25 აპრილი 2024,   08:47
ვრცლად
ლონდონის ჩელსი ინგლისის ჩემპიონია

ლონდონის ჩელსი ინგლისის ჩემპიონია. ანტონიო კონტეს მიერ გაწვრთნილმა გუნდმა პრემიერ ლიგის ტიტული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა.

36-ე ტურში ჩელსი ვესტ ბრომვიჩს შეხვდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დაამარცხა. ჩელსიმ ისტორიაში მეექვსედ გახდა ინგლისის ჩემპიონი.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის ჩელსი მომავალი სეზონიდან უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. გასულ სეზონში ლონდონურმა კლუბმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული გათამაშება გამოტოვა. ახალი სეზონისთვის ჩელსი სავარაუდოდ შემადგენლობის გაძლიერებას შეეცდება.

დღის ამბები