25 აპრილი 2024,   16:14
ვრცლად
უიმბლდონი - ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე კარლოს ბერლოკი იქნება

უიმბლდონი - დიდი სლემის ტურნირზე კენჭისყრა გაიმართა. ძირითად ბადეში ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე 34 წლის არგენტინელი, კარლოს ბერლოკი იქნება. 

ბასილაშვილის ATPის რეიტინგში 51-ე პოზიციაზე იმყოფება. გამოცდილი არგენტინელი ჩოგბურთელი კი მე-80 ადგილზეა. მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი 37-ე საფეხურია და ATP-ის რანგის 2 ტიტული აქვს მოგებული.

უიმბლდონი 3 ივლისს იწყება. ბასილაშვილის თამაშის დაწყების ზუსტი დრო და თარიღი ამ ეტაპზე გარკვეული არ არის.

დღის ამბები