17 აპრილი 2024,   01:47
ვრცლად
არგენტინა VS საქართველო - ვიბრძოლეთ, მაგრამ დავმარცხდით

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამერიკული ტურნე სტუმრად არგენტინის ნაკრებთან მარცხით დაასრულა. ქალაქ ჰუჰუიში გამართულ მატჩში ბორჯღალოსნები მასპინძლებთან ანგარიშით 45:29 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრაში 4 ლელო დადო, რაც პირველი ეშალონის ნაკრების წინააღმდეგ ისტორიაში პირველად დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ივნისის სამი ტესტ-მატჩიდან ორი მოიგო და ერთი დათმო. შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" მანამდე კანადისა (13:0) და აშშ-ის (21:17) ნაკრებები დაამარცხეს.

 

დღის ამბები