20 აპრილი 2024,   17:12
ვრცლად
NBA-ს დაჯილდოვება - ასოციაციამ წლის საუკეთესო მოთამაშეები და მწვრთნელი დაასახელა

ამერიკის ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ წლის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა. NBA-ის საუკეთესო მოთამაშედ რასელ ვესტბრუკი დასახელდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი ვერც ფინალში გავიდა ასოციაციამ კალათბურთელის გამორჩეული შედეგიანი სეზონი დააფასა. ნიუ-იორკში მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელებისათვის წითელი ხალიჩაც გაიშალა.

ჰიუსტონ როკეტსის მთავარი მწვრთნელი მაიკ დიანტონი კი წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, მან კალათბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობ გრეგ პოპოვიჩსაც აჯობა.  წლის გამთამაშებლის სტატუსი აიზია ტომას გადაეცა, ხოლო NBA-ის პლეი-ოფის საუკეთესო მომენტად კევინ დურანტის სამქულიანი ტყორცნა დასახელდა, რომელმაც გოლდენ სტეიტს გამარჯვება მოუტანა.

დღის ამბები