RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.ge/ ყველაზე ცუდი შედეგი ბოლო 70 წლის განმავლობაში - ანგელა მერკელი კანცლერის პოსტზე რჩება http://rustavi2.ge/ka/news/85780

ანგელა მერკელის "ქრისტიან დემოკრატიულმა" პარტიამ ბოლო 70 წლის განმავლობაში გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, თუმცა პარტია ხმების რაოდენობით, მაინც პირველ ადგილზე გავიდა. ისინი პარლამენტში 33 პროცენტით შედიან.

მეოთხე ვადით რჩება კანცლერის პოსტზე ანგელა მერკელი. აღსანიშნავია, რომ მესამე რეიხის დაცემის შემდეგ, პირველად გერმანიის პარლამენტში "ნაციონალისტური" პარტიაც მოხვდა. ეგზიტპოლების თანახმად, "ნაციონალისტებმა" ხმების 13 პროცენტი მიიღეს და სავარაუდოდ, ბუნდესტაგში 94 ადგილს დაიკავებენ. 

გერმანიის პარლამენტში სულ 6 პარტია მოხვდა. მათ შორისა არიან "თავისუფალი დემოკრატები" და "მწვანეები". უბნების დახურვისთანავე, გერმანიის დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. მოსახლეობა პარლამენტში ულტრამემარჯვენეების მოხვედრას აპროტესტებდა.

]]>
25-09-2017 15:57 +0400
გიორგი კვირიკაშვილმა ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერად ახალი ვადით არჩევა მიულოცა http://rustavi2.ge/ka/news/85732

გიორგი კვირიკაშვილმა ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერად ახალი ვადით არჩევა მიულოცა. საქართველოს პრემიერმინისტრმა მილოცვა სოციალურ ქსელ "Twitter"-ში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

"დარწმუნებული ვარ, ანგელა მერკელის მეთაურობით, გერმანია და ევროკავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება," - წერს გიორგი კვირიკაშვილი.

არჩვენებში გამარჯვება გერმანიის კანცლერს საფრანგეთის პრეზიდენტმაც მიულოცა და გერმანიასთან სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ანგელა მერკელს გამარჯვება ისრაელისპრემიერ მინისტრმაც მოულოცა.

]]>
25-09-2017 08:27 +0400
არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას გერმანიაში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა http://rustavi2.ge/ka/news/85731

არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას გერმანიაში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.
მომიტინგეები ყველა დიდ ქალაქში ულტრამემეარჯვენე პარტიის პარლამენტში შესვლას აპროტესტებდნენ.

ბერლინში "ახალი ალტერნატივა გერმანიისთვის" ოფისის წინ ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მათ გაერთიანების საწინააღმდეგო პლაკატები ეჭირათ. სამართალდამცველებმა შენობის გარშემო კორდონი შეკრეს და შეკრებილებს ოფისთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

პოლიციამ მიტინგის რამდენიმე მონაწილეც დააკავა. აქციები პარტია "ახალი ალტერნატივა გერმანიისთვის" ოფისების წინ გერმანიის ყველა დიდ ქალაქში გაიმართა.

]]>
25-09-2017 08:24 +0400
ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის პოსტს მეოთხედ დაიკავებს http://rustavi2.ge/ka/news/85730

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის პოსტს მეოთხედ დაიკავებს. წინასწარი მონაცემებით, გერმანიის მოქმედი კანცელრის "ქრისტიან დემოკრატებმა" ხმათა 32.8% მოიპოვეს. მეორე ადგილზე 20.4%-ით "სოციალ დემოკრატები" არიან. მესამე ადგილზე კი პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ულტრამემარჯვენე პარტია გავიდა. "ახალ ალტერნატივას გერმანიისთვის" 13 % აქვს.

პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ასევე "მწვანეთა პარტიამ", "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "გერმანიის მემარცხენე პარტიამ" გადალახეს. "სოციალ დემოკრატებმა" უკვე გააკეთეს განცხადება კოალიციის დატოვებისა და ოპოზიციაში გადასვლის შესახებ.

მიუხედავად ამისა, ანგელა მერკელმა პატრიის ლიდერს, მარტინ შულცს მიმართა და ძლიერი მთავრობის შექმნის ხელშეწყობისკენ მოუწოდა. გერმანიის მოქმედმა კანცლერმა შობამდე ახალი მთავრობის ფორმირების პირობა დადო. 

]]>
25-09-2017 08:20 +0400
ბუნდესტაგის არჩევნები გერმანიაში - ბერლინში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს http://rustavi2.ge/ka/news/85710

61 მილიონზე მეტი ადამიანი გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ახალ შემადგენლობას ირჩევს. საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა კანცლერის პოსტს მეოთხე ვადით ანგელა მერკელი და როგორი იქნება ქვეყნის ახალი მმართველი კოალიცია.

ეგზიტპოლების მონაცემები ზუსტად ორ საათში გახდება ცნობილი, როდესაც ადგილობრივი დროით 06:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურება.

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნების პროცესს წელს პირველად აკვირდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია.

ბუნდესტაგის არჩევნები გერმანიის დედაქალაქში ყოველწლიურ მარათონს დაემთხვა, ამიტომ ბერლინში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გააძლიერეს. დედაქალაქის ქუჩებში წესრიგის დასაცავად ათას 500-ზე მეტი სამართალდამცველია მობილიზებული.

]]>
24-09-2017 18:14 +0400
პრინცმა ჰარიმ 2017 წლის "ძლიერთა თამაშების" პირველი გამარჯვებულები დააჯილდოვა http://rustavi2.ge/ka/news/85703

პრინცმა ჰარიმ 2017 წლის "ძლიერთა თამაშების" პირველი გამარჯვებულები დააჯილდოვა. საერთაშორისო ტურნირში, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა სამი წლის წინ დააარსა, ტრადიციულად საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამხედროები მონაწილეობენ.

თამაშებს წელს კანადა მასპინძლობს. ღონისძიებას ესწრება შეერთებული შტატების პირველი ლედიც. მელანია ტრამპს და მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს პრინცი პარი თამაშების გახსნამდე შეხვდა.

]]>
24-09-2017 15:21 +0400
შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურმა კოსმოსში საიდუმლო თანამგზავრი გაუშვა http://rustavi2.ge/ka/news/85701

შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურმა კოსმოსში საიდუმლო თანამგზავრი გაუშვა. რაკეტამ სტარტი კალიფორნიის შტატში, ვანდერ-ბერგის ბაზიდან აიღო და თანამგზავრი ორბიტაზე წარმატებით გაიყვანა.

მისი ექსპლუატაციის ვადა და მისია არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ თანამგზავრი სამხედრო-კოსმოსური დაზვერვის ეროვნული განყოფილების ინტერესებისთვის იმუშავებს. თანამგზავრის გაშვება თავდაპირველად ორი დღის წინ იგეგმებოდა, თუმცა რაკეტაში ბატარეის გამოცვლის აუცილებლობის გამო ბოლო წუთს გადაიდო.

]]>
24-09-2017 15:19 +0400
მარკ ცუკერბერგმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა http://rustavi2.ge/ka/news/85699

მარკ ცუკერბერგმა დეკრეტული შვებულებიდან გამოსვლიდან პირველივე დღეს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. სოციალურ ქსელ facebook-ის დამაარსებლის თქმით, კომპანიამ გამოძიების ფარგლებში კონგრესთან თანამშრომლობა დაიწყო.

მარკ ცუკერბერგმა იმ საშუალებებზეც ისაუბრა, რომლითაც facebook ყალბი გვერდების შექმნასა და არჩევნებში ჩარევის მცდელობებს შეეწინააღმდეგება. სოციალური ქსელი პოლიტიკურ რეკლამას უფრო გამჭვირვალეს გახდის და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს, თუ ვინ გადაიხადა თანხა. ასევე კომპანია დამატებით 250 თანამშრომელს აიყვანს, რომლებიც არჩევნების სამართლიანობაზე იმუშავებენ. facebook მთელს მსოფლიოში საარჩევნო კომისიებთან პარტნიორობასაც გააძლიერებს.

]]>
24-09-2017 15:09 +0400
ფხენიანმა ვიდეოკოლაჟი გაავრცელა, რომელშიც ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდ "კარლ უინსონს" ანადგურებს http://rustavi2.ge/ka/news/85698

ფხენიანმა ვიდეოკოლაჟი გაავრცელა, რომელშიც ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდ "კარლ უინსონს" ანადგურებს. კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით ვიდეომასალაში ნაჩვენებია, როგორ ახორციელებს ჩრდილოეთ კორეა სარაკეტო იერიშს შეერთებული შტატების ბომბდამშენსა და ავიაგამანადგურებელზე.

ვიდეორგოლში წყალქვეშა ნავიდან ამერიკის ატომურ ავიამზიდზე მოდელირებული თავდასხმაცაა ასახული. კოლაჟი ჩრდილო კორეის საინფორმაციო სააგენტოებმა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც შეერთებულმა შტატებმა ფხენიანის საზღვართან სტრატეგიული ბომბდამშენები და გამანადგურებლები გაგზავნა. პენტაგონის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავებმა დემილიტარიზებულ ზონასთან იფრინეს და ჩრდილო კორეის საზღვარს 21-ე საუკუნის პერიოდში ყველაზე მეტად მიუახლოვდნენ.

]]>
24-09-2017 15:04 +0400
ავღანეთის დედაქალაქში ნატოს კოლონას თავს დაესხნენ http://rustavi2.ge/ka/news/85696

ავღანეთის დედაქალაქში ნატოს კოლონას თავს დაესხნენ. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა ქაბულში, ალიანსის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე დანიელი სამხედროების კოლონასთან ააფეთქა.

თავდასხმის შედეგად 5 მოქალაქე დაშავდა. ჩაიმსხვრა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობების ფანჯრებიც. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

]]>
24-09-2017 14:57 +0400
5 სუპერმოდელი მილანის მოდის კვირეულზე - მათ ჯანი ვერსაჩეს ხსოვნას პატივი მიაგეს http://rustavi2.ge/ka/news/85683

მილანის მოდის კვირეული დასასრულს უახლოვდება. კვირეულის მეოთხე დღეს 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია „ბლუმარინის“ მოდის სახლმა წარადგინა. დიზაინერ ანა მოლინარის კოსტიუმები კლასიკური სტილითა და შავ-თეთრი ფერებით გამოირჩეოდა, თუმცა, მილანის კვირეულზე მოდის მიმდევრებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად „ვერსაჩეს“ მოდის სახლის დეფილეს დასასრული გახდა.

ჩვენების ბოლოს პოდიუმზე მსოფლიოს ყველაზე ცნობილი 5 სუპერმოდელი გამოჩნდა. ნაომი კემპბელს, სინდი კროუფორდს, კლაუდია შიფერს, კარლა ბრუნის და ჰელენა კრისტენ-სენს გრძელი ოქროსფერი კაბები ეცვათ. მათ პოდიუმზე დიზაინერ დონატელა ვერსაჩესთან ერთად გაიარეს და ამგვარად მიაგეს პატივი „ვერსაჩეს“ მოდის სახლის დამაარსებელს ჯანი ვერსაჩეს. სწორედ მას მიეძღვნა ბრენდის ახალი კოლექციაც.

 

 

OMG #versacess18 #versace @nataliekingham

A post shared by The Catwalk Italia - TCI (@thecatwalkitalia) on Sep 22, 2017 at 9:58am PDT

]]>
24-09-2017 12:19 +0400
განმეორებითი მიწისძვრა მექსიკაში - 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ქვეყნის სამხრეთში http://rustavi2.ge/ka/news/85682

მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა განმეორდა. 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთით, ოაჰაკას რეგიონში იგრძნობოდა.

ხალხი პანიკამ მოიცვა და ქუჩაში გავიდა, ადგილობრივი მედიის ცნობით, გულის შეტევის შედეგად ორი ქალი გარდაიცვალა.

ახალ ბიძგებს ზარალი არ მოჰყოლია დედაქალაქში, თუმცა, უსაფრთხოების მიზნით, მეხიკოში წინა მიწისძვრის შემდეგ დაწყებული სამაშველო ოპერაცია შეწყდა.

ეს მექსიკაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში რიგით მესამე ძლიერი მიწისძვრაა. სტიქიას საერთო ჯამში 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

]]>
24-09-2017 12:14 +0400
ლონდონში თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა  http://rustavi2.ge/ka/news/85681

ლონდონში თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სტრეტფორდის რაიონში, სავაჭრო ცენტრის მახლობლად მოხდა. გავრცელებული ცნობით, მამაკაცების ორ ჯგუფს შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილებმა დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლებს სახეში მჟავა შეასხეს.

სამ დაშავებულს საავადმყოფოში გადაყვანაც დასჭირდა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს და ის 15 წლისაა. გამოძიება თავდასხმას ტერორიზმს არ უკავშირებს.

]]>
24-09-2017 12:12 +0400
"თავდასხმა მშრომელთა უფლებებზე" - საპროტესტო აქცია პარიზში http://rustavi2.ge/ka/news/85679

საფრანგეთში შრომის კანონმდებლის რეფორმირებას აპროტესტებენ. ათასობით ადამიანი პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. მასშტაბური საპროტესტო აქცია ულტრამემარცხენე ლიდერის, ჟან ლუკ მელან-შონის, პარტიის მიერ იყო ორგანიზებული.

ხალხი ქუჩაში მას შემდეგ გავიდა, რაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, საპროტესტო ტალღის მიუხედავად, შრომის ახალ კანონს ხელი მოაწერა. ცვლილება დამქირავებელ კომპანიებს თანამშრომლების აყვანისა და გათავისუფლების პროცედურას უმარტივებს.

ოპოზიციის ლიდერის შეფასებით, ეს პოლიტიკა მშრომელთა უფლებებზე თავდასხმაა.

]]>
24-09-2017 12:09 +0400
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დიდხანს ვეღარ იარსებებს - დონალდ ტრამპის განცხადება twitter-ის ქსელში http://rustavi2.ge/ka/news/85680

ოფიციალური ვაშინგტონი და ფხენიანი კვლავ ერთმანეთს ემუქრებიან. დონალდ ტრამპმა twitter-ის ქსელში დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დიდხანს ვეღარ იარსებებს. ასე გამოეხმაურა შეერთებული შტატების ლიდერი გაეროს გენერალურ ასამბლეის დებატებზე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას.

ლი იონ ჰომ დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ უწოდა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი და ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეურაცხყოფისთვის ამერიკას სარაკეტო იერიშით დაემუქრა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის გამოსვლამდე ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ვაშინგტონმა სტრატეგიული ბომბდამშენები და გამანადგურებლები გაგზავნა. პენტაგონის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავებმა დემილიტარიზებულ ზონაში იფრინეს და ჩრდილო კორეის საზღვარს 21-ე საუკუნის პერიოდში ყველაზე მეტად მიუახლოვდნენ.

]]>
24-09-2017 12:08 +0400
საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში - გამოკითხვის მიხედვით, ანგელა მერკელის პარტია ლიდერობს http://rustavi2.ge/ka/news/85678

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 06:00-ზე დაიხურება. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ანგელა მერკელი კანცლერის პოსტის შენარჩუნებას მეოთხე ვადით შეძლებს. მის პარტიას - "ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს," ამომრჩევლის თითქმის ორჯერ მეტი რაოდენობა ემხრობა, ვიდრე მთავარ კონკურენტს - "სოციალ დემოკრატიულ პარტიას," რომელსაც ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი, მარტინ შულცი, ხელმძღვანელობს.

გამოკითხვების თანახმადვე, ბუნდესტაგში შესვლას პირველად შეძლებს ულტრა-მემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის," რომელსაც 13-პროცენტიანი მხრადაჭერა აქვს.

]]>
24-09-2017 12:06 +0400
ზურაბ წერეთელი, ნიკოლოზ ცისკარიძე, სტივენ სიგალი, ემირ კუსტურიცა - უკრაინამ ე.წ. შავი სია გააფართოვა http://rustavi2.ge/ka/news/85654

უკრაინის კულტურის სამინისტრომ უშიშროების სამსახურის მიმართვის საფუძველზე ე.წ. შავი სია გააფართოვა. იმ პირთა სიას, რომლებიც ოფიციალური კიევის შეფასებით, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, კიდევ 27 გვარი დაემატა.

მათ შორისაა მოქანდაკე ზურაბ წერეთელი, ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე, ასევე მსახიობი სტივენ სიგალი, სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები.

რუსი ხელოვანების ე.წ. შავი სია უკრაინის ხელისუფლებამ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ შეადგინა და მასში უკვე 120-ზე მეტი ადამიანია შეყვანილი.

 

 

]]>
23-09-2017 18:18 +0400
მიწისძვრა ჩრდილოეთ კორეაში - ბიძგების მიზეზი შესაძლოა, პოლიგონზე მომხდარი აფეთქება გამხდარიყო http://rustavi2.ge/ka/news/85649

ჩრდილოეთ კორეაში რამდენიმე საათის წინ მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, 3.4 მაგნიტუდის ბიძგები ჩრდილოეთ რეგიონში მოხდა.

ეპიცენტრი მიწის ზედაპირზე, ბირთვული პოლიგონიდან 50 კილომეტრში დაფიქსირდა, რის გამოც ჩინელ სპეციალისტებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ მიწისძვრის მიზეზი შესაძლოა, პოლიგონზე მომხდარი მორიგი აფეთქება გამხდარიყო. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ფხენიანი ტრამპის მუქარის საპასუხოდ, წყალბადის ბომბის გამოცდით დაიმუქრა.

სამხრეთ კორეაში კი ამბობენ, რომ მიწისძვრა ბუნებრივი პროცესების შედეგია, რადგან ამჯერად, მაგნიტუდა გაცილებით უფრო დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე წინა ბირთვული ექსპერიმენტების დროს ფიქსირდებოდა.

]]>
23-09-2017 17:15 +0400
თურქეთის სპეცსამსახურებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავეს http://rustavi2.ge/ka/news/85648

თურქეთის სპეცსამსახურებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის 31 უცხოელია, თუმცა მათ ეროვნებას სააგენტოები არ აკონკრეტებენ.

მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია სტამბოლში, ერთდროულად 15 მისამართზე ჩატარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ტერორიზმის ბრალდებით 5 ეჭვმიტანილის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, რომლებიც სირიასა და ერაყში იმყოფებოდნენ. დაკვირვების შემდეგ კი, სამართალდამცველები უფრო მასშტაბური ქსელის კვალზე გავიდნენ.

სპეცოპერაციის შედეგად ძალოვანებმა დიდი რაოდენობით დოკუმენტაცია და ციფრული მასალები ამოიღეს.

]]>
23-09-2017 17:12 +0400
სერგეი უდალცოვი და ედუარდ ლიმონოვი 50-მდე მხარდამჭერთან ერთად მოსკოვში დააკავეს http://rustavi2.ge/ka/news/85646

რუსეთის ოპოზიციის ლიდერები მოსკოვში არასანქცირებულ აქციაზე დააკავეს. სერგეი უდალცოვი და ედუარდ ლიმონოვი 50-მდე მხარდამჭერთან ერთად აიყვანეს. ოპოზიციის ლიდერები ე.წ. ანტიკაპიტალიზმის მსვლელობას აპირებდნენ.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მსვლელობის ნებართვაზე განაცხადი მერიაში შეიტანეს, მაგრამ უარი მიიღეს. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ აქცია სახალხო სეირნობის ფორმატში გაიმართებოდა, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

აქტივისტების ინფორმაციით, პუშკინის მოედანთან უსაფრთხოების სამსახურის და ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც სამართალდამცველებს დასაკავებელი პირების შესახებ მითითებებს აძლევდნენ.

უდალცოვი და ლიმონოვი აქციის დაწყებამდე აიყვანეს და პროტოკოლების შესადგენად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

]]>
23-09-2017 17:07 +0400
პუერტო რიკოში მასშტაბური წყალდიდობის საფრთხეა - დამბამ ჩანგრევა დაიწყო http://rustavi2.ge/ka/news/85643

ქარიშხლისგან დაზარალებული პუერტო რიკო ახალი საფრთხის წინაშე დგას. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში დამბამ ჩანგრევა დაიწყო, რაც მიმდებარე დასახლებებს მასშტაბური წყალდიდობით ემუქრება. სასწრაფო ევაკუაციის ბრძანება 70 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ქარიშხალმა "მარიამ" პუერტო რიკოს რამდენიმე დღის წინ გადაუარა და 13 ადამიანი იმსხვერპლა. სტიქიის გამო, კუნძული მთლიანად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, დაზიანებული სისტემის აღდგენას შესაძლოა თვეები დასჭირდეს. პუერტო რიკოში ჩასვლის პირობა დადო დონალდ ტრამპმაც. 

]]>
23-09-2017 15:18 +0400
დიდი ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს და არა ევროპას - ტერეზა მეი http://rustavi2.ge/ka/news/85641

დიდი ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს და არა ევროპას - ასე პასუხობს, ბრიტანეთის პრემიერი, ტერეზა მეი ევროპელი ლიდერების თხოვნას, რომლებმაც მას გუშინ გაჟღერებული ინიციატივის დეტალური განმარტება სთხოვეს.

ბრიტანეთის პრემიერმა ევროკავშირს ბრექსიტის შემდეგ, ორწლიანი გარდამავალი პერიოდი შესთავაზა. ამ ორი წლის განმავლობაში მხარეები ერთმანეთის ბაზრებზე წვდომას არსებული სახით შეინარჩუნებენ.

ტერეზა მეი განმარტავს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროპელი მოკავშირეების გვერდით დარჩება და საერთო ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, მათთან ერთად დაიცავს.

ამას გარდა, ტერეზა მეი პირობას დებს, რომ მოკავშირეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბრიტანეთი მომავალშიც გააგრძელებს დიპლომატიური და სამხედრო რესურსების გამოყენებას და საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობას.

 

ფოტო: theguardian.com

]]>
23-09-2017 15:14 +0400
გერმანიაში პოლიტიკური პარტიები ბოლო წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ http://rustavi2.ge/ka/news/85640

გერმანიის დედაქალაქში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ხვალ ბერლინის ქუჩებში 1500-ზე მეტი სამართალდამცველი იქნება მობილიზებული.

პოლიტიკური პარტიები კი, ბოლო წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ. დღეს დილით, ანგელა მერკელმა საკუთარი შტაბის წევრებს სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კანცლერი კამპანიის მონაწილეებს ყავითაც გაუმასპინძლდა. ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის პოსტის მეოთხე ვადით შენარჩუნებას ცდილობს.

 

]]>
23-09-2017 15:09 +0400
მილანი მოდის კვირეულს მასპინძლობს http://rustavi2.ge/ka/news/85632

მილანი მოდის კვირეულს მასპინძლობს. 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულისთვის ახალი ტენდენციები მოდის მოყვარულებს "მოსკინოს", "არმანის" და "რობერტო კავალის" მოდის სახლებმა წარუდგინეს.

ორიგინალური იყო "მოსკინოს" ჩვენება. მოდის სახლის მთავარმა შემოქმედმა დეფილე მილანის სამხედრო ყაზარმის ეზოში მოაწყო.

ჯერემი სკოტის კოლექცია მკვეთრი ფერებით, ყვავილებით და ბალერინის სასცენო კოსტიუმების ელემენტებით გამოირჩევა.

ფერების კონტრასტით გამოირჩევა ჯორჯო არმანის ახალი კოლექციაც. ვეტერანი დიზაინერი მოდის მოყვარულებს ყვავილებიან ქსოვილებს და ასიმეტრიულ სამოსს სთავაზობს.

მილანის მოდის კვირეულზე რობერტო კავალის მოდის სახლის ახალი მთავარი დიზაინერის დებიუტი შედგა. პოლ სარიჯის პირველმა კოლექციამ მოდის კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.

]]>
23-09-2017 12:36 +0400
თურქეთის სანაპიროსთან კატასტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა http://rustavi2.ge/ka/news/85624

თურქეთის სანაპიროსთან კატასტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა. სათევზაო ნავი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, მარმარილოს ზღვაში ჩაიძირა, მანამდე კი ეკიპაჟმა განგაშის სიგნალი გადასცა.

თურქეთის სანაპირო დაცვის ცნობით, მაშველებმა 40 ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა 15-მდე დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.

რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ მიგრანტები ან სად მიემგზავრებოდნენ, ჯერჯერობით უცნობია. 

]]>
23-09-2017 12:22 +0400
არეულობა თურქეთის პრეზიდენტის გამოსვლისას - აქტივისტებმა ერდოღანს ტერორისტი უწოდეს http://rustavi2.ge/ka/news/85623

ნიუ იორკის სასტუმროში რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სიტყვით გამოსვლა არეულობით დასრულდა. შეხვედრაზე დემონსტრანტები შეიჭრნენ და თურქეთის პრეზიდენტს მიმართვა გააწყვეტინეს.

აქტივისტებმა ერდოღანს ტერორისტი უწოდეს და შეერთებული შტატების ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა.

დემონსტრანტებს დარბაზი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ვრცელდება ინფორმაცია 5 დაკავებულის შესახებაც.

 

]]>
23-09-2017 12:18 +0400
თეირანმა მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა http://rustavi2.ge/ka/news/85622

თეირანმა მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეო მასალა ირანის სახელმწიფო არხმა გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, საუბარია "ხორამ-შარის" ტიპის ბალისტიკურ რაკეტაზე, რომელსაც ბირთვული ქობინის გადატანა და მიზნის განადგურება 2 ათასი კილომეტრ მანძილზე შეუძლია.

გაშვებამდე რამდენიმე საათით ადრე, ამ ტიპის რაკეტის პირველი დემონსტრირება თეირანმა სამხედრო აღლუმზე მოახდინა. აღლუმი ირანის პრეზიდენტმა ჩაიბარა და სამხედრო პოტენციალის გაზრდა დაანონსა.

ჰასან როუჰანმა დონალდ ტრამპის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ თეირანი არა მხოლოდ სარაკეტო სისტემის, არამედ, სახმელეთო ჯარების, ავიაციისა და საზღვაო ძალების გაძლიერებაზე იწყებს მუშაობას.

]]>
23-09-2017 12:16 +0400
"ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ვიღაც შეშლილმა თავისი რაკეტები მარჯვნივ და მარცხნივ გაუშვას"- ტრამპი კიმ ჩენ ინზე http://rustavi2.ge/ka/news/85620

გაეროს გენერალური ასამბლეიდან დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა. ალაბამას შტატში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფხენიანის მიმართ ზომები ჯერ კიდევ ქვეყნის წინა ლიდერებს უნდა მიეღოთ, თუმცა ტრამპის თქმით, ახლა "ადამიან რაკეტას" თავად გაუმკლავდება, რადგან სხვა არჩევანი არ აქვს.

"ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ვიღაც შეშლილმა თავისი რაკეტები მარჯვნივ და მარცხნივ გაუშვას,"- განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

მანამდე დონალდ ტრამპს შეურაცხადი თავად კიმ ჩენ ინმაც უწოდა და თქვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერებული მუქარის გამო, საფასურს გადაიხდის.

]]>
23-09-2017 12:12 +0400
ვაშინგტონი-ფხენიანის დაპირისპირებას სერგეი ლავროვი საბავშვო ბაღში ბავშვების ჩხუბს ადარებს http://rustavi2.ge/ka/news/85616

ვაშინგტონი-ფხენიანის დაპირისპირებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საბავშვო ბაღში ბავშვების ჩხუბს ადარებს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის შემაჯამებელ პრეს კონფერენციაზე გააკეთა.

სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის წინა ადმინისტრაცია. მან ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობების ცივი ომის დამთავრების შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაყვანაც, ობამას ადმინისტრაციას დააბრალა.

„რუსულ-ამერიკული ურთიერთობები ზარალდება არა იმიტომ, რომ კონფლიქტები არსებობს, არამედ იმის გამო, რომ წინა ადმინისტრაცია მოიქცა, როგორც მეწვრილმანე და შურისმაძიებელი და ჩადო შენელებული მოქმედების ეს ნაღმი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში,“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დონალდ ტრამპის მიერ ჩრდილოეთ კორეის მისამართით გამოთქმულ მუქარას მიუღებლად მიიჩნევს.

სერგეი ლავროვს თითქმის ერთსაათიან პრესკონფერენციაზე არცერთხელ არ უხსენებია საქართველო და უკრაინა. მას ასევე, კომენტარი არ გაუკეთებია გაეროს წევრი ქვეყნების ლიდერების გამოსვლასთან დაკავშირებით, როდესაც რუსეთი მეზობლების მიმართ სამხედრო აგრესიაში დაადანაშაულეს.

]]>
23-09-2017 11:46 +0400
ერთ-ერთი მოსამართლე მზად იყო მუხლებზე დაეჩოქა - რუსი პრანკერის ექსკლუზიური ინტერვიუ "რუსთავი 2"-თან http://rustavi2.ge/ka/news/85608

"ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ერთ-ერთი მოსამართლე მზად იყო მუხლებზე დაეჩოქა, ყველა მოთხოვნა შეესრულებინა და სამსახური გაწერია პოროშენკოს ადმინისტრაციისთვის," - ასე აფასებს რუსი პრანკერი, ალექსეი სტოლიაროვი სააკაშვილის საქმის განმხილველ მოსამართლეებთან გაკეთებულ ჩანაწერს.

რუსმა პრანკერებმა მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლეების სკანდალური ჩანაწერები გაასაჯაროვეს. ამჯერად პრანკერებმა ლვოველ მოსამართლეებს პრეზიდენტ პოროშენკოს გარემოცვის წევრის სახელით დაურეკეს.

„რუსთავი2“-თან ექსკლუზიური ინტერვიუში რუსი პრანკერი, ალექსეი სტოლიაროვი ყვება, რომ პრანკერებმა მოსამართლეებს თავი უკრაინის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრად, ალექსეი გრანოვსკად, გააცნეს.

პრანკერები, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლეებს ურეკავენ და თხოვენ, რომ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევებას შეუწყონ ხელი. ისინი, სავარაუდოდ, ლვოვის რაიონული სასამართლოს ხელმძღვანელს ირინა რომანოვას დაუკავშირდნენ.

ასევე, დეპუტატ ალექსეი გრამვსკის სახელით პრანკერები ლვოვის რაიონული სასამართლოს კიდევ ერთ წევრს იური ბელოეუსს დაუკავშირდნენ და მისგან სააკაშვილის საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოძიება მოითხოვეს.

რუსი პრანკერი „კურიერთან“ შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებასაც პასუხობს, სადაც მინისტრმა პრანკერები სააკაშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. ალექსეი სტოლიაროვი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

რუსმა პრანკერებმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ აუდიოჩანაწერი რამდენიმე კვირის წინაც გაავრცელეს, სადაც, სავარაუდოდ, მღებრიშვილმა ვითომდა უკრაინელ კოლეგას უთხრა, რომ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება ხელისუფლებას არ სურს.

]]>
22-09-2017 21:23 +0400
მიწისძვრა მექსიკაში - მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ http://rustavi2.ge/ka/news/85526

მექსიკაში ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ცენტრალურ რეგიონებში მასშტაბური ოპერაცია უკვე ორი დღეა მიმდინარეობს, თუმცა მაშველების მთავარი ყურადღება დედაქალაქში ერთ-ერთ სკოლის შენობაზეა გადატანილი.

მათი თქმით, ნანგრევებში მოყოლილი 12 წლის გოგონა ცოცხალია, თუმცა იმ ადგილამდე ჩასვლას, სადაც ბავშვი იმყოფება, ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მხოლოდ ამ ადგილას 7.1 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებს 21 ბავშვი და 5 უფროსი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი მიწისძვრის შედეგად 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მექსიკაში სამ დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

Reuters TV სამაშველო ოპერაციას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.

]]>
21-09-2017 22:04 +0400
ტყის მასშტაბური ხანძარი კანარის კუნძულებზე - 100-მდე ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა http://rustavi2.ge/ka/news/85530

კანარის კუნძულებზე ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. სტიქია დასახლებული პუნქტის მახლობლად უკვე მეორე დღეა მძვინვარებს, თუმცა მის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. დაზარალებული რაიონიდან 100-მდე ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, ცეცხლი 2 ათას ჰექტარ მიწის ფართობზეა გავრცელებული.

სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ავიაციაც. ადგილობრივი ხელისუფლება კი ჩაკეტილი მაგისტრალების გახსნასა და დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენაზე მუშაობს.

]]>
21-09-2017 22:03 +0400
აშშ დონბასში გაეროს სამშვიდობო ძალების განთავსებას მხარს უჭერს http://rustavi2.ge/ka/news/85533

ამერიკის შეერთებული შტატები დონბასში გაეროს სამშვიდობო ძალების განთავსების შესახებ უკრაინიის ინიციავას მხარს უჭერს. ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

უკრაინისა და შეერთებული შტატების ლიდერებმა მოლაპარაკება ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართეს.

პეტრო პოროშენკოს თქმით, ის და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ მთავარი ამოცანა უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია, სუვერენიტეტის აღდგენა და მშვიდობის დამყარებაა.

]]>
21-09-2017 20:41 +0400
აშშ-ის სპეცპროკურორი დონალდ ტრამპის საქმიანობით დაინტერესდა http://rustavi2.ge/ka/news/85487

შეერთებული შტატების სპეციალური პროკურორი საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის გამოძიების ფარგლებში, დონალდ ტრამპის საქმიანობით დაინტერესდა. რობერტ მალერი თეთრი სახლისგან ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდის დოკუმენტაციასა და ჩანაწერებს ითხოვს.

გავრცელებული ცნობით, სპეცპროკურორი 13 მნიშვნელოვანი თემითაა დაინტერესებული, მათ შორის FBI-ის ყოფილი დირექტორის გადაყენებისა და დონალდ ტრამპი უმცროსის რუს ადვოკატთან შეხვედრის დეტალებით.

]]>
21-09-2017 12:31 +0400
ქარიშხალ "მარიას" პუერტო რიკოში ერთი ადამიანი ემსხვერპლა http://rustavi2.ge/ka/news/85486

ქარიშხალმა "მარიამ" პუერტო რიკო ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რომელსაც სახურავი დაეცა. დაზარალებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ოფიციალური მონაცემები კვლავაც არ არსებობს.

ამ დროისთვის "მარია" მეოთხედან მესამე კატეგორიამდე შესუსტდა და დომინიკელთა რესპუბლიკისკენ მიემართება.

"მარია" "ირმას" შემდეგ მეორე ძლიერი ქარიშხალია, რომელმაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში კარიბის ზღვის კუნძულებს გადაუარა.

]]>
21-09-2017 12:30 +0400
მაშველები მექსიკის სკოლის ნანგრევებიდან 13 წლის გოგოს ამოყვანას ცდილობენ http://rustavi2.ge/ka/news/85485

მექსიკაში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველებმა დედაქალაქში სკოლის ნანგრევებში 13 წლის გოგოს ცოცხალს მიაკვლიეს და ახლა მის ამოყვანას ცდილობენ.

სკოლა ერთ-ერთია იმ შენობებიდან, რომელიც მექსიკის ცენტრალურ რეგიონებში 7.1 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების შედეგად ჩამოინგრა.

მხოლოდ ამ ადგილას 21 ბავშვი და 5 უფროსი დაიღუპა, საერთო ჯამში კი, სტიქიას 230-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ნანგრევებიდან 50-ზე მეტი ადამიანის ცოცხლად ამოყვანა მოხერხდა.

]]>
21-09-2017 12:28 +0400
პუერტო-რიკოში ქარიშხალ "მარიას" შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან http://rustavi2.ge/ka/news/85471

პუერტო-რიკოში ქარიშხალ "მარიას" შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 3 მილიონზე მეტი ადამიანი. წყლით არის დაფარული კუნძულის ნაწილი. ქარმა, რომლის სიჩქარე 250 კილომეტრს აღწევდა, შენობებს სახურავები გადახადა, წაქცეულია ხეები.

ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ელექტრომომარაგების სისტემის აღდგენას შესაძლოა რადენიმე თვე დასჭირდეს.

ერთი დღით ადრე ქარიშხალმა "მარიამ" დომინიკას გადაუარა, სადაც სტიქიას სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

]]>
21-09-2017 09:20 +0400
ბოლო მონაცემებით, მექსიკაში მიწისძვრას 230 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა http://rustavi2.ge/ka/news/85470

მექსიკის ცენტრალურ რეგიონებში ინტენსიური სამაშველო ოპერაციები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 7.1 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრას ბოლო მონაცემით, 230 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დანგრეულია ათობით შენობა.

მაშველები, სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეები ამ დრომდე ნანგრევებში დარჩენილებს ეძებენ. მომხდარის გამო მექსიკაში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა.

]]>
21-09-2017 09:16 +0400
მორიგი მიწისძვრა იაპონიაში http://rustavi2.ge/ka/news/85469

6.1 მეათედი მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა იაპონიაში. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი წყნარ ოკეანეში, კუნძულ ხონსიუდან 280 კილომეტრის დაშორებით, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გააფრთხილა.

]]>
21-09-2017 09:13 +0400
მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო უნდა დაჯარიმდეს - იური ლუცენკო http://rustavi2.ge/ka/news/85451

მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო უნდა დაჯარიმდეს - განცხადება ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გააკეთა. ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში იური ლუცენკომ აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელი სტატუსი მის საქართველოში ექსტრადირებას არ გულისხმობს.

სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები კი, იმ პირების ქმედებებში იკვეთება, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის მსგავსი სახით საზღვრის გადმოკვეთის ორგანიზება მოახდინეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებას "facebook"-ის გვერდზე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და იური ლუცენკო სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

]]>
21-09-2017 08:07 +0400
ჩვენ არ უნდა შევეგუოთ რუსეთის აგრესიას - რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე მსოფლიო ლიდერები საუბრობენ http://rustavi2.ge/ka/news/85449

რუსეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც კონფლიქტი აქვს თითქმის ყველა მეზობელთან - განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა. გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პეტრო პოროშენკომ დაწვრილებით ისაუბრა რუსეთთან ომის პერიოდსა და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს მშვიდობისმყოფელების განთავსება დონბასის მთელ ტერიტორიაზე სთხოვა.

"საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ მსგავს უყურადღებობას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს საერთაშიისო საზოგარეობის მხრიდან. დაფიქრდით: სხვა ქვეყნის მიწის მოპარვა, გატაცებები, ფარული ომის წარმოება, სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება, დეზინფორმაციის გავრცელება - ეს არ არის ქცევა, რომელსაც უსაფრთხიოების საბჭოს მუდმივი წევრისგან ველოდებით. რუსეთს არ შეაქვს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში, რუსეთი თავადაა უდიდესი საფრთხე. ის სავარაუდოდ, ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რიმელსაც სხვადასხვა სახის კონფლიქტი ყველა მეზობელთან აქვს," - განაცხადა პოროშენკომ. 

საქართველოზე ისაუბრა ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ლატვიის პრეზიდენტმა. რაიმონდ ვეიონისის თქით, ოკუპირებულ აფხაზეტსა და ე.წ. სამხერეთ ოსეთში კონფლიქტის მოგვარებაში გაერო უნდა ჩაერთოს. 

რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტმაც და მაღალი ტრიბუნიდან ქვეყნების ლიდერებს ქმედებისკენ მოუწოდა.

"პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებობს სიტუაციები, რომელთა შეფასებაც მარტივია. მაგალითად, ვითარება ჩრდილოეთ კორეის გარშემო, ბირთვული შანტაჟი, ტერორიზმი, აგრესია უკრაინის მიმართ. სწორედ ამ დროს ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია კეთილისა და ბოროტის გარჩევა. ევროკავშირი და გაერო მეორე მსოფლიო ომის დრო მიმდინარე სისასტიკის საპასუხოდ შეიქმნა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო ცხოვრებაში უკანონობისა და ძალადობის წინააღმდეგ მწვავე რეაგირებაა," - აღნიშნა დონალდ ტუსკმა. 

შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა კი, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის აგრესიული ქმედებები ტერორიზმთან და ჩრდილოეთ კორეის გარშემო არსებულ ვითარებასთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ შეაფასა.  

 

]]>
21-09-2017 07:51 +0400
კარიბის ზღვის კუნძულებს ქარიშხალი "მარია" უტევს - სანაპირო ზოლის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ  http://rustavi2.ge/ka/news/85443

კარიბის ზღვის კუნძულებს კვლავ ძლიერი ქარიშხალი უტევს. "მარიამ" უკვე მიაღწია პუერტო რიკოს. ქარის სიჩქარე საათში 250 კილომეტრია. ძლიერ ქარს თან ახლავს წვიმაც. უკვე დაიტბორა დედაქალაქი სან ხოსე. მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ხელისუფლებამ სანაპირო ზოლის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 3 მეტრამდე გაიზრდება.

"მარია" მეორე ძლიერია ქარიშხალია, "ირმას" შემდეგ, რომელმაც ამ სეზონზე რეგიონს გადაუარა. სინოპტიკოსების პროგნოზით, პუერტო რიკოს შემდეგ, ის აღმოსავლეთით გადაინაცვლებს და ხვალ დომინიკელთა რესპუბლიკას მიაღწევს.

 

იხილეთ პირდაპირი ეთერი სტიქიის ზონიდან, რომელსაც სოციალურ ქსელებში გადმოსცემენ.

]]>
20-09-2017 21:02 +0400
ძლიერი მიწისძვრა მექსიკაში - მაშველები დანგრეულ შენობებში მოყოლილებს ეძებენ http://rustavi2.ge/ka/news/85442

მექსიკის ცენტრალურ რეგიონებში ინტენსიური სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. მაშველები მიწისძვრის შედეგად დანგრეულ შენობებში მოყოლილებს ეძებენ. ბოლო მონაცემით, სტიქიის შედეგად 217 ადამიანი დაიღუპა.

დაინგრა ათობით შენობა, მათ შორის მეხიკოს გარეუბანში მდებარე სკოლა, სადაც მაშველებმა 32 ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. ნანგრევებში კვლავ 22 ადამიანი რჩება. მათი ბედი ჯერჯერობით უცნობია.

7.1 მეათედი მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მექსიკაში შუადღისას მოხდა. ეპიცენტრი მეხიკოდან 120 კილომეტრის დაშორებით იყო. მიწისძვრის შემდეგ მექსიკაში ყველაზე აქტიური ვულკანიც ამოიფრქვა.

ბოლოს ძლიერი მიწისძვრა ქვეყნის სამხრეთით ერთი კვირის წინ მოხდა და 90 ადამიანი იმსხვერპლა.

]]>
20-09-2017 20:58 +0400
თეირანი არ ემუქრება არცერთ სახელმწიფოს - ირანის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის ბრალდებებს უპასუხა http://rustavi2.ge/ka/news/85441

ირანის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის ბრალდებებს გაეროს ტრიბუნიდან უპასუხა. ჰასან როუჰანიმ გენერალურ ასამბლეაზე რეგლამენტით გამოყოფილი დროის დიდი ნაწილი შეერთებული შტატების კრიტიკას დაუთმო.

ირანის ლიდერი დარბაზში მყოფებს არწმუნებდა, რომ თეირანი არ ემუქრება არცერთ სახელმწიფოს და ბირთვულ პროგრამას მხოლოდ თავდაცვითი მიზნებისთვის ავითარებს.

ჰასან როუჰანის თქმით, ირანი პირველი არ დაარღვევს ისტორიულ ბირთვულ შეთანხმებას, თუმცა მიანიშნა დონალდ ტრამპს, რომ ვაშინგტონი შეთანხმების წინააღმდეგ თუ წავა, თეირანი დაუყოვნებლივ პასუხს გასცემს. მას შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირდაპირ არ დაუსახელებია, თუმცა სიტყვით გამოსვლაში ახალბედა ლიდერი ახსენა და მას გაიძვერა უწოდა.

]]>
20-09-2017 20:51 +0400
ქარიშხალი "მარია" პუერტო რიკოში - ქარის სიჩქარე საათში 250 კილომეტრია http://rustavi2.ge/ka/news/85427

კარიბის ზღვის კუნძულებს კვლავ ძლიერი ქარიშხალი, ამჯერად „მარია“, უტევს. „მარიამ“ უკვე მიაღწია პუერტო რიკოს აღმოსავლეთ სანაპიროს. ქარის სიჩქარე საათში 250 კილომეტრია. ძლიერ ქარს თან ახლავს წვიმაც.

1932 წლის შემდეგ „მარია“ მეოთხე კატეგორიის პირველი ქარიშხალია, რომელიც პუერტო რიკოს დაატყდა თავს. მანამდე მან გვადალუპეს და დომინიკას გადაუარა, სადაც ათობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.

„ირმას“ შემდეგ „მარია“ ამ სეზონზე მეორე ძლიერი ქარიშხალია, რომელმაც რეგიონს გადაუარა. პუერტო რიკოს სანაპიროზე ტალღების სიმაღლე სამ მეტრს მიაღწევს.

]]>
20-09-2017 18:34 +0400
ესპანეთში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე ათობით თანამდებობის პირი დააკავეს http://rustavi2.ge/ka/news/85426

ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა დაკავებები დაიწყო. ოფიციალური მადრიდი მათ დამოუკიდებლობის შესახებ არალეგალური რეფერენდუმის ორგანიზებას ედავება, რომელიც პირველ ოქტომბერსაა დაგეგმილი. ძალოვანებმა კატალონიის სამთავრობო უწყებებში რეიდები ჩაატარეს და ათობით თანამდებობის პირი დააკავეს.

ერთ-ერთი დაკავებული რეგიონის ეკონომიკის მინისტრია. მაღალჩინოსანს სხვა თანაგუნდელებთან ერთად, ოფიციალური მადრიდი დამოუკიდებლობის შესახებ არალეგალური რეფერენდუმის ორგანიზებას ედავება.

სამთავრობო უწყებებში რეიდების დაწყებისთანავე ავტონომიის ქალაქები მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. ათასობით ადამიანი ლიდერების მხარდასაჭერად უწყებების შენობებთანაა შეკრებილი. 

]]>
20-09-2017 18:30 +0400
საეჭვო პაკეტი - ლონდონის ცენტრში განგაში იყო გამოცხადებული http://rustavi2.ge/ka/news/85413

ლონდონის ცენტრში ცოტა ხნის წინ განგაში იყო გამოცხადებული. მიზეზი საეჭვო პაკეტი გახდა, რომელიც გამვლელებმა შენიშნეს და პოლიციას შეატყობინეს. ადგილზე კონტრ-ტერორისტული დანაყოფის და გამნაღმველების მობილიზება მოხდა.

სამართალდამცველებმა ლონდონის ფინანსურ ცენტრში რამდენიმე შენობის ევაკუაცია მოახდინეს. შემოწმების შემდეგ პოლიციამ განაცხადა, რომ საფრთხე არ არსებობდა და პოლიციის კორდონი მოხსნა.

პარალელურად, ძალოვანებმა ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის საქმეზე კიდევ სამი ეჭვმიტანილი დააკავეს. სპეცოპერაცია, გვიან ღამით უელსში, რამდენიმე მისამართზე ჩატარდა. მეტროს მატარებელში ხელნაკეთი ბომბის აფეთქების საქმეზე გამოძიებას უკვე 5 ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული, თუმცა მათი ვინაობა არ სახელდება.

]]>
20-09-2017 16:01 +0400
”დასავლეთი 2017”-ის წვრთნებზე რუსეთი ბირთვული შეიარაღების გამოყენებას გეგმავს - ანტონი მაცერევიჩი http://rustavi2.ge/ka/news/85411

”დასავლეთი 2017”-ის წვრთნებზე რუსეთი ბირთვული შეიარაღების გამოყენებას გეგმავს. განცხადება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა. ანტონი მაცერევიჩმა რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივ წვრთნებს ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე აგრესიული სამხედრო მანევრები უწოდა.

მისი ინფორმაციით, სწავლების ფარგლებში რუსი და ბელარუსი სამხედროები ბირთვული იარაღის გამოყენებაში ივარჯიშებენ და სცენარის მიხედვით, იმიტირებულ იერიშს პოლონეთზე მიიტანენ.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა აქვე მიუთითა, რომ რუსეთის სამხედრო დოქტრინა სავარაუდო მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, პრევენციული ბირთვული იერიშის განხორციელებასაც ითვალისწინებს. ანტონი მაცერევიჩის განცხადებით, ბირთვული იარაღის სწავლებაში გამოყენება მხარეების მიერ წვრთნების გასაჯაროებულ პროგრამაში მითითებული არ ყოფილა.

 

]]>
20-09-2017 15:59 +0400
"რუსეთი ემუქრება ევროპის სტაბილურობას და განაგრძობს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას"- ჯონ ჰანტსმანი http://rustavi2.ge/ka/news/85389

რუსეთში შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატმა კრემლის აგრესიულ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. ჯონ ჰანტსმანმა სენატის საგარეო საქმეთა საკითხთა კომიტეტში მოსმენაზე ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის გამოწვევებს შორის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რუსეთთან ურთიერთობა დაასახელა.

ამერიკელმა დიპლომატმა მოსკოვის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევებზე ილაპარაკა და მათ შორის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების დემოკრატიულ პროცესებში ჩარევა და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფა დაასახელა.

„არ მაქვს ილუზია რომ, რუსეთში ამერიკის ელჩის პოსტზე მუშაობა მარტივი იქნება. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. როგორც ბირთვულ სახელმწიფოსთან და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრთან, ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი და მოგვიწევს რუსეთთან თანამშრომლობა მთელ რიგ საკითხებში, რომლებიც გლობალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ეხება. მაგრამ აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, რუსეთი ისევ ემუქრება ევროპის სტაბილურობას და განაგრძობს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, არღვევს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს. ამასთანავე ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ხელისუფლება ერეოდა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში და განაგრძობს ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას,“- განაცხადა აშშ-ს ელჩობის კანდიდატმა რუსეთში, ჯონ ჰანტსმანმა.

ჯონ ჰანტსმანის კანდიდატურა რუსეთში ელჩის თანამდებობაზე კონგრესს დონალდ ტრამპმა წარუდგინა. დამტკიცების შემთხვევაში იუტას შტატის ყოფილი გუბერნატორი და ჩინეთში ამერიკის ყოფილი ელჩი ამ თანამდებობაზე ჯონ ტეფტს ჩაანაცვლებს.

 

 

 

]]>
20-09-2017 12:27 +0400
გამანადგურებელმა მიწისძვრამ მექსიკაში 226 ადამიანი იმსხვერპლა http://rustavi2.ge/ka/news/85384

გამანადგურებელმა მიწისძვრამ მექსიკაში 226 ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა ნანგრევებში მოყოლილ ცხედრებს და ცოცხალ ადამიანებს მაშველები კვლავაც ეძებენ. ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე სკოლის ნანგრევებში 22 ბავშვის ცხედარი იპოვეს.

7.1 მაგნიტუდის ბიძგები მეხიკოდან 120 კ.მ.-ის დაშორებით დაფიქსირდა, თუმცა ყველაზე მეტად დაზარალებული მაინც ქვეყნის დედაქალაქი აღმოჩნდა.

დედაქალაქში 44 შენობა დაინგრა. უფრო მეტი დაზიანდა. 2 მილიონამდე ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია. დაზიანებულია გაზგაყვანილობის სისტემა, შედეგად რამდენიმე უბანში ხანძარიც გაჩნდა. მოსახლეობა პანიკამ მოიცვა.

მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა მოყვა რაიონებშიც, თუმცა ზარალი ჯერ დადგენილი არ არის. 

სტიქიის შემდეგ მექსიკის ყველაზე აქტიური ვულკანი ამოქმედდა.

 

 

]]>
20-09-2017 12:03 +0400
პრეზიდენტის განკარგულების გასაჩივრებას ვაპირებ, მაგრამ ამ დრომდე დოკუმენტებს არ გვაძლევენ - სააკაშვილი http://rustavi2.ge/ka/news/85381

მიხეილ სააკაშვილმა ვრცელ ინტერვიუში უკრაინულ ტელეკომპანია „NEWS ONE”-თან მომავალ სასამართლო დავასა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, მას ამ დრომდე არ მიუღია ადვოკატების მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

მისი თქმით, მხარდამჭერებთან ერთად მომავალი უმაღლესი რადისთვის კანდიდატურებს რეგიონებში შეარჩევს.

ჟურნალისტის კითხვაზე დონბასში არსებული ვითარების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონის ე.წ. ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების აზრს ვერ ხედავს.

„კიევში იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად ჩამოვედი. პრეზიდენტის განკარგულების გასაჩივრებას ვაპირებ, მაგრამ ამისთვის შესაბამის დოკუმენტები უნდა მოვიპოვო. თუმცა ამ დრომდე დოკუმენტებს არ გვაძლევენ.
პოროშენკომ დოკუმენტების გარეშე დამტოვა მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ ვიმყოფებოდი, თუმცა ეს არ არის მთავარი პრობლემა, პრობლემა უკრაინელ ხალხს ამ სისტემასთან აქვს, სადაც იცვლება სახელები და გვარები, მაგრამ არ იცვლება შინაარსი.

"რაც შეეხება დონბასისი რეგიონს, იქ ახლა იგივე ხდება რაც ჩვენთან ხდებოდა. ნებისმიერი მცდელობა ამ ხალხისა ტროას ცხენის მსგავსად იყვნენ ჩანერგილები, უკრაინაში მოკლავს უკრაინის სახელმწიფოებრიობის იდეას. ოსი სეპარატისტები მზად იყვნენ მოსალაპარაკებლად რომ არა რუსეთი, რომელმაც დაითხოვა მაშინდელი ე.წ. მთავრობა და მათ ადგილზე თავისი ხალხი დასვა. პირადად მე ვერანაირ აზრს ვერ ვხედავდი ციმბირიდან ახალი დავალებებით ჩამოსული სამხედროსთან სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებისა. ამიტომ როდესაც გვეუბნებიან, რომ მოლაპარაკებების დონბასში FSB-ს მიერ დასმულ ადამიანებთან უნდა ვაწარმოოთ, აზრს მოკლებულია. ეს იგივეა რომ მოლაპარაკებები პუტინთან აწარმოო, რომელის სურვილი კიევის კონტროლია, ხოლო მთავარი მიზანი ისაა რომ უკრაინის სახელმწიფო არ შედგეს. რუსეთის პირველივე დიდი კრიზისის დროს უკრაინა, საქართველო და მოლდოვა აღადგენენ საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

]]>
20-09-2017 09:58 +0400
მეხიკოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან http://rustavi2.ge/ka/news/85375

მეხიკოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

საქართველოს დიპლომატიური უწყების ცნობით, საკონსულო დეპარტამენტი აღრიცხვაზე მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქეს უკვე დაუკავშირდა და მათ რაიმე სახის დახმარება არ ესაჭიროებათ.

საქართველოს საკონსულოში სტიქიური უბედურების შემდეგ ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელზე დარეკვაც, საჭიროების შემთხვევაში მექსიკაში მყოფ ქართველებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

„კომუნიკაცია ყველასთან შედგა, რამდენიმე გადაურჩა ბეწვზე ტრაგედიას. დაზარალებულები და დაშავებულები არ გვყავს,“-ნიკოლოზ სახვაძემ.

]]>
20-09-2017 09:11 +0400
"წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ, ვინც ქაოსითა და ტერორით გვემუქრება" - დონალდ ტრამპი  http://rustavi2.ge/ka/news/85370

გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე მყოფ მსოფლიო ლიდერებს, გაეროს გენერალურმა მდივანმა მიმართა. ანტონიუ გუტერეშმა ყურადღება მსოფლიოს წინაშე არსებულ ისეთ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ბირთვული შეიარაღება, მიმდინარე კონფლიქტები და ტერორიზმი.

„დღევანდელ ომს არავინ იგებს. დაწყებული სირიიდან, იემენში, ავღანეთსა და სხვა ქვეყნებში მშვიდობის მოტანა მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებით მოხდება.  ჩვენ ვერ შევძლებთ ტერორიზმის დამარცხებას, თუ არ გადავწყვეტ მიმდინარე კონფლიქტებს, სადაც ექსტრემიზმი ყვავის. გაერო მუშაობს უფრო ახლო პარტნიორობის შექმნაზე ისეთ ძირითად რეგიონულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროკავშირი, არაბული ქვეყნების ლიგა. ვაგრძელებთ მშვიდობისმყოფელთა ინსტიტუტის მოდერნიზებას, რათა მსოფლიოს გარშემო მშვიდობიანი მოქალაქეები დავიცვათ,“- განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

პრეზიდენტის რანგში ორგანიზაციის წინაშე სიტყვით პირველად გამოვიდა დონალდ ტრამპი. მან გლობალურ საფრთხეებზე ისაუბრა და ჩრდილოეთ კორეას განადგურებითაც დაემუქრა.

მან მსოფლიო ლიდერებს იმ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტს ემუქრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით ხვალ გამოვა.

„შეერთებული შტატები ყოველთვის იქნება საუკეთესო მეგობარი მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით მისი მოკავშირეებისთვის, სანამ პრეზიდენტი ვარ, მე უპირველეს ყოვლისა დავიცავ ამერიკის ინტერესებს, მაგრამ შევასრულებთ ჩვენი პარტნიორების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, რადგან ვაცნობიერებ, რომ თითოეული ჩვენგანის ინტერესებშია შევქმნათ მომავალი, როდესაც ყველა ერი შეძლებს იყოს სუვერენული, წარმატებული და უსაფრთხო. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნები, მათი ინტერესები და მომავალი. არ უნდა შევეგუოთ საფრთხეებს, რომლებიც უკრაინიდან დაწყებული სამხრეთ-ჩინეთის ზღვით დამთავრებული სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტს ემუქრება. უნდა დავიცვათ და პატივი ვცეთ კანონს, საზღვრებს და კულტურას. უნდა ვიმუშაოთ ერთად და წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ, ვინც ქაოსითა და ტერორით გვემუქრება,”-განაცხადა დონალდ ტრამპმა.

]]>
20-09-2017 08:36 +0400
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა - მსოფლიო ლიდერებმა გაეროს ტრიბუნიდან რუსულ აგრესიაზე ისაუბრეს http://rustavi2.ge/ka/news/85369

გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე, დებატების გახსნის დღეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი  საქართველო იყო. ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებულ პრობლემებზე წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა ისაუბრეს.

თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.

“საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა გადამწყვეტი სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობისთვის. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა მთიანი ყარაბახის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დარეგულირების საკითხზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი კრიზისი, რომელსაც დღეს უყურადღებოდ დავტოვებთ, შესაძლოა ხვალ რეგიონულ ან საერთაშორისო კრიზისად გადაიქცეს,”-განაცხადა ერდოღანმა.

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე ისაუბრა, პოლონეთის პრეზიდენტმაც.  ანჯეი დუდას განცხადებით, თითქმის 10 წელია საქართველოში გაერო-ს წესდების მიხედვით ფუნდამენტური, საზღვრების ხელშეუხებლობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპები ირღვევა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა ესტონეთის პრეზიდენტმაც. ლიტვის პრეზიდენტმა კი გამოსვლის ძირითადი ნაწილი რუსეთის კრიტიკას დაუთმო. დალია გრიბაუსკაიტეს მოხსენების დროს რუსეთის დელეგაციამ დარბაზი დატოვა.

„მიუხედავად რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებისა დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა როგორც უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, მან საქართველოზე თავდასხმით, ყირიმის უკანონო ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში პირდაპირი მონაწილეობით გაეროს წესდება დაარღვია. რუსეთი აგრძელებს სხვადასხვა არჩევნებში ჩარევას, კიბერთავდასხმების ორგანიზებას, და ავრცელებს დეზინფორმაციას და პროპაგანდას დაქვემდებარებული მედიის საშუალებით . მსოფლიოში სხვადასხვა რეჟიმების მიერ ძირითადი საერთაშორისო ნორმების იგნორირება ხშირად ჩვენი მხრიდან ამ დარღვევებზე არასათანადო რეაგირებისა გამო ხდება. ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ პასიური დამკვირვებლები,”-განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.

]]>
20-09-2017 08:23 +0400
გიორგი კვირიკაშვილმა ემანუელ მაკრონისგან „ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარეობა გადაიბარა http://rustavi2.ge/ka/news/85367

საქართველოს პრემიერ მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან „ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარეობა გადაიბარა.
ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც დღეისთვის 75 ქვეყანას აერთიანებს, მიზნად საჯარო დაწესებულების გამჭვირვალობის და ხელისუფლების მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულების გაძლიერებას ისახავს.

„ჩვენი მიზანია შევქმნათ უფრო მეტი გამჭირვალობა, რადგან სწორედ ასე ყალიბდება საზოგადოებასთან ღია ურთიერთობა და ხდება ყველა მოქალაქეს შორის თანასწორობის განმტკიცება.
ვისაუბრეთ ასევე ანგარიშვალდებულებაზეც, რადგან ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლოა პოლიტიკოსის საქმიანობაზე ანგარიშის მიღება. ყველაფერი ციფრულ მოწყობილობებზე ჩაიწერება და ეს საზოგადოებისთვის ღია ინფორმაცია იქნება. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ამ შემთხვევაში ციფრული ტექნოლოგიები დემოკრატიისთვის განმტკიცებისთვის ახალ საშუალებას ქმნის,”-განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ OGP-ის თავმჯდომარეობა და ძლიერი დემოკრატიისთვის მებრძოლი გლობალური მოძრაობის საქმიანობაში წვლილის შეტანა საქართველოს მთავრობისთვის დიდი პატივია.

„მსურს გამოვხატო მხარდაჭერა მექსიკელი ერის მიმართ, რომელსაც ახალ მიწისძვრის შედეგებთან უხდება გამკლავება.
ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლებს შორის ვარ და გამჭვირვალობისა და დემოკრატიის უდიდესი გავლენის მქონე გლობალური მოძრაობის ახლად არჩეული თავმჯდომარის სახით მოგმართავთ. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ, განვაგრძოთ ის საქმიანობა, რომელიც საფრანგეთის მთავრობამ წამოიწყო. ჩვენი მიზანია, მივუძღვნათ ჩვენი თავმჯდომარეობა ღია მმართველობის საფუძვლების განმტკიცებას, ანუ მივცეთ ხალხს შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველო გაერთიანებას ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

]]>
20-09-2017 08:04 +0400
დამანგრეველი მიწისძვრა მექსიკაში - აშშ-ს პრეზიდენტმა დახმარების მზადყოფნა გამოთქვა http://rustavi2.ge/ka/news/85366

მექსიკაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. მექსიკელ ხალხის მიმართ თანაგრძნობა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკვე გამოხატა.

Twitter-ის საშუალებით დონალდ ტრამპმა მექსიკელებს სოლიდარობა გამოუცხადა და დახმარებას დაჰპირდა.

დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში.

„ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის თუკი ჩვენი მეზობელი ქვეყანა ამის სურვილს გამოთქვამს”,-ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თანადგომა გამოუცხადა და მექსიკელ ხალხს ურთიერთ თანადგომისკენ მოუწოდა, შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

]]>
20-09-2017 07:56 +0400
დამანგრეველი მიწისძვრა მექსიკაში - გარდაცვლილია 140-ზე მეტი ადამიანი http://rustavi2.ge/ka/news/85365

დამანგრეველი მიწისძვრა მექსიკაში - გარდაცვლილია 140-ზე მეტი ადამიანი.

7.1 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგებმა, ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში ძლიერი ნგრევა გამოიწვია.

დანგრეულია შენობები მეხიკოში, სადაც მაშველები ამ წუთებშიც ნანგრევებში ჩარჩენილ ადამიანებს ეძებენ.

მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქის მახლობლად მდებარე , შტატ პუებლაში იყო.

]]>
20-09-2017 07:47 +0400
დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას განადგურებით ემუქრება http://rustavi2.ge/ka/news/85346

„შეერთებულ შტატებს, შესაძლოა, არ ჰქონდეს სხვა არჩევანი იმის გარდა, რომ მთლიანად გაანადგუროს ჩრდილოეთ კორეა“ - ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

ტრამპმა დღეს ღიად მიანიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მკაცრ და ყველაზე რადიკალურ პასუხს გასცემს ფხენიანს. 

„არავის გამოუვლენია იმაზე მეტი სიძულვილი სხვა ქვეყნებისა და საკუთარი ხალხის კეთილდღეობისადმი, როგორც ეს გარყვნილმა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმმა გააკეთა. ის პასუხისმგებელია ჩრდილოკორეელების შიმშილით სიკდილზე, წამებებზე და მკვლელობებზე. დროა, ჩრდილოეთ კორეამ გააცნობიეროს, რომ დენუკლეარიზაცია მისი ერთ-ერთი მისაღები მომავალია. ცოტა ხნის წინ გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო ორი ხისტი რეზოლუცია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. მადლობას ვუხდი რუსეთს და ჩინეთს, რომ საბჭოს დანარჩენ წევრებს შეუერთდნენ. მაგრამ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. დროა, ყველა ქვეყანამ იმუშავოს ერთად, რომ კიმ ჩენ ინის რეჟიმის იზოლირება მოახდინოს, ვიდრე ის არ შეწყვეტს მტრულ მოქმედებებს,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტის ეს გამოსვლა დაემთხვევა ამერიკული მედიის მიერ გავრცელებულ, თუმცა, ოფიციალურ დონეზე დაუდასტურებელ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ განიხილავს ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას, მაშინაც, თუ ის პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ამერიკას და მის მოკავშირეებს.

გაეროში პრეზიდენტის პირველი გამოსვლის დროს ყურადღების მიღმა არც ირანის თემა დარჩენილა.

გვიან საღამოს ის საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა და ესაუბრა საერთო, ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმაზე ირანთან დაკავშირებით. ასევე, თუ როგორ უნდა უპასუხონ და ჩრდილოეთ კორეის მადესტაბილიზებელ ქმედებებს. 

]]>
19-09-2017 21:43 +0400
"ზაპად 2017"-ის დროს რაკეტის ჟურნალისტებისკენ გასროლას რუსეთის თვდაცვის უწყება არ ადასტურებს http://rustavi2.ge/ka/news/85312

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ზაპად 2017"-ის დროს მომხდარ ინციდენტს არ ადასტურებს. უწყება მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ლუჟსკის" პოლიგონზე ვერტმფრენმა რაკეტა ჟურნალისტების მიმართულებით გაისროლა.

ინტერნეტში მომხდარის ამსახველი ვიდეო მასალაც გავრცელდა, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, კადრებში სხვა დროს მომხდარი შემთხვევაა ასახული.

ავტორები კი ირწმუნებიან, რომ გასროლა ხალხის მიმართულებით ვერტმფრენმა შემთხვევით განახორციელა. შედეგად მძიმედ დაიჭრა ორი ადამიანი.

გუშინ "ლუჟსკის" პოლიგონს ვლადიმერ პუტინი სტუმრობდა. ის რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ სწავლებებს თავდაცვის მინისტრთან ერთად დაესწრო. "ზაპად 2017" 14 სექტემბერს დაიწყო და ხვალ სრულდება.

 

]]>
19-09-2017 15:21 +0400
აშშ-ის თავდაცვის ხარჯების 700 მილიარდ დოლარამდე გაზრდა სენატმა დაამტკიცა http://rustavi2.ge/ka/news/85311

შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტი კონგრესის ქვედა პალატის შემდეგ, სენატმაც დაამტკიცა. დოკუმენტი ქვეყნის თავდაცვის ხარჯების 700 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.

კანონში საქართველოს შესახებაც არის საუბარი და ნათქვამია, რომ შეერთებული შტატებისთვის საქართველო ღირებული პარტნიორია და არასდროს არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. კონგრესი აფასებს საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის მისიაში და კვლავაც მხარს უჭერს საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას.

"მხარს ვუჭერთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, უზრუნველყოს საკუთარი ხალხისა და სუვერენული ტერიტორიის დაცვა" - წერია კანონში, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ ივლისში მიიღო. 

]]>
19-09-2017 15:17 +0400
ფულის გათეთრება, კავშირი გაიდამაკსა და იარაღით ვაჭრობასთან - "ენმ"-ის აქცია "ქართუ ბანკთან" http://rustavi2.ge/ka/news/85290

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "ქართუ ბანკთან". ამ წუთებში სამართალდამცველები, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ბანკთან არიან მობილიზებული, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იმართება. ოპოზიცია "ქართუ ბანკს" ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ "ბანკი ქართუს" მეშვეობით, ბიუჯეტიდან მოპარული ფულის გათეთრება ხდება.

მისივე თქმით, "ბანკ ქართუს“ არადეკლარირებული ფულის გასათეთრებლად იყენებენ რუსი ოლიგარქებიც.

„ეს არის ბოროტების სასახლე, სადაც თეთრდება რუსი ოლიგარქის ფული, აქ ხდება შავი ფულის გათეთრება. ასევე კომპანიები, რომლებსაც არეგისტრირებს ივანიშვილის დეიდაშვილი არჩილ მამაცაშვილი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი კახნიაური, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ მილიონობით ლარს. ასევე მნიშვნელოვანია, „ქართუ ჯგუფმა“ გამოაქვეყნოს ის შემოსავლები, საიდან იღებს ეს ფონდი თანხებს, რა კავშირია გაიდამაკს, იარაღით ვაჭრობასა და ბიძინა ივანიშვილს შორის. თქვენ შრომობთ, ხოლო ეს ხალხი ამ თანხას იპარავს ბიუჯეტიდან. აქ ხდება ნაძარცვი თანხების გათეთრება და ეს არის ყველაფერი "ქართუ"-სთან დაკავშირებული, ეს არის ბოროტების სიმბოლო. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, აქ თეთრდება შავი ფული, არა მარტო ბიძინა ივანიშვილის, არამედ რუსი ოლიგარქების,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ქართუ ბანკის" სათაო ოფისთან დიდი რაოდენობით საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან უსაფრთხოების სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის წევრებიც.  

]]>
19-09-2017 12:03 +0400
დონალდ ტრამპის პოლიტიკის საწინააღმდეგო აქცია ნიუ იორკში http://rustavi2.ge/ka/news/85283

დონალდ ტრამპის გაეროს გენერალურ ასაბლერაზე სიტყვით გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ნიუ იორკში საპროტესტო აქცია გაიმართა. რამდენიმე ასეული ადამიანი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოლიტიკას აპროტესტებდა.

მათ ნიუ იორკის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეებს დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო პლაკატები ეჭირათ და მას გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. 

]]>
19-09-2017 08:58 +0400
ვლადიმერ პუტინი რუსეთისა და ბელორუსის საერთო სამხედრო წვრთნებს, "ზაპად 2017"-ს დაესწრო http://rustavi2.ge/ka/news/85282

ვლადიმერ პუტინი რუსეთისა და ბელორუსის საერთო სამხედრო წვრთნებს, "ზაპად 2017"-ს დაესწრო. რუსეთის პრეზიდენტი ლენინგრადის რეგიონში მდებარე პოლიგონზე ჩავიდა, სადაც მას თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი შეხვდნენ.

სტრატეგიული წვრთნები "ზაპად 2017" 14 სექტემბერს დაიწყო და რუსეთისა და ბელორუსის პოლიგონებზე 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.

წვრთნების მიმდინარეობას აკვირდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ნატოს განცხადებით, სწავლებაში 100 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. 

]]>
19-09-2017 08:56 +0400
ძლიერი ხანძარი ლონდონში - ცეცხლი ტოტენჰემის რაიონში საწყობების კომპლექსს გაუჩნდა http://rustavi2.ge/ka/news/85281

ძლიერი ხანძარი ლონდონში. ცეცხლი ტოტენჰემის რაიონში საწყობების კომპლექსს გაუჩნდა. 120-ზე მეტი მეხანძრე ცეცხლის ლოკალიზებას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. ადგილზე 20-ზე მეტი სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 1 ადამიანი. მიმდებარე ტერიტორიის ძლიერი დაკვამლიანების გამო, მაშველები მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. გამოძიება ხანძრის გაჩენის მიზეზებს სწავლობს. 

]]>
19-09-2017 08:55 +0400
ლვოვის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო http://rustavi2.ge/ka/news/85242

მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა ლვოვის ოლქში დაიწყო. სასამრთლო 10 სექტემბერს შეგინის გამშვებ პუნქტზე განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებს.

საუბარია საზღვრის უკანონოდ კვეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, სანქციის სახით ჯარიმას ითვალისწინებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა. შენობასთან მას მოწინააღმდეგეები ტრანსპარანტებით დახვდნენ, ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მესაზღვრეების დროს და ენერგიას ტყუილად ხარჯავს.

„ორი დღის წინ პოლონელი მესაზღვრეებისგან ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ კანონისა და საზღვრის დარღვევა ჩვენი მხრიდან არ მომხდარა. ჩვენ ჩვეულებრივ გამოვიარეთ პოლონეთის საზღვარი. ახლა ესენი გვიმტკიცებენ, რომ მე და ჩემმა თანამებრძოლებმა დავარღვიეთ სახელმწიფო საზღვარი. ვინ იტყუება, ეს რიტორიკული კითხვაა. პოლონელებს არაფერში ჭირდებათ ტყუილი, რომ ბანკოვას ქუჩაზე მოკალათებულებს უნდათ, რომ საპირისპირო ამტკიცონ. შევხედავთ რა იქნება. მთავარია, რომ არაფერი დამირღვევია,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

]]>
18-09-2017 18:05 +0400
რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივ სწავლებებში საზღვაო ფლოტი ჩაერთო http://rustavi2.ge/ka/news/85243

რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივ სწავლებებში საზღვაო ფლოტიც ჩაერთო. მანევრები სამხედრო გემების მონაწილეობით ბარენცის ზღვაში მიმდინარეობს. პარალელურად, ავიაცია პირობითი მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურებაშიც გადის სწავლებას.

ბელარუსისა და რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები მოწინააღმდეგის ობიექტებზე მოდელირებულ დაბომბვას ახორციელებენ. სტრატეგიული სამხედრო სწავლებები "ზაპად 2017" 14 სექტემბერს დაიწყო და ერთდროულად რამდენიმე პოლიგონზე მიმდინარეობს, მათ შორის სანქტ-პეტერბურგთანაც, სადაც დღეს ვლადიმერ პუტინი მივიდა.

]]>
18-09-2017 18:05 +0400
გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სესია - ნიუ-იორკში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს http://rustavi2.ge/ka/news/85241

გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სესიისთვის ნიუ-იორკში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. სამართალდამცველებმა ქალაქის აღმოსავლეთ რაიონში ბეტონის ბარიერები და საგუშაგოები აღმართეს, გაეროს შტაბ-ბინის მიმდებარე ქუჩებზე შეიზღუდა ტრანსპორტის მოძრაობაც.

პოლიცია ყველა ადამიანს, ვისაც ამ ტერიტორიაზე შესვლა სურს, საბუთებს უმოწმებს. მსოფლიო ლიდერების სიტყვით გამოსვლები გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ხვალიდან დაიწყება. მშობლიურ ქალაქში შეერთებული შტატების პრეზიდენტი გუშინ ჩავიდა, დღეს კი დონალდ ტრამპი გაეროს რეფორმირების საკითხზე შეხვედრას უმასპინძლებს.

]]>
18-09-2017 18:03 +0400
ბევრი სისულელე წერია - დავით საყვარელიძის დაკითხვა დასრულდა http://rustavi2.ge/ka/news/85235

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელის, დავით საყვარელიძის დაკითხვა დასრულდა. ის სამართალდამცავ უწყებაში ადვოკატებთან ერთად მივიდა.

პოლიციაში უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაიბარეს.

მას გამოძიება საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ჯგუფური არეულობის მოწყობასა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

„ბევრი სისულელე წერია, რომ მაგალითად, ჩვენ შევუთანხმდით ჟურნალისტების "ფრანსპრესის," "როიტერსის," BBC-ის ჟურნალისტებს, წინასწარი შეცნობით და განზრახვით, თომა ჩაგელიშვილი, მათ შორის, რომ უკანონოდ გადმოგვეყვანა უკრაინულ-პოლონურ საზღვარზე. თუმცა, ყველაფერი ხდებოდა უკრაინულ ტერიტორიაზე,“ - აცხადებს დავით საყვარელიძე.

დავით საყვარელიძე ამბობს, რომ ბრალდება, რომელიც მას აქვს წაყენებული, არის დაუმორჩილებლობის ბრალდება სისტემისა და რეჟიმის მიმართ.

]]>
18-09-2017 17:36 +0400
ლოს ანჯელესში "ემის" რიგით 69-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა http://rustavi2.ge/ka/news/85233

ლოს ანჯელესში "ემის" რიგით 69-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. შოუზე ტრადიციულად წლის საუკეთესო სატელევიზიო ნამუშევრები გამოავლინეს. პრესტიჟული პრემია მთავარ ნომინაციაში "მხევლის წიგნს" ერგო. მარგარეტ ეტვუდის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია წლის საუკეთესო დრამატულ სერიალად აღიარეს.

ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი, ელიზაბეტ მოსი, დრამატული სერიალის საუკეთესო ქალ მსახიობად დაასახელეს. მამაკაცებს შორის, ამავე ნომინაციაში კი, სტერლინგ ბრაუნმა გაიმარჯვა.

კომედიური ჟანრის საუკეთესო სერიალად უკვე მესამე წელია "ვიცე პრეზიდენტი" სახელდება. რამდენიმე საათიანი ცერემონია პოლიტიკური ხუმრობებითაც იყო დატვირთული.

ამ მხრივ მთავარი მოულოდნელობა სცენაზე თეთრი სახლის ყოფილი პრეს მდივნის, შონ სპაისერის გამოჩენა იყო. 

]]>
18-09-2017 15:40 +0400
კარიბის ზღვის კუნძულებს ახალი სტიქია - მარია ემუქრება http://rustavi2.ge/ka/news/85230

ქარიშხალ "ირმას" შემდეგ კარიბის ზღვის კუნძულებს ახალი სტიქია - "მარია" ემუქრება. შტორმი ძლიერდება და 36 საათში უკვე შესაძლოა, მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი გახდეს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მარიაც ზუსტად იმ ქვეყნებს გადაუვლის, რომლებოც ორი კვირის წინ "ირმამ" გაანადგურა.

მოსალოდნელი სტიქიის შესახებ უკვე გააფრთხილეს კარიბის ზღვის კუნძულების მოსახლეობა.

ამ დროისთვის ქარის სიჩქარე საათში 150 კილომეტრია. ქარიშხალი სახელად "მარია" კუნძულებს 48 საათში მიაღწევს.

]]>
18-09-2017 15:33 +0400
რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივ სამხედრო სწავლებებში საზღვაო ფლოტი ჩაერთო http://rustavi2.ge/ka/news/85228

რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივ სწავლებებში საზღვაო ფლოტიც ჩაერთო. მანევრები სამხედრო გემების მონაწილეობით, ბარენცის ზღვაში მიმდინარეობს. პარალელურად, ავიაცია პირობითი მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურებაშიც გადის სწავლებას.

ბელარუსიისა და რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები მოწინააღმდეგის ობიექტებზე მოდელირებულ დაბომბვას ახორციელებენ.

სტრატეგიული სამხედრო სწავლებები "ზაპად 2017" 14 სექტემბერს დაიწყო და ერთდროულად რამდენიმე პოლიგონზე მიმდინარეობს, მათ შორის სანქტ-პეტერბურგთანაც, სადაც დღეს მისვლას ვლადიმერ პუტინი აპირებს.

]]>
18-09-2017 15:31 +0400
მისურის შტატში მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები გრძელდება http://rustavi2.ge/ka/news/85229

სამი დღეა მისურის შტატის ქალაქ სენტ ლუისში არეულობა არ წყდება. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი 2011 წელს, ფერადკანიანი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე პოლიციელის გამამართლებელ განაჩენს აპროტესტებენ.

აქციები ყოველდღიურად სამართალდამცველებთან შეტაკებით სრულდება. მასობრივი დაკავებები წუხელ პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტები დაშლის შესახებ ბრძანებას არ დაემორჩილნენ.

სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. აქციაზე მომხდარი შეტაკების შედეგად არიან დაშავებულებიც.

]]>
18-09-2017 15:30 +0400
ლონდონის ტერაქტთან დაკავშირებით ტერორისტის შესაძლო თანამზრახველებს ეძებენ http://rustavi2.ge/ka/news/85210

ლონდონის მეტროში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კვლავ ორი ეჭვმიტანილია დაკავებული. სპეცსამსახურის თანამშრომლები კი, ტერორისტის შესაძლო თანამზრახველებს ეძებენ. რეიდები ჩატარდა რამდენიმე მისამართზე.

ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ქალაქის დასავლეთით, აღმოსავლური მაღაზია გაჩხრიკეს. ჩხრეკა ჩატარდა ორ მისამართზე სარის რაიონში. გამოძიება ვარაუდობს, რომ ტერაქტი 21 წლის ერაყელმა მოაწყო. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი ეჭვმიტანილიც. პოლიცია ორივეს დაკითხვას განაგრძობს.

სამართალდამცველებმა დაადგინეს ბომბის სახეობაც, რომელიც პარასკევს პარსონს გრინის მეტროს სადგურთან მატარებლის ვაგონში აფეთქდა.

აფეთქება ვაგონში იმ დროს მოხდა, როდესაც მატარებელი სადგურში შედიოდა. ტერაქტის შედეგად არავინ დაიღუპა, თუმცა დაშავდა 30 ადამიანი.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ბრიტანეთის სპეცსამსახურს მომხდართან მათი კავშირის მტკიცებულებები არ აქვს.

]]>
18-09-2017 12:43 +0400
ტრამპი ხვალ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით პირველად გამოვა http://rustavi2.ge/ka/news/85208

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ იორკში იმყოფება. ტრამპი ხვალ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით პირველად გამოვა. სადებიუტო გამოსვლის დროს ის ძირითადად ჩრდილო კორეის კრიზისსა და გლობალურ უსაფრთხოებაზე ისაუბრებს.

ნიუ იორკში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

გავრცელებული ცნობით, რექს ტილერსონმა და სერგეი ლავროვმა დახურულ კარს მიღმა სირიისა და უკრაინის კრიზისი განიხილეს. მოლაპარაკებები 45 წუთს გაგრძელდა.

]]>
18-09-2017 12:36 +0400
საქართველოს ჩინეთში გახსნილ საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენაზე საპატიო ქვეყნის სტატუსი მიენიჭა http://rustavi2.ge/ka/news/85207

ჩინეთში, ქალაქ სიამენში უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე საქართველოს საპატიო ქვეყნის სტატუსი მიენიჭა და განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო.

გამოფენაზე განთავსებული იქნება მთავრობის პროგრამების, საინვესტიციო, ექსპორტიორი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების სტენდები.

გამოფენის განმავლობაში დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, გაესაუბროს ქართული კომპანიებისა თუ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს.

]]>
18-09-2017 12:33 +0400
აშშ საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეას გაანადგურებს - ნიკი ჰეილი http://rustavi2.ge/ka/news/85190

შეერთებული შტატები საჭიროების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეას გაანადგურებს. განცხადებია ამის შესახებ გაეროში ამერიკის ელჩმა ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ნიკი ჰეილის თქმით, თუკი ოფიციალური ფხენიანი უპასუხიმგებლო ქმედებებს განაგრძობს, ხოლო შეერთებულ შტატებს საკუთარი თავისა და მოკავშირეების დაცვა მოუწევს, ჩრდილოეთ კორეას განადგურება ემუქრება.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ვითარების დარეგულირებას დიპლომატიური გზებით შეეცდება.

"თუ ეს არ იმუშავებს, ამ საკითხს გენერალი მატისი მიხედავს," - განაცხადა ნიკი ჰეილიმ. 

]]>
18-09-2017 08:56 +0400
ძლიერი შტორმი იაპონიაში - დაშავებულია 17 ადამიანი http://rustavi2.ge/ka/news/85188

ძლიერი შტორმი იაპონიაში. ტაიფუნი სახელწოდებით "ტალიმი" ქვეყნის სამხრეთ კუნძულებს დაატყდა თავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 17 ადამიანი, მაშველები ოთხ დაკარგულს ეძებენ.

ძლიერი ქარისა და წვიმის გამო გადაიდო 800-ზე მეტი რეისი. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 3 ათასზე მეტი ოჯახი. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას შესაძლო წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს.

დაზარალებულ რეგონებში ადამიანების შესაძლო ევაკუაციისთვის ემზადებიან. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ტაიფუნი ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებისკენ მიიწევს.

]]>
18-09-2017 08:55 +0400
სპეცოპერაციას ბარსელონაში საპროტესტი აქცია მოჰყვა http://rustavi2.ge/ka/news/85185

საპროტესტი აქცია მოჰყვა სამართალდამცველების სპეცოპერაციას ბარსელონაში, სადაც ძალოვნებმა მილიონზე მეტი კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი პროკლამაციისა და სხვა დოკუმენტების კონფისკაცია მოახდინეს.

ესპანეთის სასამართლოს განცხადებით, ავტონომიური რეგიონის ხელისუფლების ის წევრები, რომელებიც რეფერენდუმის ორგანიზებაში მიიღებენ მონაწილეობას, პასუხისგებაში მიეცემიან.

ოფიციალურმა მადრიდმა კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი უკანონოდ სცნო. ადგილობრივი ხელისუფლება მის გამართვას პირველ ოქტომბერს გეგმავს.

]]>
18-09-2017 08:30 +0400
8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ძლიერ შტორმს რუმინეთში http://rustavi2.ge/ka/news/85182

8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ძლიერ შტორმს რუმინეთში. სტიქია ქვეყნის დასავლეთ რეგიონებს დაატყდა თავს. დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი. ძლიერმა ქარმა, რომლის სიჩქარეც საათში 100 კილომერტს აღწევდა, შენობებს სახურავები ახადა.

წაქცეულია ხეები და ელექრტოგადამცემი ხაზები. რუმინეთის საგანგები სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაზარალებული რეგიონის დიდი ნაწილი ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, შტორმი უკრაინისკენ მიემართება.

]]>
18-09-2017 08:28 +0400
უკრაინის ხელისუფლებას ჩემი უკრაინაში შემოშვება იმის გამო არ უნდოდა, რომ მათი ქურდობისთვის ხელი არ შემეშალა - მიხეილ სააკაშვილი  http://rustavi2.ge/ka/news/85175

სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრა ქალაქ ვინნიცაში გამართა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, კიდევ ერთი რევოლუციის მოწყობა არ სურს და მისი მიზანი უკრაინაში პოლიტიკური კრიზის მშვიდობიანი გზებით მოგვარებაა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს და შეგროვებულ მოთხოვნებს კიევში ჩასვლის შემდეგ, უმაღლეს რადას და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გააცნობს.

მიხეილ სააკაშვილმა ვინნიცაში შეხვედრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტისა და სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმების შესახებ კანონის მიღებისა და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„უკრაინის ხელისუფლებას ჩემი უკრაინაში შემოშვება იმის გამო არ უნდოდა, რომ მათი ქურდობისთვის ხელი არ შემეშალა, არც კი მესაუბრა კორუფციაზე. ისინი აცხადებენ, რომ ქვეყანაში 100-ზე მეტი რეფორმა ჩაატარეს, სინამდვილეში კი, ეს მხოლოდ რეფორმების იმიტაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ძველი რევოლუციონერი ვარ, ახალი რევოლუციის ორგანიზების არანაირი სურვილი არ გამაჩნია. მაგრამ, ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება მიიღოს კანონი პრეზიდენტის იმპიჩმენტისა და დეპუტატების იმუნიტეტის გაუქმების შესახებ, შექმნას ანტიკორუფციული სასამართლო. უნდა გადაწყდეს რეფორმების საკითხი. ამ მოთხოვნებს ჩვენ კიევში ჩასვლისთანავე გავაცნობთ უმაღლეს რადას და პრეზიდენტს. თუკი ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს არ მიიღებს, ჩვენ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოვითხოვთ. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და საუკეთესო გამოსავალი არჩევნებია,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

]]>
18-09-2017 07:58 +0400
ბავარიაში ლუდის ფესტივალი - Oktoberfest, დაიწყო http://rustavi2.ge/ka/news/85163

დღეს ბავარიაში ლუდის ყველაზე მასშტაბური და ცნობილი ფესტივალი დაიწყო. ლუდის მოყვარულებს რიგით 182-ე Oktoberfest​-ის დაწყება მიუნხენის მერმა ტრადიციული რიტუალით ამცნო. შესაბამისად მომდევნო 18 დღის განმავლობაში ბავარიელებისთვის და მათი სტუმრებისთვის ლუდი მთავარი მოვლენა იქნება.

ფესტივალის სტუმრებს ათასობით პოლიციელი დაიცავს. ტერიტორიის გასაკონტროლებლად მთელს პერიმეტრზე საგანგებო ღობეები აიგო და უსაფრთხოების კამერები დამონტაჟდა. პავილიონებში მოსახვედრად სტუმრებს უსაფრთხოების კონტროლის გავლა უწევთ და პირველად ფესტივალის არსებობის ისტორიაში, ტერიტორიაზე მხოლოდ მცირე ზომის ნივთების და სამ ლიტრამდე მოცულობის ჭურჭლის შეტანის უფლება აქვთ.

]]>
17-09-2017 18:17 +0400
ტროპიკული შტორმი "მარია" - კარიბის კუნძულებს მორიგი სტიქია ემუქრება http://rustavi2.ge/ka/news/85151

სტიქიით დაზარალებულ კარიბის კუნძულებს მორიგი ტროპიკული შტორმი ემუქრება. მეტეოროლოგების განცხადებით, კარიბის ზღვის აუზში ახალი ტროპიკული შტორმი "მარია" ჩამოყალიბდა, რომელიც სანაპირო ზონის მიმართულებით მოძრაობს.

სპეციალისტების შეფასებით, ამ ეტაპზე სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 85 კილომეტრს აღწევს, თუმცა არ არის გამორიცხული რომ ქარი უფრო გაძლიერდეს. მეტეოროლოგების პროგნოზით, ყველაზე დიდი საფრთხე ანტიგუას, ბარბუდას და მონსერატს ემუქრებათ, რომლებიც ქარიშხალმა "ირმამ" მნიშვნელოვნად დააზარალა და 14 ადამიანი იმსხვერპლა. მეტეოროლოგების პროგნოზით, "მარია" კარიბის კუნძულებს სამშაბათს დაატყდება თავს.

]]>
17-09-2017 14:59 +0400
თურქეთში გათავისუფლებული ფრანგი ჟურნალისტი სამშობლოში დაბრუნდა http://rustavi2.ge/ka/news/85149

თურქეთში გათავისუფლებული ფრანგი ჟურნალისტი სამშობლოში დაბრუნდა. ლუ ბიურო პარიზში სტამბოლის აეროპორტიდან მიემგზავრება. ფრანგი ჟურნალისტი ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა აგვისტოს დასაწყისში დააკავა.

ლუ ბიუროს გამოძიება ქურთთა მუშათა პარტიის წევრებთან კავშირს ედავებოდა. მთავარ მტკიცებულებად საქმეში ქურთ სეპარატისტების ფოტო მასალა და ინტერვიუები ფიგურირებდა. ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ თურქეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონმა რამდენჯერმე მოუწოდა. ლუ ბიუროს გათავისუფლების შესახებ განცხადება ანკარაში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ორ დღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ გაკეთდა.

]]>
17-09-2017 14:57 +0400
ავარია ანტალიის რეგიონში - დაიღუპა 4 და დაშავდა 30 მოქალაქე http://rustavi2.ge/ka/news/85150

ავარიას თურქეთის ანტალიის რეგიონში მსხვერპლი მოჰყვა. ტურისტებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა და 50 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ავარიის შედეგად 4 ადამიანია დაღუპული, 30-მდე დაშავებული კი, რომელთა შორის ბავშვებიც არიან სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს. გავრცელებული ცნობით, ავარია მანგავატის რაიონში მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით უკვე შედგა კომუნიკაცია საქართველოს საგარეო სამინისტროსა და თურქეთის შესაბამის სამსახურებს შორის. საგარეო უწყების განმარტებით, ინციდენტის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

]]>
17-09-2017 14:56 +0400
ლონდონის მოდის კვირეულზე მისულ სტუმრებს აქტივისტები სტვენით შეხვდნენ http://rustavi2.ge/ka/news/85148

ლონდონის მოდის კვირეული საპროტესტო აქციის ფონზე იმართება. შენობასთან სადაც Burberry-ის მოდის სახლის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა, ცხოველთა უფლებების დამცველები შეიკრიბნენ და სამოსში ნატურალური ბეწვისა და ტყავის გამოყენება გააპროტესტეს.

აქტივისტები დეფილეზე მისულ სტუმრებს, რომელთა შორის კეიტ მოსი და სხვა ცნობილი მოდელები იყვნენ, სტვენით და შეძახილებით დახვდნენ. მათ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ბარბერის ჩვენების ჩაშლის მიზნით გზაც გადაკეტეს.

]]>
17-09-2017 14:53 +0400
ტერორიზმის ახალი ტალღა - განგაში პარიზის აეროპორტში http://rustavi2.ge/ka/news/85146

ცოტა ხნის წინ პარიზის აეროპორტში ტერაქტის განგაში გამოცხადდა. მიზეზი აეროპორტში მისული მუქარის შემცველი ანონიმური შეტყობინება გახდა. სამართალდამცველებმა ასაფრენ ბილიკზე British Airways-ის თვითმფრინავი გააჩერეს და მგზავრების ევაკუაცია განახორციელეს. მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ მედიამ საიდუმლო მოხსენება მოიპოვა, რომელშიც ისლამისტების ახალ სტრატეგიაზეა საუბარი.

დოკუმენტის თანახმად, თავდასხმისათვის ცივი იარაღისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასთან ერთად, ტერორისტები მატარებლებისა და სარკინიგზო მაგისტრალების აფეთქებებს, ტყის ხანძრების მოწყობასა და სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების მოწამვლასაც გეგმავენ. საიდუმლო ანგარიში ექსტრემისტული ჯგუფების პროპაგანდისტული მასალების ანალიზს ეფუძნება.

]]>
17-09-2017 14:49 +0400
ანტი-რასისტი რეპერის მკვლელობის მეოთხე წლისთავი - აქცია ათენის ცენტრში http://rustavi2.ge/ka/news/85143

ათენის ცენტრი ისევ არეულობამ მოიცვა. ათასობით ადამიანი ქალაქის ცენტრში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა, რომელიც ანტი-რასისტი რეპერის მკვლელობის მეოთხე წლისთავს მიეძღვნა.

მომიტინგეებმა ხელისუფლებისგან ამ საქმეზე დაკავებული ულტრანაციონალისტური პარტიის წევრების გასამართლება მოითხოვეს. დემონსტრაციას აქტივისტების ჯგუფი გამოეყო და პარტიის ოფისს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინა. მათ დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და რამდენიმე ადამიანი დააკავა.

]]>
17-09-2017 12:19 +0400
ბრიტანეთში ლონდინის ტერაქტის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს http://rustavi2.ge/ka/news/85142

ბრიტანელმა ძალოვანებმა ლონდონის ტერაქტის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდა სამართალდამცველებმა ლონდონის დასავლეთ რაიონში მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. გამოძიების ფარგლებში ძალოვანებმა რამდენიმე მისამართზე ჩაატარეს ჩხრეკა.

პოლიცია ეჭვმიტანილის ვინაობას არ ასახელებს და აცხადებს, რომ ის ტერორიზმის ბრალდებითაა დაკავებული და ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება. მეტროს მატარებელში მომხდარი აფეთქების საქმეზე, პოლიციამ პირველი ეჭვმიტანილი გუშინ დააკავა. 18 წლის ახალგაზრდა ქალაქ დუვრის პორტში აიყვანეს.

ტერაქტი ლონდონის მეტროში პარასკევს მოხდა, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროს ვაგონში აფეთქდა, შედეგად 29 ადამიანი დაშავდა.

]]>
17-09-2017 12:18 +0400
"დასავლეთი 2017" - რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნების მეორე ეტაპი დაიწყო http://rustavi2.ge/ka/news/85141

რუსეთის შეიარაღებული ძალების მასშტაბური წვრთნების მეორე ეტაპი ბელარუსის ტერიტორიაზე დაიწყო. ერთობლივი სამხედრო მანევრების ფარგლებში მოსკოვმა მეზობელ ქვეყანაში სამი ათასი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა გაგზავნა. რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სწავლება სახელწოდებით "დასავლეთი 2017" - 14 სექტემბერს დაიწყო.

სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, პირველ ეტაპზე რუსმა და ბელარუსმა სამხედროებმა თავდაცვითი ბრძოლების დაგეგმვა-ორგანიზებაში ივარჯიშეს, დღეიდან კი მეორე ფაზა დაიწყო, რომელიც აგრესორის შეტევის მოგერიებისთვის საჭირო უნარების დახვეწას ემსახურება.

სწავლების მეორე ეტაპი 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. სამხედრო მანევრებზე დასწრებას ერთ-ერთ პოლიგონზე ვლადიმერ პუტინიც გეგმავს.

]]>
17-09-2017 12:16 +0400
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ინიციატივებს აკრიტიკებს http://rustavi2.ge/ka/news/85138

მოსკოვის გეგმამ უკრაინასთან მიმართებაში არ გაამართლა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი უკრაინაში აცხადებს, რომ რუსეთი შეცდა, როდესაც დონბასში აფხაზეთის, ოსეთის ან დნესტრისპირეთის მსგავსი გაყინული კონფლიქტის ჩამოყალიბებას გეგმავდა.

იალტის ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბარში უოკერმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გამოცხადებელ ომში დრო რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარება მოსკოვისთვის არახელსაყრელია.

ამერიკელმა დიპლომატმა დონბასში სამშვიდობო მისიის გაგზავნის შესახებ ვლადიმერ პუტინის ინიციატივაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერის გეგმა კონფლიქტის მოგვარების პროცესს კიდევ უფრო შეაფერხებს.

კურტ უოკერის განცხადებით, მინსკის შეთანხმებების შესრულების შემთხვევაშიც კი, ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებს.

]]>
17-09-2017 12:05 +0400
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპს პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლა არ გადაუფიქრებია http://rustavi2.ge/ka/news/85137

თეთრ სახლში ჭორი უწოდეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლა გადაიფიქრა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქვეყნის პირველ პირს პოზიცია არ შეუცვლია და იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორები ვაშინგტონს ახალ ხელსაყრელ პირობებს არ შესთავაზებენ, ამერიკა გავა ამ შეთანხმებიდან.

ინფორმაცია დონალდ ტრამპის პოზიციის შეცვლასთან დაკავშირებით ჯერ Washington Post-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი განცხადება ამ თემაზე მონრეალში კლიმატის სამიტზე ევროკავშირის წარმომადგენელმა გააკეთა. მონრეალის ფორუმში შეერთებული შტატების დელეგაციაც მონაწილეობს, თუმცა, ევროპელი დიპლომატის განცხადებაზე მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

]]>
17-09-2017 12:01 +0400
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციურ ძალებთან ერთად კიევში 17 ოქტომბერს ჩავა http://rustavi2.ge/ka/news/85119

„ყველაფერში წააგეს, პროკურატურას შეეშინდა, სასამართლომ ვერ გამოიტანა გადაწყვეტილება,“ - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მის წინააღმდეგ წარმართულ პროცესებს.

48 საათში მიხეილ სააკაშვილი უკრაინული სასამართლოს წინაშე წარდგება. საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია, შედგება თუ არა ჩანიშნული პროცესი. უკრაინის პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მოსამართლეებმა მისი საქმის განხილვისგან თავი შეიკავეს.

„ჩემს შემთხვევაში დაჯარიმების ოქმი აქვს შედგენილი. ოთხივე მოსამართლე ავად გახდა... ოთხი მოსამართლეა, სულ სასამართლოში,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, კიევში უკრაინის ოპოზიციურ პარტიებთან ერთად 17 ოქტომბერს ჩავა.

„ყველა ოპოზიციის ლიდერი შეთანხმდა ახლა, რომ ავიღოთ დრო 17 ოქტომბრამდე. მე ახლა შეიძლება ჩავიდე-ჩამოვიდე კიევში, ჩემი საქმე მაქვს. შევთანხმდით, რომ 17 ოქტომბერს ყველა ერთად გამოვცხადდეთ, ბევრი ხალხით და მოვითხოვოთ ის, რაც არის ლოგიკური,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, 17 ოქტომბრამდე ყველა რეგიონის შემოვლას მოახერხებს. მან აღნიშნა, რომ მის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებენ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივან-ფრანკოვსკის საოლქო საბჭოს მსგავსად, სხვა რეგიონებშიც იგეგმება მიმართვების შემუშავება.  

ივან-ფრანკოვსკის საოლქო საბჭომ პეტრო პოროშენკოსადმი მიმართვაც მიიღო, სადაც საბჭო პეტრო პოროშენკოს მოუწოდებს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა შეწყვიტოს.

]]>
16-09-2017 21:19 +0400
ოდესაში, ბანაკში ხანძრის მიზეზი შესაძლოა, ტელეფონის დაზიანებული დამტენი ყოფილიყო http://rustavi2.ge/ka/news/85111

ოდესაში, საბავშვო ბანაკში ხანძრის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, მობილური ტელეფონის დაზიანებული დამტენი ყოფილიყო. გამოძიება ვარაუდობს, რომ ცეცხლის გავრცელებას ხელი ადვილად აალებადი მასალებისგან დამზადებულმა საკონცერტო კოსტიუმებმაც შეუწყო, რომელიც იმ დროს შენობაში ინახებოდა.

ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა, ერთ გოგონას კი ამ დრომდე ეძებენ. სამი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ხანძრის გაჩენის დროს ორსართულიან ხის კორპუსში 42 ბავშვი იმყოფებოდა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ოდესის ოლქში ერთდღიანი გლოვა გამოცხადდა.

]]>
16-09-2017 18:36 +0400
ავსტრალიაში კოალამ მანქანის საბურავში ნახევარი საათი გაატარა http://rustavi2.ge/ka/news/85108

ავსტრალიაში კოალა გადაარჩინეს, რომელმაც თითქმის ნახევარი საათი მანქანის საბურავში გაატარა. ცხოველი ავტომობილში იმ დროს შეძვრა, როდესაც მფლობელმა ის ადელაიდის გარეუბანში სადგომზე გააჩერა.

კოალას აღმოჩენამდე მძღოლმა 16 კილომეტრი გაიარა. მანქანის გაჩერების შემდეგ კი, ტრამვირებული ცხოველის ხმა გაიგო.

სწორედ ამის შემდეგ გამოიძახა მან მაშველები, რომლებიც კოალას საბურავიდან გამოსვლაში დაეხმარნენ. 

]]>
16-09-2017 18:21 +0400
მიხეილ სააკაშვილი ივანო-ფრანკოვსკში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება http://rustavi2.ge/ka/news/85104

მიხეილ სააკაშვილი ივანო-ფრანკოვსკში იმყოფება და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს. უკრაინის სხვადასხვა ქალაქში სააკაშვილის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვება უკვე დაწყებულია.

მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და სამოქმედო გეგმები გააცნო. ის არ ცვლის გეგმას და 19 სექტემბერს კიევში ჩასვლას გეგმავს.

მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩასვლამდე სხვა რეგიონებში მცხოვრებლებთან შეხვედრასაც გეგმავს. მისი თქმით, მათი პრობლემების გაცნობის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებას გააცნობს.

ივან-ფრანკოვსკის საოლქო საბჭომ პეტრო პოროშენკოსადმი მიმართვაც მიიღო, სადაც საბჭო მოუწოდებს, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური დევნა შეწყვიტოს.

]]>
16-09-2017 18:09 +0400
რეფერენდუმი ესპანეთში - ამოღებულია დიდი რაოდენობით დოკუმენტაცია http://rustavi2.ge/ka/news/85100

ესპანელმა სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით დოკუმენტაცია ამოიღეს, რომელიც კატალონიის რეგიონის დამოუკიდებლობის საკითხზე დაგეგმილ რეფერენდუმს შეეხებოდა. პოლიციამ ბარსელონაში რეიდი ჩაატარა სტამბაში, სადაც ბიულეტენები, საარჩევნო ყუთები და სარეკლამო ფურცლები ინახებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ამოღებული მასალების რაოდენონა ერთ ტონას აჭარბებს, მათ შორის 100 ათასი პლაკატია.

კატალონიაში დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი პირველ ოქტომბერსაა დაგეგმილი. ოფიციალური მადრიდი გამოკითხვას უკანონოდ მიიჩნევს.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ კვირაში 700-ზე მეტი ადგილობრივი მერი დაკითხვაზეც დაიბარა. 

]]>
16-09-2017 17:30 +0400
რექს ტილერსონმა მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ილაპარაკა http://rustavi2.ge/ka/news/85097

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ილაპარაკა. რექს ტილერსონმა რუსეთის ქმედებებზე ვაშინგტონში დემოკრატიული საზოგადოების საერთაშორისო კოალიციის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ტილერსონის თქმით, როდესაც რუსეთი დემოკრატიულ საფუძვლებზე თავდასხმით საფრთხეს უქმნის თავის მეზობლებს და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში ერევა, ვაშინგტონი დემოკრატიული პარტნიორების გვერდით დგას. 

 

]]>
16-09-2017 17:12 +0400
საპროტესტო აქცია მისურის შტატში - აქტივისტებმა შენობები დაარბიეს http://rustavi2.ge/ka/news/85090

მისურის შტატის ქალაქ სენტ ლუისში გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც სასამართლომ ყოფილი სამართალდამცველი ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობის საქმეში უდანაშაულოდ სცნო.

აქციის მონაწილეებმა შენობები დაარბიეს, სამართალდამცველებს კი, ქვები და ბოთლები დაუშინეს. 

ძალოვანებმა საპასუხოდ, მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. არეულობის დროს 8 პოლიციელი დაშავდა. 

]]>
16-09-2017 14:54 +0400
საბავშვო ბანაკში დატრიალებული ტრაგედიის გამო ოდესის ოლქში ერთდღიანი გლოვა გამოცხადდა http://rustavi2.ge/ka/news/85089

საბავშვო ბანაკში დატრიალებული ტრაგედიის გამო ოდესის ოლქში ერთდღიანი გლოვა გამოცხადდა. ხანძარს ბანაკ "ვიქტორიაში" ორი ბავშვი ემსხვერპლა, ერთ გოგონას კი ამ დრომდე ეძებენ. სამი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ხანძარი ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე ორსართულიან ხის შენობას გვიან ღამით მოედო და ძლიერი ქარის გამო, სწრაფად გავრცელდა.

ამ დროს შენობაში 42 ბავშვი იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, ევაკუაციის დროს სამი მათგანი ფანჯრიდან გადახტა. ხანძრის დროს კორპუსში სიგნალიზაცია არ ჩართულა.


]]>
16-09-2017 14:45 +0400
ლონდონის ტერაქტთან დაკავშირებით 18 წლის მამაკაცი დააკავეს http://rustavi2.ge/ka/news/85087

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ლონდონის ტერაქტთან დაკავშირებით პირველი ეჭვმიტანილი დააკავეს. 18 წლის მამაკაცი ქალაქ დუვრის პორტში აიყვანეს. ეჭვმიტანილი ამ დრომდე ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში რჩება, მოგვიანებით კი, მას ლონდონში გადაიყვანენ. სპეცოპერაციის სხვა დეტალები უცნობია.

ტერაქტი ლონდონის მეტროსადგურში გუშინ დილით მოხდა. მატარებლის ვაგონში აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით, 30 ადამიანი დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

მომხდარის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე კრიტიკულ დონემდე გაზარდეს, რაც შესაძლო გარდაუვალ საფრთხეზე მიუთითებს. 

]]>
16-09-2017 14:39 +0400