25 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
იუვენტუსი პირველი ფინალისტია

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო მატჩში ტურინის იუვენტუსმა მონაკო 2:1 (ორი მატჩის ჯამში 4:1) დაამარცხა და ფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვა.

ტურინელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო დანი ალვეში, რომელმაც მონაკოშიც გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. იუვენტუსმა ანგარიში 33-ე წუთზე გახსნა - დანი ალვეშის ჩაწოდებულ ბურთს მარიო მანჯუკიჩი გამოეხმაურა, მაგრამ მეკარემ დარტყმული მოიგერია, თუმცა დამატებაზე მანჯუკიჩმა ყველას დაასწრო და იტალიელები დააწინაურა. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე, ალვეშმა კუთხურიდან გადმოვარდნილ ბურთს ერთი შეხებით უძლიერესად დაარტყა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 69-ე წუთზე პრესტიჟის გოლი კილიან მბაპემ გაიტანა.

დღეს მეორე ფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი. მადრიდის ატლეტიკო მადრიდის რეალს უმასპინძლებს. სამეფო კლუბმა პირველი მატჩი 3:0 მოიგო და წყვილის უპირობო ფავორიტადაც ითვლება. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.

დღის ამბები