25 აპრილი 2024,   02:51
ვრცლად
ლამბორგინის სუპერ ტროფი ბელგიაში და ქართული გუნდის წარმატება

ბელგიაში, კერძოდ სპას ავტოდრომზე ლამბორგინის ევროპული ეტაპის დასკვნითი მეექვსე ტური გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოს ღირსებას გუნდ "არტლაინის" სახელით შოთა აფხაზავა იცავდა, რომელიც ტურნირის ორივე დღეს პოდიუმზე იდგა.

შეჯიბრების ორი დღე და ორი პოდიუმი - პირველი და მესამე ადგილი და საერთო გუნდურ ჩათვლაში საკმაოდ მაღალი შედეგები. ქართული გუნდის "არტლაინის" ასეთ წარმატებულ გამოსვლას "ლამბორგინი სუპერ ტროფის" ორგანიზატორებიც არ ელოდნენ. "არტლაინის" გუნდი პროფესიონალთა და ნახევარპროფესიონალთა შეჯიბრში ასპარეზობს და მან სპეციალისტთა ყურადღება პროფესიონალიზმითა და მაღალი დონის გუნდურობით დაიმსახურა.

"არტლაინის" და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტს უფრო შორსიმავალი გეგმებიც აქვს. შოთა აფხაზავა ამბობს, რომ მან უკვე დაიწყო "ლამბორგინი სუპერ ტროფის ორგანიზატორებტან" მოლაპარაკებები ერთ-ერთი ეტაპის რუსთავის ავტოდრომზე გამართვის შესახებ.

ლამბორგინის ევროპის ტურის დასრულებამდე ნიუმბერგრინგისა და იმოლას ავტოდრომის რბოლა დარჩა, რასაც უკვე მსოფლიო შემაჯამებელი რბოლა, ისევ იმოლას ლეგენდარულ ტრასაზე დაასრულებს და მასში აზიის, ამერიკისა და ევროპის რბოლების საუკეთესო ქულის მქონე გუნდები იასპარეზებენ. "არტლაინ ჯორჯიას" მთავარი მიზანიც იმოლას და ლამბორგინის მსოფლიო თასზე ასპარეზობაა.

 

დღის ამბები