23 აპრილი 2024,   18:58
ვრცლად
ზვიად პატარიძე მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ზვიად პატარიძე მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონია.

120  კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა მორიგ წარმატებას ფინეთის ქალაქ ტამპერეში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიაღწია. პატარიძემ მან გადამწყვეტ ბრძოლაში ყირგიზ მოჭიდავეს სძლია. მანამდე კი მარტივად დაამარცხა რუსი, ირანელი, იაპონელი და რუმინელი სპორტსმენები.

დაჯილდოვების ცერემონიალი ხარვეზებით წარიმართა - ორგანიზატორებმა შეცდომით ჯერ საქართველოს ძველი ჰიმნი დაუკრეს, მოგვიანებით შეცვალეს, თუმცა შეცდომის გამოსწორების შემდეგაც დარბაზში ჰიმნი ტექნიკური ხარვეზებით ისმოდა.

პატარიძე ნაკრების ერთადერთი წევრია, რომელმაც წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის მოპოვება მოახერხა.

დღის ამბები