25 აპრილი 2024,   10:15
ვრცლად
ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციის ფინალში იასპარეზებს

გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციის ფინალში იასპარეზებს. მეომრებმა ფლეი-ოფში იუტა ჯაზს სერიაში მშრალი ანგარიშით 4:0 მოუგო და ფინალში იასპარეზებს, სადაც მათი მეტოქე სან ანტონიო სპურსი და ჰიუსტონ როკეტსის (სერიაში 2:2) წყვილს შორის გამარჯვებული იქნება.

იუტასთან სერიის მეოთხე შეხვედრაში ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 19 წუთი გაატარა. ზაზამ შეხვედრა 2 ქულით, 8 მოხსნით და 2 ჩაჭრით დაასრულა. ოქროს შტატელების შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი სტეფ კარის ჰქონდა, რომელმაც 30 ქულა მიითვალა. 18 ქულა დააგროვა კევინ დიურანტმა, ხოლო დრეიმონდ გრინის ანგარიშზე სამმაგი დუბლი - 17 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა დაგროვდა.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს ჩემპიონობისთვის ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდებიან.

 

დღის ამბები