25 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
ჩემპიონი ფაჩულია - სპორტის სასახლეში საჩემპიონო თასის წარდგენის ცერემონია გაიმართა

თბილისის სპორტის სასახლეში, გულშემატკივრებისთვის NBA-ს საჩემპიონო თასის წარდგენის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი დაესწრნენ.

სპორტის სასახლეში საკალათბურთო ილეთებით გაფორმებული შოუ გაიმართა. გულშემატკივრებს ფაჩულიამ მიმართა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების დაწყებამდე კი ზაზა ფაჩულია საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტთან ერთად NBA-ს 2016-17 წლების სეზონის ჩემპიონი გახდა.

დღის ამბები