25 აპრილი 2024,   18:46
ვრცლად
საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონია

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია. ფრანგებმა მუნდიალი ისტორიაში მეორედ მოიგეს.

ფინალში მამლების მეტოქე ხორვატია იყო და შეხვედრა 4:2 დასრულდა.

ანგარიში მატჩის დებიუტში მანჯუკიჩის ავტოგოლით გაიხსნა, რასაც ხორვატიამ ივან პერიშიჩის შესანიშნავი გოლით გაათანაბრა. საფრანგეთმა პირველი ტაიმის მოგება მაინც მოახერხა - მსაჯმა ვიდეოგამეორების გამოიყენების შემდეგ პენალტი დანიშნა და ანტუან გრიზმანმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

მატჩის მეორე ნახევარი ხორვატიამ აქტიურად დაიწყო, თუმცა, დაცვაში შეუთანხმებელ
მოქმედებებს პოლ პოგბას და შემდეგ კილიამ მბამპეს ზუსტი დარტყმები მოჰყვა.

მატჩის 69-ე წუთზე საფრანგეთის მეკარემ, ჰუგო ლორისმა, კურიოზული შეცდომა დაუშვა და
მანჯუკიჩს ანგარიშის შემცირების საშუალება მისცა და მატჩის საბოლოო ანგარიში 4:2 დააფიქსირა.

დღის ამბები