დარბევის დროს მხედველობა მხოლოდ 2-მა ადამიანმა დაკარგა. მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ საშიშ ტყვიებს იმაზე მეტი მსხვერპლი ჰყავს, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვითხრა. საბა სერგიასა ტყვია სპეცრაზმმა დამიზნებით თვალში მაშინ ესროლა, როდესაც დაჭრილ მოქალაქეებს ეხმარებოდა. ცალ თვალში ამ დრომდე ვერ ხედავს, თუმცა აქციაზე, ამჯერად გახარიას გადადგომის მოთხოვნით ისევ დაბრუნდა.

საბედისწერო ღამეს დაშავებულებიდან 1 სამართალდამცველი და 15 სამოქალაქო პირი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მათგან 2 მდგომაროება მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე არიან.

 

 

 

]]>
24-06-2019 21:42 +0400
ასობით მანქანა, წითლად შეღებილი ერთი ფარით - ხმამაღალი პროტესტით მსვლელობა შს მინისტრის კაბინეტამდე  http://rustavi2.ge/ka/news/137088

სისხლისფრად შეღებილი, მანქანის ცალი ფარი დღევანდელი მსვლელობის მთავარ სიმბოლოდ იქცა. ავტოკოლონა პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაირაზმა და ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტთან გაჩერდებოდა, სიმბოლურად ჩაიარა გამზირზე, სადაც 20 ივნისის, ღამეს სპეცრაზმი ასობით ადამიანს სასტიკად გაუსწორდა და აქციის 305 მონაწილე დააკავა.

ყველა, ვინც დღეს სამუშაო საათებში, მსვლელობაში მონაწილეობა შეძლო, ამბობს, რომ ვერ აპატიებს გიორგი გახარიას საკუთარი მოქალაქეებისთვის ნასროლ ტყვიებს. 

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, უკვე 4 დღეა საპროტესტო აქციები არ წყდება. დღეს პროტესტმა ახალი მასშტაბები მიიღო. ქალაქის ცენტრში ნახევარსაათიანი მსვლელობის შემდეგ, ავტოკოლონა გახარიას კაბინეტთან გაჩერდა, საყვირის უწყვეტი ხმით, პროტესტის მონაწილეების შეეცადნენ მათი სათქმელი მინისტრამდე უფრო ახლოს მიეტანათ.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეთა ნაწილი, გიორგი გახარიასთან დღეს ცალთვალა და ცალფარა ავტომობილით მივიდა. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნას ფერეიდნელი ქართველებიც შეუერთდნენ.

გულუას მოედნიდან ავტომობილების კოლონა აეროპორტის გზატკეცილისკენ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მეორე შენობისკენ დაიძრა.

დემონსტრანტების შეკრების მთავარ ადგილად კვლავაც რუსთაველის გამზირი და პარლამენტის შენობა რჩება. მთავარ მოთხოვნად კი - შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა.

 

]]>
24-06-2019 21:39 +0400
100-მდე სამართალდამცველი სასტუმრო „კრუიზის" ნომრებში - პოლიციელები რეგიონებიდან ჩამოვიდნენ http://rustavi2.ge/ka/news/137093

დიდი რაოდენობით სამართალდამცველი სასტუმრო „კრუიზში“ – ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრებში, სამართალდამცველები იყვნენ განთავსებული.

„კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, 100-მდე პოლიციელი რეგიონებიდან იყო ჩამოსული. მისივე ცნობით, სამართალდამცველებმა, მიკროავტობუსებით უკვე დატოვეს ტერიტორია, თუმცა უცნობია, სად წაიყვანეს ისინი.

უცნობია, რას უკავშირდება მათი სასტუმროში განთავსება. 

]]>
24-06-2019 21:29 +0400
რიყეზე მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებული ქალბატონი გარდაიცვალა http://rustavi2.ge/ka/news/137090

უცხოეთის მოქალაქე, რომელიც ძლიერი წვიმის დროს, რიყის პარკთან თავს რკინის კონსტრუქციას აფარებდა, დაიღუპა. მას, უამინდობის გამო ჩამოშლილი კონსტრუქცია დაეცა, კორეის მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე დაიღუპა.

გარდა ამისა, შემთხვევის დროს დაიღუპა მასთან ერთად მყოფი მისი შვილი, მეუღლე კი მძიმე მდგომარეობაშია და ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. 

 

]]>
24-06-2019 21:11 +0400
"ჩვენ ვერ შევეგუებით შს მინისტრს, რომელიც საკუთარ ხალხს ასახიჩრებს, გახარია უნდა წავიდეს"-მიშა მშვილდაძე http://rustavi2.ge/ka/news/137089

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. ტრიბუნაზე ერთმანეთს რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და ცნობილი სახეები ცვლიან.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ მიაღწიეს გამარჯვებას, რომელიც არჩევნების პროპორციული სიებით ჩატარებას გულისხმობს, თუმცა ეს არასაკმარისია. მიშა მშვილდაძის თქმით, აქციის მონაწილეებს არ აქვთ მთავარი და ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთხოვნა. ყველაფერი, რასაც ისინი ითხოვენ, მნიშვნელოვანია და გამომდინარეობს იმ მძიმე მოვლენებისგან, რომელიც 20 ივნისს მოხდა.

„ჩვენ ვართ გამარჯვების გზაზე შემდგარი საქართველო. ჩვენ ვართ ერთ მუშტად შეკრული საქართველო, ჩვენ ვართ თავისუფლებისთვის მებრძოლი საქართველო. პირველი დიდი გამარჯვება იყო ის, რაც დღეს მოხდა როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ის მზადაა  პროპორციული არჩევნებისთვის. ქართული ოცნების იდეა იყოო პროპორციული არჩევნების ჩატარებაო. მის სინდისზე იყოს და ამ სიმართლით იაროს. ჩვენ მოთხოვნებში არ არის მთავარი და მეორე ხარისხოვანი. თითოეული მოთხოვნა რომლესაც აქ, ამ აქციაზე ვაყენებთ არის ჩვენი საერთო გადაწყვეტილება და გამომდინარეობს ლოგიკურად იმ მოვლენებიდან, იმ საშინელებიდან რისი შემსწრეც გაგვხადეს. ჩვენ ვერ შევეგუებით სანამ ბოლო ადამიანი რომელიც დააკავეს არ გათავისუფლდება. ჩვენ ვერ შევეგუებით პოლიტპატიმრების არსებობას ქვეყანაში. ჩვენ ვერ შევეგუებით შს მინისტრს რომელიც  უცხო ქვეყნის დამქაშების საამებლად საკუთარ ხალხს ასახიჩრებს და წამლავს, გახარია უნდა წავიდეს და უნდა წავიდეს სასწრაფოდ,“-განაცხადა მიშა მშვილდაძემ. 

]]>
24-06-2019 21:10 +0400
20 ივნისს დაკავებული 5 პირი, სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა http://rustavi2.ge/ka/news/137085

სააპელაციო სასამართლომ 20 ივნისის ღამეს დაკავებული 5 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ისინი ჩადენილ დანაშაულში მოსამართლემ დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელის ვადა შეუმცირა, რის გამოც მათ ციხეში გატარებული დრო სასჯელის მოხდათ ჩაეთვალათ.

20 ივნისის ღამეს დაკავებული 5 მოქალაქეს მათ გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებოდა. 

]]>
24-06-2019 20:44 +0400
თვალზე აფარებული ხელი-აქციის მონაწილეებმა დღევანდელი გამარჯვება სიმბოლური ჟესტით აღნიშნეს http://rustavi2.ge/ka/news/137083

პროტესტის მეხუთე დღე - რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მიღწეული გამარჯვება სიმბოლურად აღნიშნეს. სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა დღევანდელის გამარჯვების სიმბოლოდ ერთი ხელი თვალზე აეფარებინათ, მეორე ხელი კი ზემოთ აეწიათ. მისი თქმით, შემდეგ დღეებში იქნება მეტი გამარჯვება, ამიტომ ზემოთ აღმართულ ხელს და გაშლილ ერთ თითს, მეორე და მესამეც შეემატება.

შეგახსენებთ,  რომ აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ. 

]]>
24-06-2019 20:33 +0400
"ივანიშვილი არის კუთხეში მიმწყვდეული თაგვივით, რომელიც ეძებს სოროს, სად შეძვრეს თავის გადასარჩენად"-ზაალ უდუმაშვილი http://rustavi2.ge/ka/news/137081

ეს ხალხი სავაჭროდ არ დგას რუსთაველის გამზირზე, აქ არ არსებობს პირველი და მეორე მოთხოვნები - ეს განცხადება ზაალ უდუმაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან გააკეთა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით ბიძინა ივანიშვილის მზად არის ყველაფერზე წავიდეს, ოღონდ არ დათმოს გახარია.

„ბიძინა ივანიშვილი მზად არის ყველაფერი დათმოს ქვეყანაზე, გიორგი გახარიას გარდა, იმიტომ, რომ დღეს მისი ძალაუფლება დგას გახარიაზე, იმიტომ ვერ ელევა ის გახარიას და მეორე, გახარიას მოხსნა და დანიშვნა არ არის ივანიშვილის პრეროგატივა. მოსკოვი გადაწყვეტს უნდა იყოს თუ არა გახარია ამ თანამდებობაზე,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით ივანიშვილს მოუწევს გიორგი გახარიას გადაყენება. მისივე თქმით, რა თქმა უნდა პასუხი უნდა აგოს ყველა იმ პოლიციელმა, ვინც ახლაგაზრდებს დამიზნებით ესროდა, თუმცა უპირველესყოვლისა უნდა დაისაჯოს ის ადამიანი, ვინც ბრძანება გასცა. 

მისივე თქმით ყველა მოთხოვნა, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ არის მთავარი და არავინ არ აპირებს ივანიშვილთან ვაჭრობას.

„ახლა ივანიშვილი არის კუთხეში მიმწყვდეული თაგვივით რომელიც ეძებს სოროს სად შეძვრეს თავის გადასარჩენად, ჩვენი ვალდებულებაა რომ ასეთი სორო მას არ მივცეთ რათა არ მოახერხოს გაძრომა. ეს ხალხი აქ სავაჭროდ კი არ დგას რუსთაველის გამზირზე, რომ ივაჭროს ერთი მოთხოვნა შესრულდება და დავიშლებით... აქ არ არსებობს პირველი და მეორე ხარისხოვანი მოთხოვნები. ყველა მოთხოვნა არის მთავარი,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

]]>
24-06-2019 20:17 +0400
„დარჩა მთავარი - გახარიას სახლში წასვლა"-სერგი კაპანაძე http://rustavi2.ge/ka/news/137079

ჩვენ ამას მივაღწიეთ, რომ ხელისუფლებამ დაიწყო დათმობების გაკეთება-ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ გააკეთა. ის ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება. როგორც სერგი კაპანაძე აცხადებს, პირველი დათმობა ირაკლი კობახიძის გადაყენება იყო, შემდეგი კი პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა. სერგი კაპანაძის განცხადებით, აქციის მონაწილეები შეძლებენ, რომ ის ადამიანი, რომელმაც გავრილოვის ღამე მოაწყო, გადააყენონ.

„დარჩება მთავრი, ეს არის გახარიას სახლში წასვლა და მათ მოუწევთ ამის გაკეთება იმიტომ რომ დღეს არის ბიძინა ისე როგორც არასდროს ისე დასუსტებული. მას მხარდაჭერა არ აქვს და ის ამას გრძნობს და ახლა ჰგონია, რომ გახარიას შენარჩუნებით მოახერხებს გაიხანგძლივოს მდგომარეობა,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

აქცია რუსთაველის გამზირზე უკვე დაწყებულია. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ აქციის მონაწილეები. 

]]>
24-06-2019 20:09 +0400
არანაირი სურვილი არ მაქვს მოვისმინო განმარტებები დამნაშავე მინისტრისგან, გახარია უნდა გადადგეს - აკაკი ბობოხიძე http://rustavi2.ge/ka/news/137076

არანაირი სურვილი არ მაქვს მოვისმინო განმარტებები დამნაშავისგან - ეს განცხადება აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში შს მინისტრის მოსალოდნელ მისვლასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, მას არ სურს დამნაშავე მინისტრს მოუსმინოს პარლამენტში.

აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს გიორგი გახარიას გადაყენება.

„ხელისუფლება არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილს აქვს განცდა, რომ დღეს გახარიას პასუხისმგებლობის საკითხის დასმა მისი მხრიდან იქნება სისუსტის გამომჟღავნება. მოუწევს ამ საკითხის დაყენება. მიუხედავად იმისა, რომ მივიღეთ შემოთავაზება, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავდივართ, ერთია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მეორეა კონკრეტულ მოქმედებაზე კონკრეტული პასუხისმგებლობა. გავრილოვის ღამეზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს. დღეს საქართველოს ჰყავს მინისტრი, რომელიც არის ჯალათი და რომლეიც არის მკვლელი და ის ბავშვები თუ არ დაიღუპა, არ დაიღუპა იმიტომ კი არა, რომის არ გაიმეტეს სასიკვდილოდ, არა, ისინი გაიმეტეს სასიკვდილოდ, უბრალოდ შემთხვევით გადარჩნენ,“-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

განცხადება აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გააკეთა, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. 

]]>
24-06-2019 19:49 +0400
"გვიჩნდება შთაბეჭდილება, რომ გახარიას უბრალოდ ვერ ხსნის ბიძინა"-მიშა მშვილდაძე http://rustavi2.ge/ka/news/137074

პროდიუსერი და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მიშა მშვილდაძე, მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მივიდნენ აქციაზე. მისი თქმით, ის, რისი დათმობაც ამ აქციების ფონზე ბიძინა ივანიშვილს მოუხდა, მისთვის პოლიტიკურად საკმაოდ მძიმეა, შესაბამისად მიშა მშვილდაძის თქმით, ახლა მოქალაქეებმა უნდა აიძულონ ივანიშვილი შეელიოს გახარიას.

„მოთხოვნა იმიტომ იყო სამი, რომ სამივე იყო მნიშვნელოვანი და  ლოგიკური იმ მოვლენებიდან გამომდინარე რაც მოხდა. შესაბამისად, ესე არ არის, რომ ბარტყი გადმოგვიგდოს ვიღაცამ და დავმშვიდდეთ. მთავარი რაც არის, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს რა დათმობაზე წამოვიდა დღეს ხელისუფლება და ჩვენმა პროტესტმა რომ გაჭრა, ეს არის წლების პერსპექტივაში უმნიშვნელოვანესი გარღვევა ქართული დემოკრატიისთვის და ეს იყო ყველაზე მძიმე დასათმობი "ქართული ოცნებისთვის" და ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს რაც დათმეს, ყველაზე მძიმე დასათმობი იყო ჩვენი მოთხოვნებიდან. შესაბამისად, გვიჩნდება შთაბეჭდილება, რომ გახარიას უბრალოდ ვერ ხსნის ბიძინა, იმიტომ, რომ მისი დანიშნულიც არ არის რა. გვახსოვს ჩვენ როგორ გვინიშნავდნენ როცა კოლაბორაციის აქტიურ ფაზაში შევიდოდა ხოლმე ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან, როგორ გვინიშნავდნენ ხან ვარდიკო ნადიბაიძეს მინისტრად და ხან შოთა კვირაიას. შესაძლოა გახარიაც არ არის გამონაკლისი ამ სიიდან,“-განაცხადა მიშა მშვილდაძემ. 

]]>
24-06-2019 19:40 +0400
უბედური შემთხვევა რიყეზე - ჩამოშლილმა კონსტრუქციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა, არიან დაშავებულები http://rustavi2.ge/ka/news/137073

უბედური შემთხვევა თბილისის ცენტრში - რიყეზე უამინდობის გამო ჩამოშლილმა კონსტრუქციამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი კი დაშავდა. ცნობილი ხდება, რომ ისინი კონსტრუქციას წვიმის დროს აფარებდნენ თავს. შემთხვევას არ ჰყავს თვითმხილველები.

სამივე მათგანი უცხო ქვეყნის, სავარაუდოდ კორეის მოქალაქეები იყვნენ. ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს შინაგანს საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მომხდარზე საქმე სისხლი სამართლის 2 მუხლით დაიწყო: 124-ე, ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით და 116-ე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.

]]>
24-06-2019 19:37 +0400
მარიამს, რომელმაც თვალი დაკარგა სიტყვა მივეცით, რომ გავარძელებთ ბრძოლას-პარლამენტის წინ აქცია განახლდა http://rustavi2.ge/ka/news/137072

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია და შს მინისტრი უნდა გადადგეს. შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ 18 წლის გოგოს, რომელმაც თვალი დაკარგა, აქციის მონაწილეები დაჰპირდნენ, რომ უკან რა დაიხევენ და ეს ასეც იქნება. შოთა დიღმელაშვილი აცხადებს იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან 30 წელი მიდის ამაზე საუბარი და 4 დღეში არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მისი თქმით, ის ელოდა, რომ ივანიშვილი გიორგი გახარიას უფრო მარტივად შეელეოდა.

„უნდა დაკმაყოფილდეს სამი მოთხოვნა და ჩვენ მარიამ სიტყვა მივეცით ტრიბუნიდან, რომ რაც გვთხოვა, რაც მისი სტატუსი წავიკითხეთ, რომელმაც თვალი დაკარგა, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა სანამ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა. და ეს იყო ჩვენი თავდაპირველი გეგმაც. ჩვენ გვეგონა, რომ უფრო ნაკლები პოლიტიკურ ფასი გადაიხდებოდა იმაში, რომ გიორგი გახარიას დაეწერა განცხადება და გაგვიკვირდა კიდევ როცა უფრო ძნელად მოსაპოვებელი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ის არა. როგორც ჩანს ბატონ ბიძინა ივანიშვილს  ყველა მაჟორიტარს ეს ერთი ადამიანი ურჩევნია. პროპორციულ არჩევნებზე 30 წელია ლაპარაკი მიდის. 4 დღეში  მოვახერხეთ ეს,“-განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა. 

]]>
24-06-2019 19:30 +0400
"5-6 პოლიციელი მირტყამდა დაკავების დროს და მივიღე საკმაოდ მძიმე დაზიანებები" - ნიკა შარვაშიძე  http://rustavi2.ge/ka/news/137071

თელავში, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მთავარ პროკურატურაში საჩივარს შეიტანენ. საქმე ეხება, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დემოკრატიული სკოლის ხელმძღვანელის, ნიკა შარვაშიძის დაკავების საქმეს. ისინი პროკურატურისაგან ფაქტის კანონიერების შესწავლას მოითხოვენ.

საჩივრის ავტორებმა ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის მიერ გადაღებული დაკავების კადრები უჩვენეს და იმ პოლიციელების დასჯა მოითხოვეს, რომლებმაც ის სცემეს.

თავად ნიკა შარვაშიძე თვლის, რომ ის და მისი მეგობრები აქციაზე რუსეთის ოკუპაციის გასაპროტესტებლად იმყოფებოდნენ და პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. შარვაშიძე სასამართლო პროცესამდე ხელწერილით არის გათავისუფლებული. 

„მიმდინარეობდა შტურმი ქვევიდან, ამ დროს მოქალაქეები ვიწევდით ზევით, რუსთაველის მეტროსკენ და ამ დროს, დაახლოებით „რედისონის“ მხრიდან შემოუშვეს პოლიციელები, რომლებიც იყვნენ ხელბორკილებით და ზოგიერთი ხელკეტებით შეიარაღებული. ამ დროს, ნებისმიერ ადამიანი, ვინც თუნდაც უკვე დაშავებული ყოფილიყო ტყვიებისგან და გაზისგან, დაკავების დროს ურტყამდნენ. 5-6 პოლიციელი მირტყამდა დაკავების დროს და მივიღე საკმაოდ მძიმე დაზიანებები, რის შემდეგაც საჭირო გახდა ჩემი სტრაციონარში გადაყვანა“ - აცხადებს ნიკა შარვაშიძე.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ნიკა შარვაშიძე "გავრილოვის" ღამის კიდევ ერთი მსხვერპლია. 

"ჩვენ კარგად ვნახეთ, დღევანდელი ივანიშვილის განცხადებიდან, რომ მან არ გადააყენა გახარია და ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მისი პირადი დავალებით მოხდა ადამიანების თვალების დათხრა და დარბევა და ესე უმოწყალოდ ცემა. გავაკეთებთ ერთობლივ წერილს, ასევე საჩივარს, მივმართავთ პროკურატურას, რომ მოხდეს როგორც იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ უკვე წარვადგინეთ, ეს არის ვიდეო კადრები, ასევე სამედიცინო დასკვნები, რომლითაც პირდაპირ დასტურდება, რომ ნიკა არის უკანონოდ ნაცემი უმოწყალოდ,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

 

 

 

 

 

]]>
24-06-2019 19:14 +0400
"რუსი ტურისტები იწერებიან გვინდა ჩამოსვლა და გზები მოგვინახეთო"-სასტუმროების მეპატრონეებმა სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს http://rustavi2.ge/ka/news/137066

სასტუმროს მეპატრონეების სახელით ამ წუთებში ეკონომიკის მინისტრს რამდენიმე წარმომადგენელი ხვდება და იმ გეგმას აცნობს, რაც სექტორის აზრით პუტინის ბრძანების შემდეგ ფრენების გაუქმებას შეიძლება მოჰყვეს. ნათია თურნავასთან ისინი კონკრეტული წინადადებებით მივიდნენ. 10 რეკომენდაცია სასტუმროს მეპატრონეებმა და ტუროპერატორების ნაწილმა დღის პირველ ნახევარში შეხვედრაზე შეიმუშავა.

„ჩავთვალოთ, რომ საერთოდ მოვჭერით რუსეთი ბაზარი 750 მილიონიან ზარალზე შეიძლება მივიდეთ. ახლა ეს 750 მილიონიანი ზარალი, რომ არ მივიღოთ ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ. რამდენიმე პუნქტიან გეგმას შევადგენთ. ერთ-ერთი იქნება როგორ შემოვიყვანოთ ტურისტები საქართველოში. იგივე რუს ტურისტებზე მაქვს ლაპარაკი, სხვა გზები როგორ მოვნახოთ მათ შემოსაყვანად. იმიტომ, რომ ძალიან ბევრს აქვს ჯავშნები და ამ ჯავშნებზე ეს ხალხი იწერება, რომ ჩვენ გვინდა ჩამოსვლა საქართველოში, თქვენ მოგვინახეთ გზა საქართველოში როგორ ჩამოვიდეთ. ძალიან ბევრ ბაზრებს, ახალ ახალ ბაზრებზე გავდივართ ისედაც, თუმცა რუსეთის ბაზრის წილი დიდ იყო ჩვენს სექტორში. კანსაკუთრებით დაბალ გადახდის უნარიან ქვეყნებში,“-განაცხადა სასტუმროებსა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა. 

]]>
24-06-2019 18:44 +0400
თითოეულმა დეპუტატმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, უერთდება თუ არა გახარიას, რომელმაც მოაწყო "გავრილოვის ღამე" - სერგი კაპანაძე http://rustavi2.ge/ka/news/137060

"ივანიშვილი ახლა ცდილობს, რომ ჩაეჭიდოს ძალაუფლებას," - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც მან ბიუროს სხდომა პროტესტინ ნიშნას დატოვა.

მისი თქმით, ივანიშვილის იმედი სავარაუდოდ, სწორედ გახარიაა. სერგი კაპანაძის განცხადებით, ბიუროს სხდომაზე მან მოითხოვა, რომ დადგეს გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი. 

„როგორც ჩანს რაღაც იმედები აქვს ასევე იმ 0%-იან ბარიერზე. ჩვენ ვაყენებთ საკითხს, რომ პარლამენტმა უმოკლეს ვადაში განიხილოს გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი. თითოეულმა დეპუტატმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ის უერთდება გახარიას „გავრილოვის ღამის“ მოწყობაში, თუ არ უერთდება და არის წინააღმდეგი,“-აცხადებს სერგი კაპანაძე.

]]>
24-06-2019 18:26 +0400
დაჭრილებს ვეხმარებოდი, დამიზნებით ისროდნენ, მომხვდა თვალში... - 20 ივნისის ღამეს დაშავებულები მომხდარის დეტალებს იხსენებენ http://rustavi2.ge/ka/news/137059

20 ივნისის სისხლიან ღამეს დაშავებულები მომხდარის დეტალებს იხსენებენ. ერთ-ერთი მათ შორის საბა სერგიაა. თავდაპირველად არსებობდა ინფორმაცია, რომ მან თვალი დაკარგა, თუმცა ექიმებმა მისთვის თვალის შენარჩუნება შეძლეს. ამ დროისთვის საბა სერგია დაზიანებული თვალიდან ვერ ხედავს, თუმცა ექიმები მას იმედს აძლევენ, რომ მხედველობა ეტაპობრივად აღუდგება. საბა სერგია ყვება, რომ დარბევის ღამეს, მას, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად დაჭრილები გამოჰყავდა, როდესაც დამიზნებით ესროლეს.

„ვეხმარებოდით დაჭრილებს. როდესაც დაჭრილებს ვეხმარებოდით, ერთი ორი გავიყვანეთ და მესამეჯერ როცა გამოვედი კაი შორი მანძილიდან მომხვდა თვალში ტყვია. ისროდნენ დამიზნებით და ხალხს ესროდნენ დამიზნებით. მაგრამ ეს ის მინდა, რომ ხალხს მივმართო. თვალი არ დამიკარგავს.  მხედველობა ნელ-ნელა აღმიდგება, ამჯერად ვერ ვხედავ მაგრამ ნელ-ნელა აღმიდგება მხედველობა. თვალი მქონდა, ექიმმა მითხრა ნელ ნელა შეიძლებაო აღდგესო მდგომარეობა, როდესაც ექიმთან მივედი 0% მქონდა მხედველობა,“-განაცხადა საბა სერგიამ.

შეგახსენებთ, რომ დარბევის ღამეს ათობით ადამიანი დაშავდა. მათგან დიდ ნაწილს ქირურგიული ოპერაციები დასჭირდა. დემონსტრანტებს ყბა-სახის მოტეხილობები, ნატყვიარები ჭრილობები და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებოდათ. ორმა მოქალაქემ, მათ შორის 18 წლის მაკო გომურმა თვალი დაკარგა. ასევე თვალი დაკარგა "რუსთავი 2"-ის თანამშრომელმა, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. მას ყბა-სახის მოტეხილობა აღენიშნება. სავარაუდოდ მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია კიდევ დასჭირდება. 

ორი მოქალაქისთვის კი ექიმებმა თვალის შენარჩუნება შეძლეს. მათ მხედველობის პრობლემა აქვთ.

]]>
24-06-2019 18:20 +0400
თვალის დაზიანება 20 ივნისის ღამეს კიდევ ერთმა მოქალაქემ მიიღო, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ ხმაურდებოდა http://rustavi2.ge/ka/news/137057

20 ივნისს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დარბევის დროს თვალის დაზიანება კიდევ ერთმა პირმა მიიღო. მის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდებოდა. "კურიერმა" გაარკვია, რომ ის მკურნალობას ”ნიუ ჰოსპიტალში“ გადის. შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას  ამ დრომდე მალავდნენ. კლინიკის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მათ არ აქვთ უფლება პაციენტის იდენტიფიცირება მოახდინონ, თუმცა დაშავებულ მოქალაქეს თვალი შეუნარჩუნდა. ახლა ექიმები მუშაობენ იმისთვის, რომ მას მხედველობა აღუდგეს.

„მდგომარეობა ყველასი არის სტაბილური თუმცა საყურადღებო. არც ერთი არ მიეკუთვნება მძიმე კატეგორიას ამ ეტაპზე. ერთ პაციენტთან არის შენარჩუნებული თვალი მაგრამ რჩება მხედველობის პრობლემები და მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხის მოგვარებაზე. სტაბილური არის, საშუალო სიმძიმის,“-განაცხადა ”ნიუ ჰოსპიტალსის” სამედიცინო დირექტორმა გიორგი კორძახიამ.

რამდენადაც "კურიერისთვის" არის ცნობილი აღნიშნულ პაციენტს დაზიანებები აქვს მეორე თვალზეც თუმცა ეს არ უკავშირდება 20 ივნისის დარბევას. ის აფხაზეთის ომის ვეტერანია. 

]]>
24-06-2019 18:17 +0400
"ნაწილი ხელმოწერაც არის დაკარგული,“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი კარვების და ხელმოწერების დაბრუნებას ითხოვს http://rustavi2.ge/ka/news/137054

მალხაზ მაჩალიკაშვილის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან წაღებული მისი კუთვნილი ნივთების დაბრუნებას ითხოვს. მათ შორის არის კარვები და მათში არსებული ნივთები. ასევე ხელმოწერები, რომელსაც მაჩალიკაშვილების ოჯახი საპარლამენტოს საგამოძიებოს კომისიის შექმნის მოთხოვნით აგროვებდა.

შესაბამისი განცხადებით მალხაზ მაჩალიკაშვილმა მთაწმინდის პოლიციის სამმართველოს უკვე მიმართა.

„დაანგრიეს ის კარავი, წაიღეს. როცა მეორედ, მესამედ გაზი გამოიყენეს. დასაჭრელი დაჭრეს, მოსაკლავი მოკლეს. თვალები დათხარეს, შემდგომ რომ დაცარიელდა ის ტერიტორია დაცალეს და წაიღეს ყველაფერი, რაც კი იყო არსებული კარავში. ნაწილი ხელმოწერაც არის დაკარგული,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

]]>
24-06-2019 17:32 +0400
უნდა ვიბრძოლოთ რაღაცეების მისაღწევად - 20 ივნისს დაშავებული გოგონა, რომელმაც თვალი დაკარგა, კლინიკიდან გამოწერეს http://rustavi2.ge/ka/news/137051

20 ივნისის დარბევის დროს დაშავებული გოგონა საავადმყოფოდან გამოწერეს. მაკო გომურმა, კლინიკა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. "მადლობა" - ამ შეძახილებით დახვდნენ მას მეგობრები და გულშემატკივრები შენობის ეზოში.  

მაკო გომურმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეცდება ცხოვრების ყოველდღიურ რეჟიმს დაუბრუნდეს. 

„ახალა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს იმიტომ, რომ გამოვედი საავადმყოფოდან და შემიძლია წავიდე სახლში. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო და ჩემს პატარა თვალუკას წარმატებებისთვის მიეღწია. ნუ რაღაც ეტაპზე არის კარგი მდგომარეობა ახლა, ველოდებით შემდეგ კიდევ მკურნალობას და  მოკლედ ყველაფერი არის ძალიან კარგად. რაც შეეხება რას მივმართავ ახლა ჩემს თანატოლებს. ნარკოზიდან რომ გამოვედი დამხვდა უამრავი შეტყობინება, არ ვიცი ... მოდი დავიწყოთ მადლობით, ასე დავიწყოთ ახლა ჩვენ. მართლა  ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ გვერდში დგომისთვის, ანუ რაც ახლა გამაჩნია ძალა, გამაჩნია იმ ადამიანებისგან ალბათ. ანუ ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, მეც არ ვიქნებოდი ესე. არც ჩემი და იქნებოდა ასე, რომელიც ნემსის გაკეთებასაც ვერ ესწრებოდა პალატაში. ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის და არ ვიცი, ალბათ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რაღაცეების წინაშე და რაღაცეების მისაღწევად. ანუ მარტო ერთეულები არ უნდა ვიყოთ იმ ადგილას სადაც ვიყავით და სადაც იყო ყველა და იბრძოდა რაღაცის წინააღმდეგ. როცა ვიბრძვით რაღაცის წინააღმდეგ უნდა  ვიდგეთ ყველა ერთად და ვიბრძოლოთ ერთად,“-განაცხადა მაკო გომურმა. 

ფოტორეპორტაჟის სანახავად მიყევით ბმულს.

]]>
24-06-2019 16:25 +0400
მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციაში მივიდა http://rustavi2.ge/ka/news/137050

მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირიდან აღებული კარვების და შიგნით არსებული  ნივთებს დაბრუნებას ითხოვს. სპეცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამ წუთებში მთაწმინდის პოლიციის სამმართველოში მივიდა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა პოლიციაში განცხადება შეიტანა, სადაც აღნიშნული ნივთების დაბრუნება მოითხოვა.

პარლამენტის წინ განთავსებული კარვები 20 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსთაველის გამზირიდან აიღეს. 

 

]]>
24-06-2019 16:24 +0400
20 ივნისის აქცია - 13 ადამიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება  http://rustavi2.ge/ka/news/137052

20 ივნისს აქციაზე დაშავებული მოქალაქეებიდან თბილისის კლინიკებში 13 ადამიანი რჩება, მათგან ორი ამ დრომდე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სტაბილურია 24 წლის მსახიობის, დემეტრე ნაყოფიას ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მას თვალზე უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმებმა მხედველობის ნაწილის შენარჩუნება შეძლეს.

სულ, აქციის დარბევის დროს, 250-მდე ადამიანი დაშავდა. 

]]>
24-06-2019 16:11 +0400
სააპელაციო სასამართლოში 20 ივნისის ღამეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 პირის პროცესი იწყება http://rustavi2.ge/ka/news/137047

სააპელაციო სასამართლოში 20 ივნისის ღამეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 პირის პროცესი იწყება.  პროკურატურა მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობას ედავება.

ცნობილია, რომ დღეს კიდევ 7 პირის პროცესი უნდა გაიმართოს. წინასწარი ინფრომაციით, სასამართლომ ჯამში 40-მდე პირის საქმე უნდა განიხილოს.

წინასწარი დაკავების ადგილებიდან ბადრაგმა ისინი უკვე გადმოიყვანა.

 

]]>
24-06-2019 15:59 +0400
„კლინიკებში რჩება 13 პაციენტი“ - ჯანდაცვის სამინისტრო 20 ივნისს დაშავებულთა მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს http://rustavi2.ge/ka/news/137037

20 ივნისს აქციაზე დაშავებულებიდან თბილისის კლინიკებში 13 ადამიანი რჩება, მათგან ორი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სტაბილურია 24 წლის მსახიობის, დემეტრე ნაყოფიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას თვალზე უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმებმა მხედველობის ნაწილის შენარჩუნება შეძლეს.

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო თითოეულ პაციენტთან დაკავშირებით მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს.

„კლინიკებში რჩება 13 პაციენტი, რომელთაგან  დღის განმავლობაში რამდენიმე გაეწერება. რაც შეეხება, მართვის სუნთქვაზე იმყოფება ორი ადამიანი, მათ დინამიკა არის სტაბილური და დადებითი. კლინიკის ექიმები მუდმივ მზადყოფნაში არიან და ჯანდაცვის სამინისტრო ყველა პაციენტთან დაკავშირებით აწარმოებს მუდმივ მონიტორინგს,“- განაცხადა თალაკვაძემ.

]]>
24-06-2019 15:30 +0400
რუსეთის მორიგი სასჯელი საქართველოს - პუტინის განკარგულებით ქართული ალკოჰოლური სასმელების იმპორტზე კონტროლი გაძლიერდა http://rustavi2.ge/ka/news/137034

რუსეთის მორიგი სასჯელი საქართველოს - ვლადიმერ პუტინი პროტესტს ამჯერად ქართულ ღვინოს უცხადებს. რუსეთის პრეზიდენტი ქართული ღვინის ხარისხით უკმაყოფილოა. „Роспотребнадзор“ -მა ქართული წარმოების  ალკოჰოლურ სასმელების იმპორტზე კონტროლი გააძლიერა.

უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2014 წლიდან ქართული პროდუქციის ხარისხი სულ უფრო ფუჭდება. მათი ინფორმაციით, გასამმაგებულია იმ პროდუქციის რაოდენობა, რომელიც სავალდებულო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. უწყების განცხადებაში ჩამოთვლილია ის ქართული კომპანიებიც, რომელთა პროდუქციაც რუსეთის ტერიტორიაზე დაშვებული არ არის.

ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, "„Роспотребнадзор"-ის ეს განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება.

]]>
24-06-2019 15:20 +0400
რუსული ტურისტული ემბარგო და მისი შედეგები - სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი ეკონომიკურ დარტყმაზე საუბრობს http://rustavi2.ge/ka/news/137031

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი რუსეთის პრეზიდენტის ტურისტულ ემბარგოსა და ეკონომიკურ დარტყმაზე საუბრობს. შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, 2019 წელს რუსული ტურისტული ბაზრის დახურვით ქვეყნისთვის მიღებული ზიანი 2 მლრდ ლარზე მეტი იქნება.

ალავერდაშვილის  განცხადებით, მნიშვნელოვანია, რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსასვლელად ალტერნატიული გზები შევთავაზოთ.

„დღეს რომ მთლიანად რუსული ბაზარი ჩაიკეტოს ტურიზმის მონაცემებით 2. 1 მილიარდი ლარის ზარალს მიიღებს მთლიანად ქვეყანა, ამ მონაცემებიდან გამომდინარე. ანუ თემა არის, რომ ეს სავარაუდო დანაკარგი იქნება დოლარებში 750 000 დოლარი. მხარჯველობით  უნარიაონიბიდან გამომდინარე რუსები, რუსი ტურისტები, რა თქმა უნდა, არ იყვნენ ტოპ ათეულშიც კი, თუმცა რაოდენობრივად ბევრი ტურისტი შემოდიოდა. პირადად ჩემი, ერთი ადამიანის აზრია, რომ რამენაირად შევეცადოთ რუს ტურისტებს მივცეთ სხვა ალტერნატიული გზები, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ,“- განაცხადა ალავერდაშვილმა.

]]>
24-06-2019 15:11 +0400
"არ გადადგა გახარია, გადავდექი მე," - თამარ ხულორდავას თანაშემწემ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა http://rustavi2.ge/ka/news/137029

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თანაშემწემ, პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.

მარიკა კირვალიძის განცხადებით, მან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება იმ ვითარების გამო მიიღო, რომელიც რუსი დეპუტატების ქვეყანაში და შემდეგ პარლამენტში შემოყვანას მოჰყვა. კირვალიძე ამბობს, რომ ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებისგან და პარლამენტის თავმჯდომარისგან ადეკვატურ რეაგირებას ელოდა. მისი თქმით, ის ელოდა, რომ ირაკლი კობახიძე მანამდე გადადგებოდა, სანამ რუსთაველზე მომიტინგეებს დაარბევდნენ. 

"მე მინდოდა აქციებზე დგომა, მინდოდა,რომ ბატონი ირაკლი გადამდგარიყო, ქუცნაშვილისთვის ჩამოერთმიათ მანდატი, მაგრამ მინდოდა,რომ ეს დროულად მომხდარიყო. მომხრე ვარ, რომ აბსოლუტურად ევროპულ გზას დავადგეთ,"-ამბობს კირვალიძე. 

კირვალიძე ამბობს, რომ ის გადადგომას მისი ფავორიტი მინისტრისგან, გიორგი გახარიასგანაც ელოდა. 

"არ გადადგა გახარია, გადავდექი მე,"-ამბობს კირვალიძე. 

]]>
24-06-2019 14:47 +0400
ვითხოვთ დამოუკიდებელ სასამართლოს - სააპელაციო სასამართლოსთან აქციისთვის ემზადებიან  http://rustavi2.ge/ka/news/137002

საპელაციო სასამართლოსთან აქციისთვის ემზადებიან. მეორე ინსტანციასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და იურისტები იმყოფებიან. ისინი თავისუფალ და დამოუკიდებელ სასამართლოს ითხოვენ. აქციაზე იმყოფება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანა დოლიძეც. 

აქცია კი, 20 ივნისის ღამეს, დარბევისას დაკავებული აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესებს უკავშირდება, რომელიც დღესაც გაიმართება. სააპელაციო სასამართლოში 12 საქმეა შესული. გასაჩივრდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელითაც აქციაზე დაკავებულებს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. 

უფლებადამცველები ამბობენ, რომ აღნიშნული პროცესებიც, სხვა ჩატარებული სხდომების მსგავსად სამართლიანი სასამართლოს ელემენტარული სტანდარტებისგან შორს იქნება. სწორედ ამიტომ სასამართლო პროცესების პარალელურად სააპელაციო სასამართლოსთან დღეს აქცია გაიმართება.

]]>
24-06-2019 11:05 +0400
საქართველოში ანტირუსული ისტერიის გაგრძელებამ შესაძლოა დამატებითი საპასუხო ზომების მიღება გვაიძულოს - რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრი http://rustavi2.ge/ka/news/136996

მოსკოვში საქართველოსთან მიმართებაში დამატებით შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს კომიტეტის წევრი, ფრანც კლინცევიჩი “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე წერს.

„არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ანტირუსული ისტერიის გაგრძელებამ, დამატებითი საპასუხო ზომების მიღება გვაიძულოს, რომელიც ტურისტულ ემბარგოს გასცდება,“ - წერს კლინცევიჩი.

საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს “ვედომოსტი”. რუსული გამოცემა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოში ამ დროისთვის მიმდინარე ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში, რუსეთი სავარაუდოდ, მხოლოდ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვით შემოიფარგლება.

]]>
24-06-2019 09:44 +0400
ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნა, ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ხალხი მოატყუა - ეკა გიგაური http://rustavi2.ge/ka/news/136992

ირაკლი კობახიძე შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი გახდეს - არასამთავრობო ორგანიზაციებში განმარტავენ, რომ თუკი კობახიძეს სასამართლოს ჩააბარებენ, მისი გადადგომა რუსი დეპუტატების პარლამენტში შეშვების გამო ფარსი გახდება. მათი თქმით, აღმოჩნდება, რომ ხელისუფლებამ, საკუთარი მოსახლეობა, უმძიმესი ღამის შემდეგ მოატყუა.

„მან უნდა გადაწყვიტოს სხვადასხვა ქმედებების კონსტიტუციურობა ჩვენს ქვეყანაში და რამდენად კონსტიტუციის შესაბამისი არის ქმედება ან კანონი, ამიტომ ეს უფრო მაღალი სტატუსი არის რა თქმა უნდა ეს იქნება ფარსი,“-აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაური.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესებაზე საუბარი 20 ივნისის ღამემდეც მიდიოდა. მისი თქმით, ვიდრე გადაყენებულ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს მოსამართლედ არ დანიშნავენ, მას შეფასების გაკეთება გაუჭირდება.

ბიძინა ივანიშვილის გასაიდუმლოებულ გეგმებზე კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში გადაყვანასთან დაკავშირებით „კურიერი“ ჯერ კიდევ 20 ივნისამდე საუბრობდა.

]]>
24-06-2019 09:34 +0400
თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციას სოლიდარობას, აშშ მცხოვრები ქართველი ემიგრანტები უცხადებენ  http://rustavi2.ge/ka/news/136991

ევროპის ქალაქების გარდა თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებენ შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.

ქალაქ ფილადელფიაში საპროტესტო აქციაზე შეკრებილების ნაწილმა განაცხადა, რომ მომხდარი მოვლენებს ფონზე საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

ქართველი ემიგრანტები ასევე 20 ივნისის ღამით დაზარალებულების დასახმარებლად სპეციალური ფონდის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ.

“ისინი კიდევ დათხრიან ხალხს თვალებს. მეტი ხალხია მისასვლელი აქციაზე. მე დღეს აქედან მივდივარ,“-ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.

]]>
24-06-2019 09:22 +0400
ბათუმში, ახალაშენებული კორპუსის ლიფტის შახტში 9 ადამიანი ჩავარდა - არიან დაშავებულები http://rustavi2.ge/ka/news/136990

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ლიფტის ჩავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ახალაშენებული 22 სართულიანი კორპუსის ლიფტი მწყობრიდან გამოვიდა და 9 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი რომელიც ლიფტში იმყოფებოდა შახტში ჩავარდა.

მოსახლეობა ამბობს, რომ ლიფტი რამდენიმე დღის განმავლობაში გაფუჭებული იყო და ის ცოტა ხნის წინ შეაკეთეს, თუმცა უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. მათი თქმით, ლიფტს არ ჰქონდა კარი. 

"მოწყდა ლიფტი, ჩავვარდით შახტაში. ვინც ემსახურება ლიფტს ის პირველი ჩავარდა შახტაში და მგონი ის არის გადაყვანილი. ლიფტი არ არის დახურული,"-ამბობს დაზარალებული მარიამ იაშვილი.

მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

]]>
24-06-2019 09:18 +0400
რუსეთი ოკუპანტია! მხარდაჭერა ქართველ სტუდენტებს! - რუსთაველზე მიმდინარე აქციას სოლიდარობას ქართველი ემიგრანტები უცხადებენ http://rustavi2.ge/ka/news/136989

რუსეთი ოკუპანტია! მხარდაჭერა ქართველ სტუდენტებს! - ამ ლოზუნგით თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებენ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.

ისინი 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე "გავრილოვის ღამეს" მომხდარ ტრაგედიას აპროტესტებენ და აქციის მონაწილეებს მოთხოვნებს იზიარებენ.

ქართველი ემიგრანტები ამჯერად ბრიუსელში შეიკრიბნენ - ანალოგიური აქციები გაიმართა ბერლინში, კიოლნში, ბარსელონაში, ათენსა და ევროპის სხვა ქალაქებში.

]]>
24-06-2019 09:12 +0400
აქცია ქუთაისში - ახალგაზრდებმა რუსული ოკუპაცია ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტეს http://rustavi2.ge/ka/news/136987

აქცია ქუთაისში - რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდა ქალაქის ცენტრში. აქციის მონაწილეებმა ცენტრალურ მოედანზე, კოლხურ შადრევანს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს და ოკუპაცია ამ ფორმით გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები მსვლელობით ვასილ კიკვიძის ბაღში მივიდნენ. საბჭოთა გენერლის ძეგლს, სიმბოლურად თეთრი ნაჭერი გადააფარეს და მისი აღება მოითხოვეს. შეკრებილებმა თბილისში მიმდინარე აქციებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

]]>
24-06-2019 09:07 +0400
20 ივნისის ღამეს დაკავებულთა სასამართლო პროცესები დღეს აქციის ფონზე ჩაივლის http://rustavi2.ge/ka/news/136985

სააპელაციო სასამართლოში 20 ივნისის ღამეს, დემონსტრანტების დარბევისას დაკავებულთა პროცესი დღესაც გაგრძელდება.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ აღნიშნული პროცესებიც, სხვა ჩატარებული სხდომების მსგავსად სამართლიანი სასამართლოს ელემენტარული სტანდარტებისგან შორს იქნება. სწორედ ამიტომ სასამართლო პროცესების პარალელურად სააპელაციო სასამართლოსთან დღეს აქცია გაიმართება.

გვიან ღამით მოსამართლე ლევან მურუსიძემ დაკავებული ხუთი პირი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ერთის გარდა, საბოლოოდ ყველა გათავისუფლდა.

„რაც მეტი საზოგადოებრივი ყურადღება იქნება სასამართლო პროცესებზე, მით დიდი შანსია, რომ გამოვუშვათ ის დაკავებული ხალხი. ჩვენ გვინდა რომ მათ ჰქონდეთ ნამდვილი სასამართლო პროცესები და არ ის, რომელიც ვნახეთ და ამისთვის ვიქნებით სასამართლოსთან 11:00 საათზე. ყველას კონსტიტუციური უფლებები უნდა იყოს დაცული. თუ იქ იქნება ხალხი და საზოგადოებრივი ყურადღება, მაშინ იზრდება შანსი, რომ ისინი გამოვლენ გარეთ,“- განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ.

20 ივნისს თბილისის ცენტრში სულ 305 დემონსტრანტი დააკავეს.

]]>
24-06-2019 08:55 +0400
პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია, გვიან ღამით მსვლელობით დასრულდა  http://rustavi2.ge/ka/news/136979

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია, გვიან ღამით მსვლელობით დასრულდა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი მოთხოვნები. აქციის მონაწილეებმა შეახსენეს მთავრობის წევრებს, რომ ისინი არ დაიშლებიან მანამ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

მოთხოვნები კი უცვლელია, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, გათავისუფლდნენ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულია პირები, დაისაჯონ სამართალდამცველები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით ჩატარდეს. 

"გადადგეს გახარია, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, ჩვენი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც დაკავებულები არიან. პროცესს წელავენ იმიტომ, რომ ვითომ აშინებენ, რომ მომავალში აღარ ჩაებან აქციებში. კიდევ ბევრი შემოგვიერთდება და მივაღწევთ ჩვენს შედეგს,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი წირღვავა

]]>
24-06-2019 08:00 +0400
რუსთაველის გამზირზე კარვებია გაშლილი - აქციის მონაწილეთა ნაწილმა, შიმშილობა დაიწყო  http://rustavi2.ge/ka/news/136978

რუსთაველის გამზირზე კარვებია გაშლილი. აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. შიმშილობს სამი ახალგაზრდა.

შესაძლოა დღეს მათ, აქციის სხვა მონაწილეებიც შეუერთდნენ. ისინი შიმშილობაზე უარის თქმას არ აპირებენ სანამ ყველა მოთხოვნა არ შესრულდება - არ გადადგება გიორგი გახარია, არ გათავისუფლდებიან 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულია პირები, არ გადაწყდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და არ დაისჯებიან სამართალდამცველები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს.

"ოთხი დღეა გრძელდება აქციები და ჩვენ შედეგი ვერ დავინახეთ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს პროტესტის ის ფორომაა, რომელიც ხელისუფლებას უბიძგებს რაც შეიძლება მალე მიიღონ გადაწყვეტილება და დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები. შეიძლება ბევრს ეჭვი შეეპაროს, რომ ჩვენ დავაანონსოთ შიმშილობა და მერე სახლში წავიდეთ. ამიტომ ეს ის ადგილია, სადაც დავამტკიცებთ, რომ ჩვენ მონაწილეები ვართ ამ აქციების და ჩვენი თანამებრძოლების, იმ მსხვერპლს, რაც მათ ჩვენთვის გაიღეს, აუცილებლად დავაფასებთ,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გვანცა არევაძე. 

]]>
24-06-2019 07:53 +0400
ხვადაგიანი მურუსიძეს: არ მინდა, ჩემი გათავისუფლების დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერა იყოს   http://rustavi2.ge/ka/news/136974

სამწუხაროდ, ეს ადამიანი წარმოადგენს უსამართლობის სახეს - ეს განცხადება ირაკლი ხვადაგიანმა ლევან მურუსიძის შესახებ გააკეთა. ხვადაგიანი ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომლებიც 20 ივნისის დარბევის დროს დააკავეს. აქციაზე დაკავებული აქტივისტები სისტემას გისოსებს მიღმაც ებრძვიან. სულ ცოტა ხნის წინ, სასამართლოში ირაკლი ხვადაგიანმა მოსამართლე ლევან მურუსიძეს მიმართა და მისი საკანში დატოვება მოსთხოვა.

"არ მინდა, ჩემი განთავისუფლების დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერა იყოს," - თქვა ხვადაგიანმა. ლევან მურუსიძემ საბოლოოდ მისი და კიდევ ორი აქტივისტის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

„ბედის ირონია იყო, რომ მაინცდამაინც ლევან მურუსიძესთან აღმოჩნდა, ჩვენი რამდენიმეს სააპელაციო სარჩელი და რაც სხდომაზე ვთქვი, იგივეს გავიმეორებ, რომ მე ყოველგვარი სურვილი დამეკარგა, იქ თავი მემართლებინა. სამწუხაროდ, ეს ადამიანი წარმოადგენს უსამართლობის სახეს და, ასე ვთქვათ, და არ მინდოდა, რომ ჩემი გათავისუფლების დოკუმენტზე ან გამართლების დოკუმენტზე მისი სახელი და ხელმოწერა ყოფილიყო,ს“ - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

ირაკლი ხვადაგიანის შესახებ განცხადება გააკეთა იუსტიციის უმაღლესო საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ.

„ირაკლი ხვადაგიანმა, შეიძლება ითქვას, დღეს ჩაიდინა სამოქალაქო გმირობა. მან ლევან მურუსიძეს პირდაპირ უთხრა, რომ ერჩივნა, დაემთავრებინა მისი საპატიმრო ვადა, ვიდრე გადაწყვეტილებაზე ლევან მურუსიძის ხელმოწერა ეხილა. სწორედ ასეთი გამბედავი, სამოქალაქო ნაბიჯები გვჭირდება ჩვენ. ასეთი გამბედავი სამოქალაქო ნაბიჯები აჩერებს ყველა მტრულ სახელმწიფოს, აჩერებს რუსეთს და ასეთი ნაბიჯებით დაუპირისპირდა ჩვენი ერი და რეალურად გაიმარჯვა რუსეთის წინააღმდეგ.“ - განაცხადა ანა დოლიძემ.  

]]>
24-06-2019 00:50 +0400
გადადგეს შს მინისტრი! - აქცია ქუთაისში http://rustavi2.ge/ka/news/136973

ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები, ამჯერად მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ და მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს. მათი თქმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციები გაგრძელდება.

"აქციამ კამპანიის ხასიათი მიიღო. ყოველდღე ვიკრიბებით და ვდგავართ იქ, სადაც ქვეყანას ყველაზე მეტად ჭირდება. ვგმობთ, რუსულ ოკუპაციას. აქციები გაგრძელდება, ვიდრე ძირითადი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, გამოუშვან დაკავებული ახალგაზრდები და დაინიშნოს პროპორციული წესით ვადამდელი არჩევნები," - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, თუ მოთხოვნები უახლოეს მომავალში არ შესრულდება, ისინი თბილისში გადაინაცვლებენ და რუსთაველის გამზირზე შეუერთდებიან აქციას. 

]]>
24-06-2019 00:49 +0400
გახარია წადი! - პროტესტი ხვალ გაგრძელდება http://rustavi2.ge/ka/news/136972

საპროტესტო აქცია ხვალ 7 საათზე განახლდება. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორებმა განცხადება მთავრობის ადმინისტრაციასთან გააკეთეს, სადაც ისინი მსვლელობით მივიდნენ.

დღის 2 საათზე კი მოეწყობა მსვლელობა შსს-ის მიმართულებით. აქციის მონაწილეები გახარიას უწყებასთან მივლენ და მათ მოთხოვნებს გააჟღერებენ. ისინი მანქანებით, სიგნალებით მსვლელობით მივლენ და გიორგი გახარიას გადადგომას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. 

მოთხოვნებს შორისაა დაკავებულების გათავისუფლება და არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით. 

]]>
24-06-2019 00:34 +0400
წამზომი ჩართულია! გახარია წადი! - აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ http://rustavi2.ge/ka/news/136969

წამზომი ჩართულია! გახარია წადი! გადადქეი! - აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. ისინი პარლამენტის შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან მსვლელობით მივიდნენ. 

ისინი გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. მთავარ მოთხოვნებშია ასევეა, 20 ივნისს უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება და არჩენების პროპორციული სისტემით ჩატარება. 

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. 

]]>
24-06-2019 00:25 +0400
გახარია უნდა წავიდეს ციხეში - აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ http://rustavi2.ge/ka/news/136966

20 ივნისის გახარიამ ჩაიდინა ქართველი ხალხის წინ დანაშაული. გახარია კი არ უნდა გადადგეს, გახარია უნდა წავიდეს ციხეში, გახარია უნდა გასამართლეს - ამის შესახებ განცხადება აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გააკეთა. ამ წუთებში აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. ისინი მათ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ.

მოთხოვნები კი კვლავ უცვლელია. ესაა შს მინისტრის გადადგომა, დამნაშავე პოლიციელების დასჯა, დაკავებულების  გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით. 

 

ავტორი: მიშა სესიაშვილი

]]>
24-06-2019 00:19 +0400
მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული http://rustavi2.ge/ka/news/136964

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი არიან მობილიზებული. აქციის მონაწილეები ამ წუთებში პარლამენტის შენობის ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან.

მთავრობის ადმინისტრაციისკენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების დამატებითი ჯგუფი მიემართება.

 

 

]]>
24-06-2019 00:10 +0400
"თუ არ გაითვალისწინებენ ახალგაზრდების სურვილს, მაშინ ცუდად დამთავრდება" - სანდრა რულოვსი http://rustavi2.ge/ka/news/136962

სანდრა რულოვსი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა. მან მწუხარება გამოთქვა იმ მოვლენების გამო, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა. სანდრა რულოვსის თქმით, მან პირადად მოინახულა დაზარალებულები, რომელთაგანაც ორმა სპეცრაზმის ნასროლი ტყვიით მხედველობა დაკარგა.

„რაღაც ფანჯრის გატეხვის გამო და კორდონის დარღვევის გამო, ბავშვები დაინვალიდდნენ. ბავშვები დაშავდნენ ძალიან ცუდად, გუშინ ვიყავი დაჭრილებთან. ორ საავადმყოფოში. ათამდე ადამიანი მოვინახულე, მათ შორის ის ახალგაზრდა ბიჭები, გოგო, რომელმაც, სამწუხაროდ, თვალი დაკარგა,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

სანდრა რულოვსის განცხადებით, ხალხზეა დამოკიდებული თუ ხელისუფლებას, რა რეაქცია ექნება აქციის მონაწილეების მოთხოვნებზე.

„ჩვენზეა დამოკიდებული, აი, ახალგაზრდების, საქართველოს მომავალია და თუ არ გაითვალისწინებენ საქართველოს მომავლის სურვილს, მაშინ ძალიან ცუდად დამთავრდება, მოუწევთ ამ სურვილების და მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებლად,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
 

]]>
24-06-2019 00:04 +0400
ინციდენტი აქციაზე - ხმაური ადგილზე, სავარაუდოდ, პროვოკატორების გამოჩენას მოჰყვა http://rustavi2.ge/ka/news/136961

ინციდენტი აქციაზე - ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მიკროფონთან მივიდა, რამდენიმე ადამიანი, რომელიც ითხოვდა სიტყვით გამოსვლას. სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ აქტივისტები ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას, რაც აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს.

თავად ის ადამიანები კი, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ, აცხადებენ, რომ ისინი ადგილზე პოლიტიკოსების დანახვამ გააღიზიანა.

„ვიღაც ორგანიზატორი, რომ მოდის და პროვოკატორი ხარო, მე მეუბნება იმის გამო, რომ მე წყნარად, მშვიდად ვესაუბრები და ისინი ხელით მაწვებიან, ეგრე არ შეიძლება. გამომეცხადნენ აქ პოლიტიკური მხარეები, არ მსიამოვნებს და ძალიან ბევრ ადამიანს არ სიამოვნებს, რომელმაც შეძახილი გააკეთა. და თუ ამ აქციას აორგანიზებს პოლიტიკური მხარე, მაშინ ქართველი ხალხი არ უნდა იდგეს აქ,“ - აცხადებს ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე. 

]]>
24-06-2019 00:01 +0400
ძალოვანების სრული მობილიზაცია ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან - ადგილზე სპეცრაზმი იმყოფება http://rustavi2.ge/ka/news/136959

ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში ცოტა ხნის წინ სახანძრო მანქანები შიეყვანეს. ადგილზე ძალოვანების სრული მობილიზაციაა. სასახლის ტერიტორიაზე იმყოფება სპეცრაზმი სრული შეიარაღებით, ელექტრომაგნიტური სიგნალების ჩამხშობი აპარატურა და წყლის ჭავლის მანქანებიც.

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სრული მზადყოფნა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ ოლიგარქის სახლთან მისვლას გეგმავდნენ. 

]]>
23-06-2019 23:55 +0400
ექსკლუზივი - ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში სახანძრო მანქანები შევიდნენ http://rustavi2.ge/ka/news/136955

ექსკლუზიური კადრები - ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში რამდენიმე სახანძრო მანქანა შევიდა. "კურიერმა" გადაიღო, როგორ გააძლიერეს ძალოვანებმა საკუთარი პოზიციები ბიძინა ივანიშვილის სახლთან. ახლა იქ უკვე სპეცრაზმია - სრული შეიარაღებით.

მობილიზებულია ელექტრომაგნიტური სიგნალების ჩამხშობი აპარატურა და წყლის ჭავლის მანქანები. 

]]>
23-06-2019 23:37 +0400
„იმოგზაურე საქართველოში“ - რუსეთის ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ წამოწყებული კამპანია http://rustavi2.ge/ka/news/136951

იმოგზაურესაქართველოში“ - რუსეთის  ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ წამოწყებული კამპანია. მას შემდეგ რაც, რუსეთმა საქართველოს ახალი ავიაბლოკადა დაუწესა, ინტერნეტსივრცეში არ წყდება პოსტები, რომლის შინაარსის საქართველოში მოგზაურობას ეხება.

კამპანიას "იმოგზაურე საქართველოში" ცნობილი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძეც შეუერთდა. სურგულაძემ სიცილიაში საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალ "ტაო-ბუკის" საზეიმო გახსნის გალაკონცერტსა და დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრეები საქართველოში მოიწვია.

„გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს“, ამ წარწერით მხარდამჭერი ვიდეო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში პიანისტმა გიორგი მიქაძემ. საქართველოს ეროვნული ჰიმნი ჩინეთში პიანისტმა დიდი აუდიტორიის წინაშე შეასრულა.  

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას არ შეუშინებია რუსეთის მოქალაქეების ნაწილი.  მათი ნაწილი ქართველებს ამხნევებს და პუტინის პოლიტიკასთან ბრძოლაში სოლიდარობას უცხადებს. საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ ცნობილი რუსი საზოგადო მოღვაწეებიც.

რუსეთის 15 000-მა მოქალაქემ ხელი მოაწერა პეტიციასაც. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლა არ უნდა შეწყდეს და ადამიანებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ სახელმწიფოში ჩავიდნენ.

საქართველოში მოგზაურობისკენ მეგობრებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებიც მოუწოდებენ.

ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე აქვეყნებენ პოსტებს და გამოთქვამენ სურვილს, რომ მშვენიერ საქართველოში იმოგზაურებენ, თავის მხრივ, ქართული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ჯგუფში ბევრმა ქართველმა გამოთქვა სურვილი, ევროპელ ტურისტებს სრულიად უფასოდ უმასპინძლოს.

უკრაინელი დამსვენებლები რუსების ნაცვლად მოძმე საქართველოში - საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ სახელწოდების კამპანიას იწყებს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან შეხვედრებს იწყებს და აპირებს, ყველა გამოსვლაში მოუწოდოს უკრაინელებს, რათა მათ საქართველოში დაისვენონ.

კიდევ ერთი სიმბოლური აქცია ახალგაზრდებს უკავშირდება, მათ, ვინც სისხლიან დარბევას თვალი ან მხედველობა დაკარგა, სოლიდარობას უცხადებენ.

 

]]>
23-06-2019 22:45 +0400
გადადგეს გახარია - აქციის მონაწილეები ხვალ შსს-ს მიმართულებით მსვლელობას გამართავენ http://rustavi2.ge/ka/news/136950

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები ხვალ შსს-თან გადაინაცვლებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი ხმა როგორც ჩანს გიორგი გახარიას არ ესმის, ამიტომ ისინი მივლენ შსს-სთან და მოითხოვენ მის გადადგომას. მსვლელობა დღის 2 საათზე დაიწყება შსს-ს მიმართულებით.

აქცია რუსთაველის გამზირზე რადენიმე საათია, მიმდინარეობს. ტრიბუნას ერთმანეთის მონაცვლეობით ცნობილი სახეები და სამოქალაქო აქტივისტები იკავებენ.

„ეს არის თავისუფალი ადამიანების ამბოხი და თავისუფალი ადამიანების სურვილი, რომ იცხოვრონ ცივილიზებულ, დამოუკიდებელ, ევროპულ, განვითარებულ და პროგრესულ საქართველოში. ყოველთვის ასე იყო და ახლაც ასეა. საზოგადოება ბევრად უფრო წინაა და ხელისუფლება კი სადღაც მიჩანჩალებს უკან. ჩვენ რუს ხალხთან კი არ გვაქვს პრობლემა ერთმნიშვნელოვნად, ჩვენ არ ვართ შოვინისტები და ქსენოფობები. ჩვენ სტუმართმოყვარე ერი ვართ. ჩვენ ვაჟა-ფშაველას ქვეყანა ვართ. სტუმარ-მასპინძლის ქვეყანა ვართ მეგობრებო და ბევრი რუსი მოქალაქე ჩვენი მოკავშირეა პუტინიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში,“- განაცხადა ლაშა ბუღაძემ. 

აქციის მონაწილეების მოთხოვნებს უერთდება ნიკა ქავთარაძეც. ის აცხადებს, რომ ყველა უნდა გათავისუფლდეს, ვინც 20 ივნისს დააკავეს. როგორც მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, დაკავებულებს სასამართლო ყოველგვარი განხილვის გარეშე პატიმრობას უსჯის.

„ქართული სასამართლო დღეს არის საბჭოთა კავშირის სახე. სასამართლო არის სამართლისგან დაცლილი. ქართული სასამართლო პირად მტრად აღიქვამს ყველა ადამიანს ვისთვისაც მთავარია თავისუფლება,“ - განაცხადა ნიკა ქავთარაძემ.

]]>
23-06-2019 22:35 +0400
მიგვიმწყვდიეს, გვცემეს და გადაგვაგზავნეს პოლიციის განყოფილებაში - ირაკლი ხვადაგიანი http://rustavi2.ge/ka/news/136949

20 ივნისის აქციის დარბევის დროს დაკავებულის, ირაკლი ხვადაგიანის და კიდევ ორი პირის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქოს გადაწყვეტილება სამართალდარღვევის ნაწილში, თუმცა პატიმრობის ვადა შეუმცირა და სამივე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ისტორიკოსი და საბჭოთა ლაბორატორიის მკვლევარი "P.S-ში" იმ წუთებს იხსენებს, როდესაც მისი დაკავება მოხდა. როგორც ხვადაგიანი ამბობს, სამართალდამაცველებმა ისინი კედელთან მიიმწყვდიეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

„დილის 4-დან 5 საათამდე, უკანასკნელ მომენტში, როცა უკვე საბოლოო ნაშთების დარბევა მოხდა დემონსტრაციის, იმ მომენტში დემონსტრანტების ნაწილთან ერთად ვიყავით რესპუბლიკის მოედნის წინ, როდესაც უეცრად, ქვეითმა ნაწილებმა პოლიციის დაიწყეს შეტევა დემონსტრანტებზე და დაპატიმრება და ცემა მათი და მე და ჩემი ძმა, ერთ-ერთი პირველი აღმოვჩნდით მათ ხელში. მიგვიმწყვდიეს სახლის კედელთან, გვცემეს სიტყვიერი შეურაცხყოფით და შემდეგ უკვე გადაგვაგზავნეს პოლიციის განყოფილებაში. ბრალდება იყო აბსოლუტურად სტანდარტული, 99%-ის ამ აქციის ღამეს დაკავებულების. ეს იყო წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა. რაც, თავისთავად აბსურდულია, ეს იყო ქოფიფეისთით გადატანილი ყველა დაკავების ოქმში, ყოველგვარი მტკიცებულებების და რეალური საფუძვლის გარეშე,“ - განაცხადა ირაკლი ხვადაგიანმა.

ხვადაგიანმა სასამართლო პროცესზე ლევან მურუსიძეს სიტყვით მიმართა. როგორც ისტორიკოსი ამბობს, მისთვის ლევან მურუსიძე უსამართლობის და მორჩილების სახეა.

„დარბაზში შესვლის მომენტიდან, ბედის ირონიაა, რომ მაინცდამაინც ლევან მურუსიძესთან აღმოვჩნდით და მე ყოველგვარი სურვილი დამეკარგა, რომ ადვოკატის პოზიციის წარმოდგენის შემდეგ, მე მელაპარაკა და ჩემი თავი მემართლებინა ადამიანის წინაშე, რომელიც, სამწუხაროდ, არის უსამართლობის, სასამართლო მონობის და ხელისუფლებისადმი უსიტყვო მორჩილების სახე. ნამდვილად ესეც ვთქვი და ვიმეორებ, რომ არ მინდოდა, ჩემი გამამართლებელი განაჩენი ყოფილიყო ხელმოწერილი ამ მოსამართლის მიერ. ასე თუ ისე, ორივე მხარე კმაყოფილი დავრჩით იმიტომ, რომ მე სამართალდამრღვევად ჩავითვალე და გათავისუფლების აქტს არ აქვს ლევან მურუსიძის ხელმოწერა,“ - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

]]>
23-06-2019 22:24 +0400
"რუსებს ბოდიში, ქართველებს ტყვია, ეს იყო შედეგი" - საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ანტისაოკუპაციო აქციაზე http://rustavi2.ge/ka/news/136947

საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ანტისაოკუპაციო აქციაზე - ნემო ბურჭულაძე რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლებისთვის უკვე მრავალი წელია, იბრძვის. ახალგაზრდებმა სხვანაირი გაბრაზება იციან და თავისუფლებისთვის ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებენ - ამბობს ნემო ბურჭულაძე და მეგობრებთან ერთად, აქციებზე უკვე რამდენიმე დღეა, დგას.  

„შედეგი რა იყო ხელისუფლების მხრიდან - რუსებს ბოდიში, ქართველებს ტყვია. ეს იყო შედეგი,“ - ამბობს ნემო ბურჭულაძე. 

მხატვარი გაგოშა დარწმუნებულია, რომ რუსეთი მკვლელია და ამას არანაირი ფასადური შეფუთვა შველის. ცნობილი ქუჩის მხატვარი ფიქრობს, რომ მთავრობის ბოლოდროინდელი ქცევები სამართლიან პროტესტს იწვევს და ხელისუფლებას მოუწევს გაბრაზებულ მოქალაქეებთან კომპრომისზე წასვლა.

მწერალი ნესტან კვინიკაძე 17 წლიდან არაერთხელ მდგარა იმის დასაცავად, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ პროტესტი რუსთაველის გამზირს უნდა გასცდეს და თუნდაცნ სიმბოლურად, ეროვნული დროშების დაშვებით საქართველოს სხვა დიდი ქალაქებიც მოიცვას.

თავისუფლების მოთხოვნა საპროტესტო აქციების საშუალებით, ერთგვარ ქცევის ნორმად იქცა მწერალ ლაშა ბუღაძესთვის. 20 ივნისი დევნილთა მსოფლიო დღეა და სწორედ ამ დღეს სერგეი გავრილოვის დანახვა საქართველოს პარლამენტში დაუჯერებელი სანახაობა აღმოჩნდა მწერალ პაატა შამუგიასთვის.

თვალზე აფარებული ხელი 20 ივნისის სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამ ჟესტით გამოხატეს სპორტსმენებმა სოლიდარობა ამ ღამეს დაზარალებული ადამიანების მიმართ და რუსთაველზე პროტესტის მონაწილეებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

 

ავტორი: რუსკა გიორგაძე 

 

]]>
23-06-2019 22:21 +0400
„მიუღებელია, რომ ჩემს ჰაერს რუსი დეპუტატი სუნთქავდეს" - აქციის მონაწილეები http://rustavi2.ge/ka/news/136941

რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. ყველაფერი კი 20 ივნისს დაიწყო, როდესაც მოქალაქეებმა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მჯდომი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი დაინახეს. პროტესტი მყისიერი აღმოჩნდა. რიგითი მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. ქუჩაში უმეტესად ახალგაზრდები დგანან. ისინი ამბობენ, რომ არ დაუშვებენ ქვეყნის რუსიფიციკაციას

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი პროტესტი ხელისუფლების უმოქმედობამ გამოიწვია რომელმაც რუსი დეპუტატების ქვეყანაში შემოსვლა დაუშვა.

„გახარია არის მოწოდებით რუსი და ჩვენ ვართ თაობა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში გავიზარდეთ!“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქუჩაში დამოუკიდებლობისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის დგანან.

„მიუღებელია, რომ ჩემს ჰაერს რუსი დეპუტატი სუნთქავდეს,“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

ქუჩაში მდგომი ახალგაზრდები აცხადებენ, რომ შეურაცხმყოფელია მათთვის, როდესაც ვიღაც ამბობს, რომ ისინი ქუჩაში რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად დგანან. 

]]>
23-06-2019 22:10 +0400
"ერთადერთი, სადაც კონტროლს ვკარგავ და ვხდები სუბიექტური, ეს არის, როცა საქმე ეხება რუსეთს" - თამარ ბაღაშვილი  http://rustavi2.ge/ka/news/136946

"ერთადერთი, სადაც კონტროლს ვკარგავ და ვხდები აბსოლუტურად სუბიექტური, ეს არის როცა საქმე ეხება რუსეთს" - ეს განცხადება „კურიერის“ ჟურნალისტმა, თამარ ბაღაშვილმა გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გააკეთა.

ჟურნალისტმა 20 ივნისის აქციის გაშუქებისას მძიმე დაზიანება ცხოველების მოსაგერიებელი რეზინის ტყვიით მიიღო. მას მხარი აქვს მოტეხილი. ის საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს. 

„ჩემში გაიღვიძა არა მხოლოდ ჟურნალისტმა, არამედ, ეს, ალბათ, ყოველთვის არის ჩვენში, მოქალაქეობრივი პოზიცია, მაგრამ მე უნდა ვთქვა და ვაღიარო, რომ ერთადერთი, სადაც კონტროლს ვკარგავ და ვხდები აბსოლუტურად სუბიექტური, ეს არის, როცა საქმე ეხება რუსეთს. როცა საქმე ეხება ოკუპაციას და ოკუპანტებს, იმ ყველაფერის, რასაც მთელი დღის განმავლობაში ვუყურებდი, იქ მე მეკარგება იმის განსაზღვრება, რომ მე რაღაც ბალანსი უნდა დავიცვა, ობიექტურობა უნდა დავიცვა. აქ უკვე ჩემთვის მართლა წითელი ხაზია. როდესაც რუსეთს ეხება საქმე, აქ ყველაფერი დამთავრებულია. ადამიანები, რომლებიც ყველა გამოკითხვაში, ბოლო წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ არ უნდათ არც ერთი პარტია, ეს ადამიანები გაბრაზდნენ ახლა და ისინი გამოვიდნენ ახლა ქუჩაში. ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე ვერ აიტანს იმ შეურაცხყოფას, რაც ჩვენ მოგვაყენეს იმ დღეს,“ - განაცხადა თამარ ბაღაშვილმა. 

 

 

]]>
23-06-2019 22:00 +0400
სროლა დამიზნებით და მოკლე მანძილიდან - აქციის დარბევისას უმეტესობა თავშია დაჭრილი http://rustavi2.ge/ka/news/136943

დაჭრილი და ათობით დაშავებული ჟურნალისტი 20 ივნისის აქციაზე - განსაკუთრებულ დეპარტამენტთა თანამშრომელმა დამიზნებით ესროლა „კურიერის“ ჟურნალისტს, თამარ ბაღაშვილს. ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა, სისხლის სამართლის დანაშაულია და თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

პირს, რომელმაც თამარ ბაღაშვილის მისამართით მიზანმიმართული სროლა განახორციელა, სახე დაფარული აქვს, თუმცა მის გვერდით მყოფი კიდევ ერთი სამართალდამცველის სახე კარგად ჩანს, რაც წესით, გამოძიებას იდენტიფიცირებაში უნდა დაეხმაროს.

თამარ ბაღაშვილის მისამართით კიდევ ერთხელ განხორციელდა სროლა. ის მკლავში დაჭრეს. მის გარდა, აქციაზე ათობით ჟურნალისტი დაშავდა. პოლიცია მოკლე მანძილიდან და დამიზნებით ისროდა. პოლიციელები ისროდნენ მაშინაც, როცა მათ თავს არავინ ესხმოდა.

აქციის დარბევის დროს, პირველად ისროლეს 4 სანტიმეტრიანი ნარინჯისფერი ტყვია, რომლის ახლო მანძილიდან სროლამ შესაძლოა, ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს.

აქციის მონაწილეების უმეტესობა თავშია დაჭრილი. ადამიანებს სდევნიდნენ და დამიზნებით ესროდნენ. 

]]>
23-06-2019 21:50 +0400
მიზანმიმართული სროლა და დევნა - ახალგაზრდები, რომლებსაც ცხოვრების გაგრძელება ცალი თვალით მოუწევთ  http://rustavi2.ge/ka/news/136940

ადამიანები, რომლებსაც პოლიცია დამიზნებით ესროდა, ნადირობდა, დასდევდა და ურტყამდა - აქციის დარბევისას დაიჭრა და დაშავდა არაერთი ადამიანი. მძიმე მდგომარეობაშია ამ დრომდე 2 მომიტინგე, რამდენიმე ახალგაზრდამ დაკარგა თვალი. 

18 წლის მაკო პარლამენტის კიბეებთან დაიჭრა. დათვებზე სანადირო ტყვია მას თვალში გაარტყეს. მაკო სავადმყოფოში წევს. 20 ივნისის ბრძანების შედეგად ერთი თვალი აღარ აქვს. ამბობს, რომ არასდროს შეეგუება უსამართლობას და ქვეყნის ოკუპაციას.

"მე ვარ მაკო, 18 წლის, რომელმაც გუშინ აქციაზე დაკარგა თვალი. მე ვარ გოგო, რომელმაც ნებით თუ უნებლიეთ, თავის წილი მსხვერპლი გაიღო თავისუფლებისთვის ბრძოლაში. თითოეული ტკივილის წამი, რომელსაც ახლა ვგრძნობ, არ მინდა, დაიკარგოს და ჩაიკარგოს საოპერაციო მაგიდაზე ან პალატაში საწოლზე, სადაც მეორე ღამეს ვათევ ტკივილის გამო. არ მინდა, დაიკარგოს არაფერი, რასაც ახლა ვგრძნობ. ტკივილს, გაბრაზებას. მე დაუცველი ვიყავი იქ, როგორც ათასობით ადამიანი და გამწირეს სიკვდილისთვის, როგორც ათასობით ადამიანი. ვპირდები ყველა ჩემს გულშემატკივარს, ვიდგები მყარად და დამპირდით, რომ თქვენც იდგებით ჩემ გვერდით და იბრძოლებთ უსამართლობის წინააღმდეგ.

"ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მამხნევებს და გვერდით მიდგას და სწორედ ამ ხალხის გამო არ დავნებდები არცერთი წუთი. იმ ღამემდე არასდროს არ მჯეროდა ერთი ადამიანის ძალის და ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთი ადამიანი ვერაფერს შეცვლიდა. ახლა, როცა შორიდან ვუყურებ ჩემს თანატოლებს, ვხედავ რამხელა ძალა გვაქვს ჩვენ. რუსეთი მკვლელი ოკუპანტია! ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს! პ.ს ჩემი თითების კომბინაცია კი გეკუთვნით ყველას,ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანეთ ჩვენ სასიკვდილოდ გაწირვაში," - წერს მაკო სოციალურ ქსელში. 

მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ახალგაზრდების მისამართით ინტენსიურად ისროდა, პროტესტი მთელი ღამის განმავლობაში არ შეჩერებულა. თვალში დაიჭრა დათო ქურდოვანიძეც. 21 წლის ბიჭი ახლა "ნიუ ჰოსპიტალში" წევს და ამბობს, რომ მხედველობის დაკარგვისა და ძლიერი ტკივილის მიუხედავად, არ ეშინია, გააპროტესტოს, რომ რუსეთი ოკუპანტია და მთავრობა მოძალადე.

დათვებზე სანადირო რეზინის რაკეტის მსგავსი ტყვიით თვალი დაკარგა და სახის ძვლები დაემტვრა "რუსთავი 2-ის" დაცვის თანამშრომელს. მძიმე ფიზიკური ტრავმის მიუხედავად, არ შეშინებია და არ ეშინია პროტესტის. 

დაიჭრნენ ჟურნალისტები, ოპერატორები. მათ განსაკუთრებულ დავალებათა რაზმი მიზანმიმართულად ესროდა. მძიმე დაზიანება ცხოველების მოსაგერიებელი რეზინის ტყვიით მიიღო „კურიერის“ ჟურნალისტმა, თამარ ბაღაშვილმა. მას მხარი აქვს მოტეხილი.

მიზანმიმართულად ესროლეს „რუსთავი 2-ის" ოპერატორს, როდესაც ის პარლამენტის კიბეებთან მუშაობდა. 

ანგარიშსწორება ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. განსაკუთრებულ დავალებათა რაზმს მთელი ღამის განმავლობაში მომიტინგეების მისამართით სროლა, ქუჩებში დევნა და დაკავებები არ შეუწყვეტია.

 

]]>
23-06-2019 21:45 +0400
პროტესტი მეოთხე დღე - ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, პროვოკაციებს არ აყვნენ http://rustavi2.ge/ka/news/136939

პროტესტის მეოთხე დღე - პარლამენტის წინ აქცია გრძელდება. რუსთაველის სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები პროპორციული სიით, გათავისუფლდნენ 20 ივნისს აქციის დარბევისას დაკავებული დემონსტრანტები და დაისაჯონ ის პოლიციელები ვინც აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ.

აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ შეკრებილებს, არ აყვნენ პროვოკაციას. 

]]>
23-06-2019 21:08 +0400
არ მოველოდი ასეთ გართულებას, თორემ მეყოფოდა ძალა, რომ გადავეფარებოდი ყველას - დედა სიდონია http://rustavi2.ge/ka/news/136938

აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდობას ჩვენზე გაცილებით უკეთესი და ძვირფასი ღირებულებები აქვს - ეს განცხადება დედა სიდონიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა. დედა სიდონიამ შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და მათ სოლიდარობა გამოუცხადა. 

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზია ის, რომ მე არ ვიცოდი, კრიტიკულ, კრიზისულ სიტუაციაში, ჩვენი ახალგაზრდობა, როგორ ნებას გამოავლენდა. მე არ ვიცოდი, როგორ განვითარდა ის, რა ღირებულებები ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ამ ახალგაზრდობას ჩვენზე გაცილებით უკეთესი და ძვირფასი ღირებულებები აქვს. მე არ მოველოდი ასეთ გართულებას, თორემ მეყოფოდა ძალა, რომ პირველი ვმდგარიყავი და გადავეფარებოდი ყველას, ბავშვებს. კიდევ ერთ რამ მინდა გითხრათ, არ შეგვეშინდეს იმ მდგომარეობის, რაც არის დღეს, თუნდაც ეკლესიაში. ეკლესია არის ორგანიზმი და არის ორგანიზაცია, ეს არ უნდა შეგვეშალოს ჩვენ. ეკლესია არის იესო ქრისტე, არის სარწმუნოება. ჩვენ ინდივიდები ყოველთვის ვიქნებით სარწმუნოების მატარებელი, რომელიც საზოგადოებისთვის არის ძალიან აუცილებელი და ღირებული. ეს არის საყრდენი გაურკვევლობაში და დაბნეულობაში მყოფი ადამიანების, არის ნუგეში, არის თანადგომა. ეკლესია უნდა იყოს სოციალური,“ - განაცხადა დედა სიდონიამ.

 

 

]]>
23-06-2019 20:51 +0400
ეს ქვეყანა წარმატებული ვერ იქნება თუკი გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომლეიც პასუხს არ აგებს შეცდომებზე - ეკა გიგაური http://rustavi2.ge/ka/news/136934

ეს ქვეყანა წარმატებული ვერ იქნება თუ კი ჩვენ გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც პასუხს არ აგებს თავის შეცდომებზე - ეს განცხადება "საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა. ეკა გიგაური, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება, "კურიერთან" აცხადებს, რომ სამართლიანობის აღსადგენად აუცილებელია, ყველა ადამიანი დღეს იდგეს რუსთაველზე.

„მიუხედავად პარტიული გემოვნებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მოვიდეს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. ეს მოთხოვნები ხომ ყველასთვის არის, ეს ხომ არ არის რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენ ვამბობთ, რომ იყოს პროპორციული არჩევნები და შემდეგ, ვისაც აირჩევს ხალხი, ის იყოს მთავრობაში,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ეკა გიგაური მოუწოდებს საზოგადოებას, ნუ წამოეგებიან იმ პროპაგანდას, რომელიც სოციალურ ქსელში მიმდინარეობს, თითქოს, აღნიშნული აქცია პარტიული ხასიათისაა.

„დეზინფორმაციას ავრცელებენ იმ სპიკერებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოდიან ამ აქციაზე. ეს არის სირცხვილი და ესეთ მეთოდები იყენებს რუსეთი,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.   

]]>
23-06-2019 20:25 +0400
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის გზატკეცილზე - დაშავებულია 10 ადამიანი http://rustavi2.ge/ka/news/136936

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის გზატკეცილზე - დაშავებულია 10 ადამიანი. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ერთმანეთს ლექსუსის ტიპის ავტომობილი და სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

"რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

]]>
23-06-2019 20:15 +0400
ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში სპეცრაზმი შეიყვანეს - ექსკლუზიური კადრები http://rustavi2.ge/ka/news/136933

„კურიერის“ ექსკლუზიური კადრები - ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში სპეცრაზმი შეიყვანეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯგუფები სასახლის შიდა ტერიტორიაზე განლაგდნენ, მათ შორის შეყვანილია 3 სპეცავტომობილი, რომელიც სიგნალის ჩასახშობად გამოიყენება. სავარაუდოდ, იმისთვის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მობილური და ინტერნეტკავშირი შეიზღუდოს. 

ადგილზე მყოფი ძალოვანი უწყების წარმომადგენლები არ ამბობენ, რატომ იმყოფებიან ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან და კითხვაზე, რატომ არის საპოლიციო ძალების ასეთი მობილიზება ტერიტორიაზე, სამართალდამცველები ჟურნალისტს პრესსამსახურთან ამისამართებს.

„გიდასტურებთ, რომ პოლიციაა. ჩვენ მზადყოფნაში ვართ ყოველთვის, სადაც დაირღვევა და იქნება ამის მცდელობა, შევეცდებით, რომ დავარეგულიროთ სიტუაცია. იქ, სადაც ამის საფრთხე იქნება, იქ დავიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სად იქნება,“ - ამბობს ერთ-ერთი სამართალდამცველი.

სპეცრაზმის მობილიზება, სავარაუდოდ, იმ აქციებს უკავშირდება, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს. „კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ შუშის სასახლეში სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ჩაფხუტებით და ფარებით შეიყვანეს.

ადგილზე უპრეცედენტო რაოდენობის სამართალდამცველი იმყოფებოდა. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ასევე, საპატრულო ეკიპაჟის მანქანებიც.

მას შემდეგ, რაც ადგილზე „კურიერის“ გადამღები ჯგუფი მივიდა, სამართალდამცველებმა ტერიტორია, ეტაპობრივად, დატოვეს, თუმცა ბიძინა ივანიშვილის სასახლის ტერიტორიის მიმდებარედ გაჩერდნენ. 

]]>
23-06-2019 20:05 +0400
თელავში კვირიკე დიდის XI საუკუნით დათარიღებული სავარაუდო სასახლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს http://rustavi2.ge/ka/news/136930

თელავის ისტორიულ ნაწილში კვირიკე დიდის სავარაუდო სასახლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომელიც XI საუკუნით თარიღდება ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები ორ კვირაზე მეტია, მიმდინარეობს. ექსპედიციის ხელმძღვანელის გიორგი ლაღიაშვილის თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მათ მიერ ნაპოვნი უძველესი ნაშთების დაკონსერვება მოხდება.

არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის დასავლეთ ნაწილშიც. დაბახნების დასახლებაში სპეციალისტებმა V-VII საუკუნეებით დათარიღებულ რიგით მეხუთე ციხე-კოშკის ნაშთებს მიაკვლიეს, რომელსაც იმ პერიოდში თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ თელავში აღმოჩენილი ისტორიული ნაგებობები როგორც ტურისტული, ისე არქეოლოგიური თვალსაზრისით ახალი რუქის შექმნის საფუძველია.

]]>
23-06-2019 19:29 +0400
ქართველ ხალხს მხარდაჭერას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები უცხადებენ http://rustavi2.ge/ka/news/136929

ქართველ ხალხს მხარდაჭერას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები უცხადებენ. მათი ფოტოები სოციალური ქსელით ვრცელდება.

მოქალაქეები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ დარბევას აპროტესტებენ და საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდში დგომას აფიქსირებენ.

ფოტოებზე ყველა მათგანს, სიმბოლურად, ცალი თვალი დაფარული აქვს.


 

 

]]>
23-06-2019 19:19 +0400
აქცია რუსთაველის თეატრთან - ახალგაზრდები დაკავებული სტუდენტების გათავისუფლებას ითხოვენ  http://rustavi2.ge/ka/news/136927

აქცია რუსთაველის თეატრის წინ - შეკრებილი ახალგაზრდები 20 ივნისს, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების გათავისუფლებას ითხოვენ.

სტუდენტები უნივერსიტეტთან ანტისაოკუპაციო ტრანსპარანტებით მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ „რუსეთი ოკუპანტია“. 

]]>
23-06-2019 19:05 +0400
„საქართველო შენთან ვართ“ - ქართველმა ემიგრანტებმა სალონიკში აქცია გამართეს http://rustavi2.ge/ka/news/136926

„საქართველო შენთან ვართ“ - საქართველოს დროშებით და ტრანსფარანტებით ხელში სალონიკში ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა დაგმეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი დემონსტრანტების სასტიკი დარბევა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს. ისინი იმედოვნებენ, რომ აქციის მონაწილეების ლეგიტიმური მოთხოვნები შესრულდება. 

]]>
23-06-2019 18:56 +0400
„ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც გავლენებს არ ექვემდებარება" - "ლიბერალის" ყოფილი რედაქტორი http://rustavi2.ge/ka/news/136925

"ლიბერალს“ ყველა ჟურნალისტი ტოვებს - ამის მიზეზად ისინი სარედაქციო ხედვის დაანონსებულ ცვლილებას ასახელებენ. "ლიბერალის" სამმა რედაქტორმა და რვა ჟურნალისტმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც მიზეზებია განმარტებული. ისინი წერენ, რომ შორენა შავერდაშვილს გაუგზავნეს განცხადება, რომლითაც შეატყობინეს, რომ 30 კალენდარული დღის შემდეგ ტოვებდნენ რედაქციას, თუმცა მფლობელის მოთხოვნით, რედაქციის დატოვება ხვალვე უწევთ.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათ არ უგრძნიათ მათ დამოუკიდებელ საქმიანობაში ან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა. ისინი აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მათი ხედვები „ლიბერალის“ მფლობელისა და გენერალური დირექტორის ხედვებს სცდება. ჟურნალისტები არ ამბობენ, კონკრეტულად რა საკითხებში არ დაემთხვა მათი ხედვები ერთმანეთს.

თავდაპირველად, ჟურნალისტებმა მფლობელს მიმართეს და სთხოვეს, რომ მათთვის გადაეცვა ან მიეყიდა გამოცემა „ლიბერალი“, რათა მათ გამოცემა საკუთარი შეხედულებების შესაბამისად ემართათ.

„ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც გავლენებს არ ექვემდებარება და არ დაქვემდებარებია არასოდეს, რომ საფრთხის ქვეშ არ დამდგარიყო ჩვენი საქმიანობის შედეგები, მას შევთავაზეთ, რომ გადმოეცა ჩვენთვის მთელი თიმისთვის, შეექმნა პრეცედენტი, რომ რედაქცია ემართათ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც წლების გამავლობაში ამ რედაქციაში მუშაობდნენ და ქმნიდნენ კვალიფიციურ, მაღალი ხარისხის მიუკერძოებელ მედიას. ის აპირებს, ჩაერთოს უშუალოდ მართვაში, ის აპირებს ახალი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბებას და გეგმავს, დროებითი მმართველის დანიშვნას, რომ არ მოსწონს ის პროდუქტი, რასაც ჩვენ აქამდე ვაკეთებდით. აპირებს, რომ თავისი ხედვები განახორციელოს ამ მედიაში და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ჩვენი ხედვები მოგვწონს და ამიტომ, წავალთ და ამ ჩვენი ხედვებით ვიმუშავებთ,“ - განაცხადა "ლიბერალის" ყოფილმა რედაქტორმა, ზურაბ ვარდიაშვილმა.

ჟურნალისტები ახალი  პლატფორმას, ონლაინ გამოცემას შექმნიან, იმ პრინციპების შესაბამისად, რომლითაც ისინი წლებია, "ლიბერალს" ამუშავებენ.  

„ჩვენ ვრჩებით ჩვენი ღირებულებების ერთგული, თუმცა შევთავაზებთ განსხვავებული კუთხით და განსხვავებული საშუალებებით იმ საკითხების გაშუქებას, რაც ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური. სრულიად დამოუკიდებელი და იქნება პრეცედენტი, როცა თვითონ ჟურნალისტები ქმნიან ორგანიზაციას და მხოლოდ ჟურნალისტები იქნებიან მმართველობაში. ჩვენ არ გვეყოლება ვინმე მესაკუთრე, რომელიც ჩაერევა თუ არ ჩაერევა სარედაქციო პოლიტიკაში. ეს თემა არ იქნება მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა "ლიბერალის" ახალი ამბების ყოფილმა რედაქტორმა,  დათო გამისონიამ.

 

]]>
23-06-2019 18:54 +0400
ჩვენთვის გასაგებია ის უკმაყოფილება, რომელიც პარლამენტში გავრილოვის ყოფნას მოჰყვა - პოლონეთის საგარეო უწყება http://rustavi2.ge/ka/news/136924

ოფიციალური ვარშავა უპრეცედენტო სამოქალაქო პროტესტის მონაწილეებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ იზიარებს ქართველი ხალხის უკმაყოფილებას, რომელიც რუსული დელეგაციის თბილისში ვიზიტმა გამოიწვია.

"2008 წლის ომის გათვალისწინებით, რომლის შესახებაც ქართველი ხალხის მეხსიერებაში მოგონებები ჯერ კიდევ ცოცხალია და იმ აგრესიული პოლიტიკის კონტექსტში, რომელსაც რუსეთი საქართველოსთან და ამასთან ერთად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში ატარებს, ჩვენთვის გასაგებია იმ უნდობლობისა და უკმაყოფილების გამოხატვა, რომელიც საქართველოს პარლამენტში სერგეი გავრილოვისა და რუსი დელეგატების ყოფნას მოჰყვა," - ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში.

ვარშავაში აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტებისა და საზოგადოების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაუშვებელია.

"გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, რომელიც ვალდებულია, უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება," - ნათქვამია განცხადებაში. 

]]>
23-06-2019 18:32 +0400
მას შემდეგ, რაც იყო პროტესტი, მოიტანეს აქ ეს სცენაც და ბარიერები - ირმა ნადირაშვილი http://rustavi2.ge/ka/news/136923

პარლამენტის წინ, სადაც აქცია უახლოეს პერიოდში დაიწყება, ჯებირები მიიტანეს. მას შემდეგ, რაც ადგილიდან მერიამ სცენა და ჯებირები გაიტანა, ადგილზე აქციის ორგანიზატორები და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მივიდნენ. მწვავე პროტესტის შემდეგ მერიამ სცენა ადგილზე დააბრუნა, უკვე მოგვიანებით კი ადგილზე ჯებირებიც მიიტანა.

რუსთაველის გამზირზე იმყოფება ირმა ნადირაშვილიც. ის თბილისის მერს მიმართავს, შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები და ნუ უშლის ხელს აქციის მონაწილეებს.

„მქონდა კომუნიკაცია ვიცემერთან და შესაბამის სამსახურთან. მათ თქვეს, რომ დიახ, დასუფთავების სამსახურის წაღებულია ეს სცენები და მიმითითეს, რომ მეძებნა სცენები ბელიაშვილის რომელიღაცა საწყობში. მას შემდეგ, რაც იყო პროტესტი ორგანიზატორების მხრიდან, „ევროპული საქართველოს“ მხრიდან, მათ მოიტანეს აქ ეს სცენაც და შემდეგ, დამატებითი ღონისძიებების შემდეგ მოიტანეს ბარიერები. ეს ბარიერები  ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ კალაძის გამოგზავნილმა ზონდერებმა ვერ შეძლონ ამ აქციას მისცენ პროვოკაციული ხასიათი. ჩვენ ეს გუშინ ავირიდეთ და დღესაც აუცილებლად ავირიდებთ თავიდან. მე ვთხოვ კახი კალაძეს, რომ მან მართლა თავისი მოვალეობა შეასრულოს. ასეთი ტონით ნუ ლაპარაკობს იმიტომ, რომ მხოლოდ გახარიას გადადგომა არ არის ერთ-ერთი მოთხოვნა. მთავარია, რომ ჩინოვნიკებმა, რომელთაც ხელფასს ჩვენ ვუხდით, თავისი მისია შეასრულონ, თავისი მოვალეობა და არ შეეცადონ, აქ აქციის არევ-დარევას, რაც ნამდვილად არ გამოუვათ,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

]]>
23-06-2019 18:16 +0400
მოვუწყობთ ხელისუფლებას ჯოჯოხეთს, მივაკითხავთ კაბინეტებში - აქციის ორგანიზატორი http://rustavi2.ge/ka/news/136922

მასშტაბური აქციის მეოთხე დღე - რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტები უკვე იკრიბებიან. სიტყვით გამოსვლები პარლამენტის შენობის წინ ერთ საათში უნდა დაიწყოს. მოთხოვნები უცვლელია - ჩატარდეს არჩევნები უკვე პროპორციული სისტემით, დაუყოვნებლივ გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია, სასწრაფოდ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები და ადეკვატურად დაისაჯონ ის სამართალდამცველები, რომლებმაც გადაამეტეს უფლებამოსილებას.

„დღეს არის პროტესტის მეოთხე დღე, ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ თუ სამივე მოთხოვნა არ შესრულდა, ყოველდღე მოვუწყობთ ხელისუფლებას ჯოჯოხეთს და პროტესტის ფორმები იქნება ბევრნაირი. თუ პირველი სამი დღე ეს პროტესტის ფორმა ძირითადად დისლოცირებდა რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის წინ, ჩვენ ახლა უფრო ფართო პროტესტის ფორმები გვექნება, ჩვენ მათ კაბინეტებში მივაკითხავთ, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ინსტიტუტში, მათ პიკეტირებას მოვაწყობთ, ცოცხალ ჯაჭვს მოვაწყობთ და ასევე, ადამიანების ჯგუფი აქ, რომელიც პროტესტის უკიდურეს ფორმის მიმართვას აპირებს, მაგალითად, მიშა მშვილდაძე, რომელიც ამ აქციის მოდერატორია, ის აპირებს შიმშილობის დაწყებას. ჩვენ სხვა არჩევანი ხელისუფლებისგან განსხვავებით, არ გვაქვს. მათ აქვთ არჩევანი, რომ უკან დაიხიონ და საკუთარ ხალხს მოუსმინონ,“ -  ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი ნონიაშვილი. 

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ უნდა დაისაჯონ დამნაშავეები და გათავისუფლდნენ დაკავებული პირები. ის მოქალაქებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„ეს არის ზეპარტიული აქცია, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების აქცია. აქცია პოლიტიკურია, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ  პოლიტიკური მოთხოვნები გვაქვს, მაგრამ არ არის პარტიული. ეს არის ზეპარტიული, სამოქალაქო აქცია,“ - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა. 

აქციის დეტალებზე საუბრობს კიდევ ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მოქალაქეებს გაბრაზება მანამ არ გადაუვლით, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. 

„ეს არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია "ქართულ ოცნებას". მშვიდობიანი პროტესტი გაბრაზებული ადამიანების, რომლებსაც ბრაზი უბრალოდ არ გადაუვლით. არ გადაუვლით მანამ, სანამ არ მიიღებენ პასუხს იმ მოთხოვნებზე, რომლებიც აბსოლუტურად ლეგიტიმურად დააწესეს. დღეს არის მეოთხე დღე და რაღაცები შეიცვლება. დაყენდა ეკრანი, ამ ეკრანზე გავა ლაივი მთელი მსვლელობის, პლუს გავა კადრები, როგორ დაარბიეს და როგორ დამიზნებით ესროდნენ ჩვენს ახალგაზრდებს, როგორ დასდევდნენ ქუჩებში და ეზოებიდან და გარაჟებიდან გამოჰყავდათ ახალგაზრდები და 300-ზე მეტი ადამიანი დაიჭირეს. სავარაუდოდ, გვექნება მცირე მუსიკალური ნაწილიც,“ - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

 

]]>
23-06-2019 18:04 +0400
მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება  http://rustavi2.ge/ka/news/136920

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. ხელმოწერების შეგროვება პარლამენტის შენობის წინ ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის 17 ათასი ხელმოწერაა შეგროვებული. მოკლული თემირლანის მამა, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, ხელმოწერების შეგროვებაში მონაწილეობა მიიღონ.

მაჩალიკაშვილი დარწმუნებულია, რომ 2 თვის განმავლობაში 200 ათასი ხელმოწერა შეგროვდება.

გარდა ამისა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დააბრუნოს მოპარული კარვები, რომელიც პარლამენტის შენობის წინ იყო განთავსებული. 

]]>
23-06-2019 17:41 +0400
როგორ მიაქვთ რუსთაველის გამზირიდან სცენა - "კურიერმა" კადრები მოიპოვა  http://rustavi2.ge/ka/news/136915

რუსთაველის გამზირიდან წაღებული სცენა და ტექნიკა - "კურიერმა კადრების მოპოვება შეძლო, სადაც ჩანს თუ როგორ მიაქვთ თბილისის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს სცენა. დასუფთავების სამუშაოები პარლამენტის წინ გამთენიისას მას შემდეგ დაიწყო, რაც ტერიტორია ჟურნალისტებმა და აქციის მონაწილეებმა დატოვეს.

სცენასთან ერთად წაიღეს „რუსთავი 2-ის“ სატელევიზიო ტრანსლაციისთვის საჭირო პოდიუმი და ჯებირები.

მოგვიანებით, რაც სცენისა და აქციის ჩატარებისთვის საჭირო სხვა ატრიბუტიკის წაღებას პოლიტიკოსებისა და აქციის ორგანიზატორების პროტესტი მოჰყვა, ინვენტარის ნაწილი მერიის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების წარმომადგენლებმა უკან დააბრუნეს

 

 

]]>
23-06-2019 17:37 +0400
 "გელით ყველას ჩემს სამშობლოში" - ნინო სურგულაძე კამპანიას "იმოგზაურე საქართველოში" შეუერთდა    http://rustavi2.ge/ka/news/136917

რუსეთის ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ წამოწყებულ კამპანიას "იმოგზაურე საქართველოში" ცნობილი მეცოსოპრანო, ნინო სურგულაძე შეუერთდა. სურგულაძემ სიცილიის ქალაქ ტაორ-მინაში რიგით მეცხრე საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალ "ტაო-ბუკის" საზეიმო გახსნის გალა კონცერტსა და დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრეები საქართველოში მოიწვია.

ქართველი მეცოსოპრანო ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად მიწვეული ერთადერთი საოპერო მომღერალი იყო.

"საქართველო ულამაზესი და განსაკუთრებული ქვეყანაა, სადაც ყველას გულითადად გიმასპინძლებენ. რუსეთი ცდილობს, როგორღაც უკვე მერამდენედ დააზიანოს ჩემი ქვეყანა, მაგრამ არ გამოუვა, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვუთხარით არა მკვლელ რუსეთს და პირადად პუტინს. მჯერა, რომ ახლაც გავიმარჯვებთ. გელით ყველას ჩემს სამშობლოში," - აღნიშნა სურგულაძემ.

]]>
23-06-2019 17:15 +0400
თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი გაიხსნა http://rustavi2.ge/ka/news/136909

თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი გაიხსნა. ბალეტის მოყვარულებს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი აღდგენილი ბალეტების - ჰოლგერ სიმონ პაულის "კონსერვატორიის" და ანდრე მესაჟეს "ორი მტრედის" პრემიერაზე ეპატიჟება.

ფესტივალში წელს ოპერისა და თეატრის დასთან ერთად, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავებიც მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალი თბილისში წელს მესამედ ტარდება და ის 30 ივნისამდე გაგრძელდება.

]]>
23-06-2019 17:07 +0400