RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.ge/ ოფიციალურად - რაფაელ ნადალი სეზონს რეიტინგში პირველ ადგილზე დაასრულებს http://rustavi2.ge/ka/news/88904

პარიზის მასტერსის მეორე სათამაშო დღეს წლის მთავარი მოვლენა რაფაელ ნადალის თამაში იყო. გამარჯვების შემთხვევაში ესპანელი 2017 წელს რეიტინგის პირველ საფეხურზე დაასრულებდა.  

სენსაცია არ დაფიქსირდა. კორეელი ჩუნგი რაფამ ორ სეტში 7:5 6:3 დაამარცხა. შეხვედრა მოულოდნელად, მესამე გეიმში ნადალის დაბრეიკებით დაიწყო. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ჩაწოდების უპირატესობა ზედიზედ 2 მოპოვებული ბრეიკით დაიბრუნდა. მეცხრე გეიმში ნადალმა კვლავ დათმო თავისი ჩაწოდება და პირველი სეტი ტაი ბრეიკისკენ მიდიოდა, თუმცა მე-12 გეიმში ჩუნგმა თავის მოწოდებაზე ძალიან სუსტად ითამაშა და 1 საათიანი სეტი 7:5 მოიგო. მეორე პარტიაში ნადალი უფრო დამაჯერებლად თამაშობდა და მეტოქის დასამარცხებლად 1 ბრეიკის გაკეთებაც საკმარისი აღმოჩნდა.

"სეზონის წინ ჩემი მიზანი პირველი პოზიციის დაბრუნება ნამდვილად არ ყოფილა. იმ რთული პერიოდის და გაუთავებელი ტრავმების შემდეგ ამაზე ფიქრი შეუძლებელიც კი იყო. წლის პირველ ადგილზე დასრულება, ძალიან დიდი მიღწევა და პასუხისმგებლობაა. ასპარეზობის მაღალ დონეზე გაგრძელება მსურს. ყოველ დილით იმ მოტივაციით ვიღვიძებ, რომ კორტზე გავიდე და ჩემი თამაშის გაუმჯობესებაზე ვიმუშავო," - განაცხადა ნადალმა.

რაფაელ ნადალი სეზონს რეიტინგში პირველ პოზიციაზე უკვე მეოთხედ დაასრულებს. მსგავსი ფაქტი 2008, 2010, 2013 წლებშიც დაფიქსირდა. 2017 წელს რაფაელმა 6 ტიტული, მათ შორის 2 დიდი სლემის პირველობა მოიგო.

 

 

]]>
02-11-2017 11:00 +0400
სამეფო სპორტის უგვირგვინო მეფე http://rustavi2.ge/ka/news/88628

როჯერ ფედერერის და ხუან მარტინ დელ პოტროს მონაწილეობით ძალიან დაძაბული გამოდგა ბაზელის ტურნირი. შვეიცარიელმა მატჩი 3 სეტში 6:7, 6:4, 6:3 მოიგო.

უშეღავათო ბრძოლა პირველივე გეიმში დაიწყო, როდესაც დე პოტრომ თავისი ჩაწოდება დაკარგა, თუმცა მეტოქე უმალვე დააბრეიკადა სეტის გამარჯვებულის ვინაობა ტაი ბრეიკზე გაირკვა. საჩოგბურთო ლატარიაში არგენტინელმა კვლავ ჩაწოდების დაკარგვით დაიწყო, თუმცა ქამბექი მოახერხა და ტაი ბრეიკი 5:7 მოიგო.

მეორე პარტიაში კვლავ თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ფედერერმა გამარჯვება მხოლოდ მე-10 გეიმში მოპოვებული სეტპოინტით შეძლო. მესამე სეტი შვეიცარიელებისთვის მოულოდნელად დაიწყო. ჩაწოდება ფედერერმა გახსნა და დაბრეიკდა. ამის მიუხედავად დელ პოტრომ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და თავისი ზედიზედ 2 მოწოდება დაუთმო მეტოქეს.

დაძაბული შეხვედრა 2 საათი და 33 წუთი გაგრძელდა.

როჯერ ფედერმა ბაზელის 500 სარეიტინო ქულიანი ტურნირი მერვედ მოიგო, რაც ლეგენდარული ჩოგბურთელის კარიერისთვის რიგით 95-ე ტიტულია. 36 წლის მსოფლიოს მეორე ჩოგანი ლონდონში გასამართ წლის შემაჯამებელ ტურნირზე იასპარეზებს. 

 

]]>
30-10-2017 10:14 +0400
ჩოგბურთის კლასიკო - ფედერერმა ნადალი დაამარცხა და 27-ე მასტერსი მოიგო http://rustavi2.ge/ka/news/87524

შანხაის 1000 ქულიანი მასტერსი როჯერ ფედერერის გამარჯვებით დასრულდა. ტურნირის ფინალში 36 წლის ჩოგბურთელმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი 2 სეტში 6:4, 6:3 დაამარცხა და შანხაის მასტერსის ტიტული კარიერაში მეორედ მოიპოვა. ნადალს ფინალამდე 17 მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა და მატადორი მიმდინარე სეზონში უკვე მეოთხედ დაამარცხა, რაც 2014 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

შეხვედრა როჯერ ფედერერმა შესანიშნავად, შეცდომების გარეშე ჩაატარა. მეტოქეს ბრეიკ პონტის მოპევების საშუალებაც კი არ მისცა და თავად 3-ჯერ მოიგო ნადალის ჩაწოდება. 19 გზის დიდი სლემის გამარჯვებულმა 10 ეისი მიითვალა, რაფამ კი მხოლოდ ოთხი. მატჩი 1 საათი და 13 წუთი გაგრძელდა.

შედეგად ფედერერმა კარიერაში 27-ე მასტერსი, მიმდინარე წელს კი მეექვსე ტიტული მოიგო. 1000 სარეიტინგო ქულასთან ერთად ვეტერანმა 1 მილიონ 200.000 ათასი დოლარი გამოიმუშავა. ამასთანავე ფედერერმა რეიტინგში ნადალთან სხვაობა შეამცირა. მსოფლიოს პირველი ჩოგანის სტატუსის მოსაპოვებლად ბრძოლა გრძელდება. 36 წლის შვეიცარიელს ამისთვის პარიზის მასტერსის და წლის შემაჯამებელი ტურნირის მოგება მართებს.

 

]]>
16-10-2017 13:00 +0400
რაფაელ ნადალმა ამერიკის ღია პირველობა მოიგო http://rustavi2.ge/ka/news/84635

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა ამერიკის ღია პირველობის მოიგება მოახერხა. ნადალმა აღნიშნული ტურნირი კარიერაში მესამედ მოიგო და ახლა ესპანელს 16 დიდი სლემი აქვს მოგებული.

ფინალში ნადალის მეტოქე სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი იყო. შეხვედრა 3 სეტში 6:3, 6:3, 6:4 დასრულდა. მატჩი 2 საათი და 30 წუთი გაგრძელდა.

ფინალამდე ნადალმა დუსან ლაიოვიჩი, ტარო დანიელი,  ლეონარდო მაიერი, ალექსანდრ დოლგოპოლოვი, ანდრეი რუბლევი და ხუან მარტინ დელ პოტრო დაამაცხა.

 

]]>
11-09-2017 08:31 +0400
აშშ-ს ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია http://rustavi2.ge/ka/news/83427

ამერიკის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა რამდენიმე წუთის წინ გაირკვა. ქართველი ჩოგბურთელი აშშ-ს წარმომადგენელს, ჯარედ დონალდსონს დაუპირისპირდება.

დონალდსონი და ბასილაშვილი ერთმანეთს გასულ კვირასა ცინცინატის მასტერსზე დაუპირისპირდნენ და მაშინ გამარჯვება დონალდსონს დარჩა. ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 60-ე პოზიციაზე იმყოფება, დონალდსონი კი 51-ე ადგილზე.

შეხვედრა სავარაუდოდ 28 აგვისტოს გაიმართება, თუმცა თარიღი შესაძლოა ერთი დღით გადაიწიოს.

]]>
25-08-2017 21:12 +0400
რაფაელ ნადალი ისევ მსოფლიოს პირველი ჩოგანი იქნება http://rustavi2.ge/ka/news/82893

ATP-ის განახლებულ რეიტინგში ცვლილებები იქნება. პირველ ადგილს ესპანელი ჩოგბურთელი, რაფაელ ნადალი დაიბრუნებს, რომელსაც ეს პოზიცია ბოლოს 2014 წელს ეკავა.

ნადალის პირველობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც როჯერ ფედერერმა ცინცინატის მასტერსზე თამაშზე ტრავმის გამო უარი თქვა და ამავდროულად ტურნირს გამოტოვებს ენდი მარეი. ბრიტანელს 600 სარეიტინგო ქულა დააკლდება.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალი  მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის სტატუსს 142 კვირის განმავლობაში ატარებდა.

]]>
18-08-2017 16:17 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონი გამარჯვებით დაიწყო http://rustavi2.ge/ka/news/79499

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონი გამარჯვებით დაიწყო. ბასილაშვილმა დიდი სლემის ტურნირის პირველ შეხვედრაში არგენტინელი კარლოს ბერლოკი დამაჯერებლად - 6:4, 7:6(3), 6:1 დაამარცხა.

შეხვედრა 2 საათი და 18 წუთი გაგრძელდა. გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი ATP-ის ცოცხალ რეიტინგში 8 პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად 46-ე ადგილს იკავებს, რაც მისი კარიერის საუკეთესო შედეგია.

თანრიგში ნიკას შემდეგი მეტოქე 29 წლის აშშ-ს წარმომადგენელი, სემ ქუერი იქნება, რომელიც ATP-ს რეიტინგში 28-ე ადგილს იკავებს. შეხვედრა 5 ივლისს გაიმართება.

]]>
03-07-2017 17:33 +0400
უიმბლდონი - ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე კარლოს ბერლოკი იქნება http://rustavi2.ge/ka/news/79301

უიმბლდონი - დიდი სლემის ტურნირზე კენჭისყრა გაიმართა. ძირითად ბადეში ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე 34 წლის არგენტინელი, კარლოს ბერლოკი იქნება. 

ბასილაშვილის ATPის რეიტინგში 51-ე პოზიციაზე იმყოფება. გამოცდილი არგენტინელი ჩოგბურთელი კი მე-80 ადგილზეა. მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი 37-ე საფეხურია და ATP-ის რანგის 2 ტიტული აქვს მოგებული.

უიმბლდონი 3 ივლისს იწყება. ბასილაშვილის თამაშის დაწყების ზუსტი დრო და თარიღი ამ ეტაპზე გარკვეული არ არის.

]]>
30-06-2017 14:44 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა და კარიერის საუკეთესო პოზიციაზე იმყოფება http://rustavi2.ge/ka/news/78387

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს განახლებულ რეიტინგში 4 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 51-ე ადგილს იკავებს, რაც ბასილაშვილის კარიერის საუკეთესო შედეგია. აქამდე ბასილაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი 53-ე პოზიცია იყო.

ხვალ ქართველი ჩოგბურთელი ლონდონის ტურნირზე იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 26-ე ნომერი ჟილ მიულერი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ბასილაშვილი საუკეთესო TOP 50-ის წევრი გახდება.

შეხვედრა 20 ივლისს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

]]>
19-06-2017 13:00 +0400
როჯერ ფედერერის მოულოდნელი მარცხი შტუტგარტში http://rustavi2.ge/ka/news/78116

როჯერ ფედერერი გრუნტის ტურნირების გამოტოვების შემდეგ კორტს შტუტგარტში, ბალახის საფარზე დაუბრუნდა. მერსედესის თასზე შვეიცარიელის პირველი მეტოქე გერმანელი, მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი, 39 წლის ტომი ჰაასი იყო. ვეტერანი ჩოგბურთელების დაპირისპირება ჰაასის გამარჯვებით დასრულა.

ფედერერმა პირველი სეტი საკმაოდ ადვილად 6:2 მოიგო, თუმცა შემდეგ 6:7(8), 4:6 წააგო. შეხვედრა 1 საათი და 56 წუთი გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ფედერერი მსოფლიო რეიტინგში მე-5 პოზიციას იკავებს, ტომი ჰაასი კი 302-ე ადგილზეა.

]]>
15-06-2017 13:19 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზებს http://rustavi2.ge/ka/news/77867

ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზებს. ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე 27 წლის გერმანელი პიტერ გოჟოვჩუკი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში ამჟამად 146-ე ადგილს იკავებს.

შეხვდერა 13 ივნისს, თბილისის დროით 13:00 საათზე გაიმართება.

შტუტგარტის ტურნირი ბალახის საფარზე ჩატარდება და გამარჯვებულ ჩოგბურთელს 250 სარეიტინგო ქულის გამომუშავება შეეძლება. ბასილაშვილის გარდა პირველობაზე ცნობილი ჩოგბურთელები - როჯერ ფედერერი, გრიგორ დიმიტროვი, ტომაშ ბერდიხი, ტომი ჰაასი, სტივ ჯონსონი, პილიპ კოლშრაიბერი, მიშა ზვერევი, ფელიციანო ლოპესი, და ლუკას პულიე იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ როლანდ გაროსზე წარმატებული თამაშის შემდეგ ბასილაშვილი ATP-ის განახლებულ რეიტინგში 8 პოზი

]]>
12-06-2017 15:58 +0400
ნადალის ლადესიმა http://rustavi2.ge/ka/news/77866

ესპანელმა ჩოგბურთელმა როლანდ გაროსის მე-10 ტიტული სეტის წაუგებლად მოიგო. დიდი სლემის ტურნირის ფინალში სტან ვავრინკა 3 სეტში 6:2 6:3  6:1 დაამარცხა.

მთელი პირველობის განმავლობაში ნადალმა მხოლოდ 35 გეიმი დათმო და მეტოქეები უშანსოდ დაამარცხა. ნადალი 10 ტიტულით როლანდ გაროსის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. 

ესპანელი ჩოგბურთელი ATP-ის რეიტინგშიც დაწინაურდა და ამჟამად 7.285 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

]]>
12-06-2017 15:50 +0400
ნადალი VS ვავრინკა - როლანდ გაროსის ფინალი http://rustavi2.ge/ka/news/77701

როლანდ გაროსის ფინალში ერთმანეთს ესპანელი რაფაელ ნადალი და შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა დაუპირისპირდებიან.

ტურნირის ნახევარფინალში ვავრინკამ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ენდი მარეი დაძაბულ 5 სეტიან ბრძოლაში 7:6(6), 3:6, 7:5, 6:7(3), 1:6 დაამარცხა. მატჩი 4 საათი და 38 წუთი გაგრძელდა. ნადალმა კი დომინიკ ტიმს შედარებით იოლად 3 სეტში - 6:3, 6:4, 6:0 მოუგო.

კაცებში როლანდ გაროსის ფინალური დაპირისპირება 11 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. 

]]>
10-06-2017 13:02 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალთან დამარცხდა http://rustavi2.ge/ka/news/77158

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი როლანდ გაროსის 1/16-ფინალში რაფაელ ნადალთან 6:0, 6:1, 6:0 დამარცხდა.

შეხვედრა 1 საათი და 34 წუთი გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2 შეხვედრის მოგება მოახერხა. ბასილაშვილმა ჯერ ჟილ სიმონსი დაამაცხა, შემდეგ კი ვიქტორ ტროიცკი.

]]>
02-06-2017 16:59 +0400
დღის შეხვედრა - ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება http://rustavi2.ge/ka/news/77134

როლანდ გაროსის პირველობაზე დღეს მესამე ეტაპის შეხვედრები გაიმართება. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირის მთავარ ფავორიტს, ესპანელ რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება.

1/16-ფინალამდე ბასილაშვილმა ფრანგი ჟილ სიმონი, შემდეგ რეიტინგის 35-ე ნომერი სერბი, ვიქტორ ტროიცკი დაამარცხა. როლან გაროსის მესამე წრეში გასვლით, 25 წლის ქართველმა სპორტსმენმა 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

რაფაელ ნდალი მსოფლიოს ყოილი პირველი ჩოგანია, ესპანელი ამჟამად რეიტინგში მე-4 პოზიციას იკავებს. ბასილაშვილი-ნადალის საჩოგბურთო დაპირისპირება თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

]]>
02-06-2017 12:28 +0400
ნიკოლას კიკერი http://rustavi2.ge/ka/news/76999

]]>
31-05-2017 21:28 +0400
გრიგორ დიმიტროვი http://rustavi2.ge/ka/news/76997

]]>
31-05-2017 21:27 +0400
მილოშ რაონიჩ http://rustavi2.ge/ka/news/76998

]]>
31-05-2017 21:27 +0400
მარტინ ჩილიჩი http://rustavi2.ge/ka/news/76996

]]>
31-05-2017 21:26 +0400
რობინ ჰაასე http://rustavi2.ge/ka/news/76994

]]>
31-05-2017 21:25 +0400
მარტინ დელ პოტრო http://rustavi2.ge/ka/news/76995

]]>
31-05-2017 21:25 +0400
მიხაილ კუკუშკინი http://rustavi2.ge/ka/news/76993

]]>
31-05-2017 21:24 +0400
აგნეშკა რადვანსკა http://rustavi2.ge/ka/news/76992

]]>
31-05-2017 21:23 +0400
თეიმურაზ გაბაშვილი http://rustavi2.ge/ka/news/76989

]]>
31-05-2017 21:22 +0400
ტომაშ ბერდიხი http://rustavi2.ge/ka/news/76990

]]>
31-05-2017 21:22 +0400
ჯო-ვილფრედ ცონგა http://rustavi2.ge/ka/news/76991

]]>
31-05-2017 21:22 +0400
დავიდ გოფინი http://rustavi2.ge/ka/news/76985

]]>
31-05-2017 21:21 +0400
რაიან ჰარისონი http://rustavi2.ge/ka/news/76987

]]>
31-05-2017 21:21 +0400
მიხეილ ზვერევი http://rustavi2.ge/ka/news/76988

]]>
31-05-2017 21:21 +0400
ტომი ჰაასი http://rustavi2.ge/ka/news/76984

]]>
31-05-2017 21:19 +0400
ტადას ბაბელისი http://rustavi2.ge/ka/news/76980

]]>
31-05-2017 21:18 +0400
ჟილ სიმონსი http://rustavi2.ge/ka/news/76981

]]>
31-05-2017 21:18 +0400
კარენ ხაჩანოვი http://rustavi2.ge/ka/news/76982

]]>
31-05-2017 21:18 +0400
ალექსანდ ზვერევი http://rustavi2.ge/ka/news/76983

]]>
31-05-2017 21:18 +0400
დომინიც ტიმი http://rustavi2.ge/ka/news/76976

]]>
31-05-2017 21:17 +0400
მარტინ კლიზანი http://rustavi2.ge/ka/news/76977

]]>
31-05-2017 21:17 +0400
ვიქტორ ტროიცკი http://rustavi2.ge/ka/news/76978

]]>
31-05-2017 21:17 +0400
ბორნა ჩორიჩი http://rustavi2.ge/ka/news/76979

]]>
31-05-2017 21:17 +0400
რაფაელ ნადალი http://rustavi2.ge/ka/news/76971

]]>
31-05-2017 21:16 +0400
ბორის ბეკერი http://rustavi2.ge/ka/news/76972

]]>
31-05-2017 21:16 +0400
ნოვაკ ჯოკოვიჩი http://rustavi2.ge/ka/news/76973

]]>
31-05-2017 21:16 +0400
როჯერ ფედერერი http://rustavi2.ge/ka/news/76974

]]>
31-05-2017 21:16 +0400
ანდი მარეი http://rustavi2.ge/ka/news/76975

]]>
31-05-2017 21:16 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილი http://rustavi2.ge/ka/news/76970

]]>
31-05-2017 21:15 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსზე წარმატებულ თამაშს აგრძელებს http://rustavi2.ge/ka/news/76957

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსზე წარმატებულ თამაშს აგრძელებს. ბასილაშვილმა დიდი სლემის ტურნირის მეორე რაუნდში სერბი ვიქტორ ტროიცკი 3 სეტში  7:6(3), 7:6(2), 7:6(6) დაამარცხა და 1/16 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე რაფაელ ნადალი-რობინ ჰაასეს წყვილს შორის გამარჯვებული იქნება.

]]>
31-05-2017 18:41 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილმა როლანდ გაროსი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო http://rustavi2.ge/ka/news/76774

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ბასილაშვილმა მსოფლიოს 31-ე ჩოგანი, ფრანგი ჟილ სიმონსი 4 სეტში 1:6, 6:2, 6:4, 6:1 დაამარცხა.

მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ვიქტორ ტროიცკი იქნება (ATP-ის რეიტინგი 35) შეხვედრის დაწყების ზუსტ თარიღსა და დროს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

]]>
29-05-2017 15:59 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსზე იასპარეზებს http://rustavi2.ge/ka/news/76629

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში ჟო-ვილფრედ ცონგასთან დაძაბულ ბრძოლაში 2:6, 6:3, 6:1 დამარცხდა და ასპარეზობას დიდი სლემის ტურნირზე, როლან გაროსზე გააგრძელებს.

ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში იასპარეზებს, სადაც მისი პირველი მეტოქე 32 წლის ჟილ სიმონსი იქნება. სიმონსი ATP-ის რეიტინგში ამჟამად 32-ე პოზიციას იკავებს, თუმცა მისი საუკეთესო მაჩვენებელი მე-6 ადგილია და ATP-ის რანგის 12 ტიტული აქვს მოპოვებული.

შეხვედრა სავარაუდოდ 29 მაისს დაიწყება.

]]>
27-05-2017 13:14 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალშია http://rustavi2.ge/ka/news/76531

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირზე წარმატებით თამაშს აგრძელებს. ბასილაშვილმა მეოთხედფინალში არგენტინელი ნიკოლას კიკერი დამაჯერებლად 6:3, 6:1 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე 33 წლის ლეგენდარული ფრანგი ჩოგბურთელი, ჯო-ვილფრედ ცონგა იქნება, რომელიც რეიტინგში ამჟამად მე-13 პოზიციას იკავებს, თუმცა მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი მე-5 ადგილია და ATP-ის რანგის 14 ტიტული აქვს მოგებული.

ბასილაშვილი-ცონგას დაპირისპირება ხვალ, 26 მაისს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

]]>
25-05-2017 18:40 +0400
რაფაელ ნადალმა კარიერაში 72-ე ტიტული მოიგო http://rustavi2.ge/ka/news/75649

მადრიდის მასტერსის ფინალში რაფაელ ნადლმა ავსტრიელი დომინიკ ტიმი 7:6, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათი და 20 წუთი გაგრძელდა. ეს ნადალისთვის კარიერაში 72-ე ტიტული და მასტერსის 30-ე ტურნირი იყო.

აღსანიშნავია, რომ ესპანელ ჩოგბურთელს ზედიზედ 15 შეხვედრა და სამი ტურნირი აქვს მოგებული -  მონტე-კარლოს, ბარსელონას და მადრიდის.

ნადალმა ამ გამარჯვებით 1000 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და ATP-ის რეიტინგში ამჟამად  მე-4 ადგილზე იმყოფება.

 

]]>
15-05-2017 14:18 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილს ტრავმის გამო 2 კვირა გაუცდება http://rustavi2.ge/ka/news/75018

საქართველოს პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ტრავმის გამო 2 კვირა გაუცდება. ბასილაშვილს ფეხის ტრავმა გაურთულდა, რომელიც მან გასულ თვეს მარაქეშის ტურნირის დაწყების წინ მიიღო და სწორედ ამიტომ ქართველმა მაროკოს პირველობა გამოტოვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენი ყველა უაზლოეს დაგეგმილ ტურნირს გამოტოვებს და საფრანგეთის ღია პირველობის (როლან გაროსი) ძირითად ბადეში სათამაშოდ მოემზადება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ღია პირველობა 22 მაისს დაიწყება.

 

]]>
08-05-2017 10:01 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბარსელონაში პირველი შეხვედრა მოიგო და TOP ათეულის მოთამაშეს შეხვდება http://rustavi2.ge/ka/news/74018

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბარსელონას პირველობაზე პირველი შეხვედრა წარმატებით ჩაატარა. ქართველმა იაპონელი ტარო დანიელი დამაჯერებლად 6:3, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათი და 9 წუთი გაგრძელდა.

ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის პირველი ათეულის წარმომადგენელი ბელგიელი დავიდ გოფინი იქნება, რომელიც ATPის რეიტინგში მე-10 პოზიციას იკავებს. შეხვედრა 26 აპრილს, თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა დაწყების დრო შეიძლება შეიცვალოს.

]]>
25-04-2017 15:14 +0400
მტრედის გამო შეწყვეტილი რაფაელ ნადალის შეხვედრა http://rustavi2.ge/ka/news/73705

მონტე-კარლოს მასტერსზე ესპანელი რაფაელ ნადალისა და ბრიტანელი კაილ ედმუნდის მატჩი რამდენჯერმე მტრედის გამო შეწყდა.

ფრინველი თიხნარის კორტზე დაჯდა და ორგანიზატორების არაერთი მცდელობის მიუხედავად გაფრენას არ აპირებდა. მტრედმა ადგილმდებარეობა მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც საქმეში ნადალი ჩაერია, თუმცა შორს მაინც არ გაფრინდა და ტრიბუნებზე ჩამოჯდა.

შეხვედრა რაფაელ ნადალის გამარჯვებით 6:0, 5:7, 6:3 დასრულდა.

]]>
21-04-2017 12:02 +0400
სახალისო ეპიზოდი ენდი მარეი-როჯერ ფედერერის შეხვედრიდან http://rustavi2.ge/ka/news/72952

ციურიხში საქველმოქმედო შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს როჯერ ფედერი და ენდი მარეი დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის მიწურულს სახალისო ეპიზოდი დაფიქსირდა. მსოფლიოს მოქმედმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ ბურთის მიმწოდებელ ბიჭს ადგილი გაუცვალა და ფედერერთან ტაი-ბრეიკის თამაშის საშუალება მისცა.

შეხვედრა ფედერერის გამარჯვებით 6:3, 7:6(6) დასრულდა. 

]]>
11-04-2017 14:20 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილი მარაქეშის ტურნირზე იასპარეზებს http://rustavi2.ge/ka/news/72866

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, დევისის თასის შემდეგ მაროკოში გაემგზავრა, სადაც მარაქეშის ტურნირზე (თიხის საფარი, ATP 250) იასპარეზებს.

ბასილაშვილის პირველი მეტოქე ირჟი ვასელი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 53-ე ადგილზე იმყოფება. ჩეხი ჩოგბურთელის რეიტინგში კარიერის საუკეთესო პოზიცია 35 იყო და მას ATP-ის რანგის 1 ტურნირი აქვს მოგებული. ქართველი ჩოგბურთელი კი რეიტინგში 57-ე ადგილს იკავებს.

შეხვედრა 12 აპრილს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. 

]]>
10-04-2017 14:30 +0400
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასისთვის ემზადება http://rustavi2.ge/ka/news/72344

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები 7-9 აპრილს დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში ლიტვის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრები მზიურში მდებარე საჩოგბურთო კორტებზე გაიმართება.

ეროვნული გუნდი მომავალ შეხვედრას საბრძოლო შემადგენლობით ხვდება. გთავაზობთ, საქართველოს ნაკრებისშემადგენლობას; ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე, ზურა ტყემალაძე და ვაჟა შუბლაძე. გუნდის კაპიტანი დავით კვერნაძეა.

7 და 9 აპრილს საუკეთესოები ერთეულთა თანრიგში გამოვლინდებიან, 8 აპრილს კი წყვილთა შორის გამარჯვებულის ვინაობა გახდება ცნობილი. გამარჯვების შემთხვევაში საქართველო თურქეთი-შვედეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

]]>
04-04-2017 16:05 +0400
ფედერერის მესამე ტიტული 2017 წელს - შვეიცარიელმა მაიამის მასტერსი მოიგო http://rustavi2.ge/ka/news/72219

როჯერ ფედერერმა 2017 წელს მესამე ტიტული მოიგო. ავსტრალიის ღია პირველობის, ინდიან უელსის შემდეგ ფედერერი მაიამის მასტერსის გამარჯვებულია.

ტურნირის ფინალში 35 წლის ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალი 2 სეტში - 6:3, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათი და 35 წუთი გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ფედერერმა ესპანელს მესამედ მოუგო.

ფედერერმა კარიერაში 91-ე ტიტული მოიპოვა და ამასთანავე 1000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ვეტერანი ჩოგბურთელი ამჟამად ATP-ის რეიტინგში მეოთხე პოზიციას იკავებს, ნადალი კი მე-5 ადგილზე იმყოფება.

]]>
03-04-2017 13:02 +0400
მაიამის მასტერსის ფინალი - ფედერერი VS ნადალი http://rustavi2.ge/ka/news/72110

მაიამის მასტერსის ფინალში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი დაუპირისპირდებიან. 2017 წელს ეს ჩოგბურთელების მესამე დაპირისპირება იქნება, წინა ორი შეხვედრა ფედერერის გამარჯვებით დასრულდა.

მასტერსის ნახევარფინალში ნადალმა იტალიელი ფაბიო ფონინი 2 სეტში 6:1 ,7:5 დაამარცხა. ფედერერმა კი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 3 სეტში - 7:6 (11:9), 6:7(9:11), 7:6 (7:5) შეძლო ნიკ კირგიოსის დამარცხება.

ფედერერი-ნადალის ფინალური დაპირისპირება 2 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

]]>
01-04-2017 14:43 +0400
მაიამის მასტერსი - ნადალი ნახევარფინალშია, ფედერერი კი ბერდიხს დაუპირისპირდება http://rustavi2.ge/ka/news/71915

მაიამის მასტერსის 1/4-ფინალში ესპანელმა რაფაელ ნადალმა ჯეკ სოკი 6:2, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათი და 25 წუთს გაგრძელდა. ნახევარფინალში ნადალი იტალიელ ფაბიო ფონინის შეხვდება. მატჩი 31 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

პარარელურად კი შესანიშნავ ფორმაში მყოფი როჯერ ფედერერი ტურნირის მეოთხედფინალში ტომაშ ბერდიხს დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში ფედერერი ჩეხ მეტოქეს 17:6-ს ამარცხებს. მატჩი 30 მარტს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ფედერერის მეტოქე ზვერევი-კირგიოსის წყვილს შორის გამარჯვებული იქნება.

 

 

]]>
30-03-2017 16:54 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერს გამოეთიშა http://rustavi2.ge/ka/news/71481

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერს გამოეთიშა. ბასილაშვილი ტურნირის ძირითად ბადეში ესპანელ ჩოგბურთელთან, ტომი რობრედოსთან 3 სეტში -6:3, 4:6, 2:6 დამარცხდა.

შეხვედრა 2 საათი გაგრძელდა. ბასილაშვილმა პირველი სეტი შესანიშნავად ჩაატარა, თუმცა შემდეგ შეცდომების დაშვება დაიწყო და გამოცდილ ესპანელს გამარჯვების საშუალება მისცა.

ბასილაშვილი დევისის თასზე საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს. შეხვედრები თბილისში 7-9 აპრილს გაიმართება. ჩოგბურთელთა ნაკრების მეტოქე ლიტვა იქნება.

 

]]>
24-03-2017 13:18 +0400
მაიამის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ტომი რობრედო იქნება http://rustavi2.ge/ka/news/71234

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის ძირითად ბადეში მოხვდა. საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ ნომრად იყო განთესილი. მისი მეტოქე ბარბადოსელი დარიან კინგი უნდა ყოფილიყო, თუმცა შეხვედრა აღარ გაიმართება, რადგან ქართველი ჩოგბურთელი პირდაპირ შეიყვანეს ძირითად ბადეში.

ბასილაშვილის მეტოქე პრესტიჟულ ტურნირზე ტომი რობრედო იქნება რომელიც 2006 წელს მსოფლიოს ნომერ 5-ე ჩოგანი იყო, 34 წლის ესპანელს ATP-ის 12-ი ტურნირი აქვს მოგებული, ამ დროისთვის რობრედო მსოფლიო რეიტინგში 438-ე ადგილს იკავებს. ბასილაშვილი-რობრედოს შეხვედრა ხვალ თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

]]>
21-03-2017 17:29 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის პირველობის ძირითად ბადეში იასპარეზებს http://rustavi2.ge/ka/news/71137

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის პირველობის ძირითად ბადეში იასპარეზებს. ბასილაშვილს საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ეთამაშა, სადაც მისი მეტოქე ბარბადოსელი დარიან კინგი იყო, თუმცა ნიკას Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეში გადავიდა.

ძირიტად ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე საკვალიფიკაციო რაუნდის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მაიამის მასტერსი 1000 სარეიტინგო ქულის ტურნირია და მისი საპრიზო ფონდი 2017 წელს 7.913.405 მილიონი დოლარი იქნება.

 

 

]]>
20-03-2017 17:35 +0400
როჯერ ფედერერმა კარიერაში 90-ე ტიტული მოიგო http://rustavi2.ge/ka/news/71131

როჯერ ფედერერი ინდიან უელსის გამარჯვებული გახდა. ტურნირის ფინალში 35 წლის ჩოგბურთელმა თანამემამულე სტან ვავრინკა 2 სეტში 6:4, 7:5 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ფედერერმა 25-ე მასტერსი მოიგო, კარიერაში კი 90-ე ტიტულის მფლობელი გახდა.

ფედერერმა ინდიან უელსის მოგებიტ 1000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და ATP-ის რეიტინგში მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლა.

]]>
20-03-2017 15:40 +0400
როჯერ ფედერერის ახალი გატაცება - სიმღერა ცნობილ ჩოგბურთელებთან ერთად http://rustavi2.ge/ka/news/71004

როჯერ ფედერერმა სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო განათავსა, სადაც შვეიცარიელი სხვა ცნობილ ჩოგბურთელებთან ერთად ჯგუფ ჩიკაგოს ცნობილ სიმღერას ასრულებენ. ფედერერთან ერთად გრიგორ დიმიტროვი, ტომი ჰაასი და ნოვაკ ჯოკოვიჩიც კი ამღერდნენ.

ფედერერმა სოციალურ ქსელში იხუმრა, რომ მათ გადაწყვიტეს ახალი ჯგუფის შექმნა, რომელსაც ბექჰენდ ბოისი ერქმევა.

 

  

]]>
18-03-2017 15:37 +0400
როჯერ ფედერერმა რაფაელ ნადალი კიდევ ერთხელ დაამარცხა http://rustavi2.ge/ka/news/70823

ინდიან უელსის მერვედფინალურ მატჩში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი დაუპირისპირდნენ. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტების შეხვედრა დიდ ყურადღებას იწვევდა და სპორტის მოყვარულები დაძაბულ ბრძოლას ელოდნენ, თუმცა ფედერერმა ესპანელი ჩოგბურთელი საკმაოდ იოლად 2 სეტში - 2:6, 3:6 დაამარცხა.

შეხვედრა 1 საათი და 8 წუთი გაგრძელდა. ფედერერმა თავისი მოწოდების 76%-ი გამოიყენა, ნადალმა კი 56 %-ი. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელმა ნადალს ბოლო 3 შეხვედრა მოუგო.

ინდიან უელსის მეოთხედფინალში ფედერერი ავსტრალიელ ნიკ კირიოს დაუპირისპირდება, რომელმაც ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:4, 7:6(3) დაამარცხა. 

]]>
16-03-2017 13:21 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილმა გაბაშვილი დაამარაცხა http://rustavi2.ge/ka/news/70824

ირვინგის ჩელენჯერზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსეთის სახელით მოასპარეზე თეიმურაზ გაბაშვილი 2 სეტში 6:1, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათი და 8 წუთი გაგრძელდა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 10 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. 

მერვედფინალში ნიკას მეტოქე ფრანგი ჯერემი ჩარდი იქნება, რომელიც ATP- ის რეიტინგში 80-ე ადგილს იკავებს. შეხვედრა 16 მარტს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება. 

]]>
16-03-2017 13:05 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილი რუსეთის სახელით მოასპარეზე გაბაშვილს დაუპირისპირდება http://rustavi2.ge/ka/news/70731

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ირვინგის ჩელენჯერის ტურნირის პირველ წრეში რუსეთის სახელით მოასპარეზე, თეიმურაზ გაბაშვილს შეხვდება.

ამჟამად ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 55-ე ადგილზეა, გაბაშვილი კი 165-ე პოზიციაზე იმყოფება. ჩოგბურთელები ერთმანეთს 2013 წელს შეხვდნენ და გაბაშვილმა 3:6, 6:3, 6:3 მოიგო.

შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

]]>
15-03-2017 12:41 +0400
ბასილაშვილი ინდიან უელსის ძირიტად ბადეში იასპარეზებს http://rustavi2.ge/ka/news/70179

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით დაძლია ინდიან უელსის საკვალიფიკაციო ეტაპი. შესარჩევის ფინალში ბასილაშვილმა უზბეკი ალექსანდ ბუბლიკი 2 სეტში 6:3, 7:6 (3) დაამარცხა. 

ძირიტად ბადეში ბასილაშვილის მეტოქე ბარბადოსელი დარიან კინგი იქნება, რომელიც ATP-ს რეიტინგში 131-ე ადგილს იკავებს. შეხვედრა 10 მარტს, ღამის 02:00 საათზე დაიწყება. კინგის დამარცხების შემთხვევაში ქართველს TOP 10-ის კიდევ ერთ წარმომადგენელთან გაელ მონფილსთან მოუწევს თამაში.

 

]]>
09-03-2017 18:52 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილლი ინდიან უელსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს http://rustavi2.ge/ka/news/70062

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში მეტიუ ებდენი 2 სეტში -6:4, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათი და 11 წუთი გაგრძელდა.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბასილაშვილის მეტოქე 19 წლის ალექსანდ ბუბლიკი იქნება, რომელიც ATP- ის რეიტინგში 138-ე პოზიციას იკავებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

]]>
08-03-2017 13:32 +0400
ვიქტორ ტროიცკი http://rustavi2.ge/ka/news/69254

]]>
28-02-2017 13:42 +0400
ენდი მარეი http://rustavi2.ge/ka/news/69249

]]>
28-02-2017 13:25 +0400
ტომაშ ბერდიხი http://rustavi2.ge/ka/news/69250

]]>
28-02-2017 13:25 +0400
გაელ მონფილსი http://rustavi2.ge/ka/news/69251

]]>
28-02-2017 13:25 +0400
მარტინ დელ პორტო http://rustavi2.ge/ka/news/69248

]]>
28-02-2017 13:22 +0400
რაიან ჰარისონი http://rustavi2.ge/ka/news/69245

]]>
28-02-2017 13:20 +0400
ტომაშ კარლოვიჩი http://rustavi2.ge/ka/news/69246

]]>
28-02-2017 13:20 +0400
ჯორდან ტომპსონი http://rustavi2.ge/ka/news/69247

]]>
28-02-2017 13:20 +0400
მილოშ რაონიჩი http://rustavi2.ge/ka/news/69243

]]>
28-02-2017 13:19 +0400
ტომი ჰაასი http://rustavi2.ge/ka/news/69244

]]>
28-02-2017 13:19 +0400
დევიდ გოფინი http://rustavi2.ge/ka/news/69242

]]>
28-02-2017 13:18 +0400
დომინიკ ტიმი http://rustavi2.ge/ka/news/69240

]]>
28-02-2017 13:17 +0400
მარტინ კლიზანი http://rustavi2.ge/ka/news/69241

]]>
28-02-2017 13:17 +0400
გრიგორ დიმიტროვი http://rustavi2.ge/ka/news/69239

]]>
28-02-2017 13:16 +0400
ადრიან მანარინო http://rustavi2.ge/ka/news/69238

]]>
28-02-2017 13:14 +0400
ვილფრედ ცონგა http://rustavi2.ge/ka/news/69236

]]>
28-02-2017 13:13 +0400
მიშა ზვერევი http://rustavi2.ge/ka/news/69237

]]>
28-02-2017 13:13 +0400
როჯერ ფედერერი http://rustavi2.ge/ka/news/69233

]]>
28-02-2017 13:12 +0400
კეი ნიშიკორი http://rustavi2.ge/ka/news/69234

]]>
28-02-2017 13:12 +0400
რაფაელ ნადალი http://rustavi2.ge/ka/news/69235

]]>
28-02-2017 13:12 +0400
ნიკა ბასილაშვილი http://rustavi2.ge/ka/news/69232

]]>
28-02-2017 13:11 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილი დელრეი ბიჩის ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა http://rustavi2.ge/ka/news/68866

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშივილი სოფიის და მემფისის ტურნირებზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ დელრეი ბიჩის გათამაშებას მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

ბასილაშვილი 57-ე ჩოგანთან სტივ დასისთან 6:3, 7:5 დამარცხდა, მანამდე კი ქართველმა მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი გერმანელი ტომი ჰაასის დამარცხება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 53-ე ადგილს იკავებს. ქართევლი ჩოგბურთელი 6 მარტიდან ინდიან უელსის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.

 

]]>
24-02-2017 11:16 +0400
ბასილაშვილის პირადი რეკორდი - ქართველ ჩოგბურთელს კარიერაში საუკეთესო შედეგი აქვს http://rustavi2.ge/ka/news/68503

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ღია ტურნირის ფინალში რაიან ჰარისონთან 6:1, 6:4 დაამარცხდა. შეხვედრაში ჰარისონმა 9 ეისი შეასრულა, ხოლო ბასილაშვილმა - 1. ქართველმა ორჯერ დაუშვა ორმაგი შეცდომა და მეორე სეტში ზუსტად ამის გამო დათმო საკუთარი მოწოდება. ორი კვირის განმავლობაში ბასილაშვილი ჯერ სოფიას ტურნირზე გავიდა ნახევარფინალში, ახლა კი ფინალში იასპარეზა.

ამ ტურნირზე გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობით ბასილაშვილმა 150 სარეიტინგო ქულა და 60 ათას 355 დოლარი გამოიმუშავა. ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 14 საფეხურით დაწინაურდა და 53-ე ადგილზეა, რაც მისი კარიერაში საუკეთესო შედეგია.

მემფისის ტურნირის შემდეგ ბასილაშვილი დელრეი ბიჩზე გადაინაცვლებს, სადაც ATP-ის კიდევ ერთ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. პირველ წრეში მისი მეტოქე 38 წლის გამოცდილ გერმანელი, ტომი ჰაასი იქნება.

]]>
20-02-2017 14:29 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 20 საფეხურით დაწინაურდა http://rustavi2.ge/ka/news/68059

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიას ტურნირზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ATP-ის რეიტინგში 20 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 67-ე ადგილს იკავებს.

ბასილაშვილმა სოფიას ტურნირზე 3 შეხვედრის მოგება მოახერხა - ჯერ ფრანგი ადრიან მანარინო დაამარცხა, შემდეგ მსოფლიოს მე-8 ჩოგანი დომინიკ ტიმი, მეოთხედფინალში სლოვაკი მარტინ კლიჟანი. ნახევარფინალში ბასილაშვილი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან დამარცხდა, რომელიც საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ტურნირზე იასპარეზებს, სადაც მისი პირველი მეტოქე ავსტრალიელი ჯორდან ტომპსონი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 63-ე ადგილს იკავებს. შეხვედრა 15 თებერვალს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

]]>
14-02-2017 10:12 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიას ტურნირის ნახევარფინალში გავიდა http://rustavi2.ge/ka/news/67850

სოფიას ტურნირზე წარმატებით თამაშს აგრძელებს ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა მეოთხედფინალში სლოვაკი მარტინ კლიზანი 3 სეტში 0:6, 6:3, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათი და 58 წუთი გაგრძელდა.

ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში მე-13 პოზიციას იკავებს. შეხვედრა ხვალ, 11 თებერვალს გაიმართება, ზუსტი დრო ჯერ არ არის ცნობილი.

]]>
11-02-2017 00:02 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-8 ჩოგანი 2 სეტში დაამარცხა http://rustavi2.ge/ka/news/67748

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-8 ჩოგანი დომინიკ ტიმი 2 სეტში - 6:4, 6:4 დაამარცხა.

სოფიის ტურნირის მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქე მარტინ კლიზანი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 36-ე ადგილს იკავებს. შეხვედრა 10 თებერვალს გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ სოფიას ტურნირზე ბასილაშვილმა პირველ შეხვედრაში ფრანგი ადრიან მანარინო 7:6, 7:6 დაამარცხა.

 

]]>
09-02-2017 19:36 +0400
კურიერის ექსკლუზივი - ნიკოლოზ ბასილაშვილი დევისის თასზე და სამომავლო გეგმებზე http://rustavi2.ge/ka/news/67163

ხვალ, საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში ფინეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ნაკრების ხელმძღვანელები მთავარ იმედებს ნიკოლოზ ბასილაშვილზე ამყარებენ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს. ბასილასვილი ATP-ის რეიტინგში 89-ე ადგილზე იმყოფება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე რამდენიმე დღეა თბილისში იმყოფება და ნაკრებთან ერთად ფინეთთან მატჩისთვის ემზადება. მასთან ერთად, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში გიორგი ცივაძე, ვაჟა შუბლაძე და ზურაბ ტყემალაძე ითამაშებენ. მომავალი დაძაბული მატჩის წინ, ბასილაშვილს გულშემატკივრის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს.

ბასილაშვილმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა 2016 წლის 24 ოქტომბერს გამართა. ვენის ტურნირის მერვედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს მეათე ჩოგანი, შეჯიბრზე მეორე ნომრად განთესილი ჩეხი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა. 24 წლის ბასილაშვილი მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს და 2017 წლის უმთავრეს საჩოგბურთო ტურნირებს ოპტიმისტური განწყობით ხვდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ფინეთის საჩოგბურთო დაპირისპირება ხვალ თბილისის ახალ სპორტის სასახლეში 12:45 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

]]>
02-02-2017 22:11 +0400
ლეო მესი ბარსელონაში რჩება http://rustavi2.ge/ka/news/66876

]]>
31-01-2017 15:15 +0400
ლივერპული VS ჩელსი - დღეს პრემიერლიგის ცენტრალური მატჩია http://rustavi2.ge/ka/news/66875

]]>
31-01-2017 15:13 +0400
დოპინგ სკანდალი ჩოგბურთში http://rustavi2.ge/ka/news/66869

]]>
31-01-2017 15:06 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილი სხვა შუადღის სტუმარი იყო http://rustavi2.ge/ka/news/66870

]]>
31-01-2017 15:06 +0400
ნოვაკ ჯოკოვიჩი იმედგაცრუებულია http://rustavi2.ge/ka/news/66866

]]>
31-01-2017 15:03 +0400