19 აპრილი 2024,   05:53
ვრცლად
ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტში კიდევ ერთი სეზონი ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია მომავალ სეზონს კვლავ გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში გაატარებს. ამის შესახებ ინფორმაცია ფაჩულიამ სოციალურ ქსელში დაადასტურა.

გასულ სეზონში 33 წლის ქართველი კალათბურთელის საშუალო მაჩვენებელი ასეთი იყო - 18,1 წუთი: 6,1 ქულა, 5,9 მოხსნა და 1,9 პასი. 

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტში 2016 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და პირველივე სეზონში გუნდთან ერთად NBA-ს ჩემპიონი გახდა.

დღის ამბები