19 აპრილი 2024,   16:30
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა 18 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს მორაგბეთა 18 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინალურ მატჩი უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საფრანგეთის ნაკრები დაძაბულ შეხვედრაში 8:3 დაამარცხეს და ისტორიაში პირველად დაეუფლენ ევროპის ჩემპიონის ტიტულს.

ანგარიში შეხვედრის მე-8 წუთზე გაიხსნა. ბორჯღალოსნებმა ლელო გაიტანეს, თუმცა გარდასახვის რეალიზება ევრ შეძლეს. საფრანგეთმა სხვაობა ზუსტი ჯარიმით შეამცირა და ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 5:3 მოიგეს. მეორე ნახევარში ეროვნულმა გუნდმა ჯარიმა ზუსტად გამოიყენა და საბოლოო ანგარიში 8:3 დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ზედიზედ 4-ჯერ იმყოფებოდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, თუმცა წინა სამ შემთხვევაში სწორედ საფრანგეთის ნაკრებთან მარცხდებოდა. 

 

დღის ამბები