19 აპრილი 2024,   15:18
ვრცლად
ტოჩინოშინმა ოძეკის წოდება დაიბრუნა

ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ, ოძეკის წოდება დაიბრუნა. 

ტოჩინოშინმა მაისის ბაშოზე უკვე 10 მოგება მოახერხა და ქართველს ბაშოს დასრულების შემდეგ ჩემპიონის ტიტულს კვლავ აღუდგენენ.


დღეს ტოჩინოშინმა იოკუძუნა კაკურიო დაამარცხა, რომელიც ბაშოს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო. იოკუძუნას მარცხის შემდეგ კი ტურნირის გამარჯვებული ასანოიამა გახდა.


შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ოძეკის წოდება ზედიზედ 2 ბაშოზე უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების გამო ჩამოართვეს, თუმცა მას შანსი მისცეს, რომ 10 მოგების შემთხევავაში კვლავ დაიბრუნებდა წოდებას.

დღის ამბები